გამოდის 1998 წლიდან
2012-12-05
„სადამსჯელო ღონისძიება - 2011“-ს შეწირული პროფესიონალები

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რის პე­და­გო­გე­ბი­სა და სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბი­სად­მი მი­მარ­თ­ვამ, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ადა­მი­ა­ნუ­რი და ლო­გი­კუ­რია, ერთი შეხედვით მარ­ტი­ვი, დაგ­ვა­ნა­ხა, რომ საქ­მე არც ისე იოლად მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია. სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნის სურ­ვი­ლით გა­დად­გ­მუ­ლი ეს ნა­ბი­ჯი, ალ­ბათ, მეტ-ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რი შე­დე­გით მხო­ლოდ კო­მი­სი­ის შექ­მ­ნი­თა და თი­თო­ე­უ­ლი სა­ჩივ­რის ზედ­მი­წევ­ნით შეს­წავ­ლით დას­რულ­დე­ბა. ამა­ვე მი­მარ­თ­ვი­დან ჩანს, რომ სა­მი­ნის­ტ­რო მხო­ლოდ მა­ვან­თა კე­თი­ლი ნე­ბის იმე­დად არ არის და ამ­გ­ვა­რი კო­მი­სი­ის შექ­მ­ნას ნამ­დ­ვი­ლად აპი­რებს. საქ­მე ის არის, რომ ბო­ლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტოდ ბევ­რი პე­და­გო­გი და დი­რექ­ტო­რია დათხოვ­ნი­ლი სკო­ლი­დან. მი­ზე­ზი სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რია — პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვი (?!), ოპ­ტი­მი­ზა­ცია, მცი­რე სა­ა­თობ­რი­ვი დატ­ვირ­თ­ვა და ა.შ. პირ­ვე­ლი ტალ­ღა 2010 წლის 9 ნო­ემ­ბ­რის მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სელ­თა აქ­ცი­ას მოჰ­ყ­ვა, ისი­ნი სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით შე­მო­ღე­ბას აპ­რო­ტესტებდნენ და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის ერ­თი წლით გა­და­ვა­დე­ბას მო­ითხოვ­დ­ნენ. თით­ქოს არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, მით უმე­ტეს, მი­უ­ღებ­ელი ამ მოთხოვ­ნა­ში არ იყო, შე­იძ­ლე­ბო­და შეხ­ვედ­როდ­ნენ, აეხ­ს­ნათ, მა­თი აზ­რიც მო­ეს­მი­ნათ, იქ­ნებ და­ერ­წ­მუ­ნე­ბი­ნათ კი­დეც, ისი­ნი ხომ 17-18 წლის ახალ­გაზ­რ­დე­ბი იყ­ვ­ნენ და უფ­ლე­ბა ჰქონ­დათ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ სა­კუ­თა­რი მო­მავ­ლით. ყვე­ლას გვახ­სოვს, რა მი­ი­ღეს სა­ნაც­ვ­ლოდ — აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა სიტყ­ვი­ე­რი შე­უ­რაცხ­ყო­ფა ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან, ხო­ლო მათ­მა დი­რექ­ტო­რებ­მა მძი­მე ან­გა­რიშ­ს­წო­რე­ბა. და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სხვა­დას­ხ­ვა მო­ტი­ვით ასამ­დე სკო­ლი­დან გა­უშ­ვეს დი­რექ­ტო­რე­ბი და პე­და­გო­გე­ბი. ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი 149-ე სა­ჯა­რო სკო­ლა იყო. მი­სი ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი, ბი­ო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი მაია გი­ორ­გა­ძე, ის ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ღირ­სე­უ­ლად, უშიშ­რად და­უ­პი­რის­პირ­და სა­მი­ნის­ტ­როს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ხე­ლი მო­ე­წე­რა გან­ცხა­დე­ბის­თ­ვის სა­კუ­თა­რი ნე­ბით სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე. ქალ­ბა­ტო­ნი მაია ასე იხ­სე­ნებს იმ დღეს: „ღა­მის 8 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და სა­მი­ნის­ტ­რო­ში რომ მი­ვე­დი (ამ დროს დაგ­ვი­ბა­რეს), ჩემ­თან ერ­თად იყ­ვ­ნენ ჩე­მი კო­ლე­გე­ბი, სულ რვა დი­რექ­ტო­რი. მოგ­ვექ­ც­ნენ ისე, რო­გორც ექ­ცე­ვი­ან, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენთ. გაგ­ვ­ჩხ­რი­კეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მონ­დო­მე­ბით, დაგ­ვა­ტო­ვე­ბი­ნეს ჩან­თე­ბი, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბიც კი და ასე­თი მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დარ­ტყ­მის შემ­დეგ (რაც, მა­თი აზ­რით, ჩა­ნა­ფიქ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა იყო) აღ­მოვ­ჩ­ნ­დი გე­ნინ­ს­პექ­ცი­ის უფ­როს­თან, ირაკ­ლი ან­დ­რი­აშ­ვილ­თან. მას ხელ­ში ეჭი­რა დის­კი და მე­უბ­ნე­ბო­და, რომ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ში ჩე­მი სკო­ლის მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლებ­მა მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რაც აღ­ბეჭ­დი­ლია ფირ­ზე, რის გა­მო მი­ნის­ტ­რ­მა