გამოდის 1998 წლიდან
2013-06-20
გა­ლე­რეა

კლა­რა ფოცხ­ვე­რაშ­ვი­ლი
2013 წლის მა­ის­ში  სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა გი­ორ­გი მარ­გ­ვე­ლაშ­ვილ­მა ახ­ლად შე­მო­ღე­ბუ­ლი სამ­კერ­დე ნიშ­ნით „ამაგ­და­რი“ პირ­ვე­ლად და­ა­ჯილ­დო­ვა.
„მი­სი მოს­წავ­ლე­ე­ბი კონ­კურ­სებ­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, ქარ­თულ ენა­ზე სპექ­ტაკ­ლებს დგა­მენ, ფო­კის სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა უმე­ტე­სო­ბა, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტი ხდე­ბა, ქალ­ბა­ტო­ნი კლა­რას მოს­წავ­ლეა“ — ნათ­ქ­ვა­მია და­ჯილ­დო­ე­ბის ანო­ტა­ცი­ა­ში.
ეს ადა­მი­ა­ნი, 90-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, 25 წე­ლია მუ­შა­ობს ნი­ნოწ­მინ­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ფო­კის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და სომ­ხებს ას­წავ­ლის სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო ენას.
90-იან წლებ­ში­ვე, იქ, სა­დაც წმინ­და ნი­ნომ პირ­ვე­ლად იკითხა: „რო­მე­ლია ქარ­თ­ლის გზაი?“, ხე­ლახ­ლა აღორ­ძი­ნებ­დ­ნენ ფო­კის დე­და­თა და მა­მა­თა მო­ნას­ტ­რებს.
კლა­რა ფოცხ­ვე­რაშ­ვი­ლი შრო­მობ­და სკო­ლა­შიც და დე­და­თა მო­ნას­ტერ­შიც. მან, სხვებ­თან ერ­თად, სა­კუ­თა­რი სუს­ტი მხრე­ბით ზი­და უდაბ­ნოს პირ­ველ­მუ­შა­კი­სა და მლოც­ვე­ლის უმ­ძი­მე­სი ტვირ­თი.
ფო­კა ზამ­თარ­ში 5-6 თვით წყდე­ბა სამ­ყა­როს. თოვ­ლის ვე­ე­ბა მთე­ბი კე­ტავს გზებს და აქე­დან გაღ­წე­ვის თე­ო­რი­ულ შან­ს­საც კი არ ტო­ვებს.
90-იან წლებ­ში, სა­ყო­ველ­თაო გა­ჭირ­ვე­ბის პი­რო­ბებ­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის აქ­ტი­უ­რი პრო­ტეს­ტის ფონ­ზე, მი­ზე­რუ­ლი ხელ­ფა­სით ასე­თი მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბა თით­ქ­მის შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო.

შო­რე­ნა ხუ­ხუა
ვინც 2012 წლის ნო­ემ­ბერ­ში ტე­ლე­არ­ხ­ზე „იმე­დი“ გა­და­ცე­მას „იმე­დის გმი­რი“ უყუ­რა, ნა­ხავ­და შო­რე­ნა ხუ­ხუ­ას, რო­მე­ლიც facebook-გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გახ­და. მა­შინ შე­სა­ნიშ­ნა­ვად ისა­უბ­რეს მას­ზე, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც არ თქმუ­ლა და ალ­ბათ, ვერც მე ვიტყ­ვი. უმ­თავ­რე­სი კი მა­ინც ის არის, რომ ცხრა წლის წინ სო­ფელ სა­დახ­ლო­ში პირ­ველ მი­სი­ო­ნე­რად ჩა­სუ­ლი შო­რე­ნა ავ­ტო­კა­ტას­რო­ფა­ში მოჰ­ყ­ვა და ეტლს მი­ე­ჯაჭ­ვა.
რა მოხ­და შემ­დეგ?
გა­და­ი­ტა­ნა ხუ­თი ოპე­რა­ცია. წლე­ბის მან­ძილ­ზე ვერ და­დი­ო­და და აგ­რ­ძე­ლებ­და მუ­შა­ო­ბას თბი­ლი­სი­დან სა­დახ­ლო­ში. მუ­დამ პირ­ვე­ლია. ინი­ცი­ა­ტი­ვი­ა­ნი, სი­ცოცხ­ლით სავ­სე.
ას­წავ­ლის ქარ­თულ ენას სო­ფელ სა­დახ­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლა­ში.
და­ა­არ­სა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „კე­თი­ლი ნე­ბის მი­სია-მი­სი­ო­ნე­რე­ბი“, რო­მე­ლიც ძალ­ზე აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში.
მი­სი მოღ­ვა­წე­ო­ბის ნი­ა­დაგ­ზე აღ­მო­ცენ­და უმ­შ­ვე­ნი­ე­რე­სი ყვა­ვი­ლი — ნუ­ბარ ბა­ი­რა­მო­ვა, რო­მელ­საც უნაკ­ლოდ ას­წავ­ლა ქარ­თუ­ლი ენა, აღ­ზარ­და, სა­დახ­ლო­დან თბი­ლის­ში წა­მო­იყ­ვა­ნა, იშ­ვი­ლა... ნუ­ბა­რი დღეს ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია ქარ­თულ კულ­ტუ­რულ სივ­რ­ცე­ში, უნაკ­ლოდ ფლობს ქარ­თულ ენას და არის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი.
„ნუ­ბა­რი ჩე­მი შვი­ლია“ —  ამ­ბობს შო­რე­ნა და ვაი მას, ვინც ამ სა­კითხ­ში, ოდ­ნავ მა­ინც, ეჭვს შე­ი­ტანს.
ვერც იმა­ში შე­ი­ტანთ ეჭვს, რომ შო­რე­ნამ, „ბოლ­ტე­ბით“ ხუთ­ჯერ აწყო­ბილ­მა“ — რო­გორც თვი­თონ უწო­დებს სა­კუ­თარ თავს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო აფ­როს­ნე­ბის შე­ჯიბ­რ­ში და გა­ი­მარ­ჯ­ვა.
აი, ასეთ­მა მხურ­ვა­ლე გულ­მა, დაძ­ლია სიკ­ვ­დი­ლი, ავად­მ­ყო­ფო­ბა, უამ­რა­ვი ბა­რი­ე­რი მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში, გა­ი­მარ­ჯ­ვა და გა­აგ­რ­ძე­ლა საქ­მე, რო­მე­ლიც სი­ცოცხ­ლე­სა­ვით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნ­და.

