გამოდის 1998 წლიდან
სტატიები
2018-06-14
მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი ზუსტი და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სა­წავ­ლე­ბი­სას
  ლა­ლი ჯე­ლა­ძე „ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი — სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, რო­მელ­საც მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი ახორ­ცი­ე­ლებს, 9 ივ­ნისს, გა­ი­მარ­თა მას­წავ­ლე­ბელ­თა კონ­ფე­რენ­ცია — „მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი ზუსტი და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სწავ­ლე­ბი­სას“, რო­მელ­საც 200-ზე მე­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი, 50-ზე მე­ტი ქარ­თ­ვე­ლი და უცხო­ე­ლი გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტი და­ეს­წ­რო. კონ­ფე­რენ­ცია და­მა­ტე­ბი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გახ­და სწავ­ლე­ბი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის გა­მო­სავ­ლე­ნად, არ­სე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის, თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბი­სა და რე­სურ­სე­ბის გა­საც­ნო­ბად.
„რე­ფორ­მის პრო­ცე­სის ეფექ­ტი­ა­ნად წარ­მარ­თ­ვა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს უპ­რე­ცე­დენ­ტო დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთავ­რო­ბამ. ათას­წ­ლე­უ­ლის  გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ის მე­ო­რე კომ­პაქ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის­თ­ვის 140 მლნ. დო­ლა­რის მო­ცუ­ლო­ბის გრან­ტი გა­მო­ი­ყო. და­იწყო საკ­მა­ოდ ამ­ბი­ცი­უ­რი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მიზ­ნად და­ვი­სა­ხეთ, ზუს­ტი და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის, გე­ოგ­რა­ფი­ი­სა და ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბის გზით, მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მოს დამ­კ­ვიდ­რე­ბა, სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის ლი­დე­რე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.
შუ­ა­ლე­დურ შე­დე­გებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით და პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შეგ­ვიძ­ლია გან­ვაცხა­დოთ, რომ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც მყარ სა­ფუძ­ველს ქმნის სა­ბო­ლოო მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად. მინ­და, წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო პრო­ექ­ტის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ ჯგუფს და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს პარ­ტ­ნი­ო­რებს — ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ა­სა და „ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონდ-სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ პარ­ტ­ნი­ო­რო­ბი­სა და ნა­ყო­ფი­ე­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სათ­ვის.“ — გა­ნაცხა­და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა, გი­ორ­გი მა­ჩა­ბელ­მა. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ჯამ­ში, 18 ათა­სამ­დე სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო, მა­თე­მა­ტი­კის, გე­ოგ­რა­ფი­ი­სა და ინ­გ­ლი­სუ­რი ენის საგ­ნე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­დამ­ზად­და მე­თო­დო­ლო­გი­ურ და საგ­ნობ­რივ მო­დუ­ლებ­ში. იქ­მ­ნე­ბა სხვა­დას­ხ­ვა დამ­ხ­მა­რე რე­სურ­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, იმარ­თე­ბა სას­წავ­ლო შეხ­ვედ­რე­ბი და კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის სა­კითხებ­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­ფე­რენ­ცი­ას, რო­გორც ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი — სა­ქარ­თ­ვე­ლოს აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, მაგ­და მაღ­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად  ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი აფი­ნან­სებს და მი­სი მი­ზა­ნი მას­წავ­ლებ­ლის
ვრცლად>>>
2018-06-14
ჩვე­ნი ცენ­ტ­რის უმ­თავ­რე­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა — ვიზ­რუ­ნოთ თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე
გვე­სა­უბ­რე­ბა
თე­ო­ნა ჩი­ტი­აშ­ვი­ლი,
სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის
მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი
მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტ­რის სამ­მარ­თ­ვე­ლოს უფ­რო­სი — ცვლი­ლე­ბე­ბის პა­კეტ­ში, რო­მე­ლიც გან­სახ­ილ­ვე­ლად პარ­ლა­მენ­ტ­შია შე­სუ­ლი, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მან­და­ტუ­რის ფსი­ქო­ლო­გი­ური სამ­სა­ხუ­რის ცვლი­ლე­ბა?
