გამოდის 1998 წლიდან
2015-10-15
ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბის ამო­სა­ვა­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით აღ­სავ­სე მო­ქა­ლა­ქეა

რუბრიკის სტუმარია
ანა აბესაძე,
ტალინის უნივერსიტეტის სტუდენტი

— ანა, სა­უ­ბა­რი მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დით  და­ვიწყოთ. ვი­ცი, რომ სკო­ლა­ში საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი და წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე იყა­ვი. რა ად­გი­ლი უჭი­რავს შენს ცხოვ­რე­ბა­ში სკო­ლა­ში გა­ტა­რე­ბულ წლებს, გან­საზღ­ვ­რა თუ არა სკო­ლამ შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი?
— ტყი­ბუ­ლის პირ­ველ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სწავ­ლის პე­რი­ო­დი ნამ­დ­ვი­ლად ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი ეტა­პია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, დატ­ვირ­თუ­ლი ბევ­რი ჩემ­თ­ვის ძვირ­ფა­სი მო­გო­ნე­ბით. სკო­ლამ, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პე­და­გო­გი­უ­რი კო­ლექ­ტი­ვის დახ­მა­რე­ბით, წარ­მა­ტე­ბით მო­ა­ხერ­ხა გა­მო­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნა ჩემ­ში ის უნარ-ჩვე­ვე­ბი, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა ჩე­მი წარ­მა­ტე­ბულ სტუ­დენ­ტად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. ყო­ველ­თ­ვის ფრი­ა­დო­სა­ნი ვი­ყა­ვი, რის გა­მოც პრე­ზი­დენ­ტის­გან კომ­პი­უ­ტე­რიც მი­ვი­ღე სა­ჩუქ­რად. თუმ­ცა, არ მო­გატყუ­ებთ, მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გრძნო­ბის გა­მო და­ვა­ლე­ბას ყო­ველ­თ­ვის ვას­რუ­ლებ­დი, მაგ­რამ მე და მა­თე­მა­ტი­კა ვე­რას­დ­როს ვუ­გებ­დით ერ­თ­მა­ნეთს.
ბავ­შ­ვო­ბი­დან მიყ­ვარ­და ამე­რი­კა და ოც­ნე­ბად მქონ­და იქ სას­წავ­ლებ­ლად წას­ვ­ლა, რა­მაც ჩე­მი ინ­გ­ლი­სუ­რი ენი­სად­მი ინ­ტე­რე­სი და სიყ­ვა­რუ­ლი გა­ნა­პი­რო­ბა. ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი მშვი­დო­ბის კორ­პუ­სის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ სხვა­დას­ხ­ვა ამე­რი­კულ ბა­ნა­კებ­ში. სახ­ლ­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სას, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, სკო­ლა­ში ჯერ გლოუ (გო­გო­ნე­ბი — ჩვე­ნი მსოფ­ლი­ოს ლი­დე­რე­ბი) კლუ­ბი და­ვა­არ­სე, შემ­დ­გომ — ეკო­ლო­გი­უ­რი კლუ­ბი, ქა­ლა­ქის მას­შ­ტა­ბით კი — კლუ­ბი „გა­მოც­დი­ლე­ბა — გახ­დე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი“. ვი­ყა­ვი სე­სი­ე­ბის ტრე­ნე­რი და კლუ­ბის პრე­ზი­დენ­ტი. ჩე­მი აქ­ტი­უ­რო­ბა ად­გი­ლობ­რივ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, „ტყი­ბუ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დ­მა“, შე­ამ­ჩ­ნია და კლუ­ბის­თ­ვის გრან­ტი, ხო­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თ­ვის ინ­გ­ლი­სუ­რის კურ­სე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა.
— სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მო­მა­ვალ ლი­დერ­თა პროგ­რა­მის სტი­პენ­დი­ის ფარ­გ­ლებ­ში, სწავ­ლობ­დი და­სავ­ლეთ მაგ­ნო­ლი­ის სკო­ლა­ში, ტე­ხას­ში. მი­ამ­ბე ამ პე­რი­ო­დის შე­სა­ხებ
— ეს იყო ჩე­მი ახ­დე­ნი­ლი ოც­ნე­ბა, რო­მე­ლიც ლა­მა­ზი ზღა­პა­რი­ვით მახ­სენ­დე­ბა. რო­გორც ფლჶხ-ის პროგ­რა­მის ერთ-ერ­თ­მა გა­მარ­ჯ­ვე­ბულ­მა, ერ­თი წე­ლი გა­ვა­ტა­რე ამე­რი­კა­ში, მას­პინ­ძელ ოჯახ­ში. ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თ­ლა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხი შემ­ხ­ვ­და, ისი­ნი არა­ერ­თხელ იყ­ვ­ნენ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და წელს ისევ მი­მიწ­ვი­ეს ამე­რი­კა­ში.
ამე­რი­კა­ში ვსწავ­ლობ­დი მე-12 კლას­ში, პა­რა­ლე­ლუ­რად სხვა­დას­ხ­ვა კლუ­ბე­ბის აქ­ტი­უ­რი წევ­რი ვი­ყა­ვი. პირ­ველ სე­მეს­ტ­რ­ში — ჯერ სკო­ლის გა­ზე­თის რე­დაქ­ტო­რის ასის­ტენ­ტი, შემ­დ­გომ კი — რე­დაქ­ტო­რი. ყვე­ლა­ზე კარ­გად სკო­ლის ფეხ­ბურ­თის გუნ­დ­ში თა­მა­ში და სე­ზო­ნის პირ­ვე­ლი გო­ლი მა­გონ­დე­ბა, რო­მე­ლიც სულ შემ­თხ­ვე­ვით გა­ვი­ტა­ნე. თუმ­ცა, მო­ტი­ვა­ცია ამე­რი­კე­ლი მწვრთნე­ლის და­პი­რე­ბაც გახ­და, თუ სე­ზო­ნის პირ­ველ გოლს გა­ვი­ტან­დი, სტა­დი­ონ­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჰიმ­ნი ჩა­ირ­თ­ვე­ბო­და. პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, შე­საძ­ლებ­ლო­ბა მქონ­და, სხვა­დას­ხ­ვა ად­გი­ლებ­ში მო­ხა­ლი­სედ მე­მუ­შა­ვა. რად­გან მოთხოვ­ნილ ლი­მიტ­ზე ოთხ­ჯერ მე­ტი სა­მო­ხა­ლი­სეო სა­ა­თი მქონ­და, პრე­ზი­დენტ ბა­რაკ ობა­მას ჯილ­დო და­ვიმ­სა­ხუ­რე სა­მო­ქა­ლა­ქო ჩარ­თუ­ლო­ბი­სათ­ვის. თუმ­ცა, დრო­ის უკან დაბ­რუ­ნე­ბა რომ შე­მეძ­ლოს, უფ­რო მეტ დროს  იმ ადა­მი­ა­ნებს და­ვუთ­მობ­დი, რო­მელ­თა­გა­ნაც ძა­ლი­ან ვარ და­ვა­ლე­ბუ­ლი.
— თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ს­წავ­ლას აგ­რ­ძე­ლებ ეს­ტო­ნეთ­ში, კერ­ძოდ, ტა­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. რა პროგ­რა­მით გა­ემ­გ­ზავ­რე და რო­მელ ფა­კულ­ტეტ­ზე ს­წავ­ლობ?