ქარ­თუ­ლი ენა — სიყ­ვა­რუ­ლის შუ­ა­მა­ვა­ლი
2011 წლის ივ­ლის­ში, სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მის „ვას­წავ­ლოთ ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენა“ ინი­ცი­ა­ტი­ვით, ბორ­ჯო­მის რა­ი­ო­ნის და­ბა წაღ­ვერ­ში სა­ზაფხუ­ლო ბა­ნა­კი მო­ეწყო.
ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ და­ა­ფი­ნან­სა.
პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში ასე­თი ბა­ნა­კის გახ­ს­ნის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბად ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლებ­ლე­ბი იქ­ც­ნენ (რუ­სუ­დან ბა­რა­მი­ძე, ნა­ტო კა­პა­ნა­ძე, ქე­თე­ვან ნას­ყი­დაშ­ვი­ლი, ირ­მა შვე­ლი­ძე, იამ­ზე მსხვი­ლა­ზე, ანა ბაბ­ლუ­ა­ნი, ზე­ი­ნაბ ედი­ბე­რა­ძე, ცა­უ­ლი­ნა მა­ლა­ზო­ნია, მა­რეხ მე­ლი­ქი­ძე).
მათ 2009 და 2010 წლის ზაფხულ­ში მო­აწყ­ვეს ასე­თი სა­ზაფხუ­ლო ბა­ნა­კე­ბი და ტო­ლე­რან­ტო­ბის, ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით, კარ­გი შე­დე­გე­ბიც მი­ი­ღეს. ჯერ კი­დევ მა­შინ, პე­და­გო­გე­ბი სი­ხა­რუ­ლით აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ სო­მე­ხი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ბავ­შ­ვე­ბის უან­გა­რო მე­გობ­რო­ბას, რაც ქარ­თულ ენა­ზე კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დახ­მ­რე­ბით ჩა­მო­ყა­ლიბ­და. 2011 წლის წაღ­ვე­რის ბა­ნა­კი „კეჩხო­ბი-2011“ მას­წავ­ლებ­ლე­ბის — ლე­ლა წიკ­ლა­უ­რის, ნი­ნო წიკ­ლა­უ­რის, ნა­ნა ჩუნ­თიშ­ვი­ლის, ნა­თია გო­გი­აშ­ვი­ლის, თე­ი­მუ­რაზ შა­ლამ­ბე­რი­ძის, მა­დო­ნა ესა­კი­ას, მა­კა ან­თა­ძის, თეა გი­გი­ტაშ­ვი­ლის — აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით შე­იქ­მ­ნა. წა­მოწყე­ბას პროგ­რა­მის კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა მა­კო ჭი­ლაშ­ვილ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა და უშუ­ა­ლოდ უხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლა.
ბა­ნაკ­მა ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის სოფ­ლე­ბის: მუ­შე­ვა­ნის, ქურ­თ­ლა­რის, თა­ქა­ლოს, არ­ქევ­ნის, მამ­ხუ­ტის, ახ­ქერ­ფის, გან­ძის, აშ­ხა­ლის სკო­ლე­ბის აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ და სო­მეხ ბავ­შ­ვებს უმას­პინ­ძ­ლა.
„ჩვე­ნი მი­ზა­ნი სხვა­დას­ხ­ვა ეროვ­ნე­ბის ახალ­გაზ­რ­დე­ბის და­ახ­ლო­ე­ბაა, ისე, რომ მათ ერ­თ­მა­ნეთ­თან სა­ხელ­მ­წი­ფო ენა­ზე ისა­უბ­რონ.“ — ამ­ბობს თე­ი­მუ­რაზ შა­ლამ­ბე­რი­ძე.
მი­სი­ვე თქმით, ეს ჩა­ნა­ფიქ­რი გან­ხორ­ცი­ელ­და.
„...უფ­რო მე­ტიც, ბა­ნაკ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ გო­გო­ნა­სა და სო­მეხ ბიჭს ერ­თ­მა­ნე­თი შე­უყ­ვარ­დათ. მათ ჯერ კი­დევ კარ­გად არ იცოდ­ნენ ქარ­თუ­ლი და ერ­თ­მა­ნეთს, „თარ­ჯიმ­ნე­ბის“ დახ­მა­რე­ბით, ქარ­თუ­ლად ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ.“ — ღი­მი­ლით იხ­სე­ნებს თე­ი­მუ­რა­ზი.
წაღ­ვე­რის სა­ზაფხუ­ლო ბა­ნაკ­მა სო­მე­ხი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ბავ­შ­ვე­ბი და­ა­მე­გობ­რა.
მა­გა­ლი­თი პრო­ექ­ტის მას­წავ­ლე­ბელ­თა დიდ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ აიტა­ცა და ასე­თი ბა­ნა­კე­ბით მოჰ­ფი­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლო.
ბა­ნა­კე­ბი წელ­საც ყა­ლიბ­დე­ბა და თა­ვის ავ­ტო­რი­ტე­ტულ სიტყ­ვას ამ­ბობს ახალ­გაზ­რ­დო­ბის ტო­ლე­რან­ტე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის საქ­მე­ში, რაც ასე სა­ჭი­როა ჩვე­ნი სა­ხელ­მ­წი­ფოს­თ­ვის.

