გამოდის 1998 წლიდან
2017-02-09
პრესკონფერენცია აქტუალურ საკითხებზე


7 თე­ბერ­ვალს, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა, ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვამ პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე სი­ახ­ლე­ებ­ზე ისა­უბ­რა. „იმის­თ­ვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მებს გა­ეც­ნოს, მე­დი­ის რო­ლი გა­ნუ­საზღ­ვ­რე­ლია. ამი­ტომ, დღეს ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ვა­ცა­ნი რა მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობთ ამ ეტაპ­ზე. მო­მა­ვალ­შიც სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მე­დია ჩე­მი მხრი­დან მუდ­მივ რე­ჟიმ­ში მი­ი­ღებს. გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის, მინ­და ვი­სა­უბ­რო თე­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ბო­ლო პე­რი­ოდ­ში და მზად ვარ, ვუ­პა­სუ­ხო თქვენს შე­კითხ­ვებს.“  — გა­ნაცხა­და მი­ნის­ტ­რ­მა და იმ ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ შე­კითხ­ვებ­საც უპა­სუ­ხა, რომ­ლე­ბიც შე­ე­ხო მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მას, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბას თუ სხვა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად გან­ხილ­ვად, მი­მარ­თუ­ლე­ბებს. გთა­ვა­ზობთ იმ სა­კითხებ­ზე სა­უბ­რის ამო­ნა­რი­დებს, რომ­ლე­ბიც რე­დაქ­ცი­ამ გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოდ და აქ­ტუ­ა­ლუ­რად მი­იჩ­ნია.

მას­წავ­ლებ­ლის სქე­მა
დამ­ტ­კიც­და ახა­ლი სქე­მა, გა­მოქ­ვეყ­ნ­და და მი­სი ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა ყვე­ლა თქვენ­განს აქვს. რა არის ახა­ლი — თუ იყო ერ­თი ტრა­ექ­ტო­რია და ეს ტრა­ექ­ტო­რია იყო საგ­ნის გა­მოც­და, უნა­რე­ბის ტრე­ნინ­გი, ში­და დაკ­ვირ­ვე­ბა, გაჩ­ნ­და სა­მი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ტრა­ექ­ტო­რია, ანუ და­ე­მა­ტა ორი. მე­ო­რე ტრა­ექ­ტო­რია — პე­და­გო­გი­უ­რი უნა­რე­ბის გა­მოც­დას ვა­ბა­რებთ, საგ­ნის გა­მოც­დის ნაც­ვ­ლად, გავ­დი­ვართ ტრე­ნინგს სა­გან­ში და ისევ ში­და დაკ­ვირ­ვე­ბას. მარ­ტი­ვად გან­ვი­ხი­ლოთ სა­მი პე­და­გო­გის მა­გა­ლით­ზე. ვა­ჟა მას­წავ­ლე­ბელ­მა, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლია, ის­ტო­რი­ის გა­მოც­და ჩა­ა­ბა­რა და ათი ქუ­ლა მი­ი­ღო, შემ­დეგ გა­ი­არა ტრე­ნინ­გი პე­და­გო­გი­ურ უნა­რებ­ში — ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, კლა­სის ორ­გა­ნი­ზე­ბა და ა.შ. მან 5 ქუ­ლა მი­ი­ღო და გა­უხ­და 15. შემ­დეგ, ორ­ჯერ, თა­ვი­სი­ვე სკო­ლა­ში, ში­და დაკ­ვირ­ვე­ბა გა­ი­ა­რა, გაკ­ვე­თილ­ზე და­ის­წ­რო კო­ლე­გე­ბი, დამ­ს­წ­რე­ე­ბი, მათ შე­ა­ფა­სეს და მი­ი­ღო 2-2 ქუ­ლა. სულ, ჯამ­ში, 19 და­აგ­რო­ვა და გახ­და უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი. ცი­უ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­ვი­და პე­და­გო­გი­უ­რი უნა­რე­ბის გა­მოც­და­ზე და