გამოდის 1998 წლიდან
2014-06-12
მალ­ნუტ­რი­ცია შერ­ყე­უ­ლი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა და გა­ნათ­ლე­ბის და­ბა­ლი დო­ნე


ლა­ლი ჯე­ლა­ძე

სა­ქარ­თ­ვე­ლოს, და­ახ­ლო­ე­ბით, 500 000 მო­ქა­ლა­ქე, უმე­ტე­სად ქა­ლი და ბავ­შ­ვი, კვე­ბის დე­ფი­ცი­ტის რო­მე­ლი­მე ფორ­მას გა­ნიც­დის. ამის გა­მო, ისი­ნი ვერ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ სრუ­ლად თა­ვი­ანთ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს რო­გორც მოს­წავ­ლე­ე­ბი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ან მშობ­ლე­ბი.
იუნი­სე­ფის კვლე­ვა „ჯან­დაც­ვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბის ზრდა“, 2013 წლის და­საწყის­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, ასა­ხავს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კვე­ბის მწვა­ვე დე­ფი­ცი­ტის ეკო­ნო­მი­კურ და­ნა­ხარ­ჯებს, ასე­ვე მის მძი­მე ზე­გავ­ლე­ნას ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცოცხ­ლე­ზე.
კვლე­ვის თა­ნახ­მად, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, კვე­ბის დე­ფი­ცი­ტით გა­მოწ­ვე­უ­ლი დარ­ღ­ვე­ვე­ბის გა­მო, 300 ბავ­შ­ვი იღუ­პე­ბა. უკა­ნას­კ­ნე­ლი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მალ­ნუტ­რი­ცი­ამ 3400 ახალ­შო­ბი­ლის სი­ცოცხ­ლე იმ­ს­ხ­ვერ­პ­ლა. მხო­ლოდ ამ­ჟა­მინ­დელ მცი­რეწ­ლო­ვან ბავ­შ­ვებ­ში, ვიდ­რე ისი­ნი სრულ­წ­ლო­ვა­ნე­ბას მი­აღ­წე­ვენ, კვე­ბის მწვა­ვე დე­ფი­ცი­ტი გა­მო­იწ­ვევს პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბის და­ნა­კარგს, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, 60 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით. თუ ამ თან­ხას სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ხარ­ჯებს მი­ვუ­მა­ტებთ, რო­მე­ლიც ხმარ­დე­ბა ახალ­შო­ბი­ლებ­ში კვე­ბის, ხო­ლო ზრდას­რუ­ლებ­ში რკი­ნის დე­ფი­ციტ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის ზა­რა­ლი, ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 1,3 მი­ლი­არდ დო­ლარს მი­აღ­წევს. თუმ­ცა, ამა­ვე ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, ეკო­ნო­მი­კის ეს ტვირ­თი შე­იძ­ლე­ბა ერ­თი მე­ოთხე­დით — 343 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რით შემ­ცირ­დეს ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუ და­ი­ნერ­გე­ბა მარ­ტი­ვი და ად­ვი­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­დი ნუტ­რი­ცი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა: მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის და­ნა­მა­ტე­ბი, ფქვი­ლის ფორ­ტი­ფი­კა­ცია და ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ძუ­ძუ­თი კვე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია. ამ პროგ­რა­მე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მხო­ლოდ 15 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარს შე­ად­გენს, სა­ი­და­ნაც თი­თო­ე­უ­ლი ინ­ვეს­ტი­რე­ბუ­ლი დო­ლა­რი 20 აშშ დო­ლარ­ზე მეტ ამო­ნა­გებს მო­ი­ტანს. თუ ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დე­ბა კვე­ბის მწვა­ვე დე­ფი­ცი­ტის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ მყოფ ჯგუ­ფებ­ზე, მათ შო­რის ორ­სულ ქა­ლებ­ზე, ჩვი­ლებ­სა და მცი­რეწ­ლო­ვან ბავ­შ­ვებ­ზე, დრო­უ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის წყა­ლო­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, ათასი ბავ­შ­ვის სი­ცოცხ­ლის გა­დარ­ჩე­ნა ერ­თი ათ­წ­ლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში.
ამ პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ „ფრონ­ტ­ლა­ინ ჯორ­ჯი­ა­ში“ დის­კუ­სია გა­ი­მარ­თა.
