გამოდის 1998 წლიდან
სტატიები
2014-03-20
„არ ჰკითხოთ რჩე­ვა ყვე­ლა მწე­რალს“ და „მთა­ვა­რია, არ ჰგავ­დეთ ძვე­ლებს“ ფამუქის თბი­ლი­სუ­რი დღე­ე­ბი
ლა­ლი ჯე­ლა­ძე გა­სუ­ლი კვი­რა, ანუ გა­ზაფხუ­ლის და­საწყი­სი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში „ფა­მუ­ქო­ბის“ კვი­რად გა­მოცხად­და და ქვე­ყა­ნა სრუ­ლი­ად სა­ხალ­ხო აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბამ მო­იც­ვა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ფა­მუ­ქის შე­სახ­ვედ­რად რიგ­ში მდგო­მი „ლი­ტე­რა­ტუ­რის“ მოყ­ვა­რუ­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო, თა­ვის­თა­ვად, არა­ფე­რი მაქვს, თუმ­ცა, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მწერ­ლის ასე­თი აღ­ზე­ვე­ბა ჯერ არ მი­ნა­ხავს და ამით ცო­ტა გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, შო­რი­დან, ფა­მუ­ქის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი, ვა­დევ­ნებ­დი პრო­ცე­სებს თვალს — მიღ­მა იმი­ტომ დავ­წე­რე, რომ ამ რიგ­ში მოხ­ვედ­რის მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად ვე­რაფ­რით ვერ აღ­მოვ­ჩ­ნ­დი. არა­და ვე­ცა­დე, ნო­ბე­ლი­ანტ მწე­რალს ახ­ლო­დან შევ­ხე­დავ-მეთ­ქი, მაგ­რამ არ გა­მო­მი­ვი­და — ეტყო­ბა, მკაც­რად და­ცუ­ლი მო­საწ­ვე­ვე­ბის და­რი­გე­ბა ჩემ­ნა­ირ მკითხ­ველ­ზე არ იყო გათ­ვ­ლი­ლი. ჰო­და, მეც (რად­გა­ნაც სხვა აღა­რა­ფე­რი მქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი) ინ­ტერ­ნე­ტით ვა­დევ­ნე თვა­ლი „სა­ყო­ველ­თაო ფა­მუ­ქო­ბას“. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით რას არ შე­იტყობ  და ბევ­რი რა­მეც სწო­რედ აქე­დან გა­ვი­გე. თურ­მე, ფა­მუქს პო­ე­ზია არ ჰყვა­რე­ბია. ეს ერთ-ერ­თი ჩე­მი ფე­ის­ბუ­კე­ლი პო­ე­ტი მე­გობ­რის სტა­ტუ­სი­დან შე­ვიტყ­ვე — თურ­მე ფა­მუ­ქის ჩა­მოყ­ვა­ნის ერთ-ერთ ორ­გა­ნი­ზა­ტორ გა­მომ­ცე­მელ­თან ერ­თად სა­დი­ლო­ბი­სას, მწე­რალს უკითხავს მის­თ­ვის: თქვე­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბა ლექ­სებს გა­მოს­ცემ­სო? გა­მომ­ცე­მელს უპა­სუ­ხია: არაო. ფა­მუქს უთ­ქ­ვამს: აი, ამით კი­დევ ერ­თხელ დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ ჭკვი­ან გა­მომ­ცემ­ლო­ბას­თან მქო­ნია საქ­მეო...
ვრცლად>>>
2014-03-20
„ბავ­შ­ვე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კვლა­ვაც ყვე­ლა­ზე ღა­რი­ბე­ბი არი­ან“
ლა­ლი ჯე­ლა­ძე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში წე­ლი­წად­ში 5 წლამ­დე ასა­კის 1000 ბავ­შ­ვი იღუ­პე­ბა, აქე­დან 300 — კვე­ბის დე­ფი­ცი­ტის გა­მო. არა­და, არ­სე­ბობს და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი გა­დაწყ­ვე­ტე­ბი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია შე­ამ­ცი­როს ბავ­შ­ვ­თა სიკ­ვ­დი­ლი­ა­ნო­ბა და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს მდგო­მა­რე­ო­ბა —  ეს შე­ფა­სე­ბა გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის მო­ნა­ცე­მებს ეყ­რ­დ­ნო­ბა.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბამ და გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დ­მა (იუნი­სე­ფი), გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის ცენ­ტ­რა­ლუ­რი და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­სა და დსთ-ს ქვეყ­ნე­ბის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, მა­რი-პი­ერ პუ­ა­რი­ეს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტი­სას, ერ­თობ­ლი­ვი სა­მოქ­მე­დო პროგ­რა­მა შე­ა­ფა­სეს.