იქ აიღო ათი ქუ­ლა, ტრე­ნინ­გი თა­ნა­მედ­რო­ვე ქი­მი­ის პროგ­რა­მა­ში გა­ი­რა და 5 ქუ­ლა მი­ი­ღო, შემ­დეგ ორ­ჯერ და­ის­წ­რო კო­ლე­გე­ბი გაკ­ვე­თილ­ზე, ისე რო­გორც ვა­ჟა მას­წავ­ლებ­ელ­მა, გა­უხ­და 19 ქუ­ლა და ისიც გა­და­ვი­და შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე. სხვა­ნა­ი­რად მო­იქ­ცა და­ვით მას­წავ­ლე­ბე­ლი — ეს მე­სა­მე გზაა. საგ­ნის გა­მოც­და­ზე გა­ვი­და, 5 ქუ­ლა მი­ი­ღო, შემ­დეგ — პე­და­გო­გი­უ­რი უნა­რე­ბის გა­მოც­და­ზე, იქაც 5 ქუ­ლა მი­ი­ღო და 10 ქუ­ლა და­აგ­რო­ვა, მე­სა­მე ხუ­თი ქუ­ლა მან სხვა­დას­ხ­ვა და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბით მო­აგ­რო­ვა. სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბე­ბი სქე­მა­შია ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი: კონ­ფე­რენ­ცი­ებ­სა და ტრე­ნინ­გებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ნაშ­რო­მებ­ზე მუ­შა­ო­ბა, მშობ­ლებ­თან კონ­ტაქ­ტი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ რე­ჟიმ­ში, ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბა და­მა­ტე­ბი­თი კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ვე­ბე­ბით და ა.შ. მე­სა­მე ხუ­თი ქუ­ლა ამ აქ­ტი­ვო­ბე­ბით და­აგ­რო­ვა და მა­საც 15  ქუ­ლა გა­უხ­და. შემ­დეგ მა­ნაც ისევ ორ­ჯერ და­ის­წ­რო კო­ლე­გე­ბი გაკ­ვე­თილ­ზე და 19 ქუ­ლა გა­უხ­და, ასე გა­და­ლა­ხა სა­ფე­ხუ­რი. 19 ქუ­ლა სა­ვალ­დე­ბუ­ლო მოთხოვ­ნაა და მის გა­რე­შე უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხურ­ზე გა­დას­ვ­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლია. უბ­რა­ლოდ, აქამ­დე ამ 19 ქუ­ლის შეგ­რო­ვე­ბის მე­თო­დი იყო ერ­თი, ახ­ლა არის სა­მი. სა­ვალ­დე­ბუ­ლო ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბის გზა საკ­მა­ოდ რთუ­ლია. უბ­რა­ლოდ, გაჩ­ნ­და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბი, რომ­ლე­ბიც საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვა­დია.
ვფიქ­რობთ, 2017 წელს (ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბი­უ­ჯეტ­ში ასე გვაქვს) უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 4000-4500 პე­და­გო­გი და ეს, პე­და­გო­გე­ბის მთლი­ა­ნი რა­ო­დე­ნო­ბის 7-8 პრო­ცენ­ტია, 16 ათას­ზე ცო­ტა მე­ტი უკ­ვე უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლია. გა­მო­ვა, რომ, და­ახ­ლო­ე­ბით, 20 ათას­ზე ავალთ და ჩვე­ნი პე­და­გო­გე­ბის ერ­თი მე­სა­მე­დი უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. შემ­დ­გომ წლებ­შიც, და­ახ­ლო­ე­ბით, ისე­თი­ვე ტემპს ვე­ლო­დე­ბით. თუ მო­მა­ვალ წელს 20 ათა­სი გა­და­ვა უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხურ­ზე (ასე არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ მომ­ხ­და­რა და არც ჩვენ­თან მოხ­დე­ბა), ე.ი. ძა­ლი­ან გაგ­ვი­მარ­ტი­ვე­ბია სქე­მა, მოკ­ლედ, ეს ბა­რი­ე­რი ბა­რი­ე­რია ში­ნა­არ­სობ­რი­ვად და, შე­სა­ბა­მი­სად, სირ­თუ­ლეც ახ­ლავს.
