გამოდის 1998 წლიდან
2018-10-11
როცა სკოლა სიახლეებისთვის მზადაა

ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ით სწავ­ლე­ბას მო­ი­აზ­რებს. სწავ­ლე­ბის ახა­ლი მე­თო­დი თბი­ლი­სის 150-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბით კლა­სებ­ში, პი­ლო­ტი­რე­ბის რე­ჟიმ­ში, გა­მო­იც­დე­ბა. შემ­დ­გომ, მე­ო­რე ეტაპ­ზე ამ პრო­ცეს­ში უფ­რო მე­ტი სკო­ლა ჩა­ერ­თ­ვე­ბა. „იმე­დი მაქვს, ყო­ვე­ლი ახა­ლი პი­ლო­ტი მოგ­ვ­ცემს ახალ მა­სა­ლას, რო­მელ­საც მას­წავ­ლებ­ლე­ბი, სა­კონ­სულ­ტა­ციო ჯგუ­ფის დახ­მა­რე­ბით, შექ­მ­ნი­ან და შემ­დეგ და­ნარ­ჩე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ რე­სურ­სად. ჩვენ მზამ­ზა­რე­ულ პა­კე­ტებს მი­ვა­წო­დებთ იმ სკო­ლებს, სა­დაც, სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში, 2019 წლი­დან შე­ვალთ. ვეც­დე­ბით, პი­ლო­ტი­რე­ბის დროს, ისე გა­ვაძ­ლი­ე­როთ სკო­ლე­ბი, რომ შემ­დეგ ჩვენ გა­რე­შე შეძ­ლონ პრო­ცე­სის გაგ­რ­ძე­ლე­ბა.“ — გა­ნაცხა­და ირი­ნა აბუ­ლა­ძემ, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ სკო­ლის მარ­თ­ვი­სა და ლი­დე­რო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.
150-ე სკო­ლის დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლებ­ლებს, სწავ­ლე­ბის ახა­ლი მო­დე­ლის მე­თო­დო­ლო­გი­ა­ში, 2-დღი­ა­ნი ტრე­ნინ­გი ჩა­უ­ტარ­დათ. გრძელ­დე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­თან. ოქ­ტომ­ბე­რი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ეტა­პია, საც­დე­ლი სწავ­ლე­ბა ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ით ნო­ემ­ბერ­ში და­იწყე­ბა.
ამ სკო­ლას ეროვ­ნუ­ლი გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს — გა­სულ სას­წავ­ლო წელს, დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, ახა­ლი საგ­ნის — „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ პი­ლო­ტი­რე­ბა ჩა­ტარ­და. რო­გორც ჩანს, წარ­მა­ტე­ბულ­მა შე­დეგ­მა, დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მ­მა და სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერ­გ­ვის გა­მოც­დი­ლე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ის ამა­ვე სკო­ლა­ში, ასე­ვე დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, გა­მოც­და. რა მო­ლო­დი­ნი აქვთ თვი­თონ მას­წავ­ლებ­ლებს, რა მოს­წონთ ახალ მო­დელ­ში, რო­გორ აფა­სე­ბენ „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ პი­ლო­ტი­რე­ბის შე­დე­გებს — გთა­ვა­ზობთ 150-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის პე­და­გო­გე­ბის — ნა­თია მე­ფა­რი­ძის, მა­ნა­ნა ჯა­დუ­გიშ­ვი­ლის, ხა­თუ­ნა ბაგ­რა­ტი­ო­ნის და დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, თა­მი­ლა ჩუ­ბი­ნი­ძის მო­საზ­რე­ბებს.  
