გამოდის 1998 წლიდან
2015-10-08

***
მან­და­ტურ­მა და­მი­კა­კუ­ნა კარ­ზე:
— გის­მენ.
— მშო­ბე­ლი გე­ლო­დე­ბათ, დი­რექ­ტო­რის ნახ­ვა მინ­დაო, ბავ­შ­ვი მოჰ­ყავს ამ სკო­ლა­ში.
— არ მაქვს ად­გი­ლე­ბი.
— შე­მო­ვი­დეს? ვუთხა­რი, რომ ვე­რა­ვის მი­ი­ღებთ, სავ­სეა კლა­სე­ბი და მა­ინც თქვენს ნახ­ვას მო­ითხოვს.
— შე­მო­ვი­დეს.
მო­რი­დე­ბუ­ლი იერით, გამ­ხ­დარ­მა, თაგ­ვის­ფერ­თ­მი­ან­მა ქალ­მა შე­მო­ა­ბი­ჯა. არ ჰგავ­და ჩვე­უ­ლებ­რივ მთხოვ­ნელს, ზო­გი საჩხუბ­რად შე­მარ­თუ­ლია, მი­ზეზს ეძებს სიტყ­ვა­ზე ჩა­გე­ჭი­დოს. მეტ­წი­ლად რი­დი იგ­რ­ძ­ნო­ბა, თით­ქოს ბავ­შ­ვო­ბი­დან გად­მოჰ­ყ­ვა­თო დი­რექ­ტო­რის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა.
დაბ­ნე­უ­ლი იდ­გა, შევ­თა­ვა­ზე სკა­მი, კი­დე­ზე ჩა­მოჯ­და. რა­ღაც­ნა­ი­რად მო­კუნ­ტუ­ლი, თით­ქოს შე­ში­ნე­ბუ­ლი რა­ღაც ფა­რუ­ლი და­ნა­შა­უ­ლით.
— გის­მენთ, რით შე­მიძ­ლია და­გეხ­მა­როთ?
— თქვენ ინ­ვა­ლი­დი ხართ? — გა­მა­ო­ცა კითხ­ვამ. უსი­ა­მოდ მომ­ხ­ვ­და გულ­ზე „ინვა­ლი­დი“.
— არა, მაგ­რამ  ეტ­ლ­ში გა­ვა­ტა­რე რა­ღაც პე­რი­ო­დი.
— არ გეტყო­ბათ.
— მეტყო­ბა, რო­ცა დავ­დი­ვარ, დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი თვა­ლი შე­ამ­ჩ­ნევს, — ხე­ლე­ბი ვერ­სად მიჰ­ქონ­და. დამ­ნა­შა­ვე სა­ხით იჯ­და.
— სკო­ლა­ში გყავთ ინ­ვა­ლი­დე­ბი?
— კი, რამ­დე­ნი­მე სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მოს­წავ­ლეა აქ. — ვცდი­ლობ, ვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნო არ თქვას „ინ­ვა­ლი­დი”.
— ერ­თა­დერ­თი შვი­ლი მყავს, და­უ­ნის სინ­დ­რო­მით, არ იღე­ბენ ბაღ­ში, ყვე­ლამ უარი მითხ­რა, არა­ვის უნ­და ზედ­მე­ტი პრობ­ლე­მა, — ატირ­და. წყა­ლი და­ვუს­ხი, ხელ­ზე ხე­ლი და­ვა­დე, ადა­მი­ა­ნებს ამ­შ­ვი­დებთ სით­ბო.
— რამ­დე­ნი წლი­საა?
— 4 წლი­საა და ხალ­ხ­მა მითხ­რა თქვენ ეხ­მა­რე­ბით ასეთ ბავ­შ­ვებს.
— კი, ვეხ­მა­რე­ბი, მაგ­რამ სას­კო­ლო ასა­კის უნ­და იყოს.
— მი­ი­ღებთ ჩემს შვილს სკო­ლა­ში?
— რა თქმა უნ­და. მყავს ბავ­შ­ვე­ბი გო­ნებ­რი­ვი ჩა­მორ­ჩე­ნით, ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბ­ლით, აუტიზ­მით, და­უ­ნის სინ­დ­რო­მი­თაც.
— შორს ვცხოვ­რობ, ახ­ლა სოფ­ლი­დან მო­ვე­დი, აქ რო­გორ ვა­ტა­რო? — ჩა­ფიქ­რ­და.
