გამოდის 1998 წლიდან
2018-05-24
დღევანდელი საგამოცდო მოდელი დახვეწას საჭიროებს

რამ­დე­ნად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ხვდე­ბი­ან უფ­როს­კ­ლა­სე­ლე­ბი გა­მოც­დებს, რო­მელ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­სა თუ მი­მარ­თუ­ლე­ბებს ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას და ამ­ზა­დებს თუ არა სკო­ლა მათ ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის — ამ თე­მებ­ზე მო­საზ­რე­ბებს გვიზიარებენ მე­თორ­მე­ტე­კლა­სე­ლე­ბი.

გი­ორ­გი გი­ორ­გო­ბი­ა­ნი
 ამ­ბ­რო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჭრე­ბა­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლა

სამ­წუ­ხა­როდ, გა­მოც­დებს სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვერ ვხვდე­ბი, რად­გან არ მქონ­და საკ­მა­რი­სი დრო და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რაც, ალ­ბათ, აისა­ხე­ბა კი­დეც ჩე­მი ტეს­ტი­რე­ბის შე­დეგ­ზე.
სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებ­ზე მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვრის გა­და­ლახ­ვა მარ­თე­ბუ­ლად მი­მაჩ­ნია, ად­რე არ­სე­ბუ­ლი მო­დე­ლი, რომ­ლის დრო­საც ქუ­ლა იწე­რე­ბო­და, არ იყო ცოდ­ნის სწო­რად შემ­ფა­სე­ბე­ლი და ვფიქ­რობ, უსა­მარ­თ­ლოც იყო. ახა­ლი მე­თო­დი უფ­რო კო­რექ­ტუ­ლია და ზედ­მეტ კრი­ტე­რი­უ­მებს არ შე­ი­ცავს.
რო­გორც სა­ა­ტეს­ტა­ტო, ისე ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მო­დე­ლი ნა­წი­ლობ­რივ მომ­წონს, ჯერ კი­დევ ბევ­რი კომ­პო­ნენ­ტია მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი, და­სახ­ვე­წი და გა­და­სა­ხე­დი. ამ ბო­ლო დროს, რა­ტომ­ღაც აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად პრო­ფე­სი­ად ირ­ჩე­ვენ დაწყე­ბით პე­და­გო­გი­კას, ტუ­რიზმს, ჟურ­ნა­ლის­ტი­კას... ბევ­რ­ჯერ მი­ფიქ­რია, რომ ხში­რად, ახალ­გაზ­რ­დე­ბი, გა­უ­აზ­რებ­ლად ირ­ჩე­ვენ პრო­ფე­სი­ას. ბევრს ად­ვი­ლი ჰგო­ნია ამა თუ იმ პრო­ფე­სი­ის შეს­წავ­ლა, რო­ცა რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნ­დე­ბი­ან, საკ­მა­ოდ ბევრ სირ­თუ­ლეს აწყ­დე­ბი­ან და პრო­ფე­სი­ის შეც­ვ­ლაც კი უწევთ. არც ის მი­მაჩ­ნია სწო­რად, რო­ცა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ფაკულტეტს იმის მი­ხედ­ვით ირ­ჩე­ვენ, სა­დაც და­ბა­ლი კონ­კურ­სია და ად­ვი­ლად შეძ­ლე­ბენ მოხ­ვედ­რას ან კი­დევ სას­წავ­ლებ­ლის პრეს­ტი­ჟუ­ლო­ბის გა­მო. მე ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი ავირ­ჩიე. ჩვენს თა­ო­ბა­ში უპი­რა­ტე­სო­ბას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებს ანი­ჭე­ბენ. ბევ­რი ჩე­მი მე­გო­ბა­რი უპი­რა­ტე­სო­ბას პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებს ანი­ჭებს, არის ისე­თი პრო­ფე­სი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლი­თაც მო­მა­ვალ­ში შე­იძ­ლე­ბა და­ვინ­ტე­რეს­დე და და­ვე­უფ­ლო კი­დეც.
ვერ ვიტყ­ვი, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა მთლი­ა­ნად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია გა­მოც­დე­ბის­თ­ვის მოს­წავ­ლე­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზე, რად­გან მარ­ტო სკო­ლა­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა საკ­მა­რი­სი არ არის უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში მო­სახ­ვედ­რად. მოს­წავ­ლის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია, გაკ­ვე­თილ­მა სა­ინ­ტე­რე­სოდ და შე­მოქ­მე­დე­ბი­თად ჩა­ი­ა­როს. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ეტაპ­ზე, შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა შეზღუ­დუ­ლია.

