გამოდის 1998 წლიდან
2017-09-28
შრო­მით მიღ­წე­უ­ლი „სა­უ­კე­თე­სოს“ ტი­ტუ­ლი


ლა­ლი ჯე­ლა­ძე  

წელს უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ჩა­ი­რიცხა 28 176 სტუ­დენ­ტი, 394-ით მე­ტი ვიდ­რე 2016 წელს, აქე­დან 10 598 სტუ­დენ­ტი და­ფი­ნან­ს­და, წი­ნა წელ­თან შე­და­რე­ბით 224-ით მე­ტი შე­უდ­გე­ბა სწავ­ლას.
უფა­სო ფა­კულ­ტე­ტებ­ზე 4051 სტუ­დენ­ტი ჩა­ი­რიცხა, 100% გრან­ტით — 1009, 70%-იანი გრან­ტით 1457, 50%-იანი გრან­ტით — 4081. ქარ­თულ ენა­ში მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა­ზე 673 აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი და 373 სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი ახალ­გაზ­რ­და.
გა­ი­ზარ­და მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ბო­ლო წლე­ბის ნაკ­ლე­ბად მოთხოვ­ნად პრო­ფე­სი­ებ­ზე, მათ შო­რის — აგ­რა­რულ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­სა და მე­დი­ცი­ნა­ზე. აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მი­ერ, ყვე­ლა­ზე მოთხოვ­ნად ფა­კულ­ტე­ტე­ბად წელს გა­მოვ­ლინ­და: ბიზ­ნე­სი, სა­მარ­თა­ლი (სა­მარ­თალ­მ­ცოდ­ნე­ო­ბა), სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ქარ­თუ­ლი ფი­ლო­ლო­გია და ის­ტო­რია.
ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი ორი ყვე­ლა­ზე მა­ღალ­ქუ­ლი­ა­ნი სტუ­დენ­ტი: ნა­თია ინა­ძე (ქარ­თუ­ლი — 77/80, ინ­გ­ლი­სუ­რი — 90/90, უნა­რე­ბი — 77/80, ბი­ო­ლო­გია — 67/70) და სერ­გი ბეთხოშ­ვი­ლი (ქარ­თუ­ლი 77/80, უნა­რე­ბი 77/80, ინ­გ­ლი­სუ­რი 90/90, ქი­მია — 75/75) იმ  წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­დარ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბი­ან, რო­მელ­მაც 28 176 სტუ­დენ­ტ­ში გა­მო­არ­ჩი­ათ. ნა­თია მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სიტყ­ვებს იშ­ვე­ლი­ებს: „ყო­ვე­ლი­ვეს სჯო­ბია სა­მი რამ: პირ­ვე­ლი — შრო­მა, მე­ო­რე — შრო­მა და მე­სა­მე — ისევ შრო­მა. აი, ჩე­მი წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რი. რა თქმა უნ­და, გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ოჯა­ხი, სკო­ლა, თა­ნა­ტო­ლე­ბი — ეს ყვე­ლა­ფე­რი გავ­ლე­ნას ახ­დენს, თუმ­ცა, მთა­ვა­რი მა­ინც შენ ხარ, შე­ნი ნე­ბის­ყო­ფი­თა და მონ­დო­მე­ბით.“ სერ­გის აზ­რით კი, „ამ შე­დე­გის­თ­ვის მო­ტი­ვა­ცია და შრო­მაა სა­ჭი­რო, ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გა­მოც­დის პრო­ცე­სის დროს მო­ბი­ლი­ზე­ბა.“

