გამოდის 1998 წლიდან
|
|
|
| სტატიები
|
2016-10-06
სკოლამ ბავშვს ცნობისმოყვარეობა უნდა გაუღვიძოს
|
განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებსა და
დაგეგმილ სიახლეებზე საუბრობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა
— თუკი პედაგოგებს, რომლებიც ვერ ჩააბარებენ გამოცდებს და დადასტურებულად გვეცოდინება, რომ მათ კვალიფიკაციური უნარ-ჩვევების ზღვარი ვერ გადალახეს, სკოლის დატოვების საფრთხე არ ემუქრებათ, როგორი იქნება მშობლების რეაქცია, როდესაც გაიგებენ, რომ მასწავლებელმა ვერ ჩააბარა გამოცდა და მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს სათანადო კვალიფიკაცია, მაინც ასწავლის?
|
ვრცლად>>> |
|
2016-10-06
ზოგადი უნარები სამყაროსთან ურთიერთობაშიც გვეხმარება
|
გვესაუბრება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი
სოფო დოლიძე
ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები
2016 წლის გამოცდები ძალიან საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ პირველად შევთავაზეთ აბიტურიენტებს ნახევრად ელექტრონული საგამოცდო ფორმატი, რომელიც გულისხმობდა ტესტის მიწოდებას კომპიუტერის ეკრანზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლეა იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლებლობას იძლევა, კიდევ სხვა ნაბიჯები გადავდგათ სამომავლოდ და სრულად ელექტრონულ ფორმატზე ვიფიქროთ, რომელიც ტესტის გამრავალფეროვნების საშუალებას იძლევა.
ვფიქრობ, წელს გამოცდამ
|
ვრცლად>>> |
|
2016-09-29
თსუ რექტორის არჩევნების შემდეგ
|
26 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსთან დილიდან სტუდენტთა სიმრავლე იყო, საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო მინისტრთა კაბინეტიც, აქ იმყოფებოდნენ: განათლების მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი. ისინი მოვიდნენ, რომ საზეიმო ღონისძიებაში მიეღოთ მონაწილეობა, სტუდენტებისთვის სწავლის დაწყება მიელოცათ, თუმცა, დაგეგმილი ღონისძიება ვერ შედგა — პირველივე გამომსვლელს სტუდენტებმა სიტყვა შეაწყვეტინეს ხმაურიანი შეძახილებით: „ჩვენ არ ვართ ამ პოლიტიკური სპექტრის ნაწილი!“, „ავტონომია უნივერსიტეტს!“, „ვითხოვთ პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებას“, „გრძელდება კლანური მმართველობა და ანტისამეცნიერო პროცესები“. „აუდიტორია115“-ის წარმომადგენლებმა დაიკავეს ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიებისთვის განკუთვნილი ადგილი. მათ თავიანთი მოთხოვნები გააცნეს სტუდენტებს, ძირითადად, იგივე, რაც გასული სასწავლო წლის განმავლობაში ჰქონდათ: უნივერსიტეტის რეფორმირება, რეალური ავტონომია, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლება, სტუდენტური თვითმმართველობის სრული რეორგანიზება, გარე რეფერირების პროცესის დანერგვა. სექტემბერში ამ ძირითად მოთხოვნებს ის უნდობლობაც დაემატა, რომელსაც სტუდენტთა ნაწილი უნივერსიტეტის ახალ რექტორს, გიორგი შარვაშიძეს უცხადებს, რადგან ის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილეა და სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ მისი რექტორად არჩევით უნივერსიტეტის ავტონომიურობის საკითხი საბოლოოდ დაიხურა, უნივერსიტეტი ავტონომიურობას ვეღარ მიიღებს. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, ვიდრე „აუდიტორია 115“-ის წევრები თავიანთ მოთხოვნებს აცნობდნენ დამსწრე საზოგადოებას, უკანა ფლანგზე იმყოფებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები და ამ გამოსვლებს ისმენდნენ.
უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე აცხადებს, რომ სტუდენტთა ძირითად მოთხოვნებს ეთანხმება, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც მისთვის უნდობლობის გამოცხადებას გულისხმობს. მიაჩნია, რომ უნივერსიტეტმა აუცილებლად უნდა მოიპოვოს ავტონომიურობა: „რაც შეეხება „აუდიტორია 115“-ის ნაწილის გამოსვლას, ხედავთ რა ფორმით მიმდინარეობს. არა მგონია ლამაზი ფორმა იყოს, თუმცა, ეს გემოვნების საკითხია. გასაგებია, რომ რეკრუტირებაა საჭირო, ალბათ „აუდიტორია 115“-ში მეტი სტუდენტის მოზიდვა სურთ და ასე იმიტომ იქცევიან, მეტი ყურადღება რომ მიიქციონ. ესეც გასაგებია, ეს მათი ინტერესია. ჩვენი ინტერესიც ზუსტად ის არის, რასაც ისინი ახლა გაჰყვირიან. ჩემი თვალსაზრისით, „აუდიტორია 115“ არარეგისტრირებული „ენჯეოა“, იმიტომ რომ, ძალიან ბევრი წევრი არასტუდენტია, თან ძალიან მაღალი პოლიტიკური გრადუსია შემოტანილი“.
