გამოდის 1998 წლიდან
2014-06-12
იფიქ­რე იმა­ზე, რომ ღმერ­თ­მა შენ და­გა­კის­რა ხვა­ლინ­დე­ლი დღის შექ­მ­ნა


მზი­ა­ნი და ნის­ლი­ა­ნი დღე­ე­ბით შე­ფე­რი­ლი სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი
სკო­ლის ის­ტო­რია
ხან მზი­ა­ნი, ხან ნის­ლი­ა­ნი, ხა­ნაც თოვ­ლი­ა­ნი, დარ­დი­თა და სი­ხა­რუ­ლით სავ­სე დღე­ე­ბი გა­უვ­ლია სკო­ლას, რო­მელ­თა შო­რის ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი იყო 1987 წე­ლი, რო­ცა დიდ­თოვ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სტი­ქი­ის გა­მო სოფ­ლის დი­დი ნა­წი­ლი გა­და­სახ­ლ­და და სკო­ლა ერ­თ­ბა­შად და­ი­ცა­ლა, გა­ნა­ხევ­რ­და. ძნე­ლი გახ­და კად­რე­ბის მო­ძი­ე­ბა, მაგ­რამ ისევ გა­მოჩ­ნ­დ­ნენ გუ­ლან­თე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და ნელ-ნე­ლა სკო­ლა კვლავ ფეხ­ზე დად­გა, მზის სხი­ვე­ბი აინ­თო დე­რეფ­ნებ­ში, ჟრი­ა­მუ­ლი მო­ე­დო ფან­ტე­ლე­ბით მო­ფე­ნილ ეზოს. სკო­ლა ფიქ­რობ­და მო­მა­ვალ­ზე — მზი­ან მო­მა­ვალ­ზე და მან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო თა­ო­ბა გა­მო­უშ­ვა, რო­მელ­თა შო­რის არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ შე­იყ­ვა­რა: უჩა ცინ­დე­ლი­ა­ნი, ლა­დო ქალ­და­ნი, ქიშ­ვარდ ცინ­დე­ლი­ა­ნი, ნე­რონ ქალ­და­ნი, ქე­თე­ვან მარ­გი­ა­ნი, სო­ზარ სუ­ბა­რი... მე­ო­რე დი­დი ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც სკო­ლას თავს და­ატყ­და, 1993 წლის აფხა­ზე­თის ომი იყო, გზა კო­დო­რის უღელ­ტე­ხი­ლი­დან ჭუ­ბერ­ზე გად­მო­დი­ო­და. დევ­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, გარ­და ოჯა­ხე­ბი­სა, თავს აფა­რებ­დ­ნენ ყო­ველ ცა­რი­ელ შე­ნო­ბას და სი­ცი­ვი­სა­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად წვავ­დ­ნენ ყვე­ლა­ფერს, რა­საც ცეცხ­ლი ეკი­დე­ბო­და.  გა­ნად­გურ­და სკო­ლის მდი­და­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა, ფი­ზი­კის, ქი­მი­ის, ბი­ო­ლო­გი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, სპორ­ტუ­ლი ინ­ვენ­ტა­რი და ყვე­ლა სა­ხის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, რაც სკო­ლას გა­აჩ­ნ­და. დარ­ჩა მხო­ლოდ ცა­რი­ე­ლი კედ­ლე­ბი, უფან­ჯ­რო, უკა­რო... მდგო­მა­რე­ო­ბა უმ­ძი­მე­სი იყო. ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, მაგ­რამ ჭუ­ბე­რის სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებ­მა კვლავ გა­ნაგ­რ­ძეს მუ­შა­ო­ბა ამ პი­რო­ბებ­ში თხუთ­მე­ტი, ოცი, ოც­და­ხუთ­ლა­რი­ა­ნი ხელ­ფა­სით. ამას ვერ და­ვარ­ქ­მევთ მხო­ლოდ ენ­თუ­ზი­აზმს, ეს სკო­ლის, ხე­ო­ბის, სამ­შობ­ლოს უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლია!.. მეც სწო­რედ ამ დროს, სო­ხუ­მის მე-6 