მი­ი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ჩე­მი სამ­სა­ხუ­რი­დან დათხოვ­ნის თა­ო­ბა­ზე. ბუ­ნებ­რი­ვია, ვი­დე­ო­მა­სა­ლის ჩვე­ნე­ბა მო­ვითხო­ვე. მე მხო­ლოდ ერ­თი მე­თორ­მე­ტე კლა­სი მყავ­და და სკო­ლა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. რა თქმა უნ­და, ვი­დე­ო­მა­სა­ლა არ მაჩ­ვე­ნეს. მეც არ მო­ვა­წე­რე ხე­ლი მზა გან­ცხა­დე­ბას, ჯერ ერ­თი, თუნ­დაც ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე, ამა­ში ვერც მათ და ვერც ჩემს და­ნა­შა­ულს ვერ ვხე­დავ­დი და მე­ო­რეც, მე არ­ჩე­უ­ლი დი­რექ­ტო­რი ვი­ყა­ვი და ვა­და 2013 წლის ზაფხულ­ში გამ­დი­ო­და, მაგ­რამ უნ­და ით­ქ­ვას, რომ შაშ­კი­ნის ამ თა­მამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ზურგს უმაგ­რებ­და მი­სი წი­ნა­მორ­ბე­დის მი­ერ კა­ნონ­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბა — სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს მი­ერ უარის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მი­ნისტრს უფ­ლე­ბა აქვს და­ითხო­ვოს დი­რექ­ტო­რი. სწო­რედ ამ უფ­ლე­ბით ისარ­გებ­ლა მა­შინ შაშ­კინ­მა ჩე­მი და სხვა არ­ჩე­უ­ლი დი­რექ­ტო­რის დათხოვ­ნი­სას. იმ დღეს­ვე გა­მაფ­რ­თხი­ლეს, რომ თუ მა­შინ­ვე არ მო­ვა­წერ­დი ხელს გან­ცხა­დე­ბას სკო­ლი­დან სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით წას­ვ­ლის შე­სა­ხებ, საქ­მე გა­მირ­თულ­დე­ბო­და და ამას გე­ნინ­ს­პექ­ცია გა­ა­კე­თებ­და. არც მე და არც გე­ნინ­ს­პექ­ცი­ამ სა­კუ­თა­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა არ შევ­ც­ვა­ლეთ და მე­ო­რე დღეს­ვე შე­მო­ვი­და ჯგუ­ფი სკო­ლის შე­სა­მოწ­მებ­ლად. იქ­ცე­ოდ­ნენ სრუ­ლი­ად არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად, რო­ცა რა­ი­მე სა­ბუთს გვთხოვ­დ­ნენ და მი­ვუ­ტან­დით, არ იღებ­დ­ნენ, დარ­ღ­ვე­ვად გვით­ვ­ლიდ­ნენ ძა­ლა­და­კარ­გუ­ლი კა­ნო­ნე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას და ა.შ. რა თქმა უნ­და, რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ღ­ვე­ვა ამ შე­მოწ­მე­ბით ვერ იპო­ვეს, მაგ­რამ ამას შე­დეგ­ზე გავ­ლე­ნა არ მო­უხ­დე­ნია იმი­ტომ, რომ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა კარ­გა ხნის მი­ღე­ბუ­ლი იყო. შემ­დეგ საქ­მე ცო­ტა ხნით სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭომ გა­ურ­თუ­ლათ, ოთხ­ჯერ ჩა­ტარ­და სხდო­მა, საბ­ჭომ არც ერ­თხელ არ მი­იჩ­ნია შე­მოწ­მე­ბის მა­სა­ლე­ბი საკ­მა­რი­სად დი­რექ­ტო­რის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად. ბო­ლოს შაშ­კინ­მა გა­მო­ი­ყე­ნა კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა და 29 დე­კემ­ბერს გა­მა­თა­ვი­სუფ­ლა. ამა­ვე მი­ზე­ზით, უფ­რო სწო­რად, იმის გა­მო, რომ ჩემ­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა ვერ შეძ­ლო (არც უც­დია, რად­გან მე­თან­ხ­მე­ბო­და და მი­აჩ­ნ­და, რომ ასეც უნ­და მოვ­ქ­ცე­უ­ლი­ყა­ვი ჩვე­ნი ოჯა­ხი­სა და ჩე­მი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის ღირ­სე­ბი­სათ­ვის) სამ­სა­ხუ­რი­დან და­ითხო­ვეს ჩე­მი მე­უღ­ლეც, 148-ე სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ვა­ლე­რი­ან გი­ორ­გა­ძე. მას შემ­დეგ ორი­ვე სკო­ლას ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბი უდ­გა­ნან სა­თა­ვე­ში, რომ­ლე­ბიც რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­როს­მა და ადგი­ლობ­რი­ვი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მო­იყ­ვა­ნეს სკო­ლებ­ში. აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე კო­კა სე­ფერ­თე­ლა­ძეც. მე მას­წავ­ლებ­ლო­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბას ვა­პი­რებ­დი, 6 სა­ა­თი მქონ­და ბი­ო­ლო­გი­ა­ში და გან­ვუცხა­დე კი­დეც ახალ­და­ნიშ­ნულ დი­რექ­ტორს, რომ დავ­რ­ჩე­ბო­დი სკო­ლა­ში. ორი დღის შემ­დეგ პა­სუ­ხად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ ბრძა­ნე­ბა მი­ვი­ღე. რაც შე­ე­ხე­ბა 148-ე სკო­ლას, რო­გორც ვი­ცი, შე­ნო­ბა გა­ი­ყი­და და იქ 51-ე სკო­ლის დი­რექ­ტო­რის და­ვით ლაგ­ვი­ლა­ვას კერ­ძო სკო­ლა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს. ჩვენ კი ორი­ვე­ნი ორი წე­ლია უმუ­შე­ვა­რი ვართ, ოჯა­ხი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, მაგ­რამ, რო­გორც ჩე­მი მე­უღ­ლე ამ­ბობს, სა­მა­გი­ე­როდ, ჩვენ­მა