გამოდის 1998 წლიდან
2014-05-15
მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა თუ ბა­რი­ე­რი

 

და­ვით ფე­რა­ძე
ის­ტო­რი­კო­სი, პე­და­გო­გი

პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტით უწყვე­ტი პრო­­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის „ლე­გი­ტი­მა­ცი­ის­თ­ვის“ მას­წავ­ლებ­ლებს შე­სა­ბა­მის სქე­მა­ში ჩარ­თ­ვა მოგ­ვეთხო­ვე­ბა. თუ პე­და­გო­გი ამ მოთხოვ­ნას არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს, ანუ თუ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს სქე­მა­ტუ­რად არ და­ა­დას­ტუ­რებს, მი­სი გე­ნი­ო­სო­ბაც კი ამაო იქ­ნე­ბა. მას­წა­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის „ზრუნ­ვა“ ერთ-ერ­თია იმ მრა­ვალ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­დან, რო­მე­ლიც ში­ნა­არ­სობ­რი­ვა­დაც და მიზ­ნობ­რი­ვა­დაც შაშ­კი­ნიზ­მის ეპო­ქი­დან, თით­ქ­მის, უც­ვ­ლე­ლად შე­მორ­ჩა. მა­ში­ნაც და ახ­ლაც სქე­მის ამოქ­მე­დე­ბას უნ­და „და­ემ­ტ­კი­ცე­ბი­ნა“ მას­წავ­ლე­ბელ­თა არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­თი და­ბა­ლი სა­ხელ­ფა­სო ანაზღა­უ­რე­ბის მარ­თე­ბუ­ლო­ბა.
სქე­მის „აპო­ლე­გე­ტე­ბი“ აცხა­დე­ბენ, რომ სა­ხელ­ფა­სო ზრდა შე­საძ­ლე­ბე­ლია ერ­თა­დერ­თი, მხო­ლოდ სქე­მა­ში ჩარ­თ­ვის გზით (უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა), რა­საც თურ­მე მოჰ­ყ­ვე­ბა ზე­და სა­ფე­ხუ­რებ­ზე (კა­ტე­გო­რი­ებ­ზე) გა­დას­ვ­ლა. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ანაზღა­უ­რე­ბის ზრდის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სის­ტე­მა არ არ­სე­ბობს, მას მხო­ლოდ გაკ­ვ­რით ეხე­ბი­ან, თუ რა პრინ­ცი­პით და რა ოდე­ნო­ბით მოხ­დე­ბა ეს, უც­ნო­ბია. არა­და, ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ ამ ეტაპ­ზე მა­ინც ხელ­ფა­სის ზრდი­სათ­ვის კი არაა აუცი­ლე­ბე­ლი სქე­მა­ში ჩარ­თ­ვა, პი­რი­ქით: სქე­მა­ში ჩა­სარ­თა­ვა­დაა სა­ჭი­რო დრო, ენერ­გია და, ყვე­ლა­ზე მე­ტად, ადეკ­ვა­ტუ­რი სა­ბა­ზო ხელ­ფა­სი. სწო­რედ ხელ­ფას­მა უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს პე­და­გო­გის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და­მა­ტე­ბი­თი სა­მუ­შა­ოს­გან (რე­პე­ტი­ტო­რო­ბა ან სხვა სამ­სა­ხუ­რი). ფი­ნან­სუ­რად ზურგგა­უ­მაგ­რე­ბე­ლი სქე­მა პე­და­გოგ­თა მო­ტი­ვა­ცი­ას კი არა, დე­მო­ტი­ვა­ცი­ას გა­მო­იწ­ვევს.
იმ დროს, რო­დე­საც დაშ­ვე­ბუ­ლია, რომ მა­ღა­ლი ანაზღა­უ­რე­ბა და კომ­ფორ­ტუ­ლი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სტრუქ­ტუ­რებ­ში და­საქ­მე­ბულ­თა შრო­მი­თი შე­დე­გე­ბის პირ­და­პირ­პ­რო­პორ­ცი­უ­ლია და ამით გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია მა­თი „სა­ხელ­ფა­სო-საპ­რე­მიო მა­და“, რო­მე­ლიც „ჭა­მა­ში“ კი­დევ უფ­რო იზ­რ­დე­ბა (ასეა შე­ვარ­დ­ნა­ძის ეპო­ქი­დან დღემ­დე), რა­ტომ არ მოქ­მე­დებს იგი­ვე პრინ­ცი­პი პე­და­გოგ­თა მი­მართ?
