გამოდის 1998 წლიდან
სტატიები
2018-05-31
ფი­ნუ­რი სკო­ლის წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო — ნდობა და თა­ნას­წო­რო­ბა
     ერ­თი წლის წინ და­გეგ­მი­ლი ინ­ტერ­ვიუ მა­კო ღამ­ბა­ში­ძეს­თან  მოგ­ვი­ა­ნე­ბით შედ­გა, მაგ­რამ ფი­ნუ­რი სკო­ლის მო­დელ­ზე სა­უ­ბა­რი არც ერ­თი და არც ორი წლის შემ­დეგ აქ­ტუ­ა­ლო­ბას არ და­კარ­გავს, რად­გან ფი­ნუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, მი­უ­ხე­და­ვად, იმი­სა, რომ ბევ­რი მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნის­თ­ვის სწო­რე­ბად იქ­ცა და მცდე­ლო­ბას არ აკ­ლე­ბენ, რომ მას გა­უ­თა­ნაბ­რ­დ­ნენ, დღემ­დე მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ა­ზეა. მა­რი­ა­მი ერ­თი სე­მეს­ტ­რი ტურ­კუს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში (ფი­ნე­თი) გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლობ­და. ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ნათ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის მა­გის­ტ­რი, ილი­ა­უ­ნის ჶrasmus+-ის გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბის სტი­პენ­დი­ა­ტი და გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე, თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს და გვი­ზი­ა­რებს მო­საზ­რე­ბებს, თუ რითია ფი­ნუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა სა­მა­გა­ლი­თო. ფი­ნუ­რი ცხოვ­რე­ბა — შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის ზღვა
ჩე­მი ფი­ნუ­რი ცხოვ­რე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის, ემო­ცი­ე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის ზღვა იყო. შე­მიყ­ვარ­და ფი­ნუ­რი კულ­ტუ­რა, ტრა­დი­ცი­ე­ბი და ცხოვ­რე­ბის წე­სი. გა­ვი­ცა­ნი სხვა­დას­ხ­ვა კულ­ტუ­რუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი. მი­ხა­რია, რომ ჩე­მი ცხოვ­რე­ბა ამ მხრივ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­და.
ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მა­ინც ფი­ნუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გაც­ნო­ბა აღ­მოჩ­ნ­და. ბევ­რი და­დე­ბი­თი მსმე­ნო­და, თუმ­ცა ნა­ნახ­მა ყო­ველ­გ­ვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. მო­მე­ცა ფი­ნე­თის სკო­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ვეს­წ­რე­ბო­დი გაკ­ვე­თი­ლებს, ინ­ტერ­ვი­უ­ებს ვი­ღებ­დი სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის, პე­და­გო­გე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან. მივ­ხ­ვ­დი, რომ ნდო­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა და თა­ნას­წო­რო­ბა აქ­ცევს ფი­ნუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას სა­მა­გა­ლი­თოდ.
ვრცლად>>>
2018-05-31
წერ­ტი­ლო­ვა­ნი ნა­ხა­ტე­ბით შექ­მ­ნი­ლი იდუ­მა­ლი სამ­ყა­რო
    შავ-თეთ­რი წერ­ტი­ლო­ვა­ნი ნა­ხა­ტე­ბი თა­ვის თავ­ში მო­ი­ცავს ფან­ტას­ტი­კი­სა და ილუ­ზი­ის ელე­მენ­ტებს, მაგ­რამ ამა­ვე დროს არ არის და­კარ­გუ­ლი ის რე­ა­ლის­ტუ­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რო­მე­ლიც მხატ­ვარ­მა ჩა­დო ნა­ხა­ტე­ბის შექ­მ­ნი­სას. მხატ­ვ­რის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბაა, სწო­რედ ამი­ტო­მაც მის ნა­მუ­შევ­რებ­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად გვხვდე­ბა ის ნივ­თე­ბი თუ მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ გარ­შე­მოა. მხატ­ვა­რი დიდ ყუ­რადღე­ბას უთ­მობს უმ­ცი­რეს დე­ტა­ლებ­საც კი, ყო­ვე­ლი ნა­ხა­ტის შექ­მ­ნას რამ­დე­ნი­მე დღეს ან­დო­მებს. ამ შრო­მა­ტე­ვა­დი პრო­ცე­სის შე­დე­გად ჩვენ თვალ­წინ ცოცხ­ლ­დე­ბა მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბის თი­თო­ე­უ­ლი ჩა­ნა­ფიქ­რი. რე­ზო მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი ქარ­თ­ვე­ლი თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვა­რია.
