გამოდის 1998 წლიდან
სტატიები
2015-03-05
ვი­ფიქ­როთ არა იმა­ზე, თუ რას გვაძ­ლევს სამ­შობ­ლო, არა­მედ თა­ვად რას ვაძ­ლე­ვთ მას
რუბ­რი­კის „ქართველი სტუდენტები
უცხოეთში“ სტუ­მა­რია
ალექ­სან­დ­რე პეტ­რი­აშ­ვი­ლი,
პრა­ღის უმაღ­ლე­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი სკო­ლის სტუ­დენ­ტი — ალექ­სან­დ­რე, რო­გორ გახ­სენ­დე­ბა სკო­ლა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი, შე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი... რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე იყა­ვი... გან­საზღ­ვ­რა თუ არა სკო­ლამ შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი?
— პირ­ველ რიგ­ში, დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­გი­ხა­დოთ თქვენს გა­ზეთ­ში სტუმ­რად მოწ­ვე­ვის­თ­ვის. არ შე­მიძ­ლია, არ გა­მოვ­ხა­ტო დი­დი სიმ­პა­თია თქვე­ნი გა­ზე­თი­სად­მი, თქვენ­და­მი და იმ საქ­მი­სად­მი, რა­საც ემ­სა­ხუ­რე­ბით. ჩე­მი აზ­რით, გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია ქვეყ­ნის­თ­ვის. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე ამ­ბობ­და: „ბე­დი იმი­სია, ვინც ძლი­ე­რია, ძლი­ე­რი მხო­ლოდ მცოდ­ნე კა­ცია“.
ვსწავ­ლობ­დი თბი­ლი­სის 182-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ეს სკო­ლა სა­ხე­ლით შე­იძ­ლე­ბა პირ­ველ კლა­სი­კურ გიმ­ნა­ზი­ას ვერ შე­ე­და­როს, მაგ­რამ იქ, დღემ­დე, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლე­ბი ას­წავ­ლი­ან. მა­თი დამ­სა­ხუ­რე­ბით, ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და
ვრცლად>>>
2015-03-05
G-PRIED ამ სკო­ლა­ში ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში იგ­რ­ძ­ნო­ბა
ლალი ჯელაძე ქუ­თა­ი­სის N32 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში საჩ­ვე­ნე­ბე­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი, მას­წავ­ლე­ბელ­თა სას­წავ­ლო ჯგუ­ფის შეხ­ვედ­რა და მშო­ბელ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბის მი­ზა­ნი იყო, სა­ქარ­თ­ვე­ლოს დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტის (G-PriEd) ხელ­შეწყო­ბით, სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე და­ნერ­გი­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბა.
***
სა­ქარ­თ­ვე­ლოს დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტი (G-PriEd)) წარ­მო­ად­გენს აშშ სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბულ პრო­ექტს, რომ­ლის მი­ზა­ნია, ხე­ლი შე­უწყოს ინო­ვა­ცი­უ­რი, მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის შე­მო­ღე­ბა­სა და და­ნერ­გ­ვას. პრო­ექ­ტე­ბის სა­მიზ­ნე ჯგუფს
ვრცლად>>>
2015-02-26
თურ­ქე­თი ჩე­მი სამ­შობ­ლოა, დე­და სამ­შობ­ლო კი — სა­ქარ­თ­ვე­ლო!
ნომრის სტუმარია
ქევსერ რუჰი (ქეთი ხანთაძე), წარმოშობით ქართველი,ენათმეცნიერი, მწერალი, მთარგმნელი თურ­ქე­თის სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ერ­თობ­ლი­ვი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, 2014 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, დამ­ტ­კიც­და „ქარ­თუ­ლი ენის სას­წავ­ლო პროგ­რა­მა“, რო­მე­ლიც თურ­ქე­თის სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბას იტ­ვა­ლის­წი­ნებს. ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით რე­ა­ლო­ბად იქ­ცა ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის თურ­ქი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ოც­ნე­ბა.