ბავ­შ­ვ­თა მალ­ნუტ­რი­ცი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ზი­ა­ნის ინ­დი­კა­ტო­რე­ბის შე­სა­ხებ პე­დი­ატ­რ­მა, პრო­ფე­სორ­მა მაია ხერ­ხე­უ­ლი­ძემ ისა­ბუ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს არის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მა, რო­მელ­თა­ნაც ბევ­რი სხვა პრობ­ლე­მა ასო­ცირ­დე­ბა — სიკ­ვ­დი­ლი­ა­ნო­ბა, არას­რულ­ყო­ფი­ლი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა, გა­ნათ­ლე­ბის და­ბა­ლი დო­ნე. არა­ერ­თი კვლე­ვით და­დას­ტურ­და, რომ კვე­ბი­თი ელე­მენ­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბით კოგ­ნი­ტუ­რი სფე­რო­სა და მენ­ტა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი წარ­მო­ი­შო­ბა, რაც, თა­ვის მხრივ, უარ­ყო­ფი­თად აისა­ხე­ბა სწავ­ლის პრო­ცეს­ზე.
„თუ ად­რე მალ­ნუტ­რი­ცი­ას გან­ვი­ხი­ლავ­დით, რო­გორც სი­ღა­რი­ბის შე­დეგს, დღეს ვრწმუნ­დე­ბით, რომ მალ­ნუტ­რი­ცია თვი­თონ შე­იძ­ლე­ბა იყოს სი­ღა­რი­ბის ერთ-ერ­თი ელე­მენ­ტი. თუ ჩვენს ორ­გა­ნიზმს არ ვა­წო­დებთ სწორ, ბა­ლან­სი­რე­ბულ საკ­ვებს, ეს, ერ­თი მხრივ, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას იწ­ვევს, მე­ო­რე მხრივ, უარ­ყო­ფით ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დენს გა­ნათ­ლე­ბა­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ქვე­ით­დე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის უნა­რი, რაც შემ­დ­გომ უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს სწავ­ლა­ზე, სწავ­ლა ავ­ტო­მა­ტუ­რად აისა­ხე­ბა და­საქ­მე­ბა­ზე და, სა­ბო­ლო­ოდ, ისევ სი­ღა­რი­ბეს­თან მივ­დი­ვართ, — ამ­ბობს მაია ხერ­ხე­უ­ლი­ძე, — მალ­ნუტ­რი­ცია მხო­ლოდ და მხო­ლოდ კვე­ბის ისეთ დარ­ღ­ვე­ვებ­თან ასო­ცირ­დე­ბო­და, რო­გო­რი­ცაა სი­მაღ­ლი­სა და წო­ნის დე­ფი­ცი­ტი. გარ­და ამი­სა, ჭარ­ბ­წო­ნი­ა­ნო­ბაც, რაც, თა­ვის მხრივ, არა­ნაკ­ლებ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს, სწო­რედ მალ­ნუტ­რი­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა. არა­ბა­ლან­სი­რე­ბუ­ლი ჭარ­ბი კვე­ბა იწ­ვევს სიმ­სუქ­ნეს, რო­მე­ლიც მოზ­რ­დი­ლო­ბა­ში უამ­რავ პრობ­ლე­მას წარ­მო­შობს. ადა­მი­ა­ნე­ბის იმ ჯგუფ­ში, რომ­ლე­ბიც ჭარ­ბ­წო­ნი­ა­ნებს გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბი­ან, გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია რის­კი ჰი­პერ­ტო­ნი­ის, გულ­სის­ხ­ლ­ძარ­ღ­ვ­თა და­ა­ვა­დე­ბე­ბის და დი­ა­ბე­ტის.