 მა­ნა­ნა ჯა­დუ­გიშ­ვი­ლი: „ახა­ლი მე­თო­დი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ჩემ­თ­ვის. ნე­ბის­მი­ე­რი სი­ახ­ლე ძა­ლი­ან მომ­წონს, ბავ­შ­ვე­ბიც ასე არი­ან, მა­თაც გარ­კ­ვე­უ­ლი ხელ­წე­რა ჩა­მოუ­ყა­­ლი­ბდათ, ალ­ბათ ჩემ­გან გა­და­ე­დოთ. გა­მოც­დი­ლე­ბამ მაჩ­ვე­ნა, რომ ერ­თი და იმა­ვე აქ­ტი­ვო­ბის პერ­მა­ნენ­ტუ­ლი გა­მე­ო­რე­ბა მთა­ვარ მი­ზანს გა­კარ­გ­ვი­ნებს, ბავ­შ­ვებს აღარ მოს­წონთ, სი­ახ­ლე უნ­დათ. სწო­რედ ეს არის ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ამ პრო­ექ­ტ­ში — ახ­ლე­ბუ­რად მი­ვა­წო­დო ის, რა­საც აქამ­დეც ვას­წავ­ლი­დი. მგო­ნია, რომ ახ­ლა მა­სა­ლას ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ ვაწ­ვ­დით, იმ ძი­რი­თა­დი ცოდ­ნის კა­ტე­გო­რი­ის­თ­ვის, რა­ზეც გვინ­და რომ გა­ვი­დეთ — ბავ­შ­ვ­მა შეძ­ლოს ნას­წავ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა, ცოდ­ნის ტრან­ს­ფე­რი, ეს მე­თო­დი, ვფიქ­რობ, იდე­ა­ლუ­რია. რო­დე­საც თე­მა­ტუ­რად, ერ­თი თე­მის ქვეშ, ფა­რავ სხვა­დას­ხ­ვა სა­გაკ­ვე­თი­ლო მი­ზანს, საგ­ნობ­რივ მი­ზანს, ამ თე­მა­ტი­კის ყვე­ლა ჭრილ­ში გან­ხილ­ვა და უკეთ გა­აზ­რე­ბა ხდე­ბა.

მე­ო­რე კომ­პო­ნენ­ტი, რაც ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და ძა­ლი­ან მომ­წონს იმი­ტომ, რომ ბავ­შ­ვებს მოს­წონთ, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბაა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით რა­ღა­ცე­­ბის კე­თე­ბა. ამ ასაკ­ში, ჳ-ჳვ კლა­სებ­ში, ის, რაც თა­მა­შის ელე­მენტს შე­ი­ცავს, ძა­ლი­ან ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა „შე­მო­ეს­წავ­ლოს“ ბავშვს. აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა არა იმა­ზე, რომ სწავ­ლობს, არა­მედ იმა­ზე, რომ აკე­თებს მის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო და საყ­ვა­რელ საქ­მეს, თან­დარ­თუ­ლად სწავ­ლობს ისე, რომ ეს პრო­ცე­სი სა­ინ­ტე­რე­სოცაა და არ არის მო­საწყე­ნი. თუმ­ცა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წი­ლი ჩემს სწავ­ლე­ბა­ში, ელექ­ტ­რო­ნულ თუ სხვა მე­თო­დებ­თან ერ­თად, კითხ­ვის სწავ­ლე­ბის და კითხ­ვის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბას უკა­ვია. იყო გა­წა­ფუ­ლი მკითხ­ვე­ლი ნიშ­ნავს კარგ სა­ძირ­კ­ველს წა­კითხუ­ლის შემ­დ­გო­მი გა­აზ­რე­ბის­თ­ვის და ანა­ლი­ზის­თ­ვის, არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი თხზუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა ეს, სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ს­ტი თუ ანა­ლი­ტი­კუ­რი წე­რი­ლი. კითხ­ვის სწავ­ლე­ბა ამო­სა­ვა­ლია ყვე­ლა მეც­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის, ამი­ტო­მაც არის კითხ­ვა სა­ბა­ზი­სო უნა­რი. ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სწავ­ლე­ბა არ გა­მო­რიცხავს იმას, რომ წიგ­ნი­ე­რე­ბა­საც უნ­და მივ­ს­დი­ოთ, ხო­ლო წიგ­ნი­ე­რე­ბა გა­და­ტა­ნი­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში, რაც ყო­ველ­დღი­უ­რი სწავ­ლე­ბის სა­ხეც­ვ­ლი­ლე­ბას გა­მო­იწ­ვევს, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა.