შვი­ლებ­მა იცი­ან, რომ მათ არ ჰყავთ მში­შა­რა და უსა­მარ­თ­ლო მშობ­ლე­ბი. ჩვენ კი სრუ­ლი­ად შეგ­ნე­ბუ­ლად წა­ვე­დით ამ გზით, იმ­თა­ვით­ვე ვი­ცო­დი, რა შე­დე­გიც მოჰ­ყ­ვე­ბო­და სის­ტე­მას­თან და­პი­რის­პი­რე­ბას, მაგ­რამ არ ვნა­ნობ, კომ­პ­რო­მი­სის გზა რომ არ ავირ­ჩიე, ეს ჩვე­ნი პრინ­ცი­პე­ბი­სა და ღირ­სე­ბის სა­კითხი იყო“. თით­ქ­მის ანა­ლო­გი­უ­რია ის, რაც 173-ე სკო­ლა­ში მოხ­და. ქალ­ბა­ტო­ნი მზია გი­ორ­გო­ბი­ა­ნიც ღა­მის 10 სა­ათ­ზე გა­მოცხად­და გე­ნინ­ს­პექ­ცი­ა­ში. „ძა­ლი­ა­ნაც არ გამ­კ­ვირ­ვე­ბია, რად­გან სკო­ლა­ში მან­და­ტუ­რე­ბის შე­მოს­ვ­ლის შემ­დეგ, მა­თი პა­ტა­კე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ნე­ბის­მი­ერ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო სა­კითხ­ზე გვი­ბა­რებ­დ­ნენ და ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბას გვთხოვ­დ­ნენ, — ამ­ბობს ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი ქალ­ბა­ტო­ნი მზია — იმ დღეს ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე მქონ­და სკო­ლა­ში. დი­დი სკო­ლაა, მარ­ტო 250 მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლი მყავ­და (9 პა­რა­ლე­ლუ­რი), სულ 2300 მოს­წავ­ლით, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მიხ­დე­ბო­და შე­ნო­ბა­ში ტრი­ა­ლი, შინ ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი დავ­ბ­რუნ­დი, ისიც არ ვი­ცო­დი, რომ მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სელ­თა აქ­ცია გა­მარ­თუ­ლა. ამი­ტომ თავ­და­პირ­ვე­ლად ვერც კი მივ­ხ­ვ­დი რას მე­კითხე­ბოდ­ნენ. თან ძა­ლი­ან გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი შე­ვე­დი ან­დ­რი­ა­შვილთან იმ ჩხრე­კის გა­მო, სა­მი­ნის­ტ­როს შე­სას­ვ­ლელ­ში რომ მოგ­ვიწყ­ვეს, მხედ­ვე­ლო­ბის სათ­ვა­ლეც კი და­მა­ტო­ვე­ბი­ნეს. მე­რე კი გა­ვერ­კ­ვიე რა­შიც იყო საქ­მე, არა­ფე­რი მი­უ­კიბ-მო­უ­კი­ბავს გე­ნინ­ს­პექ­ცი­ის უფ­როსს, პირ­და­პირ გან­ცხა­დე­ბა მო­მა­წო­და, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ხართ და ხე­ლი მო­ა­წე­რე­თო. უსათ­ვა­ლოდ ვერ გა­ვარ­ჩიე რა ტექ­ს­ტი იყო და ვთხო­ვე, წა­მი­კითხეთ მა­ინც რა­ზე მა­წე­რი­ნებთ ხელს-მეთ­ქი — მივ­მარ­თავ­დი სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს, გა­ვე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნე დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან. ვუთხა­რი, ჩვე­ნი სკო­ლა ოპ­ტი­მი­ზე­ბუ­ლია, სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო არ გვყავს და რო­გორ მივ­მარ­თო მეთ­ქი, შევ­ც­დი­თო „შე­წუხ­დ­ნენ“ და ახა­ლი გან­ცხა­დე­ბა მო­მა­წო­დეს, თან და­მე­მუქ­რ­ნენ, თუ ხელს არ მო­ა­წერ, ინა­ნე­ბო. სხვა გზა არ მქონ­და და დი­რექ­ტო­რო­ბა დავ­თ­მე, თუმ­ცა მას­წავ­ლებ­ლად დარ­ჩე­ნას ვა­პი­რებ­დი, ფი­ლო­ლო­გი ვარ და სა­ა­თე­ბიც მქონ­და. 27 წე­ლი ვი­მუ­შა­ვე სკო­ლა­ში და, ბუ­ნებ­რი­ვია, ასე მო­უ­ლოდ­ნე­ლად და სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ სკო­ლი­დან წას­ვ­ლა ჩემ­თ­ვის დი­დი ტრა­გე­დია იყო. სკო­ლის ახალ­მა დი­რექ­ტორ­მა, ბად­რა­გი­სა და პატ­რუ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბით, იმ­ჟა­მად 117-ე სკო­ლის მან­და­ტურ­მა თი­ნა­თინ ნა­სი­ძემ ჩე­მი სურ­ვი­ლი არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და კა­ტე­გო­რი­უ­ლად მომ­თხო­ვა სკო­ლი­დან წას­ვ­ლა. ამას მოს­წავ­ლე­თა პრო­ტეს­ტი და აქ­ცია მოჰ­ყ­ვა, გახ­მა­ურ­და მომ­ხ­და­რი და ჩე­მი დას­ჯის მიზ­ნით შე­მო­ვი­და კი­დეც გე­ნინ­ს­პექ­ცია, თო­რემ მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სელ­თა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ში ვი­თომ­და ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა არც ჩემ­თ­ვის უჩ­ვე­ნე­ბი­ათ, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დროს არც ერთ მათ­განს სკო­ლის ტე­რი­ტო­რია არ და­უ­ტო­ვე­ბია და გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ რომ შე­ერ­თე­ბოდ­ნენ კი­დეც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლეებს, ამას ვერც და არც გა­ვა­კონ­ტ­რო­ლებ­დი. მას შემ­დეგ უმუ­შე­ვა­რი ვარ, კერ­ძო სკო­ლებ­შიც კი მო­ა­ხერ­ხეს ჩე­მი დაბ­ლოკ­ვა. უკ­ვე იან­ვარ­ში 10 პე­და­გო­გი და­ითხო­ვა ახალ­მა დი­რექ­ტორ­მა