გზის და­საწყი­სი
ნა­თია: 2017 წელს და­ვამ­თავ­რე ფო­თის მე-15 სა­ჯა­რო სკო­ლა, რო­მელ­მაც უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა მომ­ცა და უამ­რა­ვი რამ მას­წავ­ლა. სა­მარ­თ­ლი­ა­ნი ვიქ­ნე­ბი და გულ­წ­რ­ფე­ლად ვიტყ­ვი, რომ ამ სკო­ლა­ში რომ არ მევ­ლო, მე­ეჭ­ვე­ბა თუნ­დაც იმ შე­დე­გე­ბის­თ­ვის მი­მეღ­წია ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე, რო­მელ­თა დამ­სა­ხუ­რე­ბი­თაც ახ­ლა ამ ინ­ტერ­ვი­უს ვწერ. მე-15 სკო­ლას ჰყავს პე­და­გო­გი­უ­რი კო­ლექ­ტი­ვი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად ცდი­ლობს, შე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მი გა­მო­გავ­ლე­ნი­ნოს და სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის ლი­მი­ტე­ბის დად­გე­ნა­ზე ხე­ლი აგა­ღე­ბი­ნოს. ეს რთუ­ლია, არ­ც­თუ ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თ­ვის მი­სა­ღე­ბი და შე­საძ­ლე­ბე­ლი, ამი­ტო­მა­ცაა რომ აქ გა­მორ­ჩე­უ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი ამ­თავ­რე­ბენ მე-12 კლასს და სა­ხელ­მ­წი­ფო და­ფი­ნან­სე­ბით უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ჩა­რიცხულ­თა პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, სა­შუ­ა­ლო­ზე ბევ­რად მა­ღა­ლია.
სერ­გი: და­ვამ­თავ­რე ქა­ლაქ რუს­თა­ვის 22-ე სა­ჯა­რო სკო­ლა, სკო­ლით საკ­მა­ოდ კმა­ყო­ფი­ლი ვარ, დღე­ვან­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის პი­რო­ბებ­ში საკ­მა­ოდ კარ­გი ცოდ­ნა მომ­ცა.

საყ­ვა­რე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი
ნა­თია: ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლად საყ­ვა­რე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი არას­დ­როს მყო­ლია, ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობ­დი, ყვე­ლა მათ­გან­ში სა­უ­კე­თე­სო და­მე­ნა­ხა და შემ­ყ­ვა­რე­ბო­და, რაც საგ­ნის სიყ­ვა­რულ­საც უწყობ­და ხელს. თუმ­ცა, ალ­ბათ, მა­ინც გა­მო­ვარ­ჩევ­დი ის­ტო­რი­ის პე­და­გოგს — ნო­ნა ჩხე­ი­ძეს. ვფიქ­რობ, სწო­რედ სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ი­სად­მი გა­მორ­ჩე­უ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და და­უ­ზა­რებ­ლო­ბით და­იმ­კ­ვიდ­რა ეს ად­გი­ლი ჩემს წარ­მოდ­გე­ნა­ში. მე­ხუ­თე კლა­სის პირ­ვე­ლი­ვე გაკ­ვე­თილ­ზე გა­მი­ჩი­ნა სა­ოც­რად და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ის­ტო­რი­ი­სად­მი — ამის­თ­ვის უღ­რ­მე­სი მად­ლო­ბა მას.
აქ­ვე გა­მო­ვი­ყე­ნებ შე­საძ­ლებ­ლო­ბას და ჩე­მი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის მიძღ­ვ­ნი­ლი თი­თო­ე­უ­ლი დღის­თ­ვის მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი ჩემს სკო­ლას, მას­წავ­ლებ­ლებს, დი­რექ­ტორ­სა და სას­წავ­ლო ნა­წილს, მო­მა­ვალ წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ მათ და, თუ­კი რა­მე შე­მიძ­ლია, დახ­მა­რე­ბის სურ­ვილ­საც გა­მოვ­თ­ქ­ვამ.