— ჩვენ ვგეგ­მავთ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის გაძ­ლი­ე­რე­ბას, რაც მის გა­ფარ­თო­ე­ბას გუ­ლის­ხ­მობს. ამ ეტაპ­ზე, 7 ცენ­ტ­რი გვაქვს, რე­გი­ო­ნა­ლუ­რად ყვე­ლას ვერ ვფა­რავთ, მაგ­რამ გეგ­მა­ში გვაქვს, ყვე­ლა რე­გი­ო­ნი მო­ვიც­ვათ. სექ­ტემ­ბ­რის­თ­ვის ახა­ლი ცენ­ტ­რი გა­იხ­ს­ნე­ბა თბი­ლის­ში, კი­დევ ზუგ­დიდ­ში და შემ­დ­გომ უკ­ვე, სა­თა­ნა­დო რე­სურ­სის არ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, იმის და მი­ხედ­ვით გაგ­რ­ძელ­დე­ბა რა­ი­ო­ნებ­ში ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტ­რე­ბის გახ­ს­ნა, სა­დაც სა­შუ­ა­ლე­ბა იქ­ნე­ბა.
ვრცლად>>>
2018-06-14
რაც შენ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ძვირ­ფა­სია, იმის­თ­ვის ბო­ლომ­დე უნ­და და­ი­ხარ­ჯო
   რუბ­რი­კის სტუ­მა­რია კი­ლის
უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი,
 „სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­ლის“
დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი
რო­ბერტ წურ­წუ­მია — რო­ბერტ, მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი გალ­ში გა­ა­ტა­რე. რო­გორ გახ­სენ­დე­ბა ბავ­შ­ვო­ბა, სკო­ლა, მას­წავ­ლებ­ლე­ბი... გან­საზღ­ვ­რა თუ არა სკო­ლამ შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი?
— მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი ნა­წი­ლობ­რივ გალ­ში გა­ვა­ტა­რე. მე­ო­რე კლა­სის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ოჯახ­თან ერ­თად, მშობ­ლი­უ­რი გა­რე­მოს და­ტო­ვე­ბა მო­მი­წია. მას შემ­დეგ, რაც გალ­ში ვი­თა­რე­ბა შე­და­რე­ბით სტა­ბი­ლუ­რი გახ­და, ისევ დავ­ბ­რუნ­დით სო­ფელ­ში
ვრცლად>>>
2018-06-07
მან­კი­ე­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მე­ბი, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბას ასაზ­რ­დო­ებს
   ლა­ლი ჯე­ლა­ძე ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის დღეს, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დ­მა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ძა­ლა­დო­ბი­სად­მი მი­მარ­თუ­ლი მო­რი­გი კამ­პა­ნი­ის „და­ას­რუ­ლე ძა­ლა­დო­ბა“ პროგ­რა­მა წა­რუდ­გი­ნა. ინი­ცი­ა­ტი­ვას, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს, ბავ­შ­ვის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის სა­კითხებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მე­ბის ცვლი­ლე­ბას, იუნი­სე­ფი, ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით, წლის ბო­ლომ­დე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს და ხელს შე­უწყობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ერ­თი­ა­ნი ხედ­ვის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, თუ რა არის ბავ­შ­ვის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა, ასე­ვე, შე­თან­ხ­მე­ბას, რომ ძა­ლა­დო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია. „ეს კამ­პა­ნია, ზო­გა­დად, ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ მი­მარ­თუ­ლი მო­რი­გი ტალ­ღაა, ხო­ლო კონ­კ­რე­ტუ­ლად —  სო­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მე­ბის ცვლი­ლე­ბე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა“
ვრცლად>>>
2018-06-07
დის­ციპ­ლი­ნის პრობ­ლე­მა არას­წო­რად და­გეგ­მი­ლი უინ­ტე­რე­სო გაკ­ვე­თი­ლის შე­დე­გია
     ზე­ი­ნაბ კა­კა­ლაშ­ვი­ლი
თე­ლა­ვის მე-5 სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის
მას­წავ­ლე­ბე­ლი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნი
მე ვარ ზე­ი­ნაბ კა­კა­ლაშ­ვი­ლი, პრო­ფე­სი­ით მას­წავ­ლე­ბე­ლი. და­ვი­ბა­დე გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ის­ტო­რი­ულ სო­ფელ ვე­ლის­ცი­ხე­ში. 1983 წელს, აქ­ვე და­ვას­რუ­ლე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა. ამ­ჟა­მად ვმუ­შა­ობ თე­ლა­ვის მე-5 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, ვარ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მის ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა ფო­რუ­მის კა­ხე­თის რე­გი­ო­ნის საბ­ჭოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რე.
