გამოდის 1998 წლიდან
სტატიები
2017-02-02
ხან­და­ხან სულ პა­ტა­რა სა­ბა­ბი ხდე­ბა ჩვე­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი
რუბრიკის სტუმარია ჰუ­რიე აბა­ში­ძე,
ჰა­ჯე­ტე­პეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის
ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის
 კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი — ჰუ­რიე, რო­გორ გახ­სენ­დე­ბა მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი, იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი, შე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რამ­დე­ნად წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე იყა­ვი, გან­საზღ­ვ­რა თუ არა სკო­ლამ შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი?
— ხუ­ლოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ოქ­რუ­აშ­ვი­ლე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლა  წარ­ჩი­ნე­ბით, ვერ­ცხ­ლის მე­დალ­ზე და­ვამ­თავ­რე, ამ ყვე­ლა­ფერ­ში, რა თქმა უნ­და, ჩემს პე­და­გო­გებს უდი­დე­სი  წვლი­ლი მი­უძღ­ვით, მა­თი დახ­მა­რე­ბით შევ­ძე­ლი ხჳჳ კლა­სის წარ­მა­ტე­ბით დამ­თავ­რე­ბა. ალ­ბათ ყვე­ლა და­მე­თან­ხ­მე­ბა, რო­გო­რი მონ­დო­მე­ბუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლიც უნ­და იყოს მოს­წავ­ლე, მას­წავ­ლებ­ლის დახ­მა­რე­ბა და წა­ხა­ლი­სე­ბა ყვე­ლა­ფერს აორ­მა­გებს, ჩემს მას­წავ­ლებ­ლებს კი ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­უ­ვი­დათ.  მად­ლი­ე­რი ვარ თი­თო­ე­უ­ლის. რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლის წლებს, რა თქმა უნ­და, შე­სა­ნიშ­ნა­ვი პე­რი­ო­დია ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში,
ვრცლად>>>
2017-02-02
სა­ხეც­ვ­ლი­ლი სქე­მის დე­ტა­ლე­ბი
მას­წავ­ლე­ბელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა­ში მთე­ლი რი­გი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და. პირ­ველ რიგ­ში, სქე­მა აღარ მო­ი­ცავს კა­რი­ე­რის შეწყ­ვე­ტის ნა­წილს და ერთ დად­გე­ნი­ლე­ბად გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი გა­ცი­ლე­ბით იოლად აღ­ქ­მა­დი გახ­და. სა­ხეც­ვ­ლი­ლი სქე­მა მას­წავ­ლებ­ლებს მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბას და არ­ჩე­ვანს აძ­ლევს და­გეგ­მონ კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლა და აიმაღ­ლონ კვა­ლი­ფი­კა­ცია.
რა კონ­კ­რე­ტუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და სქე­მა­ში, რა მი­მარ­თუ­ლე­­ბებ­ზე გა­კეთ­და აქ­ცენ­ტე­ბი, როგორ იმუშავებს კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის დაგროვების ახალი მექანიზმი  და რის სა­ფუძ­ველ­ზე გახ­და მრა­­ვალ­ფე­რო­ვა­ნი — ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნი
ვრცლად>>>
2017-02-02
პრობლემები და გამოწვევები
„დღეს იგი იმარ­ჯ­ვებს, ვი­საც ხელთ უპყ­რია ის უძ­ლე­ვე­ლი იარა­ღი,
რო­მელ­საც ცოდ­ნას ეძა­ხი­ან“.
                                                                                           ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა არის უმოკ­ლე­სი გზა და­საქ­მე­ბი­სა­კენ და გა­ნათ­ლე­ბის ამ სეგ­მენ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა ერ­თ­გ­ვა­რი ლაკ­მუ­სის ქა­ღალ­დია ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის გა­სა­ა­ნა­ლი­ზებ­ლად. უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე კარ­გა­დაა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მო­წი­ნა­ვე ეკო­ნო­მი­კის მქო­ნე  ქვეყ­ნებ­ში.