 თე­მურ კო­ბა­ხი­ძე
თბი­ლი­სის 128-ე სა­ჯა­რო სკო­ლა

ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით გა­მოც­დებს კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვხვდე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა მი­ღე­ბულ ცოდ­ნას, სჯობს შე­დე­გებს და­ვე­ლო­დოთ, ისი­ნი გაგ­ვ­ცე­მენ ამ კითხ­ვა­ზე ყვე­ლა­ზე ზუსტ პა­სუხს.
რე­ა­ლუ­რად, სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ჩაჭ­რა-არ­ჩაჭ­რის სა­კითხის გა­დაწყ­ვე­ტაა. ქუ­ლით თუ ქუ­ლის გა­რე­შე, ტეს­ტი­რე­ბა შე­დეგს მა­ინც გვიჩვენებს. ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა სავ­სე­ბით მი­სა­ღე­ბია ჩემ­თ­ვის. უარ­ყო­ფი­თი და და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბი თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია, ჩემ­თ­ვის ეს უბ­რა­ლოდ ცვლი­ლე­ბაა, რო­მე­ლიც გა­მოც­დე­ბის მო­დელს არა­ნა­ირ გა­დამ­წყ­ვეტ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას არ სძენს.
თა­ნა­მედ­რო­ვე სა­გა­მოც­დო მო­დე­ლი შეც­ვ­ლას და დახ­ვე­წას სა­ჭი­რო­ებს. სა­ნამ არ მოხ­დე­ბა ცვლი­ლე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ, სა­გა­მოც­დო სის­ტე­მა ჩემს სიმ­პა­თი­ებს ვერ და­იმ­სა­ხუ­რებს.
რაც შე­ე­ხე­ბა ფა­კულ­ტე­ტე­ბის არ­ჩე­ვანს, სამ­წუ­ხა­როდ, ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მო­მე­პო­ვე­ბა, მაგ­რამ ჩემ გარ­შე­მო ძა­ლი­ან ბევრს სურს, სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში გა­ნაგ­რ­ძოს სწავ­ლა. ამის ზუს­ტი მი­ზე­ზი ჩემ­თ­ვის დღემ­დე უც­ნო­ბია, ალ­ბათ, სწო­რედ ეგაა ჩვენს თა­ო­ბა­ში პრეს­ტი­ჟუ­ლი. მე სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტი ავირ­ჩიე. ჩე­მი ვა­რა­უ­დით, ყვე­ლა­ზე მოთხოვ­ნა­დი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სი­ა­ში წელ­საც თა­ვი­სუ­ფა­ლი და აგ­რა­რუ­ლი, თსუ და სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი იქ­ნე­ბი­ან. ამის მი­ზე­ზი სწავ­ლის ხა­რის­ხ­ში, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა­სა და გაც­ვ­ლით პროგ­რა­მებ­ში უნ­და ვე­ძე­ბოთ.
რო­გორც ვი­ცი, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა არც ისე პო­პუ­ლა­რუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ჩემ ირ­გ­ვ­ლივ არც ისე ბევ­რი მსურ­ვე­ლია. ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა, რომ­ლე­ბიც სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში აპი­რებ­დ­ნენ, უკ­ვე აიხ­დი­ნეს სა­წა­დე­ლი, მეცხ­რე კლა­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.
უფა­სო ფა­კულ­ტე­ტე­ბი, ცხა­დია, ეხ­მა­რე­ბა ახალ­გაზ­რ­დებს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში, მაგ­რამ უფა­სო ან და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა გრან­ტის დახ­მა­რე­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა. უკა­ნას­კ­ნე­ლი გა­ნა­პი­რო­ბებს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უფ­რო ჭკვი­ა­ნი ახალ­გაზ­რ­დე­ბის ჩა­რიცხ­ვას, რად­გან გრან­ტის ასა­ღე­ბად შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბის აღე­ბა უწევთ.
გრან­ტის გა­ცე­მის წესს კარ­გად ვიც­ნობ, რა თქმა უნ­და, არ არის სრულ­ყო­ფი­ლი და სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი. ამი­ტომ, სა­ნამ არ და­იხ­ვე­წე­ბა დღეს არ­სე­ბუ­ლი გრან­ტის გა­ცე­მის წე­სი, ჩემს მო­წო­ნე­ბას ვერც ეს პრო­ცე­დუ­რა და­იმ­სა­ხუ­რებს.
ის, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა მთლი­ა­ნად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია გა­მოც­დებ­ზე, ცხა­დია, ზღუ­დავს რო­გორც მოს­წავ­ლეს, ისე მას­წავ­ლე­ბელს, მაგ­რამ ისე­თი სის­ტე­მის მო­ფიქ­რე­ბა, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მი­სი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის არც თუ ისე ად­ვი­ლია. სხვა მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მაც სწო­რედ გა­მოც­დებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი. კარ­გი იქ­ნე­ბა, ზო­გი­ერ­თის­თ­ვის მხო­ლოდ გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა თუ არ გახ­დე­ბა სკო­ლა­ში სწავ­ლის მი­ზა­ნი, მაგ­რამ, რო­გორც ვხე­დავთ, ჯერ ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არც აქ ჩანს.

