გამოდის 1998 წლიდან
2018-05-03
ახალ კანონს რეფორმის ახალი ტალღა მოჰყვება

გა­სულ წელს დამ­ტ­კიც­და ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტი — გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის ერ­თი­ა­ნი სტრა­ტე­გია (2017-2021), რო­მელ­შიც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უკა­ვია პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას; წლის და­საწყის­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბას წა­რედ­გი­ნა ახა­ლი კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ახა­ლი სის­ტე­მის შექ­მ­ნა. თუმ­ცა, ბო­ლო წლებ­ში, მოქ­მე­დი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის პი­რო­ბებ­შიც, ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა სის­ტე­მა­ში სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. მათ შე­სა­ხებ ჩვე­ნი გა­ზე­თიც წერ­და და მო­მა­ვალ­შიც ასე იქ­ნე­ბა. ამ­ჯე­რად, და­ვინ­ტე­რეს­დით, ამ დო­კუ­მენ­ტე­ბის ფონ­ზე, რო­გო­რია სა­ხელ­მ­წი­ფოს პო­ლი­ტი­კა პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას­თან და იმ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რაც მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტის­თ­ვის იქ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო.
გვე­სა­უბ­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის პირველი მო­ად­გი­ლე ქე­თე­ვან ნატ­რი­აშ­ვი­ლი

— რო­გო­რია სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კა პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ზო­გა­დად, და კონ­კ­რე­ტუ­ლად რა­ზე გა­კეთ­დე­ბა აქ­ცენ­ტი წელს?
— პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კა მკა­ფი­ოდ გან­საზღ­ვ­რუ­ლია და ეფუძ­ნე­ბა რო­გორც ქვეყ­ნის სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს, ასე­ვე სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კას. სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის სტრა­ტე­გია, რო­მელ­შიც მო­ცე­მუ­ლია სფე­როს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი და მა­თი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზე­ბი, 2013 წელს დამ­ტ­კიც­და. რო­გორც სტრა­ტე­გი­ის, ასე­ვე სა­მოქ­მე­დო გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. ამ­დე­ნად, მას­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა ძი­რი­თა­დი ას­პექ­ტი, რომ­ლე­ბიც უკავ­შირ­დე­ბა შრო­მის სფე­როს ორი­ენ­ტა­ცი­ას შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნებ­ზე, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის ზრდას, ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, მოქ­ნი­ლო­ბას და მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბას, მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე სწავ­ლის პრინ­ცი­პის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 2017 წელს, დამ­ტ­კიც­და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის ერ­თი­ა­ნი სტრა­ტე­გია (2017-2021), რო­მელ­შიც ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უკა­ვია პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას, რო­გორც ერ­თი­ა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის ნა­წილს. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტე­ბი კეთ­დე­ბა შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ხა­რის­ხი­ა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის და­ნერ­გ­ვა­ზე, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­შ­ტა­ბე­ბის ზრდა­სა და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა­ზე. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის პრი­ო­რი­ტე­ტია, ასე­ვე, სის­ტე­მის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია, პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბის ზრდა.
