გამოდის 1998 წლიდან
სტატიები
2011-06-15
„ბუსუნსულებით“ დამკვიდრებული ლექს-ნახატები
ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა თეატრში 1 ივნისი — ბავშვთა დაცვის დღე — გამომცემლობა „პეგასის“ მიერ სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა, დასკვნითი ნაწილი კი ზაზა აბზიანიძის საბავშვო წიგნების წარდგინებას დაეთმო. საზოგადოებას „პეგასის“ მიერ გამოცემული „ბაფთა“, „ბუსუნსულები“ და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ გამოცემული „წითელკუდა“ წარუდგინეს.
„ბუსუნსულები“ მკითხველისთვის სრულიად უჩვეულო და უცნობ ჟანრს მიეკუთვნება — „სადიდო“ და „საბავშვო“ პოეზიის მიჯნაზე შექმნილ ლექსებს ავტორმა თავისივე ილუსტრაციები დაურთო და სახელიც გამოუგონა — „ლექს-ნახატები“, ასე შექმნა „ბუსუნსულებმა“ ახალი ჟანრი. იწერებოდა სრულიად მოულოდნელად, ლექციასა და ლექციას შორის, ტრანსპორტში, ქუჩაში... არავითარი შრომა, ამბობს მწერალი, ეს ლექსები თამაშ-თამაშით დავწერეო. ერთ ერთი პირველი ლექსი ამ წიგნისთვის ბატონ ზაზას სქელოსა და ჩიაზე დაუწერია:
ვრცლად>>>
2011-06-15
იოსები
მეღვინის განთავისუფლების შემდეგ ორი წელი გავიდა. „არ გახსენებია მწდეთუხუცესს იოსები, დაავიწყდა“ (დაბ.40:23).
ფარაონს კი უცნაური სიზმარი ესიზმრა: ვითომ ნილოსიდან გამოვიდა ჯერ შვიდი ხორცსავსე, მსუქანი ძროხა და ლერწმიანში ბალახობდა, შემდეგ ამოჰყვა მათ შვიდი მჭლე, შეუხედავი ძროხა. მჭლე ძროხები გვერდით დაუდგნენ მსუქნებს, გადაყლაპეს ისინი, მაგრამ არ მოემატათ ფერ-ხორცი. გამოეღვიძა ფარაონს და როდესაც შეიბრუნა ძილი, კვლავ ესიზმრა: ხორბლის ღეროდან ამოვიდა შვიდი თავთავი, მსხვილმარცვლიანი, სავსე, მეორე ღეროდან კი შვიდი უმარცვლო, ფშუტე, ხორშაკისაგან დათუთქული. გადაყლაპეს ფშუტე თავთავებმა შვიდი მსხვილი და სავსე თავთავი... და გაეღვიძა ფარაონს. ცუდად ენიშნა ეს სიზმრები მმართველს, დაუმძიმდა სული. იხმო ეგვიპტის ყველა მისანი და ბრძენი და უამბო მათ თავისი სიზმრები. ვერავინ აუხსნა ფარაონს მათი მნიშვნელობა. ერთი რამ ნამდვილად ცხადი იყო: ორივე სიზმარი ერთსა და იმავეზე მიანიშნებდა.
ვრცლად>>>
2011-06-09
ერთი სიმართლეს ეძებს, მეორე გასცემს, „ყველაფერს სამი აკეთებს“
დღევანდელი ნომრის სტუმარია კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის მსახიობი ზურაბ სტურუა

მარჯანიშვილის თეატრში, 8 და 10 მაისს, აკა მორჩილაძის „წიგნის“ პრემიერა გაიმართა. რეჟისორმა დავით საყვარელიძემ ლიტერატურის მოყვარულებს სიურპრიზი მოუმზადა. ამიერიდან „ფრიდონიანი“ მხოლოდ ავტორის პოპულარობით აღარ მიიპყრობს ყურადღებას. ნურადინ ფრიდონისა და ბრძენი ალ ქაუსის მიერ სცენაზე ამეტყველებული ორი ცივილიზაცია — ქრისტიანულ-დასავლური და ისლამურ-აღმოსავლური იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ პრემიერის შემდეგ წამოსული, უკვე მერამდენედ, კარგა ხანს ვფიქრობ „ვეფხისტყაოსნის“ ფენომენზე.