სა­შუ­ა­ლო სკო­ლი­დან გად­მო­ვე­დი ჭუ­ბე­რის სკო­ლის მე­ოთხე კლას­ში, რამ­დე­ნი­მე თვით ად­რე, ვიდ­რე ხალ­ხი უღელ­ტე­ხილ­ზე გად­მო­ვი­დო­და. ჩემ თვალ­წინ და­იწ­ვა სკო­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ნივ­თი და ჩე­მი მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში­ვე, პე­და­გო­გი­უ­რი კო­ლექ­ტი­ვის დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვით და სკო­ლი­სად­მი სა­ო­ცა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, აღ­დ­გა და შე­იქ­მ­ნა სა­მუ­შაო გა­რე­მო, გა­ნახ­ლ­და ბიბ­ლი­ო­თე­კა. ამ კე­თილ­გო­ნი­ერ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა სუ­ლი შთა­ბე­რეს უსუ­ლოდ მდგარ, გა­ძარ­ც­ვულ კედ­ლებს, უმ­ძი­მეს პე­რი­ოდ­ში შეძ­ლეს კვლავ გა­ნეწყოთ ახალ­გაზ­რ­დო­ბა უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში გა­ეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნათ სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა, ას­წავ­ლეს და და­არ­წ­მუ­ნეს, რომ ზრუნ­ვა, თა­ნად­გო­მა, მე­გობ­რო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბია, რომ­ლე­ბიც არას­დ­როს უფე­რულ­დე­ბა და ქრე­ბა.


მე­ოც­ნე­ბე და მოგ­ზა­უ­რო­ბის მოყ­ვა­რუ­ლი გო­გო­ნას არ­ჩე­ვა­ნი
სკო­ლა 2000 წელს და­ვამ­თავ­რე და ჩემს მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ად მხატ­ვ­რო­ბა ავირ­ჩიე, მა­შინ არ ვფიქ­რობ­დი მას­წავ­ლებ­ლო­ბის გზას თუ შე­ვუდ­გე­ბო­დი. სამ­ხატ­ვ­რო აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლის ექ­ვ­ს­მა ხა­ლი­სი­ან­მა და მრა­ვალ­ფე­რო­ვან­მა წელ­მა ბევ­რი რამ მას­წავ­ლა და ბევრ რა­მე­ზე და­მა­ფიქ­რა. ბუ­ნე­ბით მე­ოც­ნე­ბე და მოგ­ზა­უ­რო­ბის მოყ­ვა­რუ­ლი დავ­დი­ო­დი სხვა­დას­ხ­ვა ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის სა­ნა­ხა­ვად და სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს თით­ქ­მის ყვე­ლა კუთხე მო­ვი­ა­რე. არ­და­დე­გებ­ზე კი სვა­ნეთ­ში ჩა­მოვ­დი­ო­დი და რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შ­ვებს ხატ­ვა­ში ვა­მე­ცა­დი­ნებ­დი, ჩემს სკო­ლას ვსტუმ­რობ­დი და ვცდი­ლობ­დი, რა­მით გა­მე­ხა­რე­ბი­ნა. ბევ­რ­ჯერ მი­ნატ­რია, სკო­ლის პე­რი­ოდ­ში, ნე­ტავ ერ­თხელ მა­ინც შე­მა­ხე­და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მხატ­ვ­რე­ბი რო­გორ ხა­ტა­ვენ-მეთ­ქი, მაგ­რამ ეს ნატ­ვ­რა არ ამ­ხ­დე­ნია, სა­ნამ სკო­ლა არ და­ვამ­თავ­რე და აკა­დე­მი­ის მო­სამ­ზა­დე­ბელ­ზე არ და­ვიწყე სი­ა­რუ­ლი. ნა­წი­ლობ­რივ ამა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა, სვა­ნეთ­ში წა­მოს­ვ­ლის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა რომ მი­ვი­ღე, იქ­ნებ ახ­ლაც სურ­დათ მოს­წავ­ლე­ებს გა­მო­ე­ცა­დათ, რო­გორ იკ­ვე­თე­ბა ფორ­მე­ბი ხა­ზის, მო­ნას­მე­ბი­სა და ფე­რე­ბის გა­თა­მა­შე­ბით, რო­გო­რი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ხდე­ბა ერ­თი ფე­რის უბ­რა­ლო ფურ­ცე­ლი, რამ­დენ ემო­ცი­ას, სი­ლა­მა­ზეს, ნა­თელ მო­გო­ნე­ბას იტევს ერ­თი პა­ტა­რა რვე­უ­ლი. 2007 წელს, რო­დე­საც აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლის სრულ კურსს ვას­რუ­ლებ­დი, უკ­ვე ბევ­რი რამ მა­ფიქ­რებ­და, რომ მომ­დევ­ნო ეტა­პი ჭუ­ბერ­ში, ჩემს ლა­მაზ სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბით და­მეწყო. სტუ­დენ­ტო­ბის ბო­ლო წელს, პა­რა­ლე­ლუ­რად, დავ­დი­ო­დი სვე­ტიცხოვ­ლის ხატ­წე­რის სკო­ლა­ში, სა­დაც ჩე­მი მოძღ­ვა­რიც მირ­ჩევ­და, იქ­ნებ სვა­ნეთ­ში წახ­ვი­დე და ცო­ტა ხნით იქ ას­წავ­ლოო. ვგრძნობ­დი, სკო­ლაც მე­ძახ­და — მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბით თუ ჩვენ­თან ჩა­მოს­ვ­ლას გა­დაწყ­ვე­ტო. სკო­ლას ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი და მას­წავ­ლე­ბე­ლი ნა­ტო სუ­ბა­რი უდ­გას სა­თა­ვე­ში. ის არა მარ­ტო ჭუ­ბე­რის, არა­მედ მთე­ლი სვა­ნე­თის ხე­ო­ბის­თ­ვის გა­მორ­ჩე­უ­ლად თბი­ლი და საყ­ვა­რე­ლი, მა­ღა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე, სა­ო­ცა­რი სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ნა­ტო მას­წავ­ლე­ბე­ლია!.. მან მას­წავ­ლა ბევ­რი რამ, მას­წავ­ლა რა არის უმ­თავ­რე­სი და უპირ­ვე­ლე­სი.


ასე მთლი­ან­დე­ბა და იკ­ვ­რე­ბა სკო­ლა ერთ დიდ ოჯა­ხად
და ასე, 2007 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის მას­წავ­ლებ­ლად. იმა­ვე წელს ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე და­მა­ტე­ბი­თი წრე­ე­ბი ხატ­წე­რა­სა და ქარ­გ­ვა­ში, მოგ­ვი­ა­ნე­ბით — კა­ლიგ­რა­ფი­ა­ში, სა­დაც ყვე­ლა მსურ­ველს შე­უძ­ლია იმე­ცა­დი­ნოს უსას­ყიდ­ლოდ. ყო­ველ­თ­ვის მი­მაჩ­ნ­და, რომ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია ურ­თუ­ლე­სი და, ამა­ვე დროს, სი­ხა­რუ­ლით სავ­სე იქ­ნე­ბო­და. ახ­ლა უკ­ვე შვი­დი წე­ლია ვმუ­შა­ობ. ას ოც ბავ­შ­ვ­თან, მათ მშობ­ლებ­თან და ოცამ­დე მას­წავ­ლე­ბელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ ბევ­რი რამ მას­წავ­ლა. რა თქმა უნ­და, ად­ვი­ლი არ არის ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად გა­ა­კე­თო, მაგ­რამ, პირ­ველ რიგ­ში, სკო­ლა უნ­და გიყ­ვარ­დეს. შე­უძ­ლე­ბე­ლია იყო კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი, თუ მთელ ენერ­გი­ას არ დებ გაკ­ვე­თილ­ში, მოს­წავ­ლეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მარ­თებს და­ფიქ­რე­ბა