— თავ­და­პირ­ვე­ლად, ამე­რი­კა­ში ვა­პი­რებ­დი დაბ­რუ­ნე­ბას მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად. ჩე­მი სა­აპ­ლი­კა­ციო პრო­ცე­დუ­რე­ბიც ჰი­უს­ტონ­ში არ­სე­ბულ, ტოპ ოცე­ულ­ში მყოფ, რა­ი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თ­ვის (Rice ჲniversity) იყო გა­მიზ­ნუ­ლი. თე­ბერ­ვალ­ში ტე­ხას­ში გა­ვი­ა­რე გა­სა­უბ­რე­ბა. უნი­ვერ­სი­ტეტ­მა, რო­მელ­საც სამ­ხ­რე­თის ჰარ­ვარდს უწო­დე­ბენ, მსოფ­ლი­ოს ოც სტუ­დენ­ტ­თან ერ­თად, მი­მი­ღო სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე. იმის გა­მო, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი გრანტს არ გას­ცემს და გა­რე გრან­ტე­ბის­თ­ვის საკ­მა­ოდ და­მიგ­ვი­ან­და, არ­ჩე­ვა­ნი შე­ვიც­ვა­ლე — ერას­მუს მუნ­დუ­სის (ჰერ­მეს) პროგ­რა­მი­დან მო­მი­ვი­და პა­სუ­ხი, რომ მი­მი­ღეს ტა­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ორ­წ­ლი­ან მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ზე, სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით და საკ­მა­ოდ დი­დი სტი­პენ­დი­ით. ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე უარის თქმას ვე­რას­დ­როს ვა­პა­ტი­ებ­დი ჩემს თავს, მით უმე­ტეს, რომ რის­კის მე­ში­ნია. ახ­ლა ვფიქ­რობ, ეს უკე­თე­სი ვა­რი­ან­ტი იყო ჩემ­თ­ვის.
— რა წე­სით გა­მო­ი­ყო­ფა სტი­პენ­დი­ე­ბი და გრან­ტე­ბი უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის,  რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, არის თუ არა მათ­თ­ვის რა­ი­მე შე­ღა­ვა­თე­ბი და ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც აკ­მა­ყო­ფი­ლებს თუ არა სტი­პენ­დია სტუ­დენ­ტის მოთხოვ­ნებს?
— ტა­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­მო­უ­კი­დებ­ლა­დაც იღებს (ყო­ველ­გ­ვა­რი გა­რე პროგ­რა­მის გა­რე­შე) წარ­ჩი­ნე­ბულ სტუ­დენ­ტებს და ყო­ველ­თ­ვი­ურ სტი­პენ­დი­ებს გა­მო­უ­ყოფს, რო­მე­ლიც აქ ცხოვ­რე­ბის­თ­ვის სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სია. და­ფი­ნან­სე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­ი­პო­ვო ეს­ტო­ნე­თის მთავ­რო­ბის­გან, რო­მე­ლიც მო­წი­ნა­ვე უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის გა­მო­ყოფს გრან­ტებს. ასე­ვე, ტა­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ევ­რო­პის სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს სტუ­დენ­ტებს პირ­ვე­ლი სე­მეს­ტ­რი სხვა ქვეყ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში გა­ია­რონ.
— რო­გორ ფიქ­რობ, რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს  ევ­რო­პულ მო­წი­ნა­ვე უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს ქარ­თულ­თან შე­და­რე­ბით. რა შე­გიძ­ლია გვი­ამ­ბო სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის, ლექ­ცი­ე­ბი­სა და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რა მსგავ­სე­ბა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა ევ­რო­პულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­სა და ქარ­თულს შო­რის?
— ამ კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა ცო­ტა გა­მი­ჭირ­დე­ბა, რად­გან სა­მარ­თ­ლი­ა­ნი არ იქ­ნე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბის გავ­რ­ცო­ბა ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე. თუმ­ცა, ტა­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გა­ლით­ზე შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ, პირ­ველ რიგ­ში, ეს არის სტუ­დენ­ტ­ზე მორ­გე­ბუ­ლი მო­ხერ­ხე­ბუ­ლი გა­რე­მო — ე.წ. „სას­წავ­ლო ოთა­ხე­ბი“ 11 სა­ა­თამ­დე მუ­შა­ობს, ანუ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ სახ­ლ­ში არ გაქვს სა­მე­ცა­დი­ნო გა­რე­მო ან ინ­ტერ­ნე­ტი, ეს სუ­ლაც არ გიშ­ლის ხელს სწავ­ლა­ში. სას­წავ­ლო ოთა­ხი შა­ბათ-კვი­რა­საც მუ­შა­ობს. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბუ­ფე­ტია, სტუ­დენ­ტის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ფა­სე­ბით. მე­ო­რე, რაც ასე­ვე მო­მე­წო­ნა, მო­ხერ­ხე­ბუ­ლი გრა­ფი­კია,რო­მე­ლიც სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. არის პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც, მა­გა­ლი­თად, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თერ­თო­ბე­ბის სტუ­დენტს ნა­ტოს და ევ­რო­კავ­ში­რის ოფი­სებ­ში სას­წავ­ლო ვი­ზი­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. ასე­ვე, არ მინ­და გა­მომ­რ­ჩეს სას­წავ­ლო კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მზად არი­ან, ნე­ბის­მი­ერ დროს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ონ სტუ­დენტს.
