გამოდის 1998 წლიდან
2015-10-22
მიწიერი სამოთხე, რომელშიც ჯერ არავინ გვიშვებს

ნომრის სტუ­მა­რია პო­ე­ტი
მა­რი­ამ წიკ­ლა­უ­რი

— „უც­ნა­უ­რი ბე­დი დაჰ­ყ­ვა სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლო­ბას. სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნ­ზე, ლი­ტე­რა­ტუ­რა იქ­ნე­ბა ეს, ილუს­ტ­რა­ცია, მე­თო­დო­ლო­გია თუ სხვა ას­პექ­ტი, არა­ვინ სა­უბ­რობს და არას­დ­როს მი­მო­ი­ხი­ლავს, თუმ­ცა ყვე­ლა ერ­თ­ნა­ი­რად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვანს უწო­დებს ამ სფე­როს“  — ეს არის ამო­ნა­რი­დი თქვე­ნი წე­რი­ლი­დან მწიგ­ნო­ბარ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ყო­ველ­წ­ლი­უ­რი ალ­მა­ნა­ხის­თ­ვის. ქალ­ბა­ტო­ნო მა­რი­ამ, ეს სიტყ­ვე­ბი 2012 წელს და­წე­რეთ, მას შემ­დეგ შე­იც­ვა­ლა რა­მე? რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია დღეს ქარ­თუ­ლი სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რა?
— ეს ალ­მა­ნა­ხი სულ 100 ცა­ლი და­ი­ბეჭ­და და პირ­ვე­ლი ხართ, ვინც ახ­სე­ნა ეს წე­რი­ლი. მიკ­ვირს. მგო­ნია, არა­ვინ არა­ფერს კითხუ­ლობს ფე­ის­ბუქ­ს­ტა­ტუ­სე­ბის გარ­და (ეს ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით). სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე ხში­რად მის­ვა­მენ კითხ­ვებს, გა­ცი­ლე­ბით ხში­რად, ვიდ­რე სა­დი­დო­ზე. გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ ამ კითხ­ვე­ბით სხვა­საც მი­მარ­თავთ და და­ა­ფიქ­რებთ, ეს დარ­გი ზრუნ­ვის საგ­ნად აქ­ცი­ოს. მდგო­მა­რე­ო­ბა შეც­ვ­ლი­ლი დი­დად არაა. ჩვენს პო­ლი­ტი­ზი­რე­ბულ და კო­მერ­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბულ დრო­ში ასეთ სა­თუთ თე­მებ­ზე ნაკ­ლე­ბად ხარ­ჯავს დროს  სა­ზო­გა­დო­ე­ბა. მსგავ­სი კვლე­ვე­ბი­სთ­ვი­საც არა­ვინ იწუ­ხებს თავს. ან სჭირ­დე­ბა ვინ­მეს? აი, ინ­ტერ­ნე­ტი: ბეჭ­დე და აქ­ვეყ­ნე, რაც გსურს, მომ­წო­ნე­ბელს ნა­ხავ. სი­თა­მა­მე ხან­და­ხან სი­თავ­ხე­დე­ში გა­დას­დით მოყ­ვა­რუ­ლებს, იმ­გ­ვარ ტექ­ს­ტებს ქმნი­ან „სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ხე­ლით“. ავ­ტო­რე­ბი კი გვყავს, მაგ­რამ მა­თი საქ­მი­ა­ნო­ბაც არაფ­რი­თაა წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი. ყვე­ლა ცდი­ლობს რა­ღა­ცას თა­ვის­თ­ვის. ხან ახერ­ხე­ბენ გა­მო­ცე­მას, ხან ვე­რა. მარ­ტო გა­მო­ცე­მაც არაა, ამ დარ­გ­ში ბევ­რი ნი­უ­ან­სია, რო­მე­ლიც მარ­თ­ლა მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია, მაგ­რამ გა­რე­მო არა­კე­თილ­გან­წყო­ბი­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა თავ­ს­მოხ­ვე­უ­ლი „პრობ­ლე­მე­ბით“ ცხოვ­რობს, სამ­წუ­ხა­როდ, ბავ­შ­ვებ­ზე ნაკ­ლე­ბა­დაა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ნიჭ­თან ერ­თად რამ­დე­ნი ცოდ­ნა, დაკ­ვირ­ვე­ბა, მე­თო­დო­ლო­გია სჭირ­დე­ბა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო ტექ­ს­ტე­ბი­სა და ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის შექ­მ­ნას. მარ­თა­ლია, ყვე­ლა­ფერს, ინ­ტუ­ი­ტი­უ­რად, მა­ინც მხო­ლოდ ნი­ჭი გა­ნა­გებს, მაგ­რამ ზედ­მე­ტი არ იქ­ნე­ბო­და თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნაც და, ზო­გა­დად, ამ დარ­გის მიღ­წე­ვე­ბი გა­აზ­რე­ბუ­ლი და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი იყოს. ნი­ჭი­ე­რებს კი ხელ­შეწყო­ბა ჰქონ­დეთ, წა­ხა­ლი­სე­ბა, მო­ტი­ვა­ცია სა­მუ­შა­ოდ.

— თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თ­ვე­ლი სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლე­ბი პა­ტა­რე­ბის­თ­ვის ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი არი­ან. რა არის ამის მი­ზე­ზი?
— მწე­რა­ლი კი არ უნ­და იყოს ცნო­ბი­ლი, არა­მედ მწერ­ლის წიგ­ნე­ბი, ტექ­ს­ტე­ბი, პერ­სო­ნა­ჟე­ბი. ბავ­შ­ვებს სულ არ აინ­ტე­რე­სებთ გვარ-სა­ხე­ლე­ბი,  თუმ­ცა „ძაღ­ლის თა­ვი“ აქ სხვა რა­მე­შია: თუ დღეს არ აქ­ტი­უ­რობ, არ აპი­ა­რებ სა­კუ­თარ თავს, არ ირ­ჯე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ნი ნაშ­რო­მის რეკ­ლა­მი­რე­ბა­ზე და ბო­ლოს „ფე­ი­სი“ არ ხდე­ბი, მშო­ბე­ლი, ანუ წიგ­ნის მყიდ­ვე­ლი არ ენ­დო­ბა უც­ნობ გვარ-სა­ხე­ლებს. სა­ერ­თო­დაც ქარ­თ­ვე­ლი მყიდ­ვე­ლი დი­დად არ წყა­ლობს ქარ­თ­ველ ავ­ტო­რებს და ისე­დაც გუ­ლი სულ უცხო­ე­ლე­ბის­კენ უწევს, მით უფ­რო, არა­ფერს ნიშ­ნავს მის­თ­ვის უც­ნო­ბი ავ­ტო­რე­ბი. უმ­რავ­ლეს შემ­თხ­ვე­ვა­ში ასეა. დღეს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან სნო­ბუ­რია. ვფიქ­რობ, ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მაც უნ­და გა­მო­ი­ყე­ნონ სა­ბავ­შ­ვო ავ­ტო­რე­ბის ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბი. მაგ­რამ ვის და­კარ­გი­ხარ, ვინ გე­ძებს... მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აპ­რი­ლი­დან ვმოგ­ზა­უ­რობ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­როს პრო­ექტ „ცოცხალ წიგ­ნებ­თან“ ერ­თად, მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო მო­ვი­ა­რეთ — 61 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ცენ­ტ­რე­ბი თუ სოფ­ლე­ბი და, უმ­რავ­ლეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში ვა­წე­რი­ნებ 10-15 მწერ­ლის გვარს, რომ­ლე­ბიც პოს­ტ­საბ­ჭო­უ­რი პე­რი­ო­დი­დან მოღ­ვა­წე­ო­ბენ, წიგ­ნე­ბიც აქვთ, მაგ­რამ არ­სად მა­თი გვა­რი არ იცი­ან და სა­ერ­თო­დაც ეს ხდე­ბა სა­ბავ­შ­ვო ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში. აი, ამ­დე­ნად არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო სი­ტუ­ა­ციაა ქვე­ყა­ნა­ში. და აბა, ბავ­შ­ვ­მა სა­ი­დან უნ­და იცო­დეს რა­მე, თუ უფ­რო­სებს არ ეცო­დი­ნე­ბათ, არ მი­აწ­ვ­დი­ან? იშ­ვი­ა­თად შეხ­ვ­დე­ბით წიგ­ნის მა­ღა­ზი­ას რა­ი­ონ­ში, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად. რა­ი­ო­ნე­ბია, რომ­ლებ­შიც ერთ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ას ვერ მი­აკ­ვ­ლევთ... აი, ესაა დღე­ვან­დე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო. მარ­თა­ლია, არ­სე­ბობს ინ­ტერ­ნეტ­მა­ღა­ზი­ე­ბი და შე­გიძ­ლი­ათ წიგ­ნე­ბის ელ­ვერ­სი­ე­ბი შე­ი­ძი­ნოთ, მაგ­რამ ქა­ლა­ქებს, და­ბებს, სოფ­ლებს წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბი ვინ და რა­ტომ გა­უქ­რო, ესაა საკ­ვ­ლე­ვი...

— რა არის მწერ­ლის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა? ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და მარ­თ­ლა ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბათ ბავ­შ­ვებს ისე­თი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რო­მელ­შიც აისა­ხე­ბა დღე­ვან­დე­ლო­ბის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნი­უ­ან­სე­ბი.
