გამოდის 1998 წლიდან
სტატიები
2012-12-19
ტან­კა ჩვე­ნი სი­ცოცხ­ლე­სა­ვით პა­ტა­რაა, მაგ­რამ სი­ცოცხ­ლე­სა­ვით სავ­სე...
წიგ­ნის მა­ღა­ზია „ლი­გა­მუს­ში“ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტის“ მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი, პო­ეტ იაკი კა­ბეს ახა­ლი ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი ლექ­სე­ბის — ქარ­თუ­ლად და­წე­რი­ლი ტან­კე­ბის ავ­ტო­რი იაკი კა­ბე ქარ­თ­ვე­ლი პო­ე­ტი ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძეა.
ვრცლად>>>
2012-12-19
გა­მიზ­ნუ­ლად „ჩაგ­დე­ბუ­ლი“ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი თუ მო­უქ­ნე­ლი კონ­კურ­სის შე­დე­გი
გა­მომ­ცემ­ლო­ბა „დი­ო­გე­ნემ“, 28 ნო­ემ­ბერს, for.ge-ს საპ­რეს­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ 2011 და  2012 წლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის კონ­კურ­სე­ბის შე­დე­გებს მი­უძღ­ვ­ნა ბრი­ფინ­გი.
ვრცლად>>>
2012-12-19
ჩვენ არ ვაპირებთ რადიკალურ ცვლილებებს
ინ­ტერ­ვიუ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლეს­თან და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან ბა­ტო­ნო და­ვით, კი­დევ ერ­თხელ გან­ვ­მარ­ტოთ — რას გუ­ლის­ხ­მობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ინი­ცი­ა­ტი­ვა სტუ­დენ­ტ­თა და­ფი­ნან­სე­ბის ზრდის შე­სა­ხებ
და­ფი­ნან­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით საქ­მე ძა­ლი­ან მარ­ტი­ვა­დაა — სა­ხელ­მ­წი­ფო და­ფი­ნან­სე­ბა ორ­მაგ­დე­ბა, Îაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო გრან­ტის ზღვარს — 2250-ს, ის არ შე­იც­ვ­ლე­ბა. თან­ხა გა­და­ნა­წილ­დე­ბა 100, 70 და 50-პრო­ცენ­ტი­ან  და­ფი­ნან­სე­ბებ­ზე და გა­ცი­ლე­ბით მეტ აბი­ტუ­რი­ენტს მი­ე­ცე­მა გრან­ტის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ამ ზღვრის ზრდა არ იგეგ­მე­ბა, გა­იზ­რ­დე­ბა და­ფი­ნან­სე­ბულ სტუ­დენ­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. ეს ცვლი­ლე­ბა 2013 წლი­დან შე­ვა ძა­ლა­ში და ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გად ჩა­რიცხულ სტუ­დენ­ტებ­ზე გავ­რ­ცელ­დე­ბა.
ვრცლად>>>
2012-12-19
დღე­სას­წა­უ­ლად ქცე­უ­ლი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა
თა­ვი­სუ­ფა­ლი პე­და­გო­გი­კის ცენ­ტ­რ­ში, და­მა­ტე­ბი­თი პე­და­გო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სას­წავ­ლო ფა­კულ­ტეტ­მა, სამ­კურ­ნა­ლო პე­და­გო­გი­კა­ში (სპე­ცი­ა­ლური პე­და­გო­გი­კა), მუ­შა­ო­ბა 1991 წელს და­იწყო, ვალ­დორ­ფუ­ლი პე­და­გო­გი­კის კურ­სე­ბით. 1998 წლი­დან დღემ­დე ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს სამ­კურ­ნა­ლო პე­და­გო­გი­კის კურ­სე­ბი (სამ­კურ­ნა­ლო-პე­და­გო­გი­უ­რი სე­მი­ნა­რი), რო­მელ­მაც სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცია გა­ი­ა­რა და აღი­ა­რე­ბუ­ლია სამ­კურ­ნა­ლო პე­და­გო­გი­კი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი თე­რა­პი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო საბ­ჭოს მი­ერ.