ქვე­ყა­ნა­ში სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მა მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, 2011 წლის 25 პრო­ცენ­ტი­დან 2013 წელს 27 პრო­ცენ­ტამ­დე გა­ი­ზარ­და, რამ­დე­ნა­დაც სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნა­ხარ­ჯე­ბი უფ­რო სხვა ჯგუ­ფებ­ზე იყო მი­მარ­თუ­ლი. ბო­ლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შ­ვ­თა უკი­დუ­რე­სი სი­ღა­რი­ბე შემ­ცირ­და, მაგ­რამ კვლავ აღე­მა­ტე­ბა და­ნარ­ჩე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის სი­ღა­რი­ბის დო­ნეს. უთა­ნას­წო­რო­ბის მხრივ, სა­ქარ­თ­ვე­ლო მე­ო­რე ად­გილ­ზეა ევ­რო­პა­ში. ეს ის ძი­რი­თა­დი სა­კითხე­ბია, რომ­ლე­ბიც მთავ­რო­ბი­სა და იუნი­სე­ფის მი­ერ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბავ­შ­ვ­თა მდგო­მა­რე­ო­ბის გან­ხილ­ვი­სას დო­მი­ნი­რებ­და.
ვრცლად>>>
2014-03-13
სუ­ლი­ე­რი და ზნე­ობ­რი­ვი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­ში გად­მო­ტა­ნის მცდე­ლო­ბა
პრო­ლო­გი — რა­ტომ არ იძი­ნებ?
— არ მინ­და ზღვის გა­მო­ჩე­ნა გა­მო­მე­პა­როს...
— ზღვააა, ვაიი, უზარ­მა­ზა­რი ზღვა!!!
— ვე­ე­ბერ­თე­ლა წყლის წვე­თია...
— თით­ქოს ჰა­მაკ­ში წევს და აქეთ იქით და­ქა­ნა­ობს...
— ზღვა სუნ­თ­ქავს
— ზღვა მი­დი-მო­დის...
— მი­დი-მო­დის... მი­დი-მო­დის...
— ზღვა არის დი­დი, პა­ტა­რა, ლურ­ჯი, მხი­ა­რუ­ლი, აღელ­ვე­ბუ­ლი, ცელ­ქი, მო­თა­მა­შე, მოტ­ლი­კი­ნე, ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, ძლი­ე­რი, ოც­ნე­ბებ­ში ფრენს, მო­უს­ვე­ნა­რი, ტკბი­ლი, მა­რი­ლი­ა­ნი, ბურ­დღუ­ნა და მსუ­ქა­ნი... გსმე­ნი­ათ ასე­თი შე­ფა­სე­ბე­ბი ზღვა­ზე, თან ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ხა­ტუ­ლი, მე­რე სა­კუ­თა­რი ხმით გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი და სა­ბო­ლო­ოდ ანი­მა­ცი­ურ ფილ­მად წარ­მოდ­გე­ნი­ლი?! ვი­საც არ გსმე­ნი­ათ, ეს რე­ჟი­სორ ნო­დარ ბე­გი­აშ­ვი­ლის მი­ერ გა­კე­თე­ბუ­ლი ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მი „პონ­ტო, შა­ვი, შა­ვი ზღვაა“. მი­სი­ვე იდეაა საკ­მა­ოდ თა­მა­მი არ­ჩე­ვა­ნი, თა­მა­შით დაწყე­ბუ­ლი — „ვეფხის­ტყა­ო­სნის“ სწავ­ლე­ბა, რო­მელ­მაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბიც კი მო­იც­ვა. „მივ­ხ­ვ­დი, რომ გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი ნა­ხა­ტე­ბით ყვე­ლა­ფერ­ზე შე­იძ­ლე­ბა ესა­უბ­რო ბავ­შ­ვებს, ამი­ტომ სჯობს, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, იმა­ზე ვე­სა­უბ­რო, „ვეფხის­ტყა­ო­სან­ზე“ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვანს კი რას ვი­პო­ვი­დი“ — აცხა­დებს რე­ჟი­სო­რი, რომ­ლის მი­ერ ბავ­შ­ვე­ბის ნა­ხა­ტე­ბით გა­ცოცხ­ლე­ბულ­მა ანი­მა­ცი­ურ­მა ფილ­მებ­მა არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი მო­ი­ა­რა, მთა­ვა­რი და ოქ­როს პრი­ზე­ბი­თაც დაბ­რუნ­და. თა­ვი­დან რე­ჟი­სო­რის ჩა­ნა­ფიქ­რი — ანი­მა­ცი­ად ექ­ცია პა­ტა­რე­ბის ნა­ხა­ტე­ბი — მხო­ლოდ ბავ­შ­ვე­ბის გან­წყო­ბის ამაღ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, შემ­დ­გომ­ში კი ნელ-ნე­ლა შე­მეც­ნე­ბი­თი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო და დღეს პრო­ექ­ტ­მა „ჩვენ ვკითხუ­ლობთ, ვსწავ­ლობთ, ვა­სუ­რა­თებთ
