გამოდის 1998 წლიდან
2016-12-22
eTwiningPlus — ვირ­ტუ­ა­ლუ­რი პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა ევ­რო­პელ კო­ლე­გებ­თან


მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი,  2013 წლი­დან, ევ­რო­კო­მი­სი­ის დახ­მა­რე­ბით, ახორ­ცი­ე­ლებს eTwining-ის პროგ­რა­მას. eTwining ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის სკო­ლე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ხელ­შე­საწყო­ბად შექ­მ­ნი­ლი ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მაა, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლებს, სკო­ლის დი­რექ­ცი­ა­სა და სკო­ლა­ში მო­მუ­შა­ვე სხვა პერ­სო­ნალს ერ­თ­მა­ნეთ­თად და­კავ­ში­რე­ბა, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, იდე­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და სას­წავ­ლო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა  შე­უძ­ლი­ათ. eTwining Plus-ის მთა­ვა­რი სა­მუ­შაო სივ­რ­ცე ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მაა, რო­მე­ლიც და­რე­გის­ტ­რი­რე­ბულ მას­წავ­ლებ­ლებს მრა­ვალ­ფე­რო­ვან ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებ­სა და სერ­ვი­სებს სთა­ვა­ზობს პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის მო­სა­ძებ­ნად, სა­სურ­ვე­ლი პრო­ექ­ტე­ბის შე­სარ­ჩე­ვად და მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად, იდე­ე­ბი­სა და სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის მა­გა­ლი­თე­ბის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად. რო­გორ უნ­და ჩა­ერ­თოს ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტ­ში, რა სი­ახ­ლე­ებს და რა სარ­გებე­ლს სთა­ვა­ზობს პროგ­რა­მის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბი მას­წავ­ლებ­ლებს და მოს­წავ­ლე­ებს, ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის eTwining Plus პროგ­რა­მის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი ხა­ტია მატ­კა­ვა.


— რო­დის ჩა­ერ­თო ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა პროგ­რა­მა­ში და რა სი­ახ­ლე­ე­ბი იგეგ­მე­ბა 2017 წლი­დან?
— eTwining ევ­რო­პა­ში 2005 წლი­დან და­იწყო და პორ­ტა­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით,  ევ­რო­პის მასშ­ტა­ბით, პროგ­რა­მა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 170 ათა­სამ­დე სკო­ლა და  ნა­ხე­ვარ­მი­ლი­ო­ნამ­დე მას­წავ­ლე­ბე­ლია  ჩარ­თუ­ლი, ყო­ველ­დღი­უ­რად პორ­ტალს 20 ათა­სი მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი სტუმ­რობს. სა­ქარ­თ­ვე­ლო პროგ­რა­მის წევ­რი 2013 წლი­დან გახ­და მო­ლ­დო­ვას­თან, აზერ­ბა­ი­ჯან­თან, სომ­ხეთ­თან, უკ­რა­ი­ნა­სა და ტუ­ნის­თან ერ­თად. შე­სა­ბა­მი­სად, პირ­ვე­ლი რე­გის­ტ­რა­ცი­აც მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, პროგ­რა­მა­ში ჩა­სარ­თა­ვად, 2013 წელს გა­მოცხად­და.
სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან პირ­ვე­ლა­დი რე­გის­ტ­რა­ცია 2013 წლის მარ­ტ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და და თავ­და­პირ­ვე­ლად ჩარ­თუ­ლი იყო 600-მდე მას­წავ­ლე­ბე­ლი 293 სკო­ლი­დან, ჯამ­ში 115 პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და. დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან eTwiningPlus-ზე და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლია 350 მას­წავ­ლე­ბე­ლი 188 სკო­ლი­დან.
მას­წავ­ლებ­ლებს, ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რის გა­მო, პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მ­ნათ და ნა­წი­ლი  გა­მო­ე­თი­შა კი­დეც პროგ­რა­მას. შემ­დ­გომ უკ­ვე პროგ­რა­მამ გან­ვითა­რე­ბა და­იწყო, მას­წავ­ლებ­ლე­ბიც უფ­რო მე­ტად გა­აქ­ტი­ურ­დ­ნენ, რა­საც მათ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ადას­ტუ­რებს — 2014 წელს 200 პრო­ექ­ტი იყო, 2015 წელს — 222, ხო­ლო 2016 წელს, და­ახ­ლო­ე­ბით, 400 პრო­ექ­ტ­ში მი­ი­ღეს ქარ­თ­ველ­მა მას­წავ­ლებ­ლებ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ჯამ­ში, პორ­ტა­ლის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, 946 პრო­ექ­ტია რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი, სა­დაც ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლე­ბი.