მიყ­ვარს, რო­დე­საც რა­ღა­ცას ვცდი, ამის გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაც დაგ­ვიგ­როვ­და ჩვენს სკო­ლა­ში — „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ პი­ლო­ტი­რე­ბა ჩა­ტარ­და შარ­შან მე­სა­მე კლას­ში (ჩვენ წყვილ­ში ვი­მუ­შა­ვეთ, მე და ქალ­ბა­ტონ­მა ხა­თუ­ნა ბაგ­რა­ტი­ონ­მა), ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­სურ­სის გა­რე­შე, ვი­ყა­ვით აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­მოქ­მე­დე­ბი­თე­ბი, თა­ვი­სუფ­ლე­ბი. ჩვე­ნი მთა­ვა­რი და­საყ­რ­დე­ნი იყო საგ­ნის სტან­დარ­ტი. ჩვენ­ვე ვქმნი­დით ელექ­ტ­რო­ნულ თუ ყვე­ლა სხვა რე­სურსს, რაც შე­იძ­ლე­ბო­და სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის­თ­ვის ყო­ფი­ლი­ყო სა­ჭი­რო. ყვე­ლა გაკ­ვე­თი­ლი იყო ღია, ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­ეძ­ლო შე­მო­სუ­ლი­ყო და ყო­ფი­ლი­ყო ჩვე­ნი მსმე­ნე­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აუდი­ტო­რია (სივ­რ­ცეს ვგუ­ლის­ხ­მობ) ყო­ველ­თ­ვის ერ­თი და იგი­ვე იყო და ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევ­და. სხვა და­ნარ­ჩენ რე­სურ­სებ­თან ერ­თად, ყვე­ლა გაკ­ვე­თი­ლის­თ­ვის იქ­მ­ნე­ბო­და ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სი. წელს იმა­ვე კლა­სებ­ში ვას­წავ­ლი, ამ საგ­ნის სწავ­ლე­ბა უკ­ვე და­ი­ნერ­გა. სამ პა­რა­ლე­ლურ კლას­ში გავ­დი­ვართ ერთი და იმა­ვე თე­მა­ტი­კას, მაგ­რამ ყვე­ლა გაკ­ვე­თილ­ზე არ გვაქვს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი წვდო­მა. მერ­წ­მუ­ნეთ, გაკ­ვე­თი­ლებს ვერც კი შე­ა­და­რებთ ერ­თ­მა­ნეთს. ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სი ძა­ლი­ან ახა­ლი­სებს, სა­ინ­ტე­რე­სოს და მრა­ვალ­ფე­რო­ვანს ხდის გაკ­ვე­თილს.
„მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­გა­ნია ჩემ­თ­ვის, ბევ­რი კუთხით. აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მე­ბია, რომ­ლე­ბიც მო­ქა­ლა­ქის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას უწყობს ხელს. მარ­თა­ლია, ამ თე­მებ­ზე ისე­დაც ვსა­უბ­რობ­დით ქარ­თულ­ში, ბუ­ნე­ბა­ში, სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნებ­ში, მაგ­რამ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი თხზუ­ლე­ბის შეს­წავ­ლი­სას შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მო­გე­პა­როს, ბუ­ნე­ბა­ში კი — სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბა­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მიზ­ნის ქვეშ გა­ი­პა­როს. ამ სა­გან­ში ერ­თა­დაა თავ­მოყ­რი­ლი ყვე­ლა­ფე­რი, რაც ხაზ­გას­მითაა და­სა­ნა­ხი დღე­ვან­დე­ლო­ბის­თ­ვის. ყო­ველ­თ­ვის ვა­კე­თებ რეფ­ლექ­სი­ას. ბავ­შ­ვებ­საც ძა­ლი­ან მოს­წონთ, ხაზს უს­ვა­მენ — მე ეს სიტყ­ვე­ბი ვის­წავ­ლე, რომ­ლე­ბიც მეს­მო­და და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ ვი­ცო­დი; მე ეს წე­სი ვის­წავ­ლე, რო­მე­ლიც ვი­ცო­დი, მაგ­რამ ზუს­ტად რას გუ­ლის­ხ­მობ­და — არა; მე უფ­ლე­ბა ვის­წავ­ლე, რო­მე­ლიც ვი­ცო­დი რომ მქონ­და, მაგ­რამ ამ უფ­ლე­ბის გვერ­დით რომ მო­ვა­ლე­ო­ბაა, არ ვი­ცო­დი ან ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი... სწავ­ლე­ბის