სკო­ლი­დან, ზაფხუ­ლის­თ­ვის 45 იყო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი. გახ­შირ­და სა­ჩივ­რე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ინ­ს­ტან­ცი­ებ­ში ნა­სი­ძის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ. მი­ნის­ტ­რ­მა სა­კუ­თა­რი რჩე­უ­ლი, გა­წე­უ­ლი ერ­თ­გუ­ლე­ბის­თ­ვის, და­ა­წი­ნა­უ­რა და გე­ნინ­ს­პექ­ცი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნა. სკო­ლას ამით არა­ფე­რი შე­ღა­ვა­თი და სი­კე­თე არ მი­უ­ღია, იგი შაშ­კი­ნის კი­დევ ერ­თი რჩე­უ­ლით, შო­რე­ნა ბუნ­ტუ­რით ჩა­ა­ნაც­ვ­ლეს, რო­მე­ლიც იმა­ვე პო­ლი­ტი­კას ატა­რებს, რა­საც მი­სი წი­ნა­მორ­ბე­დი. ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 80-მდე პე­და­გოგ­მა და 600-მა მოს­წავ­ლემ და­ტო­ვა სკო­ლა — პე­და­გო­გებ­მა იძუ­ლე­ბით, მოს­წავ­ლე­ებ­მა — ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით. სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა მო­ითხოვს, ჩვენს სკო­ლა­ში მომ­ხ­და­რიც შე­ის­წავ­ლოს კო­მი­სი­ამ და ისე­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს, სკო­ლის ინ­ტე­რე­სებს რომ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ამ მოთხოვ­ნით ჩვენ მივ­მარ­თეთ კი­დეც ახალ მი­ნისტრს“. და­საწყის­ში ვთქვი, სკო­ლე­ბი­დან პე­და­გოგ­თა დათხოვ­ნას რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი ჰქონ­და-მეთ­ქი. რო­გორც ჩანს, პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით გა­ცი­ლე­ბით მე­ტი დი­რექ­ტო­რი და პე­და­გო­გი გა­თა­ვი­სუფ­ლ­და, მა­თი ის­ტო­რი­ე­ბი ძა­ლი­ან ჰგავს ერ­თ­მა­ნეთს, ამი­ტო­მაც შე­მო­ვი­ფარ­გ­ლეთ მხო­ლოდ ორი მა­გა­ლი­თით. თუმ­ცა, იქ­ნებ ერ­თი რო­მე­ლი­მე პე­და­გო­გის­თ­ვის არც ჰქონ­დეს ამ მი­ზე­ზებს გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. მთა­ვა­რი და თვალ­ში­სა­ცე­მი ისაა, რომ არა­სო­დეს ასე­თი წინ­და­უ­ხე­და­ვი, მას­შ­ტა­ბუ­რი და გა­უ­აზ­რე­ბე­ლი „ბრძო­ლა“ პე­და­გო­გი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. მხო­ლოდ სკო­ლებს არ ვგუ­ლის­ხ­მობ — ასე მოხ­და უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­სა და პრო­ფე­სი­ულ კო­ლე­ჯებ­შიც. 43-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ყო­ფი­ლი სას­წავ­ლო ნა­წი­ლის გამ­გე, ქალ­ბა­ტო­ნი ელ­ზა ჯი­ბი­ლი­ა­ნი იხ­სე­ნებს, რომ მათ­თან ეს პრო­ცე­სი ცო­ტა­თი ად­რე, მა­ის­ში და­იწყო, რო­ცა გე­ნინ­ს­პექ­ცია სკო­ლებს ამოწ­მებ­და. სრუ­ლი­ად უსუ­სუ­რი სა­ბა­ბით ითხოვ­დ­ნენ დი­რექ­ტო­რებს, ამ ტალ­ღა­ში მოყ­ვა ბა­ტო­ნი ბე­სა­რი­ონ სი­ხა­რუ­ლი­ძეც, სკო­ლის მა­შინ­დე­ლი დი­რექ­ტო­რი, რო­მე­ლიც კარ­გი ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობ­და სკო­ლა­ში. მა­ლე შაშ­კი­ნი ეწ­ვია 43-ეს, ახალ დი­რექ­ტორ­თან, ნა­ი­რა ბა­ხი­ას­თან ერ­თად, მათ და­ათ­ვა­ლი­ე­რეს შე­ნო­ბა, რომ­ლის შე­ერ­თე­ბაც უკ­ვე გა­დაწყ­ვე­ტი­ლი იყო ყო­ფილ 58-ეს­თან. შემ­დეგ მოვ­ლე­ნე­ბი ასე გან­ვი­თარ­და: „ამ ვი­ზი­ტი­დან ორი თვის თავ­ზე დი­რექ­ტორ­მა გად­მოგ­ვ­ცა მი­ნის­ტ­რის სიტყ­ვე­ბი, რომ სკო­ლე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დაგ­ვე­წე­რა გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ და შემ­დეგ ახ­ლი­დან და­კომ­პ­ლექ­ტ­დე­ბო­და სკო­ლა. ჩვენ ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა გა­ვაპ­რო­ტეს­ტეთ, რა­საც მოჰ­ყ­ვა მუ­ქა­რა, რო­ცა ზე­წო­ლა გაძ­ლი­ერ­და, გან­ცხა­დე­ბე­ბი დავ­წე­რეთ. ეს სას­წავ­ლო წლის და­სას­რულს მოხ­და, 25 ივ­ლი­სამ­დე დავ­დი­ო­დით სკო­ლა­ში, თუმ­ცა ხელ­ფა­სი მხო­ლოდ 3 დღის ავი­ღეთ, ჩვე­ნი სა­ჩი­ვა­რიც სწო­რედ გა­უ­ცე­მელ სა­ზაფხუ­ლო ხელ­ფა­სებს შე­ე­ხე­ბა, რო­მე­ლიც არა თუ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ, სკო­ლა­ში და­ტო­ვე­ბულ მას­წავ­ლებ­ლებ­საც არ მის­ცეს. არა­ნაკ­ლებ გვა­წუ­ხებს სკო­ლა­ში შექ­მ­ნი­ლი ვი­თა­რე­ბა, თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა ათე­უ­ლი წე­ლი გა­ა­ტა­რა ქა­ლა­ქის ამ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ძველ, ტრა­დი­ცი­ულ, არა­ერ­თი სა­ხე­ლო­ვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტი­სა თუ ღირ­სე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის აღ­მ­ზ­რ­დელ სკო­ლა­ში. ად­ვი­ლი არ არის