ვრცლად>>>
2018-05-31
ფი­ნუ­რი სკო­ლის წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო — ნდობა და თა­ნას­წო­რო­ბა
     ერ­თი წლის წინ და­გეგ­მი­ლი ინ­ტერ­ვიუ მა­კო ღამ­ბა­ში­ძეს­თან  მოგ­ვი­ა­ნე­ბით შედ­გა, მაგ­რამ ფი­ნუ­რი სკო­ლის მო­დელ­ზე სა­უ­ბა­რი არც ერ­თი და არც ორი წლის შემ­დეგ აქ­ტუ­ა­ლო­ბას არ და­კარ­გავს, რად­გან ფი­ნუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, მი­უ­ხე­და­ვად, იმი­სა, რომ ბევ­რი მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნის­თ­ვის სწო­რე­ბად იქ­ცა და მცდე­ლო­ბას არ აკ­ლე­ბენ, რომ მას გა­უ­თა­ნაბ­რ­დ­ნენ, დღემ­დე მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ა­ზეა. მა­რი­ა­მი ერ­თი სე­მეს­ტ­რი ტურ­კუს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში (ფი­ნე­თი) გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლობ­და. ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ნათ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის მა­გის­ტ­რი, ილი­ა­უ­ნის ჶrasmus+-ის გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბის სტი­პენ­დი­ა­ტი და გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე, თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს და გვი­ზი­ა­რებს მო­საზ­რე­ბებს, თუ რითია ფი­ნუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა სა­მა­გა­ლი­თო. ფი­ნუ­რი ცხოვ­რე­ბა — შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის ზღვა
ჩე­მი ფი­ნუ­რი ცხოვ­რე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის, ემო­ცი­ე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის ზღვა იყო. შე­მიყ­ვარ­და ფი­ნუ­რი კულ­ტუ­რა, ტრა­დი­ცი­ე­ბი და ცხოვ­რე­ბის წე­სი. გა­ვი­ცა­ნი სხვა­დას­ხ­ვა კულ­ტუ­რუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი. მი­ხა­რია, რომ ჩე­მი ცხოვ­რე­ბა ამ მხრივ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­და.
ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მა­ინც ფი­ნუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გაც­ნო­ბა აღ­მოჩ­ნ­და. ბევ­რი და­დე­ბი­თი მსმე­ნო­და, თუმ­ცა ნა­ნახ­მა ყო­ველ­გ­ვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. მო­მე­ცა ფი­ნე­თის სკო­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ვეს­წ­რე­ბო­დი გაკ­ვე­თი­ლებს, ინ­ტერ­ვი­უ­ებს ვი­ღებ­დი სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის, პე­და­გო­გე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან. მივ­ხ­ვ­დი, რომ ნდო­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა და თა­ნას­წო­რო­ბა აქ­ცევს ფი­ნუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას სა­მა­გა­ლი­თოდ.
ვრცლად>>>
2018-05-31
წერ­ტი­ლო­ვა­ნი ნა­ხა­ტე­ბით შექ­მ­ნი­ლი იდუ­მა­ლი სამ­ყა­რო
    შავ-თეთ­რი წერ­ტი­ლო­ვა­ნი ნა­ხა­ტე­ბი თა­ვის თავ­ში მო­ი­ცავს ფან­ტას­ტი­კი­სა და ილუ­ზი­ის ელე­მენ­ტებს, მაგ­რამ ამა­ვე დროს არ არის და­კარ­გუ­ლი ის რე­ა­ლის­ტუ­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რო­მე­ლიც მხატ­ვარ­მა ჩა­დო ნა­ხა­ტე­ბის შექ­მ­ნი­სას. მხატ­ვ­რის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბაა, სწო­რედ ამი­ტო­მაც მის ნა­მუ­შევ­რებ­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად გვხვდე­ბა ის ნივ­თე­ბი თუ მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ გარ­შე­მოა. მხატ­ვა­რი დიდ ყუ­რადღე­ბას უთ­მობს უმ­ცი­რეს დე­ტა­ლებ­საც კი, ყო­ვე­ლი ნა­ხა­ტის შექ­მ­ნას რამ­დე­ნი­მე დღეს ან­დო­მებს. ამ შრო­მა­ტე­ვა­დი პრო­ცე­სის შე­დე­გად ჩვენ თვალ­წინ ცოცხ­ლ­დე­ბა მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბის თი­თო­ე­უ­ლი ჩა­ნა­ფიქ­რი. რე­ზო მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი ქარ­თ­ვე­ლი თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვა­რია.
