გამოდის 1998 წლიდან
სტატიები
2016-12-01
მა­ღა­ლი მიღ­წე­ვე­ბი სას­კო­ლო და სტუ­დენ­ტუ­რი სპორ­ტი­დან იწყე­ბა

სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ვლა­დი­მერ ბო­ჟა­ძე სა­უბ­რობს სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სი­ახ­ლე­ებ­სა და ახალ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე — ყვე­ლა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში აღ­დ­გეს დის­ციპ­ლი­ნა „სპორ­ტი“. სა­ინ­ტე­რე­სოა, ასე­ვე, მი­სი მო­საზ­რე­ბა ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დი­სა და სპორ­ტის სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე და სპორ­ტის პე­და­გოგ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე. სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სი­ახ­ლე­ე­ბი
2007 წელს ყო­ფი­ლი სპორ­ტის აკა­დე­მი­ის გა­უქ­მე­ბამ უდი­დე­სი გავ­ლე­ნა იქო­ნია არა მხო­ლოდ სა­ჯა­რო სკო­ლებ­ზე და უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ზე, სპორ­ტის სწავ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, არა­მედ მა­სობ­რი­ვი სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სის პრო­პა­გან­და­ზე და ზო­გა­დად დი­დი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა ქარ­თუ­ლი სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც გა­და­იდ­გა, სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის აღ­დ­გე­ნა იყო. 7-წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დ­გომ, მო­ვა­ხერ­ხეთ სტუ­დენ­ტე­ბის მი­ღე­ბა. წელს აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა მე­სა­მე ნა­კა­დი იყო და უკ­ვე სა­მას­ზე მე­ტი სტუ­დენ­ტი გვყავს.
ვრცლად>>>
2016-12-01
დის­ტან­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლი მი­ნი­მა­ლუ­რი უნა­რე­ბი­თა და ეფექ­ტუ­რი შე­დე­გით
მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის პრო­ექ­ტი „ქარ­თუ­ლი ენის დის­ტან­ცი­უ­რი სა­პი­ლო­ტე კურ­სი“, ძა­ლი­ან მა­ლე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გახ­დე­ბა უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. პროგ­რა­მა უახ­ლეს დი­დაქ­ტი­კურ პრინ­ცი­პებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით იმუ­შა­ვებს და, ინ­ფორ­მა­ცი­ულ-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იქ­ნე­ბა უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი მო­ზარ­დი თა­ო­ბის­თ­ვის, ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მიზ­ნით. პრო­ექ­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ინი­ცი­ა­ტი­ვით, დი­ას­პო­რის სა­კითხებ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო მი­ნის­ტ­რის აპა­რა­ტი­სა და კომ­პა­ნია „Microsoft-სა­ქარ­თ­ვე­ლო“ მხარ­და­ჭე­რით, ხორ­ცი­ელ­დე­ბა.
ვრცლად>>>
2016-12-01
„რთული ქცევა“ — გამომწვევი მიზეზები და პრობლემების მოგვარების გზები

მა­კა ყი­ფი­ა­ნი მო­ზარ­დის ნე­ბის­მი­ე­რი ქცე­ვი­თი გა­დახ­რა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აღი­ა­რე­ბულ ნორ­მებს ცდე­ბა, ქცე­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი.  არა­ჯან­სა­ღი სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მო ხელს უწყობს მო­ზარ­დე­ბის ფსი­ქო-ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის მა­ტე­ბა­სა  და გა­მოვ­ლე­ნას. ფსი­ქო­ლო­გე­ბის აზ­რით, ქცე­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მის გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზი მრა­ვალ ფაქ­ტორს უკავ­შირ­დე­ბა, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში ოჯა­ხურ გა­რე­მოს. ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა ბავ­შ­ვებ­სა და მო­ზარ­დებ­ში იწ­ვევს რო­გორც მოკ­ლე, ასე­ვე გრძელ­ვა­დი­ან პრობ­ლე­მებს, რო­მელ­თა ად­რე­უ­ლი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმის­თ­ვის, რომ ბავშვს გა­ე­წი­ოს დახ­მა­რე­ბა და თა­ვი­დან იქ­ნეს აცი­ლე­ბუ­ლი ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ემო­ცი­უ­რი და ქცე­ვი­თი დარ­ღ­ვე­ვე­ბი. მას­წავ­ლებ­ლებს აქვთ ყვე­ლა­ზე მე­ტი სა­შუ­ა­ლე­ბა, დრო­უ­ლად ამო­იც­ნონ ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ნიშ­ნე­ბი და პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნონ მოს­წავ­ლის პრობ­ლე­მურ ცხოვ­რე­ბა­ში.
