გამოდის 1998 წლიდან
2018-05-10
სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა მხო­ლოდ გა­მოც­დებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი არ უნ­და იყოს

წელს, ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე, 40 ათას­ზე მე­ტი აბი­ტუ­რი­ენ­ტი და­რე­გის­ტ­რირ­და,  თუმ­ცა ეს რიცხ­ვი სა­ბო­ლოო არ არის, რად­გან გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი სუ­რათს, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, შეც­ვ­ლის. მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სელ­თა და­ძა­ბუ­ლო­ბა ნელ-ნე­ლა პიკს აღ­წევს, ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დე­ბამ­დე, წინ სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა ელით და თა­ნაც შეც­ვ­ლი­ლი ფორ­მა­ტით — მოს­წავ­ლე ეკ­რან­ზე, ტეს­ტი­რე­ბის დას­რუ­ლე­ბი­სას, ქუ­ლის და­ნახ­ვის ნაც­ვ­ლად, შეტყო­ბი­ნე­ბას მი­ი­ღებს, გა­და­ლა­ხა თუ არა მან მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, მი­ნი­მა­ლურ 5,5 ქუ­ლა­ზე მე­ტი მი­ი­ღო თუ ნაკ­ლე­ბი. ამ ცვლი­ლე­ბამ უფ­როს­კ­ლა­სე­ლებ­ში აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბა გა­მო­იწ­ვია, რად­გან ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბი საკ­მა­ოდ ზე­და­პი­რუ­ლია და ქუ­ლას მოს­წავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ის­თ­ვის დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, ნა­წილს კი მოს­წონს ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რად­გან მოს­წავ­ლე­ებს შო­რის „გა­ჯო­ბე-ვერ­გა­ჯო­ბეს“  პრინ­ცი­პი მო­ის­პო­ბა. რამ­დე­ნად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ხვდე­ბი­ან უფ­როს­კ­ლა­სე­ლე­ბი გა­მოც­დებს, რო­მელ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­სა თუ მი­მარ­თუ­ლე­ბებს ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას და ამ­ზა­დებს თუ არა სკო­ლა მათ ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის — ამ თე­მებ­ზე მო­საზ­რე­ბებს დღეს 24-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლე­ბი გაგ­ვი­ზი­ა­რე­ბენ. შემ­დეგ ნომ­რებ­ში, ამ რუბ­რი­კით, სხვა უფ­როს­კ­ლა­სელ­თა მო­საზ­რე­ბებს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

თათია გოჩაშვილი. პირველ რიგ­ში, დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­გი­ხა­დოთ, რომ და­ინ­ტე­რეს­დით ამ თე­მით. შვიდ­თ­ვი­ა­ნი მზა­დე­ბის შემ­დეგ, ვფიქ­რობ, მზად ვარ ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის რო­გორც ცოდ­ნის თვალ­საზ­რი­სით, ასე­ვე ტეს­ტე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რად გა­გე­ბის მხრივ. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებს, ამ მხრივ, ცალ­კე არ ვემ­ზა­დე­ბი, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ცოდ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე ვფიქ­რობ მათ ჩა­ბა­რე­ბას.
ვფიქ­რობ, ქუ­ლას დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და მოს­წავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ის­თ­ვის. ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ღალ ქუ­ლა­ზე სწავ­ლობ­დ­ნენ ან თუნ­დაც მა­ღა­ლი ქუ­ლა უნ­დო­დათ, სე­რი­ო­ზუ­ლად ეკი­დე­ბოდ­ნენ სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებს. შე­სა­ბა­მი­სად, ამით დაგ­რო­ვე­ბულ ცოდ­ნას ავ­სებ­დ­ნენ. ვინც არ სწავ­ლობ­დ­ნენ, ცდი­ლობ­დ­ნენ, რომ ამ გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის მა­ინც შე­ე­ძი­ნათ გარ­კ­ვე­უ­ლი ცოდ­ნა. მი­ნი­მა­ლუ­რი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვი­სათ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის მი­ნი­ჭე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მოს­წავ­ლის დე­მო­ტი­ვა­ცი­ას გა­მო­იწ­ვევს, რად­გან ბევ­რი ფიქ­რობს, რომ სა­შუ­ა­ლო დო­ნის ცოდ­ნით შეძ­ლებს გა­მოც­დე­ბის „გა­და­გო­რე­ბას“.
სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბი, ვფიქ­რობ, საკ­მა­ოდ ზე­და­პი­რუ­ლია, მხო­ლოდ საგ­ნის ცოდ­ნას მო­ითხოვს. ძი­რი­თა­დად მოწ­მ­დე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის ცოდ­ნა და არა მა­თი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი. ასე­ვე ხში­რია სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი გა­უ­გებ­რო­ბე­ბი, რად­გა­ნაც ერ­თ­ზე მე­ტი წიგ­ნია გრი­ფი­რე­ბუ­ლი და ამ წიგ­ნებს შო­რის ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი სხვა­ო­ბაა, ხში­რია შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც მოს­წავ­ლე­ებს არ აქვთ ამა თუ იმ საგ­ნის ყვე­ლა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს­თან წვდო­მა. შე­სა­ბა­მი­სად, მო­დის კითხ­ვე­ბი, რომ­ლებ­ზეც მოს­წავ­ლე­ებს არ აქვთ პა­სუ­ხე­ბი, მა­თი ცოდ­ნის მი­უ­ხე­და­ვად. რაც შე­ე­ხე­ბა ეროვ­ნუ­ლე­ბის მო­დელს, აქ უფ­რო დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აბი­ტუ­რი­ენ­ტის აზ­როვ­ნე­ბას ენი­ჭე­ბა, რაც ჩე­მი აზ­რით კარ­გია, რად­გან სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ანს, მხო­ლოდ ზე­პი­რი მეტყ­ვე­ლე­ბა არ უნ­და შე­ეძ­ლოს. ასე­ვე მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო ის ფაქ­ტი, რომ ორი­ვე გა­მოც­და კომ­პი­უ­ტერ­თან ბარ­დე­ბა, რაც დამ­ღ­ლე­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი­სას. ხში­რად რთუ­ლია კომ­პი­უ­ტერ­ში მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის აღ­ქ­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით დი­დი ტეს­ტე­ბი­სა და ამო­სახ­ს­ნე­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში.
ჩემ თა­ო­ბა­ში, ძი­რი­თა­დად, მოთხოვ­ნი­ლე­ბა იური­დი­ულ, სა­მე­დი­ცი­ნო და ბიზ­ნეს ფა­კულ­ტე­ტებ­ზეა. ერ­თი მხრივ, ვფიქ­რობ, რომ იური­დი­უ­ლი და სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტე­ტე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას თა­ნა­მედ­რო­ვე გა­და­ცე­მე­ბი და სე­რი­ა­ლე­ბი იწ­ვე­ვენ, ასე­ვე მშობ­ლე­ბის სურ­ვი­ლი, რო­დე­საც მოს­წავ­ლეს არ აქვს გა­დაწყ­ვე­ტი­ლი რი­სი კე­თე­ბა უნ­და მო­მა­ვალ­ში. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ხში­რად მა­ინც ში­ნა­გა­ნი მოთხოვ­ნი­ლე­ბის გა­მო ირ­ჩე­ვენ. მე ავირ­ჩიე მარ­თ­ვი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტი.
აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ირ­ჩევს იმ უნი­ვერ­სი­ტეტს, რო­მელ­საც მი­სა­ღე­ბი ქუ­ლე­ბის ზღვა­რი მი­ნი­მა­ლუ­რი აქვს. ასე­ვე, ამ ბო­ლო დროს, ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და კერ­ძო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი.
პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ მაქვს გარ­კ­ვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, ძი­რი­თა­დად იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, რომ­ლებ­მაც მი­ი­ღეს ცხრა კლა­სის ატეს­ტა­ტი და ამის შემ­დეგ სკო­ლა და­ტო­ვეს. თუმ­ცა ეს რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნათ იყო. ახ­ლა მსგავ­სი სურ­ვი­ლის მქო­ნე არა­ვინ მყავს გარ­შე­მო.
გრან­ტის შე­სა­ხებ ძი­რი­თად ინ­ფორ­მა­ცი­ას მას­წავ­ლებ­ლე­ბი მაწ­ვ­დი­ან, თუმ­ცა ამ თე­მა­ზე ხში­რა­დაა გა­და­ცე­მე­ბი, ტე­ლე­ვი­ზი­ით თუ რა­დი­ო­თი. ვი­ცი, რომ გრან­ტის მი­ღე­ბა ხდე­ბა უნა­რე­ბი­სა და არ­ჩე­უ­ლი საგ­ნის ქუ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე. ორი ან მე­ტი საგ­ნის არ­ჩე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი უპი­რა­ტე­სო­ბა უმაღ­ლეს ქუ­ლას ენი­ჭე­ბა. ამ სა­კითხის მი­მართ ნე­იტ­რა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს, რად­გან უკე­თე­სი სის­ტე­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ვფლობ, ამი­ტომ შე­სა­და­რე­ბე­ლი მა­გა­ლი­თიც არ მაქვს.