— 2 წე­ლი ვერ მო­ვა და მა­ნამ­დე მო­ვი­ფიქ­რებთ რა­მეს.
— ბაღ­ში არ იღე­ბენ, შა­რიაო შე­ნი შვი­ლი, არა­ფერს აშა­ვებს, უბ­რა­ლოდ, არ ლა­პა­რა­კობს. ძა­ლი­ან თბი­ლია, ყვე­ლა­ფე­რი ეს­მის, დამ­ჯე­რია, წყნა­რი, — მარ­წ­მუ­ნებს.
— მჯე­რა, მაგ­რამ ჯერ პა­ტა­რაა სკო­ლის­თ­ვის.
— და­რე­კავთ ბაღ­ში?
— სა­მი­ნის­ტ­რო­ში დავ­რე­კავ. — ავი­ღე ტე­ლე­ფო­ნი, და­ვუ­რე­კე, ვი­საც სკო­ლი­დან ვა­ბა­რებთ ან­გა­რიშს სსსმ ბავ­შ­ვებ­ზე. ვკითხე ჭკუა.
— არ გვე­ხე­ბა ბა­ღე­ბი, გამ­გე­ო­ბას მი­მარ­თოს ან მე­რი­ას.
მშო­ბელ­მა მა­შინ­ვე ამო­ი­ღო წე­რი­ლი.
— აი, წა­ი­კითხეთ, დავ­წე­რე.
წე­რილ­ში დე­ტა­ლუ­რად იყო აღ­წე­რი­ლი სი­ტუ­ა­ცია. გუ­ლის­მომ­კ­ვ­ლე­ლად ითხოვ­და დე­და დახ­მა­რე­ბას შვი­ლის­თ­ვის, რომ ბაღ­ში მი­ე­ღოთ.
— მი­ი­ტა­ნეთ გამ­გე­ო­ბა­ში.
— ხვალ მი­ვი­ტან, ერ­თი თხოვ­ნა მაქვს.
— გის­მენთ.
— შე­გიძ­ლი­ათ თქვე­ნი ბავ­შ­ვე­ბი მაჩ­ვე­ნოთ? ის ოთხი.
— კი, ბა­ტო­ნო. — ის­ტ­მე­ნე­ჯერს და­ვუ­ძა­ხე.
— თე­მო, რო­მე­ლი სსსმ ბავ­შ­ვია ამ­წუ­თას სკო­ლა­ში?
— აიშე და ლე­ვა­ნი.
— აიშეს უთხა­რი, დი­რექ­ტორს მო­ე­ნატ­რე-თქო და გა­მოგ­ყ­ვე­ბა.
— კარ­გი.
და­ვე­ლო­დეთ. ქა­ლი და­ძა­ბუ­ლი იჯ­და. ცო­ტა ხან­ში გა­ი­ღო კა­რი და თე­მომ აიშე შე­მო­იყ­ვა­ნა. მე­ექ­ვ­სე კლას­შია, უპე­ე­ბი ხში­რად ულურ­ჯ­დე­ბა, კოპ­შეკ­რუ­ლი იყუ­რე­ბო­და, ვიგ­რ­ძე­ნი ძა­ლი­ან ნაწყე­ნია.
— მო­დი ჩემ­თან, ვინ გა­გაბ­რა­ზა, აიშე, — ვი­ფიქ­რე, ხომ არ დაფ­რ­თხა, რომ წა­მო­იყ­ვა­ნეს კლა­სი­დან. უფ­რო შეკ­რა წარ­ბი, მო­ვი­და, ხე­ლე­ბი შე­მომ­ხ­ვია და თა­ვი და­მა­დო:
— ეშ­გინ­მა, ეშ­გინ­მა... მე... ეშ­გინ­მა.
— რაო, რა გითხ­რა? — თავ­ზე გა­და­ვუს­ვი ხე­ლი. გუ­ლი ძა­ლი­ან უცემ­და, აშ­კა­რად შფო­თავ­და:
— ხელს მიშ­ლიო, ეშ­გინ­მა, ხელს მიშ­ლიო, არ ვუშ­ლი, არ ვუშ­ლი. — მი­ვი­ხუ­ტე, ნელ-ნე­ლა დაწყ­ნარ­და. კოპს მა­ინც კრავ­და.