ვრცლად>>>
2018-05-24
დღევანდელი საგამოცდო მოდელი დახვეწას საჭიროებს
  რამ­დე­ნად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ხვდე­ბი­ან უფ­როს­კ­ლა­სე­ლე­ბი გა­მოც­დებს, რო­მელ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­სა თუ მი­მარ­თუ­ლე­ბებს ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას და ამ­ზა­დებს თუ არა სკო­ლა მათ ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის — ამ თე­მებ­ზე მო­საზ­რე­ბებს გვიზიარებენ მე­თორ­მე­ტე­კლა­სე­ლე­ბი. გი­ორ­გი გი­ორ­გო­ბი­ა­ნი
 ამ­ბ­რო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჭრე­ბა­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლა სამ­წუ­ხა­როდ, გა­მოც­დებს სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვერ ვხვდე­ბი, რად­გან არ მქონ­და საკ­მა­რი­სი დრო და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რაც, ალ­ბათ, აისა­ხე­ბა კი­დეც ჩე­მი ტეს­ტი­რე­ბის შე­დეგ­ზე.
სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებ­ზე მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვრის გა­და­ლახ­ვა მარ­თე­ბუ­ლად მი­მაჩ­ნია, ად­რე არ­სე­ბუ­ლი მო­დე­ლი, რომ­ლის დრო­საც ქუ­ლა იწე­რე­ბო­და, არ იყო ცოდ­ნის სწო­რად შემ­ფა­სე­ბე­ლი და ვფიქ­რობ, უსა­მარ­თ­ლოც იყო. ახა­ლი მე­თო­დი უფ­რო კო­რექ­ტუ­ლია და ზედ­მეტ კრი­ტე­რი­უ­მებს არ შე­ი­ცავს
ვრცლად>>>
2018-05-24
გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა — გა­მოწ­ვე­ვა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა
  მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში და­გეგ­მი­ლისა­ვალ­დე­ბუ­ლო და და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს თი­თო­ე­ულ მას­წავ­ლე­ბელს, შე­ა­ფა­სოს სა­კუ­თა­რი პრაქ­ტი­კა, გან­საზღ­ვ­როს სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და იზ­რუ­ნოს უწყ­ვეტ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.
სქე­მა გან­საზღ­ვ­რავს მას­წავ­ლებ­ლის ოთხ სტა­ტუსს: პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი, მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი.
მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ სქე­მით გან­საზღ­ვ­რუ­ლი სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბა ან შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია მი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბის შე­დე­გებ­ზე.
ამ­ჟა­მად მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა მას­წავ­ლე­ბელს სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის რამ­დე­ნი­მე გზას სთა­ვა­ზობს.
2011 წლი­დან, რო­ცა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი
ვრცლად>>>
2018-05-17
მოსწავლეთა უფლებების დაცვის მეტი ეფექტურობისთვის
    სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე, პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით გა­ნი­ხი­ლეს ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყოფს რო­გორც მოს­წავ­ლე­თა უფ­ლე­ბე­ბის უკეთ დაც­ვას, ასე­ვე კონ­ტ­რო­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის მეტ ეფექ­ტუ­რო­ბას. კა­ნონ­პ­რო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად, 2018-2019 წლებ­ში, 10.6 მი­ლი­ო­ნი ლა­რი და­ი­ხარ­ჯე­ბა.
და­გეგ­მილ სი­ახ­ლე­ებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე კონ­ს­ტან­ტი­ნე ან­ჯა­ფა­რი­ძე:
ვრცლად>>>
2018-05-17
რამ­დე­ნად უზ­რუნ­ველ­ყოფს სკო­ლა სა­ბა­ზო უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბას
   შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვის — ჵჳRლS-ის შე­დე­გე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც 9-10 წლის მოს­წავ­ლე­ებ­ში კითხ­ვის უნარს იკ­ვ­ლევს. კვლე­ვის თა­ნახ­მად, 2006 წელ­თან შე­და­რე­ბით მოს­წავ­ლე­ებ­მა შე­დე­გე­ბი მცი­რე­დით, მაგ­რამ მა­ინც გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეს, შემ­ცირ­და იმ მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მელ­თაც მი­ნი­მა­ლუ­რ დო­ნე­ზეც არ აქვთ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბის უნა­რი. თუმ­ცა კვლე­ვა­ში ჩარ­თულ 6000-მდე მოს­წავ­ლეს შო­რის წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბა 14%-ს მა­ინც უჭირს. გარ­და ამი­სა, სი­ახ­ლეა ისიც, რომ კვლე­ვა­ში პირ­ვე­ლად მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რო­მელ­თა შე­დე­გე­ბიც ქარ­თ­ველ მოს­წავ­ლე­ებ­ზე და­ბა­ლია.