ძა­ლი­ან ბევრ მე­თოდს ვი­ყე­ნებთ, გაკ­ვე­თი­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად, ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლია, დის­კუ­სი­ა­სა და მსჯე­ლო­ბა­ზეა აგე­ბუ­ლი, ვმუ­შა­ობთ სხვა­დას­ხ­ვა უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე — პრე­ზენ­ტა­ცი­ის, წე­რის, კითხ­ვის, გა­აზ­რე­ბის და ბევრ სხვ. — რაც სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნებ­ში გვჭირ­დე­ბა იმის­თ­ვის, რომ თვი­თონ ბავ­შ­ვი მი­ვიყ­ვა­ნოთ დას­კ­ვ­ნამ­დე და ეს ძა­ლი­ან მომ­წონს.
„მო­ლა­პა­რა­კე კე­დე­ლიც“ შევ­ქ­მე­ნით, სა­დაც თი­თო­ე­უ­ლი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი და­ვა­თა­რი­ღეთ თან­მიმ­დევ­რო­ბით, თა­ვი­სი სა­გაკ­ვე­თი­ლო მიზ­ნით, თე­მა­ტი­კით, შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბით, ასე­ვე, ბავ­შ­ვე­ბის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი პრე­ზენ­ტა­ციით თუ სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბით. ნამ­დ­ვი­ლად სი­ა­მა­ყით ჩა­ვივ­ლი ხოლ­მე ამ კე­დელ­თან, იმი­ტომ რომ, ეს ერ­თად შევ­ქ­მე­ნით, ჩემს კო­ლე­გებ­თან და ჩემს ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად და ძა­ლი­ან მომ­წონს. იმე­დი მაქვს, რომ ეს პრო­ექ­ტიც ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. მუ­შა­ო­ბა უკ­ვე და­ვიწყეთ, თე­მა­ტი­კა შერ­ჩე­უ­ლია, პირ­ვე­ლი­დან მე­ოთხე კლა­სებ­ში რაც უნ­და გა­ვი­ა­როთ, ვა­დე­ბი გან­საზღ­ვ­რუ­ლია, მე­თო­დი­კა ნა­წი­ლობ­რივ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია, პრო­ცეს­ში ვართ, მო­სამ­ზა­დე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებს ვა­ტა­რებთ. მე პი­რა­დად, უკ­ვე და­ვიწყე კლას­თან მუ­შა­ო­ბა და ვნა­ხოთ, რა გა­მო­ვა. “
ნა­თია მე­ფა­რი­ძე: „ორ­დღი­ან ტრე­ნინ­გ­ზე გაგ­ვაც­ნეს, რა სა­ხის მუ­შა­ო­ბა მოგ­ვი­წევ­და სწავ­ლე­ბის ახა­ლი მე­თო­დით. ძი­რი­თა­დად, ცნე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბია, რომ­ლე­ბიც უნ­და გა­ვა­აქ­ტი­უ­როთ და ისე დავ­ნერ­გოთ. სი­ახ­ლეა ის, რომ ტრე­ნინ­გის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სის­ტე­მა­ტუ­რად ვიკ­რი­ბე­ბით. ორი ჯგუ­ფი მუ­შა­ობს: ოთხ­შა­ბა­თი-პა­რას­კე­ვი — ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ორ­შა­ბა­თი-სამ­შა­ბა­თი-ხუთ­შა­ბა­თი — თე­ო­რი­ულ მა­სა­ლა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით. ერ­თად ვად­გენთ სას­წავ­ლო კუ­რი­კუ­ლუმს, თე­მა­ტი­კის მი­ხედ­ვით, ასე­ვე ერ­თობ­ლი­ვად ვგეგ­მავთ გაკ­ვე­თი­ლებს, რაც აქამ­დე არ ყო­ფი­ლა. პირ­ველ ეტაპ­ზე, შე­ვარ­ჩი­ეთ თე­მა „შე­მოდ­გო­მა“, რო­მე­ლიც სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცესს თან სდევს — ქარ­თულ­ში, ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა­ში, მა­თე­მა­ტი­კა­ში, ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, უცხო­ურ ენებ­ში თე­მა­ტუ­რად მი­დის სწავ­ლე­ბა. ოქ­ტომ­ბე­რი სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო თვეა, ნო­ემ­ბ­რი­დან უკ­ვე აქ­ტი­უ­რად გა­და­ვალთ გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბის რე­ჟიმ­ზე.