— ვი­ცი, რომ არ უშ­ლი, და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი ეშ­გინს, აიშე, ნუ გე­ში­ნია.
— არ ვუშ­ლი, არა, შენ გიშ­ლი?
— არ მიშ­ლი, მე ხომ იცი, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ.
— ვი­ცი. პლას­ტე­ლი­ნი ხომ მა­ჩუ­ქე, მა­ჩუ­ქე, ხომ მა­ჩუ­ქე? — მი­მე­ო­რებს გულ­მოდ­გი­ნედ.
— გა­ჩუ­ქე.
— დე­დამ აიღეო, არ გა­ჩუ­ქაო, არ და­მი­ჯე­რა, უთხა­რი, და­მი­ჯე­როს.
— აუცი­ლებ­ლად ვეტყ­ვი, — ლო­ყა მო­მა­დო, გა­იტ­რუ­ნა. მე­რე მომ­ცილ­და და დო­ინ­ჯი გა­ი­კე­თა:
— პლას­ტი­ლი­ნით ვთა­მა­შობ.
— კი­დევ გა­ჩუ­ქო?
— მაქვს.
— ფან­ქ­რე­ბი ხომ არ გინ­და?
— მაქვს.
— რვე­უ­ლი?
— მაქვს. ეს რა­ტომ ტი­რის? — ახ­ლა­ღა მი­ვაქ­ციე მშო­ბელს ყუ­რადღე­ბა, იჯ­და და ცრემ­ლე­ბი სცვი­ო­და, თავს ვერ იკა­ვებ­და.
— აბა, ვკითხოთ, რა­ტომ ტი­რი? — ქალ­მა მა­შინ­ვე მო­იწ­მინ­და ცრემ­ლე­ბი.
— რა­ტომ ტი­რი? — გა­უ­მე­ო­რა აიშემ. — მე გა­გაბ­რა­ზე? რა­ტომ ტი­რი? — გა­ი­ღი­მა მო­ტი­რალ­მა.
— თა­ვი მტკი­ვა და ვტი­რი.
— და­ლიე წა­მა­ლი. დი­რექ­ტო­რი მოგ­ცემს. ხომ მის­ცემ?
— მივ­ცემ, აბა, რას ვი­ზამ, აიშე.
— არ იტი­რებ? ხომ არ იტი­რებ? — ისევ დო­ინ­ჯ­შე­მორ­ტყ­მუ­ლი უყუ­რებს მკაც­რად.
— არა, აღარ ვი­ტი­რებ. მოგ­წონს სკო­ლა?
— ხან მომ­წონს, ხან არა.
— მას­წავ­ლებ­ლე­ბი გიყ­ვარს?
— ანა მიყ­ვარს, კი­დევ მაია მიყ­ვარს, სა­ბი­ნა და დი­რექ­ტო­რი. დი­რექ­ტორს ორი სა­ხე­ლი აქვს.
— მარ­თ­ლა?
— კი, დი­რექ­ტო­რი ჰქვია და შო­რე­ნა ჰქვია. ორი­ვე ჰქვია.
— მე შო­რე­ნა მქვია, აიშე და დი­რექ­ტო­რად ვმუ­შა­ობ.
— აქ მუ­შა­ობ?
— კი, აქ ვმუ­შა­ობ.
— რას აკე­თებ?
— ოთა­ხი მოგ­წონს? გაკ­ვე­თი­ლის მე­რე რომ თა­მა­შობ და ხა­ტავ?
— კი.
— ეგ გა­გი­კე­თე, მას­წავ­ლე­ბე­ლი ანა მო­გიყ­ვა­ნე. ხომ გიყ­ვარს ანა.
— პლას­ტი­ლი­ნი და ფან­ქა­რიც შენ მი­ყი­დე?
— კი, მე გი­ყი­დე.
— კომ­პი­უ­ტე­რიც?
— კომ­პი­უ­ტე­რიც.
— პუ­ფე­ბი?
— პუ­ფე­ბიც.
— აბა, კარ­გად მუ­შა­ობ.
— მე მგო­ნი კარ­გად ვმუ­შა­ობ.
— მეც ასე მგო­ნია, — და­მე­თან­ხ­მა.
მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­მო­ვი­და.
— წა­ვი­დეთ, აიშე?
— კი, დავ­ხა­ტოთ. შო­რე­ნას დი­რექ­ტო­რი არ ჰქვია.