ვი­თომ­ც­და, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბი­სა და პლუ­რა­ლიზ­მის სა­ი­ლუს­ტ­რა­ცი­ოდ, ამ დრომ­დე, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სქე­მის „სა­ჯა­რო გან­ხილ­ვე­ბი“. მაგ­რამ ვინ­მემ გა­მოთ­ქ­ვა რა­ი­მე ყუ­რად­სა­ღე­ბი მო­საზ­რე­ბა? ვინ­მემ ისა­უბ­რა პე­და­გოგ­თა საფ­რ­თხე­ებ­ზე და გა­ნათ­ლე­ბის სა­მო­მავ­ლო უპერ­ს­პექ­ტი­ვო­ბა­ზე? სად არი­ან პე­და­გოგ­თა უფ­ლე­ბე­ბის ე.წ. დამ­ც­ვე­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რე­ბი?
„სა­ჯა­რო გან­ხილ­ვა“ ჴnline რე­ჟიმ­ში­ცაა, მაგ­რამ არაა დას­მუ­ლი შე­კითხ­ვა, რამ­დე­ნი უნ­და ჰქონ­დეს დაწყე­ბი­თი (პრაქ­ტი­კო­სი) სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლე­ბელს ანაზღა­უ­რე­ბა და რო­გო­რი უნ­და იყოს ზრდა შემ­დეგ სა­ფე­ხუ­რებ­ზე. გა­მო­კითხ­ვას მხო­ლოდ გა­რეგ­ნუ­ლი მხა­რე აინ­ტე­რე­სებს.
ცხა­დი ხდე­ბა, რომ სქე­მა, ამ ეტაპ­ზე და ამ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში, მხო­ლოდ ერ­თი მიზ­ნით იწყებს ამოქ­მე­დე­ბას: არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და და­ბა­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის კი­ჟი­ნით, პე­და­გოგს წა­ერ­თ­ვას „მო­რა­ლუ­რი“ უფ­ლე­ბა — მო­ითხო­ვოს ხელ­ფა­სის ზრდა. ისი­ნი უნ­და „და­შოშ­მინ­დ­ნენ“, უკე­თე­სი მო­მავ­ლის იმე­დით. ეს მო­მა­ვა­ლი კი ან სა­ერ­თოდ არ იქ­ნე­ბა, ან მა­ნამ არ დად­გე­ბა, სა­ნამ არ შემ­ცირ­დე­ბა პე­და­გოგ­თა არ­სე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა.
„სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვი სის­ტე­მის“ შე­მო­ღე­ბას სწო­რედ ეს მი­ზა­ნი ჰქონ­და შაშ­კი­ნის დროს და ასეა ახ­ლაც.
პე­და­გოგ­თა მდგო­მა­რე­ო­ბა პოს­ტ­საბ­ჭო­ურ სივ­რ­ცე­ში მეტ-ნაკ­ლე­ბად ერ­თ­ნა­ი­რია, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე არა­სა­ხარ­ბი­ე­ლოდ მა­ინც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რჩე­ბა. არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მო­ვი­აზ­რებთ და­ბალ მო­ტი­ვა­ცი­ას და ამით გა­მოწ­ვე­ულ და­ბალ კომ­პე­ტენ­ცი­ებს, პრო­ფე­სი­ის არაპ­რეს­ტი­ჟუ­ლო­ბას, მას­წავ­ლებ­ლის სო­ცი­ა­ლურ და­უც­ვე­ლო­ბას, და­ბა­ლი ხა­რის­ხის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მებს და ა.შ. ამ მხრივ, სწო­რე­დაც რომ ყუ­რად­სა­ღე­ბი იყო, პრო­ფე­სორ გია დვა­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, მოქ­მე­დი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის რე­ფორ­მის სა­ხელ­მ­წი­ფო კო­მი­სი­ის ერ­თი წლის წი­ნან­დე­ლი დას­კ­ვ­ნა. თუმ­ცა, მას­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი პრობ­ლე­მის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად არც არა­ფე­რი შეც­ვ­ლი­ლა და, ვფიქ­რობ, შემ­დეგ­შიც ასე იქ­ნე­ბა.
ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა­გან ვი­ზი­რე­ბუ­ლი ამ­გ­ვა­რი სტაგ­ნა­ცია თუ უკუს­ვ­ლა ხდე­ბა იმ დროს, რო­დე­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო ევ­რო­კავ­შირ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის გაღ­რ­მა­ვე­ბას გეგ­მავს, იმ ევ­რო­კავ­შირ­თან, რომ­ლის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის პე­და­გო­გის სა­შუ­ა­ლო წლი­უ­რი ხელ­ფა­სი 57 ათა­სი­დან 101 ათას ევ­რომ­დეა; სა­დაც პე­და­გო­გის კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის უამ­რა­ვი მო­დე­ლი არ­სე­ბობს, რომ­ლე­ბიც მორ­გე­ბუ­ლია რე­გი­ო­ნულ სპე­ცი­ფი­კა­ზე. მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნი­ის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში სა­კუ­თა­რი „სქე­მა“ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოა შვე­ი­ცა­რია, რო­მე­ლიც ფარ­თო­ბით ბევ­რად ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა, ხო­ლო მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბით მცი­რედ აღე­მა­ტე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს. კლი­მა­ტუ­რი, ის­ტო­რი­უ­ლი, რე­ლი­გი­უ­რი, ტრა­დი­ცი­უ­ლი და სხვა ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლი­სი­წი­ნე­ბით, ამ ქვე­ყა­ნა­ში, 150-მდე სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მო­დე­ლი მოქ­მე­დებს. მო­დელ­თა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მე­ნეჯ­მენ­ტის ავ­ტო­ნო­მი­ზა­ცია გა­ნა­პი­რო­ბებს. პე­და­გო­გის მო­ტი­ვა­ცია კი, ცა­რი­ე­ლი „კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის“ ნაც­ვ­ლად, მზარ­დი ანაზღა­უ­რე­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.
გა­მო­კითხ­ვის შე­დე­გად, ჯერ კი­დევ 2008 წელს, ჩვე­ნი ქვეყ­ნის პე­და­გოგ­თა 67%-ის­თ­ვის სკო­ლა­ში დარ­ჩე­ნის მო­ტი­ვა­ცია 700-ლა­რი­ა­ნი ხელ­ფა­სი იყო, დღეს არა­მო­ტი­ვი­რე­ბულ პე­და­გოგ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც და სა­მო­ტი­ვა­ციო ნიშ­ნუ­ლიც უდა­ვოდ გაზ­რ­დი­ლია, რად­გან ძვე­ლი მი­ზე­ზე­ბი უფ­რო გაძ­ლი­ერ­და (6 წლის მე­რეც კი ვერ მი­აღ­წია სა­ბა­ზო ხელ­ფას­მა 700 ლა­რამ­დე) და მათ ახა­ლიც და­ე­მა­ტა — ეს გახ­ლავთ ხსე­ნე­ბუ­ლი სქე­მა.
ზე­მოთ­ქ­მუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კი­დევ ერ­თხელ ის­მის კითხ­ვე­ბი: გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია, რა­ტომ უნ­და ჩა­ერ­თოს ამ სქე­მა­ში მას­წავ­ლე­ბე­ლი, რას ნიშ­ნავს ცა­რი­ე­ლი და ზე­პი­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ კა­რი­ე­რა­ზე ხელ­ფა­სის ზრდა იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რა სის­ტე­მით, რა ოდე­ნო­ბით, რამ­დენ­ჯერ გა­იზ­რ­დე­ბა ხელ­ფა­სი? რამ­დე­ნად დი­დია ამ ზე­პი­რი და­ნა­პი­რე­ბის სან­დო­ო­ბა იმ დროს, რო­დე­საც არც წი­ნა და არც მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი და­ნა­პი­რე­ბიც კი არ შეს­რუ­ლე­ბუ­ლა? ან ვინ იძ­ლე­ვა იმის გა­რან­ტი­ას, რომ პე­და­გოგ­თათ­ვის კა­ტე­გო­რი­ე­ბის „და­რი­გე­ბა-ჩა­მორ­თ­მე­ვა“, ტრა­დი­ცი­ი­სა­მებრ, ისევ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­თა ცვლა­ზე და უფ­რო მე­ტიც — მთავ­რო­ბის წევ­რ­თა გა­და­ხა­ლი­სე­ბებ­ზე აღარ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი?