2017 წლი­დან და­გეგ­მი­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი­დან მთა­ვა­რია ის, რომ მას­წავ­ლებ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ ეროვ­ნუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ. თუ­კი აქამ­დე მთა­ვა­რი ორი­ენ­ტი­რი ევ­რო­პულ პრო­ექ­ტ­ზე კეთ­დე­ბო­და (ქარ­თ­ველ მას­წავ­ლე­ბელს არ ჰქონ­და უფ­ლე­ბა პრო­ექ­ტის ინი­ცი­რე­ბა ქარ­თულ ენა­ზე გა­ე­კე­თე­ბი­ნა, აუცი­ლებ­ლად ევ­რო­პე­ლი პარ­ტ­ნი­ო­რი უნ­და ჰყო­ლო­და და ამას­თა­ნა­ვე, აუცი­ლებ­ლად ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე უნ­და მომ­ხ­და­რი­ყო), 2017 წლი­დან მათ უფ­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ პარ­ტ­ნი­ო­რად ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ჰყავ­დეთ და, შე­სა­ბა­მი­სად, პრო­ექ­ტის ინი­ცი­რე­ბაც ქარ­თულ ენა­ზე გა­ა­კე­თონ — ორ­მა ან მეტ­მა ქარ­თ­ველ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, ქარ­თულ ენა­ზე, ერ­თობ­ლი­ვად, და­გეგ­მოს  და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს პრო­ექ­ტი პორ­ტა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პრი­ო­რი­ტე­ტად ისევ ევ­რო­პუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი რჩე­ბა, მაგ­რამ ეს სი­ახ­ლე მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თუნ­დაც იმ კუთხით, რომ მი­ეჩ­ვი­ონ პორ­ტალ­ზე მუ­შა­ო­ბას, გა­ეც­ნონ მის სპე­ცი­ფი­კას და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ პრო­ექ­ტე­ბი. ეს შე­იძ­ლე­ბა პროგ­რა­მის პირ­ველ ეტა­პად მი­ვიჩ­ნი­ოთ  და შემ­დ­გომ, თუ­კი ევ­რო­პულ პრო­ექ­ტებ­ში ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან და პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან ეყო­ლე­ბათ, თა­ვის­თა­ვად, უმ­ჯო­ბე­სია, რად­გან პროგ­რა­მის არ­სიც სწო­რედ სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის კო­ლე­გებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბაა. აქამ­დე, ენის ბა­რი­ე­რის გა­მო, ძი­რი­თა­დად, პროგ­რა­მა­ში უცხო ენე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი ერ­თ­ვე­ბოდ­ნენ, სხვა საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბი შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად. ახ­ლა, რად­გან ენობ­რი­ვი დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბი მო­იხ­ს­ნე­ბა, გა­ცი­ლე­ბით მეტ მას­წავ­ლე­ბელს მი­ე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა, ჩა­ერ­თოს  eTwiningPlus-ში. პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე მას­წავ­ლე­ბე­ლი ყვე­ლა რე­გი­ო­ნი­დან გვყავს.
პროგ­რა­მა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ  ერ­თა­დერ­თია, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ითა­ნამ­შ­რომ­ლონ ევ­რო­პის სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის მას­წავ­ლებ­ლებ­თან, მათ ვირ­ტუ­ა­ლუ­რი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი ჰყავთ, თუმ­ცა და­ჯილ­დო­ე­ბის   ცე­რე­მო­ნი­ა­ლებ­ზე ან სა­ერ­თა­შო­რი­სო სე­მი­ნა­რებ­სა და კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე, სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ შეხ­ვ­დ­ნენ პარ­ტ­ნი­ო­რებს და პი­რა­დად გა­იც­ნონ კო­ლე­გე­ბი. ასე­თი ვი­ზი­ტე­ბიც წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლია მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, რომ ჩა­ერ­თონ პროგ­რა­მა­ში.
