გამოდის 1998 წლიდან
სტატიები
2018-02-22
გარე დაკვირვების კომპონენტი პილოტირებიდან ფართომასშტაბიან დანერგვაზე გადადის
ლა­ლი ჯე­ლა­ძე   მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში, გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის გავ­ლის მსურ­ვე­ლი უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის რე­გის­ტ­რა­ცი­ას აცხა­დებს. გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში შე­მოწ­მე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რომ­ლის გავ­ლაც უწევს უფ­როს მას­წავ­ლე­ბელს წამ­ყ­ვა­ნის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად
ვრცლად>>>
2018-02-14
ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში
ქარ­თუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის, სუ­ლი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის უმ­თავ­რეს კე­რას, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს, წელს და­არ­სე­ბი­დან ერ­თი სა­უ­კუ­ნე უს­რულ­დე­ბა. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ამ ერ­თი სა­უ­კუ­ნი­დან, ორ­მოც­და­ათ წელ­ზე მე­ტი ჩე­მი ცხოვ­რე­ბი­სა გა­ტა­რე­ბუ­ლი მაქვს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და, ამ­დე­ნად, უნი­ვერ­სი­ტე­ტი ჩემ­თ­ვის გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა.
ვრცლად>>>
2018-02-14
რამ გა­ნა­პი­რო­ბა რე­ლი­გი­ის ის­ტო­რი­ის არ­ჩე­ვით საგ­ნად შე­მო­ტა­ნის აუცი­ლებ­ლო­ბა
ლა­ლი ჯე­ლა­ძე   სკო­ლებ­ში რე­ლი­გი­ის სწავ­ლე­ბის სა­კითხი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დი­დი ხა­ნია, სა­და­ვო თე­მა­დაა ქცე­უ­ლი.  რე­ლი­გი­ის სწავ­ლე­ბის შე­მო­ტა­ნა ჯერ კი­დევ წი­ნა­მორ­ბე­დი მი­ნის­ტ­რე­ბის დროს გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, მაგ­რამ „სვლა“, რო­მე­ლიც სკო­ლებ­ში რე­ლი­გი­ის ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბის  არ­ჩე­ვით საგ­ნად შე­მოს­ვ­ლას გუ­ლის­ხ­მობს, ამ­ჟა­მინ­დელ­მა მი­ნის­ტ­რ­მა  და­ა­ა­ნონ­სა და მას წინ პატ­რი­არ­ქის ქა­და­გე­ბა­ში გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი აზ­რი უძღო­და. „მი­მაჩ­ნია, რომ რე­ლი­გი­ის ის­ტო­რია, რო­გორც არ­ჩე­ვი­თი სა­გა­ნი, ყვე­ლა სკო­ლა­ში უნ­და იყოს და მივ­დი­ვართ აქეთ­კენ“ — გა­ნაცხა­და ცო­ტა ხნის წინ მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა.
გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ­თა აზ­რით, ეს ნა­ბი­ჯი მი­მარ­თუ­ლია სკო­ლებ­ში ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ის­კენ. ბუ­ნებ­რი­ვია
ვრცლად>>>
2018-02-08
უნივერსიტეტის დაარსების კამპანია
   ***
1917 წლის თე­ბერ­ვ­ლი­დან ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბის­თ­ვის კონ­კ­რე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მა და­იწყო. პე­ტერ­ბურ­გ­ში, ლახ­ტი­ნის ქუ­ჩა­ზე, თა­ვის ბი­ნა­ზე შეკ­რი­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი: იოსებ ყიფ­ში­ძე, აკა­კი შა­ნი­ძე, შალ­ვა ნუ­ცუ­ბი­ძე და სხვე­ბი. კრე­ბის მო­ნა­წი­ლე­თა დიდ­მა ნა­წილ­მა გა­ი­ზი­ა­რა იდეა, თუმ­ცა მას მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გეე­ბიც ჰყავ­და. მა­გა­ლი­თად, ისე­თი დი­დი მოღ­ვა­წე, რო­გო­რიც იყო ნი­კო ნი­კო­ლა­ძე. იგი ასა­ბუ­თებ­და, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტამ­დე თბი­ლის­ში პო­ლი­ტექ­ნი­კუ­მი უნ­და შექ­მ­ნი­ლი­ყო, რო­მე­ლიც სა­ინ­ჟინ­რო და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებს აღ­ზ­რ­დი­და. სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ლე­მი­კის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტის მომ­ხ­რე­ებ­მა გა­ი­მარ­ჯ­ვეს და და­იწყო ბრძო­ლა უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბის­თ­ვის.