— უპირ­ვე­ლე­სად, დღე­ვან­დე­ლო­ბის პრობ­ლე­მა­ტი­კაა წიგ­ნე­ბი მო­ზარ­დებ­ზე, ომის თე­მა, ლტოლ­ვი­ლო­ბის თე­მა, ემიგ­რა­ცი­ის თე­მა, აგ­რე­სია, ჰუ­მა­ნიზ­მი, თა­ნალ­მო­ბა, იდენ­ტო­ბის თე­მე­ბი, ქუ­ჩა, პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, ჯა­რის­კა­ცის ცხოვ­რე­ბა, პო­ლი­ცი­ე­ლი, საგ­მი­რო ამ­ბე­ბი, თუნ­დაც ფოლ­კ­ლო­რი, თუნ­დაც დღე­ვან­დე­ლო­ბა; ამ­ბე­ბი ზაფხუ­ლის არ­და­დე­გებ­ზე, მა­სი­სა და ინ­დი­ვი­დის მენ­ტა­ლო­ბა­თა კონ­ფ­ლიქ­ტი, პე­და­გო­გი­სა და მოს­წავ­ლე­თა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, სოფ­ლის ბავ­შ­ვი­სა და ქა­ლა­ქე­ლი ბავ­შ­ვის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი; ბუ­ნე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ეკო­ლო­გი­უ­რი სა­კითხე­ბი, ათას­გ­ვა­რი კონ­ფ­ლიქ­ტი, რომ­ლებ­ზეც მო­ზარ­დე­ბი პა­სუ­ხებს ეძე­ბენ, თო­რემ პა­ტა­რე­ბი­სათ­ვის უფ­რო ბევ­რი წერს — გვაქვს უხ­ვად ლექ­სე­ბი, მაგ­რამ ნაკ­ლე­ბია პრო­ზა, არა­და ძა­ლი­ან სა­ჭი­როა სა­თავ­გა­და­სავ­ლო წიგ­ნე­ბი, ფან­ტას­ტი­კა. მწერ­ლებს ბევ­რი საქ­მე აქვთ, მით უფ­რო, თუ მე­თო­დურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­საც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, მაგ., რო­გორ ვწე­როთ 2, 3 ან 5 წლის ბავ­შ­ვის­თ­ვის, რო­გორ ავუხ­ს­ნათ რა ნა­წი­ლე­ბი აქვს სხე­ულ­ზე, რო­გორ ჩნდე­ბა ბავ­შ­ვი, რა ფე­რი არ არ­სე­ბობს ქვეყ­ნად და ა.შ და ა.შ.

— თქვენ ხართ „სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის — ლი­ბოს“ ერთ-ერ­თი და­მა­არ­სე­ბე­ლი. ასე­ვე თქვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვით და­არ­ს­და „ქარ­თუ­ლი სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნის დღე — 27 ოქ­ტომ­ბე­რი“. ძა­ლი­ან ბევრ აქ­ტი­ვო­ბას ახორ­ცი­ე­ლებთ ქარ­თუ­ლი სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის (აქ ყვე­ლას ვერ ჩა­მოვ­თ­ვ­ლი), რო­გორ მუ­შა­ობს ფონ­დი და რა გეგ­მე­ბი აქვს მო­მავ­ლის­თ­ვის?
— ირ­მა მა­ლა­ცი­ძემ, ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა და მე და­ვა­არ­სეთ ეს ფონ­დი, თუმ­ცა, რაც გვი­კე­თე­ბია, მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საწყი­სებ­ზე. ალ­ბათ მეტს გა­ვა­კე­თებ­დით, ელე­მენ­ტა­რუ­ლი ხელ­შეწყო­ბა რომ მოგ­ვე­პო­ვე­ბი­ნა. ჩვენ­თან ადა­მი­ა­ნე­ბი მტკივ­ნე­უ­ლად გა­ნიც­დი­ან ინი­ცი­ა­ტი­ვებს და კო­ლე­გებს ხან­და­ხან აღი­ზი­ა­ნებთ კი­დეც შე­ნი აქ­ტი­უ­რო­ბა. იმ­დე­ნი რა­მაა გა­სა­კე­თე­ბე­ლი და ჩვენ კი უაზ­რო ამ­ბი­ცი­ებ­ზე გვე­ხარ­ჯე­ბა დრო. თუმ­ცა, ფონდს ბევ­რი თა­ნა­მო­აზ­რე და კარ­გი მე­გო­ბა­რიც ჰყავს და იმე­დია, გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ საქ­მი­ა­ნო­ბას. ფონ­დის კა­რი ყვე­ლას­თ­ვის ღიაა, მაგ­რამ, რო­გორც კი ფონდს ვახ­სე­ნებთ, ზოგს ჰგო­ნია, რომ  ფუ­ლით შეგ­ვიძ­ლია მი­სი დახ­მა­რე­ბა ან მი­სი წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მა. ჩვენ არ ვართ გა­მომ­ცემ­ლე­ბი, ურ­თუ­ლეს წლებ­ში ბევ­რი რამ გა­ვა­კე­თეთ ახა­ლი და უც­ნო­ბი თა­ო­ბის გა­სამ­ხ­ნე­ვებ­ლად, მო­ტი­ვა­ცი­ე­ბის გა­საზ­რ­დე­ლად, გა­მომ­ცემ­ლე­ბი­სა და ავ­ტო­რე­ბის და­სა­ახ­ლო­ვებ­ლად, თა­ვად ქარ­თ­ვე­ლი ავ­ტო­რე­ბის და ქარ­თუ­ლი სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თ­ვის. ახ­ლა უკ­ვე იმ უმ­ძი­მეს­მა პე­რი­ოდ­მა გა­ი­ა­რა და სხვა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე ვდგა­ვართ.