ვრცლად>>>
2014-03-13
სა­დაც არ უნ­და წა­ვი­დე, სა­ქარ­თ­ვე­ლო ყველ­გან თან დამ­ყ­ვე­ბა და ის ულა­მა­ზე­სია
მა­კა ყი­ფი­ა­ნი რუბ­რი­კის სტუ­მა­რია ნი­ნა კრე­ჰე­რი, აიხ­შ­ტე­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის
გერ­მა­ნის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის
დოქ­ტო­რან­ტი
— გა­მარ­ჯო­ბა ნი­ნა, გვი­ამ­ბე შე­ნი მოს­წავ­ლე­ო­ბის და სტუ­დენ­ტურ პე­რი­ოდ­ზე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ა­ტა­რე
— და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე ქა­ლაქ ხა­შურ­ში. იქ­ვე მი­ვი­ღე სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა პირ­ველ სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­სა და ლი­ცე­უმ „ბა­ლა­ვარ­ში“, ეს იყო 90-იან წლებ­ში. მი­უ­ხე­და­ვად რთუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბი­სა, მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი სა­უ­კე­თე­სოდ მახ­სენ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოვ­ყოფ­დი მხი­ა­რულ­თა და საზ­რი­ან­თა კლუბ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რა­მაც ხე­ლი შე­უწყო ჩე­მი სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბის, კრე­ა­ტი­ვი­სა და თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.
ვრცლად>>>
2014-03-06
კა­ცი, რო­მე­ლიც ეძებ­და გამ­გებს...
ლალი ჯელაძე          ***
ამო­ნათ­დ­ნენ იები -
ჩე­მი სიმ­პა­თი­ე­ბი...
ჩე­მი მი­ლი­არ­დე­ბი -
გა­ი­ფურ­ჩ­ქ­ნენ ვარ­დე­ბი...
- ტყეო, რო­გორ გი­კითხო?
- მთე­ბო, რო­გორ ბრძან­დე­ბით?
შაბურა არაბული
24 თე­ბერ­ვალს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს­თან არ­სე­ბუ­ლი ახ­ალ­­გაზ­რ­დო­ბის სუ­ლი­ე­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის დარ­ბაზ­ში, შა­ბუ­რა არა­ბუ­ლის პო­ე­ზი­ამ მი­სი თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლე­ბი გა­ა­ერ­თი­ა­ნა. გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ათი წლის შემ­დეგ, მე­გობ­რებ­მა, თა­ნა­კურ­სე­ლებ­მა გა­დაწყ­ვი­ტეს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ერ­თი მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი პო­ე­ტის — კა­ცის, „რო­მე­ლიც ეძებ­და გამ­გებს“  — ლექ­სე­ბის სამ­ზე­ო­ზე გა­მო­ტა­ნა.147-ე სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბელ­მა ნა­ტო შა­რა­ში­ძემ მე­გობ­რე­ბის იდე­ას შა­ბუ­რა არა­ბუ­ლის ხსოვ­ნის სა­ღა­მო უწო­და და მი­სი მოს­წავ­ლე­ე­ბის (ჳხ-ხჳ კლა­სები) მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლი — „შა­ბუ­რა არა­ბუ­ლის პო­ე­ზია“ — წა­რად­გი­ნა.