ბავ­შ­ვის ადეკ­ვა­ტუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის სწო­რი კვე­ბა ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი სა­ფუძ­ვე­ლია. ელე­მენ­ტა­რულ მა­გა­ლითს მო­ვიყ­ვან: დად­გე­ნი­ლია, რომ იოდის დე­ფი­ცი­ტი ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში არა მხო­ლოდ ასახ­ვას ჰპო­ვებს ახალ­შო­ბი­ლის და ჩვი­ლის გარ­კ­ვე­ულ უნა­რებ­ზე (ხში­რია ხოლ­მე მო­ტო­რუ­ლი სფე­როს დარ­ღ­ვე­ვე­ბი), არა­მედ სას­კო­ლო ასაკ­შიც იწ­ვევს კითხ­ვის უნა­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვას, ზო­გა­დად, სწავ­ლა­ში ჩა­მორ­ჩე­ნას. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტურ ანე­მი­ა­ზე, რო­მე­ლიც ასე­ვე გა­ნა­პი­რო­ბებს სას­კო­ლო უნა­რე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით, ყუ­რადღე­ბის დე­ფი­ცი­ტის პრობ­ლე­მებს. ძა­ლი­ან მა­ღა­ლია კავ­ში­რი რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტურ ანე­მი­ა­სა და ყუ­რადღე­ბის დე­ფი­ციტს შო­რის. კავ­ში­რია არა მხო­ლოდ მა­შინ, რო­ცა ეს პრობ­ლე­მა ვლინ­დე­ბა, არა­მედ მა­ში­ნაც კი, თუ ის ბავშვს გა­და­ტა­ნი­ლი აქვს — წლამ­დე ასა­კის ბავ­შ­ვ­ში მალ­ნუტ­რი­ცი­ამ, ანუ გარ­კ­ვე­უ­ლი კომ­პო­ნენ­ტის დე­ფი­ციტ­მა, შე­იძ­ლე­ბა ცუ­დი გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს მის მო­მა­ვალ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე — სწავ­ლის უნა­რებ­ზე. ბავ­შ­ვებ­ში რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტურ­მა ანე­მი­ამ, ყუ­რადღე­ბის დე­ფი­ცი­ტის გარ­და, შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ქცე­ვი­თი და მა­თე­მა­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის დარ­ღ­ვე­ვე­ბი, მოზ­რ­დი­ლებ­ში კი ხში­რია მეხ­სი­ე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. ეს არ არის პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ დღეს მოქ­მე­დებს და ხვალ აღარ იქ­ნე­ბა. პრობ­ლე­მა თუ დღეს არ მო­ვაგ­ვა­რეთ, ხვალ მი­ვი­ღებთ გა­ნათ­ლე­ბის და­ბალ დო­ნეს, რო­მე­ლიც, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზეც ცუ­დად აისა­ხე­ბა. რო­გორც ვი­ცით, ათას­წ­ლე­უ­ლის მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის ვიღ­წ­ვით, ამ მიზ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბის ერთ-ერ­თი ქვე­კომ­პო­ნენ­ტი სწო­რედ მალ­ნუტ­რი­ცი­ის აღ­მოფხ­ვ­რაა. დად­გე­ნი­ლია ისიც, რომ ბავ­შ­ვ­თა სიკ­ვ­დი­ლი­ა­ნო­ბის 60 პრო­ცენ­ტი სწო­რედ მალ­ნუტ­რი­ცი­ას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მის ფონ­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ცი­ლე­ბით მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს, ხში­რად იწ­ვევს სიკ­ვ­დი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის ზრდას. ასე­ვე, მალ­ნუტ­რი­ცი­ას­თა­ნაა კავ­შირ­ში დე­დის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბაც. ქა­ლის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, თუ არ გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სეთ მი­სი კვე­ბა. მე­ტიც, ქა­ლის რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნა­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ქა­ლის კვე­ბა­ზე.“
გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ, რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი აჩ­ვე­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბით ანე­მი­ის კომ­პო­ნენ­ტ­ში — გა­მოვ­ლინ­და, რომ 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შ­ვ­თა 22,8%-ს და ორ­სულ­თა 25%-ს აღე­ნიშ­ნე­ბა ანე­მია. და­ბა­ლი წო­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ახალ­შო­ბი­ლე­ბის სიხ­ში­რე, და­ახ­ლო­ე­ბით, 5,5-6 პრო­ცენ­ტია. თუნ­დაც ეს მცი­რე პრო­ცენ­ტი ყუ­რად­სა­ღე­ბია, რად­გან არა­ერ­თი კვლე­ვით და­დას­ტურ­და, რომ და­ბა­ლი წო­ნით და­ბა­დე­ბულ ბავ­შ­ვ­თა ინ­ტე­ლექ­ტი 10 ქუ­ლით ჩა­მორ­ჩე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წო­ნით და­ბა­დე­ბულ ბავ­შ­ვ­თა ინ­ტე­ლექტს. კი­დევ ერ­თი პრობ­ლე­მა, რაც კვლე­ვამ ცხად­ყო, არის ზრდა­ში ჩა­მორ­ჩე­ნა, რი­სი მი­ზე­ზიც ქრო­ნი­კუ­ლი მალ­ნუტ­რი­ციაა, ანუ მალ­ნუტ­რი­ცია, რო­მე­ლიც მწვა­ვედ არ მიმ­დი­ნა­რე­ობს, დრო­შია გა­წე­ლი­ლი და იწ­ვევს მკვეთრ დარ­ღ­ვე­ვებს.