სი­ახ­ლეა კე­თე­ბით სწავ­ლე­ბის მე­თო­დი — ჳჳჳ-ჳვ-კლა­სე­ლე­ბი ჩა­უ­ტა­რე­ბენ გაკ­ვე­თი­ლებს ჳ-ჳჳ-კლა­სე­ლებს (რა თქმა უნ­და, ისი­ნი მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და მო­ამ­ზა­დოს), რო­გორ შეძ­ლე­ბენ ცოდ­ნის გა­და­ცე­მას, ამას გაკ­ვე­თილ­ზე ვნა­ხავთ. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას­წავ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი, ხო­ლო ბავ­შ­ვე­ბი — წამ­ყ­ვა­ნი პე­და­გო­გე­ბი.
სი­ახ­ლეა ისიც, რომ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა ტრან­ს­ფე­რი — რო­გორ ვას­წავ­ლით ერ­თი და იმა­ვე თე­მა­ტი­კას ქარ­თულ­ში, მა­თე­მა­ტი­კა­ში, ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა­ში ან სხვ. მსგავ­სი რამ ჩვენს პრაქ­ტი­კა­ში არ ყო­ფი­ლა. ერ­თი თე­მა­ტი­კის ირ­გ­ვ­ლივ ტრი­ა­ლებს ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი, პირ­ვე­ლი­დან მე­ოთხე კლა­სის ჩათ­ვ­ლით და ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. გუ­შინ ავირ­ჩი­ეთ თე­მა „შე­მოდ­გო­მა“ და დავ­გეგ­მეთ რო­მე­ლი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი ჩა­ა­ტა­რე­ბენ გაკ­ვე­თი­ლებს, ჩა­მოვ­თ­ვა­ლეთ რე­სურ­სე­ბი, რაც დაგ­ვ­ჭირ­დე­ბა (იქ­ნე­ბა ეს აუდიო-ვი­დეო რე­სურ­სე­ბი თუ სლა­იდ­შოუ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კალ­მე­ბი თუ ფურ­ც­ლე­ბი და ა.შ.). მე თუ მაქვს დღეს გაკ­ვე­თი­ლი, მა­გა­ლი­თად, „კე­თი­ლი სან­და­ლა“, მას უნ­და მო­ვარ­გო „შე­მოდ­გო­მა“. გაკ­ვე­თილს გვერდს ვერ აუვ­ლი, არ არის ისე, რომ გაკ­ვე­თი­ლი ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის და შერ­ჩე­უ­ლი თე­მა­ტი­კა — სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და მო­ა­ხერ­ხოს შერ­ჩე­უ­ლი თე­მა­ტი­კის საპ­როგ­რა­მო მა­სა­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, ხე­ლოვ­ნე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა დავ­ხა­ტოთ შე­მოდ­გო­მა, გა­ვაც­ნოთ შე­მოდ­გო­მის ფე­რე­ბი, რო­მე­ლი ხი­ლია ამ დროს და ა.შ.; ქარ­თულ­ში — რა­ი­მე მოთხ­რო­ბა ან ლექ­სი შე­მოდ­გო­მა­ზე, ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა­ში — ამინ­დის ცვა­ლე­ბა­დო­ბა­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლე­ბი­ნოთ ყუ­რადღე­ბა, მა­თე­მა­ტი­კა­ში — რა­ო­დე­ნობ­რი­ო­ბა­ზე, მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი ვაშ­ლია ხე­ზე, მე­ო­რე­ზე რამ­დე­ნით ნაკ­ლე­ბია და ა.შ.
