გამოდის 1998 წლიდან
სტატიები
2016-02-25
რო­გორ მო­ვი­პო­ვოთ მას­წავ­ლებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა გაზ­რ­დი­ლი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნე­ბის ფონ­ზე

მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლა ახა­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით გარ­თუ­ლე­ბუ­ლია, ნე­ბის­მი­ე­რი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ანს არ შე­უძ­ლია გახ­დეს მას­წავ­ლე­ბე­ლი. მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბულ გზებს გან­საზღ­ვ­რავს. ერთ-ერ­თი გზა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბას მიმ­დევ­რო­ბი­თი და პა­რა­ლე­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. რას გუ­ლის­ხ­მობს ეს პროგ­რა­მე­ბი, რა გზე­ბი არ­სე­ბობს მსურ­ვე­ლე­ბის­თ­ვის პრო­ფე­სი­ა­ში შე­სას­ვ­ლე­ლად და ვის შე­უძ­ლია მას­წავ­ლებ­ლო­ბის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა, ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ექ­ს­პერტ-კონ­სულ­ტან­ტი სო­ფი­კო ლობ­ჟა­ნი­ძე
ვრცლად>>>
2016-02-18
„პირ­და­პი­რი ინ­ვე­ს­ტი­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­მა­ვალ­ში“ 14-მილიონიანი პრო­ექ­ტი მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბისთვის

ლა­ლი ჯე­ლა­ძე მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, „ათას­წ­ლე­უ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი — სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ ფი­ნან­სუ­რი და ტექ­ნი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რით, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას იწყებს.
14 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­ექ­ტი ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ის (MCC) 140 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის მე­ო­რე კომ­პაქ­ტის ერთ-ერთ კომ­პო­ნენტს წარ­მო­ად­გენს და მიზ­ნად ისა­ხავს STEM პრო­ფე­სი­ე­ბის — სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო, მა­თე­მა­ტი­კის, სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, გე­ოგ­რა­ფი­ი­სა და ინ­გ­ლი­სუ­რი ენის VII-XII კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა, ასე­ვე სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზით სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და სკო­ლის მარ­თ­ვის ხა­რის­ხის დახ­ვე­წას.
პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ეს არის ამე­რი­კის მხრი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლოს დახ­მა­რე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პროგ­რა­მა, რად­გან 140-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი გრან­ტი პირ­და­პი­რი ინ­ვე­ს­ტი­ციაა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­მა­ვალ­ში.
ვიდ­რე პრო­ექ­ტის კონ­კ­რე­ტულ დე­ტა­ლებ­ზე გა­და­ვალთ, მკითხ­ველს გა­ვაც­ნობთ რა­ტომ შე­ირ­ჩა STEM პრო­ფე­სი­ე­ბი და რა­ტომ ჩა­დო მი­ლე­ნი­უ­მის კორ­პო­რა­ცი­ამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ამ დარ­გე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო ინ­ვეს­ტი­ცია. STEM — 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ტერ­მი­ნი ტექ­ნო­ლო­გი­ურ, სა­ინ­ჟინ­რო, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო დარ­გებს აერ­თი­ა­ნებს. ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის ეპო­ქა­ში კი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ახალ­გაზ­რ­დებ­მა მა­ღა­ლი დო­ნის გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღონ ტექ­ნი­კურ დარ­გებ­ში. თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში STEM სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ზე მოთხოვ­ნა უფ­რო და უფ­რო იზ­რ­დე­ბა, ბბC-ის მი­ერ ახ­ლა­ხან გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ის მი­ხედ­ვით, ელექ­ტ­რუ­ლი ინ­ჟინ­რე­ბი, ბი­ო­ქი­მი­კო­სე­ბი და პროგ­რა­მის­ტე­ბი მოთხოვ­ნა­დი პრო­ფე­სი­ე­ბის სი­ა­ში მო­წი­ნა­ვე რი­გებს იკა­ვე­ბენ. სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვ­დი­ან, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მა­გა­ლით­ზე, რო­გორ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ზო­გა­დად სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ელექ­ტ­რუ­ლი ინ­ჟინ­რის სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სის­გან — 27 195 ევ­რო/ 43 711 ევ­რო. მსგავ­სი ვი­თა­რე­ბაა აშშ-ში, სა­დაც STEM ფა­კულ­ტე­ტე­ბის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებ­ზე დი­დი მოთხოვ­ნაა. მათ უდი­დე­სი წვლი­ლი შე­აქვთ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში. სწო­რედ ამ მიზ­ნით გა­დაწყ­ვი­ტა ათას­წ­ლე­უ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში SSTEM დარ­გე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, მათ შო­რი­საა სან დი­ე­გოს სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის პრო­ექ­ტიც.
პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია სას­ტუმ­რო „თბი­ლი­სი მა­რი­ოტ­ში“ გა­ი­მარ­თა, სა­დაც მხა­რე­ებ­მა ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ა­ფორ­მეს. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ: სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რი თა­მარ სა­ნი­კი­ძე, ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი მაგ­და მაღ­რა­ძე, ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ის ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტის მო­ად­გი­ლე ფა­ტემ სუ­მა­რი და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი.
ვრცლად>>>
2016-02-18
ძველ სქე­მა­ში ჩარ­თუ­ლი 5 266 მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­ფას­და
2011-14 წლებ­ში მოქ­მე­დი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მის შე­ფა­სე­ბის აპე­ლა­ცი­ის პრო­ცე­სი დას­რულ­და. გან­მე­ო­რე­ბით შე­ფა­სე­ბის მსურ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­ერ სა­ა­პე­ლა­ცი­ოდ სულ 1226 გან­ცხა­დე­ბა შე­ვი­და. აპე­ლა­ცი­ის პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვი­სა და წარ­მარ­თ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, წარ­მა­ტე­ბუ­ლად შე­ფა­სე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 9%-ით გა­ი­ზარ­და. სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, შე­დე­გე­ბი 7%-ით გა­უმ­ჯო­ბეს­და, ასე­ვე 7%-ით გა­ი­ზარ­და პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლად შე­ფა­სე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. მთლი­ა­ნო­ბა­ში, ძველ სქე­მა­ში ჩარ­თუ­ლი, შე­ფა­სე­ბის მსურ­ვე­ლი 5266 მას­წავ­ლებ­ლი­დან, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვი­სა და წარ­მარ­თ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, 70%-მა მი­აღ­წია წარ­მა­ტე­ბას; სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, წარ­მა­ტე­ბუ­ლია მთლი­ა­ნი რა­ო­დე­ნო­ბის 39%, პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით — 55%. შე­ფა­სე­ბულ­თა 28%-მა კი მი­ი­ღო 6 კრე­დი­ტი. სულ წარ­მა­ტე­ბით შე­ფას­და  მას­წავ­ლებ­ლე­ბის 81% — 4 247.
შე­ფა­სე­ბის შე­დე­გე­ბით, მას­წავ­ლე­ბელ­თა ნა­წი­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლო დარ­ჩა.  რა პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა შე­ფა­სე­ბი­სას და რამ გა­მო­იწ­ვია მა­თი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა — გვე­სა­უბ­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის  სქე­მის მარ­თ­ვის პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი კა­ხა ჟღენ­ტი.
ვრცლად>>>
2016-02-04
გან­ვ­ლი­ლი პირ­ვე­ლი ეტა­პი თან­მ­ხ­ლე­ბი სირ­თუ­ლე­ე­ბი­თა და და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბით
 2015-16 სას­წავ­ლო წელს მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა ამოქ­მედ­და და სა­პი­ლო­ტე წე­ლი პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის ბევ­რი სი­ახ­ლით და­იწყო. რო­გორ წა­რი­მარ­თა სქე­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რა სირ­თუ­ლე­ე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა და სას­წავ­ლო წლის დას­რუ­ლე­ბამ­დე კი­დევ  რა აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იგეგ­მე­ბა, ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ირი­ნა სამ­სო­ნია.