ვრცლად>>>
2018-02-08
ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი მი­ზა­ნი — მა­ღა­ლი ლე­გი­ტი­მა­ცი­ის მქო­ნე მან­და­ტუ­რი
  ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს ინი­ცი­ა­ტი­ვით, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის რე­ფორ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მომ­ზად­და „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი. ცვი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხე­ბა რო­გორც სკო­ლებ­ში მან­და­ტუ­რე­ბის და­ნიშ­ვ­ნის წესს, ასე­ვე მათ უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბებს. რა შე­იც­ვ­ლე­ბა მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურ­ში, რას სთა­ვა­ზობს კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი სკო­ლებს, მა­თი უსაფ­რ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, გა­იზ­რ­დე­ბა თუ არა მან­და­ტუ­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და რო­გორ გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა მი­სი უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი, შე­ვა თუ არა სკო­ლა­ში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია — ამ და სხვა სა­კითხებ­ზე იმ­ს­ჯე­ლეს „ქორ­თი­არდ მე­რი­ოტ­ში“ გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე ლია გი­გა­უ­რი და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე ნა­თია მეზ­ვ­რიშ­ვი­ლი უძღ­ვე­ბოდ­ნენ. შეხ­ვედ­რა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ სხვა­დას­ხ­ვა სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბის, პარ­ლა­მენ­ტის, არა­სამ­თავ­რო­ბო და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.
კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით:
ვრცლად>>>
2018-02-08
„ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბა“ — პი­ლო­ტი­რე­ბის შე­დე­გე­ბი
ჩვე­ნი გა­ზე­თის წი­ნა ნო­მერ­ში გა­გა­ცა­ნით თბი­ლი­სის სამ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში — 86-ე, 212-ე და მე-11 — ჩა­ტა­რე­ბუ­ლი პი­ლო­ტი­რე­ბის შე­დე­გე­ბი. შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტ­მა, ორ­გა­ნი­ზა­ცია „თა­ნად­გო­მის“ დახ­მა­რე­ბით, სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის“ სტან­დარ­ტი­დან, მე-7 კლა­სის პროგ­რა­მი­დან, ერთ-ერ­თი თე­მის — „ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბა“ პი­ლო­ტი­რე­ბა ჩა­ა­ტა­რა.
ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ექ­ს­პერ­ტ­მა შალ­ვა მეკ­რა­ვიშ­ვილ­მა, ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას, აღ­ნიშ­ნა, რომ პი­ლო­ტი­რე­ბის დაწყე­ბამ­დე სა­გან­გე­ბოდ შე­მუ­შავ­და წლი­უ­რი პროგ­რა­მის ნი­მუ­ში — ძი­რი­თა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, სა­რე­კო­მენ­და­ციო სა­გაკ­ვე­თი­ლო და არა­სა­გაკ­ვე­თი­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი და ა.შ. რაც მთა­ვა­რია, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­წე­რა იმ სკო­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რომ­ლე­ბიც პი­ლო­ტი­რე­ბის­თ­ვის შე­ირ­ჩა. ისი­ნი თა­ვად იყ­ვ­ნენ იმ სას­წავ­ლო რე­სურ­სის შექ­მ­ნის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, რომ­ლის პი­ლო­ტი­რე­ბაც უნ­და გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ. გაკ­ვე­თი­ლე­ბი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბით სრულ­დე­ბო­და, სა­დაც უნ­და გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, რა შე­დე­გე­ბი გა­მო­ი­ღო ამ გაკ­ვე­თი­ლებ­მა. „ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გე­ბი მი­ვი­ღეთ იმი­ტომ, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა ზუს­ტად გა­ი­გეს და აით­ვი­სეს ის ძი­რი­თა­დი ას­პექ­ტე­ბი, რაც ამ გაკ­ვე­თი­ლე­ბით გვინ­დო­და მათ­თ­ვის გა­დაგ­ვე­ცა.“ — გა­ნაცხა­და ბა­ტონ­მა შალ­ვამ.
