გამოდის 1998 წლიდან
სტატიები
2013-03-27
„მო­დით, ერ­თად მივ­ცეთ მათ უკე­თე­სი მო­მავ­ლის შან­სი“
„ვუძღ­ვ­ნი ბავ­შ­ვებს, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩა­ში ცხოვ­რო­ბენ და ადა­მი­ა­ნე­ბის სით­ბო აკ­ლი­ათ, მეც ერთ-ერ­თი იმათ­გა­ნი ვარ, ვი­საც აკ­ლ­და ბევ­რი და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი — ოჯა­ხუ­რი სით­ბო, გა­ნათ­ლე­ბა და პი­რო­ბე­ბი. მეც მინ­და თქვენ­ნა­ი­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წევ­რი. მე დღეს მა­თი სა­ხე­ლით გე­ლა­პა­რა­კე­ბით, იმ ბავ­შ­ვე­ბის, ვინც ცხოვ­რო­ბენ ჩვენ­გან შორს, ქუ­ჩა­ში, ოჯახ­ში ან ბავ­შ­ვ­თა სახ­ლ­ში და რო­მელ­თაც გუ­ლი სტკი­ვათ იმის გა­მო, რომ არ არი­ან ისე­თე­ბი, რო­გორც ყვე­ლა­ნი, რო­მელ­თაც სულ პა­ტა­რა სით­ბო და ადა­მი­ა­ნუ­რი ყუ­რადღე­ბა ენატ­რე­ბათ, მაგ­რამ იმე­დით აგ­რ­ძე­ლე­ბენ ცხოვ­რე­ბას იმის იმე­დით, რომ გაჩ­ნ­დე­ბი­ან ერთ დღეს მათ ცხოვ­რე­ბა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ხელს მო­კი­დე­ბენ და გზის გაკ­ვ­ლე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბი­ან. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თქვენ ხართ. მო­დით, ერ­თად მივ­ცეთ მათ უკე­თე­სი მო­მავ­ლის შან­სი, რად­გან მხო­ლოდ თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რით შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს სას­წა­უ­ლი მათ ცხოვ­რე­ბა­ში.“ — ეს წე­რი­ლი პავ­ლე კონ­დ­რა­ტევს ეკუთ­ვ­ნის, რო­მელ­მაც ფო­ტოკო­ლა­ჟი მი­უძღ­ვ­ნა „ამ სას­წა­უ­ლის“ მომ­ლო­დი­ნე ასო­ბით მოწყა­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ქუ­ჩა­ში გა­მო­სულ თა­ნა­ტოლს.
ვრცლად>>>
2013-03-21
ხედვები, რომელმაც პროფესიული განათლების ხარისხი უნდა გააუმჯობესოს
პროფესიული განათლების პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება რუბრიკის სტუმარი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი – სპე­ცი­ა­ლის­ტ­თა აზ­რით, „კა­ნო­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ არ არის სრულ­ყო­ფი­ლი. რო­გორ ფიქ­რობთ, რა არის მი­სი ძი­რი­თა­დი ნაკ­ლი, რა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა კა­ნო­ნის პრობ­ლე­მუ­რო­ბა და შე­იც­ვ­ლე­ბა თუ არა რა­ი­მე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?
– კა­ნო­ნი ასა­ხავს არ­სე­ბულ სის­ტე­მას და არე­გუ­ლი­რებს მის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბას. ამი­ტომ გა­სუ­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ სწო­რედ სის­ტე­მის და­დე­ბით თუ ნაკ­ლო­ვან მხა­რე­ებს ვსწავ­ლობ­დით. ანა­ლი­ზის შე­დე­გად გა­კე­თე­ბუ­ლი დას­კ­ვ­ნე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს, გა­ვაც­ნოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჩვე­ნი ხედ­ვე­ბი, ვი­მუ­შა­ოთ, რომ რე­ა­ლო­ბას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­ვიყ­ვა­ნოთ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ მოქ­მე­დი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა.
