გამოდის 1998 წლიდან
სტატიები
2014-05-21
სტუ­დენ­ტი ბიბ­ლი­ოთე­კა­ში გა­თე­ნე­ბუ­ლი ღა­მე­ე­ბის გა­რე­შე ვე­რა­ფერს მი­აღ­წევს
რუბ­რი­კის სტუ­მა­რია ნი­ნო შა­რა­ში­ძე ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი — ნი­ნო, გვი­ამ­ბე შე­ნი მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ოდ­ზე...
— ვსწავ­ლობ­დი თბი­ლის­ში, მე-7 გიმ­ნა­ზი­ა­ში (ახ­ლან­დე­ლი 63-ე სა­ჯა­რო სკო­ლა), ყვე­ლა სა­გა­ნი თა­ნაბ­რად მა­ინ­ტე­რე­სებ­და და, სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, სხვა­დას­ხ­ვა სას­კო­ლო კონ­კურ­სებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. უფ­როს კლა­სებ­ში უკ­ვე აღარ მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­და ის გა­ნათ­ლე­ბა, რო­მელ­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვი­ღებ­დი და ამი­ტომ სას­წავ­ლებ­ლად უცხო­ეთ­ში წას­ვ­ლა­ზე ვფიქ­რობ­დი.
ვრცლად>>>
2014-05-15
მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა თუ ბა­რი­ე­რი
და­ვით ფე­რა­ძე
ის­ტო­რი­კო­სი, პე­და­გო­გი  პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტით უწყვე­ტი პრო­­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის „ლე­გი­ტი­მა­ცი­ის­თ­ვის“ მას­წავ­ლებ­ლებს შე­სა­ბა­მის სქე­მა­ში ჩარ­თ­ვა მოგ­ვეთხო­ვე­ბა. თუ პე­და­გო­გი ამ მოთხოვ­ნას არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს, ანუ თუ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს სქე­მა­ტუ­რად არ და­ა­დას­ტუ­რებს, მი­სი გე­ნი­ო­სო­ბაც კი ამაო იქ­ნე­ბა. მას­წა­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის „ზრუნ­ვა“ ერთ-ერ­თია იმ მრა­ვალ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­დან, რო­მე­ლიც ში­ნა­არ­სობ­რი­ვა­დაც და მიზ­ნობ­რი­ვა­დაც შაშ­კი­ნიზ­მის ეპო­ქი­დან, თით­ქ­მის, უც­ვ­ლე­ლად შე­მორ­ჩა. მა­ში­ნაც და ახ­ლაც სქე­მის ამოქ­მე­დე­ბას უნ­და „და­ემ­ტ­კი­ცე­ბი­ნა“ მას­წავ­ლე­ბელ­თა არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­თი და­ბა­ლი სა­ხელ­ფა­სო ანაზღა­უ­რე­ბის მარ­თე­ბუ­ლო­ბა.
ვრცლად>>>
2014-05-08
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა შე­საც­ვ­ლე­ლია
რუბ­რი­კის სტუ­მა­რია გრა­ცის კარლ-ფრან­ცის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი
კურ­სის სტუ­დენ­ტი სო­სო შა­ყუ­ლაშ­ვი­ლი
— სო­სო, რო­გორ გახ­სენ­დე­ბა მოს­წ­ავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი და რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე იყა­ვი?
— მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სენ­დე­ბა. ვერ­ცხ­ლის მე­დალ­ზე და­ვამ­თავ­რე თბი­ლი­სის კერ­ძო სკო­ლა-კომ­პ­ლექ­სი „სადუ­ნი“. საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი. სკო­ლის პე­რი­ოდ­ში
ვრცლად>>>
2014-05-01
ორი­ენ­ტი­რი — მხო­ლოდ შე­დეგ­ი
რუბრიკის სტუმარია თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი  ლალი კვინიხიძე ბავ­შ­ვის სამ­ყა­როს შეც­ნო­ბის სურ­ვი­ლით  გა­კე­თე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი
მას­წავ­ლებ­ლო­ბა არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბის ოც­ნე­ბა, ვერც ვე­რა­სო­დეს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ოდეს­მე სკო­ლა­ში და­ვიწყებ­დი მუ­შა­ო­ბას. თუმ­ცა ძა­ლი­ან მსურ­და, ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა მქო­ნო­და ბავ­შ­ვებ­თან. მინ­დო­და, ჩავ­წ­ვ­დო­მო­დი მათ სამ­ყა­როს, მე­ტი გა­მე­გო მათ შე­სა­ხებ. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლის დროს დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ არა მხო­ლოდ ზო­გა­დად ადა­მი­ა­ნის, არა­მედ ბავ­შ­ვის ფსი­ქო­ლო­გია და მა­თი სამ­ყა­რო ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებ­და. მივ­ხ­დი, რომ ამის სა­შუ­ა­ლე­ბას სკო­ლა მომ­ცემ­და. სწო­რედ მას­წავ­ლებ­ლო­ბით მი­ვი­ღებ­დი იმას, რაც მა­ინ­ტე­რე­სებ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­დავ­წყ­ვი­ტე მას­წავ­ლებ­ლო­ბა. მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში კი დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე.