ვრცლად>>>
2018-02-07
ნი­კო ცხვე­და­ძის ნაღ­ვა­წი. მო­მა­ვა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­ნო­ბის აგე­ბა
ჩვე­ნი წარ­სუ­ლი ცხოვ­რე­ბის მე­ტად სა­გუ­ლის­ხ­მო პე­რი­ოდის —  ხჳხ სა­უ­კუ­ნის 60-90-იანი წლე­ბის მოწ­მე და თვით­მ­ხილ­ვე­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი და ლი­ტე­რა­ტო­რი იაკობ მან­ს­ვე­ტაშ­ვი­ლი ავ­ტო­რია 1985 წელს, „საბ­ჭო­თა სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ მი­ერ, ქარ­თუ­ლი მე­მუ­ა­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ეგი­დით გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნი­სა „მო­გო­ნე­ბე­ბი“. იგი ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლია ფარ­თო მკითხ­ვე­ლი­სათ­ვის, თუმ­ცა ფას­და­უ­დე­ბე­ლია მი­სი ღვაწ­ლი იმ პე­რი­ო­დის ქარ­თ­ველ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა სა­ხე­ლე­ბის უკ­ვ­დავ­ყო­ფი­სა და ქვეყ­ნის წი­ნა­შე გა­წე­უ­ლი მა­თი დამ­სა­ხუ­რე­ბის შთა­მო­მავ­ლო­ბი­სათ­ვის გა­და­ცე­მის საქ­მე­ში. გარ­და იმი­სა, რომ იაკობ მან­ს­ვე­ტაშ­ვი­ლი აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შ­რომ­ლობ­და იმ­დ­რო­ინ­დელ ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­ში და მე­გობ­რობ­და თით­ქ­მის ყვე­ლა სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წეს­თან,
ვრცლად>>>
2018-02-01
ახა­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა — მე­გო­ბა­რი დო­კუ­მენ­ტი მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბის­თ­ვის
გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტ­მა, ორ­გა­ნი­ზა­ცია „თა­ნად­გო­მის“ დახ­მა­რე­ბით, თბი­ლი­სის სამ  სა­ჯა­რო  სკო­ლა­ში — 86-ე, 112-ე და მე-11 — გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის“ სტან­დარ­ტი­დან, მე-7 კლა­სის პროგ­რა­მი­დან, ერთ-ერ­თი თე­მის — „ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბა“ პი­ლო­ტი­რე­ბა. მარ­თა­ლია, სა­მი სკო­ლა არ არის ბევ­რი, მაგ­რამ დე­პარ­ტა­მენ­ტ­ში აცხა­დე­ბენ, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შე­დე­გე­ბი გა­მოვ­ლინ­და. ორ­გა­ნი­ზა­ცია „თა­ნად­გო­მის“ და დე­პარ­ტა­მენ­ტის თი­თო-თი­თო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, წყვილ­ში, ყვე­ლა გაკ­ვე­თილს ეს­წ­რე­ბო­და, შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გაკ­ვე­თი­ლის ჩათ­ვ­ლით. „მე პი­რა­დად, 86-ე სკო­ლა­ში ვეს­წ­რე­ბო­დი გაკ­ვე­თი­ლებს — ამ­ბობს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტი შალ­ვა მეკ­რა­ვიშ­ვი­ლი — ორ­გა­ნი­ზა­ცია „თა­ნად­გო­მა“, მარ­თ­ლაც დიდ თა­ნად­გო­მას გვი­წევს ხოლ­მე სხვა­დას­ხ­ვა სა­კითხე­ბის პი­ლო­ტი­რე­ბა­ში. ალ­ბათ გახ­სოვთ სა­გა­ნი „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“, მი­სი ერ­თი კომ­პო­ნენ­ტის — „ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სი“ — პი­ლო­ტი­რე­ბაც ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დახ­მა­რე­ბით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ“. რო­მელ კლა­სებ­ში ჩა­ტარ­და და რა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის გაკ­ვე­თი­ლებ­მა, რა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა და რო­დის შე­ვა ახა­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა სკო­ლებ­ში — გვე­სა­უბ­რე­ბა ექ­ს­პერ­ტი შალ­ვა მეკ­რა­ვიშ­ვი­ლი.