„წიგნის“ პრემიერიდან ერთი კვირის შემდეგ (უკვე ერთი კვირის ჩაწერილი მაქვს ინტერვიუ სპექტაკლის ჩემთვის ყველაზე სასურველ მსახიობთან) ვიწყებ ინტერვიუსთვის შესავლის წერას. თუმცა, შეიძლებოდა ამის გარეშეც. მაგრამ ვხვდები, რომ ამის გარეშე არ გამომივა.
არატრადიციულ სპექტაკლში — ლეგენდა, მითი და წიგნი — ეს ყველაფერი მაყურებლამდე მსახიობებს მხოლოდ და მხოლოდ სიტყვით მიაქვთ, თეატრისათვის დამახასიათებელი სტერეოტიპული ეფექტების გარეშე. სიტყვით, აკა მორჩილაძისეული სიტყვით, მოხდენილ სასვენ ნიშნებსაც კი გრძნობ და, რაც მთავარია, ეს ლიტერატურის მოყვარულების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს — უსმენ ლიტერატურას, როგორც კლასიკური მუსიკის კონცერტს, რომელსაც აღმოსავლეთის უპირველესი რაინდი — ნურადინ ფრიდონი (ოთარ მეღვინეთუხუცესი) და აღმოსავლეთისავე უპირველესი ბრძენი (ზურაბ სტურუა) გადმოგვცემენ — ერთი სიმართლეს ეძებს და მეორე გასცემს. ამას ყველაფერს მსახიობები იმდენად დამაჯერებლად ყვებიან, რომ განცდა გაქვს, თითქოს, შენც ამ ამბის თანამონაწილე ხარ.
ვრცლად>>>
2011-06-06
„რაიმეს დასასრულში ყოველთვის დასაწყისი დგას“
რატომ ტირის ადამიანი
— რა გატირებს?
— რაღაც გამახსენდა.
— მაინც?
— აი, ეხლა ორმა კაცმა ჩამოიარა და რატომღაც გამახსენდა, რომ ამ კაცებმა ოდესღაც ზუსტად აქ ჩამოიარეს.
— მერე რა გატირებს?
— ხშირად მემართება ესეთი რაღაცები. ხშირად ვაკეთებ რაღაცას და რატომღაც მგონია, რომ ოდესღაც ეს უკვე იყო.
— ეგ მეც მემართება, რა არის მანდ სატირალი?
— რა და, მეშინია როდესმე კიდევ ასე რომ განმეორდეს ჩემი ცხოვრება.
— გინდა შენზე მოთხრობა დავწერო?
— არ მინდა.
— რატომ?
— შენს მოთხრობებში ყოველთვის კვდებიან.
— მერე შენ ამის არ გეშინია?!
— შენ არ გეშინია?!
— რისი უნდა მეშინოდეს?!
— დასასრულის.
— დასასრული არ არსებობს.
ვრცლად>>>
2011-06-06
მარიამ ყაუხჩიშვილის ქალთა კერძო გიმნაზია
რევოლუციამდელ ქუთაისში არსებულ სასწავლებელთა შორის თავისი მოკრძალებული ვალი მოიხადა მარიამ ყაუხჩიშვილის ქალთა კერძო გიმნაზიამ.