— მარ­თ­ლა?
— პლას­ტი­ლი­ნი მაქვს, ტორტს გა­ვა­კე­თებ. — ატი­ტინ­და.
— წა­ვი­დეთ, აიშე. — გო­გო­ნა მო­მე­ხუ­ტა, მე­რე მშო­ბელს შე­ხე­და ინ­ტე­რე­სით, ისევ ტი­რო­და გა­ლე­უ­ლი ქა­ლი.
— არ იტი­რო, დი­რექ­ტორს უთხა­რი, ის მოგ­ცემს წა­მალს. — და გა­ვი­და.
— არ შე­იძ­ლე­ბა ტი­რი­ლი, დაწყ­ნარ­დით. — და­ვე­ლო­დე. მშვი­დად ვი­ყა­ვი. მეს­მო­და მი­სი გან­ც­დე­ბი.
— ლე­ვა­ნიც მაჩ­ვე­ნეთ. — ჩა­ვე­დით პირ­ველ სარ­თულ­ზე. ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი მაქვს ყვე­ლა­ფე­რი. და­ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნე პან­დუ­სი, ტუ­ა­ლე­ტი, კლა­სე­ბი, და­ვუ­კა­კუ­ნეთ პირ­ველ კლასს, სა­დაც ზის 13 წლის ლე­ვა­ნი ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბ­ლით. გაგ­ვი­ღო კა­რი მას­წავ­ლე­ბელ­მა.
ბავ­შ­ვებ­მა ერ­თხ­მად დას­ჭე­ქეს:
— გა-მარ-ჯო-ბა!!
— გა­გი­მარ­ჯოთ, რო­გო­რა ხართ?
— კარ-გად!
ლე­ვა­ნი გა­ბად­რუ­ლი მო­მე­სალ­მა, ხე­ლი ამი­წია.
— ლე­ვან, ეს ჩე­მი ნაც­ნო­ბია, შე­ნი გაც­ნო­ბა უნ­და.
— ძა­ლი­ან კარ­გი, — მეტყ­ვე­ლე­ბაც უჭირს, სხე­უ­ლი უცახ­ცა­ხებს, მაგ­რამ გუ­ლმოდ­გი­ნედ ცდი­ლობს ხე­ლი ჩა­მო­არ­თ­ვას.
— ლე­ვან, მოგ­წონს სკო­ლა?
— ძა­ლი­ან.
— ახა­ლი რა ის­წავ­ლე? — ვე­კითხე­ბი.
— ცხო­ვე­ლე­ბი.
— ნახ­ვამ­დის, — მა­ლე დავ­ტო­ვეთ კლა­სი, რად­გან ქა­ლი ისევ ტი­რო­და. დე­რე­ფან­ში მი­ვა­ცი­ლებ­დი, მან­და­ტუ­რი მო­იჭ­რა:
— კას­ტე­ტი ვუ­პო­ვეთ მოს­წავ­ლეს.
კას­ტე­ტი ბა­ზარ­ში იყი­დე­ბა, რკი­ნის ნივ­თია, სა­ხი­ფა­თო, ხელ­ზე იკე­თე­ბენ და სა­ში­ნე­ლე­ბის დატ­რი­ა­ლე­ბა შე­უძ­ლია, ის­ჯე­ბა მი­სი ტა­რე­ბა. აკ­რ­ძა­ლუ­ლი ნივ­თია. გუ­ლი გა­და­მი­ქან­და.
— იჩხუ­ბა კას­ტე­ტით?
— არა, ისე ეკე­თა ხელ­ზე.
— უბ­ნის ინ­ს­პექ­ტორს და­უ­რე­კეთ?
— კი, აგე­რაა. — ფორ­მი­ა­ნი ინ­ს­პექ­ტო­რი უკ­ვე დე­რე­ფან­ში მოქ­რო­და.
— დამ­რი­გე­ბე­ლი სა­დაა? — მი­მა­ვიწყ­და დღე­ვან­დე­ლი სტუ­მა­რი, გავ­ვარ­დი კლა­სის­კენ ინ­ს­პექ­ტო­რის შე­სა­კა­ვებ­ლად.
— ასე არ შე­იჭ­რათ ოთახ­ში, ბავ­შ­ვე­ბი არ და­ა­ში­ნოთ.
— აბა, რო­გორ გა­მო­ვიყ­ვა­ნო კლა­სი­დან.