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას აუცი­ლე­ბე­ლია აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ 90-იანი წლე­ბის ნგრე­ვის შემ­დეგ გა­ნათ­ლე­ბის ამ სეგ­მენ­ტის შე­ნე­ბა თით­ქ­მის ნუ­ლი­დან და­იწყო. დღემ­დე ამ სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან ბევ­რი რამ გა­კეთ­და: დარ­გის რე­გუ­ლა­ცი­ის მიზ­ნით გან­ხორ­ცი­ელ­და ცვლი­ლე­ბე­ბი
ვრცლად>>>
2017-01-26
ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მე­ბი
ლალი ჯელაძე გა­სულ კვი­რას სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია იმე­რე­თის ერთ-ერ­თი სოფ­ლის სკო­ლის 15 წლის მოს­წავ­ლის ორ­სუ­ლო­ბამ. ფაქ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბით იმის გა­მო მო­ექ­ცა ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში, რომ გო­გო­ნას­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი იმა­ვე სკო­ლის 40 წლის მან­და­ტურ­მა და­ამ­ყა­რა. გო­გო­ნა ხუ­თი თვის ორ­სუ­ლია, ამის შე­სა­ხებ სკო­ლის დი­რექ­ტორს ექიმ­მა შე­ატყო­ბი­ნა. ოჯა­ხი კი ჩი­ვილს არ აპი­რებს, ვი­ნა­ი­დან ყო­ფი­ლი მან­და­ტუ­რი გო­გო­ნა­ზე და­ქორ­წი­ნე­ბის პი­რო­ბას დებს. რომ არა ფაქ­ტის საქ­ვეყ­ნოდ გახ­მა­უ­რე­ბა, რო­გორც ჩანს, ყვე­ლა­ფე­რი მხა­რე­ე­ბის გა­რი­გე­ბით დას­რულ­დე­ბო­და და ერ­თი
ვრცლად>>>
2017-01-26
კვლავ მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ
ანა ფირცხალაიშვილი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის შემ­ს­წავ­ლე­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საბ­ჭო, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პროფ­კავ­შირ­თან ერ­თად, მო­რიგ სხდო­მა­ზე შე­იკ­რი­ბა. „პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და და­საქ­მე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სათ­ვის (პრობ­ლე­მე­ბი და გან­ვი­თა­რე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბი — გერ­მა­ნუ­ლი დუ­ა­ლუ­რი მო­დე­ლი)“. ამ სა­კითხის ირ­გ­ვ­ლივ იმ­ს­ჯე­ლეს და გა­მოთ­ქ­ვეს სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი საბ­ჭოს წევ­რებ­მა, მოწ­ვე­ულ­მა სტუმ­რებ­მა მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ი­დან, პარ­ლა­მენ­ტი­დან, პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბი­დან.
ვრცლად>>>
2017-01-19
სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ძი­რი­თა­დი სი­ახ­ლე­ე­ბი
 ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვამ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, მთავ­რო­ბის წევ­რებს, დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს, სა­ერ­თა­შო­რი­სო და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს გა­აც­ნო.
შეხ­ვედ­რა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრე­ზენ­ტა­ცია გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა სფე­როს მო­ი­ცავ­და: ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა
პრო­ფე­სი­ულ და უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის მა­საღ­წე­ვად აუცი­ლე­ბე­ლია სკო­ლა გახ­დეს უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო და თა­ნა­მედ­რო­ვე, ამაღ­ლ­დეს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი, მო­ზარ­დებს გა­ნუ­ვი­თარ­დეთ კრი­ტი­კუ­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­როვ­ნე­ბა. ამ მი­ზანს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. სკო­ლის ცოდ­ნით სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე­ე­ბი უმაღ­ლეს­ში რე­პე­ტი­ტო­რის გა­რე­შე ჩა­ა­ბა­რე­ბენ.
ვრცლად>>>
2017-01-19
მო­დუ­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის და­ნერ­გ­ვა — პროფესიული რეფორმის პირველი შედეგები
კა­ხა ერა­ძე
გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის პრო­ფე­სი­ულ
კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­თა გან­ვი­თა­რე­ბის მე­ნე­ჯე­რი
მო­დუ­ლუ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის და­ნერ­გ­ვით ბევ­რი თვი­სებ­რი­ვი სი­ახ­ლე შე­ვი­და პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, რე­ფორ­მის ორი­ენ­ტი­რე­ბის სწო­რი გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერ­გ­ვის­თ­ვის მზა­ო­ბა და ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ე­ბის ცოდ­ნა, მო­დუ­ლუ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი და­ნერ­გ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პია.