ვრცლად>>>
2013-02-14
კომპლექსური ცვლილებები კანონმდებლობის ფარგლებში უნდა განხორციელდეს
გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ერთ-ერ­თი ხარ­ვე­ზი სპორ­ტუ­ლი აღ­ზ­რ­და­ცაა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­როს უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა სეგ­მენ­ტ­ში — სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში, სკო­ლებ­სა თუ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ამ მხრივ კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლი ვი­თა­რე­ბაა. ცნო­ბი­სათ­ვის — სპორ­ტ­ში ჩაბ­მულ მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა 6 პრო­ცენ­ტიც არაა, რაც სა­გან­გა­შო ციფ­რია. არა­და, და­სავ­ლურ სამ­ყა­რო­ში ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­და ბავ­შ­ვო­ბი­დან იწყე­ბა, რი­თაც თავ­ში­ვე უყ­რი­ან სა­ფუძ­ველს ჯან­სა­ღი, ჯან­მ­რ­თე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ღე­ბას. და­სავ­ლე­თის­თ­ვის ეს ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია — ჯან­მ­რ­თე­ლი პი­როვ­ნე­ბა ხომ, უპირ­ვე­ლე­სად, ქვეყ­ნის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ან მო­ქა­ლა­ქეს ნიშ­ნავს. თან, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რაც უფ­რო მე­ტია ჯან­მ­რ­თე­ლი ადა­მი­ა­ნი, სა­ხელ­მ­წი­ფო­საც მით ნაკ­ლე­ბი ეხარ­ჯე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის პროგ­რა­მებ­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, სპორ­ტის ამ­გ­ვა­რი გა­თა­ვი­სე­ბის­გან ჯერ კი­დევ ძალ­ზე შორს ვართ.
ახალ მთავ­რო­ბას, ბევრ სხვა იმედ­თან ერ­თად, ამ სფე­როს მო­წეს­რი­გე­ბაც უკავ­შირ­დე­ბა. მით უფ­რო, ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მა სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ხარ­ვე­ზე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. კუ­რი­ო­ზია, მაგ­რამ ფაქ­ტია — დღე­ვან­დე­ლი კა­ნო­ნი არა­ნა­ირ შე­ღა­ვათს არ აძ­ლევს სპორ­ტ­ში ჩაბ­მულ მოს­წავ­ლე­ებ­სა თუ სტუ­დენ­ტებს. უკ­ვე არა­ერ­თი ფაქ­ტი იყო იმი­სა, რო­ცა სპორ­ტუ­ლი შეკ­რე­ბე­ბით თუ შე­ჯიბ­რე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი გაც­დე­ნე­ბის­თ­ვის ისი­ნი ფუ­ლა­დი თან­ხით და­ჯა­რიმ­დ­ნენ ან კი­დევ უარე­სი — იმა­ვე კლას­ში თუ კურ­ს­ზე და­ტო­ვეს. ასე­თი შე­უ­სა­ბა­მო­ბის გა­მო პრობ­ლე­მა უფ­რო შორ­საც მი­დის და ბევ­რი მო­ზარ­დი თავს ანე­ბებს სპორტს. დღე­ვან­დე­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით, სპორ­ტი­სა და სწავ­ლის შე­უ­თავ­სებ­ლო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია და ის არა­ნა­ირ შე­ღა­ვათს არ აძ­ლევს სპორ­ტ­ს­მენს.
სა­ინ­ტე­რე­სოა, რა რე­ფორ­მე­ბი იგეგ­მე­ბა ამ კუთხით. მით უფ­რო, რომ სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს დღე­ვან­დე­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბი­დან ბევ­რი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მუ­შა­ობ­და ამ თე­მა­ზე. ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი რეს­პონ­დენ­ტი, მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე თა­მაზ თევ­ზა­ძეა, რო­მელ­საც ზურგს სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბაც უმაგ­რებს — წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ევ­რო­საბ­ჭოს შე­სა­ბა­მის კო­მი­სი­ა­ში მუ­შა­ობ­და სპორ­ტის ექ­ს­პერ­ტად და კარ­გად იც­ნობს და­სავ­ლურ გა­მოც­დი­ლე­ბას. მას­თან სა­უ­ბა­რი მოს­წავ­ლე სპორ­ტ­ს­მენ­თა თე­მით და­ვიწყეთ, მი­ე­ცე­მათ თუ არა მათ შე­ღა­ვა­თი ტურ­ნი­რებ­სა თუ შეკ­რე­ბებ­ზე, ზო­გა­დად მზა­დე­ბის პე­რი­ოდ­ში გაც­დე­ნი­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის­თ­ვის.