— რა ტი­პის პრო­ექ­ტებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ მა­ს­წავ­ლებ­ლე­ბი, რო­მე­ლი თე­მა­ტი­კაა უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი?
— პრო­ექ­ტის სა­ხე მას­წავ­ლე­ბელ­მა შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ რა­მეს მის­ცეს, მა­გა­ლი­თად, დაწყე­ბი­თი კლა­სის მას­წავ­ლე­ბელ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კე­თოს პრო­ექ­ტი  „საახალ­წ­ლო ტრა­დი­ცი­ე­ბი“,  „ჩვე­ნი კულ­ტუ­რუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი“, „პოპუ­ლა­რუ­ლი მწერ­ლე­ბი“ და ა.შ. ქარ­თ­ველ მას­წავ­ლებ­ლებ­ში უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლია კულ­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბის პრო­ექ­ტე­ბი, მეტ აქ­ცენტს თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რა­სა და ის­ტო­რი­ა­ზე აკე­თე­ბენ. ასე­ვე, საპ­რო­ექ­ტო იდე­ებ­ში აქ­ტი­უ­რა­დაა ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა, სო­ცი­ა­ლურ პრო­ექ­ტებ­საც შეხ­ვ­დე­ბით, მა­გა­ლი­თად, პრო­ექტს შე­იძ­ლე­ბა ერ­ქ­ვას „თინე­ი­ჯე­რე­ბის კლუ­ბი“, სა­დაც შე­და­რე­ბით უფ­რო მა­ღა­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლი;  ასე­ვე, ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხე­ბაც ამ­ზა­დე­ბენ პრო­ექ­ტებს, ცხო­ველ­თა სამ­ყა­როს და ა.შ. ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია ეკოპ­რო­ექ­ტე­ბი. სხვა­თა შო­რის, წელს გვქონ­და ეკოპ­რო­ექ­ტი სა­ხელ­წო­დე­ბით „დედა­მი­წას სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა“, რო­მელ­მაც ევ­რო­პუ­ლი ხა­რის­ხის ნი­შა­ნი მი­ი­ღო. 
— რო­გორ ხდე­ბა  eTwiningPlus-ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის პრო­ექ­ტე­ბის შერ­ჩე­ვა და რას ნიშ­ნავს ევ­რო­პუ­ლი ხა­რის­ხის მი­ნი­ჭე­ბა? გარ­და ამი­სა, რა მო­ტი­ვა­ცია აქვს მას­წავ­ლე­ბელს პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თ­ვის?                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     
— პროგ­რა­მა ძა­ლი­ან ბევრ აქ­ტი­ვო­ბას ახორ­ცი­ე­ლებს იმი­სათ­ვის, რომ გა­ზარ­დოს მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­ტი­ვა­ცია. ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, რო­ცა პრო­ექ­ტი და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა, მას­წავ­ლე­ბე­ლი აკე­თებს გა­ნაცხადს იმის­თ­ვის, რომ მი­ი­ღოს ხა­რის­ხის ნი­შა­ნი. თი­თო­ე­ულ ქვე­ყა­ნას (პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლია 39 ქვე­ყა­ნა ევ­რო­პი­დან) თა­ვი­სი ეროვ­ნუ­ლი მხარ­და­ჭე­რის სა­ა­გენ­ტო ჰყავს. ჩვენ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეროვ­ნუ­ლი მხარ­და­ჭე­რის სა­ა­გენ­ტოს მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლი წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც პროგ­რა­მას ახორ­ცი­ე­ლებს. მას­წავ­ლე­ბე­ლი აკე­თებს გა­ნაცხადს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ხა­რის­ხის ნი­შან­ზე და ჩვენ ვა­ფა­სებთ მის პრო­ექტს. მას შემ­დეგ, რაც პრო­ექ­ტი მი­ი­ღებს ეროვ­ნუ­ლი ხა­რის­ხის ნი­შანს, მას  შე­უძ­ლია გა­ნაცხა­დი ევ­რო­პუ­ლი ხა­რის­ხის ნი­შან­ზე გა­ა­კე­თოს. წარ­დ­გე­ნილ პრო­ექ­ტებს ევ­რო­პე­ლი კო­ლე­გე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ და, შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი წყვე­ტენ მი­ა­ნი­ჭონ თუ არა ევ­რო­პუ­ლი ხა­რის­ხის ნი­შა­ნი. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ პრო­ექტს ევ­რო­პუ­ლი ხა­რის­ხის ნი­შა­ნი მი­ე­ნი­ჭე­ბა, მას შე­უძ­ლია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ყო­ველ­წ­ლი­ურ საპ­რი­ზო კონ­კურ­ს­ში, სა­დაც გა­მოვ­ლინ­დე­ბა წლის სა­უ­კე­თე­სო პრო­ექ­ტი სხვა­დას­ხ­ვა ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში, ევ­რო­პის მას­შ­ტა­ბით. სა­ბო­ლო­ოდ, უკ­ვე შერ­ჩე­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბის ავ­ტო­რებს და მათ წევრ მას­წავ­ლებ­ლებს, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, ბრი­უ­სელ­ში იწ­ვე­ვენ ბა­ნა­კის ტი­პის რამ­დე­ნი­მედღი­ან აქ­ტი­ვო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად.
რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თულ ენა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექ­ტებს, ისი­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვერ მი­ი­ღე­ბენ ევ­რო­პის ხა­რის­ხის ნი­შან­ზე და ვერც საპ­რი­ზო კონ­კურ­ს­ში მოხ­ვ­დე­ბი­ან,  მაგ­რამ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ში­და კონ­კურ­სი და­ვა­წე­სოთ და ასე შე­ვუ­ფა­სოთ პრო­ექ­ტე­ბი.
— იყ­ვე­ნენ თუ არა ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი  და მოს­წავ­ლე­ე­ბი ბრი­უ­სელ­ში მიწ­ვე­უ­ლე­ბი და პრო­ექტს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად წა­რად­გე­ნენ თუ ჯგუ­ფუ­რად?
— 2015 წელს, თბი­ლი­სი­სა და რე­გი­ო­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­რე­უ­ლი ჯგუ­ფი, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, მიწ­ვე­უ­ლი იყო და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე ბრი­უ­სელ­ში, პრო­ექ­ტ­მა ევ­რო­პის მას­შ­ტა­ბით გა­ი­მარ­ჯ­ვა.
  გა­ნაცხა­დის გა­კე­თე­ბა პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თულ ნე­ბის­მი­ერ მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია, ხა­რის­ხის ნი­შან­საც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ის ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი იღებს, რო­მელ­საც შე­სა­ბა­მი­სი  წვლი­ლი აქვს პრო­ექ­ტ­ში შე­ტა­ნი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, პრო­ექ­ტ­ში რამ­დე­ნი­მე მას­წავ­ლე­ბე­ლია ერ­თ­დ­რო­უ­ლად ჩარ­თუ­ლი, ძი­რი­თა­დად, ორი მას­წავ­ლე­ბე­ლი. ბრი­უ­სელ­ში მიწ­ვე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­დან ხუ­თი­ვე ჩარ­თუ­ლი იყო პრო­ექ­ტ­ში, მაგ­რამ ევ­რო­პე­ლე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, რად­გა­ნაც პრო­ექ­ტ­მა გა­ი­მარ­ჯ­ვა და თან პროგ­რა­მის 10 წლის იუბი­ლე აღი­ნიშ­ნე­ბო­და, ხუ­თი­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი, წა­ხა­ლი­სე­ბის მიზ­ნით, და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე მი­იწ­ვი­ეს. 
— ეროვ­ნუ­ლი ხა­რის­ხის მი­ნი­ჭე­ბი­სას რი­თი აჯილ­დო­ვებთ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის მას­წავ­ლებ­ლებს? რა სარ­გე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ტა­ნოს მას­წავ­ლე­ბელს პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ?