სა­გან­გა­შოა თუ არა კვლე­ვით გა­მოვ­ლე­ნი­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 9-10 წლის მოს­წავ­ლე­თა 14 პრო­ცენ­ტი, რო­მელ­საც მი­ნი­მა­ლურ დო­ნე­ზე არ აქვს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი კითხ­ვის უნა­რი და რა არის ის ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რე­ბი, რო­მე­ლიც შე­დე­გე­ბის მკვეთ­რად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას უშ­ლის ხელს — ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის კვლე­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ია კუ­ტა­ლა­ძე.
ვრცლად>>>
2018-05-17
ცვლილებები, რომელსაც ახალი კანონი მოითხოვს
    გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, ქე­თე­ვან ნატ­რი­აშ­ვილ­მა, ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. ჩვენ გვახ­სოვს, რომ ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რი შეხ­ვედ­რე­ბი იმარ­თე­ბო­და არ­სე­ბულ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის მიზ­ნით. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ პრე­ტენ­ზი­ებს გა­მოთ­ქ­ვამ­დ­ნენ იმ მუხ­ლის მი­სა­მარ­თით, რო­მე­ლიც ცხრაკ­ლას­დამ­თავ­რე­ბულ პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენტს ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში  მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უზღუ­დავ­და, სა­კა­მა­თო იყო პე­და­გო­გე­ბის სტა­ტუ­სი და ბევ­რი სხვა სა­კითხი.
რა­ტომ გა­დაწყ­და სა­ბო­ლო­ოდ არა ჩას­წო­რე­ბე­ბის შე­ტა­ნა, არა­მედ ახა­ლი კა­ნო­ნის შე­მუ­შა­ვე­ბა და რა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი სის­ტე­მის ხა­რის­ხობ­რივ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი კა­ხა­ბერ ერა­ძე.
ვრცლად>>>
2018-05-10
ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხ­მე­ვით შევ­ძ­ლებთ და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვას
„12 ნა­ბი­ჯი ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის­კენ“ — ასე ჰქვია სა­მოქ­მე­დო გეგ­მას, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა, მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს, მოწ­ვე­ულ სტუმ­რებ­სა და მე­დი­ას გა­აც­ნო. მან დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა უკ­ვე მიმ­დი­ნა­რე თუ სა­მო­მავ­ლოდ და­გეგ­მილ რე­ფორ­მებ­ზე, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე, პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან კავ­ში­რე­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვებ­ზე. გა­ნაცხა­და, რომ სა­მოქ­მე­დო გეგ­მა გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა დო­ნე­ზე ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რაც მთავ­რო­ბის ოთხ­პუნ­ქ­ტი­ა­ნი გეგ­მის ერთ-ერ­თი ნა­წი­ლია და გარ­კ­ვე­უ­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უკ­ვე და­წ­ყე­­ბუ­ლია. „დღე­ვან­დე­ლი პრე­ზენ­ტა­ცი­ის და ზო­გა­დად, ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტ­როს სტრა­ტე­გი­ის ამო­სა­ვა­ლი პრინ­ცი­პი გახ­ლავთ ხა­რის­ხი, ხა­რის­ხ­ზე ზრუნ­ვა. ეს ეხე­ბა გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა სა­ფე­ხურს, მეც­ნი­ე­რე­ბას და ახალ­გაზ­რ­დო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბას.“
ვრცლად>>>
2018-05-10
პირ­ვე­ლი კვლე­ვა მა­უ­თ­ჰა­უ­ზე­ნის ქარ­თ­ვე­ლ ტყვე­ე­ბზე