კი­დევ ერ­თი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა ჰქონ­და ამ სქე­მას. რამ­დენ­ჯერ­მე ვახ­სე­ნეთ ტრე­ნინ­გის გავ­ლა, იყო ბევ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც გა­მოც­და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ჰქონ­და და ითხოვ­და ტრე­ნინ­გის გავ­ლას, მაგ­რამ ამ ტრე­ნინ­გებს ატა­რებ­და მხო­ლოდ მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლი და მას კონ­კ­რე­ტუ­ლი მო­ცუ­ლო­ბა ჰქონ­და, რომ­ლის იქით ვერ ატ­რე­ნინ­გებ­და. ამა­ნაც სა­მარ­თ­ლი­ა­ნი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. შარ­შან, 2016-ში, მა­გა­ლი­თად, უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს 800 მას­წავ­ლე­ბელს (ცო­ტა მეტს), ანუ ამ ოდე­ნო­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი და­წი­ნა­ურ­და, რაც, პრინ­ციპ­ში, და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლია. ძი­რი­თა­დი ბა­რი­ე­რი გა­მოც­და კი არ იყო, არა­მედ ტრე­ნინ­გი, თუმ­ცა ვი­ღა­ცის­თ­ვის, რა თქმა უნ­და, ბა­რი­ე­რი იყო გა­მოც­და, მაგ­რამ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გვყავს, ვი­საც გა­მოც­და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვს და ელო­დე­ბა ტრე­ნინ­გებს.
რას ვცვლით ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით — მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლის გარ­და, ტრე­ნინ­გებს სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც ჩა­ა­ტა­რე­ბენ. ჩვენ გვინ­და, რო­გორც უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცია ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ამა­ვე სტილ­ში იყოს ტრე­ნინ­გე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­აც. ვფიქ­რობთ, რომ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან ამ ტრე­ნინ­გებ­ში — ბა­თუ­მის, გო­რის, ქუ­თა­ი­სის, ახალ­ცი­ხის, თე­ლა­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, ყვე­ლა მათ­გა­ნი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ და­ინ­ტე­რე­სე­ბას გა­მოთ­ქ­ვამს და, ცხა­დია, ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბის უნა­რიც აქვთ. ეს მათ­თ­ვის და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბა, რაც ასე­ვე კარ­გია. საგ­ნობ­რი­ვი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბიც, სა­დაც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არი­ან მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, შეძ­ლე­ბენ ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბას. მო­მა­ვალ­ში ვგეგ­მავთ, რომ წამ­ყ­ვა­ნი სკო­ლე­ბის  ერთ-ერ­თი დატ­ვირ­თ­ვა სწო­რედ ეს იქ­ნე­ბა — შე­ეძ­ლე­ბათ ტრე­ნინ­გ­ში ჩარ­თ­ვა, ანუ სკო­ლის მა­ღა­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა, იმ რე­გი­ონ­ში, ტრე­ნე­რე­ბი იყ­ვ­ნენ. ასე­თია ჩვე­ნი ჩა­ნა­ფიქ­რი. იმე­დი გვაქვს, რომ წელს 4000-4500 მას­წავ­ლე­ბელს გა­ვა­ტა­რებთ ტრე­ნინგს, ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა იქ­ნე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის ანაზღა­უ­რე­ბის, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, წელ­საც და­ე­მა­ტათ იან­ვ­რი­დან უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის და­ნა­მა­ტი და, შე­სა­ბა­მი­სად, ეს და­წი­ნა­უ­რე­ბა, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან წინ­ს­ვ­ლას ნიშ­ნავს. ტრე­ნინ­გის ფულს ვიხ­დით ჩვენ, ანუ რო­გორც ფი­ნან­ს­დე­ბო­და მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლი, ისევ ისე და­ფი­ნან­ს­დე­ბა.
შემ­დე­გი გაზ­რ­დი­ლი ბა­რი­ე­რი, ანაზღა­უ­რე­ბის­თ­ვის, სა­ა­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ეს და­ნა­მა­ტე­ბი და სრუ­ლი გა­ნაკ­ვე­თის ანაზღა­უ­რე­ბე­ბი პრო­პორ­ცი­უ­ლად იც­ვ­ლე­ბა, დატ­ვირ­თ­ვას­თან ერ­თად. რო­ცა ვამ­ბობთ, რომ მას­წავ­ლე­ბელს 800 ლა­რი აქვს, ვგუ­ლის­ხ­მობთ, რომ მას აქვს სრუ­ლი დატვირ­თ­ვა — კვი­რა­ში 18 სა­ა­თი. მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლებ­საც უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი აქვთ, სრუ­ლი სა­ა­თობ­რი­ვი დატ­ვირ­თ­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მი­ე­ცე­მათ და­ნა­მა­ტი და გა­ეზ­რ­დე­ბათ ანაზღა­უ­რე­ბა.