ახ­ლა მინ­და მკითხ­ვე­ლი­სა და კო­ლე­გე­ბის ყუ­რადღე­ბა თა­ვად სქე­მა-სტან­დარ­ტით „ასა­შე­ნე­ბელ“ სის­ტე­მა­ზე გა­და­ვი­ტა­ნოთ: სქე­მა­ში ჩარ­თუ­ლი პე­და­გო­გის მი­ერ კრე­დი­ტე­ბის „მარ­თ­ლ­დაგ­რო­ვე­ბის“ პრო­ცე­სი მო­ნი­ტო­რინგს და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. არა­ნა­ი­რი გა­რან­ტია მო­ნი­ტო­რინ­გის ობი­ექ­ტუ­რო­ბი­სა და არც „სქე­მის­ტი“ პე­და­გო­გის მუ­შა­ო­ბის რე­ა­ლუ­რად შე­ფა­სე­ბი­სა არ არ­სე­ბობს. სა­ეჭ­ვოა მო­ნი­ტო­რინ­გის მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფი­სა და, სხვა­თა შო­რის, სქე­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ერთ-ერ­თი აქ­ტი­ვო­ბის — ტრე­ნერ­თა ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბის (ტრე­ნე­რე­ბი) პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი. გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია გა­დამ­ზა­დე­ბის ცენ­ტ­რ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის დო­ნეც. თუ­კი ვამ­ბობთ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა რეგ­რე­სი­რე­ბუ­ლია, თუ­კი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბაც იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლია, მა­შინ გა­დამ­მ­ზა­დებ­ლე­ბი, ტრე­ნე­რე­ბი, მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფე­ბი და სხვა­ნი სა­ი­დან მოვ­ლენ? მა­შინ ვინ არის ის, ვინც კვან­ძის მთა­ვარ ძაფ­საა ჩა­ჭი­დე­ბუ­ლი? მას სა­ი­დან­ღა აქვს ცოდ­ნა, თუ­კი არა­ვის არ აქვს იგი?
სქე­მის მოთხოვ­ნე­ბი, თა­ვი­სი ვა­დე­ბით, მას­შ­ტა­ბუ­რო­ბი­თა და სიძ­ნე­ლით, იმ­თა­ვით­ვე წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა­ში მო­დის სქე­მით­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ მი­ზან­თან, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, მას­წავ­ლებ­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ის ამაღ­ლე­ბას, მის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და კა­რი­ე­რულ ზრდას.
ერ­თი შე­ხედ­ვით, ცუ­დი არა­ფე­რია მას­წავ­ლე­ბელ­თა „ფენე­ბად“ და­ყო­ფა­ში. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს სქე­მის პრო­ექ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელს მო­ეთხო­ვე­ბა 14 კრე­დი­ტი და საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა, წარ­ჩი­ნე­ბულ მას­წავ­ლე­ბელს — 24 კრე­დი­ტი, მკვლე­ვარ მას­წავ­ლე­ბელს — 32, ხო­ლო მენ­ტორ მას­წავ­ლე­ბელს — 40. პრობ­ლე­მა გახ­ლა­ვთ თვი­თონ კრე­დი­ტე­ბის დაგ­რო­ვე­ბის ურ­თუ­ლე­სი სის­ტე­მა, იმ­დე­ნად ურ­თუ­ლე­სი, რომ ის მხო­ლოდ უტო­პი­ად შეგ­ვიძ­ლია გან­ვი­ხი­ლოთ. უბ­რა­ლო არით­მე­ტი­კუ­ლი დათ­ვ­ლით კარ­გად ჩანს, თუ რო­გორ გა­იზ­რ­დე­ბა ამ მო­დელ­ში ჩარ­თუ­ლი პე­და­გო­გის სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და რა მი­უღ­წე­ვე­ლი იქ­ნე­ბა ამ მო­ცუ­ლო­ბის სა­მუ­შა­ოს­თ­ვის თა­ვის გარ­თ­მე­ვა. მე არ შე­ვუდ­გე­ბი მას­წავ­ლებ­ლის დრო­ის ხე­ლა­ხალ და­ან­გა­რი­შე­ბას,  ამის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა გი­ორ­გი ნო­ზა­ძემ (ინტ. გა­ზე­თი mastsavlebeli.ge, 22 აპ­რი­ლი, 2014), მოკ­ლედ გან­ვი­ხი­ლავ მას სხვა კუთხი­დან:
 სქე­მა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს არა მარ­ტო იმას, ეყო­ფა თუ არა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა და დრო თა­ვად პე­და­გოგს, არა­მედ არც პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ად­გი­ლის — სკო­ლის ფაქ­ტორ­საც. რო­გორც წე­სი, მას­წავ­ლე­ბელ­თა მხო­ლოდ თით­ზე ჩა­მო­სათ­ვ­ლე­ლი რა­ო­დე­ნო­ბა ჩა­ერ­თ­ვე­ბა „მა­ღა­ლი დო­ნის“ აქ­ტი­ვო­ბებ­ში (სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტო­რო­ბა, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი და სხვა სა­ხის რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნა და ა.შ.), მა­თი უდი­დე­სი უმ­რავ­ლე­სო­ბა კი უშუ­ა­ლოდ სკო­ლა­ში და უშუ­ა­ლოდ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დროს გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას თუ მო­ა­ხერ­ხებს. ასე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის 1 სა­ა­თი კი შე­ე­სა­ბა­მე­ბა მხო­ლოდ 0,03-0.05 კრე­დიტს.
რამ­დე­ნად გას­წ­ვ­დე­ბა სკო­ლის ტექ­ნი­კუ­რი, ადა­მი­ა­ნუ­რი და უფ­რო მე­ტად კი დრო­ის რე­სურ­სი კრე­დი­ტე­ბის დაგ­რო­ვე­ბის პრო­ცესს?
შაშ­კი­ნის დრო­ინ­დე­ლი სქე­მა ახალ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლად 7-8-წლი­ან ვა­დას იძ­ლე­ო­და, ახა­ლი პრო­ექ­ტით ის 5 წლამ­დე შემ­ცირ­და და ამით თით­ქოს სა­შუ­ა­ლო ასა­კის პე­და­გო­გებს მის­ცეს კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა. მაგ­რამ აქ­ტი­ვო­ბის „კრე­დიტ­თ­ღ­ირე­ბუ­ლე­ბა“ არ შეც­ვ­ლი­ლა. ამი­ტომ რას ვი­ღებთ: ისე­დაც დი­დი მო­ცუ­ლო­ბის სა­მუ­შაო პე­და­გოგ­მა ახ­ლა ბევ­რად ნაკ­ლებ დრო­ში უნ­და მო­ას­წ­როს. მაგ­რამ მო­ას­წ­რებს? შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მო­დე­ლით თუ ვიმ­ს­ჯე­ლებთ, ხუ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში,  ერთ პე­და­გოგს სკო­ლამ უნ­და გა­მო­უ­ყოს კვი­რა­ში 2-5 სა­ა­თი მა­ინც კრე­დი­ტე­ბის და­საგ­რო­ვე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბის­თ­ვის, ანუ პრაქ­ტი­კოსს — 2, წარ­ჩი­ნე­ბულს — 3, მკვლე­ვარს — 4, ხო­ლო მენ­ტორ მას­წავ­ლე­ბელს — 5 სა­ა­თი. ცხა­დია, ეს არაა მხო­ლოდ ცა­რი­ე­ლი ციფ­რე­ბი. აქ­ტი­ვო­ბამ­დე და მე­რეც სა­ჭი­როა ამ ყვე­ლაფ­რის დე­ტა­ლუ­რი და­გეგ­მ­ვა-აღ­წე­რა, ელექ­ტ­რო­ნულ ბა­ზა­ში ფიქ­სი­რე­ბა და ა.შ. თუ მოხ­დე­ბა „ზე­ცი­უ­რი სას­წა­უ­ლი“ და მას­წავ­ლებ­ლე­ბი ამას მა­ინც შეძ­ლე­ბენ, თა­ვად სკო­ლა რო­გორ გას­წ­ვ­დე­ბა ამ­დენ აქ­ტი­ვო­ბას? სკო­ლამ, მთე­ლი სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ველ­დღე თი­თო სა­გაკ­ვე­თი­ლო სა­ა­თიც რომ და­უთ­მოს პე­და­გოგს (რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, ყოვ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია), სქე­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ყვე­ლა­ზე დიდ ვა­და­ში — 5 წე­ლი­წად­ში, მაქ­სი­მუმ, 17-20 პე­და­გოგს თუ „და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს“. აი, ასე­თი შე­დე­გი გვექ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე იდე­ა­ლურ შემ­თხ­ვე­ვა­შიც კი.