ვრცლად>>>
2014-04-17
ფეს­ტი­ვა­ლი — „პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და­საქ­მე­ბის­თ­ვის“

ლა­ლი ჯე­ლა­ძე სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა „ლი­ბერ­თი ბან­კის“ მხარ­და­ჭე­რით, უკ­ვე მე­ო­რედ გა­ი­მარ­თა ფეს­ტი­ვა­ლი — „პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და­საქ­მე­ბის­თ­ვის“. ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ერთ სივ­რ­ცე­ში გან­თავ­ს­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით არ­სე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თაც წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჰქონ­დათ პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი სტენ­დე­ბი, აქ­ვე იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრაქ­ტი­კის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი შე­სა­ბა­მი­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი.
ვრცლად>>>
2014-04-17
ჩე­მი მო­მა­ვა­ლი მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მე­სა­ხე­ბა
რუბ­რი­კის სტუ­მა­რია ნა­თია სეს­კუ­რია — ნა­თია, და­მე­თან­ხ­მე­ბი ალ­ბათ, რომ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა საზღ­ვარ­გა­რეთ ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის სულ უფ­რო და უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც სურს, პერ­სო­ნა­ლურ რე­ზი­უ­მე­ში ოქ­როს ასო­ე­ბით შე­ავ­სოს გა­ნათ­ლე­ბის გრა­ფა, არ­ჩე­ვანს უცხო­ეთ­ზე აკე­თებს. მი­ამ­ბე, რა გზა გა­ი­ა­რე სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ინ­გ­ლი­სამ­დე და რა­ტომ აირ­ჩიე გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ინ­გ­ლი­სი?
— უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მინ­და დი­დი მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ თქვენს რუბ­რი­კა­ში მოწ­ვე­ვის­თ­ვის და გა­მოვ­ხა­ტო დი­დი სიმ­პა­თია თქვე­ნი გა­ზე­თი­სად­მი, იმ საქ­მი­სად­მი, რა­საც ემ­სა­ხუ­რე­ბით. მი­მაჩ­ნია, რომ გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია, რად­გან ის პირ­და­პირ კავ­შირ­შია ქვეყ­ნის წინ­ს­ვ­ლა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას­თან. რაც შე­ე­ხე­ბა უცხო­ეთ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას, ჩე­მი აზ­რით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით აუცი­ლე­ბე­ლია, რად­გან ხში­რად ხდე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის დე­ზინ­ფორ­მი­რე­ბა და გარ­კ­ვე­უ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რაც სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში სი­მარ­თ­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.
ვრცლად>>>
2014-04-10
გადაწყვეტილების შეცვლის ხმაურიანი მცდელობა

ანა ფირცხალაიშვილი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს წინ, ტრა­დი­ცი­უ­ლად, გა­ნაწყე­ნე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბი პრო­ტეს­ტის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად და მი­ნის­ტ­რ­თან შე­სახ­ვედ­რად შე­იკ­რიბ­ნენ. უფ­რო მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით მსგავ­სი კო­მუ­ნი­კა­ცია, კარ­გა ხა­ნია, ჩვენ­თან ვერ ხერ­ხ­დე­ბა. არა­და, უახ­ლე­სი წარ­სუ­ლი მა­გა­ლი­თია იმი­სა, რომ დი­ა­ლო­გით, ოპო­ნენ­ტ­თა მო­საზ­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით თუ არა, და­ინ­ტე­რე­სე­ბით ბევ­რი სა­კითხი სიმ­წ­ვა­ვეს მა­ინც და­კარ­გავ­და თუ არ მოგ­ვარ­დე­ბო­და. და­სა­ნა­ნია, რომ წარ­სუ­ლის გაკ­ვე­თი­ლე­ბი მა­ლე გვა­ვიწყ­დე­ბა, სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზეც ვერ ვსწავ­ლობთ.
ამ­ჯე­რა­დაც ასე მოხ­და. 53-ე სკო­ლის პე­და­გო­გებს მა­შინ შევ­ხ­ვ­დით, რო­ცა ისი­ნი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მო­პირ­და­პი­რე ეზო­ში სკა­მებ­ზე ჩა­მომ­ს­ხ­დარ­ნი, გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლე­ბი, მი­ნის­ტ­რ­თან შეხ­ვედ­რა­ზე თან­ხ­მო­ბას ელოდ­ნენ. პა­სუ­ხის მო­ლო­დინ­ში რამ­დე­ნი­მე მათ­განს ვე­სა­უბ­რეთ
ვრცლად>>>
2014-04-10
„პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნის მხატ­ვ­რო­ბას აერ­თი­ა­ნებს
 
ლა­ლი ჯე­ლა­ძე „ქარ­თულ და­სუ­რა­თე­ბულ ხელ­ნა­წერ­თა (IX-XIX სს.) გა­ფორ­მე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი მი­ნი­ა­ტი­უ­რე­ბის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა“ იქ­მ­ნე­ბა. პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია, 3 აპ­რილს, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში გა­ი­მარ­თა, ეს­წ­რე­ბოდ­ნენ: სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რი თა­მარ სა­ნი­კი­ძე, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი ბუ­ბა კუ­და­ვა, პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი.
