გამოდის 1998 წლიდან
სტატიები
2011-10-31
2011-12 სასწავლო წლების სიახლეები
გვე­სა­უბ­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი ნა­თია ჯო­ხა­ძე

ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის ცენ­ტ­რი ახალ სას­წავ­ლო წელს ბევ­რი სი­ახ­ლით შეხ­ვ­და — უკ­ვე მზად არის 2011-2016 წლე­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა და მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მი­სი ეფექ­ტუ­რად და­ნერ­გ­ვის მიზ­ნით; ხორ­ცი­ელ­დე­ბა არა­ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი თუ პროგ­რა­მა...
შე­ვეც­დე­ბი, ყვე­ლა სი­ახ­ლე­ზე ვი­სა­უბ­რო:
2011-2012 სას­წავ­ლო წელს ძა­ლა­ში შე­ვი­და ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს I-VI კლა­სებ­ში ახა­ლი გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი აქვთ. მიმ­დი­ნა­რე წლის გა­ზაფხულ­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ, ჩვენს ცენ­ტ­რ­თან ერ­თად, ჩა­ა­ტა­რა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის საკ­მა­ოდ მკაც­რი კონ­კურ­სი, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც გა­ნი­საზღ­ვ­რა ში­ნა­არ­სობ­რი­ვი და ტექ­ნი­კუ­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, და­წეს­და მა­ღა­ლი ქუ­ლობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი, რო­მე­ლიც, ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლომ ვერ გა­და­ლა­ხა. თი­თო­ე­უ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო შვიდ­მა და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ექ­ს­პერ­ტ­მა შე­ა­ფა­სა. სა­ბო­ლო­ოდ, ჩე­მი აზ­რით, სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი შე­ირ­ჩა.
შარ­შან პი­ლო­ტი­რე­ბის რე­ჟიმ­ში, წელს კი ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თ­ვის ინ­გ­ლი­სუ­რი ენა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და პირ­ვე­ლი­ვე კლა­სი­დან, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლეა.
ვრცლად>>>
2011-10-31
…ჩემს წი­ნა­პარ­თა მსგავ­სად ვე­ო­მე­ბი ურ­წ­მუ­ნოთ
1911 წლის 2(15) სექ­ტემ­ბერს მი­ხე­ილ თა­მა­რაშ­ვი­ლი სო­ფელ სან­ტა-მა­რი­ნე­ლას­თან, ად­რი­ა­ტი­კის ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, პრო­ფე­სორ ავ­გუს­ტის­თან ერ­თად სე­ირ­ნობ­და. ზღვა სა­ოც­რად წყნა­რი იყო. უბე­დუ­რე­ბას თით­ქოს არა­ფე­რი მო­ას­წა­ვებ­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად ამინ­დი აირია, ამო­ვარ­დ­ნილ­მა ქარ­მა ზღვა ააღელ­ვა. ამ დროს ყვი­რი­ლი გა­ის­მა. ვი­ღაც გან­წი­რუ­ლი ხმით შვე­ლას ითხოვ­და. ყვე­ლა ნა­პირს მი­აწყ­და, მაგ­რამ ზღვა­ში შეს­ვ­ლას ვე­რა­ვინ ბე­დავ­და. ამ დროს შეგ­რო­ვილ ხალხს ორი ვაჟ­კა­ცი გა­მო­ე­ყო და აქოჩ­რილ ტალ­ღებს შე­ე­ბა. ერ­თი მათ­გა­ნი მი­ხე­ილ თა­მა­რაშ­ვი­ლი იყო, მე­ო­რე — მი­სი მე­გო­ბა­რი პრო­ფე­სო­რი. მაშ­ვე­ლებ­მა მსხვერ­პ­ლის — ნა­ვე­ბის და­რა­ჯის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს, მაგ­რამ თვი­თონ ნა­პირს ვე­ღარ მი­აღ­წი­ეს. მი­ხე­ი­ლი ამ დროს მხო­ლოდ 53 წლის იყო.
ვრცლად>>>
2011-06-29
მთის რაჭა ტრადიციებითა და რიტუალებით
დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში, მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე — რაჭა.