სკო­ლა­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ანს. უნ­და შე­გეძ­ლოს იყო პირ­ველ­კ­ლა­სე­ლიც, მეცხ­რეც და მე­თორ­მე­ტეც, უნ­და შე­გეძ­ლოს უთხ­რა პა­ტა­რებს — მარ­თ­ლა? რა კარ­გია! ან — ვწუხ­ვარ, მა­პა­ტიე... მა­თი სი­ხა­რუ­ლი­სა და დარ­დის გა­ზი­ა­რე­ბა ხომ უამ­რავ­ჯერ მო­გი­წევს და მე­ტიც, ის შენს დარ­დად და სი­ხა­რუ­ლად იქ­ცე­ვა, ასე მთლი­ან­დე­ბა და იკ­ვ­რე­ბა სკო­ლა ერთ დიდ ოჯა­ხად, რომ­ლის კეთ­ლ­დღე­ო­ბის წარ­მარ­თ­ვა­ში უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა გა­კის­რია შენ — მას­წავ­ლე­ბელს. და სწო­რედ აქ უნ­და გა­მო­ი­ჩი­ნო გო­ნი­ე­რე­ბა და არა მხო­ლოდ ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი პრო­ფე­სი­ის ცოდ­ნა და უნა­რი.


მა­ღალ­მ­თი­ა­ნი რე­გი­ო­ნის სკო­ლის თან­მ­დე­ვი პრობ­ლე­მე­ბი
ჭუ­ბე­რის სკო­ლა ცდი­ლობს ფე­ხი აუბას გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მო­ნა­წი­ლე­ობს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბელ ტრე­ნინ­გებ­სა თუ გა­დამ­ზა­დე­ბა­ში. დღეს სკო­ლა­ში ოთხი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლია, ორს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვს საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­და, ოთხი მას­წავ­ლე­ბე­ლი და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლია წლე­­ვან­დელ გა­მოც­დებ­ზე.
ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი მი­სია აკის­რია, სა­სურ­ვე­ლია იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი სხვა მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის­გან, თუმ­ცა, ეს დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში თით­ქ­მის შე­უძ­ლე­ბე­ლია. ვფიქ­რობ, სა­ხელ­მ­წი­ფომ უნ­და და­ა­ყე­ნოს სა­კითხი და მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია მა­ღა­ლა­ნაზღა­უ­რე­ბა­დი გა­ხა­დოს იმ­დე­ნად, რომ სკო­ლა­ში მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნალს და­მა­ტე­ბი­თი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა არ უწევ­დეს რა­ი­მე სხვა სფე­რო­ში. მა­გა­ლი­თად, მთის სკო­ლა­ში მო­მუ­შა­ვე მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის რთუ­ლია, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­უძღ­ვეს მე­ურ­ნე­ო­ბას, მაგ­რამ, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამის გა­კე­თე­ბა უწევს, რომ ოჯა­ხის რჩე­ნის­თ­ვის საკ­მა­რი­სი წყა­რო შე­ა­კო­წი­წოს. ეს სირ­თუ­ლე­ე­ბი და­საძ­ლე­ვია. მას­წავ­ლე­ბელს უნ­და ჰქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და წინ­ს­ვ­ლი­სათ­ვის და­უბ­რ­კო­ლებ­ლად ჩა­ერ­თოს სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტებ­ში.