— ამ აქ­ტი­ვო­ბე­ბის გარ­და, ძა­ლი­ან ბევ­რი საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნი აჩუ­ქეთ პა­ტა­რა მკითხ­ველს. რთუ­ლია ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის წე­რო მათ­თ­ვის გა­სა­გებ ენა­ზე?
— ჩემ­თ­ვის ეს ბედ­ნი­ე­რე­ბაა. ვწუხ­ვარ, რომ ამ საქ­მეს სა­თა­ნა­დო დროს ვერ ვუთ­მობ, მაგ­რამ სულ მჯე­რა, რომ სა­უ­კე­თე­სო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ჯერ და­სა­წე­რი მაქვს და აუცი­ლებ­ლად მო­ვიც­ლი ამის­თ­ვის, ეს იქ­ნე­ბა არა მხო­ლოდ სა­ბავ­შ­ვო პო­ე­ზია, არა­მედ სა­ბავ­შ­ვო პრო­ზაც.

— ბუ­ნებ­რი­ვია, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, შე­ხე­ბა გექ­ნე­ბათ სკო­ლას­თან ან ბაღ­თან. რას ფიქ­რობთ, რო­გორ მო­ქა­ლა­ქე­ებს ზრდის დღეს ჩვე­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა? და კი­დევ, ეთან­ხ­მე­ბით თუ არა ყბა­და­ღე­ბულ ფრა­ზას: „ეს თა­ო­ბა წიგნს აღარ კითხუ­ლობს“. რო­გორ ფიქ­რობთ, სად უნ­და ვე­ძე­ბოთ ამის მი­ზე­ზი ან რა ღო­ნე ვიხ­მა­როთ, რომ ბავშ­ვებ­მა, მო­ზარ­დებ­მა, ახალ­გაზ­რ­დებ­მა წიგ­ნი იკითხონ?
— გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად მაქვს შე­ხე­ბა და სას­ტი­კად არ მიყ­ვარს ბავ­შ­ვე­ბის და­მუ­ნა­თე­ბა. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად კარ­გი ბავ­შ­ვე­ბი გვყავს, მაგ­რამ „უფ­რო­სე­ბი“ მაბ­რა­ზე­ბენ მე პი­რა­დად. რით? იმით, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით მათ­თ­ვის ვერ უზ­რუნ­ველ­ვ­ყა­ვით კარ­გი სა­ხელ­მ­წი­ფოს აშე­ნე­ბა! ბავ­შ­ვებს აქვთ სა­თა­ნა­დო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი სკო­ლა­ში? ბავ­შ­ვებს აქვთ კარ­გი პროგ­რა­მე­ბი? ბავ­შ­ვებს ას­წავ­ლი­ან კარ­გად, კარგ ნა­წარ­მო­ე­ბებს? რა ვი­ცი, ალ­ბათ, უკე­თე­სად შე­იძ­ლე­ბა წარ­მარ­თო მა­თი ცხოვ­რე­ბა და გა­ნათ­ლე­ბა. მი­წევს ხოლ­მე სტუმ­რო­ბა სკო­ლებ­ში და მძლავ­რობს ყალ­ბი პა­თე­ტი­კუ­რი ემო­ცი­ე­ბი, დიქ­ცია, არ­ტის­ტიზ­მი.  