X საუკუნის ბოლომდე რაჭა, როგორც ცალკე ისტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული, არ არსებობდა. შემდეგდროინდელი საერისთაოს ტერიტორია ორ ქართულ პროვინციაში — თაკვერში და სვანეთში — იყო განაწილებული (ე.წ. რაჭის „მთიულეთი“ სვანეთს ეკუთვნოდა. X ს-ის დასასრულამდე სვანეთში გლოლა და უწერაც შედიოდა).
ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე გამოირჩევა უძველესი ტრადიციებით. ისტორიულად რაჭა ზემო და ქვემო რაჭად იყოფა. ცალკე გამოიყოფა მთის რაჭა, რომელიც მდებარეობს რიონის სათავისა და ჭანჭახის წყალს შორის და სამ სოფელს — ღები, გლოლა და ჭიორა — აერთიანებს.
ხალხური გადმოცემის თანახმად, ერთხელ თამარ მეფეს სოფელ სამაროვანში შეუსვენია, გლოლიდან ათი ვერსის მანძილზე. სამაროვანიდან გამომგზავრებისას თამარს მოუკითხავს საბალახოდ გაშვებული ჯორები. მეფის მხლებლებს ბევრი ძებნის შემდეგ ჯორები ჩიჩხვის მთის ძირში უპოვიათ, რომლებიც თურმე მჟავე წყალს — „ვეძას“ სვამდნენ. მეფის მხლებლებს თამარისთვის ეს წყალი აზარფეშით მიურთმევიათ. თამარს მოუსურვებია წყაროს ნახვა და გლოლას ჩაბრძანებულა. ძალიან მოსწონებია ეს ადგილი და ეკლესიის აშენება უბრძანებია, მაგრამ რადგან ადგილი უკაცრიელი და ტყით დაბურული იყო, საჭირო გამხდარა ეკლესიისთვის მეთვალყურედ ვინმე დაეტოვებინათ. დარჩენის სურვილი ამალიდან ერთ-ერთ ბერს გამოუთქვამს, მხოლოდ იმ პირობით, თუ მეფე მას ცოლის შერთვის ნებას მისცემდა. თამარს ნება დაურთავს და ბერი დარჩენილა ბიძასთან და მოსამსახურე ბიჭთან ერთად. ხალხური გადმოცემით, ამ სამი პირისგან სოფელი გლოლა მოშენებულა და იქ მცხოვრები გვარებიც სწორედ მათგან წარმოიშვა: ბერისგან — ბერიშვილები, ბიძისგან — ბიძაშვილები და ბიჭისგან — ბიჭაშვილები.
სოფელ ღების („ღები“ სვანურად ჩაღრმავებულს ნიშნავს) დაარსებას ხალხური თქმულება ლეჩხუმიდან გამოქცეულ ვინმე მღებავს მიაწერს, რომელსაც თურმე კაცი შემოკვდომია და მთის რაჭაში გახიზნულა. მას ხელი მიუყვია მღებაობისთვის და სოფელსაც ამის გამო დარქმევია ღები.
ვრცლად>>>
2011-06-29
ბათუმის ქალთა გიმნაზია
ბათუმის N2 საჯარო სკოლას (ყოფილი ქალთა გიმნაზია) 2010 წელს 110 წელი შეუსრულდა.
საინტერესოა ის ვითარება, რამაც წამოჭრა ბათუმში ქალთა გიმნაზიის გახსნის საკითხი. ბათუმის ოლქის რუსეთთან შეერთების პირველსავე წლებში სკოლების რაოდენობა ძალზე მცირე იყო. ეს აღელვებდა ქალაქის ქართველ საზოგადოებრიობას. 1893 წელს წამოიჭრა საკითხი ვაჟთა კლასიკური გიმნაზიის დაარსების შესახებ. ეს საკითხი დიდხანს ჭიანურდებოდა, სანამ ქალაქის თვითმმართველობას სათავეში არ ჩაუდგა დიდი საზოგადო მოღვაწე ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანი. მან, მისთვის ჩვეული ენერგიით, მოჰკიდა ხელი ვაჟთა გიმნაზიის დაარსების საქმეს. დიდი სიძნელეების მიუხედავად მიაღწია კიდეც გიმნაზიის დაფუძნებას. ვაჟთა კლასიკური გიმნაზია ბათუმში 1897 წლის 14 სექტემბერს გაიხსნა დიდ სადღესასწაულო ვითარებაში. ამ მოქალაქეობრივ ღონისძიებაზე ლუკა ასათიანს შესანიშნავი სიტყვა წარმოუთქვამს და მიულოცნია მოწინავე ქართული საზოგადოებისათვის ვაჟთა კლასიკური გიმნაზიის გახსნა.