მიმ­დი­ნა­რე წე­ლი საკ­ვან­ძო წე­ლია პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის­თ­ვის, რად­გან სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის­თ­ვის უკ­ვე წარ­დ­გე­ნი­ლია ახა­ლი კა­ნო­ნი (პრო­ექ­ტი) პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ. კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი მომ­ზად­და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის ფარ­თო ჩარ­თუ­ლო­ბით, მი­სი მი­ღე­ბა სა­მარ­თ­ლებ­რივ სა­ფუძ­ველს შე­უქ­მ­ნის სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში და ხელს შე­უწყობს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ახა­ლი სის­ტე­მის ფორ­მი­რე­ბას. კა­ნონ­პ­რო­ექ­ტ­ში შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლია მთე­ლი რი­გი მიდ­გო­მე­ბი­სა, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც სის­ტე­მა უფ­რო ეფექ­ტუ­რად უპა­სუ­ხებს დღეს არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს, ასე­ვე უზ­რუნ­ველ­ყოფს ერ­თი­ან ევ­რო­პულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცეს­თან და­ახ­ლო­ე­ბა­სა და თავ­სე­ბა­დო­ბას. ამ­დე­ნად, 2018 წელს სა­მი­ნის­ტ­რო ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ახა­ლი კა­ნო­ნის და­ნერ­გ­ვის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, პა­რა­ლე­ლუ­რად, გაგ­რ­ძელ­დე­ბა და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ახა­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შექ­მ­ნის, სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის, კო­ლე­ჯე­ბის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის, სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი კურ­სე­ბის და­ნერ­გ­ვი­სა და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით.
— თა­ნა­მედ­რო­ვე პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის სპექ­ტ­რი და და­ნერ­გ­ვის მას­შ­ტა­ბი — რო­გო­რია ტენ­დენ­ცია (მათ შო­რის მო­დუ­ლუ­რი სწავ­ლე­ბის). ვი­სა­უბ­როთ ხარ­ვე­ზებ­ზეც — კად­რე­ბი, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზა, სას­წავ­ლებ­ლე­ბის ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და ა.შ.
— სტრა­ტე­გი­ის ფარ­გ­ლებ­ში, 2014 წლი­დან, აქ­ტი­უ­რად და­იწყო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის რე­ფორ­მა, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­ში, ეტა­პობ­რი­ვად ხორ­ცი­ელ­დე­ბა მოქ­ნი­ლი, კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, მო­დუ­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის და­ნერ­გ­ვა. მო­დუ­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი დამ­საქ­მებ­ლე­ბი. ამას­თან, მო­დუ­ლუ­რი მიდ­გო­მით სწავ­ლე­ბი­სას გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია პროგ­რა­მის პრაქ­ტი­კუ­ლი კომ­პო­ნენ­ტი, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მე­წარ­მე­ო­ბი­სა და სხვა საკ­ვან­ძო კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის (უცხო ენა, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, კო­მუ­ნი­კა­ცია და სხვ.) სწავ­ლე­ბაც. დღე­ი­სათ­ვის, სის­ტე­მა­ში და­ნერ­გი­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის თით­ქ­მის 50% მო­დუ­ლუ­რია, მათ შო­რის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის, ტუ­რიზ­მის, მშე­ნებ­ლო­ბის, ინ­ჟი­ნე­რი­ის და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის. მო­დუ­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის მას­შ­ტა­ბი წლი­დან წლამ­დე იზ­რ­დე­ბა და სა­მი­ნის­ტ­როს მო­ლო­დი­ნი აქვს, რომ 2019-2020 წლებ­ში სის­ტე­მა სრუ­ლად გა­და­ვა მო­დუ­ლუ­რი მიდ­გო­მით სწავ­ლე­ბა­ზე.
პროგ­რა­მე­ბის გაზ­რ­დილ ხა­რის­ხ­თან ერ­თად, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია უშუ­ა­ლოდ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ეტა­პი და სწავ­ლე­ბის მიდ­გო­მე­ბი/ფორ­მე­ბი. 2016 წლი­დან სის­ტე­მა­ში ინერ­გე­ბა ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რაც სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის დუ­ა­ლუ­რი ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გუ­ლის­ხ­მობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფორ­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს მო­ნაც­ვ­ლე­ო­ბით სწავ­ლას კო­ლეჯ­სა და სა­წარ­მო­ში, რა დრო­საც პროგ­რა­მის ძი­რი­თა­დი სწავ­ლის შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვა რე­ა­ლურ სა­მუ­შაო გა­რე­მო­ში, დამ­საქ­მე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ხდე­ბა.