პროგ­რა­მის ავ­ტო­რია დღე­ვან­დე­ლი ნომ­რის სტუ­მა­რი ქალ­ბა­ტო­ნი ქევ­სერ რუ­ჰი (ქე­თი ხან­თა­ძე), წარ­მო­შო­ბით ქარ­თ­ვე­ლი, ენათ­მეც­ნი­ე­რი, მწე­რა­ლი, მთარ­გ­მ­ნე­ლი.
მას­თან ერ­თად, პროგ­რა­მის შედ­გე­ნა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი მი­უძღ­ვის, თურ­ქეთ­ში ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის სახ­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს, ერ­დალ ქუ­ჩუქს (ელიზ­ბარ ციმ­ნა­რი­ძე), პროგ­რა­მის თარ­გ­მ­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ პრო­ფე­სო­რი ნა­ნა კა­ჭა­რა­ვა და ან­კა­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტ­რან­ტი მა­რი­ამ გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი.
ვრცლად>>>
2015-02-26
გზა პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლი­დან მენ­ტო­რო­ბამ­დე
ლა­ლი ჯე­ლა­ძე მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­ხელ­მ­წი­ფო კო­მი­სი­ამ შე­ი­მუ­შა­ვა და 19 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბამ და­ამ­ტ­კი­ცა. მთავ­რო­ბის სხდო­მის შემ­დეგ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა თა­მარ სა­ნი­კი­ძემ სა­მი­ნის­ტ­რო­ში პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა და ჟურ­ნა­ლის­ტებს ახა­ლი სქე­მა წა­რუდ­გი­ნა.
სქე­მა ერ­თი­ა­ნი სის­ტე­მაა, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია პე­და­გო­გის მომ­ზა­დე­ბა პრო­ფე­სი­ის­თ­ვის. დო­კუ­მენ­ტ­ში ასა­ხუ­ლია, რო­გო­რი უნ­და იყოს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პროგ­რა­მა, პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის გზე­ბი და რო­გორ უნ­და შე­უწყონ ხე­ლი პე­და­გოგს კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლა­ში.
ვრცლად>>>
2015-02-18
ვი­სურ­ვებ­დი, სწო­რედ ჭეშ­მა­რი­ტი ევ­რო­პუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი იყოს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბის ფუნ­და­მენ­ტი და ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი
რუბ­რი­კის სტუ­მა­რია ლე­რი ხუ­ფე­ნია,
მალ­მეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი — ლე­რი, რო­გორ გახ­სენ­დე­ბა მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტუ­რი წლე­ბი?
— მი­ვე­სალ­მე­ბი თქვენს მკითხ­ველს და უღ­რ­მეს მად­ლო­ბას გიხ­დით, რომ მო­მე­ცა თქვენ­თან სა­უბ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა. ჩე­მი ოჯა­ხი 90-იან წლებ­ში, ასო­ბით ათას ქარ­თ­ველ­თან ერ­თად, იძუ­ლე­ბით გა­ა­სახ­ლეს აფხა­ზე­თი­დან, ამ­გ­ვა­რად, მე და ჩე­მი ძმე­ბი და­ვი­ბა­დეთ და გა­ვი­ზარ­დეთ თბი­ლის­ში. ვსწავ­ლობ­დი 51-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, თუმ­ცა ბო­ლო 4 წე­ლი გა­ვა­ტა­რე სკო­ლა-ლი­ცე­უმ „ენ­კა“-ში, სა­დაც ნამ­დ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და დი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მას­წავ­ლიდ­ნენ. სკო­ლა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­უ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი  სპორ­ტულ და
ვრცლად>>>
2015-02-18
წიგ­ნი­ე­რე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა თან­მ­ხ­ლე­ბი ხარ­ვე­ზე­ბის ფონ­ზე
ლა­ლი ჯე­ლა­ძე ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, პირ­ვე­ლი­დან მე­ოთხე კლა­სის ჩათ­ვ­ლით, მოს­წავ­ლე­ებ­მა კვი­რა­ში ერ­თი სა­ა­თი სხვა­დას­ხ­ვა ლი­ტე­რა­ტუ­რის კითხ­ვას უნ­და და­უთ­მონ. მო­ზარ­დე­ბი სა­კითხა­ვი მა­სა­ლის არ­ჩე­ვან­ში შეზღუ­დუ­ლე­ბი არ არი­ან — მათ შე­უძ­ლი­ათ რო­გორც ქარ­თ­ვე­ლი, ასე­ვე უცხო­ე­ლი მწერ­ლე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი წა­ი­კითხონ. სა­მი­ნის­ტ­როს ინი­ცია­ტი­ვა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა წიგ­ნი­ე­რე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე შემ­დე­გი მე­თო­დე­ბით: კითხ­ვის ტექ­ნი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბა; წა­კითხუ­ლის გან­ხილ­ვა-გა­აზ­რე­ბა; მსჯე­ლო­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა; პრე­ზენ­ტა­ცი­ის და შე­მოქ­მედ­ები­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და ა.შ.