მა­ღალ­მ­თი­ა­ნი რე­გი­ო­ნის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხში­რად სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენს მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თ­ვა სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში. მთის მომ­ხიბ­ვ­ლე­ლო­ბას ერ­თ­გ­ვა­რი სიმ­ძი­მეც ახ­ლავს და ნო­ემ­ბ­რი­დან მარ­ტის ბო­ლომ­დე გა­ჭი­მუ­ლი ზამ­თ­რის პი­რო­ბებ­ში გზა­ზე გას­ვ­ლა საკ­მა­ოდ დი­დი საფ­რ­თხის წი­ნა­შე აყე­ნებს სკო­ლას. ჭუ­ბე­რი რა­ი­ო­ნულ ცენ­ტ­რ­თან 76 კი­ლო­მეტ­რი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი. გვახ­სოვს საგ­ნობ­რი­ვი ოლიმ­პი­ა­დე­ბის მე­ო­რე ტურ­ში გა­და­სუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის ნაღ­ვ­ლი­ა­ნი სა­ხე­ე­ბი, რო­ცა მა­თი ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბა მეს­ტი­ამ­დე სრუ­ლი რის­კის ქვეშ დგე­ბა და მომ­დევ­ნო ეტაპ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მკაც­რი ზამ­თა­რი აფერ­ხებს.
და მა­ინც, დარდს ისევ სი­ხა­რუ­ლი ცვლის, ისევ ჟრი­ა­მუ­ლი და დღე­ე­ბის გა­ფე­რა­დე­ბა. ხან აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის და­დე­ბი­თი შე­დე­გე­ბი, ხან სპორ­ტულ შე­ჯიბ­რე­ბა­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მხი­ა­რუ­ლი სა­ხე­ე­ბი, ხა­ნაც შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე­თა ან­თე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი და აღ­ტა­ცე­ბით მო­ნათხ­რო­ბი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა...
შე­მოქ­მე­დე­ბით ჩარ­ჩო­ებ­ში მოქ­ცე­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბი
არა­სო­დეს და­მა­ვიწყ­დე­ბა ის ხა­ლი­სი­ა­ნი დღე­ე­ბი (2011წ.), რო­დე­საც, ctc-ის მხარ­და­ჭე­რით, პირ­ვე­ლად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ექ­ტე­ბი. მოვ­ხა­ტეთ სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის ინ­ტე­რი­ე­რი და მო­ეწყო მოს­წავ­ლე­თა ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა. რა თქმა უნ­და, უსაზღ­ვ­როდ მი­ხა­რო­და, რად­გან რო­ცა სკო­ლა­ში ჩა­მო­ვე­დი, ბავ­შ­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა ამ­ბობ­და, რომ ისი­ნი სა­ერ­თოდ არ ხა­ტავ­დ­ნენ. 2010 წლი­დან სკო­ლა წარ­მა­ტე­ბით მო­ნა­წი­ლე­ობს ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ, მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, გა­მარ­თულ კონ­კურ­ს­ში — ქარ­თუ­ლი კა­ლიგ­რა­ფია, რომ­ლის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი თა­ვა­დაც გახ­ლა­ვართ კა­ტე­გო­რი­ა­ში — ზრდას­რუ­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი, ასე­ვე 2011 წელს გავ­ხ­დი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მხატ­ვარ-კა­ლიგ­რაფ­თა კავ­ში­რის წევ­რი. 2014 წლის 5 მა­ისს, ბავ­შ­ვ­თა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი­სა და ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მხარ­და­ჭე­რით, სკო­ლა­ში გა­იხ­ს­ნა კა­ლიგ­რა­ფი­უ­ლი სტუ­დია, რა­მაც დი­დი სი­ხა­რუ­ლი მო­უ­ტა­ნა ყვე­ლა მოს­წავ­ლეს და თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს. სტუ­დი­ის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გვეწ­ვივ­ნენ სა­სი­ხა­რუ­ლო და პა­ტივ­სა­ცე­მი სტუმ­რე­ბი: ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი, ბა­ტო­ნი ბუ­ბა კუ­და­ვა, ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ელე­ნე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი, ახალ­გაზ­რ­და კა­ლიგ­რა­ფე­ბი, მეს­ტი­ის კულ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.