შა­ჰი­ნის სკო­ლა
ჩვენ, პირ­ველ რიგ­ში, ვალ­დე­ბუ­ლი ვართ, მოს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სი­დან გა­მო­ვი­დეთ და ამი­ტომ, არა მარ­ტო შა­ჰი­ნის სკო­ლას, არა­მედ ყვე­ლა სკო­ლას, ვი­საც ავ­ტო­რი­ზა­ცია ეკარ­გე­ბა, გა­და­ნა­წი­ლე­ბას ვთა­ვა­ზობთ. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მთე­ლი კლა­სე­ბი გა­და­დის ერ­თად, შე­იძ­ლე­ბა რომ პე­და­გო­გი გა­დაყ­ვეს. წე­სით, სკო­ლე­ბი ერ­თ­ნა­ი­რი პროგ­რა­მე­ბით სწავ­ლო­ბენ და პრობ­ლე­მა არ უნ­და ჰქონ­დეთ. ბო­ლო წლებ­ში, სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზით, ათო­ბით სკო­ლის­თ­ვის გვაქვს გა­უქ­მე­ბუ­ლი ავ­ტო­რი­ზა­ცია და არც ერ­თი ბავ­შ­ვის სწავ­ლის შე­დე­გი არ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლა.
გა­სა­გე­ბია მშობ­ლე­ბის გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემ­თან შეხ­ვედ­რის სურ­ვილს, სა­ვა­რა­უ­დოდ, არ­სე­ბობს ასე­თი მო­საზ­რე­ბა, რომ მი­ნის­ტ­რი ანი­ჭებს ან არ­თ­მევს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას. ად­რე მარ­თ­ლაც იყო ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბი, ახ­ლა ასე არ ხდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, შეხ­ვედ­რის სა­ჭი­რო­ე­ბა თუ იქ­ნა, აუცი­ლებ­ლად შევ­ხ­ვ­დე­ბი, თუმ­ცა ეს შეხ­ვედ­რა შე­დეგს ნამ­დ­ვი­ლად არ შეც­ვ­ლის, მე არც ჩა­მო­მირ­თ­მე­ვია არც ერ­თი სკო­ლის­თ­ვის ავ­ტო­რი­ზა­ცია და არც მი­მი­ნი­ჭე­ბია, მო­მა­ვალ­შიც ასე გაგ­რ­ძელ­დე­ბა.
რაც შე­ე­ხე­ბა სა­სა­მარ­თ­ლოს, ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვა­ლი­დუ­რია და თუ სა­სა­მარ­თ­ლო ჩათ­ვ­ლის, რომ საბ­ჭომ, ან ექ­ს­პერ­ტებ­მა, ან ცენ­ტ­რ­მა რა­ი­მე უკა­ნო­ნოდ გა­ა­კე­თეს, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა შე­იც­ვ­ლე­ბა. სტა­ტის­ტი­კა ამოვ­კ­რი­ბე — ბო­ლო პე­რი­ოდ­ში, ასე­თი გა­უქ­მე­ბის ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში,  გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რი ცდი­ლობს, რომ შან­სე­ბი მის­ცეს — სხვა­დას­ხ­ვა დროს მი­თი­თე­ბე­ბი აქვს მი­ცე­მუ­ლი, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ეს ის შემ­თხ­ვე­ვაა, რო­ცა ამ ხალხს ან არ უღირ­დათ, ან არ ეგო­ნათ, რომ მარ­თ­ლა ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვან­დით პრო­ცესს კა­ნონ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში. რა მი­ზე­ზით ფიქ­რობ­დ­ნენ, რომ უკან და­ვი­ხევ­დით, არ ვი­ცი, მაგ­რამ სხვა შემ­თხ­ვე­ვებ­შიც (სექ­ტემ­ბერ­შიც იყო ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა, ოქ­ტომ­ბერ­შიც, ნო­ემ­ბერ­შიც და აი, ახ­ლა, იან­ვარ­ში — შა­ჰი­ნის სკო­ლა და კი­დევ ერ­თი სკო­ლაა, მას­თან ერ­თად) ყვე­ლა ამ­ბობს, აი, ცო­ტა რომ ეც­ლი­ათ... უკ­ვე ნა­ცა­დია, ყვე­ლა გაფ­რ­თხი­ლე­ბუ­ლია, ინ­ფორ­მა­ცია მი­წო­დე­ბუ­ლია, დე­ტა­ლუ­რი გან­მარ­ტე­ბე­ბია გა­კე­თე­ბუ­ლი და არც ერ­თი ბავ­შ­ვი, მი­სი სას­წავ­ლო შე­დე­გე­ბით, არ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლა.