ვრცლად>>>
2011-06-29
წამიერი შეგრძნებების, საგანთა ხედვის სიტყვიერი გადმოცემა
იაპონია მსოფლიო ყურადღების ცენტრში, რამდენიმე თვის წინ, შემზარავი ცუნამის გამო მოექცა და იაპონელი ხალხის მხარდაჭერა მსოფლიო საზოგადოებამ სხვადასხვა ღონისძიებით გამოხატა. ეს თანადგომა იაპონელი ხალხისთვის ერთგვარი ძალის მიმცემია, რათა კიდევ უფრო გაძლიერდნენ და დაძლიონ თავს დამტყდარი უბედურებით გამოწვეული უიმედობა. „სოლიდარობა იაპონიას“ — ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერი პოზიტიური წინ არის, ამ მოწოდებას თბილისის 147-ე საჯარო სკოლის X3 კლასის მოსწავლეები იაპონური პოეზიის საღამოთი გამოეხმაურნენ.
პროექტი „იაპონური პოეზია“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მაია ტაბიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა. პროექტზე, ასევე, მუშაობდნენ მარიამ კალანდარიშვილი და ნინო ჩახუნაშვილი. იდეა მოსწავლეებს ეკუთვნით. როგორც მათ გვითხრეს, ჯერ კიდევ IX კლასში სწავლისას ძალიან მოსწონდათ იაპონური პოეზია და წელს მაია მასწავლებელს სთხოვეს, ამით დაინტერესებულიყო მათთან ერთად და პოეზიის საღამო მოეწყოთ. ერთობლივი მუშაობის შედეგმა არ დააყოვნა და შექმნეს პროექტის ელექტრონული ვერსია, რომლის წარდგინებაც საჯაროდ მოაწყვეს.
ვრცლად>>>
2011-06-15
უნიშნობათა შემნიშნავი
2 ივნისს, ლიტერატურულ კაფე „ქარავანში“, 24-ე საჯარო სკოლის IXბ კლასის (დამრიგებელი — ლამარა ტაბატაძე) მოსწავლეებმა ლიტერატურული საღამო — „უნიშნობათა შემნიშნავი“ გამართეს. საღამოს ორგანიზატორი ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ ბარისაშვილი იყო. ლიტერატურული საღამო მოსწავლეებმა გია მურღულიას რედაქციით გამოცემული წიგნის „სიბრძნე მინიატურაში“ მიხედვით წარმოადგინეს.
თამარ ბარისაშვილი, 24 -ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: ჩვენ მიერ წარმოდგენილი ლიტერატურული კომპოზიცია მხოლოდ მოკრძალებული მცდელობაა აღმოსავლური სიბრძნის შეცნობისა, იმ სამყაროსთან მიახლოებისა, ევროპულ აღორძინებაზე ადრე რომ იგემა რენესანსი. მართალია, აღმოსავლური ლიტერატურა, პოეზია წუთისოფლის კანონებს ვერ ცვლის, მაგრამ ცხოვრებას მეტ შინაარსს სძენს, ადამიანის ჰუმანისტურ ბუნებას აღვიძებს და წარმოაჩენს, რითაც მარადიულ ინტერესს იწვევს. ძნელია, XXI საუკუნის გადასახედიდან X-XV საუკუნეების აღმოსავლური ფილოსოფიის გათავისება, თუმცა ჭეშმარიტი ლიტერატურისთვის მამოძრავებელი შემოქმედებითი საწყისია. სწორედ ამ მადლით ჩვენმა მოზარდებმა რუდაქის, აბუ საიდის, ჯალალ ედ-დინ რუმის, ჰაფეზის, ომარ ხაიამის, დაყიყის პოეზია შეიყვარეს, რაც ყველაზე არსებითია, დაიწყეს ფიქრი მარადიულ ღირებულებებზე, იგავური თქმებით თვალი გაუსწორეს რეალურ ყოფა-ცხოვრებას. IXბ კლასის მოსწავლეები შეეცადნენ ღვთაების არსებობის ახსნას, მიხვდნენ საკუთარი თავის შეცნობა ყველაზე დიდი ნიჭია, მოკვდავი ადამიანის ის უნარია, „სიძნელეს გზისას“ რომ აადვილებს, დარწმუნდნენ, საკუთარ „მეს“ ხშირად უნდა ჩაეკითხო: „ვინ ვარ, რა ვარ“, და ვინც თავს შეიცნობს, გაცხადებულად ჰპოვებს უფალს. წიგნი „სიბრძნე მინიატურაში“ ჩვენი სამაგიდო წიგნია. კრებული, რომელშიც 138 ფილოსოფიური იგავია შეტანილი, მოზარდებისთვის ინტელექტუალური და ზნეობრივი წვრთნის ძალიან კარგი შესაძლებლობაა. ის, რაც დღეს მოსწავლეებმა წარმოადგინეს, მხოლოდ იმ მასალის მცირე ნაწილია, რომლის გადაკითხვაც, შესწავლაც და შეფასებაც გაკვეთილების პროცესში მოუწიათ. იგავებზე მუშაობისას ისინი ეზიარნენ ჭეშმარიტებას. ღონისძიებისთვის მხოლოდ რამდენიმე იგავი და რობაია შევარჩიეთ.