„დღეს აუცი­ლე­ბე­ლია ეფექ­ტუ­რი ქმე­დე­ბე­ბი. დო­კუ­მენ­ტი თვი­თონ მო­ი­ცავს სტრა­ტე­გი­ულ გეგ­მას, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ამ პრობ­ლე­მის დაძ­ლე­ვა. პირ­ველ რიგ­ში, ეფექ­ტუ­რია ორ­სუ­ლო­ბის დროს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი — აღ­ნიშ­ნა მაია ხერ­ხე­უ­ლი­ძემ, — მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია საკ­ვე­ბის ფორ­ტი­ფი­კა­ცია, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ქვე­ყა­ნა მი­მარ­თავს. საკ­ვე­ბის ფორ­ტი­ფი­ცი­რე­ბა კარ­გი სტრა­ტე­გიაა იმის­თ­ვის, რომ პო­პუ­ლა­ცი­უ­რად აღ­მო­იფხ­ვ­რას გარ­კ­ვე­უ­ლი დე­ფი­ცი­ტი, მსოფ­ლი­ო­ში ამის ბევ­რი მა­გა­ლი­თია. ხდე­ბა ფო­ლი­უ­მის მჟა­ვით ფორ­ტი­ფი­კა­ცია. გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ეს შეგ­ვიძ­ლია გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რო­გორც მალ­ნუტ­რი­ცი­ის აღ­მოფხ­ვ­რის სტრა­ტე­გია.
კვე­ბის სა­კითხებ­ში ჩა­დე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცია მომ­გე­ბი­ა­ნია სა­ხელ­მ­წი­ფოს­თ­ვის. დღეს ჩა­დე­ბუ­ლი ერ­თი დო­ლა­რი მო­მა­ვალ­ში 30 დო­ლა­რის მო­გე­ბას იძ­ლე­ვა. ეს მო­გე­ბა გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ადა­მი­ა­ნის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბით, სიკ­ვ­დი­ლი­ა­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბით, შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის დო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბით. თუ დღეს ამ სტრა­ტე­გი­ებს გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, ეს, ერ­თი მხრივ, ხელს შე­უწყობს სიკ­ვ­დი­ლი­ა­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბას, მე­ო­რე მხრივ, ეკო­ნო­მი­კურ მო­გე­ბა­საც მის­ცემს სა­ხელ­მ­წი­ფოს“.
ზი­ა­ნის შე­სამ­სუ­ბუ­ქებ­ლად ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ მო­წო­დე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­სა და შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა სა­მი­ნის­ტ­როს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა მა­რი­ნა და­რახ­ვე­ლი­ძემ. ორ­სულ­თა მე­დი­კა­მენ­ტე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ერთ-ერ­თი სერ­ვი­სია, რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­ში უკ­ვე დამ­ტ­კიც­და, შე­ძე­ნი­ლია მე­დი­კა­მენ­ტე­ბიც. და­იწყო ფო­ლი­უ­მის მჟა­ვი­თა და რკი­ნის პრე­პა­რა­ტე­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლოს ორ­სუ­ლი ქა­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. „და­საწყის­ში ჩვენ გა­მოვ­ყა­ვით ორ­სუ­ლი ქა­ლე­ბი, მიზ­ნობ­რი­ვად, პირ­ვე­ლი 13 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, მათ­ზე უფა­სოდ გავ­ცემთ სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის ფო­ლი­უ­მის მჟა­ვას, დღე­ში — 400 მგ. პრე­პა­რა­ტის გა­ცე­მა, პი­რო­ბი­თად, მიბ­მუ­ლია ან­ტი­ნა­ტა­ლურ პროგ­რა­მას. ორ­სულს შე­უძ­ლია 13 კვი­რამ­დე არ აიღოს კუთ­ვ­ნი­ლი ვა­უ­ჩე­რი და არ ისარ­გებ­ლოს ვი­ზი­ტით. პროგ­რა­მის ერ­თ­მა­ნეთ­ზე მიბ­მით კი, მჟა­ვის აღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ორ­სულს მა­შინ ექ­ნე­ბა, თუ ვა­უ­ჩერს აიღებს, რაც უნ­და მოხ­დეს ორ­სუ­ლო­ბის საწყის ეტაპ­ზე. ამ­დე­ნად, მა­თი მო­ტი­ვა­ცია გა­იზ­რ­დე­ბა, რომ პა­ტა­რას ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის, სი­ცოცხ­ლის­თ­ვის და შემ­დ­გომ­ში ძა­ლი­ან კარ­გი ინ­ვეს­ტი­ცი­ის­თ­ვის, რაც შე­იძ­ლე­ბა ად­რე­უ­ლად, მი­მარ­თონ სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტოს, აიღონ კუთ­ვ­ნი­ლი ვა­უ­ჩე­რი და, პა­რა­ლე­ლუ­რად, მი­ი­ღონ მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ფო­ლი­უ­მის მჟა­ვის უფა­სოდ მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა. მკურ­ნა­ლი ექი­მის რე­ცეპ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე, ისი­ნი მი­მარ­თა­ვენ აფ­თი­აქს და მი­ი­ღე­ბენ პრე­პა­რა­ტის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბას. თუ­კი ორ­სუ­ლო­ბა ვა­და­ზე ად­რე შეწყ­დე­ბა, შე­უძ­ლი­ათ მა­ინც გა­აგ­რ­ძე­ლონ პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბა, ეს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლოა.