ვრცლად>>>
2018-01-25
დამ­ტ­კიც­და სტან­დარ­ტი პე­და­გო­გის გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად

მო­მა­ვა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან პე­და­გო­გის გა­ნათ­ლე­ბის ახა­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პროგ­რა­მა ამოქ­მედ­დე­ბა. 300-კრე­დი­ტი­ა­ნი ორ­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი პროგ­რა­მა თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი მას­წავ­ლე­ბ­ლის მომ­ზა­დე­ბის პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბაა ჩვენს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში. 5-წლი­ა­ნი პროგ­რა­მის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი მა­გის­ტ­რის ხა­რისხს მი­ი­ღებს და სკო­ლა­ში უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის პო­ზი­ცი­ას და­ი­კა­ვებს.
პროგ­რა­მის დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შექ­მ­ნა­ზე საბ­ჭომ მუ­შა­ო­ბა და­ას­რუ­ლა და შე­იქ­მ­ნა დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­მაც გარ­კ­ვე­ულ სტან­დარ­ტ­ში მო­აქ­ცია სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო 300-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა. დო­კუ­მენ­ტი გახ­დე­ბა სა­ფუძ­ვე­ლი იმ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც გა­დაწყ­ვე­ტენ პე­და­გო­გე­ბის ახა­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პროგ­რა­მე­ბის სა­აკ­რე­დი­ტა­ცი­ოდ მომ­ზა­დე­ბას.
ვრცლად>>>
2018-01-25
G-PriEd-ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი პროგ­რა­მა — ბიზ­ნე­სის უნარ-ჩვე­ვე­ბი დაწყე­ბით გა­ნათ­ლე­ბა­ში
მა­კა ყი­ფი­ა­ნი   18 იან­ვარს, თბი­ლის­ში, სა­გა­მო­ფე­ნო ცენტრ „ექ­ს­პო ჯორ­ჯი­ას“  პა­ვი­ლი­ონ­ში, შედ­გა აშშ სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტის  (G-PriEd) — ბიზ­ნე­სის უნარ-ჩვე­ვე­ბის პროგ­რა­მის დას­კ­ვ­ნი­თი კონ­ფე­რენ­ცია. მი­სი მი­ზა­ნი იყო დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ან­გა­რი­შის წარ­დ­გე­ნა. მომ­ხ­სე­ნებ­ლებ­მა ბიზ­ნე­სის უნარ-ჩვე­ვე­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შე­დე­გად, 2015-2018 სას­წავ­ლო წლებ­ში, მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბი მი­მო­ი­ხი­ლეს და მად­ლი­ე­რე­ბა გა­მო­ხა­ტეს პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი სკო­ლის დი­რექ­ტო­რის, მას­წავ­ლებ­ლის, მოს­წავ­ლის, ასე­ვე კერ­ძო სექ­ტო­რის მო­ხა­ლი­სე­ე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც უსას­ყიდ­ლოდ უძღ­ვე­ბოდ­ნენ გაკ­ვე­თი­ლებს და მო­ზარ­დებს პრო­ფე­სი­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებ­დ­ნენ.
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40] > [41] > [42] > [43] > [44] > [45] > [46] > [47] > [48] > [49] > [50] > [51] > [52] > [53] > [54] > [55] > [56] > [57] > [58] > [59] > [60] > [61]
40(24)N