2015 წლი­დან პრო­ფე­სი­ულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­თა გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის პროგ­რა­მის და­ნერ­გ­ვის კომ­პო­ნენ­ტი აქ­ტი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებს პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის კონ­სულ­ტი­რე­ბას და­ნერ­გ­ვის ყვე­ლა ეტაპ­ზე
ვრცლად>>>
2017-01-19
სკო­ლე­ბის ტი­პე­ბად და­ყო­ფა
ლალი ჯელაძე „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და. ცვლი­ლე­ბა­თა პა­კეტს სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტ­მა, დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით, დე­კემ­ბ­რის შუა რიცხ­ვებ­ში უყა­რა კენ­ჭი და სა­მი მოს­მე­ნით და­ამ­ტ­კი­ცა, პრე­ზი­დენ­ტ­მა კი მას ხე­ლი იან­ვარ­ში მო­ა­წე­რა. ცვლი­ლე­ბებს შო­რის ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი სკო­ლე­ბის კა­ტე­გო­რი­ზა­ცია და ბრენ­დი­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­და.
ბრენ­დი­რე­ბის პრინ­ცი­პის გან­მარ­ტე­ბის თა­ნახ­მად სკო­ლე­ბის ბრენ­დი­რე­ბი­სას უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა ენი­ჭე­ბა აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის მქო­ნე სკო­ლას, რო­მე­ლიც აკ­მა­ყო­ფი­ლებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ დად­გე­ნილ კრი­ტე­რი­უ­მებს
ვრცლად>>>
2016-12-22
ევროპაში შექმნილი ვითარება საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია

გო­ე­თეს ინ­ს­ტი­ტუტ­მა ევ­რო­პულ მოძ­რა­ო­ბას­თან და სხვა პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით გა­მო­აცხა­და კონ­კურ­სი — „ევ­რო­პუ­ლი გან­გა­ში“ (European Angst Conference). მო­ნა­წი­ლე­ებს უნ­და და­ე­წე­რათ ეს­სე­ე­ბი კონ­ფე­რენ­ცი­ის თე­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც ეხე­ბო­და ევრო­პა­ში არ­სე­ბულ მწვა­ვე პრობ­ლე­მებს: მიგ­რან­ტ­თა კრი­ზისს, პო­პუ­ლიზმს, ექ­ს­ტ­რე­მიზ­მ­სა და ევ­როს­კეპ­ტი­ციზმს. მო­ნა­წი­ლე­ობ­და ევ­რო­პის სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის 700-ზე მე­ტი აპ­ლი­კან­ტი, შე­ირ­ჩა 40 სტუ­დენ­ტი, მათ შო­რის ერთ-ერ­თი სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან. 6-7 დე­კემ­ბერს, ბრი­უ­სელ­ში გა­მარ­თულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხე­ლით, 
ვრცლად>>>
2016-12-22
eTwiningPlus — ვირ­ტუ­ა­ლუ­რი პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა ევ­რო­პელ კო­ლე­გებ­თან
მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი,  2013 წლი­დან, ევ­რო­კო­მი­სი­ის დახ­მა­რე­ბით, ახორ­ცი­ე­ლებს eTwining-ის პროგ­რა­მას. eTwining ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის სკო­ლე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ხელ­შე­საწყო­ბად შექ­მ­ნი­ლი ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მაა, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლებს, სკო­ლის დი­რექ­ცი­ა­სა და სკო­ლა­ში მო­მუ­შა­ვე სხვა პერ­სო­ნალს ერ­თ­მა­ნეთ­თად და­კავ­ში­რე­ბა, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, იდე­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და სას­წავ­ლო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა  შე­უძ­ლი­ათ. eTwining Plus-ის მთა­ვა­რი სა­მუ­შაო სივ­რ­ცე ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მაა, რო­მე­ლიც და­რე­გის­ტ­რი­რე­ბულ მას­წავ­ლებ­ლებს მრა­ვალ­ფე­რო­ვან ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებ­სა და სერ­ვი­სებს სთა­ვა­ზობს პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის მო­სა­ძებ­ნად, სა­სურ­ვე­ლი პრო­ექ­ტე­ბის შე­სარ­ჩე­ვად და მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად, იდე­ე­ბი­სა და სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის მა­გა­ლი­თე­ბის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად. რო­გორ უნ­და ჩა­ერ­თოს ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტ­ში, რა სი­ახ­ლე­ებს და რა სარ­გებე­ლს სთა­ვა­ზობს პროგ­რა­მის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბი მას­წავ­ლებ­ლებს და მოს­წავ­ლე­ებს, ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის eTwining Plus პროგ­რა­მის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი ხა­ტია მატ­კა­ვა.
— რო­დის ჩა­ერ­თო ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა პროგ­რა­მა­ში და რა სი­ახ­ლე­ე­ბი იგეგ­მე­ბა 2017 წლი­დან?
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40] > [41] > [42] > [43] > [44] > [45] > [46] > [47] > [48] > [49] > [50] > [51] > [52] > [53] > [54] > [55] > [56]
13(807)N