რაც შე­ე­ხე­ბა რკი­ნის პრე­პა­რა­ტე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, ორ­სულ­თა ანე­მია ორ­სუ­ლო­ბის მთე­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს. ვი­ფიქ­რეთ, რომ, ამ ეტაპ­ზე, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და, ინ­ვეს­ტი­ცია ჩაგ­ვე­დო ორ­სუ­ლო­ბის 26-28 კვი­რის ვა­და­ზე, ეს ის ვა­დაა, რო­დე­საც აბორ­ტი უკ­ვე ნაკ­ლე­ბად გვაქვს სა­ხე­ზე, ძა­ლი­ან დი­დია ნა­ად­რე­ვი მშო­ბი­ა­რო­ბე­ბის რის­კი და სწო­რედ აქ შეგ­ვიძ­ლია ქა­ლის დახ­მა­რე­ბა, რომ ისი­ნი მშო­ბი­ა­რო­ბას მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვ­დ­ნენ.
და­საწყი­სის­თ­ვის რკი­ნის პრე­პა­რა­ტე­ბი, დღე­ში, 200 მგ-ით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა, მხო­ლოდ იმ ორ­სუ­ლე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­საც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტუ­რი ანე­მია აქვთ. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ეს ვა­უ­ჩერ­ზე მიბ­მუ­ლი არ არის. სამ­წუ­ხა­როდ, არის ისე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა ქა­ლი 13 კვი­რამ­დე არ აკითხავს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ან­ტი­ნა­ტა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის­თ­ვის. ჩვენ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ყვე­ლა ორ­სულ­მა ისარ­გებ­ლოს ამ სი­კე­თით. არ არის აუცი­ლე­ბე­ლი, რომ ორ­სუ­ლი სარ­გებ­ლობ­დეს ან­ტი­ნა­ტა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბით, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი დი­აგ­ნო­ზის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ის აღ­ნიშ­ნულ პრე­პა­რატს მა­ინც მი­ი­ღებს“.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბას შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვს სტრა­ტე­გია 2014-2015 წლე­ბის­თ­ვის, ეს არის ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, სა­დაც სპე­ცი­ა­ლუ­რი ქვე­თა­ვი ეძღ­ვ­ნე­ბა ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას, რო­მელ­შიც მალ­ნუტ­რი­ცი­ის შემ­ცი­რე­ბა ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი მი­ზა­ნია. წამ­ყ­ვა­ნი პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი ორ­გა­ნო ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როა. Îო­გორც მა­რი­ნა და­რახ­ვე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, იმი­სათ­ვის, რომ პრობ­ლე­მა მხო­ლოდ სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრებ­ზე არ დარ­ჩეს, აუცი­ლე­ბე­ლია ამაღ­ლ­დეს მო­სახ­ლე­ო­ბის გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე ამ სფე­რო­ში, რომ მო­მა­ვალ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბაც აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თოს პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში. მკვლევ­რე­ბის შე­ფა­სე­ბით კი, მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა შემ­სუ­ბუქ­დეს ად­ვი­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­დი ნუტ­რი­ცი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის და­ნერ­გ­ვის შე­დე­გად, რო­გო­რი­ცაა მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის და­ნა­მა­ტე­ბი, ფქვი­­ლის ფორ­ტი­ფი­კა­ცია და ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ძუ­ძუ­თი კვე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია.
გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მის სპე­ცი­ა­ლის­ტის, თა­მარ უგუ­ლა­ვას თქმით, ამ შრო­მას სა­ფუძ­ვ­ლად და­ე­დო 2009 წელს ნუტ­რი­ცი­უ­ლი სტა­ტუ­სის შეს­წავ­ლა. კვლე­ვი­სას სა­მიზ­ნე ჯგუ­ფი  რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ასა­კის ქა­ლე­ბი და 5 წლამ­დე ბავ­შ­ვე­ბი იყ­ვ­ნენ — „მო­სახ­ლე­ო­ბა­ში შე­ვის­წავ­ლეთ ანე­მია, ანე­მი­ა­ში რკი­ნის დე­ფი­ცი­ტის წვლი­ლი. შე­ვის­წავ­ლეთ ბავ­შ­ვე­ბის ან­თ­რო­პო­მეტ­რუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი, მა­თი სი­მაღ­ლე, წო­ნა, გარ­და ამი­სა, ძუ­ძუ­თი კვე­ბის და ზო­გა­დად ბავ­შ­ვე­ბის კვე­ბის პრაქ­ტი­კა. შე­ვის­წავ­ლეთ ორ­სუ­ლი ქა­ლე­ბი, მა­თი წო­ნა, ანე­მია და ანე­მი­ის მდგო­მა­რე­ო­ბა, იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტის გავ­რ­ცე­ლე­ბა.
აღ­მოჩ­ნ­და, რომ 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ კუთხით, ინ­ტერ­ვენ­ცი­ის არარ­სე­ბო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ ქვე­ყა­ნამ 6,3 მი­ლი­არ­დი ლა­რის ზა­რა­ლი მი­ი­ღო. ამას ემა­ტე­ბა მო­რა­ლუ­რი და ეთი­კუ­რი ზა­რა­ლი, რაც დე­და­თა და ბავ­შ­ვ­თა სიკ­ვ­დი­ლი­ა­ნო­ბით გა­მო­ი­ხა­ტა.
 2009 წლის კვლე­ვა­ში ერთ-ერ­თი ინ­დი­კა­ტო­რი 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შ­ვებ­ში წო­ნის სიმ­ცი­რე იყო. შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და თუ არა 5 წლამ­დე ბავ­შ­ვი თა­ვის წო­ნით მრუდს, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გან­საზღ­ვ­რა. კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ბავ­შ­ვე­ბი გა­დაც­დე­ნი­ლი არი­ან ამ ზღვარს, არა წო­ნის სიმ­ცი­რით, რო­გორც მა­გა­ლი­თად აფ­რი­კის ქვეყ­ნებ­ში, არა­მედ წო­ნის სი­ჭარ­ბით. გა­დაც­დე­ნა გა­მოვ­ლინ­და სი­მაღ­ლის მხრი­ვაც, ანუ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბავ­შ­ვე­ბი უფ­რო დაბ­ლე­ბი და მსუქ­ნე­ბი არი­ან, ვიდ­რე ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ გან­საზღ­ვ­რუ­ლი სტან­დარ­ტე­ბით უნ­და იყ­ვ­ნენ. ამას სა­მე­დი­ცი­ნო ენა­ზე ორ­მა­გი ტვირ­თი — ზედ­მე­ტი წო­ნა და და­ბა­ლი სი­მაღ­ლე — ეწო­დე­ბა“.
თა­მარ უგუ­ლა­ვას მი­აჩ­ნია, რომ მსგავ­სი პრობ­ლე­მის შეს­წავ­ლა ქვე­ყა­ნა­ში, რუ­ტი­ნუ­ლად თუ არა, კვლე­ვე­ბით მა­ინც, თუნ­დაც 3 წე­ლი­წად­ში ერ­თხელ,  უნ­და ტარ­დე­ბო­დეს: „ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ასე­თი პრობ­ლე­მე­ბი აღ­მოჩ­ნ­და და გა­მოვ­ლინ­და, ბუ­ნებ­რი­ვია, უნ­და არ­სე­ბობ­დეს სტრა­ტე­გია, რომ 2014 წელს ისევ შე­ვის­წავ­ლოთ სა­კითხი — არის თუ არა გა­დად­გ­მუ­ლი ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი. მო­სახ­ლე­ო­ბის ნუტ­რი­ცი­უ­ლი სტა­ტუ­სის შეს­წავ­ლა გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით უნ­და ხდე­ბო­დეს, შემ­დეგ კრი­ტი­კუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი უნ­და ფას­დე­ბო­დეს. ეს მე­ო­რე ძა­ლი­ან დი­დი წინ­გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა“.

25-28(942)N