პე­და­გო­გის­თ­ვის სპე­ცი­ა­ლო­ბის დათ­მო­ბა. ასე­თი კი 56-დან 32 აღ­მოჩ­ნ­და! არ ვი­ცი რა მი­ზე­ზით გა­უშ­ვეს ბა­ხია, მაგ­რამ ახალ სას­წავ­ლო წელს 43-ეს დი­რექ­ტო­რად ყო­ფი­ლი მან­და­ტუ­რი, შემ­დეგ 58-ეს დი­რექ­ტო­რი თი­ნა­თინ აბუ­თი­ძე და­ი­ნიშ­ნა. სკო­ლის­თ­ვის სრუ­ლი­ად შე­უ­ფე­რე­ბე­ლი კან­დი­და­ტუ­რაა, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად ორი ისე­თი მას­წავ­ლე­ბე­ლიც წა­მო­ვი­და სკო­ლი­დან, ვინც მას არ გა­უშ­ვია. ღირ­სე­ბის საქ­მეა, ყვე­ლას­თან ხომ არ იმუ­შა­ვებს თავ­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნი! რო­გორც მე­უბ­ნე­ბი­ან, თით­ქ­მის, არ ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, რომ 9 სა­ათ­ზე სკო­ლა­ში იყოს, ყვე­ლა გა­ურ­ბის მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, მშობ­ლე­ბიც უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი არი­ან და მოს­წავ­ლე­ე­ბიც...“ ქალ­ბა­ტონ ელ­ზას­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ არა­ერ­თხელ ვცა­დე დი­რექ­ტორ­თან და­კავ­ში­რე­ბა, მაგ­რამ უშე­დე­გოდ, ხან სკო­ლა­ში არ იყო, ხან სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე­აო, ხან გაკ­ვე­თილს ეს­წ­რე­ბო­და (?!), პი­რად ნო­მერს კი არ მაძ­ლევ­დ­ნენ. შემ­დეგ იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხ­დი რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სის­თ­ვის მეთხო­ვა მი­სი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი. და­ვუ­რე­კე და ორ­წუ­თი­ა­ნი სა­უბ­რის შემ­დეგ კი­დევ ერ­თხელ დავ­რ­წ­მუნ­დი, რა მძი­მეა, რო­ცა ადა­მი­ა­ნი, სხვა­დას­ხ­ვა გა­რე­მო­ე­ბა­თა გა­მო, მის­თ­ვის სრუ­ლი­ად შე­უ­ფე­რე­ბელ ად­გი­ლას აღ­მოჩ­ნ­დე­ბა. კითხ­ვე­ბის­თ­ვის რომ თა­ვი აერი­დე­ბი­ნა, ისე­თი არა­ბუ­ნებ­რი­ვი ხვე­ლე­ბა და­იწყო, პა­ტა­რა ბავ­შ­ვიც კი მიხ­ვ­დე­ბო­და, რომ სტყუ­ო­და, თან ყე­ლის ტკი­ვი­ლი მო­ი­მი­ზე­ზა, მეტს ვერ და­გე­ლა­პა­რა­კე­ბი­თო მითხ­რა და ჩვე­ნი სა­უ­ბა­რიც ამით დამ­თავ­რ­და. მა­შინ გა­მახ­სენ­და, წი­ნა დღეს სკო­ლა­ში მი­ვე­დი, ტე­ლე­ფო­ნით რომ ვერ და­ვუ­კავ­შირ­დი, მაგ­რამ სკო­ლა­ში არ დამ­ხ­ვ­და, არა­და უკ­ვე 10 სთ. 30 წთ. იყო, გა­მოს­ვ­ლი­სას უც­ნობ­მა მა­ღალ­კ­ლა­სელ­მა ბიჭ­მა მითხ­რა, ქალ­ბა­ტო­ნო, ჩვენ დი­რექ­ტო­რი არ გვყავს, მა­გას დი­რექ­ტო­რად არა­ვინ არ აღიქ­ვამ­სო. ქალ­ბა­ტონ ელ­ზას წუ­ხი­ლიც უფ­რო გა­სა­გე­ბი გახ­და ჩემ­თ­ვის. ის ხომ რი­გი­თი ფუნ­ქ­ცი­ო­ნე­რი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა, რო­გორც სას­წავ­ლო ნა­წი­ლის გამ­გე, დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­და­გო­გია. რო­გორც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლე­ბის მხრივ, ისე რო­გორც ინ­გ­ლი­სუ­რის სა­უ­კე­თე­სო სპე­ცი­ა­ლის­ტი, რო­მელ­მაც ძალ­ზე სე­რი­ო­ზულ კონ­კურ­ს­ში მო­ი­პო­ვა ამე­რი­კა­ში ორ­თ­ვი­ა­ნი სტა­ჟი­რე­ბის უფ­ლე­ბა. ქალ­ბა­ტო­ნი ელ­ზა იმ პე­და­გო­გებს ასა­ხე­ლებს, რომ­ლე­ბიც ორი სკო­ლის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას შე­ე­წირ­ნენ: აქ­სა­ნა ნერ­სე­სი­ა­ნი — ინ­გ­ლი­სუ­რის პე­და­გო­გი, რო­მელ­მაც ასე­ვე ამე­რი­კა­ში გა­ი­ა­რა სტა­ჟი­რე­ბა; მა­ნა­ნა ჩა­ჩა­ნიშ­ვი­ლი — ამე­რი­კის სა­კონ­სუ­ლოს მი­ერ გა­მოცხა­დე­ბუ­ლი კონ­კურ­სის ფი­ნა­ლის­ტი; მა­რი­ნა ფარ­სა­და­ნო­ვა — ბიბ­ლი­ო­თე­კის გამ­გე, სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შ­რო­მე­ლი, რო­მელ­მაც სკო­ლის უკ­ნი­კა­ლუ­რი რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი წიგ­ნა­დი ფონ­დი ასო­ბით ქარ­თუ­ლი წიგ­ნით გა­ამ­დიდ­რა; მა­რი­კა კევ­ლიშ­ვი­ლი — ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი; ქე­თე­ვან ქავ­თა­რა­ძე, ირი­ნა ბა­ღიშ­ვი­ლი და სხვ. 43-ეზე სა­უბ­რის და­სას­რულს აუცი­ლებ­ლად მინ­და სი­ნა­ნუ­ლით აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ, რო­ცა ეს ამ­ბე­ბი მოხ­და, კო­ლექ­ტი­ვი სკო­ლის 100 წლის იუბი­ლეს­თ­ვის ემ­ზა­დე­ბო­და. აქა­უ­რი ტრა­დი­ცი­ით, კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად ყო­ველ­თ­ვის აწყობ­დ­ნენ ასეთ შეხ­ვედ­რებს. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სხვა­დას­ხ­ვა რეს­პუბ­ლი­კა­ში მცხოვ­რე­ბი 43-ელე­ბის­თ­ვის ეს იყო არა მარ­ტო ბავ­შ­ვო­ბის წლე­ბის გახ­სე­ნე­ბა, საყ­ვა­რელ პე­და­გო­გებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით მი­ღე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბა, არა­მედ შან­სი, დახ­მა­რე­ბოდ­ნენ მშობ­ლი­ურ სკო­ლას, უფ­რო ხში­რად, ფი­ნან­სუ­რად, რად­გან მუ­დამ ისე­თი­ვე ლა­მა­ზი ყო­ფი­ლი­ყო, რო­გორც მათ ბავ­შ­ვურ მეხ­სი­ე­რე­ბას შე­მორ­ჩა. 100 წლის იუბი­ლე კი, ბუ­ნებ­რი­ვია, უფ­რო მას­შ­ტა­ბურ სა­ხეს აძ­ლევ­და ამ ტრა­დი­ცი­ას. უკ­ვე ხა­ზი­ნა­და­რიც შერ­ჩე­უ­ლი იყო და პე­და­გო­გე­ბიც ყო­ველ ხელ­ფას­ზე დებ­დ­ნენ გარ­კ­ვე­ულ თან­ხას. საქ­მის კურ­ს­ში იყ­ვ­ნენ ბა­ქო­ში, ერე­ვან­ში, მოს­კოვ­ში, ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი, ზო­გი­ერ­თ­მა მათ­გან­მა ფუ­ლიც კი გად­მო­რიცხა. ყვე­ლა სულ­მო­უთ­ქ­მე­ლად ელო­და თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვ­ლას... ახ­ლა იცი­ან, რომ ეს დღე­სას­წა­უ­ლი არ შედ­გე­ბა, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით, თან­ხე­ბიც და­უბ­რუნ­დათ, ძა­ლა­შია მხო­ლოდ წი­ნას­წარ შედ­გე­ნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა გეგ­მა, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც, ვი­მე­დოვ­ნებ, დი­დი ხნით არ გა­და­ი­დე­ბა. კი­დევ ერ­თი, 130-ე სკო­ლის შე­სა­ხე­ბაც მინ­და გი­ამ­ბოთ. ძნე­ლი სათ­ქ­მე­ლია, რა მო­ტი­ვით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი დი­რექ­ტო­რი­სა და პე­და­გო­გე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა — პო­ლი­ტი­კუ­რი თუ მცი­რე სა­ა­თობ­რი­ვი დატ­ვირ­თ­ვით. ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი ხა­თუ­ნა ნე­ბი­ე­რი­ძე ამ­ბობს, რომ შარ­შან მა­ის­ში მას გა­დას­ცეს ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი 17 პე­და­გო­გის სია და რე­სურ­სენ­ტ­რის უფ­რო­სის თან­დას­წ­რე­ბით მა­თი სკო­ლი­დან დათხოვ­ნა „ურ­ჩი­ეს“, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თა­ვად მო­უ­წევ­და თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა. მან ეს და­ვა­ლე­ბა არ შე­ას­რუ­ლა და რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ, 25 ოქ­ტომ­ბერს, მი­ნის­ტ­რის ბრძა­ნე­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლ­და კი­დეც დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან. მი­სი თქმით, რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი ეს იყო. ფორ­მა­ლუ­რად კი, ბრა­ლად დას­დეს სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის სა­მი­ნის­ტ­როს­თ­ვის მი­უ­წო­დებ­ლო­ბა, რაც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და სი­მარ­თ­ლეს. მას 86 მოს­წავ­ლის ამ სტა­ტუ­სის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ჰქონ­და სა­მი­ნის­ტ­რო­ში, რო­ცა სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად სა­მი­ნის­ტ­რომ მო­ნა­ცე­მე­ბის ელ­ქ­ტ­რო­ნუ­ლი ვერ­სია მო­ითხო­ვა, რომ­ლის მიწოდება ვერ მო­ხერ­ხ­და მი­თი­თე­ბულ ვა­და­ში, თუმ­ცა, რო­გორც ით­ქ­ვა, ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­მი­ნის­ტ­რო­ში კარ­გა ხნით ად­რე იდო. ქალ­ბა­ტო­ნი ხა­თუ­ნა ამ­ბობს, რომ მსგავ­სი პრობ­ლე­მა მა­შინ ბევრ სკო­ლას შე­ექ­მ­ნა. ის კი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და თა­ვად შე­ე­ძი­ნა ამ 86 მოს­წავ­ლის­თ­ვის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი. სას­კო­ლო ფონ­დ­ში არ­სე­ბუ­ლი I-VI კლა­სე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გარ­და, მან ეს წიგ­ნე­ბი ბან­კი­დან გა­მო­ტა­ნი­ლი თან­ხით შე­ი­ძი­ნა და 14 სექ­ტემ­ბერს ყვე­ლა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო სკო­ლა­ში იყო. ასე რომ, არც ერ­თი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მოს­წავ­ლე არ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, შეგ­ნე­ბუ­ლად შე­ფერ­ხ­და სკო­ლა­ში სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბიც და სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბის­თ­ვის ერ­თი ფლი­გე­ლი ძლივს მო­ეს­წ­რო. ეს გახ­და სა­ბა­ბი იმი­სათ­ვის, რომ სკო­ლა­ში გე­ნინ­ს­პექ­ცი­ის ჯგუ­ფი შე­სუ­ლი­ყო. „ოთხ­წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­ში სამ­ჯერ ვარ შე­მოწ­მე­ბუ­ლი. მე მგო­ნი ასე­თი რამ არ­სად არ მომ­ხ­და­რა. შე­მოწ­მე­ბის დას­კ­ვ­ნა­ში ისე­თი შე­ნიშ­ვ­ნე­ბია შე­სუ­ლი, წი­ნა შე­მოწ­მე­ბი­სას რომ ჩა­წე­რეს და გა­მო­ვას­წო­რე. ასეა თუ ისე, ეს დას­კ­ვ­ნა გახ­და ოფი­ცი­ა­ლუ­რად გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. ბრძა­ნე­ბა რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­როს­მა გად­მომ­ცა, თუმ­ცა მა­ნამ­დე სა­კუ­თა­რი გან­ცხა­დე­ბით წას­ვ­ლაც შე­მომ­თა­ვა­ზეს, რა­ზეც მე არ დავ­თან­ხ­მ­დი. ჩე­მი წა­მოს­ვ­ლის მე­რე რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი ამ­ბობ­და, და­სა­ჭე­რი იყო და ვა­პა­ტი­ე­თო (!). ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ მა­პა­ტი­ეს; თურ­მე იმა­საც იკ­ვ­ლევ­დ­ნენ, რო­გორ შე­ვი­ძი­ნე წიგ­ნე­ბი და ა.შ. მთა­ვა­რი, რაც ჩემ გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მოჰ­ყ­ვა, დი­რექ­ტო­რად ყო­ფი­ლი მან­და­ტუ­რის, ამურ ხარ­ტო­ნიშ­ვი­ლის და­ნიშ­ვ­ნა იყო. შაშ­კინს ხომ ეს გე­ზი ჰქონ­და აღე­ბუ­ლი — პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მან­და­ტუ­რე­ბით ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა. ძა­ლი­ან მა­ლე, სულ რა­ღაც 2 თვე­ში, გან­თა­ვი­სუფ­ლ­დ­ნენ კი­დეც პე­და­გო­გე­ბი“. 130-ე სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბელ­საც გა­ვე­სა­უბ­რე. ბა­ტო­ნი ამუ­რი თსუ კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლია, ეკო­ნო­მის­ტი, 2004-2010 წწ. რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის წევ­რი და გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აპა­რა­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, მუ­შა­ობ­და შპს „ჩუქურ­თ­მას“ გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯე­რად. შემ­დეგ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და შე­და­რე­ბით მა­ღა­ლა­ნაზღა­უ­რე­ბა­დი სამ­სა­ხუ­რი ეშო­ვა, რად­გან მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი უნ­და ერ­ჩი­ნა და გა­დაწყ­ვი­ტა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ა­ში მო­სახ­ვედ­რად გა­მოც­დე­ბი ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა. კურ­სის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლის შემ­დეგ, სა­მი თვე იმუ­შა­ვა, რო­ცა გა­ნათ­ლე­ბის მა­შინ­დელ­მა მი­ნის­ტ­რ­მა 22-ვე კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულს მან­და­ტუ­რის ერ­თ­თ­ვი­ა­ნი კურ­სე­ბის გავ­ლა და სა­პი­ლო­ტე 7 სკო­ლა­ში სამ­სა­ხუ­რი შეს­თა­ვა­ზა. ასეც მოხ­და. სწო­რედ აქე­დან გა­იწ­ვი­ეს იგი რე­ზერ­ვ­ში, სა­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო დი­რექ­ტო­რე­ბის კონ­კურ­ს­ში და მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბიც და­აგ­რო­ვა, თუმ­ცა სამ­სა­ხურს მან­და­ტუ­რად აგ­რ­ძე­ლებ­და, ვიდ­რე შაშ­კინ­მა 130-ე სკო­ლის დი­რექ­ტო­რო­ბა არ შეს­თა­ვა­ზა. „მე აქ 2011 წლის ოქ­ტომ­ბ­რი­დან ვმუ­შა­ობ, სი­ის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცი, ჩემ­თ­ვის ასე­თი რამ არა­ვის შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბია. რო­გორც ვი­ცი, ეს კო­ლექ­ტი­ვი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მხარ­დამ­ჭე­რი იყო, ორი მათ­გა­ნი კო­ორ­დი­ნა­ტო­რა­დაც მუ­შა­ობ­და. რაც შე­ე­ხე­ბა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ვი­ღე, რაც სა­ა­თობ­რივ დატ­ვირ­თ­ვას გა­ვე­ცა­ნი. ერთ სა­გან­ში 3-4-5-6-სა­ა­თი­ა­ნი დატ­ვირ­თ­ვა ჰქონ­დათ პე­და­გო­გებს. მა­გა­ლი­თად, 10 ინ­გ­ლი­სუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი გვყავ­და, ახ­ლა 5-ია, ასე­ვეა ქარ­თულ­ში, ის­წავ­ლე­ბო­და შრო­მა, ძი­რი­თა­დად ფორ­მა­ლუ­რად, 2-3 სა­კე­რა­ვი მან­ქა­ნა აქვს სკო­ლას. ახლა შრო­მის მას­წავ­ლე­ბელ­მა აღ­დ­გე­ნის თხოვ­ნით მომ­მარ­თა, წრის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა შევ­თა­ვა­ზე, ასე გა­ცი­ლე­ბით მეტს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, ვიდ­რე 5-სა­ა­თი­ა­ნი შრო­მის გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბით იღებ­და. ხე­ლოვ­ნე­ბის პე­და­გოგ­მაც მომ­მარ­თა, მა­საც, ალ­ბათ, და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ. აუცი­ლებ­ლად მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ მთა­ვა­რი ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი შრო­მის კო­დექ­სია, კერ­ძოდ, 37-ე მუხ­ლი, რო­მე­ლიც ამის უფ­ლე­ბას აძ­ლევს დამ­საქ­მე­ბელს. თუ ეს კა­ნო­ნი შე­იც­ვ­ლე­ბა და სა­მი­ნის­ტ­როც შეც­ვ­ლის წესს სა­ა­თობ­რი­ვი გა­ნაკ­ვე­თის შე­სა­ხებ, ვფიქ­რობ, მსგავ­სი სა­კითხე­ბი უფ­რო იოლად და­რე­გუ­ლირ­დე­ბა. სხვა­ზე ვე­რა­ფერს ვიტყ­ვი, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით მე ამ სა­კითხს ნამ­დ­ვი­ლად არ მივ­დ­გო­მი­ვარ, ში­ნა­გა­ნა­დაც არ ვარ ასე­თი, ამი­ტო­მაც ვი­ყა­ვი რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის­წევ­რი. სხვა­თა შო­რის, ჩვენ­თან ას­წავ­ლი­ან „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რი პე­და­გო­გე­ბი, ერ­თი სა­უბ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რიც იყო. რაც შე­ე­ხე­ბა ყო­ფილ დი­რექ­ტორს, ვი­ცი, რომ მას გე­ნინ­ს­პექ­ცი­ის შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ მო­უ­წია სკო­ლი­დან წას­ვ­ლა“. ბა­ტო­ნი ამუ­რი ამ­ბობს, რომ მზად არის აღ­დ­გე­ნის თა­ო­ბა­ზე ყვე­ლა პე­და­გოგს შეხ­ვ­დეს და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად და­ეხ­მა­როს. თუ ასეა, გა­უ­გე­ბა­რი ხდე­ბა ორი თვის და­ნიშ­ნულ­მა დი­რექ­ტორ­მა, რა­ტომ მი­ი­ღო მა­შინ ასე­თი მძი­მე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. ხომ შე­იძ­ლე­ბო­და, მთელ კო­ლექ­ტივ­თან ერ­თად, კა­თედ­რე­ბის მი­ხედ­ვით, ემ­ს­ჯე­ლათ და მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი დაკ­ვირ­ვე­ბით (რო­გორც თა­ვად ამ­ბობს) არ და­ეთხო­ვა სკო­ლი­დან 17 მას­წავ­ლე­ბე­ლი. რა თქმა უნ­და, შე­იძ­ლე­ბო­და და ასეც უნ­და მომ­ხ­და­რი­ყო, თუ ის მარ­თ­ლაც თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას. იმა­საც ამ­ბობს, რომ პე­და­გო­გე­ბის შემ­ცი­რე­ბით სკო­ლას არა­ვი­თა­რი ფი­ნან­სუ­რი და­ნა­ზო­გი არ მი­უ­ღია. ეს კი­დევ უფ­რო აძ­ლი­ე­რებს ეჭ­ვის სა­ფუძ­ველს. ამი­ტო­მაც ვფიქ­რობ, რომ აუცი­ლე­ბე­ლია კომ­პე­ტენ­ტურ­მა კო­მი­სი­ამ იმ­ს­ჯე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი კერ­ძო შემ­თხ­ვე­ვის ირ­გ­ვ­ლივ, რა­თა მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­რიცხოს რა­ი­მე სა­ხის შეც­დო­მა. და­ბო­ლოს, სა­კუ­თა­რი კო­მენ­ტა­რის ნაც­ვ­ლად მინ­და შე­მოგ­თა­ვა­ზოთ ამო­ნა­რი­დი, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის პუბ­ლი­ცის­ტუ­რი წე­რი­ლი­დან „კრი­ტი­კუ­ლი აზ­რის უქონ­ლო­ბა“. ვფიქ­რობ, იგი კარ­გად ხსნის მომ­ხ­და­რის ერთ-ერთ მი­ზეზს. „...ნუ­თუ ამ­გ­ვა­რი უთან­ხ­მო­ე­ბა აზ­რი­სა, ერ­თ­მა­ნე­თის გა­უ­გებ­ლო­ბა სამ­წუ­ხა­რო არ არის? გა­ნა ყო­ვე­ლი­ვე ესე შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, ჩვენ­ში რომ კრი­ტი­კუ­ლი აზ­რი მუ­შა­ობ­დეს? გა­ნა ეგ შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, თუ რომ ჩვენ შეჩ­ვე­ულ­ნი ვიყ­ვ­ნეთ სა­მარ­თ­ლი­ანს მსჯე­ლო­ბას და ყო­ველ­სა­ვე საქ­მის რი­გი­ა­ნად და­ფა­სე­ბას და აწონ-და­წონ­ვას?“ 1888 წ. 8 იან­ვა­რი მე­ო­რე მი­ზე­ზი კი, ჩე­მი აზ­რით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სო­ლი­და­რო­ბის დე­ფი­ცი­ტია. ბო­ლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს არც ერთ უკა­ნო­ნო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, დარ­გის მუ­შა­კე­ბი­სად­მი უპა­ტივ­ცე­მუ­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, კო­ლე­გე­ბის მხრი­დან, თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი არა­ნა­ი­რი რე­აქ­ცია არ მოჰ­ყო­ლია, ვერც გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა პროფ­კავ­შირ­მა შე­ას­რუ­ლა მას­ზე და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბა, რამ­დე­ნი­მე კრი­ტი­კუ­ლი წე­რი­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ დრო­ე­ბით და­იბ­ლო­კა სკო­ლებ­ში ჩვე­ნი გა­ზე­თის შე­ტა­ნა, რის გა­მოც რამ­დე­ნი­მე დი­რექ­ტორ­მა წე­რი­ლო­ბით თქვა უარი ხელ­მო­წე­რა­ზე. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს ძა­ლი­ან მცი­რე გა­მო­ნაკ­ლი­სი იყო, მაგ­რამ, ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ფერ­მა ერ­თად გა­ნა­პი­რო­ბა ის შე­დე­გი, რაც მი­ვი­ღეთ. მე­ტი სო­ლი­და­რო­ბის პი­რო­ბებ­ში იქ­ნებ მცდე­ლო­ბის იქით ვერც წა­სუ­ლი­ყო საქ­მე. ანა ფირცხალაიშვილი

25-28(942)N