სი­ახ­ლეა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც. სპე­ცი­ა­ლუ­რად მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის შიქ­მ­ნა გmail-ზე სა­ი­ტი, რო­მელ­საც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გmail-ის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ფუნ­ქ­ცი­ე­ბი აქვს. მა­გა­ლი­თად, ჩვენ ონ­ლა­ინ­რე­ჟიმ­ში გვი­წევს ვორ­დის ფა­ილ­ში მუ­შა­ო­ბა და სა­დაც უნ­და წა­ვი­დე, აღარ მჭირ­დე­ბა ამ სა­ქა­ღალ­დე­ე­ბის ფლეშ­კით ტა­რე­ბა, შე­მიძ­ლია, სა­დაც ვიქ­ნე­ბი, შე­ვი­დე სა­იტ­ზე და ონ­ლა­ინ­რე­ჟიმ­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლო მუ­შა­ო­ბა. ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს ის, რომ და­მახ­სოვ­რე­ბა ყო­ველ წუთს არ სჭირ­დე­ბა, ყო­ველ სამ წამ­ში ავ­ტო­მა­ტუ­რად იმახ­სოვ­რებს. თუ რე­დაქ­ტი­რე­ბა მჭირ­დე­ბა, შე­მიძ­ლია ძვე­ლი ვერ­სი­ის ნახ­ვა, სა­ჭი­როა დრო­ის მი­თი­თე­ბა და, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, ჩას­წო­რე­ბულ ვერ­სი­ა­საც ნა­ხავ და ძველ­საც, სა­მუ­შაო ვა­რი­ანტს. ამას ხე­დავს ყვე­ლა, ვინც კი ამ სა­იტ­ზეა შე­მო­სუ­ლი ან მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მო­ვა. ამგვარად, რო­დე­საც სახ­ლ­ში ვარ ან სხვა­გან, კო­ლე­გებ­თან შე­მიძ­ლია ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლო დის­ტან­ცი­უ­რად. აღარც ფურ­ცელ­ზე და­წე­რა და შემ­დეგ ჩას­წო­რე­ბა გვჭირ­დე­ბა, თან სხვა­დას­ხ­ვა ლო­კა­ცი­ი­და­ნაც შე­საძ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლა ეს ყვე­ლა­ფე­რი.“
ხა­თუ­ნა ბაგ­რა­ტი­ო­ნი: „ახა­ლი მე­თო­დით მუ­შა­ო­ბა სა­ინ­ტე­რე­სოა, ძა­ლი­ან მომ­წონს. სა­ერ­თოდ სი­ახ­ლე­ე­ბის მომ­ხ­რე ვარ და მომ­წონს, მოს­წავ­ლე­ებს 21-ე სა­უ­კუ­ნის უნარ-ჩვე­ვებ­ზე რომ გა­იყ­ვან, ას­წავ­ლი ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით, ახა­ლი გად­მო­ცე­მით. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ახალ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით დაწყე­ბი­თე­ბის პე­და­გო­გე­ბი ერ­თად ვმუ­შა­ობთ, ვიკ­რი­ბე­ბით, ვმსჯე­ლობთ, რო­გორ დავ­გეგ­მოთ, რა მი­ზან­ზე გა­ვი­დეთ, რა გა­ვა­კე­თოთ, რა აქ­ტი­ვო­ბით და ა.შ.