ვრცლად>>>
2014-03-06
„მოძ­რა­ვი ბიბ­ლი­ო­თე­კის“ მსვლელობა გრძელდება
მაკა ყიფიანი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია — ასო­ცი­ა­ცია „ზე­კა­რის“ პრო­ექ­ტი „სოფ­ლის სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა წიგ­ნი­ე­რე­ბის შან­სია“ — გრძელ­დე­ბა. ამ­ბ­რო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სას­ტუმ­რო „სი­ლო­ვა­ნის“ სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზ­ში, ასო­ცი­ა­ცია „ზე­კარ­მა“, ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­კე­თა ჳ-ჳვ კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის „მოძ­რა­ვი ბიბ­ლი­ო­თე­კის“ გა­მო­ფე­ნას და სა­ბავ­შ­ვო მწე­რალ — თა­მარ ადა­მი­ას­თან შეხ­ვედ­რას. ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ ამ­ბ­რო­ლა­უ­რის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი და პე­და­გო­გე­ბი, ამ­ბ­რო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი და თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი. თე­ბერ­ვ­ლის თვე­ში ასო­ცი­ა­ცია „ზე­კა­რის“ „მოძ­რა­ვი ბიბ­ლი­ო­თე­კა“ ონის და ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტების სოფ­ლის სკო­ლებს (ორ­ბე­ლი, ალ­პა­ნა, უწე­რა და შე­უ­ბა­ნი) სტუმ­რობ­და. მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ერ­თ­ნა­ი­რად სა­ინ­ტე­რე­სო იყო „მოძ­რა­ვი ბიბ­ლი­ო­თე­კის“ წიგ­ნე­ბის გაც­ნო­ბა და შეხ­ვედ­რა სა­ბავ­შ­ვო მწე­რალ­თან. ონის, ამ­ბ­რო­ლა­უ­რის და ცა­გე­რის რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის უფ­რო­სებ­მა უშუ­ა­ლოდ მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სას­კო­ლო აქ­ტი­ვო­ბებ­ში. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სას­კო­ლო ვი­ზი­ტე­ბი და „მოძ­რა­ვი ბიბ­ლი­ო­თე­კის“ პრე­ზენ­ტა­ცია ამ­ბ­რო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კვაცხუ­თის, წე­სის და ნი­კორ­წ­მინ­დის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი­დან და­იწყო.
ვრცლად>>>
2014-02-13
სპორტის აკადემია შეცვლილი სახელითა და გაზრდილი სტატუსით

ირაკლი თავაძე 1935 წელს, იმ­ჟა­მინ­დელ თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფიზ­კულ­ტუ­რის კა­თედ­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, 1938 წლი­დან კი ცალ­კე უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლად და­არ­სე­ბუ­ლი სპორ­ტის ყო­ფი­ლი აკა­დე­მია „ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ას“ შე­წი­რუ­ლი ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი გლო­ბა­ლუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტი აღ­მოჩ­ნ­და (მით უფ­რო — გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში). თა­ვის დრო­ზე ეს ფაქ­ტი, რა­საც მა­შინ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია და­არ­ქ­ვეს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხმა­უ­რი­ა­ნი აქ­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ვ­ლად იქ­ცა — ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე, აკა­დე­მი­ის შე­ნო­ბის წინ, თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იდ­გა კა­რა­ვი, სა­დაც მო­შიმ­ში­ლე­ე­ბი ღა­მე­ებს ათევ­დ­ნენ, პა­რა­ლე­ლუ­რად კი ხან კან­ცე­ლა­რი­ის, ხა­ნაც პარ­ლა­მენ­ტის ან გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს შე­ნო­ბას­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი ეწყო­ბო­და. მარ­თა­ლია, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ამ ხმა­უ­რით აკა­დე­მი­ის აღ­დ­გე­ნას ვერ მი­აღ­წი­ეს, თუმ­ცა ის შე­ნო­ბა რომ არ გა­ი­ყი­და (არა­და, მო­ა­რუ­ლი ხმე­ბით, მთე­ლი ის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია ამ მიზ­ნით წა­მო­იწყეს), შე­იძ­ლე­ბა, მათ ერთ-ერთ მთა­ვარ დამ­სა­ხუ­რე­ბად მი­ვიჩ­ნი­ოთ...