ვრცლად>>>
2018-05-24
დღევანდელი საგამოცდო მოდელი დახვეწას საჭიროებს
  რამ­დე­ნად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ხვდე­ბი­ან უფ­როს­კ­ლა­სე­ლე­ბი გა­მოც­დებს, რო­მელ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­სა თუ მი­მარ­თუ­ლე­ბებს ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას და ამ­ზა­დებს თუ არა სკო­ლა მათ ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის — ამ თე­მებ­ზე მო­საზ­რე­ბებს გვიზიარებენ მე­თორ­მე­ტე­კლა­სე­ლე­ბი. გი­ორ­გი გი­ორ­გო­ბი­ა­ნი
 ამ­ბ­რო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჭრე­ბა­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლა სამ­წუ­ხა­როდ, გა­მოც­დებს სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვერ ვხვდე­ბი, რად­გან არ მქონ­და საკ­მა­რი­სი დრო და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რაც, ალ­ბათ, აისა­ხე­ბა კი­დეც ჩე­მი ტეს­ტი­რე­ბის შე­დეგ­ზე.
სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებ­ზე მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვრის გა­და­ლახ­ვა მარ­თე­ბუ­ლად მი­მაჩ­ნია, ად­რე არ­სე­ბუ­ლი მო­დე­ლი, რომ­ლის დრო­საც ქუ­ლა იწე­რე­ბო­და, არ იყო ცოდ­ნის სწო­რად შემ­ფა­სე­ბე­ლი და ვფიქ­რობ, უსა­მარ­თ­ლოც იყო. ახა­ლი მე­თო­დი უფ­რო კო­რექ­ტუ­ლია და ზედ­მეტ კრი­ტე­რი­უ­მებს არ შე­ი­ცავს
ვრცლად>>>
2018-05-24
გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა — გა­მოწ­ვე­ვა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა
  მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში და­გეგ­მი­ლისა­ვალ­დე­ბუ­ლო და და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს თი­თო­ე­ულ მას­წავ­ლე­ბელს, შე­ა­ფა­სოს სა­კუ­თა­რი პრაქ­ტი­კა, გან­საზღ­ვ­როს სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და იზ­რუ­ნოს უწყ­ვეტ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.
სქე­მა გან­საზღ­ვ­რავს მას­წავ­ლებ­ლის ოთხ სტა­ტუსს: პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი, მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი.
მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ სქე­მით გან­საზღ­ვ­რუ­ლი სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბა ან შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია მი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბის შე­დე­გებ­ზე.
ამ­ჟა­მად მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა მას­წავ­ლე­ბელს სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის რამ­დე­ნი­მე გზას სთა­ვა­ზობს.
2011 წლი­დან, რო­ცა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი
ვრცლად>>>
2018-05-17
მოსწავლეთა უფლებების დაცვის მეტი ეფექტურობისთვის
    სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე, პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით გა­ნი­ხი­ლეს ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყოფს რო­გორც მოს­წავ­ლე­თა უფ­ლე­ბე­ბის უკეთ დაც­ვას, ასე­ვე კონ­ტ­რო­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის მეტ ეფექ­ტუ­რო­ბას. კა­ნონ­პ­რო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად, 2018-2019 წლებ­ში, 10.6 მი­ლი­ო­ნი ლა­რი და­ი­ხარ­ჯე­ბა.
და­გეგ­მილ სი­ახ­ლე­ებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე კონ­ს­ტან­ტი­ნე ან­ჯა­ფა­რი­ძე:
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40] > [41] > [42] > [43] > [44] > [45] > [46] > [47] > [48] > [49] > [50] > [51] > [52] > [53] > [54] > [55] > [56] > [57] > [58] > [59]
22(816)N