|
ვრცლად>>> |
|
2016-09-29
სახეცვლილი თვითშეფასების კითხვარი — 120 პუნქტიდან 10 შეფასების სფერომდე
|
სულ მალე მასწავლებლებს გამარტივებული და სახეშეცვლილი თვითშეფასების კითხვარის შევსება მოუწევთ. რა სახის სტრუქტურული და შინაარსობრივი ცვლილებები განხორციელდა კითხვარში და რის საფუძველზე მოხდა მისი გამარტივება, ამის შესახებ გვესაუბრება უწყვეტი პროფესიული განათლებისა და კარიერული წინსვლის პროგრამის ხელმძღვანელი ირინა სამსონია
— გასული სასწავლო წელი მასწავლებლებისთვის თვითშეფასების კითხვარის შევსებით გამოწვეული მღელვარებით დაიწყო, 120-პუნქტიანი დოკუმენტის შევსებამ პედაგოგები დააბნია და პროცესი საკმაოდ გაიწელა. როგორც ცნობილია, კითხვარში ცვლილებები განხორციელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თვითშეფასების კომპონენტი წელსაც რჩება, მაგრამ, პირველ რიგში, საინტერესოა, რის საფუძველზე მოხდა ცვლილებები?
— თვითშეფასების კომპონენტი ბუნებრივია რჩება, რადგან პროფესიული განვითარების პროცესი, ცხადია, თვითშეფასების გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება.
|
ვრცლად>>> |
|
2016-09-29
ინკლუზიური განათლების გამოწვევები — როგორ გავზარდოთ ჩართულობა და განათლების ხარისხი
|
ლალი ჯელაძე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს (British Council) ორგანიზებით, ინკლუზიურ განათლებაზე კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიმდინარე საქმიანობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა, სადაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, ინკლუზიური განათლების პოლიტიკის პრაქტიკაში განხორციელებისა და სკოლებში ინკლუზიური კულტურის ჩამოყალიბების მნიშვნელობას.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში, დღემდე ჯერ კიდევ რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფს წარმოადგენენ, ისინი შეიძლება გარიყვის მსხვერპლნი გახდნენ საგანმანათლებლო თუ სხვა სისტემებიდან. მიუხედავად ამისა, ქვეყნები მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისგან იმით,
|
ვრცლად>>> |
|
2016-09-22
როგორ დავძლიოთ არაპროფესიონალიზმი ტოტალური რეპეტიტორობის ფონზე
|
ჩაჭრილთა რაოდენობაზე. დღევანდელი მონაცემებით, 25 ათას მასწავლებელს დადასტურებული აქვს საგნის კომპეტენცია, დაახლოებით ორი ამდენი მასწავლებელი კი ამას, ჯერჯერობით, ვერ ახერხებს. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის სამი წელი დარჩა საგნის გამოცდის ჩასაბარებლად, სხვა შემთხვევაში მათ სკოლა ავტომატურად ხელშეკრულებას უწყვეტს. ეს ჩანაწერი, როგორც მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ რამდენიმე დღის წინ მოცემულ ინტერვიუში განაცხადა, მუქარის შემცველია და, დაახლოებით, ერთ თვეში სქემიდან გაქრება, მასწავლებლებს კი, გამოცდის ვერჩაბარების შემთხვევაში, სკოლა არსად არ გაუშვებს. გარდა ამისა, სქემაში სხვა ცვლილებებიც იგეგმება. უცვლელი რჩება რეალობა, რომელიც წელიწადში ორჯერ, გამოცდების შედეგების გახმოვანების შემდეგ, გვახსენებს ხოლმე თავს და ყველაზე მეტ აღშფოთებას თავად პედაგოგებში იწვევს. ნუ წაგვართმევთ ღირსებას! — ეს ერთ-ერთი პედაგოგის სიტყვებია, რომელიც რეალურად ისევე ასახავს გამოცდის ჩაჭრით განაწყენებული პედაგოგების განწყობას, როგორ გამოცდის შედეგების სტატისტიკა — რეალობას!
„axali ganaTleba“-ს დღევანდელი სტუმარი განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი რევაზ აფხაზავა სწორედ ამ პრობლემებზე და მათი დაძლევის გზებზე გვესაუბრება.