Cati + ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი
და რე­პე­ტი­ტო­რე­ბი

ნა­თია: ვფიქ­რობ, სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის სის­ტე­მა საკ­მა­ოდ გა­მარ­თუ­ლია და და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­საც კარ­გად ას­რუ­ლებს. მარ­თა­ლია, ბა­რი­ე­რი და­ბა­ლია და მის გაზ­რ­დას­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ლე­მი­კა არ წყდე­ბა, თუმ­ცა, ვფიქ­რობ, სრუ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ატეს­ტა­ტის ასა­ღე­ბად არ­სე­ბუ­ლი ბა­რი­ე­რი ნორ­მა­ლუ­რია და შეც­ვ­ლას არ სა­ჭი­რო­ებს. სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბი­დან მხო­ლოდ 12 სა­გან­ში გა­დავ­წყ­ვი­ტე რე­პე­ტი­ტო­რებ­თან მომ­ზა­დე­ბა, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი და­მო­უ­კი­დებ­ლად ჩა­ვა­ბა­რე და თით­ქ­მის ყვე­ლა მათ­გან­ში უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბაც მი­ვი­ღე. ასე რომ, მარ­თა­ლია, სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებ­ზე ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა მარ­ტი­ვია, მა­ღა­ლი ქუ­ლის მი­ღე­ბა კი — შე­და­რე­ბით რთუ­ლი, თუმ­ცა შრო­მით ყვე­ლა­ფე­რი მი­იღ­წე­ვა. ჩე­მი შემ­თხ­ვე­ვა ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია.
დი­ახ, ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის რე­პე­ტი­ტო­რებ­თან ვემ­ზა­დე­ბო­დი, თუმ­ცა ამ პრაქ­ტი­კის დი­დი მომ­ხ­რე არ გახ­ლა­ვართ. ზო­გა­დი უნა­რე­ბის მა­თე­მა­ტი­კუ­რი ნა­წი­ლის, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის, ბი­ო­ლო­გი­ის მო­სამ­ზა­დებ­ლად რე­პე­ტი­ტო­რებს მივ­მარ­თე, ვერ­ბა­ლუ­რი ნა­წი­ლი სახ­ლ­ში, დე­დას­თან ერ­თად მო­ვამ­ზა­დე, ინ­გ­ლი­სურ ენა­ში კი მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს მი­ვენ­დე და, სა­ბედ­ნი­ე­როდ, იმე­დი არ გამ­ც­რუ­ე­ბია. ამის­თ­ვის მად­ლო­ბა ჩე­მი სკო­ლის ყვე­ლა პე­და­გოგს — წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სის­ტე­მა­ტუ­რი შრო­მის გა­რე­შე, მხო­ლოდ ერ­თი წლის მონ­დო­მე­ბა უმაღ­ლე­სი შე­დე­გე­ბის მი­საღ­წე­ვად  საკ­მა­რი­სი ნამ­დ­ვი­ლად არ არის.
სერ­გი: სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბი არ მო­ითხოვს ცოდ­ნის მა­ღალ დო­ნეს, თუმ­ცა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ სპე­ცი­ფი­კას იც­ნობ­დე. სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის­თ­ვის თა­ვად მო­ვემ­ზა­დე და კარ­გი შე­დე­გიც მქონ­და. ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის კი რე­პე­ტი­ტო­რებ­თან ვემ­ზა­დე­ბო­დი.