თუმ­ცა, რაც უნ­და ყო­ფი­ლი­ყო აკა­დე­მი­ის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და გა­უქ­მე­ბის მი­ზე­ზი, ფაქ­ტი იყო, რომ ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მელ­საც სპორ­ტის ფა­კულ­ტე­ტის სტა­ტუ­სით გა­დას­ცეს ეს უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი, ვერ შე­ას­რუ­ლებ­და ქარ­თუ­ლი სპორ­ტის წი­ნა­შე არ­სე­ბულ ამო­ცა­ნებს — თა­ვი­დან ამ ფა­კულ­ტეტ­ზე მხო­ლოდ 20 მსურ­ველს იღებ­დ­ნენ სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო გან­ხ­რით, რაც მე­ტის­მე­ტად ცო­ტაა, თუმ­ცა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ესეც შემ­ცირ­და. სამ­წუ­ხა­როდ, რე­ფორ­მის მეს­ვე­ურთ და­ა­ვიწყ­დათ, რომ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია არ­სე­ბუ­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს და არა გა­უქ­მე­ბას. „ამ აკა­დე­მი­ის გა­უქ­მე­ბა იყო და­ნა­შა­უ­ლი ქარ­თუ­ლი სპორ­ტის წი­ნა­შე და არა შეც­დო­მა — გვე­უბ­ნე­ბა იმ აქ­ცი­ე­ბის ერთ-ერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, სადღე­ი­სოდ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ირაკ­ლი დო­ლა­ბე­რი­ძე და აგ­რ­ძე­ლებს — ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტი — ეს პი­ა­რის ნა­წი­ლი იყო, რომ საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა ჩა­ეცხ­როთ, თო­რემ მი­სი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა იმ­თა­ვით­ვე სკეპ­ტი­კუ­რად იყო გან­წყო­ბი­ლი. ამას ისიც მოწ­მობს, რომ ეს ფა­კულ­ტე­ტი დღეს მი­ლე­ვად რე­ჟიმ­შია, იქ სპორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბა აღარ არ­სე­ბობს, თუმ­ცა იმ­თა­ვით­ვე ცხა­დი იყო, რომ ის ვერც გაწ­ვ­დე­ბო­და ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბებს.
სა­ბედ­ნი­ე­როდ, ვერ მო­ხერ­ხ­და იმ ბა­ზის გა­ყიდ­ვა, რაც ამ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის გა­უქ­მე­ბის მო­ტი­ვა­ცია იყო. აკა­დე­მია კი მი­უ­ერ­თეს ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტს, მაგ­რამ მა­შინ მას მთე­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რით უნ­და გა­დას­ცე­მო­და, რაც არ მოხ­და. ეს იმი­ტომ, რომ ამ ტე­რი­ტო­რი­ის გა­ყიდ­ვა იყო ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, რა­საც ხე­ლი შე­ვუ­შა­ლეთ. დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით — კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს, რომ­ლე­ბიც გვერ­დ­ში დაგ­ვიდ­გ­ნენ. პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ტეს­ტი თუ გა­სა­გე­ბია — მათ სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გეს და ამი­ტომ გა­ვიდ­ნენ აქ­ცი­ებ­ზე, ეს ხალ­ხი არა­ფერს კარ­გავ­და, მაგ­რამ მა­ინც დაგ­ვი­ჭი­რეს მხა­რი“.
ვრცლად>>>
2014-02-13
უყუ­რადღე­ბოდ მი­ტო­ვე­ბუ­ლე­ბის ხმა­უ­რი­ა­ნი მო­ნი­ტო­რინ­გი
ლალი ჯელაძე ცო­ტა ხნის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი ყუ­რადღე­ბის ქვეშ მო­ექ­ცა შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ც­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია დRჳ-ის შშმ ბავ­შ­ვ­თა და მოზ­რ­დილ­თა შე­სა­ხებ 2010-2013 წლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის — „უყუ­რადღე­ბოდ მი­ტო­ვე­ბუ­ლე­ბი“ — შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა.