ვრცლად>>>
2013-01-31
ასი წლის გა­და­სა­ხე­დი­დან
1911 წლის 4 დე­კემ­ბერს ქუ­თა­ი­სის ქარ­თულ გიმ­ნა­ზი­ა­ში გა­მარ­თულ­მა კრე­ბამ მი­ი­ღო დად­გე­ნი­ლე­ბა, რომ ქუ­თა­ის­ში შექ­მ­ნი­ლი­ყო ის­ტო­რი­ი­სა და ეთ­ნოგ­რა­ფი­ის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. 1912 წლის 17 ივ­ნისს მთავ­რო­ბამ და­ამ­ტ­კი­ცა წეს­დე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც და­არ­სე­ბულ იქ­ნა სა­ის­ტო­რიო და სა­ეთ­ნოგ­რა­ფიო სა­ზო­გა­დო­ე­ბა (სა­ის­ტო­რიო და სა­ეთ­ნოგ­რა­ფიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბად ით­ვ­ლე­ბი­ან: იოსებ ოცხე­ლი, სი­მონ ოცხე­ლი, ტრი­ფონ ჯა­ფა­რი­ძე, სამ­სონ ყი­ფი­ა­ნი, კონ­ს­ტან­ტი­ნე ჯორ­ჯი­კია). არ­ჩე­ულ იქ­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გამ­გე­ო­ბა 13 კა­ცის შე­მად­გენ­ლო­ბით. გამ­გე­ო­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რედ აირ­ჩი­ეს ტრი­ფონ ჯა­ფა­რი­ძე, მუ­ზე­უ­მის გამ­გედ — გრი­გოლ გვე­ლე­სი­ა­ნი, თავ­მ­ჯ­დო­მა­რის ამ­ხა­ნა­გად — სამ­სონ ყი­ფი­ა­ნი.
ვრცლად>>>
2013-01-10
ბიბ­ლი­ო­თე­კა, რო­გორც კულ­ტუ­რუ­ლი ბრენ­დი
სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა წიგ­ნე­ბის 3-დან 4 მი­ლი­ო­ნამ­დე ერ­თე­ულს იცავს, უფ­რო ზუს­ტად — 3 641 456 მი­ლი­ო­ნი. დღეს­დღე­ო­ბით ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში აქ­ტი­უ­რად მხო­ლოდ 10-მდე დარ­ბა­ზი მუ­შა­ობს და ამ პი­რო­ბებ­ში დღე­ში 2000-მდე მკითხ­ველს მას­პინ­ძ­ლობს, აქე­დან 400-500 ადა­მი­ა­ნი სტა­ბი­ლუ­რი, ერ­თ­გუ­ლი მკითხ­ვე­ლია. მარ­თა­ლია, დღეს, რო­გორც შე­ვიტყ­ვეთ, ბიბ­ლი­ო­თე­კა მკითხ­ვე­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას არ უჩი­ვის, რად­გან, სხვა ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, აქ ისე­თი წიგ­ნე­ბი ინა­ხე­ბა, ინ­ტერ­ნეტ­შიც რომ ვერ მო­ი­ძი­ებს მკითხ­ვე­ლი, მაგ­რამ ახალ­გაზ­რ­დო­ბის კი­დევ უფ­რო მე­ტად და­სა­ინ­ტე­რე­სებ­ლად ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა, ბევრ სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ერ­თად, აწყობს სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რებს, პო­ე­ზი­ის სა­ღა­მო­ებს, დის­კუ­სი­ებს, გა­მო­ფე­ნებს, პრე­ზენ­ტა­ცი­ებს. ბიბ­ლი­ო­თე­კის აქ­ტი­ვო­ბე­ბი ქვეყ­ნის ფარ­გ­ლებ­საც გას­ც­და, უცხო­ეთ­ში ბიბ­ლი­ო­თე­კის ფი­ლი­ა­ლე­ბი გა­იხს­ნა ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის­თ­ვის. რო­გორ ცხოვ­რობს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა, რას ინა­ხავს და იცავს, რა აქ­ტი­ვო­ბებს ახორ­ცი­ლებს — ამ თე­მებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა პო­ე­ტი, ესე­ის­ტი, ტე­ლეპრო­ექ­ტე­ბის ავ­ტო­რი, lib.ge-ს და caulib.com-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე.