ნი­ნო სურ­მა­ვა
„უკუღ­მა ბი­ჭი“ ნი­ნო სურ­მა­ვას მშვე­ნი­ე­რი ქარ­თუ­ლით და­წე­რი­ლი, სი­ნათ­ლი­თა და სით­ბო­თი სავ­სე სა­ბავ­შ­ვო მოთხ­რო­ბაა. ის გა­მოქ­ვეყ­ნ­და სას­წავ­ლო გა­ზეთ­ში „აერო­ბუ­სი“, 2013 წლის აპ­რილ­ში, პირ­ვე­ლი­ვე ნო­მერ­ში. გა­ზე­თი ახა­ლი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია და მიზ­ნად ისა­ხავს სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის და­მა­ტე­ბი­თი სას­წავ­ლო ტექ­ს­ტე­ბის მი­წო­დე­ბას
„— დი­ტო, ჯერ არ ჭა­მო ვაშ­ლი, გა­უ­რეცხა­ვია! — და­უ­ძა­ხებ­და დე­და.
დი­ტო კი, აბა, თუ მიხ­ვ­დე­ბი, რას აკე­თებ­და? მა­შინ­ვე პი­რის­კენ გა­ა­ქა­ნებ­და ხოლ­მე ჭუჭყი­ან ვაშლს.“
ნი­ნო სურ­მა­ვა ერ­თი წლის მო­სუ­ლია პრო­ექ­ტ­ში. ის ძალ­ზე ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლე­ბე­ლია, ხო­ლო მარ­ტი­ვი და აუთენ­ტუ­რი სას­წავ­ლო ტექ­ს­ტე­ბის შექ­მ­ნა სო­მე­ხი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის — ურ­თუ­ლე­სი საქ­მე.
ნი­ნომ კი, არა მხო­ლოდ სა­ჭი­რო ტექ­ს­ტი, არა­მედ მხატ­ვ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი შექ­მ­ნა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კვლავ აქ­ტი­უ­რად აგ­რ­ძე­ლებს მუ­შა­ო­ბას, რაც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად სცილ­დე­ბა ერთ სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის ფარ­გ­ლებს და სა­ერ­თო ეროვ­ნულ სა­ხეს იძენს.
P.S. ძვირ­ფა­სო მკითხ­ვე­ლო, ეს წე­რი­ლი დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის. იგი გაგ­რ­ძელ­დე­ბა. შე­ვეც­დე­ბი უკეთ გა­გაც­ნოთ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით და­სახ­ლე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში მუ­შა­ო­ბენ, ას­წავ­ლი­ან სა­ხელ­მ­წი­ფო ენას, იღ­ვ­წი­ან სომ­ხე­ბი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბის ქარ­თულ სივ­რ­ცე­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბის­თ­ვის და ამ­გ­ვა­რად, თა­ვად ქმნი­ან სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფოს მო­მა­ვალს.

პა­ტი­ვის­ცე­მით,
ვახ­ტანგ ხუ­ციშ­ვი­ლი

25-28(942)N