DRI-ის ან­გა­რი­ში — „უყუ­რადღე­ბოდ მი­ტო­ვე­ბუ­ლე­ბი“ — ბავ­შ­ვე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის აღ­მო­ფ­ხ­­ვ­რის მსოფ­ლიო კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლია: „ჩვენ გვინ­და ყუ­რადღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლოთ იმ სა­შიშ­რო­ე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­თავ­სე­ბი­სას ნე­ბის­მი­ერ ბავშვს ემუქ­რე­ბა. ეს არის პრაქ­ტი­კა, რო­მე­ლიც იწ­ვევს ქმე­დუ­უ­ნა­რო­ბას, შე­­­მაშ­ფო­თე­ბე­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ბავ­­შ­ვე­ბის და­ღუპ­ვას და მივ­ყა­ვართ მი­ლი­ო­ნო­ბით შშმ ადა­მი­ა­ნის სეგ­რე­გა­ცი­ამ­დე. ბავ­შ­ვე­ბი ხვდე­ბი­ან და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სი­ღა­რი­ბის, შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა და სხვა ფაქ­ტო­რე­ბის გა­მო“.
ვრცლად>>>
2014-02-06
„სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კრი­ზი­სი“ სკო­ლის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი 57 მი­ლი­ო­ნი ბავ­შ­ვი

ლალი ჯელაძე იუნეს­კოს მი­ერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ახა­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით, 57 მი­ლი­ონ ბავშვს სკო­ლა­ში სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს — ეს სა­ვა­ლა­ლო მო­ნა­ცე­მე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვია, მსოფ­ლი­ოს სე­რი­ო­ზუ­ლად და­სა­ფიქ­რებ­ლად მო­უ­წო­დებს. კა­ტა­რის დე­და­ქა­ლაქ დო­ჰა­ში მიმ­დი­ნა­რე გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხე­ბი­სად­მი მიძღ­ვ­ნილ სა­ერ­თა­შო­რი­სო ინო­ვა­ცი­ურ სა­მიტ­ზე, იუნეს­კოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ირი­ნა ბო­კო­ვამ გა­ნაცხა­და, რომ: „მსოფ­ლიო ძა­ლი­ან სწრა­ფად იც­ვ­ლე­ბა, ჩნდე­ბა ახალ-ახა­ლი პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ყო­ვე­ლი მე­სა­მე ადა­მი­ა­ნი ინ­ტერ­ნე­ტით სარ­გებ­ლობს, 7 მი­ლი­არ­დი ადა­მი­ა­ნი მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს იყე­ნებს, თუმ­ცა ამის ფონ­ზე არ­სე­ბობს ძალ­ზე მწვა­ვე და რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, პრობ­ლე­მე­ბი. დღე­ი­სათ­ვის, 57 მი­ლი­ონ ბავშვს სკო­ლა­ში სწავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს. უხა­რის­ხო გა­ნათ­ლე­ბის გა­მო კი — 250 მი­ლი­ონ მო­ზარდს წე­რა-კითხ­ვა არ შე­უძ­ლია. ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა ადა­მი­ა­ნის ერთ-ერ­თი ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბაა, ეს უფ­ლე­ბა კი, მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში ირ­ღ­ვე­ვა“
ვრცლად>>>
2014-02-06
აპრობაციის შედეგად მოდიფიცირებული ტესტი
გვესაუბრება შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის უცხო ენე­ბისჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი რუ­სუ­დან ტყე­მა­ლა­ძე: 2014 წლის ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე სა­მი სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა უცხო ენის გა­მოც­და­ზე, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მოს­მე­ნის კომ­პო­ნენ­ტის და­მა­ტე­ბა. 2005 წლი­დან, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ჩვე­ნი ტეს­ტი მხო­ლოდ კითხ­ვის და წე­რის ელე­მენ­ტე­ბის­გან შედ­გე­ბო­და. უცხო ენის ცოდ­ნა კი გუ­ლის­ხ­მობს ოთხ ნა­წილს — წე­რა, კითხ­ვა, ლა­პა­რა­კი და მოს­მე­ნა. ამი­ტომ ჩვე­ნი ძვე­ლი ტეს­ტი და­უ­ბა­ლან­სე­ბე­ლი იყო, დი­დი ნა­წი­ლი ეთ­მო­ბო­და კითხ­ვას, შე­და­რე­ბით მცი­რე — წე­რას, არ იყო მოს­მე­ნა და ლა­პა­რა­კი. ტეს­ტი უფ­რო პრო­ფე­სი­უ­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო და უკეთ შე­ე­მოწ­მე­ბი­ნა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ცოდ­ნა, და­ვა­მა­ტეთ მოს­მე­ნა.
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40] > [41] > [42] > [43] > [44] > [45] > [46] > [47] > [48] > [49] > [50] > [51] > [52] > [53] > [54] > [55] > [56] > [57] > [58] > [59]
24(816)N