ვრცლად>>>
2015-02-11
სი­ნას მთა­ზე გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ექ­ს­პე­დი­ცია
ლა­ლი ჯე­ლა­ძე სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში სი­ნას მთა­ზე წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ექ­ს­პე­დი­ცი­ის შე­დე­გე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. ასე­ვე მო­ეწყო ფო­ტო­ე­ბი­სა და სი­ნას მთას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბის გა­მო­ფე­ნა, რო­მელ­საც მოწ­ვე­ულ სა­პა­ტიო სტუმ­რებ­თან ერ­თად, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რი თა­მარ სა­ნი­კი­ძე გა­ეც­ნო.
თა­მარ სა­ნი­კი­ძე: „ჯერ კი­დევ 2002 წლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მსჯე­ლო­ბა ამ კო­ლექ­ცი­ის შეს­წავ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ იყო გა­და­უჭ­რე­ლი სა­კითხე­ბი, ძი­რი­თა­დად, ფი­ნან­სურ მხა­რეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც აფერ­ხებ­და კვლე­ვებს. 2014 წელს გა­მო­ი­ყო თან­ხა და ჩა­ტარ­და ექ­ს­პე­დი­ცია, რო­მე­ლიც შეს­წავ­ლას გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ“.
ვრცლად>>>
2015-02-11
სასკოლო მზაობა — მშობლებისა და ფსიქოლოგების განსხვავებული აქცენტები
სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურ­თან არ­სე­ბუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტ­რის ფსი­ქო­ლო­გებ­მა და ექი­მებ­მა, სას­კო­ლო სწავ­ლე­ბის დაწყე­ბის ასაკ­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თეს, რო­მელ­ზე­დაც მოწ­ვე­ული იყ­ვ­ნენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მშობ­ლე­ბი და ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რი. შეხ­ვედ­რის მი­ზა­ნი — ყვე­ლა მხა­რეს, სას­კო­ლო ასაკ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი­სა­გან მი­ე­ღო სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია.
მშობ­ლე­ბი და ფსი­ქო­ლო­გე­ბი სკო­ლის­თ­ვის მზა­ო­ბა­ში გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ აქ­ცენ­ტებს აკე­თე­ბენ. თუ მშო­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის­თ­ვის წე­რა-კითხ­ვის ცოდ­ნა ბავ­შ­ვის სკო­ლა­ში ად­რე შეყ­ვა­ნის მი­ზე­ზია, ფსი­ქო­ლო­გე­ბი აქ­ცენტს სო­ცი­ა­ლურ, ემო­ცი­ურ, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ მზა­ო­ბა­ზე, ასე­ვე მო­ტო­რი­კის გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნე­ზე აკე­თე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, ფსი­ქო­ლო­გე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­სა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რივ კვლე­ვებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, სას­კო­ლო სწავ­ლე­ბის დაწყე­ბის ასა­კად 6 წე­ლი გა­ნი­საზღ­ვ­რა. აქ­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ, ზო­გა­დად, ფსი­ქო­ლო­გე­ბი სას­კო­ლო ოპ­ტი­მა­ლურ ასა­კად 7 წელს მი­იჩ­ნე­ვენ. შე­სა­ბა­მი­სად, ავ­ს­ტ­რი­ა­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, ჩე­ხეთ­ში, პო­ლო­ნეთ­სა და ბევრ სხვა ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში სას­კო­ლო ოპ­ტი­მა­ლურ ასა­კად 7 წე­ლია გან­საზღ­ვუ­ლი. ასე­ვე 7 წე­ლია სწავ­ლის დაწყე­ბის ასა­კი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­შიც.