მო­დუ­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის და­ნერ­გ­ვას­თან ერ­თად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ამო­ცა­ნას წარ­მო­ად­გენს მა­თი ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. შე­სა­ბა­მი­სად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მე­ქა­ნიზ­მე­ბის დახ­ვე­წის, ადა­მი­ა­ნუ­რი (და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი) და მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი რე­სურ­სე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას, აუცი­ლებ­ლად უნ­და აღი­ნიშ­ნოს ასე­ვე „ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი — სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ პრო­ექ­ტი „პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის“ და მი­სი საგ­რან­ტო კომ­პო­ნენ­ტი, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც, 2016 წლის ბო­ლოს, სა­მე­ტა­პი­ა­ნი შერ­ჩე­ვის შე­დე­გად, გა­მოვ­ლინ­და ათი გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, გა­მარ­ჯ­ვე­ბულ­მა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­მა/ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა უკ­ვე შე­ი­მუ­შა­ვეს 40-ზე მე­ტი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი, პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა. შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის ნა­წი­ლი პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში 2017 წლის სა­შე­მოდ­გო­მო მი­ღე­ბი­სათ­ვის და­ი­ნერ­გა, ნა­წი­ლის და­ნერ­გ­ვა კი 2018-2019 წლებ­ში იგეგ­მე­ბა.
გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში კვლავ არ­სე­ბობს გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რო­მელ­თა დაძ­ლე­ვაც შე­სა­ბა­მის სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზას სა­ჭი­რო­ებს, ამ მიზ­ნით, ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­მი­ნის­ტ­რომ აქ­ტი­უ­რად იმუ­შა­ვა სფე­როს მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ახა­ლი კა­ნო­ნის მომ­ზა­დე­ბა­ზე. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბამ უნ­და გა­უხ­ს­ნას გზა რე­ფორ­მის ახალ ტალ­ღას, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც, შე­იქ­მ­ნე­ბა ზრდას­რულ­თა სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის სის­ტე­მა; პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, გაჩ­ნ­დე­ბა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის (სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რი) მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და­უ­კავ­შირ­დე­ბა უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას, უმაღ­ლე­სი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და ე.წ. „მოკ­ლე ციკ­ლის“ პროგ­რა­მე­ბის ფორ­მი­რე­ბის გზით; გაჩ­ნ­დე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხურ­ზე მი­ღე­ბუ­ლი კრე­დი­ტე­ბის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხურ­ზე აღი­ა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა; და­ი­ნერ­გე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მე­ბი; გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის ფორ­მე­ბი და სხვ. ახა­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა აქ­ტი­უ­რად გაგ­რ­ძელ­დეს მუ­შა­ო­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ძი­რი­თა­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბის აღ­მოფხ­ვ­რა­ზე და სრუ­ლად იქ­ნეს მიღ­წე­უ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის სტრა­ტე­გი­ი­თა და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის ერ­თი­ა­ნი სტრა­ტე­გი­ით გან­საზღ­ვ­რუ­ლი მიზ­ნე­ბი.
— იგეგ­მე­ბა თუ არა რე­გი­ო­ნებ­ში ახა­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის გახ­ს­ნა?
— პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ზე გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის ერთ-ერ­თი პრი­ო­რი­ტე­ტია. ბო­ლო წლებ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს არა­ერთ რე­გი­ონ­ში (მცხე­თა-მთი­ა­ნე­თი, კა­ხე­თი, სა­მეგ­რე­ლო, იმე­რე­თი და სხვ.), გაჩ­ნ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ახა­ლი კო­ლე­ჯე­ბის და­ფუძ­ნე­ბა კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბი­თაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა. სა­ჯა­რო-კერ­ძო პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის ფორ­მატ­ში, ბო­ლო წლებ­ში, და­ფუძ­ნ­და სამ­თო სა­თავ­გა­და­სავ­ლო კო­ლე­ჯი გუ­და­ურ­ში, სარ­კი­ნიგ­ზო ტრან­ს­პორ­ტის კო­ლე­ჯი თბი­ლის­ში, ასე­ვე სამ­შე­ნებ­ლო პრო­ფი­ლის კო­ლე­ჯი ზეს­ტა­ფონ­ში.