უფა­სო ფა­კულ­ტე­ტე­ბის გა­უქ­მე­ბას უარ­ყო­ფი­თი და და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბი აქვს. ერ­თი მხრივ, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო, ყვე­ლას არ აქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ შეძ­ლოს შვი­ლის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სრუ­ლად და­ფი­ნან­სე­ბა. ამ მხრივ, უფა­სო ფა­კულ­ტე­ტე­ბი, სწავ­ლის შანსს აძ­ლევს. მა­ტე­რი­ა­ლუ­რად გა­ჭირ­ვე­ბულ ახალ­გაზ­რ­დებს. მე­ო­რე მხრივ, უფა­სო ფა­კულ­ტე­ტე­ბი, ძი­რი­თა­დად, ისეთ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­შია, რო­მელ­ში სწავ­ლის სა­ფა­სუ­რიც სრუ­ლი­ად შე­იძ­ლე­ბო­და და­ფა­რუ­ლი­ყო 100%-იანი სა­ხელ­მ­წი­ფო გრან­ტით, ამი­ტო­მაც სწავ­ლის მსურ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დი­სათ­ვის ეს სწავ­ლის­თ­ვის და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ციაა. ამავ­დ­რო­უ­ლად, ასეთ ადა­მი­ა­ნებს არ­ჩე­ვა­ნის უფ­რო მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვთ. ასე­ვე არი­ან ისე­თი კა­ტე­გო­რი­ის აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბის­თ­ვი­საც უფა­სო ფა­კულ­ტე­ტე­ბი უბ­რა­ლოდ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოხ­ვედ­რი­სა და სტუ­დენ­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის შან­სია და თუ ეს შან­სი აღარ მი­ე­ცე­მათ, გა­უ­ჭირ­დე­ბათ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოხ­ვედ­რა. რე­ა­ლუ­რად ეს კარ­გია, რად­გან სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბა ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბით, ამი­ტო­მაც ჯო­ბია უნი­ვერ­სი­ტე­ტის დიპ­ლო­მი ისეთ­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღოს, რო­მე­ლიც მარ­თ­ლაც სწავ­ლის­თ­ვი­საა მო­წო­დე­ბუ­ლი.
ჩე­მი აზ­რით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბა მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რი­ვაა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გა­მოც­დებ­ზე. ეს ტენ­დენ­ცია მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­გან­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა. რე­ა­ლუ­რად, მოს­წავ­ლე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბას ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე ნე­ბის­მი­ე­რი ტეს­ტის შევ­სე­ბა უჭირს, არა ცოდ­ნის ნაკ­ლე­ბო­ბის, არა­მედ ამ­გ­ვარ ტეს­ტურ და­ვა­ლე­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბის არ­ცოდ­ნის გა­მო. ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბი, ძი­რი­თა­დად, რა­ი­მე ტი­პის თხზუ­ლე­ბის და­წე­რი­სას ვლინ­დე­ბა. თუმ­ცა, გა­მოც­დე­ბის­თ­ვის მზა­დე­ბის გა­რე­შეც ხში­რად იზღუ­დე­ბა მოს­წავ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რი და თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის მი­ღე­ბულ „ჩარ­ჩო­ებ­ში“ არ ჯდე­ბა მოს­წავ­ლე, თუმ­ცა ეს სხვა პრობ­ლე­მაა.

ლუკა ჩეკურაშვილი. საატესტატო და ეროვ­ნულ გა­მოც­დებს სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი და იმე­დი­ა­ნად ვხვდე­ბი. სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებ­ზე მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვა­რის და­წე­სე­ბა და მი­სი მი­ნი­ჭე­ბა, ერ­თი მხრივ სწო­რად მი­მაჩ­ნია, რად­გან მოს­წავ­ლე­ებს შო­რის არ იქ­ნე­ბა გა­ჯო­ბე-ვერგა­ჯო­ბეს პრინ­ცი­პი, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, არ მომ­წონს, რად­გან ვე­ღარ გა­ვი­გებთ რო­გორ ვართ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის. რა თქმა უნ­და, მერ­ჩია სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის შე­ფა­სე­ბა ქუ­ლე­ბით ყო­ფი­ლი­ყო.