— რა აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გუ­ლის­ხ­მობ­და სქე­მის სა­პი­ლო­ტე წე­ლი და რა ეტა­პია ახ­ლა? 
— სქე­მის პირ­ვე­ლი წლის აქ­ტი­ვო­ბე­ბი და­იწყო იმით, რომ სკო­ლებ­მა აირ­ჩი­ეს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი — ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პა­სუ­ხის გა­ცე­მა ძნე­ლია, ამას­თან ნა­ად­რე­ვი­ცაა. ამ ეტაპ­ზე შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა და­გეგ­მა და ჩა­უ­ტა­რა ტრე­ნინ­გე­ბი სქე­მა­ში ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლის ფა­სი­ლი­ტა­ტო­რებს. ამ ტრე­ნინ­გე­ბის მი­ზა­ნი იყო მა­თი მომ­ზა­დე­ბა თვით­შე­ფა­სე­ბა­ში, რა­თა სა­თა­ნა­დო დახ­მა­რე­ბა გა­ე­წი­ათ თა­ვი­ან­თი პრო­ფე­სი­უ­ლი ზედა­მ­ხედ­ვე­ლო­ბის
ვრცლად>>>
2016-02-04
მარტივია ეთანხმებოდე ვაჟას, მაგრამ რთულია გულწრფელად იზიარებდე მის ნაფიქრს
ნომრის სტუმარია სალომე რაზიკაშვილი
„... თა­ვი­სუ­ფა­ლი უნ­და იყოს არა რო­მე­ლი­მე ერ­თი წო­დე­ბა, არა­მედ მთე­ლი ერი. ქვე­ყა­ნაც მხო­ლოდ მა­შინ იქ­ნე­ბა ბედ­ნი­ე­რი, რო­ცა მო­ის­პო­ბა წო­დებ­რი­ვი უპი­რა­ტე­სო­ბა­ნი, ყვე­ლა წო­დე­ბა იქ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი, ე.ი. ბედ­ნი­ე­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ბედ­ნი­ე­რე­ბა სი­ნო­ნი­მე­ბია. ნუ ეძებთ იქ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, სა­დაც ცხოვ­რე­ბას ისევ სა­ფუძ­ვ­ლად წო­დებ­რი­ვი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა აქვს და­დე­ბუ­ლი, სა­ცა ყვე­ლას გა­ნურ­ჩევ­ლად წო­დე­ბი­სა და გვა­რიშ­ვი­ლო­ბი­სა, არ ეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა პა­ტი­ო­სა­ნი შრო­მით მო­ი­პო­ვოს პუ­რი არ­სე­ბი­სა, სა­ცა შრო­მა ღირ­სე­უ­ლად არ ფას­დე­ბა, სა­ცა არ არის თა­ნას­წო­რად გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი ცოდ­ნა, ქო­ნე­ბა. მარ­ტო ქო­ნებ­რი­ვი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა არ არის გა­რან­ტია, ერ­მა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს თა­ვი­სუფ­ლე­ბა, უკე­თუ მას თან არ ახ­ლავს ერის სა­ერ­თო გო­ნებ­რი­ვი სიმ­წი­ფე, გა­ნათ­ლე­ბა და ცოდ­ნა.“
                                                                                                             ვაჟა-ფშაველა
ვრცლად>>>
2016-01-27
წამყვანიდან მენტორამდე
ახა­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით, წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მხო­ლოდ 184-მა პე­და­გოგ­მა მი­ი­ღო. მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რ­ში ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ სწო­რედ წამ­ყ­ვანი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც 2011-2014 წლის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა­ში მი­ი­ღეს კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი და­მა­ტე­ბით აქ­ტი­ვო­ბებ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, იქ­ნე­ბი­ან პირ­ვე­ლი მენ­ტო­რე­ბი, ამავ­დ­რო­უ­ლად, უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნა­წილს ასე­ვე და­უგ­როვ­და და­მა­ტე­ბით აქ­ტი­ვო­ბებ­ში კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი, რაც მათ სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, 2016-2017 სას­წავ­ლო წელს სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბით, წამ­ყ­ვან მას­წავ­ლე­ბელ­თა რი­გებს შე­უ­ერ­თ­დ­ნენ. წამ­ყ­ვან მას­წავ­ლებ­ლებს
ვრცლად>>>
2016-01-21
პე­და­გო­გის­თ­ვის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე სი­ახ­ლე­ე­ბია
ვაგ­რ­ძე­ლებთ სა­უ­ბარს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ. ამ­ჯე­რად პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­კითხებს შე­ვე­ხე­ბით. გვე­სა­უბ­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის  მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი ნი­ნო ელ­ბა­ქი­ძე.