— ვცდი­ლობთ სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზე­ბი ყო­ველ­წ­ლი­უ­რად და­ვა­წე­სოთ, მა­გა­ლი­თად, შარ­შან მას­წავ­ლებ­ლე­ბი ლეპ­ტო­პე­ბით და­ვა­ჯილ­დო­ვეთ. ჩარ­თუ­ლო­ბა ყო­ველ­წ­ლი­უ­რად იზ­რ­დე­ბა და არ ვი­ცი რამ­დე­ნად შევ­ძ­ლებთ მსგავ­სი სა­ჩუქ­რე­ბით მათ და­ჯილ­დო­ე­ბას,  თუმ­ცა, წა­ხა­ლი­სე­ბას აუცი­ლებ­ლად შე­ვეც­დე­ბით. 
პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი სარ­გე­ბე­ლი მო­აქვს მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. პირ­ველ რიგ­ში, ისი­ნი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ სახ­ვა­დას­ხ­ვა საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებ­თან და მულ­ტი­კულ­ტუ­რულ ჯგუ­ფებ­თან, ურ­თი­ერ­თო­ბა უწევთ ევ­რო­პელ კო­ლე­გებ­თან. ეს,  რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ხელს უწყობს რო­გორც ენობ­რივ კომ­პე­ტენ­ცი­ებს, ისე  ისტ უნა­რე­ბის გან­ვით­არე­ბას. რად­გან პროგ­რა­მის მთავა­რი სა­მუ­შაო სივ­რ­ცე ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პორ­ტა­ლია, ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ტი­ვო­ბა, რა­საც ისი­ნი პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში შე­ას­რუ­ლე­ბენ, უნ­და ატ­ვირ­თონ პორ­ტალ­ზე. ეს კი გარ­კ­ვე­უ­ლი  უნა­რე­ბის  ცოდ­ნას, სხვა­დას­ხ­ვა ონ­ლა­ინ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის ფლო­ბას მო­ითხოვს. რაც უფ­რო მრა­ვალ­ფე­როვ­ნად და კარ­გად წარ­მო­ა­ჩე­ნენ  მას­წავ­ლებ­ლე­ბი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებს, მით უფ­რო მომ­ზიდ­ვე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო­ნი არი­ან შემ­დ­გო­მი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის­თ­ვის და უფ­რო იოლად პო­უ­ლო­ბენ უცხო­ელ პარ­ტ­ნი­ო­რებს.
— არის თუ არა რა­ი­მე შეზღუდ­ვა პრო­ექ­ტის ხა­რის­ხის ნი­შან­ზე წარ­სად­გე­ნად?
— შეზღუდ­ვა და ლი­მი­ტი არ არ­სე­ბობს. ნე­ბის­მი­ერს, ვინც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს პრო­ექტს, შე­უძ­ლია გა­ნაცხა­დის გა­კე­თე­ბა, მათ­გან ირ­ჩე­ვა სა­უ­კე­თე­სო. ევ­რო­პის პრი­ზი­ო­რო­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟი­უ­რი წყვეტს, თუმ­ცა, ალ­ბათ, იღ­ბა­ლიც სა­ჭი­როა, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი პრო­ექ­ტია ხოლ­მე წარ­დ­გე­ნი­ლი, მათ­გან ვი­ღა­ცას უფ­რო მე­ტად უმარ­თ­ლებს, ვი­ღა­ცას — ნაკ­ლე­ბად.
— არის თუ არა პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა შეზღუ­დუ­ლი და იზ­რ­დე­ბა თუ არა პროგ­რა­მი­სად­მი ინ­ტე­რე­სი?
რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ტე­რესს, დღი­თი დღე იზ­რ­დე­ბა. ყო­ველ­დღი­უ­რად ვი­ღებთ წე­რილს ან სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარს, რომ პროგ­რა­მა­ში ჩარ­თ­ვა სურთ. აქამ­დე გვქონ­და გარ­კ­ვე­უ­ლი კვო­ტა — 350 მას­წავ­ლე­ბელ­ზე მე­ტის ჩარ­თ­ვა არ შეგ­ვეძ­ლო. 2017 წლი­დან კვო­ტაც იხ­ს­ნე­ბა და, ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შეგ­ვიძ­ლია გავ­ზარ­დოთ მას­წავ­ლე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, მეტ მას­წავ­ლე­ბელს მივ­ცემთ პროგ­რა­მა­ში ჩართვის სა­შუ­ა­ლე­ბას.  ვინც უკ­ვე ჩარ­თუ­ლია და აქ­ტი­უ­რად ინარ­ჩუ­ნებს ამ პო­ზი­ცი­ას, რჩე­ბა პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლედ, მაგ­რამ თუ­კი ახორ­ცი­ე­ლებს აქ­ტი­ვო­ბებს, რო­მელ­საც პორ­ტა­ლის მო­ნი­ტო­რინ­გის დროს ვხე­დავთ, მა­შინ მას ახა­ლი მას­წავ­ლებ­ლით ვა­ნაც­ვ­ლებთ.