— რა­ტომ არ შე­ვი­და შეს­წო­რე­ბა კა­ნონ­ში (იგუ­ლის­ხ­მე­ბა ე.წ. სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ჩი­ხი), რო­მე­ლიც უზღუ­დავს ცხრაკ­ლას­დამ­თავ­რე­ბულ პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენტს ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?
— ე.წ. „სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ჩი­ხი“ სის­ტე­მის უმ­წ­ვა­ვე­სი პრობ­ლე­მაა, თუმ­ცა, რო­გორც უკ­ვე აღი­ნიშ­ნა, სა­მი­ნის­ტ­რომ გა­დაწყ­ვი­ტა სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მით გამ­კ­ლა­ვე­ბო­და ყვე­ლა პრობ­ლე­მას და „პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ ახა­ლი კა­ნო­ნის პრო­ექ­ტი შე­ი­მუ­შა­ვა. არ­სე­ბუ­ლი კა­ნო­ნის ანა­ლიზ­მა ცხად­ყო, რომ მხო­ლოდ ცალ­კე­უ­ლი შეს­წო­რე­ბე­ბი­თა და ცვლი­ლე­ბე­ბით ვერ მოხ­დე­ბო­და „ჩიხის“ აღ­მოფხ­ვ­რა, რად­გან სა­ხე­ზეა ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბევ­რი სა­კითხი, მათ შო­რის გა­ნათ­ლე­ბის სხვა სფე­რო­ებ­თან (ზო­გა­დი, უმაღ­ლე­სი) მკვე­თი სა­კითხე­ბი. ამ­დე­ნად, ახა­ლი კა­ნონ­პ­რო­ექ­ტით, სწო­რედ სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მე­ბია შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი, მათ შო­რის, პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ში ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის (ხ-ხჳჳ კლა­სი) სწავ­ლის შე­დე­გე­ბის ჩარ­თ­ვაც. ამ ტი­პის პროგ­რა­მის გავ­ლა დას­რულ­დე­ბა დიპ­ლო­მის გა­ცე­მით, რო­მე­ლიც სრუ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ატეს­ტატ­თან იქ­ნე­ბა გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტის შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას.
— მოკ­ლედ ვი­სა­უბ­როთ უცხო­ე­ლი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის დახ­მა­რე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნე­სის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში.
— პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა, რო­მელ­თა მხარ­და­ჭე­რი­თაც არა­ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და.
„ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დ­მა — სა­ქარ­თ­ვე­ლომ“, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად, მე­ო­რე კომ­პაქ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, გა­მო­ყო 16 მლნ. აშშ დო­ლა­რი. პრო­ექ­ტი „პრო­ფე­სი­უ­ლი განა­თ­ლე­ბა ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის“ შემ­დეგ კომ­პო­ნენ­ტებს მო­ი­ცავს: 1. მსხვი­ლი საგ­რან­ტო პროგ­რა­მა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ვა­ი­დე­რე­ბი­სათ­ვის; 2. მცი­რე გრან­ტე­ბის პროგ­რა­მა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ვა­ი­დე­რებ­სა და ინ­დუს­ტ­რი­ას შო­რის არ­სე­ბუ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის გა­მოვ­ლე­ნა-ხელ­შეწყო­ბი­სათ­ვის; 3. ტექ­ნი­კუ­რი და ექ­ს­პერ­ტუ­ლი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის. მსხვი­ლი საგ­რან­ტო კომ­პო­ნენ­ტის მთლი­ა­ნი ბი­უ­ჯე­ტი 12 მლნ. აშშ დო­ლა­რი იყო და მიზ­ნად ისა­ხავ­და, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ვა­ი­დე­რე­ბი­სა და კერ­ძო სექ­ტო­რის/დამ­საქ­მებ­ლე­ბის ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი, თა­ნა­მედ­რო­ვე პროგ­რა­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. 