გაზეთი `ახალი განათლება~
ძირითადი მიმართულება
კულტურულ-საგანმანათლებლო
გავრცელების არეალი
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები (კონფლიქტური ზონები, მაღალმთიანი და არაქართულენოვანი მოსახლეობით დასახლებული რეგიონები); საგანმანათლებლო რესურსცენტრები; უმაღლესი სასწავლებლები; საბავშვო ბაღები; სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები; განათლების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვ.
ძირითადი პრიორიტეტები
განათლების რეფორმის მიმდინარეობის გაშუქება;
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეროვნული სასწალო გეგმებისა და შეფასების ცენტრის, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული დოკუმენტების, სიახლეებისა და სხვა საჭირო ინფორმაციის მიწოდება განათლების მუშაკთათვის;
საქართველოში არსებული ინსტიტუციური დაწესებულებები: ბავშვთა სახლები, სკოლა-ინტერნატები, სარეაბილიტაციო ცენტრები;
ინკლუზიური განათლების დანერგვა და ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა პრობლემატიკა;
მეთოდური სიახლეები პედაგოგთა დასახმარებლად;
მოსწავლე ახალგაზრდობის სამეცნიერო, საზოგადოებრივი, კულტურული და სპორტული ცხოვრება;
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე ცვლილებები;
სტუდენტი ახალგაზრდობის პრობლემატიკა და მათი შემოქმედება.
პერიოდული გამოცემები
1998-2004 _ ჩანართი `მაუგლი~, იუნისეფის ხელშეწყობით;
1999-2000 _ ჩანართი `ცოცხალი პლანეტა~, WWF-ის ხელშეწყობით.
|