და­მა­ტე­ბი­თი პე­და­გო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სას­წავ­ლო ფა­კულ­ტე­ტი სამ­კურ­ნა­ლო პე­და­გო­გი­კა­ში (სპე­ცი­ა­ლური პე­და­გო­გი­კა) გთა­ვა­ზობთ შემ­დეგ მომ­სა­ხუ­რე­ბას:
- 2-წლი­ა­ნი ძი­რი­თა­დი კურ­სი სამ­კურ­ნა­ლო პე­და­გო­გი­კა­ში (სამ­კურ­ნა­ლო პე­და­გო­გიკის სპეციალისტის მომ­ზა­დე­ბა); 
- სხვა­დას­ხ­ვა ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბის (5 დღი­დან დაწყე­ბუ­ლი 3 თვემ­დე) ტრე­ნინგ-კურ­სე­ბი სპე­ცი­ა­ლურ პე­და­გო­გი­კა­ში (სამ­კურ­ნა­ლო და ოლი­გოფ­რე­ნო­პე­და­გო­გი­კა); 
- კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი სპე­ცი­ა­ლურ პე­და­გო­გი­კა­ში.
ვრცლად>>>
2012-12-05
განათლების ხარისხის ამაღლება — ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგები და კომპეტენციები
2012-13 სას­წავ­ლო წელს ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლე­ბის VII-XII კლა­სებ­ში და­იწყო ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვა. რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­ცე­სი და რა აქ­ტი­ვო­ბე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით — გვე­სა­უბ­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი­სა და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ნა­თია ჯო­ხა­ძე.
ვრცლად>>>
2012-12-05
„სადამსჯელო ღონისძიება - 2011“-ს შეწირული პროფესიონალები
გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რის პე­და­გო­გე­ბი­სა და სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბი­სად­მი მი­მარ­თ­ვამ, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ადა­მი­ა­ნუ­რი და ლო­გი­კუ­რია, ერთი შეხედვით მარ­ტი­ვი, დაგ­ვა­ნა­ხა, რომ საქ­მე არც ისე იოლად მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია. სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნის სურ­ვი­ლით გა­დად­გ­მუ­ლი ეს ნა­ბი­ჯი, ალ­ბათ, მეტ-ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რი შე­დე­გით მხო­ლოდ კო­მი­სი­ის შექ­მ­ნი­თა და თი­თო­ე­უ­ლი სა­ჩივ­რის ზედ­მი­წევ­ნით შეს­წავ­ლით დას­რულ­დე­ბა. ამა­ვე მი­მარ­თ­ვი­დან ჩანს, რომ სა­მი­ნის­ტ­რო მხო­ლოდ მა­ვან­თა კე­თი­ლი ნე­ბის იმე­დად არ არის და ამ­გ­ვა­რი კო­მი­სი­ის შექ­მ­ნას ნამ­დ­ვი­ლად აპი­რებს.
ვრცლად>>>
2012-11-26
ცხოვ­რე­ბა აზ­რით და გრძნო­ბით
25 ოქ­ტომ­ბერს, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში, პრო­ექ­ტის „ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ქარ­თ­ველ მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პი­რა­დი არ­ქი­ვე­ბი — სას­წავ­ლო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სი სკო­ლე­ბი­სათ­ვის“ — ფარ­გ­ლებ­ში გა­იხ­ს­ნა კვი­რე­უ­ლი — „გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე — ცხოვ­რე­ბა აზ­რით და გრძნო­ბით.“ 
ვრცლად>>>
2012-11-26
გაირიცხებიან თუ არა დისციპლინარული პრობლემის მქონე მოსწავლეები სკოლიდან
სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა, გი­ორ­გი მარ­გ­ვე­ლაშ­ვილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერ­თი ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­აც­ნო, რო­მე­ლიც X-XII კლა­სის მოს­წავ­ლე­თა სკო­ლი­დან გა­რიცხ­ვას უკავ­შირ­დე­ბა.  შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღე­ვან­დე­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით, I-IX კლა­სის ჩათ­ვ­ლით, სკო­ლას მოს­წავ­ლის გა­რიცხ­ვის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და.   ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვით კი, ეს უფ­ლე­ბა სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას XII კლა­სის  ჩათ­ვ­ლით შე­ეზღუ­დე­ბა.
გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ პრობ­ლე­მუ­რი სა­კითხის გა­და­საჭ­რე­ლად მსჯე­ლო­ბა­სა და დის­კუ­სი­ე­ბის გა­მარ­თ­ვას სთა­ვა­ზობს. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, სა­მი­ნის­ტ­როს ინი­ცი­ა­ტი­ვას მო­ი­წო­ნე­ბენ,  სა­ჯა­რო სკო­ლი­დან მოს­წავ­ლის გა­რიცხ­ვის პრო­ცე­დუ­რა გა­უქ­მ­დე­ბა.
ვრცლად>>>
2012-11-26
„რუსთაველის კლუბი“ — „ვეფხისტყაოსნის“ ქომაგის სახელის უკვდავსაყოფად
25 ოქ­ტომ­ბერს, „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ პირ­ვე­ლი აკა­დე­მი­უ­რი გა­მო­ცე­მი­დან 300 წლის იუბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­ში ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რის რე­ვაზ სი­რა­ძის სა­ხე­ლო­ბის „რუს­თა­ვე­ლის კლუ­ბის“ და ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ახა­ლი გა­მო­ცე­მის — „ყვა­ვილ­ნა­რი“ პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა.
„რუს­თა­ვე­ლის კლუ­ბი“ ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის — გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის, ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რის — ქე­თე­ვან სი­რა­ძის და პრო­ექ­ტის „ვკითხუ­ლობთ რუს­თა­ველს“ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის — თა­მარ ბა­რი­საშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ფუძ­ნ­და.
ვრცლად>>>
2012-11-26
კონ­ცეფ­ცია — აკა­დე­მი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
ინ­ტერ­ვიუ ფი­ზი­კოს გია დვალ­თან ბა­ტო­ნო გია, რა იქ­ნე­ბა ახ­ლად შექ­მ­ნი­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის რე­ფორ­მე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო კო­მი­სი­ის მო­ვა­ლე­ო­ბა?
ეს კო­მი­სია არის ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით, ვი­საც ამ პო­ზი­ცი­ას­თან ინ­ტე­რეს­თა კონ­ფ­ლიქ­ტი არ აქვს. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი არ იქ­ნე­ბა ხალ­ხი, ვინც სა­ხელ­მ­წი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­შია და­საქ­მე­ბუ­ლი. ფუნ­ქ­ცი­ას რაც შე­ე­ხე­ბა — ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ კო­მი­სი­ას მრჩევ­ლის ფუნ­ქ­ცია აქვს. ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, რე­ფორ­მე­ბი შე­მუ­შავ­დეს, მთა­ვა­რი პრინ­ცი­პე­ბი ჩა­ი­დოს და და­სა­ბუთ­დეს. მთლი­ა­ნად ეს პრო­ცე­სი უნ­და იყოს და­ცუ­ლი და და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი. კითხ­ვე­ბი ექ­ნე­ბა პარ­ლა­მენტს, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს. ფაქ­ტობ­რი­ვად, ოთხი რგო­ლია: პარ­ლა­მენ­ტი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი, სა­მი­ნის­ტ­რო და ეს კო­მი­სია.
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40] > [41] > [42] > [43] > [44] > [45] > [46] > [47] > [48] > [49] > [50] > [51] > [52] > [53] > [54] > [55] > [56] > [57] > [58] > [59] > [60] > [61]
40(24)N