გამოდის 1998 წლიდან
სტატიები
2010-05-27
რეპეტიტორები, ანუ რატომ არ დადიან მოსწავლეები სკოლაში?
საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების უმეტესობა იმიტომ არ დადის სკოლაში, რომ ისინი ემზადებიან უმაღლესის მისაღები გამოცდებისთვის. ეს მოსწავლეები დადიან რეპეტიტორებთან, რაც გვიჩვენებს იმას, რომ ისინი და მათი მშობლები უკმაყოფილო არიან სასკოლო განათლებით, რაც მათ აფიქრებინებს ალტერნატიული განათლების მიღებაზე. ხშირად გაიგებთ, რომ სკოლა არ აძლევს ბავშვს მაღალი ხარისხის განათლებას და შესაბამისად რეპეტიტორთან ნაკლის შევსება ხდება.

შევეცდები განვმარტო, თუ რა არის ამ შეხედულებაში სწორი და რა გულუბრყვილო და ზედაპირული ანალიზის პროდუქტი. აქვე თავიდანვე ვიტყვი, რომ რეპეტიტორების ორი ჯგუფი არსებობს, რომლებიც დაბალი კლასებიდანვე მუშაობენ ბავშვებთან და რომლებიც ბოლო კლასებში არიან აქტიურად ჩართული აბიტურიენტების მომზადებაში. ეს სტატია მხოლოდ მეორე ჯგუფს ეხება.
ვრცლად>>>
2010-05-27
განვითარების თანამედროვე თეორიები
ბავშვები 8-დან 11 წლამდე ასაკობრივი ამოცანები ამ ასაკში ბავშვი ინტენსიურად ითვისებს სასიცოცხლო უნარებს, განსაკუთრებით სასკოლოს. ბავშვს სურს, ჰქონდეს მიღწევები, წარმატებული იყოს და პოზიტიური იმიჯი ჰქონდეს. ასევე, სურს ჰყავდეს ახლო მეგობრები, თანატოლთა მხრიდან აღიარება და მხარდაჭერა მოიპოვოს. თუ ბავშვი ვერ იქნება წარმატებული ყველა ამ სფეროში, თავს არასრულყოფილად იგრძნობს და საკუთარი შეზღუდულობის მიმართ მეტად მგრძნობიარე იქნება. თუ მშობლები, მასწავლებლები ან მეგობრები დასცინებენ იმის გამო, რომ რაღაც არ გამოსდის, ბავშვს საკუთარ სრულფასოვნებაში ეჭვი შეეპარება და ჩათვლის, რომ ცხოვრებაში წარმატებების მიღწევას ვერ შეძლებს.
ვრცლად>>>
2010-05-19
ერთიანი ეროვნული გამოცდები და განათლების ხარისხი
უკვე მეხუთე წელია, რაც საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსახვედრად აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. ეს გამოცდები აღიარებულია, როგორც მნიშვნელოვანი მიღწევა საგანმანათლებლო სივრცეში. ამ აღიარების საფუძვლად სახელდება ხოლმე შემდეგი მიზეზები: ა) გამოცდებმა შემოიტანა მერიტოკრატია განათლების სისტემაში და დაამარცხა უმაღლესებში მოხვედრის ეტაპზე კორუფცია. ამით დამყარდა უფრო მეტი სოციალური სამართლიანობა. ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ახალ სისტემაში არა მხოლოდ სოციალური კავშირები აღარ ჭრის (ე.წ. ჩაწყობა), არამედ ღარიბებს იგივე შანსი აქვთ მოხვედრის, როგორც მდიდრებს. ბ) გამოცდების შემოღებით განათლების ხარისხი იმატებს იმ საგნებში, რომლებიც გამოცდებზე ბარდება. გამოცდების ახალ სისტემას აქვს მაღალი მხარდაჭერა საზოგადოებისა და პოლიტიკური წრეების მხრიდან. გამოცდების სისტემის კრიტიკა არათუ ცუდ ტონად ითვლება, არამედ პოლიტიკური და საზოგადოებრივი წრეების მხრიდან ხანდახან ირაციონალურ რეაქციებსაც კი იწვევს. ჩემი მიზანი ამ რეაქციების გამოწვევა სულაც არ არის, ამიტომ მკითხველს, რომელსაც ცივად არ შეუძლია განათლების სფეროზე მსჯელობა, ვურჩევ თავს ნუ შეიწუხებს ამ ჩანაწერის კითხვით. კითხვა, რომელსაც ვცდილობ ვუპასუხო არის, უწყობს თუ არა ხელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღება განათლების ხარისხის ამაღლებას საქართველოში? თუ დავუჯერებთ ზოგიერთ პოლიტიკოსსა და საგამოცდო პროგრამებისა და ტესტების შემქმნელების დიდ ნაწილს, გამოცდების არსებობა გარკვეულწილად განაპირობებს განათლების ხარისხის ამაღლებას. პროფესორების ნაწილი უნივერსიტეტებში თვლის, რომ მოსწავლეების დიდი ნაწილი ბოლო დროს განსაკუთრებული ცოდნით ვერ დაიკვეხნის, როდესაც უნივერსიტეტში
ვრცლად>>>
2010-05-19
საჯარო სამართლის იურიდიული პირების _ საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესი
პატივცემულო მკითხველებო, ვაგრძელებთ რუბრიკას `საგანმანათლებლო გზამკვლევი~. პირველი ოთხი წერილი ეხებოდა სკოლის საქმიანობის ისეთ საკითხებს როგორიცაა: `საგანმანათლებლო დაწესებულების სარგებლობაში არსებული, სახელმწიფო უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობები) მესამე პირებზე დროებით სარგებლობაში გადაცემის წესი~ (აუქციონი, კონკურსი).   ამჯერად შემოგთავაზებთ ჩვენ მიერ დამუშავებულ რამდენიმე თემას, რომელიც საჯარო სკოლის (ასევე სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების) ფინანსურ საკითხებს შეეხება.
ვრცლად>>>
2010-05-19
ცხოველთა სახელების მეტაფორა ქართულ მწერლობაში
მეტაფორა ტროპის ძირითადი სახეა, მხატვრული გამოსახვის ისეთი სტილისტიკური ხერხი, რომლითაც ასახული შინაარსი გამოცანადაა წარმოდგენილი. მეტაფორა ერთი საგნის ან მოვლენის მეორეზე გადატანით დასაშვებს, წარმოსადგენს, პოეტურად შესაძლებელს, ამოსაცნობს ემყარება.   მეტაფორაში მწერალი თვითონ ქმნის ხელოვნურად საგნებისა და მოვლენების ნიშან-თვისებათა ნათესაობას. სიტყვის გადატანითი მნიშვნელობის გამოყენებით მეტაფორაში საგნებსა და მოვლენებს მიწერილი აქვთ ისეთი თვისებები, რომელიც მათ არ გააჩნიათ, მაგრამ პოეტურად დასაშვებია, ესთეტიკურია, მხატვრულად გამოსახული აზრი ემოციურია. თვისებათა მოულოდნელი გადაადგილება მეტაფორის შინაარსს ძნელად ამოსაცნობს ხდის.  
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40] > [41] > [42] > [43] > [44] > [45] > [46] > [47] > [48] > [49] > [50]
N26(780)