მინ­და, ხა­ზი გა­ვუს­ვა ერთ რა­მეს — არა­ავ­ტო­რი­ზე­ბულ სკო­ლას შე­უძ­ლია იარ­სე­ბოს. წე­სი ასე­თია, მე შე­მიძ­ლია გა­ვა­კე­თო სკო­ლა და ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი არ იყოს, არ მი­ვი­ღებ ვა­უ­ჩერს და მი­სი ატეს­ტა­ტი არ იქ­ნე­ბა აღი­ა­რე­ბუ­ლი. სკო­ლის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ჩა­მორ­თ­მე­ვა, ავ­ტო­მა­ტუ­რად, მის და­ხურ­ვას არ გუ­ლის­ხ­მობს. მა­გა­ლი­თად, აიბი სკო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მაგ­რე­ბი არი­ან, სხვა პროგ­რა­მე­ბით სწავ­ლო­ბენ, სხვა საგ­ნე­ბია, სხვა სა­ა­თობ­რი­ვი დატ­ვირ­თ­ვა, სხვა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი და ამი­ტომ, მათ ავ­ტო­რი­ზა­ცია არ აქვთ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, წლე­ბია, წარ­მა­ტე­ბულ სკო­ლე­ბად ით­ვ­ლე­ბი­ან, მა­გა­ლი­თად, ევ­რო­პუ­ლი სკო­ლა აიბი სკო­ლაა, მის ქარ­თულ სექ­ტორს აქვს ქარ­თუ­ლი ავ­ტო­რი­ზა­ცია, ინ­გ­ლი­სურ სექ­ტორს — არ აქვს, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არ­სე­ბობს. შე­სა­ბა­მი­სად, რაც შე­ე­ხე­ბა ბა­თუ­მის თურ­ქულ სკო­ლას, ჩვენ ვი­ცით მა­თი გან­ზ­რახ­ვის შე­სა­ხებ, რომ სურთ გა­ი­ა­რონ ავ­ტო­რი­ზა­ცია და გახ­დ­ნენ სრულ­ფა­სო­ვა­ნი, ქარ­თულ­სექ­ტო­რი­ა­ნი სკო­ლა. თუ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას ვერ გა­ივ­ლი­ან, შე­უძ­ლი­ათ, დარ­ჩ­ნენ იმ ფარ­გ­ლებ­ში, რა ფარ­გ­ლებ­შიც არი­ან — თურ­ქულ სკო­ლად. თუ სხვა რო­მე­ლი­მე კა­ნონს არ და­არ­ღ­ვე­ვენ, არა­ვინ არა­ფერს და­უშ­ლის. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მი­ცე­მა-არ­მი­ცე­მა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ჟურ­ნა­ლის­ტის აკ­რე­დი­ტა­ცი­ა­სა­ვი­თაა, ჟურ­ნა­ლის­ტად რჩე­ბი,  უბ­რა­ლოდ იმ კონ­კ­რე­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ. და­ახ­ლო­ე­ბით  ასეა. ამი­ტომ, ამის თქმა, რომ სკო­ლა და­ი­ხუ­რა და გა­ნად­გურ­და, არ შე­იძ­ლე­ბა. მე­ო­რე მხრივ, გა­სა­გე­ბია მშობ­ლის სურ­ვი­ლი, რომ მი­სი შვი­ლი თუ სწავ­ლობს და ამ­დენ ძა­ლის­ხ­მე­ვას ხარ­ჯავს, კარ­გია, სწავ­ლობ­დეს ისეთ სკო­ლა­ში, რო­მე­ლიც სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ე­რაა აღი­ა­რე­ბუ­ლი და ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი. ბევრ სკო­ლას, ამ მი­ზე­ზით, შე­უმ­ცირ­და მოს­წავ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ზოგს სა­ერ­თოდ გა­უ­ნულ­და. ჩვენ ვაცხა­დებთ, თუ ბავ­შ­ვებს სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბათ, გა­და­ვიდ­ნენ სხვა სკო­ლა­ში, არც ერთ ბავშვს პრობ­ლე­მა არ შე­ექ­მ­ნე­ბა.
აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა სკო­ლა და­ი­ხუ­რე­ბა, ქარ­თ­ველ­მოს­წავ­ლე­ე­ბი­ა­ნი, თურ­ქ­მოს­წავ­ლე­ე­ბი­ა­ნი, უკ­რა­ი­ნელ და ყვე­ლა სხვა ეროვ­ნე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი­ა­ნი, რო­მე­ლიც კა­ნონ­თან არ იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში. პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზი, რო­მელ­ზეც აპე­ლი­რე­ბენ, უსა­ფუძ­ვ­ლოა, ასე­თი მი­ზე­ზი არ არ­სე­ბობს. თუ დე­მი­რე­ლის სკო­ლას და­უმ­თავ­რ­დე­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცია, ის აუცი­ლებ­ლად ხე­ლახ­ლა შე­მოწ­მ­დე­ბა და თუ არ იქ­ნე­ბა კა­ნონ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში, აუცი­ლებ­ლად გა­უ­უქ­მ­დე­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცია ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა სხვა სკო­ლას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. რა­ი­მე მი­ზე­ზი, რომ კონ­კ­რე­ტუ­ლად დე­მი­რელ­ზე ვი­ფიქ­როთ, პრობ­ლე­მა შე­ექ­მ­ნე­ბა თუ არა, ამ წუ­თას არ გვაქვს, იმი­ტომ რომ, დე­მი­რე­ლის სკო­ლა ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლია თა­ვი­სი აკა­დე­მი­უ­რი შე­დე­გე­ბით და ძა­ლი­ან ბევ­რი და­დე­ბი­თი რამ აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის ნა­წილ­ში და სხვა ნა­წილ­შიც. თუმ­ცა, ხა­ზი მინ­და გა­ვუს­ვა ერთ რა­მეს, დე­მი­რე­ლის სკო­ლა იქ­ნე­ბა, კო­მა­რო­ვის, ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი აკა­დე­მია თუ სხვა, თუნ­დაც ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო სკო­ლა, არა­ვის აძ­ლევს უფ­ლე­ბას, რომ კა­ნო­ნის მოთხოვ­ნებს უპა­სუ­ხის­მ­გებ­ლოდ მო­ე­კი­დოს.
უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის ნა­წილ­შიც, სკო­ლე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯე­ბის ნა­წილ­შიც ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად და საბ­რ­ძო­ლოდ ვართ გან­წყო­ბი­ლი, არა­ნა­ირ დათ­მო­ბა­ზე არ წა­ვალთ. მინ­და და­გარ­წ­მუ­ნოთ, რომ ეს სტან­დარ­ტე­ბი არ არის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი.  სა­ი­დან მო­ვი­და მოს­წავ­ლე, რო­დის ჩა­ი­რიცხა, მარ­თ­ლა ნას­წავ­ლი აქვს თუ არა ის პროგ­რა­მა, რო­მელ­შიც ატეს­ტატს აძ­ლევ — ეს აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბია. მე აქ მაქვს შა­ჰი­ნის სკო­ლის დას­კ­ვ­ნი­დან (რო­მე­ლიც თქვენც შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ითხო­ვოთ) რამ­დე­ნი­მე ამო­ნა­რი­დი — ქარ­თუ­ლის არ­ცოდ­ნის გა­მო მოს­წავ­ლე­ე­ბი ვერ ით­ვი­სებ­დ­ნენ პროგ­რა­მას  და ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი გაც­დე­ნე­ბი ჰქონ­დათ, ამი­ტომ (ეს კა­ნონ­შიც წე­რია) ან ექ­ს­ტერ­ნი უნ­და ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნათ, ან კლას­ში უნ­და დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვ­ნენ. არც ერ­თი არ აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და არც მე­ო­რე, მოს­წავ­ლე ისეა გა­და­სუ­ლი კლა­სი­დან კლას­ში, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დარ­ღ­ვე­ვაა და პო­ლი­ტი­კას­თან თუ ეკო­ნო­მი­კას­თან, რა კავ­ში­რი აქვს არ ვი­ცი. არ ას­წავ­ლიდ­ნენ და ამ­ბობ­დ­ნენ, ვას­წავ­ლი­თო, შე­სა­ბა­მი­სად, თუ ვინ­მეს ასე­თი ჭკვი­ა­ნუ­რი რა­მე მო­მა­ვალ­ში მო­ა­ფიქ­რ­დე­ბა, აუცი­ლებ­ლად დაისჯება.