ვრცლად>>>
2015-01-29
სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟურ­ნა­ლის­ტის პრო­ფე­სია სა­შუ­ა­ლე­ბას მომ­ცემს, სა­ქარ­თ­ვე­ლო უკეთ გა­ვაც­ნო მსოფ­ლი­ოს
  რუბ­რი­კის სტუ­მა­რია ლი­კა ჭი­პაშ­ვი­ლი,
მონ­ტე­ნის სა­ხე­ლო­ბის ბორ­დოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი,
საქართველოს ახალგაზრდა ელჩი საფრანგეთში — ლი­კა, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის წი­თელ დიპ­ლომ­ზე დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, არ­ჩე­ვანს უცხო­ეთ­ზე აკე­თებ. რა­ტომ აირ­ჩიე გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ქა­ლა­ქი ბორ­დო?— პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი ჯერ კი­დევ ბავ­შ­ვო­ბა­ში გა­ვა­კე­თე, ერ­თა­დერ­თი რაც მომ­წონ­და, მხო­ლოდ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა იყო. ვფიქ­რობ, არ არ­სე­ბობს სხვა პრო­ფე­სია უფ­რო სი­ცოცხ­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი, სი­ახ­ლის მქო­ნე, სა­ინ­ტე­რე­სო და ჰუ­მა­ნუ­რი, ვიდ­რე ჟურ­ნა­ლის­ტი­კაა. თსუ-ს ჟურ­ნა­ლის­ტი­კის სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე სწავ­ლი­სას გა­ტა­რე­ბულ­მა ოთხ­მა წელ­მა გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა იქო­ნია ჩე­მი პი­როვ­ნუ­ლო­ბის
ვრცლად>>>
2015-01-29
გზა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­კენ
19 იან­ვარს, პრა­ღის ის­ტო­რი­ულ ვაც­ლა­ვის მო­ე­დან­ზე მდე­ბა­რე ლუ­ცერ­ნის სა­სახ­ლე­ში, სა­ზე­ი­მოდ გა­იხ­ს­ნა ფო­ტო­გა­მო­ფე­ნა — „გზა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­კენ: აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, სა­ქარ­თ­ვე­ლო, ლიტ­ვა“,  რო­მე­ლიც მი­ეძღ­ვ­ნა1989-90-91 წლებ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს და იმ მძი­მე, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პე­რი­ოდს, რო­მე­ლიც გან­ვ­ლო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სათ­ვის მებ­რ­ძოლ­მა სამ­მა სა­ხელ­მ­წი­ფომ: სა­ქარ­თ­ვე­ლომ, აზერ­ბა­ი­ჯან­მა და ლიტ­ვამ. გა­მო­ფე­ნის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ჩეხ მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლებს თბი­ლის­ში, ბა­ქო­სა და ვილ­ნი­უს­ში მომ­ხ­და­რი ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ამ­სახ­ვე­ლი 40 ფო­ტო წა­რუდ­გი­ნეს (1989 წლის 9 აპ­რი­ლი — სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, 1990 წლის 20 იან­ვა­რი — ბა­ქო­ში და 1991 წლის 13 იან­ვა­რი — ვილ­ნი­უს­ში). გა­მო­ფე­ნის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი იყ­ვ­ნენ: აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ სტუ­დენ­ტ­თა კავ­ში­რი, ქარ­თ­ველ სტუ­დენ­ტ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში და ლიტ­ვის სა­ელ­ჩო.
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40] > [41] > [42] > [43] > [44] > [45] > [46] > [47] > [48] > [49] > [50] > [51] > [52] > [53] > [54] > [55] > [56]
13(807)N