ბა­რი­ე­რის აწე­ვა
ნა­თია: უკ­ვე წლე­ბია ამ სა­კითხ­ზე და­ვო­ბენ და თვალ­სა­ჩი­ნო ცვლი­ლე­ბე­ბი ჯე­რაც არ ჩანს. ჩე­მი და ჩემ ირ­გ­ვ­ლივ მყოფ­თა გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, ვფიქ­რობ, სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის ბა­რი­ე­რის აწე­ვა აუცი­ლებ­ლო­ბას სუ­ლაც არ წარ­მო­ად­გენს, ვი­ნა­ი­დან მოს­წავ­ლეს სრუ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი დო­ნის ჩვე­ნე­ბა მო­ეთხო­ვე­ბა და არ­სე­ბუ­ლი ბა­რი­ე­რი ამ სტან­დარტს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ამის სა­პი­რის­პი­როდ, აუცი­ლე­ბე­ლია, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, შე­იც­ვა­ლოს ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სის­ტე­მა და საგ­რ­ძ­ნობ­ლად აიწი­ოს უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­სა­რიცხად სა­ჭი­რო ბა­რი­ე­რი. რაც უნ­და მკაც­რად ჟღერ­დეს, უნა­რე­ბის გა­მოც­დის 23/80-ქუ­ლი­ა­ნი, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის 21/80-ქუ­ლი­ა­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტი უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში არ უნ­და და­დი­ო­დეს იმა­ვე საგ­ნე­ბის 70+ ქუ­ლი­ან სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად, ყვე­ლა­ზე ცო­ტა — ეს არა­სა­მარ­თ­ლი­ა­ნია, ყვე­ლა­ზე ბევ­რი — გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა არ მუ­შა­ობს. აქ­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე ბა­რი­ე­რის აწე­ვას სხვა უამ­რა­ვი ცვლი­ლე­ბაც უნ­და მოჰ­ყ­ვეს,  მა­გა­ლი­თად, პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის შექ­მ­ნა, რა­თა სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე იმ ახალ­გაზ­რ­დებ­მა, რომ­ლე­ბიც უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ვერ მოხ­ვ­დ­ნენ ან არც ჰქო­ნი­ათ ამის ამ­ბი­ცია (რაც, სამ­წუ­ხა­როდ, იშ­ვი­ა­თია), შეძ­ლონ, პრო­ფე­სი­ას და­ე­უფ­ლონ და ისე­ვე სრულ­ფა­სოვ­ნად იცხოვ­რონ, რო­გორც უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­მა.
სერ­გი: ჯერ­ჯე­რო­ბით,  სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის ბა­რი­ე­რი იმ­დე­ნად და­ბა­ლია, რომ ალ­ბათ სულ მცი­რე ცოდ­ნა და იღ­ბა­ლიც  საკ­მა­რი­სია იმი­სათ­ვის, რომ გა­მოც­და ჩა­ა­ბა­რო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დებ­ზე მხო­ლოდ იღ­ბა­ლი არ ჭრის, საგ­ნობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი მა­ინც და­ბა­ლია და ამი­ტო­მაც მი­სი გა­და­ლახ­ვა მარ­ტი­ვია. ჩე­მი აზ­რით, თი­თო­ე­უ­ლი საგ­ნის ბა­რი­ერ­მა უნ­და აიწი­ოს, რა­თა მოს­წავ­ლე­ებ­მა უფ­რო მო­ინ­დო­მონ სწავ­ლა და შე­ეჩ­ვი­ონ გა­მოწ­ვე­ვებს. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბა და იქ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა არ უნ­და იყოს ასე­თი მარ­ტი­ვი, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ისევ ძა­ლი­ან ბევ­რი დიპ­ლო­მი­ა­ნი უმუ­შე­ვა­რი და­უგ­როვ­დე­ბა.

პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნი
ნა­თია: წი­ნას­წა­რი პი­რო­ბი­თი ჩა­რიცხ­ვით, შემ­დ­გომ კი ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბით, ჩა­ვა­ბა­რე სან დი­ე­გოს სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ — სა­ქარ­თ­ვე­ლოს (SდSჲ — გeorgia) ქი­მია/ბი­ო­ქი­მი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე. მომ­დევ­ნო ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ში­და გრან­ტი­თა და 100%-იანი სა­ხელ­მ­წი­ფო და­ფი­ნან­სე­ბით ვი­სარ­გებ­ლებ. სან დი­ე­გოს სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­ერ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი მეც­ნი­ე­რე­ბა­სა და ინ­ჟი­ნე­რი­ა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლია და შე­სა­ბა­მის სფე­რო­ში, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, ვფიქ­რობ, ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სოა. უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ქვეყ­ნი­დან გა­უს­ვ­ლე­ლად, ამე­რი­კუ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და, ქარ­თულ­თან ერ­თად, ამე­რი­კუ­ლი დიპ­ლო­მის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, რაც, და­მე­თან­ხ­მე­ბით, უდი­დე­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის. უმე­ტე­სად, სწო­რედ ამან გა­ნა­პი­რო­ბა ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნი. რაც შე­ე­ხე­ბა ფა­კულ­ტეტს, ჩე­მი ოჯა­ხი­სა და მე­გობ­რე­ბის მსგავ­სად, ჩემ­თ­ვი­საც ცო­ტა უც­ნა­უ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იყო, ვი­ნა­ი­დან სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი მხო­ლოდ 2 წლის წინ გა­მიჩ­ნ­და. თუმ­ცა, ეს დრო აბ­სო­ლუ­ტუ­რად საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნ­და იმი­სათ­ვის, რომ ინ­ტე­რე­სი გაღ­ვი­ვე­ბუ­ლი­ყო და ჩე­მი მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­აც გა­ნე­საზღ­ვ­რა. STჶმ გა­ნათ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და მსოფ­ლი­ოს მო­მა­ვა­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­წინ­და­რია, ამი­ტომ ავირ­ჩიე, გავ­ხ­დე მეც­ნი­ე­რი და ამ გან­ვი­თა­რე­ბა­ში მცი­რე წვლი­ლი ამ გზით შე­ვი­ტა­ნო.
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს, მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბი მაქვს, რის გა­მოც არ­ჩე­ვა­ნის შე­ჩე­რე­ბა სან დი­ე­გოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქი­მია/ბი­ო­ქი­მი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე არც თუ მარ­ტი­ვი აღ­მოჩ­ნ­და. სა­ბო­ლო­ოდ, სან დი­ე­გოს უნი­ვერ­სი­ტეტ­მა და ამ წმინ­დად სა­მეც­ნი­ე­რო პროგ­რა­მამ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მა­ინც პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და დღეს ამ ფა­კულ­ტე­ტის პირ­ველ­კურ­სე­ლი გახ­ლა­ვართ.
სერ­გი: ქი­მია/ბი­ო­ქი­მი­ის ფა­კულ­ტე­ტი იმი­ტომ ავირ­ჩიე, რომ ეს სა­გა­ნი ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, თა­ნაც, მეც­ნი­ე­რის ცხოვ­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო და ამა­ღელ­ვე­ბე­ლია. დღეს­დღე­ო­ბით, მეც­ნი­ე­რე­ბა სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს, ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სად და უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოდ ვაქ­ცი­ოთ. სან დი­ე­გოს სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­მეც­ნი­ე­რო და ტექ­ნო­ლო­გი­ურ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ქი­მი­ის შე­სას­წავ­ლად თე­ო­რი­ულ და პრაქ­ტი­კულ ნა­წილს, და­ახ­ლო­ე­ბით, თა­ნა­ბა­რი დრო აქვს გა­მო­ყო­ფი­ლი, ამი­ტო­მაც ვფიქ­რობ, რომ სწავ­ლის პრო­ცე­სი ნა­ყო­ფი­ე­რი იქ­ნე­ბა.

წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა 
ნა­თია: მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვილს და­ვე­სეს­ხე­ბი და ვიტყ­ვი, რომ „ყოვე­ლი­ვეს სჯო­ბია სა­მი რამ: პირ­ვე­ლი — შრო­მა, მე­ო­რე — შრო­მა და მე­სა­მე — ისევ შრო­მა“. აი, ჩე­მი წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რი. რა თქმა უნ­და, გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ოჯა­ხი, სკო­ლა, თა­ნა­ტო­ლე­ბი — ეს ყვე­ლა­ფე­რი გავ­ლე­ნას ახ­დენს, თუმ­ცა, მთა­ვა­რი მა­ინც შენ ხარ, შე­ნი ნე­ბის­ყო­ფი­თა და მონ­დო­მე­ბით.
ვერ ვიტყ­ვი, რომ ეს შე­დე­გე­ბი ჩემ­თ­ვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, ვი­ნა­ი­დან პირ­ვე­ლი­ვე კლა­სი­დან შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი და ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობ­დი, მაქ­სი­მუ­მი მე­კე­თე­ბი­ნა. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბის პე­რი­ო­დი გახ­ლ­დათ, რო­მელ­საც სა­მარ­თ­ლი­ა­ნად ვა­ფა­სებ, რო­გორც ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო წელს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. რა თქმა უნ­და, ეს წარ­მა­ტე­ბა და მი­სი თა­ნამ­დე­ვი უდი­დე­სი სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მელ­საც გარ­შე­მომ­ყოფ­თა­გან ვგრძნობ, დი­დი სტი­მუ­ლის მომ­ცე­მია. ყო­ვე­ლი წინ გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯი კი­დევ ერ­თხელ მარ­წ­მუ­ნებს, თუ­კი სა­კუ­თარ თავს ყო­ველ­თ­ვის იმა­ზე მეტს მოს­თხოვ, ვიდ­რე ფიქ­რობ, რომ შე­გიძ­ლია, შემ­დეგ კი ეც­დე­ბი, ამ მი­ზანს მი­აღ­წიო, აუცი­ლებ­ლად ასეც მოხ­დე­ბა. 
სერ­გი: ამ შე­დე­გის­თ­ვის მო­ტი­ვა­ცია და შრო­მაა სა­ჭი­რო, ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გა­მოც­დის პრო­ცე­სის დროს მო­ბი­ლი­ზე­ბა. კარ­გი შე­დე­გის მო­ლო­დი­ნი ნამ­დ­ვი­ლად მქონ­და, თუმ­ცა, რა თქმა უნ­და, გა­მოც­დის შე­დე­გის ზუს­ტად პროგ­ნო­ზი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ამი­ტო­მაც, თი­თო­ე­უ­ლი ქუ­ლის გა­გე­ბის დროს, გა­ხა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ამ შე­დე­გით სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცია გა­ი­ზარ­და და მო­მა­ვალ­ში მსურს, მა­გის­ტ­რა­ტუ­რა სხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­ვი­ა­რო.

რჩე­ვა თა­ნა­ტო­ლებს
ნა­თია: ზო­გა­დი რჩე­ვის მი­ცე­მა მი­ჭირს, ვი­ნა­ი­დან, ვფიქ­რობ, რე­პე­ტი­ტო­რებ­თან მომ­ზა­დე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. ზო­გის­თ­ვის და­მა­ტე­ბი­თი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა აუცი­ლე­ბე­ლია კარ­გი შე­დე­გე­ბის მი­საღ­წე­ვად, ზოგს მხო­ლოდ შრო­მის სის­ტე­მა­ტი­ზა­ცია სჭირ­დე­ბა, ზო­გი კი, უბ­რა­ლოდ, ცდი­ლობს, არა მხო­ლოდ გა­მოც­დე­ბის­თ­ვის მო­ემ­ზა­დოს, არა­მედ მაქ­სი­მა­ლუ­რი ცოდ­ნა მი­ი­ღოს რე­პე­ტი­ტო­რის­გან. თუმ­ცა, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ფორ­მა­ტი­დან და პროგ­რა­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გარ­კ­ვე­ულ საგ­ნებ­ში, მა­გა­ლი­თად, ზო­გად უნარ-ჩვე­ვებ­ში მომ­ზა­დე­ბა სა­ჭი­როა, ვი­ნა­ი­დან ამ გა­მოც­დის სის­ტე­მა მა­ნამ­დე სკო­ლა­ში მოს­წავ­ლეს არ­სად ხვდე­ბა. მაგ­რამ მა­ინც — რე­პე­ტი­ტორ­თან მის­ვ­ლის აუცი­ლებ­ლო­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და ყვე­ლა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რი შე­ფა­სე­ბის შე­დე­გად უნ­და მი­ი­ღოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა.
სერ­გი: რე­პე­ტი­ტო­რებ­თან მომ­ზა­დე­ბის გა­რე­შეც შე­იძ­ლე­ბა გა­მოც­დებ­ზე მა­ღა­ლი შე­დე­გის ჩვე­ნე­ბა, თუმ­ცა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მოს­წავ­ლე სკო­ლის­გან უნ­და იღებ­დეს შე­სა­ბა­მის ცოდ­ნას, რაც, დღეს­დღე­ო­ბით, სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ძალ­ზე იშ­ვი­ა­თია. ზო­გად უნა­რებს სკო­ლა­ში არ ვსწავ­ლობთ, სას­წავ­ლო გეგ­მა და ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე მოთხოვ­ნა ხში­რად აც­დე­ნი­ლია ერ­თ­მა­ნეთს თით­ქ­მის ყვე­ლა სა­გან­ში, რის გა­მოც აბი­ტუ­რი­ენ­ტი ვერ იღებს შე­სა­ბა­მის ცოდ­ნას, რა­თა ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე სა­სურ­ვე­ლი ქუ­ლე­ბი მი­ი­ღოს. გარ­და ამი­სა, სკო­ლის პი­რო­ბე­ბი ხში­რად არ იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს სა­თა­ნა­დო ყუ­რადღე­ბა მი­ექ­ცეს. მო­მა­ვალ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ვურ­ჩევ, ზუს­ტად გა­ი­თა­ვი­სონ, რას სთხო­ვენ ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე და ამის შე­სა­ბა­მი­სად მო­ემ­ზა­დონ.