ამ კო­ლო­სა­ლუ­რი კრე­დიტ­დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­მუ­შა­ოს გარ­და, მო­ცე­მულ დრო­ში, პე­და­გოგს მო­ეთხო­ვე­ბა სხვა­დას­ხ­ვა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. გა­ნა მო­ი­ძებ­ნე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი და, მით უმე­ტეს, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბი­დან თუნ­დაც 10 პრო­ცენ­ტი, რო­მე­ლიც თავს გა­არ­თ­მევს აქ­ტი­ვო­ბა­თა სა­ვალ­დე­ბუ­ლო მი­ნი­მუმს? (გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი იქ­ნე­ბა ამ­გ­ვა­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის და­კის­რე­ბა რე­გი­ო­ნე­ბი­სა და კი­დევ უფ­რო რთუ­ლი სოფ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, სა­დაც პე­და­გო­გი­უ­რის გარ­და, სა­სოფ­ლო-სა­მე­უ­რეო სა­მუ­შა­ოც მრავ­ლად აქვთ). გა­ნა რამ­დე­ნი პე­და­გო­გი შეძ­ლებს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და, მით უმე­ტეს, სოფ­ლებ­ში სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტო­რო­ბა-თა­ნა­ავ­ტო­რო­ბას, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, ტრე­ნინგ-პროგ­რა­მებ­ში ჩარ­თ­ვა­სა და ტრე­ნე­რად მუ­შა­ო­ბას, ინ­ტერ­ნეტ და სას­წავ­ლო ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნას, კვლე­ვე­ბის, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბის ავ­ტო­რო­ბას, სტა­ტი­ე­ბის წე­რას და ასე შემ­დეგ? და თუ ამ­დენს ვინ­მე გა­ა­კე­თებს, ის სკო­ლა­ში რა­ტომ­ღა იმუ­შა­ვებს, თან იმ დროს, რო­დე­საც შრო­მი­თი ანაზღა­უ­რე­ბა ასე ხელ­შე­სა­ხე­ბად არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია და არც პერ­ს­პექ­ტი­ვა­შია უკე­თე­სო­ბა?