ვრცლად>>>
2011-06-15
„ბუსუნსულებით“ დამკვიდრებული ლექს-ნახატები
ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა თეატრში 1 ივნისი — ბავშვთა დაცვის დღე — გამომცემლობა „პეგასის“ მიერ სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა, დასკვნითი ნაწილი კი ზაზა აბზიანიძის საბავშვო წიგნების წარდგინებას დაეთმო. საზოგადოებას „პეგასის“ მიერ გამოცემული „ბაფთა“, „ბუსუნსულები“ და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ გამოცემული „წითელკუდა“ წარუდგინეს.
„ბუსუნსულები“ მკითხველისთვის სრულიად უჩვეულო და უცნობ ჟანრს მიეკუთვნება — „სადიდო“ და „საბავშვო“ პოეზიის მიჯნაზე შექმნილ ლექსებს ავტორმა თავისივე ილუსტრაციები დაურთო და სახელიც გამოუგონა — „ლექს-ნახატები“, ასე შექმნა „ბუსუნსულებმა“ ახალი ჟანრი. იწერებოდა სრულიად მოულოდნელად, ლექციასა და ლექციას შორის, ტრანსპორტში, ქუჩაში... არავითარი შრომა, ამბობს მწერალი, ეს ლექსები თამაშ-თამაშით დავწერეო. ერთ ერთი პირველი ლექსი ამ წიგნისთვის ბატონ ზაზას სქელოსა და ჩიაზე დაუწერია:
ვრცლად>>>
2011-06-15
იოსები
მეღვინის განთავისუფლების შემდეგ ორი წელი გავიდა. „არ გახსენებია მწდეთუხუცესს იოსები, დაავიწყდა“ (დაბ.40:23).
ფარაონს კი უცნაური სიზმარი ესიზმრა: ვითომ ნილოსიდან გამოვიდა ჯერ შვიდი ხორცსავსე, მსუქანი ძროხა და ლერწმიანში ბალახობდა, შემდეგ ამოჰყვა მათ შვიდი მჭლე, შეუხედავი ძროხა. მჭლე ძროხები გვერდით დაუდგნენ მსუქნებს, გადაყლაპეს ისინი, მაგრამ არ მოემატათ ფერ-ხორცი. გამოეღვიძა ფარაონს და როდესაც შეიბრუნა ძილი, კვლავ ესიზმრა: ხორბლის ღეროდან ამოვიდა შვიდი თავთავი, მსხვილმარცვლიანი, სავსე, მეორე ღეროდან კი შვიდი უმარცვლო, ფშუტე, ხორშაკისაგან დათუთქული. გადაყლაპეს ფშუტე თავთავებმა შვიდი მსხვილი და სავსე თავთავი... და გაეღვიძა ფარაონს. ცუდად ენიშნა ეს სიზმრები მმართველს, დაუმძიმდა სული. იხმო ეგვიპტის ყველა მისანი და ბრძენი და უამბო მათ თავისი სიზმრები. ვერავინ აუხსნა ფარაონს მათი მნიშვნელობა. ერთი რამ ნამდვილად ცხადი იყო: ორივე სიზმარი ერთსა და იმავეზე მიანიშნებდა.