გა­მი­ხარ­დე­ბო­და, რომ ბავ­შ­ვებ­თან მო­მუ­შა­ვე ყვე­ლა ადა­მი­ანს კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა, გე­მოვ­ნე­ბა, სწო­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და კარ­გი ხელ­ფა­სე­ბი ჰქონ­დეს, მაგ­რამ ასე არაა და, სა­ერ­თო­დაც, ჩვე­ნი ქვეყ­ნის უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მა­თა სა­თა­ვე სწო­რედ  გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბა­ში, ცრუ ჰუ­მა­ნიზ­მ­სა და ცრუ ქრის­ტი­ა­ნო­ბა­შია სა­ძი­ე­ბე­ლი. ეს სა­ო­ცა­რი აგ­რე­სი­უ­ლო­ბა, და­უნ­დობ­ლო­ბა, პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი გე­მოვ­ნე­ბა დამ­ღუპ­ვე­ლია, მაგ­რამ, რა ვქნათ, ამ წუმ­პე­დან ჯერ კი­დევ რომ ვერ ამოვ­ძ­ვე­რით. რა ვქნათ, რომ არც მას­წავ­ლებ­ლო­ბას ადევს სა­თა­ნა­დო პა­ტი­ვი და არც მო­წა­ფე­ო­ბას?! გვინ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გაზ­რ­და და ჩვენ თა­ვად ვართ მო­ნუ­რი აზ­როვ­ნე­ბის. რო­გორ გავ­ზ­რ­დით ნამ­დ­ვილ ღირ­სე­ულ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რო­ცა ნა­ხე­ვა­რი ოჯა­ხე­ბი ემიგ­რა­ცი­ა­შია წა­სუ­ლი და ბევ­რი მშობ­ლის გა­რე­შე იზ­რ­დე­ბა? რო­ცა ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რია ლტოლ­ვი­ლი და იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი უსახ­ლ­კა­რო ადა­მი­ა­ნი? ბევ­რი გა­სა­ჭი­რი ად­გას დღეს ადა­მი­ანს, მუდ­მივ სტრეს­შია, ბევრს არ­სე­ბო­ბის ში­ში აქვს, მაგ­რამ რად­გან მას­წავ­ლებ­ლო­ბას კი­დებ ხელს, ყვე­ლა­ფე­რი უნ­და გა­და­დო და ბავშვს ისე ემ­სა­ხუ­რო, რომ მის­მა გულ­მაც და გო­ნე­ბა­მაც სი­კე­თით აზ­როვ­ნე­ბა შეძ­ლოს. ეს უმ­თავ­რე­სია, ვიდ­რე უთავ­ტა­ნო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა და ერუ­დი­ცია. ფაქ­ტე­ბი და მშრა­ლი სტა­ტის­ტი­კა ადა­მი­ანს იმ­დენს ვე­რა­ფერს მის­ცემს, რა­საც კარ­გი ლი­ტე­რა­ტუ­რა, მხო­ლოდ კარ­გი. დღეს ჩვენს სამ­ყა­რო­ში რი­სი დე­ფი­ცი­ტიც  და პრობ­ლე­მაც გაჩ­ნ­და, იმა­ზე ჩვენს წი­ნა­პარს უკ­ვე ჰქონ­და ნა­ფიქ­რი და ისე­თი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა, რომ ადა­მი­ან­მა  იოლად შეძ­ლოს სამ­ყა­რო­ში ორი­ენ­ტი­რე­ბა. ეს გზამ­კ­ვ­ლე­ვი სწო­რედ ადა­მი­ა­ნუ­რი სი­კე­თე, თა­ნად­გო­მა და ჰუ­მა­ნიზ­მია რწმე­ნას­თან შე­ზა­ვე­ბუ­ლი. ეს არც ჩვენს ბავ­შ­ვებს აკ­ლი­ათ და არც უნ­და და­ვუ­კარ­გოთ. ყვე­ლა კარ­გი წიგ­ნიც ხომ ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზეა აგე­ბუ­ლი, მთა­ვა­რია, ბავ­შ­ვებს მი­ვა­წო­დოთ და ჩვე­ვად ჩა­მო­ვუ­ყა­ლი­ბოთ წიგ­ნი­ე­რე­ბი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბა.
