გამოდის 1998 წლიდან
2018-10-03

ბა­რი­სა­ხოს, შა­ტი­ლი­სა და მა­ღა­როს­კა­რის პან­სი­ო­ნებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი შე­უ­ფერ­ხებ­ლად წა­რი­მარ­თე­ბა

სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტ­რის, მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სო­ფელ ბა­რი­სა­ხოს, შა­ტი­ლი­სა და მა­ღა­როს­კა­რის პან­სი­ო­ნე­ბი სა­მი­ნის­ტ­როს და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, რაც სკო­ლა-პან­სი­ო­ნის მოს­წავ­ლე­ებს გა­ნათ­ლე­ბის და­უბ­რ­კო­ლებ­ლად მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს.
მი­ნის­ტ­რის თქმით, არა­ფე­რია იმა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, ვიდ­რე უწყ­ვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის მი­წო­დე­ბა თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის­თ­ვის. სწო­რედ ამი­ტომ, მი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით, ზე­მო­თ აღ­ნიშ­ნუ­ლი პან­სი­ო­ნე­ბი სა­მი­ნის­ტ­როს სა­მარ­თ­ლებ­რივ და სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო რე­გუ­ლა­ცი­ა­ში მო­ექ­ცე­ვი­ან.
მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პან­სი­ო­ნე­ბი „სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის ლი­ცენ­ზი­ის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნის მოთხოვ­ნებს და­ექ­ვემ­დე­ბა­რა და მა­თი მუ­შა­ო­ბა დრო­ე­ბით შე­ჩერ­და. ამით კი, ხე­ლი შე­ე­შა­ლა მოს­წავ­ლე­თა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვას. 
სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­რო აუცი­ლებ­ლად მი­იჩ­ნევს, ახ­ლო მო­მა­ვალ­ში შე­მუ­შავ­დეს პო­ლი­ტი­კა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სკო­ლა-პან­სი­ო­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა­თა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს მა­ღალ­მ­თი­ან და შო­რე­ულ რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბის შექ­მ­ნით.

25-28(942)N