გამოდის 1998 წლიდან
2015-10-22
უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მა­ტე­ბას სტუ­დენ­ტე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის ცოდ­ნა გა­ნა­პი­რო­ბებს

რუბრიკის სტუმარია სასწავლო
ეროვნული უნივერსიტეტის სეუ-ს
რექტორი გია კავთელიშვილი

— ბა­ტო­ნო გია, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­უ­ჯეტს, ძი­რი­თა­დად, სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გან­საზღ­ვ­რავს, უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არი­ან რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი სტუ­დენ­ტი მი­ი­ღონ. რო­გორ ფიქ­რობთ, ხომ არ ხდე­ბა ეს ხა­რის­ხის ხარ­ჯ­ზე? მოგ­წონთ თუ არა და­ფი­ნან­სე­ბის არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მა და რამ­დე­ნად აკ­მა­ყო­ფი­ლებს უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოთხოვ­ნებს გან­საზღ­ვ­რუ­ლი ფი­ნან­სე­ბი. არ­სე­ბობს თუ არა და­ფი­ნან­სე­ბის სხვა გზა ან სხვა პრინ­ცი­პი? თქვენ­თ­ვის რო­მე­ლი იქ­ნე­ბო­და სა­სურ­ვე­ლი?
— სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში იყო პე­რი­ო­დი, რო­დე­საც კერ­ძო უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ასო­ცირ­დე­ბო­და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მაქ­სი­მა­ლურ მო­გე­ბა­სა და ყვე­ლა შე­საძ­ლო სა­შუ­ა­ლე­ბით ხარ­ჯის მი­ნი­მი­ზა­ცი­ა­ზე. ვფიქ­რობ, ამ­ჟა­მად ვი­თა­რე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­იც­ვა­ლა — მიმ­დი­ნა­რე წელს, ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში 63 უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­მელ­თა მი­ერ გა­მოცხა­დე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, სა­ერ­თო ჯამ­ში, შე­ად­გენ­და 47 ათასს, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბით კი მხო­ლოდ 28 ათასი აბი­ტუ­რი­ენ­ტი ჩა­ი­რიცხა.
სა­ხე­ზეა შემ­თხ­ვე­ვა, რო­დე­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში არ­სე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ბევ­რად მე­ტია აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, ამი­ტომ აბი­ტუ­რი­ენ­ტი „რო­მე­ლი­მე უმაღ­ლეს­ში მოწყო­ბა­ზე“ აღარ ფიქ­რობს, მას აქვს არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა და ამ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბი­სას, ის და­ეყ­რ­დ­ნო­ბა იმას, თუ რა ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რას, სწავ­ლე­ბის ხა­რისხს, სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბი­სა და პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას სთა­ვა­ზობს უნი­ვერ­სი­ტე­ტი.
ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში,სტუ­დენ­ტის არ­ჩე­ვა­ნი მიჯ­ნავს წარ­მა­ტე­ბულ და ნაკ­ლე­ბად წარ­მა­ტე­ბულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს. წლე­ვან­დე­ლი ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გებს რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, მხო­ლოდ ორ­მა კერ­ძო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ჩა­რიცხა 1000-ზე მე­ტი სტუ­დენ­ტი, 38-მა და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ (უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 50%-ზე მე­ტი) — 200-ზე ნაკ­ლე­ბი, ხო­ლო 28-მ — 100-ზე ნაკ­ლე­ბი სტუ­დენ­ტი. ჩე­მი აზ­რით, დღე­ვან­დე­ლი ვი­თა­რე­ბა ცხად­ყოფს ზუს­ტად იმას, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის მხრი­დან სტუ­დენ­ტე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის ცოდ­ნა და მა­თი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მა­ტე­ბას.
და­ფი­ნან­სე­ბის სხვა გზე­ბის მო­ძი­ე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია, ამი­ტომ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმე­ტე­სო­ბა სწავ­ლის სა­ფა­სუ­რით შედ­გე­ნილ ბი­უ­ჯეტ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რო­გორც წე­სი, გრან­ტის ფარ­გ­ლებ­შიც, აკა­დე­მი­უ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მსურ­ვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც უპი­რა­ტე­სო­ბას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს ანი­ჭე­ბენ. ამას ემა­ტე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის ხში­რი ცვლი­ლე­ბა, რომ­ლის ფონ­ზე ბევრს ვერ გა­ურ­კ­ვე­ვია, რომ კერ­ძო ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი და აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი იმა­ვე ხა­რის­ხის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს სთა­ვა­ზობს და ისე­ვეა აღი­ა­რე­ბუ­ლი, რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფო, ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის ის­ტო­რი­ის მქო­ნე უნი­ვერ­სი­ტე­ტი.
უკე­თე­სია, სტუ­დენტს, არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბი­სას, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ჰქონ­დეს ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია და არ­ჩე­ვანს მარ­ტო სტა­ტუ­სის გა­მო არ აკე­თებ­დეს, პრინ­ცი­პით — „მა­ინც სა­ხელ­მ­წი­ფოა და იქ ჩა­ვა­ბა­რებ“.

— აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის გარ­კ­ვე­ულ ნა­წილს, რომ­ლებ­მაც მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვა­რი გა­და­ლა­ხეს, წელს უარი ეთ­ქ­ვათ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში დარ­ჩე­ნილ ვა­კან­ტურ ად­გი­ლებ­ზე. მი­სა­ღე­ბია თუ არა თქვენ­თ­ვის ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და ზო­გა­დად, რა აზ­რის ხართ მე­ო­რად ჩა­რიცხ­ვებ­ზე? გა­სულ წლებ­ში გყავ­დათ თუ არა მე­ო­რა­დი ჩა­რიცხ­ვის სტუ­დენ­ტე­ბი და რამ­დე­ნად კომ­ფორ­ტუ­ლი იყო მა­თი ჩარ­თ­ვა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში?
— გა­სულ წლებ­ში მე­ო­რა­დი ჩა­რიცხ­ვის სტუ­დენ­ტე­ბი არ გვყო­ლია იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გა­მო, რომ ყო­ველ­თ­ვის 100%-იანი შევ­სე­ბა გვქონ­და ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის პირ­ვე­ლა­დი ჩა­რიცხ­ვე­ბით. მაგ­რამ, რაც არ უნ­და არა­კომ­ფორ­ტუ­ლი იყოს მე­ო­რა­დი ჩა­რიცხ­ვა სას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, მა­ინც პრი­ო­რი­ტე­ტად აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი­სა და მა­თი ოჯა­ხე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი მი­მაჩ­ნია.
ჩვენ გვქონ­და ინი­ცი­ა­ტი­ვა, დარ­ჩე­ნილ ვა­კან­ტურ ად­გი­ლებ­ზე ჩაგ­ვე­რიცხა ეს აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, თუმ­ცა სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას მხა­რი არ დაუ­ჭი­რეს. ვა­დებ­თან მი­მარ­თე­ბით არ ვფიქ­რობ, რომ დი­დი პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბო­და, თუნ­დაც წი­ნა წლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ან იმ ფაქ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ, მარ­თა­ლია, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი სა­ქარ­თ­ვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სექ­ტემ­ბ­რის შუა რიცხ­ვე­ბი­დან ან სექ­ტემ­ბ­რის ბო­ლოს იწყე­ბა, მაგ­რამ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი მა­ინც ელო­დე­ბი­ან სა­მი­ნის­ტ­რო­დან მო­ბი­ლო­ბის ჩა­რიცხ­ვე­ბის დას­რუ­ლე­ბას, მა­გის­ტ­რან­ტე­ბის ჩა­რიცხ­ვას და ა.შ.

— გაქვთ თუ არა ურ­თი­ერ­თო­ბა საზღ­ვარ­გა­რე­თის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვით და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან. რო­მელ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან გაქვთ გაც­ვ­ლი­თი და ერ­თობ­ლი­ვი, სტუ­დენ­ტუ­რი, სა­მა­გის­ტ­რო თუ სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბი?
— ბევრ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტ­ზე ვმუ­შა­ობთ და სტუ­დენ­ტებს ვთა­ვა­ზობთ გაც­ვ­ლით პროგ­რა­მებს ბალ­ტი­ის­პი­რე­თის, პო­ლო­ნე­თის, გერ­მა­ნი­ის, ჰო­ლან­დი­ის, დი­დი ბრი­ტა­ნე­თის, საფ­რან­გე­თის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან. ვცდი­ლობთ, შე­და­რე­ბით ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი პროგ­რა­მე­ბი შევ­თა­ვა­ზოთ და და­ვეხ­მა­როთ და­ფი­ნან­სე­ბის მო­ძი­ე­ბა­ში. სტუ­დენ­ტე­ბი დიდ ინ­ტე­რესს იჩე­ნენ ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მე­ბის მი­მართ. სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რის­თ­ვის მთა­ვა­რი ხე­ლის შემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტო­რი ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რია, სწო­რედ ამი­ტომ, ყვე­ლა სტუ­დენტს, 5 სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვთა­ვა­ზობთ სა­სურ­ვე­ლი ევ­რო­პუ­ლი ენის სწავ­ლას და ვფიქ­რობთ, ეს პირ­ვე­ლი აუცი­ლე­ბე­ლი ნა­ბი­ჯია ჩვე­ნი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბის რე­ა­ლუ­რად ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ი­სათ­ვის.