რაც შე­ე­ხე­ბა აქა­ურ პრო­ფე­სო­რებს, ნამ­დ­ვი­ლად ვერ ვიტყ­ვი, რომ ქარ­თ­ვე­ლი პრო­ფე­სო­რე­ბი რა­მით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბი­ან.  ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით. ყვე­ლა ჩვე­ნი პრო­ფე­სო­რი ნამ­დ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყო, ცოდ­ნი­თა თუ მიდ­გო­მე­ბით.
— რა რო­ლი უჭი­რავს  ეს­ტო­ნეთ­ში (ტა­ლინ­ში) სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კებს?
— ეს სა­კითხი ნამ­დ­ვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს აღ­ნიშ­ვ­ნას. ორი რამ გან­სა­კუთ­რე­ბით მო­მე­წო­ნა: პირ­ვე­ლი — სას­წავ­ლო წიგ­ნე­ბის გა­მო­ტა­ნა ტა­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან შე­საძ­ლე­ბე­ლია სრუ­ლი­ად უფა­სოდ, მთე­ლი სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში; მე­ო­რე — ბიბ­ლი­ო­თე­კას აქვს ინ­ტერ­ნეტ­წყა­რო­ე­ბი, აკა­დე­მი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მელ­თან წვდო­მაც, სტუ­დენ­ტის სტა­ტუ­სის ფარ­გ­ლებ­ში, უფა­სოა, ანუ სა­მა­გის­ტ­რო ნაშ­რო­მის წე­რი­სას, ჩემ­თ­ვის უფა­სო იქ­ნე­ბა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სტა­ტი­ე­ბი და წიგ­ნე­ბი, რო­მელ­თა ფა­სი, ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, 100 დო­ლარს უდ­რის.
— ანა, სხვა­დას­ხ­ვა დროს, მუ­შა­ობ­დი არა­სამ­თავ­რო­ბო და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ნაკ­ში... მი­ამ­ბე შე­ნი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ. სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, ამ­ჟა­მად რა საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვი?
— ჩე­მი ხუთ­წ­ლი­ა­ნი შრო­მი­თი გა­მოც­დი­ლე­ბა არა­სამ­თ­ვ­რო­ბო და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, ასე­ვე, სა­ერ­თა­შო­რი­სო ბან­კ­ს­ მო­ი­ცავს. ვმუ­შა­ობ­დი შემ­დეგ ად­გი­ლებ­სა და პო­ზი­ცი­ებ­ზე: ტყი­ბუ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი (ინ­გ­ლი­სუ­რი ენის კურ­სე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი), ამე­რი­კუ­ლი საბ­ჭო­ე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბი­სათ­ვის (ქა­ლა­ქის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ფლექს პროგ­რა­მის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა კო­ორ­დი­ნა­ტო­რის ასის­ტენ­ტი, ქა­ლა­ქის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პროგ­რა­მის ასის­ტენ­ტი, გამ­გ­ზავ­რე­ბის წი­ნა ორი­ენ­ტა­ცი­ის მას­წავ­ლებ­ლის ასის­ტენ­ტი, რე­გი­ო­ნუ­ლი ფო­რუ­მის სპე­ცი­ა­ლუ­რი ასის­ტენ­ტი), სა­ერ­თა­შო­რი­სო სპარკ პროგ­რა­მა (პროგ­რა­მის დი­რექ­ტო­რის თა­ნა­შემ­წე), ფინ­კა ბან­კი (ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის კლერ­კი), პარ­ლა­მენ­ტ­ში (პრაქ­ტი­კან­ტი) ევ­რო­კავ­ში­რის პროგ­რა­მით, ასე­ვე, ვმუ­შა­ობ­დი თურ­ქე­თი­სა და ბულ­გა­რე­თის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში.
ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩე­მი ბო­ლო სამ­სა­ხუ­რი, ამი­ტომ მას­ზე ცო­ტა უფ­რო მეტს გეტყ­ვით. 2014-2015 წლებ­ში ვმუ­შა­ობ­დი გლოუ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, გლო­უს ელ­ჩე­ბის პროგ­რა­მის კო­ორ­დი­ნა­ტო­რად. ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პროგ­რა­მაა სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ, იყ­ვ­ნენ ცვლი­ლე­ბის აგენ­ტე­ბი თა­ვი­ან­თი თე­მე­ბის­თ­ვის  სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, საქ­ველ­მოქ­მე­დო თუ სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით. მინ­და ჩემ ელჩ გო­გო­ნებს ვუთხ­რა, ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ მა­თი საქ­მი­ა­ნო­ბით. ისი­ნი ხში­რად მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ მათ­თ­ვის მა­გა­ლი­თი ვი­ყა­ვი, თუმ­ცა, მე პი­რი­ქით ­ვ­ფიქ­რობ — ისი­ნი უფ­რო შთა­მა­გო­ნებ­დ­ნენ.
ამ­ჯე­რად შე­ტა­ნი­ლი მაქვს აპ­ლი­კა­ცია სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო­ში სტა­ჟი­რე­ბა­ზე. თუ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა, ვი­მუ­შა­ვებ გა­მოც­დილ დიპ­ლო­მა­ტებ­თან ერ­თად, ეს­ტო­ნეთ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში. სა­ქარ­თ­ვე­ლოს  სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩი  თეა ახ­ვ­ლე­დი­ა­ნი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მ­თან ერ­თად, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა. და­დე­ბი­თი პა­სუ­ხის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს ჩე­მი პირ­ვე­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა იქ­ნე­ბა.
— საკ­მა­ოდ კარ­გი მიღ­წე­ვე­ბი გაქვს. იყა­ვი პრე­ზი­დენ­ტის სტი­პენ­დი­ან­ტი სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის დროს, ფლობ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის  პრე­ზი­დენ­ტის ჯილ­დოს — „მე­დალს აქ­ტი­უ­რი სა­მო­ქა­ლა­ქო ჩარ­თუ­ლო­ბი­სა და მო­ხა­ლი­სე­ო­ბი­სათ­ვის“, ასე­ვე, ამე­რი­კის სა­ხელ­მ­წი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მად­ლო­ბის წე­რილს ჶducationჲSა-ის­თ­ვის გა­წე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რი­სათ­ვის. თა­ვად რას მი­იჩ­ნევ ყვე­ლა­ზე დიდ წარ­მა­ტე­ბად?
— რა თქმა უნ­და, თი­თო­ე­უ­ლი ჯილ­დო ჩემ­თ­ვის ღი­რე­ბუ­ლია, რად­გან მათ უკან დი­დი შრო­მა და მონ­დო­მე­ბა დგას. თუმ­ცა, მთა­ვა­რი ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბი­სა თუ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის დროს ჩემ გვერ­დით დგა­ნან, მათ გულ­შე­მატ­კივ­რო­ბას და სიყ­ვა­რულს ყო­ველ­თ­ვის ვგრძნობ, გან­სა­კუთ­რე­ბით — მშობ­ლე­ბი, რო­მელ­თა დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა ყვე­ლა ჩე­მი მიღ­წე­ვა და ჩე­მი და, რო­მელ­საც პა­ტა­რა ბავ­შ­ვი­ვით უხა­რია ჩე­მი წარ­მა­ტე­ბე­ბი. ამ მიღ­წე­ვე­ბის უკან ბევ­რი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა, უშე­დე­გო მცდე­ლო­ბა იყოს, თუმ­ცა ისი­ნი ყო­ველ­თ­ვის მამ­ხ­ნე­ვებ­დ­ნენ და ჩემ­თან იყ­ვ­ნენ.