ასე გა­ვი­და შვი­დი წე­ლი, მი­ხა­რია, რომ მარ­თ­ლა აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ მოს­წავ­ლე­თა შო­რის ისე­თე­ბი, რომ­ლებ­საც აინ­ტე­რე­სებთ, რო­გორ იკ­ვე­თე­ბა ფორ­მე­ბი ხა­ზის, მო­ნას­მე­ბი­სა და ფე­რე­ბის გა­თა­მა­შე­ბით, უმე­ტე­სად — ალ­ბათ ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე — მთი­ა­ნი პე­ი­ზა­ჟე­ბი ექ­ცე­ვა შე­მოქ­მე­დე­ბით ჩარ­ჩო­ებ­ში, ზოგ­ჯერ მზით გა­ჯე­რე­ბუ­ლი, ზოგ­ჯერ ნის­ლით, ხა­ნაც ზღაპ­რე­ბის თეთ­რი კვამ­ლით...


გაბ­რი­ე­ლა მის­ტ­რა­ლი­სე­უ­ლი „მას­წავ­ლე­ბე­ლი“
წლე­ბის წინ დი­დი ჩი­ლე­ლი მწერ­ლის — გაბ­რი­ე­ლა მის­ტ­რა­ლის სიტყ­ვე­ბი რომ წა­ვი­კითხე, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის­გან დიდ­ხანს ხმა­ა­მო­უ­ღებ­ლად ვი­ჯე­ქი. ეს იყო და არის ჩემ­თ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი:
1. გიყ­ვარ­დეს მთე­ლი გუ­ლით და სუ­ლით. თუ სიყ­ვა­რუ­ლი არ შე­გიძ­ლია, ნუ ას­წავ­ლი ბავ­შ­ვებს.
2. ას­წავ­ლე სა­დად, უბ­რა­ლოდ, ისე, რომ მთა­ვა­რი არ გა­გე­ფან­ტოს.
3. გა­ი­მე­ო­რე, რო­გორც ბუ­ნე­ბა იმე­ო­რებს, ვიდ­რე არ მი­აღ­წევ სრულ­ყო­ფი­ლე­ბას.
4. ას­წავ­ლე ისე, რომ გახ­სოვ­დეს მშვე­ნი­ე­რე­ბა, რად­გან იგი დე­დაა ყო­ვე­ლი­ვე­სი.
5. იყა­ვი გუ­ლან­თე­ბუ­ლი, ლამ­პ­რე­ბი რომ აან­თო, ცეცხ­ლი უნ­და გქონ­დეს გულ­ში.
6. სუ­ლი შთა­ბე­რე, გაკ­ვე­თილს სუ­ლი უნ­და ედ­გას ცოცხალ არ­სე­ბა­სა­ვით.
7. იზ­რუ­ნე შე­ნი სუ­ლის ამაღ­ლე­ბა­ზე, რომ გას­ცე, უნ­და გქონ­დეს.
8. გახ­სოვ­დეს, შე­ნი პრო­ფე­სია ხე­ლო­ბა კი არა, ღვთის­მ­სა­ხუ­რე­ბაა.
9. ყო­ველ დღე, გაკ­ვეთ­ილის დაწყე­ბამ­დე, სა­კუ­თარ სულ­ში ჩა­ი­ხე­დე, წმინ­და თუ გაქვს გუ­ლი.
10. იფიქ­რე იმა­ზე, რომ ღმერ­თ­მა შენ და­გა­კის­რა ხვა­ლინ­დე­ლი დღის შექ­მ­ნა.

მო­ამ­ზა­და ლა­ლი ჯე­ლა­ძემ

25-28(942)N