ოქ­ტომ­ბე­რი და­გეგ­მ­ვის პე­რი­ო­დია, ნო­ემ­ბერ­ში დაწყე­ბი­თის ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელი ჩა­ვა­ტა­რებთ გაკ­ვე­თი­ლებს და ამ თე­მის ირ­გ­ვ­ლივ ვი­მუ­შა­ვებთ. შემ­დეგ უკ­ვე სხვა თე­მა­ტი­კას დავ­გეგ­მავთ. სწავ­ლე­ბის ახა­ლი მე­თო­დი სწო­რედ იმი­თაა სა­ინ­ტე­რე­სო, რომ შე­მო­დის თე­მა­ტუ­რი სწავ­ლე­ბა, რო­დე­საც ყვე­ლა საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბი ერ­თი თე­მის ირ­გ­ვ­ლივ ვ­ერ­თი­ა­ნდებით და ერ­თად ვმუ­შა­ობთ. ეს ნამ­დ­ვი­ლად სი­ახ­ლეა და ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვი­საც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. რა თქმა უნდა, თე­მა­ტუ­რად გავ­დი­ვართ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში მო­ცე­მულ ან და­მა­ტე­ბით მა­სა­ლას, მაგ­რამ ეს ახ­ლე­ბუ­რად ხდე­ბა — პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სა­კითხებს სა­ერ­თო თე­მა­ტი­კას ვუ­კავ­ში­რებთ.
ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო იყო „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ პი­ლო­ტი­რე­ბის პრო­ცე­სი, ძა­ლი­ან კარ­გი თე­მე­ბი და სა­კითხე­ბია მო­ცე­მუ­ლი, რო­მე­ლიც დღეს დაწყე­ბი­თე­ბი­დან უნ­და ის­წავ­ლე­ბო­დეს. ბავ­შ­ვებ­მა ძა­ლი­ან კარ­გად აით­ვი­სეს, ხა­ლი­სით აკე­თე­ბენ მი­თი­თე­ბულ და­ვა­ლე­ბებს, ძა­ლი­ან მოს­წონთ. რაც მთა­ვა­რია, აქ­ტი­უ­რე­ბი არი­ან და ჩარ­თუ­ლე­ბი გაკ­ვე­თი­ლის პრო­ცეს­ში, თა­ვი­ანთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა­საც გვიჩ­ვე­ნე­ბენ ნა­მუ­შევ­რე­ბით, ვა­ხა­ლი­სებთ ერ­თ­მა­ნეთს და ამი­ტომ მოს­წონთ ეს სა­გა­ნი.“
თა­მი­ლა ჩუ­ბი­ნი­ძე: „გა­სულ წელს ჩვენს სკო­ლა­ში და­იწყო „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ პი­ლო­ტი­რე­ბა, ამას წინ უძღო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბაში აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბა და აღ­შ­ფო­თე­ბა. მი­მაჩ­ნია, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა ბა­ღის პე­რი­ო­დი­დან უნ­და იწყე­ბო­დეს, იმი­ტომ რომ, სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა. ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფორ­მი­რე­ბის­თ­ვი­საა სა­ჭი­რო. ამი­ტომ არ შეგ­ვე­შინ­და და რო­ცა სა­მი­ნის­ტ­რომ დას­ვა კითხ­ვა, ხომ არ გა­მო­ი­ჩენ­და რო­მე­ლი­მე სკო­ლა მო­ხა­ლი­სე­ო­ბას, რომ და­ეწყო „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ პი­ლო­ტი­რე­ბა, დი­რექ­ტორ­თან შე­თან­ხ­მე­ბით, ვუთხა­რით, რომ ჩვენ ამას შევ­ძ­ლებ­დით. პი­ლო­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში კარ­გი რე­ვი­ზი­აც გა­მო­ვი­დო­და, თუ­კი რა­ღაც ისე­თი იყო, რის გა­მოც ერ­თი წლით შე­ჩერ­და ამ საგ­ნის სკო­ლებ­ში შე­ტა­ნა, ერ­თად გვე­ნა­ხა და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­მი­ნის­ტ­როს­თან ერ­თად გვეზ­რუ­ნა, რომ გა­და­კე­თე­ბუ­ლი­ყო. აქ­ვე გეტყ­ვით, რომ ჩვენ სა­ჩო­თი­რო, უხერ­ხუ­ლი ან ამო­რა­ლუ­რი არა­ფე­რი დაგ­ვი­ნა­ხავს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხე­ლი შე­ვუწყ­ვეთ მის და­ნერ­გ­ვას, მე­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბიც და­ი­ბეჭ­და და სკო­ლა­ში შე­ვი­და.
„მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ პი­ლო­ტი­რე­ბამ მო­ი­ტა­ნა პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც ახ­ლა ვნერ­გავთ, ჩვენ უკ­ვე თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი, კო­ლე­გი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და ეროვ­ნუ­ლი სა­სა­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტ­თან. ჩვენს სკო­ლა­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და კარ­გი გუნ­დი მას­წავ­ლებ­ლე­ბის, ვი­საც შე­უძ­ლია ამის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად გა­კე­თე­ბა, მით უმე­ტეს, თუ­კი ეს ქვეყ­ნის­თ­ვის კარ­გი იქ­ნე­ბა. არ მინ­და ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქ­ვა­მი იყოს, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ ჩვე­ნი წვლი­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და თვალ­სა­ჩი­ნო იქ­ნე­ბა იმი­ტომ, რომ სა­ჭი­როა სადღაც ვი­ღა­ცამ გუ­ლით და გო­ნე­ბით მო­ახ­დი­ნოს რა­ღა­ცის პი­ლო­ტი­რე­ბა, ჩვენ ეს შეგ­ვიძ­ლია გა­აზ­რე­ბუ­ლად ვა­კე­თოთ და არა უბ­რა­ლოდ რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბის­თ­ვის. თუმ­ცა ეს არ იქ­ნე­ბა იოლი, აქ არი­ან ძვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც უჭირთ ახალ­თან ძვე­ლის შე­თავ­სე­ბა და კითხ­ვის ნიშ­ნის ქვეშ აყე­ნე­ბენ — რა­ტომ არის სა­ჭი­რო სწავ­ლე­ბის ახა­ლი მე­თო­დი და არა ის, რაც უკ­ვე აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლია. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ჭი­როა პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნ­დი (რო­მე­ლიც ჩვენ­თან მუ­შობს), სა­მი­ნის­ტ­როს გუნ­დი, რო­მე­ლიც ნელ-ნე­ლა, თმე­ნის მა­ღა­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბით ცდი­ლობს ამ ყვე­ლაფ­რის მი­ტა­ნას მას­წავ­ლებ­ლე­ბამ­დე. ჩვენც, ჩვე­ნი მხრივ, ვცდი­ლობთ და რა­ღაც აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­მო­ვი­დეს. იმე­დი გვაქვს, ნელ-ნე­ლა ყვე­ლა გა­ი­თა­ვი­სებს, რომ წიგ­ნიც სა­ჭი­როა და კომ­პი­უ­ტე­რიც.
ჩვენს დი­რექ­ტორს რაც შე­ე­ხე­ბა, ძა­ლი­ან კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რია, ღიაა ყვე­ლა სი­ახ­ლის­თ­ვის, ეს დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბაა და მას ჩვენც, მო­ად­გი­ლე­ებ­მა და პე­და­გო­გებ­მა, უნ­და შე­ვუწყოთ ხე­ლი. მოს­წავ­ლე­ე­ბიც მზად არი­ან სი­ახ­ლე­ე­ბის­თ­ვის. მი­ხა­რია, რომ არის ჯგუ­ფი მას­წავ­ლებ­ლე­ბის, 5-6 პე­და­გო­გი დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, რომ­ლე­ბიც უნი­სონ­ში მოქ­მე­დე­ბენ, თა­ვი­სი მრა­ვალ­ხ­მი­ა­ნო­ბით უნი­სო­ნამ­დე მი­დი­ან. ვფიქ­რობ, ამ ყვე­ლა­ფერს, რა­საც ვგეგ­მავთ, წარ­მა­ტე­ბით გა­ვარ­თ­მევთ თავს“.
მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა

25-28(942)N