ვრცლად>>>
2016-12-01
ფა­სა­დუ­რი რე­ფორ­მე­ბით ფონს ვერ გა­ვალთ
ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვა
გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რი სოფ­ლის სკო­ლე­ბის პრობ­ლე­მა­ტი­კა
ამ სა­კითხს ორ ნა­წი­ლად დავ­ყოფ. ერ­თი არის ზო­გა­დად სტრა­ტე­გი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სოფ­ლის სკო­ლებ­თან, რო­მე­ლიც ცალ­სა­ხად იქ­ნე­ბა მა­თი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. უკ­ვე ვამ­ზა­დებთ და იმე­დი გვაქვს, რომ საკ­მა­ოდ მა­ლე, 2017 წელს, წარ­მო­გიდ­გენთ მცი­რე სკო­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სრუ­ლი­ად ახალ კონ­ცეფ­ცი­ას. მიგ­ვაჩ­ნია, რომ გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, სოფ­ლის სკო­ლა, სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ფუნ­ქ­ცი­ის გარ­და, დავ­ტ­ვირ­თოთ სხვა ფუნ­ქ­ცი­ე­ბით თემ­ში, სო­ფელ­ში —  იქ­ნე­ბა ეს ბიბ­ლი­ო­თე­კის, კულ­ტუ­რის ცენ­ტ­რის, იმა­ვე სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის თუ სხვ. ეს სი­ახ­ლე მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა სწო­რედ იმის­კენ, რომ შე­ნარ­ჩუნ­დეს მო­სახ­ლე­ო­ბა მა­ღალ­მ­თი­ან და მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლებ­სა და სოფ­ლებ­ში.
ვრცლად>>>
2016-11-24
თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა კად­რე­ბის მო­ზიდ­ვი­სა და მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პე­და­გო­გე­ბის აღ­ზ­რ­დი­სათ­ვის
ანა ფირცხალაიშვილი 18 ნო­ემ­ბერს, სას­ტუმ­რო რე­დი­სონ­ში, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა, გი­ორ­გი მა­ჩა­ბელ­მა, ხე­ლი მო­ა­წე­რა ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუმს სა­ქარ­თ­ვე­ლოს დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტ­თან (გ-ჵRჳჶდ) და უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან. მე­მო­რან­დუ­მი მო­ი­ცავს სა­კითხე­ბის ფარ­თო სპექტრს, რა­საც გ-ჵRჳჶდ სთა­ვა­ზობს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის შე­სა­ბა­მის ფა­კულ­ტე­ტებს, მათ შო­რის: ერ­თად გა­ნი­ხი­ლა­ვენ არ­სე­ბულ სას­წავ­ლო პროგ­რა­მას, მის სი­ლა­ბუ­სებს და გ-ჵRჳჶდ-ის მე­თო­დო­ლო­გი­ის და
ვრცლად>>>
2016-11-24
პოზიტიური ცვლილებები სწავლების ხარისხის
ლა­ლი ჯე­ლა­ძე „რამ­დე­ნი­მე წლის წინ ინ­გ­ლი­სუ­რი ენის სწავ­ლე­ბა და­ვიწყე დის­ტან­ცი­უ­რად, ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით. ამ პე­რი­ოდ­ში რამ­დე­ნი­მე ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტი გა­ვი­ცა­ნი, რომ­ლე­ბიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩე­მი მე­გობ­რე­ბი გახ­დ­ნენ. ასე აღ­მო­ვა­ჩი­ნე თქვე­ნი ქვე­ყა­ნა და და­ვიწყე ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლა. ამის შემ­დეგ გა­და­ვაწყ­დი პროგ­რა­მას „ას­წავ­ლე და ის­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან ერ­თად“, რო­მელ­მაც მომ­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი გა­მე­ტა­რე­ბი­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და ენე­ბის შეს­წავ­ლი­სად­მი ჩე­მი გა­ტა­ცე­ბა სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­თან შე­მე­თავ­სე­ბი­ნა. “ — გვი­ამ­ბობს ჰემ­ლეტ ველ­ვე, პრო­ექ­ტის „ას­წავ­ლე და ის­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან ერ­თად“ ახა­ლი  ნა­კა­დის მო­ხა­ლი­სე მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც გა­ნა­წი­ლე­ბით ქუ­თა­ი­სის ¹1 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გერ­მა­ნულ ენას ას­წავ­ლის.
ვრცლად>>>
2016-11-24
თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მთა­ვა­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი
ლა­ლი ჯე­ლა­ძე მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით, ტექ­ნო­პარ­კ­ში, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის რი­გით მე­სა­მე კონ­ფე­რენ­ცია გა­იხ­ს­ნა, რო­მელ­შიც 200 პე­და­გო­გი და სპე­ცი­ა­ლის­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. კონ­ფე­რენ­ცი­ის მი­ზა­ნი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა იყო — ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში გა­მო­ყე­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გაც­ნო­ბა-გა­ზი­ა­რე­ბა მას­წავ­ლებ­ლებს, ექ­ს­პერ­ტებს, უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს შო­რის.