ვრცლად>>>
2012-12-19
ვახტანგ კოტეტიშვილის ნაკვალევზე
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფოლ­კ­ლო­რის ცენ­­ტ­რ­მა ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რი­სა და ფოლ­კ­ლო­რის­ტის ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლის 120 წლის­თა­ვი­სად­მი მიძღ­ვ­ნილ სა­ი­უ­ბი­ლეო კვი­რე­ულს  უმას­პინ­ძ­ლა. კვი­რე­უ­ლის  ფარ­გ­ლებ­ში სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა. ფოლ­კ­ლო­რის ცენ­ტ­რ­ში გა­იხ­ს­ნა გა­მო­ფე­ნა, სა­ხელ­წო­დე­ბით — „ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლის ნაკ­ვა­ლევ­ზე“. ფოლ­კ­ლო­რის­ტებ­მა — ეთერ თა­თა­რა­ი­ძემ და ამი­რან არა­ბულ­მა, ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უ­მის არ­ქი­ვის შეს­წავ­ლი­სას, ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლის ამ დრომ­დე უც­ნო­ბი ფო­ტო­ე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფო­ტო­ე­ბი, ქარ­თ­ვე­ლი  სა­ბავ­შ­ვო პო­ე­ტის მაყ­ვა­ლა მრევ­ლიშ­ვი­ლის გა­და­ღე­ბუ­ლია, რო­მე­ლიც ექ­ს­პე­დი­ცი­ა­ში თან ახ­ლ­და ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვილს.  უნი­კა­ლურ ფო­ტო და დო­კუ­მენ­ტურ მა­სა­ლას მკვლე­ვა­რე­ბი 5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა­დას­ხ­ვა არ­ქი­ვებ­ში აგ­რო­ვებ­დ­ნენ. ექ­ს­პო­ნა­ტებს შო­რის არის პი­რად კო­ლექ­ცი­ებ­ში და­ცუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი. მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ქარ­თ­ველ­მა მკვლე­ვა­რებ­მა შეკ­რი­ბეს, ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბი­სა და ტრა­გი­კუ­ლი აღ­სას­რუ­ლის ახალ დე­ტა­ლებს ხდის ფარ­დას. 
ვრცლად>>>
2012-12-19
ტან­კა ჩვე­ნი სი­ცოცხ­ლე­სა­ვით პა­ტა­რაა, მაგ­რამ სი­ცოცხ­ლე­სა­ვით სავ­სე...
წიგ­ნის მა­ღა­ზია „ლი­გა­მუს­ში“ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტის“ მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი, პო­ეტ იაკი კა­ბეს ახა­ლი ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი ლექ­სე­ბის — ქარ­თუ­ლად და­წე­რი­ლი ტან­კე­ბის ავ­ტო­რი იაკი კა­ბე ქარ­თ­ვე­ლი პო­ე­ტი ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძეა.
ვრცლად>>>
2012-12-19
გა­მიზ­ნუ­ლად „ჩაგ­დე­ბუ­ლი“ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი თუ მო­უქ­ნე­ლი კონ­კურ­სის შე­დე­გი
გა­მომ­ცემ­ლო­ბა „დი­ო­გე­ნემ“, 28 ნო­ემ­ბერს, for.ge-ს საპ­რეს­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ 2011 და  2012 წლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის კონ­კურ­სე­ბის შე­დე­გებს მი­უძღ­ვ­ნა ბრი­ფინ­გი.