 ბე­ქა ჩან­ქ­სე­ლი­ა­ნი
 წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სა­ყუ­ლი­ის სა­ჯა­რო სკო­ლა

სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებს კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვხვდე­ბი, ხო­ლო ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის ჯერ კი­დევ ვმე­ცა­დი­ნე­ობ, რად­გან არის სა­კითხე­ბი, რო­მელ­თა დახ­ვე­წა და სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად და­მუ­შა­ვე­ბა მჭირ­დე­ბა.
სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებ­ზე შე­ფა­სე­ბის ქუ­ლის გა­უქ­მე­ბას, ჩე­მი აზ­რით, უფ­რო მე­ტი უარ­ყო­ფი­თი მხა­რე აქვს, ვიდ­რე და­დე­ბი­თი. და­დე­ბი­თი მხო­ლოდ ის არის, რომ მოს­წავ­ლე­ებს აღარ შე­ექ­მ­ნე­ბათ და­ბა­ლი ქუ­ლის მი­ღე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი დის­კომ­ფორ­ტი. უარ­ყო­ფი­თი მხა­რე — მოს­წავ­ლე­ე­ბის დიდ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ, მათ შო­რის მეც, და­კარ­გა სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცია. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბა­რი­ერს ად­ვი­ლად გა­დავ­ლა­ხავ, ამი­ტომ ბევრს აღარ ვმე­ცა­დი­ნე­ობ. თუ სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის მო­დე­ლის პრინ­ცი­პი მხო­ლოდ ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვაა, მა­შინ რა სა­ჭი­როა გა­მოც­დე­ბი? სკო­ლას პირ­და­პირ მი­ე­ნი­ჭოს ატეს­ტა­ტის გა­ცე­მის უფ­ლე­ბა.
ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის მო­დე­ლი ძა­ლი­ან მომ­წონს, ვფიქ­რობ,  ყო­ველ­წ­ლი­უ­რად კი­დევ უფ­რო იხ­ვე­წე­ბა. 
ჩე­მი მე­გობ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ისეთ ფა­კულ­ტე­ტებს ირ­ჩე­ვენ, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბას არ­ჩე­ვით საგ­ნად გე­ოგ­რა­ფია აქვს. ჩემს თა­ო­ბა­ში ასე­ვე მოთხოვ­ნა­დი და  სა­ინ­ტე­რე­სო ფა­კულ­ტე­ტე­ბია ენერ­გე­ტი­კა და გა­მოთ­ვ­ლი­თი ტექ­ნი­კა. მე ეკო­ნო­მი­კი­სა და საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის მარ­თ­ვის ფა­კულ­ტე­ტი ავირ­ჩიე.
აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტია, ასე­ვე სდა­სუ და ილი­ა­უ­ნი. ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლის ხა­რის­ხიც მა­ღა­ლია და ფა­სიც მი­სა­ღე­ბი. ჩვენს თა­ო­ბა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი და თით­ქ­მის ყვე­ლას­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლია თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, მაგ­რამ ძა­ლი­ან ძვი­რია და ამი­ტომ ბევ­რი აბი­ტუ­რი­ენ­ტი იქ ჩა­ბა­რე­ბა­ზე თავს იკა­ვებს.
პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­სა­ხებ მეტ-ნაკ­ლე­ბად ვფლობ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ჩე­მი მე­გობ­რე­ბი პრო­ფე­სი­ულ­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას არ აპი­რე­ბენ, მაგ­რამ უმ­ც­როს­კ­ლა­სელ­თა დიდ რა­ო­დე­ნო­ბას სწავ­ლის პრო­ფე­სი­ულ­ში გაგ­რ­ძე­ლე­ბა აქვს გა­დაწყ­ვე­ტი­ლი.
გრან­ტის გა­ცე­მის წეს­ში არც ისე კარ­გად ვარ გარ­კ­ვე­უ­ლი. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გრან­ტის გა­ცე­მა მხო­ლოდ უნა­რე­ბის და არ­ჩე­ვი­თი საგ­ნის ჯა­მით მოხ­დე­ბა.
უფა­სო ფა­კულ­ტე­ტე­ბის არ­სე­ბო­ბას, ვფიქ­რობ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და­დე­ბი­თი შე­დე­გი არ მო­უ­ტა­ნია. თუმ­ცა, ერ­თ­ბა­შად გა­უქ­მე­ბას, სჯობს 10-15 აბი­ტუ­რი­ენ­ტის ად­გი­ლი და­ტო­ვონ, სა­დაც მოხ­ვედ­რა მა­ღა­ლი ქუ­ლით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