— ზაფხულში, მასწავლებელთა საგნის გამოც
|
ვრცლად>>> |
|
2016-09-22
თსუ რექტორის არჩევნების მოლოდინში
|
23 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ეყოლება. სტუდენტებში კი წინასაარჩევნო განწყობა ნელ-ნელა პროტესტში გადაიზარდა, გიორგი შარვაშიძის კანდიდატად დარეგისტრირებამ „აუდიტორია 115-ის“ წევრების სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია. კანდიდატით არც სტუდენტური თვითმმართველობის წევრები არიან კმაყოფილი, რადგან ერთნიც და მეორენიც მიიჩნევენ, რომ ამით უნივერსიტეტის ავტონომიას სერიოზული საფრთხე ემუქრება. მინისტრის ყოფილი მოადგილისადმი პროტესტს სტუდენტებში, პირველ რიგში, უნდობლობა იწვევს. როგორც „აუდიტორია 115“-ის წევრები ამბობენ შარვაშიძის კანდიდატურას ლობირებას სამთავრობო პარტიაში უწევენ.
|
ვრცლად>>> |
|
2016-09-22
ბარათაშვილისა და ბაირონის მეამბოხე სული — რომანტიზმის მებრძოლი სულისკვეთება
|
„ჩემი თვლემა ხომ ძილი არ არის,
იგია მხოლოდ შეუპოვარ ზრახვათა დენა,
რომლის დაძლევა და შეწყვეტა არ შემიძლიან.“
ბაირონი („მანფრედი“)
„შეუპოვარ ზრახვათა დენის“ გამო ხშირად აკავშირებენ ბარათაშვილის „მერანსა“ და ადამ მიცკევიჩის „ფარისს“, თუმცა ვფიქრობთ, ბარათაშვილს მეტი სულიერი სიახლოვე აქვს ევროპული რომანტიზმის კლასიკოს ბაირონთან. ბაირონის მეამბოხე, მებრძოლი სულისკვეთება და ბარათაშვილის თავგანწირვა და შეუპოვრობა მეტად ენათესავება ერთმანეთს, ვიდრე მიცკევიჩის ლექსისა და „მერნის“ სიუჟეტური ქარგა. ბაირონი წერს: „გულში დარაჯი მყავს ფხიზელი, თვალებს ვხუჭავ მხოლოდ მისთვის, რომ თვალთახედვა მივმართო შიგნით“. ბარათაშვილის გიჟური სრბოლა და სწრაფვა საზღვრის გადალახვისთვის სხვა არაფერია, თუ არა გაქცევა საკუთარი სხეულისგან და საკუთარი სულის,
|
ვრცლად>>> |
|
2016-09-15
მომავლის ლიდერები ამერიკული გამოცდილებით
|
FLEX — მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა 24-ე წელია, რაც საქართველოში წარმატებით ხორციელდება. ყოველწლიურად საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების უფროსკლასელებს ეძლევათ შესაძლებლობა ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და გაეცნონ ამერიკის კულტურას. პროგრამა სრულად ფინანსდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. მისი უპირველესი მიზანია, ამ ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის გაღრმავება. გვესაუბრება გაცვლითი პროგრამების კოორდინატორი საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ფილიალი საქართველოში ქრისტი მილორავა
— რამდენი წელია, რაც საქართველოში FLEX - მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა ხორციელდება, რა არის პროგრამის მიზანი?
|
ვრცლად>>> |
|
2016-09-15
მასშტაბური პროექტის პირველი ნაბიჯები
|
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარება“ ფარგლებში დირექტორთა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი პროგრამის განხორციელება დაიწყო. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავდა შესაბამისი ტრენინგ მოდულები და საკითხავი მასალა, ლიდერობის აკადემიის პირველი საფეხურის ტრენინგი 1400-მა დირექტორმა გაიარა.
ლიდერობის აკადემია სამ ეტაპად განხორციელდება სხვადასხვა მოდულებით, რომლებიც საერთო ჯამში 160 საკონტაქტო საათისგან შედგება. პროგრამა ტრენინგის შემდგომი აქტივობების დაგეგმვასაც გულისხმობს, მაგალითად, კვარტალური შეხვედრების სახით, სადაც დირექტორები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ და მიიღებენ დამატებით უკუკავშირს. ლიდერობის აკადემია 1-ის განსახორციელებლად ამჯერად თბილისში, თელავსა და წყალტუბოში 5 ლოკაცია შეირჩა და ხუთი დღის განმავლობაში, დირექტორები ორგანიზებულად მონაწილეობდნენ ტრენინგებში. სულ მალე, ამავე პროექტის ფარგლებში, ტრენინგები მასწავლებლისთვისაც დაიწყება და პირველი ნაკადი 9 ათას პედაგოგს მოცავს. საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში, 18 000-ზე მეტი ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, ინგლისურის, მათემატიკისა და გეოგრაფიის მე 7-12 კლასების მოქმედი მასწავლებელი გადამზადდება.
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
|
 |
13(807)N 
|
|
|
|
|