ვრცლად>>>
2016-11-17
ზამ­თარ­ში პე­და­გოგ­თა საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­და არ ჩა­ტარ­დე­ბა
განათლების სისტემაში მიმდინარე და
დაგეგმილი სიახლეების შესახებ საუბრობს
გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის
მი­ნის­ტ­რი ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვა „მე პი­რა­დად მივიღე ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და, რა თქმა უნ­და, ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც სწო­რედ ზამ­თარ­ში აპი­რებ­და გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბას, ამით ცხოვ­რე­ბა გა­ვურ­თუ­ლეთ. თუმ­ცა, ყო­ვე­ლი გა­მოც­და ბა­რი­ე­რია და ამი­სი გა­შუ­ქე­ბა, ჩაჭ­რი­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის კუთხით, კი­დევ ერ­თი დარ­ტყ­მა იყო მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრეს­ტიჟ­ზე. მოკ­ლედ, ვფიქ­რობ, რომ ეს არის ძა­ლი­ან ცუ­დი რამ. მით უმე­ტეს, იცით, რომ ყო­ველ შემ­დეგ გა­მოც­და­ზე ჩაჭ­რილ პე­და­გოგ­თა პრო­ცენ­ტი ით­ვ­ლე­ბა არა პე­და­გო­გე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბი­დან, არა­მედ გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­დან, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სულ ბო­ლო გა­მოც­და­ზე 100-პრო­ცენ­ტი­ა­ნი ჩაჭ­რა გვექ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, ეს ძა­ლი­ან ნე­გა­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნაა.“  — აცხადებს ალექსანდრე ჯეჯელავა
ვრცლად>>>
2016-11-17
კლა­სი­კურ გიმ­ნა­ზი­ა­ში გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხებ­ზე იმ­ს­ჯე­ლეს

სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის პოს­ტ­ზე წარ­დ­გე­ნი­ლი მა­რი­ამ ჯა­ში მშობ­ლი­ურ სკო­ლას, პირ­ველ კლა­სი­კურ გიმ­ნა­ზი­ას ეს­ტუმ­რა სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლეს­თან, ლია გი­გა­ურ­თან ერ­თად.
გა­ი­მარ­თა სა­ინ­ფორ­მა­ციო-ანა­ლი­ტი­კუ­რი შეხ­ვედ­რა სკო­ლის პე­და­გო­გებ­თან, რო­მე­ლიც, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, კითხ­ვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, გა­ნი­ხი­ლეს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბული სი­ახ­ლე­ე­ბი, ისა­უბ­რეს გა­მოწ­ვე­ვებ­ზე.
მას­წავ­ლებ­ლებს, ასე­ვე, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ სას­კო­ლო პრო­ექ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ეთ­ქ­ვათ მო­საზ­რე­ბე­ბი და სურ­ვი­ლე­ბი.
ვრცლად>>>
2016-11-17
არ შე­იძ­ლე­ბა იმ ადა­მი­ა­ნის გა­მოც­და, რო­მე­ლიც 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოს­ცა­და ცხოვ­რე­ბამ და რო­მელ­საც თა­ო­ბე­ბი ჰყავს აღ­ზ­რ­დი­ლი
განათლების სისტემაში მიმდინარე და
დაგეგმილი სიახლეების შესახებ საუბრობს
გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის
მი­ნის­ტ­რი ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვა რე­ფორ­მის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი
ჩვე­ნი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა წე­რი­ლო­ბი­თი ფორ­მით უკ­ვე არ­სე­ბობს და, სულ მა­ლე, მთავ­რო­ბის წარ­დ­გე­ნის შემ­დეგ, სა­ჯა­რო ვერ­სია გვექ­ნე­ბა. 39 მსხვი­ლი პრო­ექ­ტი გა­მო­იკ­ვე­თა, მო­გახ­სე­ნებთ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო­ებს.
ჩე­მი აზ­რით, ჩვე­ნი გეგ­მის ცენ­ტ­რ­ში უნ­და იყოს თვი­თონ სას­წავ­ლო პროგ­რა­მის რე­დი­ზა­ი­ნი, გა­და­კე­თე­ბა და ახ­ლან­დე­ლი ბავ­შ­ვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მი­სა­და­გე­ბა. ამის გარ­შე­მო ბევ­რი რამ გვით­ქ­ვამს: ერ­თი, რომ არ შე­იძ­ლე­ბა მეშ­ვი­დეკ­ლა­სე­ლი იყოს გა­დატ­ვირ­თუ­ლი და 10 სა­ა­თამ­დე მე­ცა­დი­ნე­ობ­დეს და მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სელს საქ­მე არ ჰქონ­დეს. ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა მო­ითხოვს ტემპს პი­რი­ქით — პა­ტა­რი­დან მზარ­დის­კენ. პირ­ველ­კ­ლა­სელს სულ უნ­და ვე­თა­მა­შოთ და მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სელ­მა, წე­სით, თა­ვი ვერ უნ­და ას­წი­ოს წიგ­ნი­დან. უც­ნა­უ­რია,
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40] > [41] > [42] > [43] > [44] > [45] > [46] > [47] > [48] > [49] > [50] > [51] > [52] > [53]
35(789)N