მარ­თა­ლია, თე­ო­რი­ულ მსჯე­ლო­ბას ჰგავს და ისიც ვი­ცი, რომ ოჯა­ხის გა­რე­შე მარ­ტო სკო­ლა ვე­რა­ფერს იზამს, თუმ­ცა მას­წავ­ლე­ბელს ბევ­რი რა­მე შე­უძ­ლია გა­ა­კე­თოს მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. ის მა­ინც, რომ აზ­როვ­ნე­ბას მი­აჩ­ვი­ოს, ზე­და­პი­რუ­ლო­ბას გა­ნა­რი­დოს... რა ღო­ნე ვიხ­მა­რო­თო, მე­კითხე­ბით. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია ეს „ღო­ნე, ანუ ხერ­ხე­ბი“: ვერ იტყ­ვი, რა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ბავ­შ­ვებ­ში კითხ­ვის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი, მაგ­რამ ეს შე­იძ­ლე­ბა კომ­პ­ლექ­სუ­რა­დაც და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რა­დაც. სა­ო­ჯა­ხო ცოცხა­ლი მა­გა­ლი­თე­ბი­დან დაწყე­ბუ­ლი, რო­ცა მშო­ბე­ლი კითხუ­ლობს, წიგ­ნე­ბია სახ­ლ­ში, ოჯახ­ში წიგ­ნებ­ზე სა­უბ­რო­ბენ, რო­ცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი კითხუ­ლობს, მას­წავ­ლე­ბე­ლი რა­ღაც თე­მას გთა­ვა­ზობს, კლა­სე­ლე­ბი მსჯე­ლო­ბენ ან უბ­რა­ლოდ უსაქ­მუ­რო­ბი­სას წიგნს გა­დაშ­ლი­ან, რად­გან არ­სე­ბო­ბენ ეს წიგ­ნე­ბი მათ გვერ­დით ფი­ზი­კუ­რად და სუ­ლაც ინ­ტერ­ნეტ­ში აღ­მო­ა­ჩე­ნენ, რომ მო­და­ში შე­მო­სუ­ლა ვთქვათ „ჰარი პო­ტე­რი“, „თა­მა­ში ჭვა­ვის ყა­ნა­ში“, „ნუ მოკ­ლავ ჯა­ფა­რას“, ან „ფორ­თოხ­ლის გო­გო­ნა“, ან სუ­ლაც „პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი“ თუ „სა­მო­სე­ლი პირ­ვე­ლი“, ან „ჯინ­სე­ბის თა­ო­ბა“ და სხვა და სხვ. არ­სე­ბო­ბენ მთე­ლი რი­გი წიგ­ნე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც თით­ქოს რა­ღა­ცით მარ­თ­ლაც ჯინ­სებს გვა­ნან — სულ მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი, სულ გვერ­დით, სულ სა­სი­ა­მოვ­ნო, სულ შე­ნი!

— რო­გო­რია სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­შიც ისურ­ვებ­დით, რომ იცხოვ­რონ თქვენ­მა შვი­ლებ­მა ან შვი­ლიშ­ვი­ლებ­მა?
— თა­ვი­სუ­ფა­ლი  და ჰუ­მა­ნის­ტი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ღირ­სე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი, თა­ნაბ­რად პა­ტი­ვის­მ­ცე­მე­ლი კარ­გი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და სი­ახ­ლე­ე­ბი­სა, პა­ტი­ვის­მ­ცე­მე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის! მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის! დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან ეს უტო­პი­ად მო­ჩანს, მაგ­რამ ასე­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შექ­მ­ნას, მით უფ­რო ამ­დე­ნი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბის მე­რე, ფორ­მა­ცი­ა­თა ცვლის მე­რე, ათას­წ­ლე­ულ­თა ცვლის მიჯ­ნა­ზე, დრო სჭირ­დე­ბა. დე, იყოს მშვი­დო­ბა, რომ ჩვენ გვქონ­დეს და­ფიქ­რე­ბის და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის დრო. სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვად მო­აზ­როვ­ნე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლის­ტე­ბი — აი, ამათ ბა­ზა­ზე და არა ზომ­ბე­ბის მი­ერ აშენ­დე­ბა ასე­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. მინ­და ვი­სურ­ვო, რომ ჩემს მო­მა­ვალს ხე­ებს და ტყე­ებს არ უჩე­ხავ­დ­ნენ, მი­წას არ უბინ­ძუ­რებ­დ­ნენ, არ უყიდ­დ­ნენ, ჰქონ­დეთ ისე­თი­ვე სუფ­თა და მშვი­დი საცხოვ­რი­სი, რო­გო­რი ლა­მა­ზი­ცაა მა­თი ქვე­ყა­ნა. მინ­და, ფორ­მას ში­ნა­არ­სი შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს. ჩვენ მარ­თ­ლა მი­წი­ე­რი სა­მოთხე გვაქვს, მაგ­რამ ჯერ არა­ვინ გვიშ­ვებს მას­ში. სულ უფ­რო ვშორ­დე­ბით მის გულს, რად­გან არას­წო­რად ვვი­თარ­დე­ბით, ვა­შა­ვებთ ბევრ რა­მეს და ვერ ვირ­გებთ იმ უამ­რავ სი­კე­თეს და მადლს, რა­საც ეს მი­წა-წყა­ლი უნ­და გვაძ­ლევ­დეს. ვსულ­ს­წ­რა­ფობთ და ვა­შა­ვებთ. მინ­და შრო­მის­მოყ­ვა­რე ქარ­თ­ვე­ლე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო და არა ფუ­ლის შოვ­ნის­თ­ვის მი­წის გამ­ყიდ­ვე­ლე­ბის და მძო­რის საკ­ვე­ბად და სა­წამ­ლა­ვის — წამ­ლად გამ­სა­ღებ­ლე­ბის ქვე­ყა­ნა!