— eTwiningPlus-ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ხა­რის­ხის ნიშ­ნის მო­პო­ვე­ბის გარ­და, სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში კრე­დიტ-ქუ­ლე­ბით ფას­დე­ბა. გა­ნა­პი­რო­ბებს თუ არა ხა­რის­ხის ნი­შა­ნი კრე­დიტ-ქუ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბას?
— eTwiningჵlus-ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას მას­წავ­ლებ­ლე­ბი, სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში, კრე­დიტ-ქუ­ლებს აგ­რო­ვე­ბენ, პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მას­წავ­ლე­ბელს შუძ­ლია მო­ი­პო­ვოს 2 კრე­დიტ-ქუ­ლა. შე­საძ­ლოა, პრო­ექ­ტ­მა ვერ მი­ი­ღოს ეროვ­ნუ­ლი ხა­რის­ხის ნი­შა­ნი ან შე­იძ­ლე­ბა სუ­ლაც არ წა­რად­გი­ნონ ხა­რის­ხის ნი­შან­ზე, მაგ­რამ მან კრე­დიტ-ქუ­ლა მა­ინც მო­ი­პო­ვოს. პორ­ტალ­ზე ვნა­ხუ­ლობთ, თუ რა აქ­ტი­ვო­ბა აქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბელს პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში  ან აქვს თუ არა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, რო­გორც მომ­ხ­სე­ნე­ბელს ან მოს­მე­ნი­ლი აქვს 25-სა­ა­თი­ა­ნი სატ­რე­ნინ­გო კურ­სი, რო­მელ­საც მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლი სთა­ვა­ზობს — ამის მი­ხედ­ვით მათ 2 კრე­დიტ-ქუ­ლა ენი­ჭე­ბათ. წელს ქუ­ლე­ბი პირ­ვე­ლად მი­ვა­ნი­ჭეთ,  2016 სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს, ივ­ნის­ში 100-მა მა­სა­წავ­ლე­ბელ­მა მი­ი­ღო 2 კრე­დიტ-ქუ­ლა. იმის­თ­ვის, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა მსგავს აქ­ტი­ვო­ბა­ში შემ­დეგ წელ­საც მი­ი­ღოს კრე­დიტ-ქუ­ლა, აუცი­ლებ­ლად ახა­ლი პრო­ექ­ტი უნ­და წა­რად­გი­ნოს. 
2016-2017 სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს იმ პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე პე­და­გო­გე­ბი მი­ი­ღე­ბენ კრე­დიტ-ქუ­ლებს, რომ­ლის ინი­ცი­რე­ბაც სექ­ტემ­ბერ­ში მოხ­და. რაც მთა­ვა­რია, პრო­ექ­ტ­ში ყვე­ლას ნა­მუ­შე­ვა­რი ცალ-ცალ­კე ფას­დე­ბა. ამ­დე­ნად, პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მო­ტი­ვა­ცია კი­დევ უფ­რო გა­ი­ზარ­და. სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში კრე­დიტ-ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბა, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­სა თუ სე­მი­ნა­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა — ეს ის მთა­ვა­რი სი­კე­თე­ე­ბია, რაც eTwiningPlus-ში მო­ნა­წი­ლე მას­წავ­ლე­ბელ­მა შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოს. გარ­და ამი­სა, პროგ­რა­მა მათ თვით­ს­წავ­ლე­ბა­სა და პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს, მუდ­მი­ვად იზი­ა­რე­ბენ კო­ლე­გე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას, ერ­თ­მა­ნეთს ას­წავ­ლი­ან  სი­ახ­ლე­ებს — ონ­ლა­ინ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, პრო­ექ­ტ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა, ახალი მიდ­გო­მე­ბი და სხვ.           


ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

27(861)N