სტა­ტის­ტი­კა ასე­თია: 2017-ში ორ სკო­ლას — შა­ჰინს და ჯი­ვი­ენს, 2016-ში — ორ სკო­ლას გა­უ­უქ­მ­და ავ­ტო­რი­ზა­ცია და შვიდ სკო­ლას უარი ეთ­ქ­ვა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ა­ზე. გა­მო­დის, რომ 2016 წლის და­საწყი­სი­დან დღემ­დე, სულ, 11-მა სკო­ლამ ვერ მი­ი­ღო ავ­ტო­რი­ზა­ცია.

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბა
დიდი იმედი მაქვს, რომ გრიფირება ერთ კვირაში გამოც­ხად­დება. გამომცემლები მოამზადებენ სახელმძღვანელოებს, რო­მ­ლე­ბიც 2017-2018 სასწავლო წელს ხელმისაწვდომი იქნება გა­საც­ნობად, დაბეჭდილი სახელმძღვანელოები კი სკოლებში 2018-2019 სასწავლო წელს შევა.
გრი­ფი­რე­ბის ახ­ლად დამ­ტ­კი­ცე­ბულ წეს­ში სი­ახ­ლეა — გა­მომ­ცე­მე­ლი იღებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რომ თა­ვის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში, ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­ი­ტა­ნოს ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბა, რა­საც შეს­თა­ვა­ზე­ბენ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, პე­და­გო­გე­ბი, სა­მი­ნის­ტ­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თუ სხვ. შე­სა­ბა­მი­სად, გა­მო­დის, რომ ჩვენ თუ სექ­ტემ­ბერ­ში შევ­თა­ვა­ზებთ, ბეჭ­დუ­რი ან ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სა­ხით, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ნი­მუშს (ტი­რა­ჟი არ და­ი­ბეჭ­დე­ბა და სკო­ლა­ში არ და­რიგ­დე­ბა), ორი თვეს მო­ვი­გებთ იმი­ტომ, რომ ორი თვით ად­რე უნ­და და­ბეჭ­დი­ლი­ყო და და­რი­გე­ბუ­ლი­ყო. ამი­ტომ, ჯერ ერ­თი, მე­ტი დრო აქვს გა­მომ­ცემ­ლო­ბას, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ზე იმუ­შა­ოს და მე­ო­რე, ეს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო სა­ბო­ლოო ვერ­სია კი არ არის, ასე ვთქვათ, მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვერ­სიაა, რომ­ლის­თ­ვი­საც კი­დევ ერ­თი წე­ლი აქვს, რომ ამ ფიდ­ბე­ქის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ნა­ახ­ლოს. ამას გრი­ფი­რე­ბის პი­რო­ბა­ში ვდებთ, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს გრი­ფი უკ­ვე მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს, უკ­ვე ჩათ­ვ­ლი­ლია, რომ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სტან­დარტს, ოღონდ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს მი­ყო­ლე­ბუ­ლი, რომ ამ ერთ წე­ლი­წად­ში კი­დევ და­იხ­ვე­წოს.