რაც შე­ე­ხე­ბა გა­მოც­დე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მო­დელს, მომ­წონს სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბი, თუმ­ცა და­სახ­ვე­წია. მა­გა­ლი­თად, გა­მოც­და­ზე შე­იძ­ლე­ბა მო­გი­ვი­დეს ჯერ ძა­ლი­ან რთუ­ლი შე­კითხ­ვა, შემ­დეგ ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი, რაც გაბ­ნევს... გგო­ნია, რომ ჩა­ი­ჭე­რი. რაც შე­ე­ხე­ბა ეროვ­ნულ გა­მოც­დას, მომ­წონს, მაგ­რამ უნა­რებ­ში წი­ნა­და­დე­ბის შევ­სე­ბა ხში­რად არა­ლო­გი­კუ­რია და კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ და­იხ­ვე­წე­ბა. მთლი­ა­ნო­ბა­ში ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის მო­დე­ლი ძა­ლი­ან მომ­წონს.
ჩვენს თა­ო­ბა­ში მოთხოვ­ნად პრო­ფე­სი­ე­ბად ით­ვ­ლე­ბა — ბიზ­ნეს­მარ­თ­ვა, სა­მარ­თა­ლი, სა­მე­დი­ცი­ნო, ეკო­ნო­მი­კუ­რი... უპი­რა­ტე­სო­ბა ამ სპე­ცი­ა­ლო­ბებს მა­ღა­ლი ანაზღა­უ­რე­ბის გა­მო ენი­ჭე­ბათ. პი­რა­დად მე, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი ავირ­ჩიე. უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­დან პრეს­ტი­ჟუ­ლად თა­ვი­სუ­ფა­ლი, აგ­რა­რუ­ლი და თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი ით­ვ­ლე­ბა.
პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ საკ­მა­ოდ კარ­გად ვარ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან მომ­წონს. თუმ­ცა, რა­ტომ­ღაც პრო­ფე­სი­ულ­მა სას­წავ­ლებ­ლებ­მა პრეს­ტი­ჟუ­ლის სა­ხე­ლი ჯერ ვერ და­იმ­კ­ვიდ­რეს, რაც ალ­ბათ, ჩვე­ნი მენ­ტა­ლო­ბის ბრა­ლია. გა­უ­აზ­რებ­ლად და იძუ­ლე­ბით უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ბა­რე­ბას, რა თქმა უნ­და, სჯობს რა­ი­მე პრო­ფე­სია აირ­ჩიო და შე­ნი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყო. სამ­წუ­ხა­როდ, ჩე­მი მე­გობ­რე­ბი­დან არა­ვინ მახ­სენ­დე­ბა, რომ სწავ­ლა პრო­ფე­სი­ულ­ში გა­ეგ­რ­ძე­ლე­ბინა.
რაც შე­ე­ხე­ბა უფა­სო ფა­კულ­ტე­ტებს, რო­გორც ვი­ცი, უფა­სო ის ფა­კულ­ტე­ტე­ბია, რომ­ლებ­ზეც ნაკ­ლე­ბი მოთხოვ­ნაა. უფა­სო ფა­კულ­ტე­ტებს ის აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ირ­ჩე­ვენ, რომ­ლებ­საც ფა­სი­ან­ზე სწავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ. ვფიქ­რობ, უფა­სო ფა­კულ­ტე­ტე­ბის გა­უქ­მე­ბა არა­მარ­თე­ბუ­ლია, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ უფა­სო ფა­კულ­ტე­ტე­ბის არ­სე­ბო­ბით გაზ­რ­დი­ლი მოთხოვ­ნა ნაკ­ლე­ბად პრეს­ტი­ჟულ სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ზე კვლავ შემ­ცირ­დე­ბა.
რა თქმა უნ­და, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის რე­პე­ტი­ტორ­თან ვემ­ზა­დე­ბი, ჩე­მი მე­გობ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ახერ­ხებს რე­პე­ტი­ტორ­თან სი­ა­რულს. სამ­წუ­ხა­როდ, მხო­ლოდ სკო­ლა­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა არ არის საკ­მა­რი­სი იმის­ათ­ვის, რომ ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი დაძ­ლიო. ამ მხრივ, სკო­ლა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­მუ­შა­ო­ე­ბია ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი.

ლუკა გოგშელიძე. საატესტატო და ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვხვდე­ბი. სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებ­ზე შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მის გა­უქ­მე­ბა არ მი­მაჩ­ნია სწორ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბად, რად­გან ვე­ღარ გა­ვი­გებთ თუ რო­გორ შე­ფას­დე­ბა ჩვე­ნი ცოდ­ნა. მოს­წავ­ლე­ებ­მა იცი­ან, რომ გა­მოც­დის უმაღ­ლეს ქუ­ლა­ზე ჩა­ბა­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შიც კი, ვერ გა­ი­გე­ბენ სა­კუ­თარ ქუ­ლას, შე­სა­ბა­მი­სად, ვერ შე­ა­ფა­სე­ბენ სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, ამი­ტომ მათ აღარ აქვთ მო­ტი­ვა­ცია.
სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დის მი­ნუ­სი სწო­რედ შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მის გა­უქ­მე­ბაა, და­ნარ­ჩე­ნით კმა­ყო­ფი­ლი ვარ, ვთვლი, რომ კარ­გი მო­დე­ლია რო­გორც სა­ა­ტეს­ტა­ტო, ისე ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი.
აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, ძი­რი­თა­დად, ბიზ­ნეს-ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბას/­მა­რ­თ­ვას, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მეც­ნი­ე­რე­ბებს, სა­მარ­თალს ირ­ჩე­ვენ, თუმ­ცა ნამ­დ­ვი­ლად არ ვი­ცი, რა­ტომ აკე­თე­ბენ ასეთ არ­ჩე­ვანს და სა­ერ­თოდ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რა­ტო­მაა ეს ფა­კულ­ტე­ტე­ბი ასე პო­პუ­ლა­რუ­ლი. ვთვლი, რომ ჩემ თა­ო­ბა­ში პრეს­ტი­ჟუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი საგ­ნე­ბია, რად­გან ტექ­ნი­კის ეპო­ქა­ში ვცხოვ­რობთ და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, წინ კი­დევ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რამ გვე­ლის. პროგ­რა­მი­რე­ბა, ელექ­ტ­რო და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ინ­ჟი­ნე­რია, ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლ ფა­კულ­ტე­ტე­ბად მიმაჩნია და სწო­რედ ამი­ტომ ავარ­ჩიე ელექ­ტ­რო ინ­ჟი­ნე­რია.
თით­ქ­მის ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტეტ­შია თი­თო ისე­თი ფა­კულ­ტე­ტი მა­ინც, რო­მელ­ზეც სხვა­გან მა­ღალ დო­ნე­ზე ვერ ის­წავ­ლი, ამი­ტომ მი­მაჩ­ნია, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის პო­პუ­ლა­რულ და ნაკ­ლე­ბად პო­პუ­ლა­რულ კა­ტე­გო­რი­ე­ბად და­ყო­ფა-და­ხა­რის­ხე­ბა სწო­რი არ არის.
პრო­ფე­სი­ულ კო­ლე­ჯებ­ში სწავ­ლა რა­ტომ­ღაც ზო­გის­თ­ვის სა­თა­კი­ლოა და უმე­ტე­სო­ბას სურს, მა­ინ­ც­და­მა­ინც უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღოს, რაც არა­მარ­თე­ბუ­ლია, ვი­საც არ შე­უძ­ლია უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლა, მათ­თ­ვის იდე­ა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტია პრო­ფე­სი­ული გა­ნათ­ლე­ბის და­უფ­ლება და ამ გზით წარ­მა­ტე­ბის მიღწევა.
მი­მაჩ­ნია, რომ უფა­სო ფა­კულ­ტე­ტე­ბის გა­უქ­მე­ბა კარ­გი იქ­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლის­თ­ვის მთა­ვა­რია უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოხ­ვ­დეს, რის გა­მოც სწო­რედ უფა­სო ფა­კულ­ტე­ტებს ირ­ჩე­ვენ, ამი­ტო­მაც ფა­კულ­ტე­ტე­ბის გა­უქ­მე­ბა სჯობს — ვი­საც სურს უფა­სოდ სწავ­ლა, გრან­ტის­თ­ვის იბ­რ­ძო­ლებს.
ის, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა მთლი­ა­ნად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია გა­მოც­დებ­ზე, რა თქმა უნ­და,ზღუ­დავს რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის, ასე­ვე მოს­წავ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბას, გაკ­ვე­თი­ლე­ბი უინ­ტე­რე­სოა და მოს­წავ­ლე­ე­ბიც უბ­რა­ლოდ იზე­პი­რე­ბენ მა­სა­ლას მხო­ლოდ იმის­თ­ვის, რომ გა­მოც­და ჩა­ა­ბა­რონ. სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა არ უნ­და იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მხო­ლოდ გა­მოც­დებ­ზე, ის უნ­და ცდი­ლობ­დეს, გაკ­ვე­თი­ლი უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო და შე­მეც­ნე­ბი­თი გახ­დეს.
მოამზადა მაკა ყიფიანმა

25-28(942)N