მა­თი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი
გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა

ნა­თია: ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა რომ დახ­ვე­წა­სა და მრა­ვა­ლი რე­ფორ­მის გა­ტა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს, გა­საკ­ვი­რი, ვფიქ­რობ, არა­ვის­თ­ვი­საა. ყვე­ლა­ზე უარ­ყო­ფი­თად, ალ­ბათ, სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რულ პრობ­ლე­მებს შე­ვა­ფა­სებ­დი. სპორ­ტის და სა­აქ­ტო დარ­ბა­ზე­ბის, ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის, თუნ­დაც საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბის კე­თილ­მოწყო­ბის პრობ­ლე­მა არა­ერთ სკო­ლა­ში დგას დღის წეს­რიგ­ში. მეს­მის, რომ ეს დიდ ფი­ნან­სებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბებს რომ ვამ­ჩ­ნევ­დე ამ კუთხით, ამ თე­მას არც წა­მოვ­ჭ­რი­დი. ბევ­რი ნაკ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბიც აქვს. ყვე­ლა­ზე დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ეროვ­ნულ სას­წავ­ლო ოლიმ­პი­ა­დებს მი­ვა­ნი­ჭებ­დი, ძალ­ზე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად, საკ­მა­ოდ მა­ღალ დო­ნე­ზე ტარ­დე­ბა, მოს­წავ­ლე­თა ცოდ­ნის გა­მოვ­ლე­ნის მაქ­სი­მა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც იძ­ლე­ვა და გარ­კ­ვე­ულ სფე­რო­ში ცოდ­ნის ამაღ­ლე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბა­საც საგ­რ­ძ­ნობ­ლად უწყობს ხელს. მე პი­რა­დად მე-9 კლა­სი­დან ვმო­ნა­წი­ლე­ობ ეროვ­ნულ სას­წავ­ლო ოლიმ­პი­ა­დებ­ში. 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თხელ მივ­სულ­ვარ ფი­ნა­ლურ ეტა­პამ­დე და სა­უ­კე­თე­სო ათე­ულ­შიც ვყო­ფილ­ვარ, რა­მაც, ერ­თი მხრივ, ჩე­მი ცოდ­ნის გაზ­რ­დის სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა, მე­ო­რე მხრივ კი, უდი­დეს სტი­მუ­ლად მო­მევ­ლი­ნა მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე. ასე რომ, ეს ას­პექ­ტი სა­სი­ხა­რუ­ლოა. ვი­მე­დოვ­ნებ, მო­მა­ვა­ლი უკე­თეს ცვლი­ლე­ბებს გვიმ­ზა­დებს ამ კუთხით და რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის დახ­ვე­წის პრობ­ლე­მა ასე მწვა­ვედ აღარ იდ­გე­ბა დღის წეს­რიგ­ში.
სერ­გი: ჩვენს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას, ჯერ­ჯე­რო­ბით, ბევ­რი პრობ­ლე­მა აქვს, თუმ­ცა, მას­წა­ლებ­ლე­ბის „ტრე­ნინ­გი“ და კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბის გა­მოც­დე­ბი ნამ­დ­ვი­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ვფიქ­რობ, თი­თო­ე­უ­ლი საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი მუ­დამ ფხიზ­ლად უნ­და იყოს, რომ სი­ახ­ლე­ე­ბი არ გა­მორ­ჩეს და მა­ღალ დო­ნე­ზე უნ­და ფლობ­დეს თა­ვის სა­განს. რაც შე­ე­ხე­ბა უარ­ყო­ფით მხა­რე­ებს, პი­რა­დად მე, გა­მო­ვარ­ჩევ­დი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის  „უინ­ტე­რე­სო­ბას“. სკო­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი არ ტარ­დე­ბა, რაც ხელს უშ­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო საგ­ნე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბას. გარ­და ამი­სა, უცხო ენის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე მოს­მე­ნის და­ვა­ლე­ბა­ში იშ­ვი­ა­თად გვა­ვარ­ჯი­შე­ბენ, კლა­სებ­ში მოს­წავ­ლე­თა დი­დი რა­ო­დე­ნო­ბაა, რაც, სა­ბო­ლო­ოდ, მოს­წავ­ლე­ე­ბის ცოდ­ნის დო­ნე­ზეც აისა­ხე­ბა. ამ პი­რო­ბებ­ში თით­ქ­მის არც ერ­თი სა­გა­ნი არ შე­ის­წავ­ლე­ბა სიღ­რ­მი­სე­უ­ლად (რა თქმა უნ­და, რამ­დე­ნი­მე სკო­ლის გა­მოკ­ლე­ბით). იმე­დი მაქვს, ეს პრობ­ლე­მე­ბი მო­მა­ვალ­ში მოგ­ვარ­დე­ბა და მჯე­რა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მოს­წავ­ლე­თა ცოდ­ნის დო­ნე ბევ­რად გა­იზ­რ­დე­ბა.