— ანა, და­მეთ­ან­ხ­მე­ბი ალ­ბათ, რომ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა საზღ­ვარ­გა­რეთ ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის სულ უფ­რო და უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სურს თა­ვის პერ­სო­ნა­ლურ რე­ზი­უ­მე­ში „ოქ­როს ასო­ე­ბით“ შე­ავ­სოს გა­ნათ­ლე­ბის გრა­ფა, არ­ჩე­ვანს უცხო­ეთ­ზე აკე­თებს.  თუმ­ცა, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში შე­სას­ვ­ლე­ლად შე­საძ­ლოა ახალ­გაზ­რ­დებს გზა ად­ვი­ლად აერი­ოთ. სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, სა­ჭი­რო გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ცოდ­ნის გა­რე­შე, ძნე­ლია. რას ურ­ჩევ ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლებ­საც საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ...
— შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია ჩემ­გან ამა­ზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ  ვფიქ­რობ, კარ­გი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად საზღ­ვარ­გა­რეთ წას­ვ­ლა სუ­ლაც არ არის ერ­თა­დერ­თი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა. საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლა რა­შიც გეხ­მა­რე­ბა,  ეს არის ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი უნა­რე­ბის შე­ძე­ნა, ენის ცოდნის მეც­ნი­ე­რულ დო­ნე­ზე გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა და კონ­ტაქ­ტე­ბი, რაც პრო­ფე­სი­ულ წინ­ს­ვ­ლა­ში და­გეხ­მა­რე­ბა.
უცხო­ურ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ჩა­ბა­რე­ბა არც ისე ად­ვი­ლია. ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე რჩე­ვას მივ­ცემ საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის მი­ღე­ბის მსურ­ველ ქარ­თ­ველ სტუ­დენ­ტებს: 1. „ცდა ბე­დის მო­ნა­ხევ­რეა“ (მე ოც­ნე­ბებ­შიც ვერ ვი­ფიქ­რებ­დი რა­ი­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ღე­ბა­ზე) და არას­დ­როს თქვათ უარი ­დიდ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ზე, თუ ეს ნამ­დ­ვი­ლად გინ­დათ. თუმ­ცა, იყა­ვით რე­ა­ლის­ტე­ბი და ეცა­დეთ სხვა­დას­ხ­ვა დო­ნის, ბევრ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­აგ­ზავ­ნოთ მი­ღე­ბის გა­ნაცხა­დე­ბი; 2. მო­ი­ძი­ეთ ინ­ფორ­მა­ცია სას­წავ­ლო პროგ­რა­მებ­ზე პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბი­დან, ინ­ტერ­ნე­ტი­დან, უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან, ყვე­ლა შე­საძ­ლო რე­სურ­სი­დან; 3. აუცი­ლებ­ლად შე­ა­მოწ­მეთ ერას­მუს მუნ­დუ­სის პროგ­რა­მე­ბის კა­ლენ­და­რი ინ­ტერ­ნეტ­ში, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხ­ვა პროგ­რა­მებს სთა­ვა­ზობს ქარ­თ­ველ ახალ­გაზ­რ­დებს. რო­გორც ვი­ცი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც არ­სე­ბობს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის ფონ­დი, რო­მე­ლიც გრან­ტებს გა­მო­ყოფს  წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი ს­ტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის.
— სად და რო­გორ ატა­რებ თა­ვი­სუ­ფალ დროს?  მი­ამ­ბე, რო­გორ ცხოვ­რო­ბენ ეს­ტო­ნე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რა არის  მათ­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, რო­გო­რია ეს­ტო­ნუ­რი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა?
— კონ­კ­რე­ტუ­ლად ეს­ტო­ნელ სტუ­დენ­ტებ­ზე სა­უ­ბა­რი გა­მი­ჭირ­დე­ბა, რად­გან კურ­სე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხი­და­ნაა. თუმ­ცა, რაც შე­ვამ­ჩ­ნიე, საკ­მა­ოდ მე­გობ­რუ­ლე­ბი არი­ან და იცი­ან დრო­ის გა­ნა­წი­ლე­ბა სწავ­ლა­სა და გარ­თო­ბას შო­რის, რაც მე ძა­ლი­ან მი­ჭირს. თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის გა­სა­ტა­რებ­ლად თა­ვად უნი­ვერ­სი­ტე­ტი დიდ არ­ჩე­ვანს გვთა­ვა­ზობს, დაწყე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი სპორ­ტით. ჩე­მი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის უმე­ტე­სო­ბას (რო­მე­ლიც ჯერ ძა­ლი­ან ცო­ტა მაქვს) ვუთ­მობ იოგას და  მოგ­ზა­უ­რო­ბას რო­გორც ეს­ტო­ნე­თის შიგ­ნით, ისე ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში.