რო­დის უნ­და წარ­მო­ად­გი­ნონ გა­მომ­ცემ­ლებ­მა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით შემ­დეგ კვი­რა­შიც გვექ­ნე­ბა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი. 15 აპ­რილ­ზე იყო ლა­პა­რა­კი, თუმ­ცა 15 აპ­რი­ლამ­დე უკ­ვე ვე­რა­ფე­რი მო­ეს­წ­რე­ბა. ახ­ლა უნ­და შევ­თან­ხ­მ­დეთ ახალ ვა­დებ­ზე.
პრაქ­ტი­კუ­ლად, 20-ზე მე­ტი გა­მომ­ცემ­ლო­ბა, ვინც ჩვენს შეხ­ვედ­რებს ეს­წ­რე­ბა, აპი­რებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას (ზო­გი ბევრ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს მო­ამ­ზა­დებს, ზო­გი — ნაკ­ლებს). ვა­პი­რებთ სა­მი სა­უ­კე­თე­სო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ავარ­ჩი­ოთ თი­თო კა­ტე­გო­რი­ა­ში, სა­დაც არ­ჩე­ვა­ნი იქ­ნე­ბა. მი­ნისტრს აქვს დის­კ­რე­ცი­ის უფ­ლე­ბა, რო­მელ­საც იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­მო­ვი­ყე­ნებ, თუ ვნა­ხეთ, რომ დავ­რ­ჩით უსა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოდ. ასე­თი რის­კი არ­სე­ბობს, დამ­დ­გა­რა ასე­თი რის­კი სხვა ქვეყ­ნებ­ში. თუ რო­მე­ლი­მე კა­ტე­გო­რი­ა­ში არა­ვინ შე­მო­ი­ტა­ნა, უფ­რო სწო­რად, შე­მო­ი­ტა­ნა, მაგ­რამ ყვე­ლა და­ი­წუ­ნეს, ერ­თი ალ­ტერ­ნა­ტი­ვაა, რომ თქვა, არ გვექ­ნე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო რო­მე­ლი­მე სა­გან­ში, რაც შე­უძ­ლე­ბე­ლია და მე­ო­რე ალ­ტერ­ნა­ტი­ვაა, გა­მო­ი­ყე­ნო დის­კ­რე­ცი­ის უფ­ლე­ბა. მთლი­ა­ნო­ბა­ში პრო­ცე­სი უნ­და გა­იხ­ს­ნას. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რაც იც­ვ­ლე­ბა, ის არის, რომ გვინ­და გრი­ფი­რე­ბა ყო­ველ­წ­ლი­უ­რად გამოვაცხადოთ და არა ექვსი წლის ინტერვალით (ვი­ღაც მო­მა­ვალ წელს შე­მო­ვა კარ­გი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თი, მე­რე — კი­დევ სხვა და ა.შ.). მარ­თა­ლია, ამით ხარ­ჯი ცო­ტა გაგ­ვეზ­რ­დე­ბა, იმი­ტომ რომ, მა­რა­გე­ბით ბეჭ­დ­ვა ნაკ­ლე­ბად მოხ­დე­ბა, მაგ­რამ, სა­მა­გი­ე­როდ, ხა­რის­ხი გაგ­ვეზ­რ­დე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად. მა­რა­გე­ბით ბეჭ­დ­ვა ისე­დაც პრობ­ლე­მაა, მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში ისეთ ტემ­პ­ში იც­ვ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, რომ შარ­შან­წინ­დე­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო მა­ინც მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია.
გრი­ფი­რე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ექ­ვ­სი წე­ლი ექ­ნე­ბა, მაგრამ ექვს წე­ლი­წად­ში ერ­თხელ კი არა, შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ­წ­ლი­უ­რად მოხ­დეს. ვთქვათ, გა­მომ­ცე­მელ­მა ნა­ხა, რომ მის­მა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლომ გრი­ფი­რე­ბა ვერ გა­ი­ა­რა, სხვა გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის სამ­მა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლომ გა­ი­ა­რა, ჩა­უჯ­დე­ბა და, შემ­დეგ წელს, ამ სამ­ზე მა­გარს შე­მო­ი­ტანს, მი­ი­ღებს გრიფს და შე­ვა სკო­ლა­ში.

მოამზადა ლალი ჯელაძემ

36(870)N