„ქერ­ჩის ბრძო­ლე­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, შეწყ­და მი­მო­წე­რა ბა­ბუ­ა­სა და ოჯახს შო­რის. შეტყო­ბი­ნე­ბა მი­სი სიკ­ვ­დი­ლის შე­სა­ხებ არ მო­სუ­ლა და ამი­ტომ ყვე­ლა ამ იმედს იყო ჩაბღა­უ­ჭე­ბუ­ლი, იქ­ნებ სად­მე ცოცხა­ლი ყო­ფი­ლი­ყო.“ — იასონ და ელი­ზა ტყე­შე­ლაშ­ვი­ლე­ბი
„...ბე­ბი­ას და ბა­ბუ­ას მშობ­ლებს აც­ნო­ბეს, რომ ბა­ბუა ჟე­ნე­ვა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. დღემ­დე ასე ვი­ცო­დით. იმ­დე­ნი ვი­ტი­რეთ მე და ჩემ­მა დამ, რო­ცა თქვე­ნი სტა­ტია წა­ვი­კითხეთ და სი­ა­ში ბა­ბუ­ას სა­ხე­ლი და გვა­რი ამო­ვი­კითხეთ.“ — მა­ნა­ნა წო­წო­რია
ეს წე­რი­ლე­ბი მა­უთ­ჰა­უ­ზე­ნის სა­კონ­ცენ­ტ­რა­ციო ბა­ნაკ­ში და­ღუ­პუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის შა­თა­მო­მავ­ლებს ეკუთ­ვ­ნით, რომ­ლე­ბიც, სულ რამ­დე­ნი­მე ხნის წინ, ავ­ს­ტ­რი­ა­ში მყოფ­მა ქარ­თ­ველ­მა სტუ­დენ­ტებ­მა, მა­რი­კა ბე­ქა­ურ­მა და სა­ლო­მე სა­ლა­ძემ, აღ­მო­ა­ჩი­ნეს.
ვრცლად>>>
2018-05-10
სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა მხო­ლოდ გა­მოც­დებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი არ უნ­და იყოს
წელს, ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე, 40 ათას­ზე მე­ტი აბი­ტუ­რი­ენ­ტი და­რე­გის­ტ­რირ­და,  თუმ­ცა ეს რიცხ­ვი სა­ბო­ლოო არ არის, რად­გან გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი სუ­რათს, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, შეც­ვ­ლის. მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სელ­თა და­ძა­ბუ­ლო­ბა ნელ-ნე­ლა პიკს აღ­წევს, ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დე­ბამ­დე, წინ სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა ელით და თა­ნაც შეც­ვ­ლი­ლი ფორ­მა­ტით — მოს­წავ­ლე ეკ­რან­ზე, ტეს­ტი­რე­ბის დას­რუ­ლე­ბი­სას, ქუ­ლის და­ნახ­ვის ნაც­ვ­ლად, შეტყო­ბი­ნე­ბას მი­ი­ღებს, გა­და­ლა­ხა თუ არა მან მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, მი­ნი­მა­ლურ 5,5 ქუ­ლა­ზე მე­ტი მი­ი­ღო თუ ნაკ­ლე­ბი. ამ ცვლი­ლე­ბამ უფ­როს­კ­ლა­სე­ლებ­ში აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბა გა­მო­იწ­ვია, რად­გან ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბი საკ­მა­ოდ ზე­და­პი­რუ­ლია და ქუ­ლას მოს­წავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ის­თ­ვის დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, ნა­წილს კი მოს­წონს ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რად­გან მოს­წავ­ლე­ებს შო­რის „გა­ჯო­ბე-ვერ­გა­ჯო­ბეს“  პრინ­ცი­პი მო­ის­პო­ბა. რამ­დე­ნად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ხვდე­ბი­ან უფ­როს­კ­ლა­სე­ლე­ბი გა­მოც­დებს, რო­მელ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­სა თუ მი­მარ­თუ­ლე­ბებს ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას და ამ­ზა­დებს თუ არა სკო­ლა მათ ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის — ამ თე­მებ­ზე მო­საზ­რე­ბებს დღეს 24-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლე­ბი გაგ­ვი­ზი­ა­რე­ბენ. შემ­დეგ ნომ­რებ­ში,
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40] > [41] > [42] > [43] > [44] > [45] > [46] > [47] > [48] > [49] > [50] > [51] > [52] > [53] > [54] > [55] > [56] > [57] > [58] > [59] > [60] > [61]
40(24)N