— დღე­ი­სათ­ვის ახალ­გაზ­რ­დე­ბის და­საქ­მე­ბა ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი პრობ­ლე­მაა. ხომ არ აქვს უნი­ვერ­სი­ტეტს რა­ი­მე პროგ­რა­მა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­კუ­თა­რი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის?
—  სტუ­დენ­ტე­ბის და­საქ­მე­ბის ხელ­შეწყო­ბა ერთ-ერ­თი პრი­ო­რი­ტე­ტი იყო სეუ-ს აკა­დე­მი­უ­რი ხედ­ვის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. უკ­ვე და­საქ­მე­ბულ სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბას ვაძ­ლევთ, ის­წავ­ლონ სა­ღა­მოს ჯგუ­ფებ­ში, რა­თა არც სას­წავ­ლო პრო­ცესს ჩა­მორ­ჩ­ნენ და არც სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა­ში შე­ე­შა­ლოთ ხე­ლი. გვაქვს დამ­საქ­მებ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც ამა­რა­გებს სტუ­დენ­ტებს ინ­ფორ­მა­ცი­ით ჩვე­ნი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის მი­ერ გა­მოცხა­დე­ბუ­ლი ვა­კან­სი­ე­ბის შე­სა­ხებ. ასე­ვე, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს ორი ბიზ­ნეს-ინ­კუ­ბა­ტო­რი — მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია და ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო, სა­დაც ყვე­ლა ჩვე­ნი სტუ­დენ­ტი რე­ა­ლურ კლი­ენ­ტებ­თან მუ­შა­ობს, სწავ­ლობს შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფი­ლის კომ­პა­ნი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას, რაც, თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას­თან ერ­თად, სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი გახ­დეს და­საქ­მე­ბის ბა­ზარ­ზე.
— სტუ­დენ­ტე­ბი ხში­რად გა­მოთ­ქ­ვა­მენ პრე­ტენ­ზი­ას სა­ჭი­რო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ქარ­თულ ენა­ზე არარ­სე­ბო­ბის გა­მო. არის თუ არა თქვენ­თან ეს პრობ­ლე­მა და თუ ასეა, რო­გორ აგ­ვა­რებთ?
— ეს სა­ერ­თო პრობ­ლე­მაა ქარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცის­თ­ვის. სა­ბა­კა­ლავ­რო სა­ფე­ხურ­ზე ძი­რი­თად ლი­ტე­რა­ტუ­რად არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ვერ გა­მო­ი­ყე­ნებ. რო­გორც წე­სი, ლექ­ტო­რი თა­ვად ავ­სებს ქარ­თულ მა­სა­ლას უცხო­უ­რი წყა­რო­ე­ბი­დან თარ­გ­მ­ნი­ლი კონ­ს­პექ­ტით, ე.წ. „რი­დე­რით“, რა­საც ვუ­ბეჭ­დავთ სტუ­დენ­ტებს.

— რას გვეტყ­ვით სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის შე­სა­ხებ, აფი­ნან­სებს თუ არა უნი­ვერ­სი­ტე­ტი მის საქ­მი­ა­ნო­ბას?
— ჩვე­ნი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა ყო­ველ­თ­ვის აქ­ტი­უ­რია, რო­გორც სტუ­დენ­ტურ პრო­ექ­ტებ­ში, ასე­ვე სპორ­ტულ და კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში. სე­უ­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს სტუ­დენ­ტუ­რი თე­ატ­რა­ლუ­რი და­სი, მუ­სი­კა­ლუ­რი ბენ­დი, სპორ­ტუ­ლი გუნ­დე­ბი და ა.შ.
სეუ-ს 7-კა­ცა რაგ­ბის გუნ­დი წელს, ზე­დი­ზედ მე­ო­რედ, გახ­და „ევ­რო­პის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სპორ­ტის ასო­ცი­ა­ცი­ის“ (EUSA) ეგი­დით გა­მარ­თუ­ლი, 7-კა­ცა რაგ­ბის „ევ­რო­პის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ჩემ­პი­ო­ნა­ტის“ (European Universities Championships), ხო­ლო 2014 წელს — „ევ­რო­პის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო თა­მა­შე­ბის“ (European Universities Game) თა­სის მფლო­ბე­ლი და ჩემ­პი­ო­ნი, ჯამ­ში — 22 მატ­ჩ­ში 22 გა­მარ­ჯ­ვე­ბით და რე­ი­ტინ­გით, ევ­რო­პის 7-კა­ცა რაგ­ბ­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი.
უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ხში­რად ტარ­დე­ბა სტუ­დენ­ტუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, ჩვენც ვა­ფი­ნან­სებთ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის ყვე­ლა პრო­ექტს.

— გვი­ამ­ბეთ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ, ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში (წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა და­ფი­ნან­სე­ბა და ა.შ.).
— უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ­სე­ბობს ფი­ნან­სუ­რი შე­ღა­ვა­თე­ბის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტის აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რაც უფ­რო მა­ღა­ლია სტუ­დენ­ტის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი ქუ­ლა თი­თო­ე­ულ სა­გან­ში, თი­თო­ე­უ­ლი სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, მით უფ­რო ნაკ­ლე­ბია მის მი­ერ გა­და­სახ­დე­ლი სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი ან, სტი­პენ­დი­ის სა­ხით, უფ­რო მეტ თან­ხას (40-დან 400 ლა­რამ­დე თვე­ში) მი­ი­ღებს უნი­ვერ­სი­ტე­ტის­გან.

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

22(896)N