2016 წლის ბო­ლოს, სა­მე­ტა­პი­ა­ნი შერ­ჩე­ვის შე­დე­გად, გა­მოვ­ლინ­და ათი გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი, რომ­ლე­ბიც ჯამ­ში შე­ი­მუ­შა­ვე­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მის 45 პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მას (40-მდე პროგ­რა­მა უკ­ვე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია). საგ­რან­ტო დახ­მა­რე­ბა, ასე­ვე, მო­ი­ცავს და­ნერ­გ­ვის ეტაპ­საც, სა­დაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სას­წავ­ლებ­ლე­ბის მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბის მოწყო­ბა და აღ­ჭურ­ვა. შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის ნა­წი­ლი, პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში 2017 წლის სა­შე­მოდ­გო­მო მი­ღე­ბი­სათ­ვის, უკ­ვე და­ი­ნერ­გა. პროგ­რა­მე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დიპ­ლომ­თან ერ­თად, სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­ტი­ფი­კატ­საც მი­ი­ღე­ბენ.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­საქ­მე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად, 2013 წელს, ამოქ­მედ­და ევ­რო­კავ­ში­რის სექ­ტო­რუ­ლი მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მა „და­საქ­მე­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და გა­დამ­ზა­დე­ბა“. და­საქ­მე­ბის და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მის ძი­რი­თად მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი და ადა­მი­ა­ნუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და გა­დამ­ზა­დე­ბის სის­ტე­მის ხა­რის­ხი­სა და მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბის ზრდა უწყ­ვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვით. პროგ­რა­მა ორ კომ­პო­ნენტს მო­ი­ცავ­და: სა­ბი­უ­ჯე­ტო და ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბის კომ­პო­ნენ­ტებს. პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო და სა­ქარ­თ­ვე­ლოს შრო­მის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო. პროგ­რა­მის სა­ბი­უ­ჯე­ტო დახ­მა­რე­ბის (რო­მე­ლიც სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 20 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ჩა­რიცხ­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და)  აქ­ტი­უ­რი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა 2014 წლის და­საწყის­ში და­ი­წო და 2017 წლამ­დე გაგ­რ­ძელ­და. პროგ­რა­მის მე­ო­რე ნა­წი­ლი — „და­საქ­მე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მე­ბის ტექ­ნი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რის პრო­ექ­ტი (ჶჲვჶგჶ)“ 2018 წლის ნო­ემ­ბ­რამ­დე გაგ­რ­ძელ­დე­ბა. ტექ­ნი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა არა მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი და ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, არა­მედ და­კავ­ში­რე­ბუ­ლია, სის­ტე­მურ დო­ნე­ზე, შე­სა­ბა­მი­სი სექ­ტო­რის პო­ლი­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და მარ­თ­ვას­თან. პრო­ცე­სებ­ში, ასე­ვე, ჩარ­თუ­ლი არი­ან სა­მი­ნის­ტ­როს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი და პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი. ამ ეტაპ­ზე, ახა­ლი სა­ბი­უ­ჯე­ტო პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, რო­მე­ლიც უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და შრო­მის ბაზ­რის სა­ჭი­რო­ე­ბის თავ­სე­ბა­დო­ბა­ზე იქ­ნე­ბა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი. ევ­რო­კავ­ში­რის ახა­ლი პროგ­რა­მა აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სამ კომ­პო­ნენ­ტ­ზე: უნა­რე­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბა და თავ­სე­ბა­დო­ბა, უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. 
სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მას­თან (ჲნდჵ) თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით (შვე­ი­ცა­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მხარ­და­ჭე­რით), ახორ­ცი­ე­ლებს პრო­ექტს „სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სფე­რო­ში პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის და გა­დამ­ზა­დე­ბის სა­კონ­სულ­ტა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბის სის­ტე­მე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცია“. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მხარ­და­ჭე­რი­ლია სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით დუ­ა­ლუ­რი და მო­დუ­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის და­ნერ­გ­ვა. გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის და შვე­ი­ცა­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მხარ­და­ჭე­რით, ასე­ვე, ხორ­ცი­ელ­დე­ბა პრო­ექ­ტი „სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფორ­მა­ლუ­რი/არა­ფორ­მა­ლუ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის და შრო­მის ბაზ­რის სა­ჭი­რო­ე­ბებს შო­რის კავ­ში­რე­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბა უწყ­ვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის კონ­ტექ­ს­ტ­ში“, რომ­ლის მი­ზა­ნია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მთე­ლი სი­ცოცხ­ლის მან­ძილ­ზე გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის მხარ­და­ჭე­რა. გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის მხარ­და­ჭე­რით, ჩა­მო­ყა­ლიბ­და პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტის „ინ­ტეგ­რი­რე­ბის ხედ­ვა“. შე­იქ­მ­ნა 5 ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი მო­დუ­ლი, რო­მელ­თა პი­ლო­ტი­რე­ბა მეცხო­ვე­ლე­ო­ბი­სა და მე­ხი­ლე­ო­ბის პროგ­რა­მებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და გერ­მა­ნი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის გჳZ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ხორ­ცი­ელ­დე­ბა პრო­ექ­ტი „კერ­ძო სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბა სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­ა­ში“, რომ­ლის მი­ზან­საც შრო­მის ბა­ზარ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის ფორ­მი­რე­ბა­ში ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა წარ­მო­ად­გენს. GIZ-ის მხარ­და­ჭე­რით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ხა­რის­ხის მარ­თ­ვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, 6 კო­ლეჯ­ში და­ი­ნერ­გა ხა­რის­ხის მარ­თ­ვის ევ­რო­პუ­ლი ფონ­დის „EFQM“ სრულ­ყო­ფის მო­დე­ლი. ინერ­გე­ბა დუ­ა­ლუ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი მეღ­ვი­ნე­ო­ბის, ტუ­რიზ­მის და მშე­ნებ­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ასე­ვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რა ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვითა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც.
რაც შე­ე­ხე­ბა კერ­ძო სექ­ტო­რის ჩარ­თუ­ლო­ბას პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და­დე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და. 2015 წელს შე­მუ­შავ­და სა­ჯა­რო-კერ­ძო პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის კონ­ცეფ­ცია, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­ში, შე­იქ­მ­ნა 3 პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა:
• ა(ა)იპ სარ­კი­ნიგ­ზო ტრან­ს­პორ­ტის კო­ლე­ჯი — სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს რკი­ნიგ­ზა­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კური უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით (2015 წელს);
• ა(ა)იპ სა­თავ­გა­და­სავ­ლო ტუ­რიზ­მის სკო­ლა — სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, შპს „მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ი­სა“ და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სამ­თო გამ­ყოლ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით (2016 წელს);
• (ა)აიპ სამ­შე­ნებ­ლო კო­ლე­ჯი „კონ­ს­ტ­რუქტ2“ — სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და სს „მ2 უძ­რა­ვი ქო­ნე­ბას“ შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბა და­გეგ­მი­ლია 2018 წელს, რის შემ­დე­გაც რე­გი­ო­ნის მაცხოვ­რებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, სრუ­ლი­ად უფა­სოდ ის­წავ­ლონ სამ­შე­ნებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბის დუ­ა­ლურ პროგ­რა­მებ­ზე და/ან გა­ი­ა­რონ მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი კურ­სე­ბი შემ­დ­გო­მი და­საქ­მე­ბის მიზ­ნით. კო­ლეჯ­ში, ასე­ვე, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იქ­ნე­ბა სა­ერ­თო საცხოვ­რე­ბე­ლი.

მო­ამ­ზა­და ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვილ­მა

25-28(942)N