1899 წელს სპეციალური რეკლამები იუწყებოდნენ: „მთავრობის ნებართვით ქუთაისში, პუშკინის ქუჩაზე, ალ. ჭყონიას სახლში, პირველი სექტემბრიდან დაარსდება ოთხკლასიანი სასწავლებელი პროგიმნაზიის კურსით. მდგომიარე წელს გაიხსნება ორი მოსამზადებელი განყოფილება და პირველი პროგიმნაზიული კლასი, ხოლო შემდეგში ყოველ წელიწადს მოემატება თითოეული კლასი. საჭირო ცნობების მისაღებად მსურველებმა უნდა მიმართონ ლიდა გრიგოლის ასულ ანჯაფარიძეს, ან მარიამ იოსების ასულ ყაუხჩიშვილს“.
ვრცლად>>>
2011-05-25
CAT ქართულ საგანმანათლებლო რეალობაში
ერთხელ და სამუდამოდ ვთქვათ უარი ტყუილზე

23 მაისს, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში, ჩAთ-ის სისტემით, წელს პირველად, იწყება გამოსაშვები გამოცდები. ბუნებრივია, საატესტატო გამოცდებისაკენ საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღებაა მიპყრობილი და ინტერესს იწვევს მეთორმეტეკლასელთა ატესტატის აღების ახალი ფორმა. დაგროვდა უამრავი შეკითხვა, რომელიც ამ სიახლის დანერგვასთან ერთად გაჩნდა _ პროცედურულ, შინაარსობრივ თუ ტექნიკურ მხარესთან დაკავშირებული. სწორედ ამ ინფორმაციის დეტალურად გაცნობის მიზნით, განათლების ეროვნულმა ცენტრმა მედიის წარმომადგენლებისათვის, 8 მაისს, სასტუმრო `ბომონდ-გარდენში~ ერთდღიანი სემინარი მოაწყო. გამოსაშვები გამოცდების მიზანი და ასპექტები, პროცედურული საკითხები, გამოცდების პროგრამული უზრუნველყოფა _ ის ძირითადი თემებია, რომელზეც ცენტრის თანამშრომლებმა დეტალურად ისაუბრეს.
სემინარში მონაწილეობდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი.
ვრცლად>>>
2011-05-25
მაძიებლის სადემონსტრაციო გაკვეთილის გეგმა
2010-11 სასწავლო წელს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აქტიური მხარდაჭერითა და ინიციატივით, მთელი საქართველოს მასშტაბით, განხორციელდა მენტორ-მაძიებელთა თანამშრომლობის პროგრამის დანერგვა და მონიტორინგი. აღსანიშნავია, რომ მენტორ-მაძიებელთა ინსტიტუტი მანამდეც არსებობდა, თუმცა წელს მათი საქმიანობა გაცილებით ეფექტური და წარმატებული აღმოჩნდა. მაძიებლებთან თანამშრომლობა მენტორი-მასწავლებლებისთვისაც სასარგებლო სტიმული გამოდგა და მაძიებლებმაც ბევრი შეიძინეს პრაქტიკული დაკვირვებისა და თეორიული ცოდნის შეჯერების წყალობით. საბოლოო ჯამში, მივიღეთ მასწავლებლობის მსურველთა ახალი კადრები, რომლებიც გამოირჩევიან შესაშური ენთუზიაზმითა და მოტივაციით. გთავაზობთ 144-ე საჯარო სკოლის მაძიებელი მასწავლებლის, დარეჯან სუმბაძის მიერ ორგანიზებული და ჩატარებული სადემონსტრაციო გაკვეთილის გეგმას ქართულ ენასა და ლიტერატურაში (მენტორი-მასწავლებელი _ ქეთი ქათამაძე). გაკვეთილს დაესწრო სკოლის დირექტორი და მენტორი.
ვრცლად>>>
2011-05-25
გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა ეპარქიული სასწავლებელი
ქუთაისში რევოლუციამდელ პერიოდში მრავალი სასულიერო და საერო ხასიათის სასწავლებელი გაიხსნა.