— რო­გორ გე­სა­ხე­ბა მო­მა­ვა­ლი, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას? რო­გორ ფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და დიპ­ლო­მი ითა­მა­შებს თუ არა გა­დამ­წყ­ვეტ როლს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში?
— სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბამ მიჩ­ვე­ნა, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მთე­ლი გუ­ლით გიყ­ვარ­დეს ის, რა­საც აკე­თებ. ამას სკო­ლის პე­რი­ოდ­შიც ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი და სწო­რედ ამი­ტომ და­ვა­არ­სე კლუ­ბი „გა­მოც­დი­ლე­ბა — გახ­დე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი“, რომ­ლის მთა­ვა­რი აზ­რი იყო პრო­ფე­სი­ის სწო­რად შერ­ჩე­ვა, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის და სურ­ვი­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ჩე­მი თა­ვი ან სა­ელ­ჩო­ში (ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს სა­კონ­სუ­ლო საქ­მე), ან სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში წარ­მო­მიდ­გე­ნია, სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რად.
ამე­რი­კა­შიც ვამ­ბობ­დი და აზ­რი არ შე­მიც­ვ­ლია, ცხოვ­რე­ბას ნამ­დ­ვი­ლად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვა­პი­რებ. რო­გორც ვი­ცი, საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ნათ­ლე­ბას ქარ­თუ­ლი სა­მუ­შაო ბა­ზა­რი აფა­სებს. ალ­ბათ მეც გა­მი­მარ­თ­ლებს, თუმ­ცა, ისე­თი სტუ­დენ­ტე­ბიც მი­ნა­ხავს, რომ­ლებ­მაც გა­ნათ­ლე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად ვერ გა­მო­ი­ყე­ნეს. კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მხო­ლოდ ერთ-ერ­თი კრი­ტე­რი­უ­მია, გარ­და ამი­სა, სხვა უნარ-ჩვე­ვე­ბი­ცაა სა­ჭი­რო, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, ენე­ბის ცოდ­ნა და სხვ.
— და­ბო­ლოს, რო­ცა ადა­მი­ა­ნი საზღ­ვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს, მეტს და ღრმად ფიქ­რობს სამ­შობ­ლო­ზე. საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ტა­რე­ბულ მცი­რე პე­რი­ოდ­შიც კი სხვა­ნა­ი­რად აფა­სებს სა­კუთარ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. რო­გორ ფიქ­რობ, მიგ­ვი­ღებს ევ­რო­პა ისე­თებს რო­გო­რე­ბიც ვართ, თუ ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის გა­და­ხედ­ვა და გა­და­ფა­სე­ბა მოგ­ვი­წევს? რა არის შენ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ღი­რე­ბუ­ლი, რაც ეს­ტო­ნეთ­ში გა­ტა­რე­ბულ­მა პე­რი­ოდ­მა მოგ­ცა?
— სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე ფიქ­რე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი მქონ­და ამე­რი­კა­ში, რად­გან ძა­ლი­ან შორს ვი­ყა­ვი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო. აქ ეს შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად მა­წუ­ხებს ან ჯერ საკ­მა­რი­სი დრო არ გა­სუ­ლა. ძა­ლი­ან ძნე­ლია ამა­ზე წი­ნას­წარ სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ რა­საც ამე­რი­კა­ში და აქ ყოფ­ნის დრო­საც მივ­ხ­ვ­დი, ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბის ამო­სა­ვა­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით აღ­სავ­სე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბია, მა­ში­ნაც კი, რო­ცა სის­ტე­მა მი­სი თა­ვი­დან არი­დე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბას მოგ­ცემს. ვფიქ­რობ, ეს დი­დი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა ევ­რო­პი­სა­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

22(896)N