— მე გა­მო­ვიყ­ვან. გვა­რი მითხა­რით.
— კი, ბა­ტო­ნო, — მიწ­ვ­დის ჩა­ნიშ­ნულს.
გა­ვა­ღე კლა­სი და გვა­რით ვუხ­მე მა­ღალ­კ­ლა­სელ ბიჭს. ფე­რი ეც­ვა­ლა.
— გა­მო­დი, ნუ გე­ში­ნია, მეც აქ ვარ. — მან­და­ტუ­რის ოთა­ხის­კენ გა­ვიყ­ვა­ნე. იდაყ­ვ­ზე შე­მე­ხო ვი­ღაც. მოვ­ბ­რუნ­დი, მშო­ბე­ლი, რომ­ლის სა­ხე­ლიც არ ვი­ცი.
— წა­ვე­დი, დი­დი მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თ­ვის. თქვენ ნამ­დ­ვი­ლი დი­რექ­ტო­რი ხართ, მო­ვალ ხოლ­მე თუ შე­იძ­ლე­ბა.
— მობ­რ­ძან­დით, რო­ცა გნე­ბავთ.
— ბავშვს მო­ვიყ­ვან, გა­გაც­ნობთ.
— ძა­ლი­ან კარ­გი. — სას­წ­რა­ფოდ და­ვემ­შ­ვი­დო­ბე და შევ­დიე მოს­წავ­ლეს. ხე­ლი ხელ­ზე მე­კი­და, ერ­თი­ა­ნად ცახ­ცა­ხებ­და. შე­ე­შინ­და ინ­ს­პექ­ტო­რის.
— სად იყი­დე კას­ტე­ტი? — მრის­ხა­ნედ ჰკითხა პო­ლი­ცი­ელ­მა.
— ნუ უყ­ვი­რით, — აღ­ვ­შ­ფოთ­დი.
— არ ვუყ­ვი­რი, ვე­კითხე­ბი, თქვენ ამის მას­წავ­ლე­ბე­ლი ხართ? რას იცავთ ყო­ველ წამს, დი­რექ­ტორს და­უ­ძა­ხეთ, გირ­ჩევ­ნი­ათ, — მკვა­ხედ მითხ­რა.
— დი­რექ­ტო­რი ვარ. — მა­შინ­ვე შე­ეც­ვა­ლა სა­ხე, ინ­ტე­რე­სით და­მაკ­ვირ­და.
— თქვე­ნა ხართ შო­რე­ნა?
— დი­ახ. — ვიგ­რ­ძე­ნი საქ­მე ისე წა­ვი­დო­და, რო­გორც სა­ჭი­რო იყო.
— და­ა­შა­ვა ბავ­შ­ვ­მა, მივ­ხე­დავთ, არაა სა­ჭი­რო ყვი­რი­ლი და ფე­ხე­ბის ბა­კუ­ნი.
— გა­სა­გე­ბია, ქალ­ბა­ტო­ნო, მაგ­რამ აქ­ტი უნ­და შე­ვად­გი­ნოთ.
— გე­თან­ხ­მე­ბით, — ბიჭს შევ­ხე­დე. ხელს არ მიშ­ვებ­და.
— აბა, და­ვიწყოთ, — მან­და­ტურ­მა სკა­მი გა­მოს­წია და ფურ­ცე­ლი აიღო.
სა­ღა­მოვ­დე­ბა, მე­ო­რე ცვლა მა­ლე წა­ვა სახ­ლ­ში, ჯერ ისევ თბი­ლა, არა­და სექ­ტემ­ბ­რის ბო­ლო დღე­ე­ბია.
ნე­ტავ, რამ­დენ ხანს ვი­მუ­შა­ვებ აქ?
მა­ლე ოც­დაჩ­ვი­მე­ტი წლის გავ­ხ­დე­ბი.
ამა­ზე ფიქ­რის დროა?
გა­დავ­ხე­დე ინ­ს­პექ­ტორს, ჩუ­მად წერ­და ისიც. კე­დელს მი­ვეყ­რ­დე­ნი ზურ­გით.
— პირ­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ზე აჯა­რი­მებთ?
— არა, ვაფ­რ­თხი­ლებთ მშო­ბელს.
— გა­სა­გე­ბია.
შო­რე­ნა ხუ­ხუა
მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი

25-28(942)N