და მა­ინც, თუ და­ვუშ­ვებთ, რომ კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის ეს უტო­პი­უ­რი მო­დე­ლი ამ ფორ­მით მა­ინც ამოქ­მედ­დე­ბა და მას­ში ჩარ­თულთ ჯა­დოქ­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბი აღ­მო­აჩ­ნ­დე­ბათ, ან თუ მას კი­დევ შეც­ვ­ლი­ან და კრე­დიტ­დაგ­რო­ვე­ბი­თი სის­ტე­მა გა­ი­ოლ­დე­ბა, თუ პე­და­გო­გის საწყი­სი (სა­ბა­ზო) სა­ხელ­ფა­სო ანაზღა­უ­რე­ბაც ევ­როს­ტან­დარ­ტებს და­უ­ახ­ლოვ­დე­ბა და რე­ა­ლუ­რად მზარ­დი გახ­დე­ბა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც კი აღ­მოვ­ჩ­ნ­დე­ბით სხვა, უფ­რო ღრმა და მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა­ტუ­რი კითხ­ვის წი­ნა­შე: შე­უწყობს ხელს სწავ­ლე­ბა-სწავ­ლის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა­სა და მოს­წავ­ლე­თათ­ვის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი სა­ბა­ზო ცოდ­ნის პა­კე­ტის შე­თა­ვა­ზე­ბას ასე­თი სის­ტე­მის შექ­მ­ნა? სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში რას მი­ვი­ღებთ — კრე­დი­ტე­ბის დაგ­რო­ვე­ბა­სა და კა­ტე­გო­რი­ებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი სქე­მით შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებს გა­მო­ი­ყე­ნებს არა მოს­წავ­ლის­თ­ვის, არა­მედ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის მო­ნი­ტო­რინ­გის მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფის­თ­ვის (ან ზო­გა­დად მო­ნი­ტო­რინ­გის­თ­ვის). შე­სა­ბა­მი­სად, კარ­გად აკინ­ძუ­ლი და შე­კო­წი­წე­ბუ­ლი პორ­ტ­ფო­ლიო (რე­ა­ლუ­რი თუ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სა­ქა­ღალ­დე­ე­ბის გრო­ვა) იქ­ნე­ბა ის სა­ფუძ­ვე­ლი, რი­თაც მას­წავ­ლებ­ლებს კრე­დი­ტე­ბი მი­ე­ნი­ჭე­ბათ(!). ამ­გ­ვა­რი სი­ტუ­ა­ცია, საწყის ეტაპ­ზე­ვე უგუ­ლე­ბელ­ყოფს თა­ნა­მედ­რო­ვე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პო­ლი­ტი­კის მთა­ვარ, მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრინ­ციპს.
ამ ერთ სტა­ტი­ა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო სქე­მის მხო­ლოდ ზო­გა­დი მი­მო­ხილ­ვა და ამი­თაც კი ნათ­ლად გა­მო­იკ­ვე­თა რო­გორც მოკ­ლე, ისე გრძელ­ვა­დი­ა­ნი შე­დე­გე­ბი, უფ­რო სწო­რად, საფ­რ­თხე­ე­ბი, რო­მე­ლიც ემუქ­რე­ბა პე­და­გოგს, სკო­ლას, მოს­წავ­ლე­სა და სა­ბო­ლო­ოდ, ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­ნათ­ლე­ბის მო­მა­ვალს. პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სქე­მის ახა­ლი პრო­ექ­ტი, ფაქ­ტობ­რი­ვად, პირ­ვან­დე­ლი — შაშ­კი­ნიზ­მის იდე­ის ხორ­ც­შეს­ხ­მის მცდე­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს. ეს არის იერი­შის ახა­ლი ეტა­პი სკო­ლებ­ზე. დამ­ცი­რე­ბის, შე­უ­რაცხ­ყო­ფის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის შეზღუდ­ვის, მე­ქა­ნი­კურ ჩარ­ჩო­ებ­ში გა­მო­კეტ­ვის, ერთ ტო­ტა­ლურ-უნი­ტა­რულ მო­დელ­ზე სწო­რე­ბის გზით ჯერ უნ­და შემ­ცირ­დეს პე­და­გოგ­თა კონ­ტინ­გენ­ტი, ხო­ლო დარ­ჩე­ნი­ლი რა­ო­დე­ნო­ბა უნ­და იყოს ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბულ მარ­თ­ვას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი მორ­ჩი­ლი ზომ­ბი­რე­ბუ­ლი და „კას­ტე­ბად“ და­ყო­ფი­ლი მა­სა. და თუ არ­სე­ბულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეს არ სურს, მა­შინ შაშ­კი­ნის ამ სა­ი­დუმ­ლო დიქ­ტატ-ტაქ­ტი­კა­ზე უარი უნ­და თქვას, თა­ვად პრო­ფე­სი­ო­ნალ პე­და­გო­გებს უნ­და ჰკითხოს, რო­გორ ეს­მით მათ გა­ნათ­ლე­ბის მერ­მი­სი და არა „პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის“ ას­პა­რეზ­ზე მა­ღალ თუ და­ბალ სა­ფე­ხუ­რებ­ზე შემ­თხ­ვე­ვით ან ნე­პო­ტიზ­მით „შე­მო­ხე­ტე­ბულ“ დი­ლე­ტან­ტებს.

 

40(24)N