გამოდის 1998 წლიდან
2018 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბი

 

6 ნო­ემ­ბერს, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა, მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს 2018 წლის გა­მოც­დებ­ზე და­გეგ­მი­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი გა­აც­ნო.
ძი­რი­თა­დი სი­ახ­ლე ზო­გა­დი უნა­რე­ბის ტესტს შე­ე­ხე­ბა — გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად იც­ვ­ლე­ბა ტეს­ტის სტრუქ­ტუ­რა. ცვლი­ლე­ბა მხო­ლოდ ვერ­ბა­ლურ ნა­წილს შე­ე­ხე­ბა. უც­ვ­ლე­ლი რჩე­ბა სა­გა­მოც­დო დრო (1 სა­ა­თი და 35 წუ­თი) და შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა, ტეს­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა ისევ 80-ია.
იც­ვ­ლე­ბა, ასე­ვე, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ტეს­ტ­ში არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ესეს შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, შე­ფა­სე­ბის ქუ­ლაც, ნაც­ვ­ლად 20-ისა, იქ­ნე­ბა 24. ცენ­ტ­რ­ში მი­აჩ­ნი­ათ, რომ ამით გა­ი­ზარ­და ნაშ­რო­მის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი მხა­რის შე­ფა­სე­ბის ხვედ­რი­თი წი­ლი, რაც მიზ­ნად ისა­ხავს მსჯე­ლო­ბის არ­გუ­მენ­ტი­რე­ბი­სა და არა­შაბ­ლო­ნუ­რო­ბის, აგ­რეთ­ვე კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას.
სი­ახ­ლეა შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ცენ­ტ­რის პრო­ექ­ტის #goNaec ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა — სას­წავ­ლო-სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო კომ­პო­ნენ­ტე­ბი ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­დის­თ­ვის მო­სამ­ზა­დებ­ლად. ინი­ცი­ა­ტი­ვა გუ­ლის­ხ­მობს ყო­ველ­კ­ვი­რე­ულ რუბ­რი­კას „ზო­გა­დი უნა­რე­ბი სო­ფო დო­ლი­ძეს­თან ერ­თად“, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც უნა­რე­ბის ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ტეს­ტის სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის და­ვა­ლე­ბებს გა­ნი­ხი­ლავს. ეს იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე ხელ­საყ­რე­ლი და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი მეგ­ზუ­რი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის უნა­რე­ბის გა­მოც­დის წარ­მა­ტე­ბით ჩა­სა­ბა­რებ­ლად. ინი­ცი­ა­ტი­ვა, ასე­ვე, გუ­ლის­ხ­მობს სპონ­სო­რე­ბის მი­ერ მხარ­და­ჭე­რილ ტეს­ტი­რე­ბებს, რომ­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის უფა­სო იქ­ნე­ბა.
მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლი, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი: „ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია მუდ­მი­ვად ცდი­ლობს, კი­დევ უფ­რო სრულ­ყოს სა­გა­მოც­დო სის­ტე­მა. 2005 წლი­დან, ალ­ბათ, ვერ და­მი­სა­ხე­ლებთ წელს, რო­ცა გარ­კ­ვე­უ­ლი სი­ახ­ლე არ შეგ­ვი­თა­ვა­ზე­ბია ჩვე­ნი აპ­ლი­კან­ტე­ბის­თ­ვის, პირ­ველ რიგ­ში, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის, იქ­ნე­ბო­და ეს გა­მოც­დე­ბის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის თუ ში­ნა­არ­სობ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ბუ­ნებ­რი­ვია, ყო­ვე­ლი სი­ახ­ლე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი უნ­და იყო სის­ტე­მის სრულ­ყო­ფა­სა და აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი­სა და ზო­გა­დად აპ­ლი­კან­ტე­ბის ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის უფ­რო ეფექ­ტუ­რად შე­ფა­სე­ბა­ზე. ამ მხრივ, არც 2018 წე­ლია გა­მო­ნაკ­ლი­სი და ბუ­ნებ­რი­ვია, სი­ახ­ლეე­ბი, რა­საც აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ვთა­ვა­ზობთ, სწო­რედ ამ მიზ­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

21-ე სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი სკო­ლის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი


2017 წლის 15 მარტს ეს­ტო­ნე­თის მთავ­რო­ბა­სა და გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონდს შო­რის ხე­ლი მო­ე­წე­რა ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბის მე­მო­რან­დუმს სამ­წ­ლი­ა­ნი პროგ­რა­მის დაწყე­ბის შე­სა­ხებ, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან პარ­ტ­ნი­ო­რო­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი სის­ტე­მის ხა­რის­ხი­სა და ინ­კ­ლუ­ზი­უ­რო­ბის გა­საზ­რ­დე­ლად.
ეს­ტო­ნე­თის მთავ­რო­ბა და გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დი დახ­მა­რე­ბას გა­უ­წე­ვენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს სკო­ლამ­დე­ლი და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში — მას­წავ­ლე­ბელ­თა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მუ­შაო ძა­ლის მომ­ზა­დე­ბა­ში, ეროვ­ნულ დო­ნე­ზე, ბავ­შ­ვე­ბის ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, და ისე­თი სას­წავ­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნა­ში, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს ბავ­შ­ვე­ბის მა­ღალ აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბას.

სტანდარტში ასახული ადრეული და სკოლამდელი განათლება


დამ­ტ­კიც­და ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის, მათ შო­რის სას­კო­ლო მზა­ო­ბის, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ხელ­მ­წი­ფო სტან­დარ­ტე­ბი. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის სის­ტე­მა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვილ პრობ­ლე­მებს, ამ დო­კუ­მენ­ტის მი­ღე­ბა არა თუ დრო­უ­ლი, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლიც კი არის. პრობ­ლე­მა მარ­თ­ლაც ბევ­რია, მათ შო­რის უპირ­ვე­ლე­სი, ალ­ბათ, მა­ინც ბა­ღებ­ში და­რე­გის­ტ­რი­რე­ბა და ად­გი­ლე­ბის სიმ­ცი­რეა. ძა­ლი­ან ბევ­რი ბავ­შ­ვი რჩე­ბა ბაღს მიღ­მა და მათ­თ­ვის სტან­დარ­ტი, თუნ­დაც სა­უ­კე­თე­სო, ვე­რა­ფერს შეც­ვ­ლის. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე აღ­მ­ზ­რ­დელ -პე­და­გოგ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცია და ბა­ღებ­ში სპეც­მას­წავ­ლებ­ლის არ­სე­ბო­ბა. რამ­დე­ნად შეძ­ლებს ეს დო­კუ­მენ­ტი ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მი­ერ ვერ თუ არ გა­დაჭ­რი­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას და ხომ არ დარ­ჩე­ბა ახ­ლად მი­ღე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი მხო­ლოდ ფურ­ცელ­ზე, ამას დრო დაგ­ვა­ნა­ხებს.

34(788)N