თორ­ნი­კე მი­გი­ნე­იშ­ვი­ლი
ფო­თის მე-5 სა­ჯა­რო სკო­ლა

მთე­ლი წე­ლია, სა­ა­ტეს­ტა­ტო და ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის აქ­ტი­უ­რად ვემ­ზა­დე­ბი, ამი­ტო­მაც მი­მაჩ­ნია, რომ კარ­გად ვარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა, ამ ეტაპ­ზე, მეტ ყუ­რადღე­ბას სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებს ვუთ­მობ. მი­სი წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვეც­დე­ბი, უკეთ მო­ვემ­ზა­დო ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის.
წლე­ვან­დელ ცვლი­ლე­ბას სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებ­ზე აქვს რო­გორც და­დე­ბი­თი, ასე­ვე უარ­ყო­ფი­თი მხა­რე. კარ­გია იმ მხრივ, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი ნაკ­ლე­ბად ნერ­ვი­უ­ლო­ბენ ნიშ­ნის გა­მო, ნაკ­ლე­ბად და­ძა­ბუ­ლე­ბი არი­ან გა­მოც­დის პრო­ცეს­ში, რაც ცოდ­ნის მაქ­სი­მუ­მის გა­მოვ­ლე­ნა­ში ეხ­მა­რე­ბათ. მაგ­რამ აქვს ცუ­დი მხა­რეც — მოს­წავ­ლე­ებ­ში და­იკ­ლო მო­ტი­ვა­ცი­ამ.
ვფიქ­რობ, სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის სის­ტე­მა არ გან­საზღ­ვ­რავს ბავ­შ­ვის ცოდ­ნის დო­ნეს. და­ვა­ლე­ბე­ბი რო­გორც რა­ო­დე­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით, ასე­ვე სირ­თუ­ლის მი­ხედ­ვით არას­წო­რა­დაა გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს, ჯერ პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბა არ მაქვს ამ სა­კითხ­ზე, თუმ­ცა, თუ წი­ნა წლე­ბის ტეს­ტე­ბის ნი­მუ­შებს და­ვეყ­რ­დ­ნო­ბი, ჩე­მი აზ­რით, უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის ბა­რი­ე­რი შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი უნ­და იყოს და ტეს­ტე­ბიც უფ­რო რთუ­ლი.
აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, თა­ვი­ან­თი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სხვა­დას­ხ­ვა ფა­კულ­ტეტს ირ­ჩე­ვენ, ძი­რი­თა­დად, რამ­დე­ნი­მე ფა­კულ­ტე­ტია პო­პუ­ლა­რუ­ლი: ბიზ­ნე­სი, სა­მარ­თა­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო. ნა­წი­ლი იმი­ტომ ირ­ჩევს, რომ ნამ­დ­ვი­ლად მოს­წონს ეს პრო­ფე­სია, ნა­წი­ლი სხვი­სი გავ­ლე­ნის ქვეშ ექ­ცე­ვა, უმე­ტე­სო­ბას არ აქვს გა­დაწყ­ვე­ტი­ლი, რო­მელ ფა­კულ­ტეტ­ზე სურს სწავ­ლა და პო­პუ­ლა­რულ პრო­ფე­სი­ას ირ­ჩევს. მე სა­მარ­თალ­მ­ცოდ­ნე­ო­ბა ავირ­ჩიე, რამ­დე­ნი­მე წე­ლია მომ­წონს ეს სფე­რო და მსურს, მო­მა­ვალ­ში, ჩე­მი პრო­ფე­სია გახ­დეს. მთა­ვა­რია, ადა­მი­ა­ნი იყოს იმ სფე­რო­ში და აკე­თოს ის საქ­მე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვარს.
უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ჩე­ვა, ხში­რად, ფა­კულ­ტე­ტის არ­ჩე­ვა­ზე რთუ­ლია, რად­გან აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ყუ­რადღე­ბას აქ­ცევს, რო­გო­რი გა­რე­მოა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რო­გო­რი ლექ­ტო­რე­ბი არი­ან, აქვს თუ არა გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბი და, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, რო­გორ პრაქ­ტი­კულ ცოდ­ნას აძ­ლევს  სტუ­დენტს. თუმ­ცა, ხში­რად, ფა­სი გა­დამ­წყ­ვე­ტია, სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი უნ­და იყოს.
ვფიქ­რობ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას მე­ტი ყუ­რადღე­ბა უნ­და და­ეთ­მოს. ყვე­ლა­ნა­ი­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­შია, ამი­ტო­მაც, მოს­წავ­ლე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა გან­ვი­თა­რე­ბის ამ გზას არ ირ­ჩევს. ყვე­ლას სურს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, რად­გან მი­იჩ­ნე­ვენ, რომ პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პერ­ს­პექ­ტი­ვაც ნაკ­ლე­ბი აქვს და ხელ­შეწყო­ბაც. წელს ჩემს სკო­ლას სა­მო­ცამ­დე ახალგაზრდა ამ­თავ­რებს, რო­გორც ვი­ცი, არც ერ­თი არ აპი­რებს სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში.
კარ­გად ვიც­ნობ გრან­ტის გა­ცე­მის წეს­საც და, ვფიქ­რობ, სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაა, გრან­ტის მო­პო­ვე­ბი­სას, პრი­ო­რი­ტე­ტი უნა­რე­ბის ქუ­ლას (1,5) რომ ენი­ჭე­ბა. ჩე­მი აზ­რით, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­გორ უნა­რებს ფლობს აბი­ტუ­რი­ენ­ტი, სწო­რედ ამით შე­იძ­ლე­ბა გავ­ნ­საზღ­ვ­როთ მი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.
უფა­სო ფა­კულ­ტე­ტე­ბის გა­უქ­მე­ბა შეც­დო­მა იქ­ნე­ბა, რად­გან ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბავ­შ­ვებს, რო­მელ­თა ოჯა­ხებ­საც არ აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­და­ი­ხა­დონ 2250 ლა­რი (ან კი­დევ უფ­რო მე­ტი) სა­ხელ­მ­წი­ფო არ­თ­მევს სა­შუ­ა­ლე­ბას, მი­ი­ღონ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა.
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა, ნამ­დ­ვი­ლად, მხო­ლოდ გა­მოც­დე­ბის­თ­ვის მოს­წავ­ლის მომ­ზა­დე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბა, რომ ვსწავ­ლობთ მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ჯერ კა­ტის, შემ­დეგ კი ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი ჩა­ვა­ბა­როთ, სტუ­დენ­ტე­ბი გავ­ხ­დეთ და დიპ­ლო­მი გვქონ­დეს. დაშ­ვე­ბი­თაც არ ვუშ­ვებთ, რომ რო­მე­ლი­მე ბავშვს შე­იძ­ლე­ბა სუ­ლაც არ სურ­დეს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა და იქ­ნებ უკე­თე­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი დად­გეს, ამა თუ იმ ხე­ლო­ბას თუ და­ე­უფ­ლე­ბა. ცუდ, უხე­ი­რო დიპ­ლო­მი­ან უმაღ­ლეს­დამ­თავ­რე­ბულს, ნამ­დ­ვი­ლად სჯობს თა­ვი­სი საქ­მის უდიპ­ლო­მო პროფე­სი­ო­ნა­ლი.