ვრცლად>>>
2015-12-23
ვა­ხუშ­ტის დღე­ე­ბი
ლალი ჯელაძე 17-18 დე­კემ­ბერს მწე­რალ­თა სახ­ლ­მა ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის 80 წლის იუბი­ლე ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით აღ­ნიშ­ნა. ცნო­ბი­ლი ქარ­თ­ვე­ლი პო­ე­ტის, მთარ­გ­მ­ნე­ლის, პუბ­ლი­ცის­ტი­სა და ფოლ­კ­ლო­რის­ტის დღე­ე­ბი მწე­რალ­თა სახ­ლ­ში მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მო­თი და­იწყო და „სო­ნე­ტე­ბის კრე­ბულ­ში“ ასა­ხუ­ლი მი­სი ბო­ლო წლე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ით გაგ­რ­ძელ­და. ამ სა­ხით სო­ნე­ტე­ბის კრე­ბუ­ლი პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ცა, მწე­რალ­თა სახ­ლის ინ­ცი­ა­ტი­ვი­თა და კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით. ვა­ხუშ­ტი
ვრცლად>>>
2015-12-23
სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლე­ბი — რა უშ­ლის ხელს მათ სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას
ლა­ლი ჯე­ლა­ძე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჯერ კი­დევ არი­ან ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბას ვერ იღე­ბენ. რა აფერ­ხებს სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი მო­ზარ­დე­ბის სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას და მა­თი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პრო­ცესს — ამ თე­მა­ზე „ფრონ­ტ­ლა­ინ­ში“ დის­კუ­სია გა­ი­მარ­თა.  ზუს­ტი მო­ნა­ცე­მე­ბი სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შ­ვე­ბის არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა, ვინც ამ ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბას მოკ­ლე­ბუ­ლია, მა­თი რიცხ­ვი ძა­ლი­ან დი­დი არ არის, მაგ­რამ რაც არის,
ვრცლად>>>
2015-12-17
წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რო­მელ­მაც ჩე­მი მო­მა­ვა­ლი გერ­მა­ნი­ას და­უ­კავ­ში­რა
რუბ­რი­კის სტუ­მა­რია გი­ორ­გი ბრე­გა­ძე,
დრეზ­დე­ნის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი — თავ­და­პირ­ვე­ლად სწავ­ლობ­დი თბი­ლი­სის 69-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში, შემ­დეგ სწავ­ლა  თბი­ლი­სის 191-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში გა­აგ­რ­ძე­ლე და სრუ­ლი სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის ატეს­ტა­ტიც აქ მი­ი­ღე... რო­გორ გახ­სენ­დე­ბა მოს­წავ­ლე­ო­ბის წლე­ბი, შე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი... გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, გან­საზღ­ვ­რა თუ არა სკო­ლამ შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი?
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40] > [41] > [42] > [43] > [44] > [45] > [46] > [47] > [48] > [49] > [50]
N26(780)