პირ­ვე­ლი სტუ­დენ­ტუ­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა
ნა­თია: სტუ­დენ­ტო­ბის პირ­ველ­მა დღემ სა­ინ­ტე­რე­სოდ ჩა­ი­ა­რა. ლექ­ტო­რებ­მა დი­დი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რეს, ბევ­რი ახა­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი, ბევ­რი და­დე­ბი­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბაც მი­ვი­ღე. ვი­მე­დოვ­ნებ, ასე გაგ­რ­ძელ­დე­ბა და სტუ­დენ­ტუ­რი დღე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა.
სერ­გი: პირ­ვე­ლი დღე მო­მე­წო­ნა, სას­წავ­ლო გა­რე­მო სა­ინ­ტე­რე­სო ჩანს და იმე­დია, მო­ლო­დი­ნი გა­ა­მარ­თ­ლებს. ყვე­ლა­ზე მე­ტად პრო­ფე­სი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის შეს­წავ­ლას ვე­ლო­დე­ბი.

სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი
ნა­თია: კონ­კ­რე­ტუ­ლი გეგ­მე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ წარ­ვ­მარ­თავ ჩემს ცხოვ­რე­ბას ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ამ ეტაპ­ზე, არ მაქვს. ერ­თა­დერ­თი, რაც და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით ვი­ცი, ის არის, რომ სწავ­ლას მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლებ და ვეც­დე­ბი, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვი­ზარ­დო, რო­გორც მეც­ნი­ე­რი. პა­რა­ლე­ლუ­რად, ვფიქ­რობ, უცხო­ეთ­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა­ზე ვიზ­რუ­ნო, შემ­დეგ კი, იქ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­ტა­ნო და ქარ­თუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას შე­ვუწყო ხე­ლი. ვნა­ხოთ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი.

25-28(942)N