ბე­სო ქუ­რას­ბე­დი­ა­ნი
წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სა­ყუ­ლი­ის სა­ჯა­რო სკო­ლა

სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებს მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვხვდე­ბი, ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის კი კვლავ ვაგ­რ­ძე­ლებ მზა­დე­ბას. ვეც­დე­ბი, დარ­ჩე­ნი­ლი დრო მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნო.
სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებ­ზე ქუ­ლას დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. სი­ახ­ლემ ბევრს მო­ტი­ვა­ცია და­უ­კარ­გა. ჩე­მი აზ­რით, ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­სა­ღე­ბია მათ­თ­ვის, ვის­თ­ვი­საც პრი­ო­რი­ტეტს ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა წარ­მო­ად­გენს.
სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის მო­დე­ლი, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის მო­დე­ლის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სე­რი­ო­ზუ­ლად და­სახ­ვე­წია.
აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა ისეთ ფა­კულ­ტე­ტებს ირ­ჩევს, რო­გო­რი­ცაა: სა­მე­დი­ცი­ნო, სა­მარ­თა­ლი, ეკო­ნო­მი­კუ­რი. ეს არ­ჩე­ვა­ნი, ძი­რი­თა­დად, მო­მა­ვალ­ში კარ­გი ანაზღა­უ­რე­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. მე ავირ­ჩიე ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა — IT სფე­რო, სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი.
ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლია სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი — ილი­ა­უ­ნი, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, ქუ­თა­ი­სის აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის... თუმ­ცა, არა­ნაკ­ლებ მოთხოვ­ნა­დია კერ­ძო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბიც — სეუ, თა­ვი­სუ­ფა­ლი, კავ­კა­სი­ის და სხვ. პრეს­ტი­ჟუ­ლო­ბას ახალ­გაზ­რ­დებ­ში ხა­რის­ხი­ა­ნი სწავ­ლე­ბა გან­საზღ­ვ­რავს.
პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ზე საკ­მა­ოდ კარ­გად ვარ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, რამ­დე­ნი­მე ჩე­მი მე­გო­ბა­რი ქუ­თა­ი­სის პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში აპი­რებს სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას, მათ ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, რა თქმა უნ­და, მი­ვე­სალ­მე­ბი.
რაც შე­ე­ხე­ბა გრან­ტის გა­ცე­მის წესს, ვი­ცი, რომ ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბის მი­ღე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში მო­მე­ნი­ჭე­ბა გრან­ტი, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაა.
უფა­სო ფა­კულ­ტე­ტე­ბის გა­უქ­მე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია, რად­გან ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არის მო­სახ­ლე­ო­ბის ის კა­ტე­გო­რია, რო­მელ­საც უჭირს სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და, თუმ­ცა აქვთ სწავ­ლის სურ­ვი­ლი.
სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა მთლი­ა­ნად გა­მოც­დებ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას ვაქ­ცევთ იმ სა­კითხებს, რო­მე­ლიც გა­მოც­დე­ბის­თ­ვის გვჭირ­დე­ბა, რაც, თა­ვის მხრივ, ამ­ცი­რებს მოს­წავ­ლე­თა შე­მოქ­მე­დე­ბით გან­ვი­თა­რე­ბას. თუმ­ცა, რამ­დე­ნად ამ­ზა­დებს სკო­ლა მოს­წავ­ლეს გა­მოც­დე­ბის­თ­ვის, ეს ცალ­კე სა­კითხია.
მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

25-28(942)N