ვრცლად>>>
2014-04-03
„იყა­ვი სუფ­თა და ჯან­მ­რ­თე­ლი“
ლა­ლი ჯე­ლა­ძე „ყვე­ლა ბავშვს აქვს უფ­ლე­ბა ცხოვ­რობ­დეს ჯან­მ­რ­თელ და ხელ­შემ­წყობ გა­რე­მო­ში — გა­რე­მო­ში, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ბავ­შ­ვის ზრდას, გან­ვი­თა­რე­ბას და დაც­ვას და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა­გან“.
ლი იონგ ვუ­კი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის
გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი სუფ­თა წყალ­ზე წვდო­მა ადა­მი­ა­ნის არ­სე­ბო­ბის­თ­ვის ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტო­რია. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით, 768 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს, მათ შო­რის ბავ­შ­ვებს, არ მი­უწ­ვ­დე­ბათ ხე­ლი სუფ­თა წყალ­ზე. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მი­ერ, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, 2013 წელს ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ — „წყლის, სა­ნი­ტა­რი­უ­ლი და ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბის კვლე­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში“ — აჩ­ვე­ნა, რომ ქარ­თულ სკო­ლებ­ში არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბაა. კვლე­ვა მიზ­ნად ისა­ხავ­და ქვეყ­ნის სკო­ლებ­ში წყლის, სა­ნი­ტა­რი­ი­სა და ჰი­გი­ე­ნის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად სა­თა­ნა­დო ცოდ­ნი­სა და სტრა­ტე­გი­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას.
ვრცლად>>>
2014-04-03
გან­ვი­თა­რე­ბას გა­ნათ­ლე­ბის გა­რე­შე ვერ შევ­ძ­ლებთ
რუბრიკის „ქართველი სტუდენტები უცხოეთში“ სტუმარია
ვალიდა ფანცულაია — ვა­ლი­და, რო­გორ გახ­სენ­დე­ბა მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი?
— „მომ­თა­ბა­რე“ აკა­დე­მი­უ­რი ცხოვ­რე­ბა მქონ­და: პირ­ვე­ლი 4 წე­ლი ვსწავ­ლობ­დი 143-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, შემ­დეგ გა­და­ვე­დი სკო­ლა-ლი­ცე­უმ „იბე­რი­ა­ში“, ხო­ლო მეცხ­რე კლა­სი­დან — გი­ვი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის „ამე­რი­კულ აკა­დე­მი­ა­ში“, რო­მე­ლიც 2012 წელს და­ვამ­თავ­რე. იმა­ვე წლის აპ­რილ­ში მო­ვეწყ­ვე ევ­რო­პის და ამე­რი­კის რამ­დე­ნი­მე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ზაფხულ­ში ჩა­ვა­ბა­რე ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი და ჩა­ვი­რიცხე სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტეტ­ზე „აიეტ­ში“. იმის გა­მო, რომ ამე­რი­კა­ში მქონ­და გა­დაწყ­ვე­ტი­ლი სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა, „აიეტ­ში“ აღარ წავ­სულ­ვარ. შემ­დეგ ნაც­ნო­ბე­ბის­გან გა­ვი­გე, ლექ­ცი­ა­ზე სი­ის ამო­კითხ­ვის დროს ჩემს სა­ხელ­ზე ყო­ველ­თ­ვის სი­ჩუ­მე ჩა­მოწ­ვე­ბო­და ხოლ­მე და ყვე­ლას უკ­ვირ­და, რა­ტომ არ დავ­დი­ო­დი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ამ­დე­ნი „გაც­დე­ნე­ბით“, ალ­ბათ, ორო­სა­ნი მოს­წავ­ლის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ვტო­ვებ­დი. არა­და, ამ დროს ამე­რი­კა­ში, პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დავ­დი­ო­დი. ამ­ჟა­მად უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ეკო­ნო­მი­კას ვსწავ­ლობ, ხო­ლო და­მა­ტე­ბით საგ­ნე­ბად — ჯან­დაც­ვის მე­ნეჯ­მენ­ტი და ნე­ი­რო­მეც­ნი­ე­რე­ბა. ამ ზაფხულს ვგეგ­მავ სა­მი თვით ვი­მუ­შაო გვა­ტე­მა­ლა­ში, რაც ჩემ­თ­ვის პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სამ­სა­ხუ­რი იქ­ნე­ბა, შემ­დე­გი სე­მეს­ტ­რი კი, გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მით, მინ­და ინ­გ­ლის­ში გა­ვა­ტა­რო.
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40] > [41] > [42] > [43] > [44] > [45] > [46] > [47] > [48] > [49] > [50] > [51] > [52] > [53]
35(789)N