ვრცლად>>>
2011-06-09
ერთი სიმართლეს ეძებს, მეორე გასცემს, „ყველაფერს სამი აკეთებს“
დღევანდელი ნომრის სტუმარია კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის მსახიობი ზურაბ სტურუა

მარჯანიშვილის თეატრში, 8 და 10 მაისს, აკა მორჩილაძის „წიგნის“ პრემიერა გაიმართა. რეჟისორმა დავით საყვარელიძემ ლიტერატურის მოყვარულებს სიურპრიზი მოუმზადა. ამიერიდან „ფრიდონიანი“ მხოლოდ ავტორის პოპულარობით აღარ მიიპყრობს ყურადღებას. ნურადინ ფრიდონისა და ბრძენი ალ ქაუსის მიერ სცენაზე ამეტყველებული ორი ცივილიზაცია — ქრისტიანულ-დასავლური და ისლამურ-აღმოსავლური იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ პრემიერის შემდეგ წამოსული, უკვე მერამდენედ, კარგა ხანს ვფიქრობ „ვეფხისტყაოსნის“ ფენომენზე.
„წიგნის“ პრემიერიდან ერთი კვირის შემდეგ (უკვე ერთი კვირის ჩაწერილი მაქვს ინტერვიუ სპექტაკლის ჩემთვის ყველაზე სასურველ მსახიობთან) ვიწყებ ინტერვიუსთვის შესავლის წერას. თუმცა, შეიძლებოდა ამის გარეშეც. მაგრამ ვხვდები, რომ ამის გარეშე არ გამომივა.
არატრადიციულ სპექტაკლში — ლეგენდა, მითი და წიგნი — ეს ყველაფერი მაყურებლამდე მსახიობებს მხოლოდ და მხოლოდ სიტყვით მიაქვთ, თეატრისათვის დამახასიათებელი სტერეოტიპული ეფექტების გარეშე. სიტყვით, აკა მორჩილაძისეული სიტყვით, მოხდენილ სასვენ ნიშნებსაც კი გრძნობ და, რაც მთავარია, ეს ლიტერატურის მოყვარულების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს — უსმენ ლიტერატურას, როგორც კლასიკური მუსიკის კონცერტს, რომელსაც აღმოსავლეთის უპირველესი რაინდი — ნურადინ ფრიდონი (ოთარ მეღვინეთუხუცესი) და აღმოსავლეთისავე უპირველესი ბრძენი (ზურაბ სტურუა) გადმოგვცემენ — ერთი სიმართლეს ეძებს და მეორე გასცემს. ამას ყველაფერს მსახიობები იმდენად დამაჯერებლად ყვებიან, რომ განცდა გაქვს, თითქოს, შენც ამ ამბის თანამონაწილე ხარ.
ვრცლად>>>
2011-06-06
„რაიმეს დასასრულში ყოველთვის დასაწყისი დგას“
რატომ ტირის ადამიანი
— რა გატირებს?
— რაღაც გამახსენდა.
— მაინც?
— აი, ეხლა ორმა კაცმა ჩამოიარა და რატომღაც გამახსენდა, რომ ამ კაცებმა ოდესღაც ზუსტად აქ ჩამოიარეს.
— მერე რა გატირებს?
— ხშირად მემართება ესეთი რაღაცები. ხშირად ვაკეთებ რაღაცას და რატომღაც მგონია, რომ ოდესღაც ეს უკვე იყო.
— ეგ მეც მემართება, რა არის მანდ სატირალი?
— რა და, მეშინია როდესმე კიდევ ასე რომ განმეორდეს ჩემი ცხოვრება.
— გინდა შენზე მოთხრობა დავწერო?
— არ მინდა.
— რატომ?
— შენს მოთხრობებში ყოველთვის კვდებიან.
— მერე შენ ამის არ გეშინია?!
— შენ არ გეშინია?!
— რისი უნდა მეშინოდეს?!
— დასასრულის.
— დასასრული არ არსებობს.
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40] > [41] > [42] > [43] > [44] > [45] > [46] > [47] > [48] > [49] > [50] > [51] > [52] > [53]
35(789)N