— ძა­ლი­ან ბევ­რი ჯილ­დო გაქვთ მი­ღე­ბუ­ლი, არ ვი­ცი თქვენ­თ­ვის რო­მე­ლია უფ­რო ღი­რე­ბუ­ლი,  მე კი ერთ-ერ­თი ჯილ­დოს გად­მო­ცე­მის მომ­ს­წ­რე გავ­ხ­დი ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­ს­ზე „გა­ლა“, პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლის­თ­ვის „თეთ­რი ხბო­რე­ბი“. კრე­ბუ­ლი მარ­თ­ლაც შთამ­ბეჭ­და­ვია. თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბის კრი­ტი­კო­სად, ბუ­ნებ­რი­ვია, მე ვერ გა­მოვ­დ­გე­ბი, ამი­ტო­მაც  მაია ჯა­ლი­აშ­ვი­ლის წე­რი­ლი­დან მო­ვიშ­ვე­ლი­ებ ცი­ტა­ტას: „თეთ­რი ხბო­რე­ბი“ მა­რი­ამ წიკ­ლა­უ­რის პორ­ტ­რე­ტია. ამ წიგ­ნ­ში წარ­მოჩ­ნ­დე­ბა მი­სი სუ­ლი­ე­რი მის­წ­რა­ფე­ბა­ნი, სამ­ყა­როს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და შთამ­ბეჭ­და­ვი გა­მოც­დი­ლე­ბა­ნი. ამ პო­ე­ზი­ა­ში თა­ნაბ­რად ირეკ­ლე­ბი­ან ხი­ლულ­ნი და უხი­ლავ­ნი, სუ­ლი­ერ­ნი და უსუ­ლო­ნი, ერ­თი სიტყ­ვით, ყო­ვე­ლი­ვე ის, რაც ადა­მი­ანს სულს, გულ­სა და გო­ნე­ბას უშ­ფო­თებს, ამოძ­რა­ვებს და აღ­ძ­რავს სი­ცოცხ­ლის მის­ტე­რი­ის შე­საც­ნო­ბად.
მა­რი­ა­მის პო­ე­ზია სით­ბო­თი და სიყ­ვა­რუ­ლი­თაა სავ­სე, რა­ღაც­ნა­ი­რად ჩამ­ყუდ­რო­ე­ბუ­ლი, თან­ვე „ყო­ვე­ლი კე­დე­ლი კა­რია“ (რალფ ემერ­სო­ნი), რომ­ლებ­საც მკითხ­ვე­ლი უსაღ­ზ­ვ­რო და ნა­თე­ლი გუ­ლი­სა თუ სუ­ლის სივ­რ­ცე­ში გაჰ­ყავს სა­ხე­ტი­ა­ლოდ“.
 და მა­ინც, რო­გო­რია თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პორ­ტ­რე­ტი?
— აღ­მა­ტე­ბით მიხ­სე­ნი­ებთ და უხერ­ხუ­ლია, არ ვიტყო­დი, რომ ბევ­რი ჯილ­დო მაქვს. ეს ჯილ­დო­ე­ბი არაა, ეს უბ­რა­ლოდ შრო­მი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის გზა­ზე პა­ტა­რა დღე­სას­წა­უ­ლე­ბია, პა­ტა­რა სი­ურ­პ­რი­ზე­ბი, ფი­ნან­სუ­რი წა­ხა­ლი­სე­ბე­ბია. ჯილ­დო პო­ე­ტის­თ­ვის სხვა რა­მეს ჰქვია, არც პრე­მი­ას, არც კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბას, არა­მედ მკითხ­ვე­ლის ნამ­დ­ვილ აღი­ა­რე­ბას, სი­ახ­ლე­ე­ბის შე­მო­ტა­ნას ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, ახა­ლი სათ­ქ­მე­ლის მიგ­ნე­ბას, ახა­ლი გზის გაკ­ვალ­ვას. ეს კი სა­უ­კუ­ნე­ში ერ­თე­ულ­თა ხვედ­რია. დრო გა­ნი­ჭებს პო­ეტს ჯილ­დოს, არ­და­ვიწყე­ბის ჯილ­დოს. ამა­ზე დე, მე­რე სხვებ­მა ილა­პა­რა­კონ, თუ­კი ამ­დენს შევ­ძ­ლებ, სა­ლა­პა­რა­კოდ შევ­რ­ჩე სი­ცოცხ­ლეს, ან ლექ­სად შევ­რ­ჩე, ან სიმ­ღე­რად. შე­მოქ­მედ ადა­მი­ანს ხომ თვა­ლი სულ მა­რა­დი­სო­ბის­კენ გა­ურ­ბის...

— სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე ლი­ტე­რა­ტუ­რულ პრო­ცე­სებ­საც შე­ვე­ხოთ. ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს მწერ­ლე­ბის აქ­ტი­ვო­ბა — „ცოცხალ წიგ­ნებ­თან“ შეხ­ვედ­რა. რა მი­ზანს ისა­ხავს ეს შეხ­ვედ­რე­ბი, რო­მელ­საც, თუ არ ვცდე­ბი, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით ახორ­ცი­ე­ლებთ?
— 61 მუ­ნი­ცი­ა­ლი­ტეტ­ში მოგ­ვი­წია შეხ­ვედ­რე­ბის გა­მარ­თ­ვა პრო­ექტ „ცოცხალი წიგ­ნე­ბის“ ავ­ტო­რებს. 75 მწე­რა­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და ამ პრო­ექ­ტ­ში, რო­მე­ლიც 14 აპ­რილს და­იწყო და აგერ 9 ოქ­ტომ­ბერს დამ­თავ­რ­და. მო­ვი­ა­რეთ მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო. სამ­წუ­ხა­როდ, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ჯერ ვერ ვამ­ბობ, მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო მო­ვი­ა­რე-მეთ­ქი, მაგ­რამ კი გა­ვი­ცა­ნი უფ­რო ახ­ლო­დან ჩე­მი­ვე სამ­შობ­ლო და ხალ­ხი. მად­ლი­ე­რი ვარ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­რო­სი, რომ პრო­ექ­ტი სრუ­ლად და­ა­ფი­ნან­სა და მწერ­ლებს მოგ­ვ­ცა მკითხ­ვე­ლებ­თან უშუ­ა­ლო შეხ­ვედ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ გა­ვე­დით დე­და­ქა­ლა­ქი­დან და ჩვე­ნი თვა­ლით ვნა­ხეთ, რაც ხდე­ბა, რა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბია რა­ი­ო­ნებ­ში, რა უნ­და ვა­კე­თოთ. პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტ­რის მრჩე­ვე­ლი, ქალ­ბა­ტო­ნი ქე­თი დუმ­ბა­ძე და მი­ნის­ტ­რი, ბა­ტო­ნი მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე გვპირ­დე­ბი­ან, რომ ეს პრო­ექ­ტი სა­მო­მავ­ლო­დაც გაგ­რ­ძელ­დე­ბა. ესაა ყვე­ლა­ზე სა­ჭი­რო საქ­მე, რი­თაც მწე­რა­ლიც და მკითხ­ვე­ლიც დიდ სი­ხა­რულს გა­ნიც­დის — წიგ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ვე­წე­ვით, ცოცხალ ლი­ტე­რა­ტუ­რულ პრო­ცესს ვაც­ნობთ, ვა­ინ­ტე­რე­სებთ ახა­ლი ავ­ტო­რე­ბით, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პე­რი­ო­დი­კა ჩაგ­ვაქვს, ასე­ვე, წიგ­ნე­ბი და ა.შ. და მწერ­ლე­ბი ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გარ­კ­ვე­ულ ჰო­ნო­რარ­საც იღე­ბენ.

— და­ბო­ლოს, ერთ-ერთ ლექ­ს­ში ამ­ბობთ, რომ „ხე­ლახ­ლაა ამო­სათ­ქ­მე­ლი მთე­ლი სამ­ყა­რო“... რო­გო­რია ამ ერთ ფრა­ზა­ში მოქ­ცე­უ­ლი თქვე­ნი სამ­ყა­რო?
— ჩე­მი სამ­ყა­რო — ეს ყვე­ლა­ფერ­ში გაცხა­დე­ბუ­ლი რწმუ­ნე­ბაა, რომ ადა­მი­ა­ნი უფ­ლი­საა, რომ დიდ ომ­შია, რომ არ უნ­და და­კარ­გოს იმე­დი და მხნე­ო­ბა, სევ­დას­თან ერ­თად სი­ხა­რუ­ლიც უნ­და ედ­გას გულ­ში, რომ ადა­მი­ა­ნად დარ­ჩეს ამ რთულ დრო­ში. ბუ­ნე­ბის და მთე­ლი სამ­ყა­როს გა­დაშ­ლი­ლი წიგ­ნი იკითხოს და იფიქ­როს, რის­თ­ვის მო­ვი­და ამ­ქ­ვეყ­ნად? იქ­ნებ სუ­ლაც თა­ვი­სი წი­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბის სა­პოვ­ნე­ლად, თა­ვი­სი კოს­მო­სის შე­საქ­მ­ნე­ლად.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N