ახალი სასწავლებლის გახსნისას პირველი სირთულე ნებართვის მიღებით იწყებოდა. ქუთაისში მცხოვრებ ერთ-ერთ მემამულეს სტრუიცკის ბალახვანში ჰქონდა საკმაოდ მოზრდილი მიწის ნაკვეთი, მშვენიერი ბაღით, ორსართულიანი შენობითა და ამავე ეზოში აგებული ულამაზესი პატარა ეკლესიით. 1888 წელს სტრუიცკიმ მთელი ეს ქონება უანდერძა სასულიერო უწყებას, საქართველოს საეპარქიო სამმართველოს.
ვრცლად>>>
2011-05-11
ჩემს სათაურებს მორგებული აკა მორჩილაძის პასუხები...
რამდენიმე დღით ლონდონიდან საქართველოში დაბრუნებულ მწერალთან, აკა მორჩილაძესთან, ილიას უნივერსიტეტმა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ილიას უნივერსიტეტის თეატრში შეხვედრა მოაწყო. საღამოზე წარმოდგენილი აკა მორჩილაძის ლიტერატურული პალიტრა 20-ზე მეტი წიგნისგან შედგებოდა. მწერლის მოყვარული მკითხველი, ბუნებრივია, ამ შემთხვევას ხელიდან ვერ გავუშვებდით, რადგან, მაშინაც კი, როცა მწერალი საქართველოში ცხოვრობდა, ამის შესაძლებლობა იშვიათად გვეძლეოდა.
აკა მორჩილაძეს არაერთი ლიტერატურული პრემია აქვს მიღებული, ბოლო 2010 წელს ერგო — „ილიას უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემია“ რომანისათვის „მამლუქი“.
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2011 წლის 23 აპრილიდან, ერთგულ მკითხველს „აკა მორჩილაძის ბიბლითეკას“ სთავაზობს. ბიბლიოთეკა, თანამედროვე დიზაინით, გააერთიანებს 1998 წლიდან დღემდე გამოსულ ყველა რბილყდიან გამოცემას. წლის ბოლომდე კი, მკითხველი კიდევ ერთ საჩუქარს — აკა მორჩილაძის სამტომეულს მიიღებს. იგეგმება, აგრეთვე, ერთი საინტერესო პროექტის განხორციელება, რომელიც „სარბიელში“ გამოქვეყნებულ მწერლის სპორტულ მიმოხილვებს შეკრებს და წიგნის სახით გამოსცემს.
კარგა ხანია, მასთან ინტერვიუს ჩაწერა მსურდა, ამიტომაც საგანგებოდ მოვემზადე, თუმცა, ვერც ამჯერად მოვახერხე. ჩვენი გაზეთის მკითხველისთვის მხოლოდ იუმორით სავსე პატარა მონაკვეთები მოვამზადე, რომელთაც ასე ვუწოდე: ჩემს სათაურებს მორგებული აკა მორჩილაძის პასუხები...
ვრცლად>>>
2011-05-11
უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ს სააღდგომო ეპისტოლე
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული ივერიის მიწისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!
ქრისტე აღდგა!
გუგუნებენ ეკლესიათა ზარები და მსოფლიოს ამცნობენ, რომ დადგა დღე დღესასწაულთა დღესასწაულისა.
„დაემხო ძალი, პირველ სისხლითა მთრვალი“, შეიმუსრა ჯოჯოხეთი, განქარდა ბნელეთის ძლიერება და კაცობრიობა გათავისუფლდა ეშმაკის ტყვეობისაგან. „სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი? სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი?!“
ქრისტე აღდგა!
ეს საოცარი სიტყვები ანგელოზის მიერ პირველად მენელსაცხებლე დედებს ეხარათ, დედებმა მსწრაფლ აუწყეს მოციქულებს, მოციქულებმა — თავიანთ სამწყსოებს და, აი, უკვე მრავალი საუკუნეა, მილიონობით ადამიანი ხმობს: ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40] > [41] > [42] > [43] > [44] > [45] > [46] > [47] > [48] > [49] > [50] > [51] > [52] > [53] > [54] > [55] > [56] > [57] > [58] > [59] > [60] > [61]
37(831)N