ვრცლად>>>
2012-12-19
ჩვენ არ ვაპირებთ რადიკალურ ცვლილებებს
ინ­ტერ­ვიუ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლეს­თან და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან ბა­ტო­ნო და­ვით, კი­დევ ერ­თხელ გან­ვ­მარ­ტოთ — რას გუ­ლის­ხ­მობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ინი­ცი­ა­ტი­ვა სტუ­დენ­ტ­თა და­ფი­ნან­სე­ბის ზრდის შე­სა­ხებ
და­ფი­ნან­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით საქ­მე ძა­ლი­ან მარ­ტი­ვა­დაა — სა­ხელ­მ­წი­ფო და­ფი­ნან­სე­ბა ორ­მაგ­დე­ბა, Îაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო გრან­ტის ზღვარს — 2250-ს, ის არ შე­იც­ვ­ლე­ბა. თან­ხა გა­და­ნა­წილ­დე­ბა 100, 70 და 50-პრო­ცენ­ტი­ან  და­ფი­ნან­სე­ბებ­ზე და გა­ცი­ლე­ბით მეტ აბი­ტუ­რი­ენტს მი­ე­ცე­მა გრან­ტის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ამ ზღვრის ზრდა არ იგეგ­მე­ბა, გა­იზ­რ­დე­ბა და­ფი­ნან­სე­ბულ სტუ­დენ­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. ეს ცვლი­ლე­ბა 2013 წლი­დან შე­ვა ძა­ლა­ში და ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გად ჩა­რიცხულ სტუ­დენ­ტებ­ზე გავ­რ­ცელ­დე­ბა.
ვრცლად>>>
2012-12-19
დღე­სას­წა­უ­ლად ქცე­უ­ლი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა
თა­ვი­სუ­ფა­ლი პე­და­გო­გი­კის ცენ­ტ­რ­ში, და­მა­ტე­ბი­თი პე­და­გო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სას­წავ­ლო ფა­კულ­ტეტ­მა, სამ­კურ­ნა­ლო პე­და­გო­გი­კა­ში (სპე­ცი­ა­ლური პე­და­გო­გი­კა), მუ­შა­ო­ბა 1991 წელს და­იწყო, ვალ­დორ­ფუ­ლი პე­და­გო­გი­კის კურ­სე­ბით. 1998 წლი­დან დღემ­დე ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს სამ­კურ­ნა­ლო პე­და­გო­გი­კის კურ­სე­ბი (სამ­კურ­ნა­ლო-პე­და­გო­გი­უ­რი სე­მი­ნა­რი), რო­მელ­მაც სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცია გა­ი­ა­რა და აღი­ა­რე­ბუ­ლია სამ­კურ­ნა­ლო პე­და­გო­გი­კი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი თე­რა­პი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო საბ­ჭოს მი­ერ.
და­მა­ტე­ბი­თი პე­და­გო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სას­წავ­ლო ფა­კულ­ტე­ტი სამ­კურ­ნა­ლო პე­და­გო­გი­კა­ში (სპე­ცი­ა­ლური პე­და­გო­გი­კა) გთა­ვა­ზობთ შემ­დეგ მომ­სა­ხუ­რე­ბას:
- 2-წლი­ა­ნი ძი­რი­თა­დი კურ­სი სამ­კურ­ნა­ლო პე­და­გო­გი­კა­ში (სამ­კურ­ნა­ლო პე­და­გო­გიკის სპეციალისტის მომ­ზა­დე­ბა); 
- სხვა­დას­ხ­ვა ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბის (5 დღი­დან დაწყე­ბუ­ლი 3 თვემ­დე) ტრე­ნინგ-კურ­სე­ბი სპე­ცი­ა­ლურ პე­და­გო­გი­კა­ში (სამ­კურ­ნა­ლო და ოლი­გოფ­რე­ნო­პე­და­გო­გი­კა); 
- კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი სპე­ცი­ა­ლურ პე­და­გო­გი­კა­ში.
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40] > [41] > [42] > [43] > [44] > [45] > [46] > [47] > [48] > [49] > [50] > [51] > [52] > [53]
35(789)N