გამოდის 1998 წლიდან
სტატიები
2016-06-02
სა­დაც არ უნ­და წა­ვი­დე, სა­ბო­ლო­ოდ, ყო­ველ­თ­ვის უკან — სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დავ­ბ­რუნ­დე­ბი
რუბრიკის სტუმარია თათია ვაშაძე, FLEX-ის პროგრამის გამარჯვებული, ტეხასის შტატის ქალაქ ბურლესონის ჯოშუას სკოლის მოსწავლე — თა­თია, პირ­ველ რიგ­ში, გაგ­ვე­ცა­ნი. რა შე­გიძ­ლია გვი­ამ­ბო შე­ნი მშობ­ლი­უ­რი,  ჭი­ა­თუ­რის N4 სა­ჯა­რო სკო­ლის შე­სა­ხებ?
— და­ვი­ბა­დე ქა­ლაქ ჭი­ა­თუ­რა­ში, სწავ­ლა ქარ­თულ გიმ­ნა­ზი­ა­ში და­ვიწყე, თუმ­ცა ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის გა­მო, მე-4 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მო­მი­წია გა­დას­ვ­ლა. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს ის ად­გი­ლია, სა­დაც არა მარ­ტო საგ­ნობ­რი­ვი, არა­მედ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღე. სკო­ლა წარ­მა­ტე­ბი­სა­კენ მი­მა­ვა­ლი მთა­ვა­რი, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მა­შიც და­მეხ­მა­რა. პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე „მას­წავ­ლებ­ლის შვი­ლის“ იარ­ლი­ყი მქონ­და. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ვი­საც უშუ­ა­ლოდ ჩემ­თან შე­ხე­ბა არ ჰქონ­და, ჩემს ათოს­ნო­ბას და მიღ­წე­ულ წარ­მა­ტე­ბებს სტე­რე­ო­ტი­პუ­ლად უყუ­რებ­და, რის გა­მოც,
ვრცლად>>>
2016-06-02
სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა ფო­რუ­მი
მა­კა ყი­ფი­ა­ნი 28 მა­ისს, ექ­ს­პო ჯორ­ჯი­ა­ში, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა წლი­უ­რი ფო­რუ­მის გა­მო­ფე­ნა-კონ­ფე­რენ­ცია გა­იხ­ს­ნა. ფო­რუ­მის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ო­ნის 400 პე­და­გო­გი, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს სი­ახ­ლე­ებს გა­ეც­ნო და  პე­და­გოგ­თა ხელ­შეწყო­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­გა­მო­ფე­ნა და­ათ­ვა­ლი­ე­რა.
კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მი­ე­სალ­მ­ნენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე ლია გი­გა­უ­რი, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის დი­რექ­ტო­რი მა­რი­ნა უშ­ვე­რი­ძე, აშშ სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნი­ნო ბუ­ა­ჩი­ძე და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი.
ვრცლად>>>
2016-05-26
რო­გორ ვა­წარ­მო­ოთ პრაქ­ტი­კის კვლე­ვა
მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წის­ნ­ვ­ლის სქე­მის მი­ხედ­ვით, გარ­კ­ვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, ერთ-ერ­თი სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბა  პრაქ­ტი­კუ­ლი კვლე­ვაა, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მათ მო­უ­წევთ რო­გორც შემ­დე­გი სტა­ტუ­სის მი­საღ­წე­ვად, ისე არ­სე­ბუ­ლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. ვინ და რო­გორ უნ­და აწარ­მო­ოს პრაქ­ტი­კის კვლე­ვა და რა მი­ზანს ისა­ხავს ეს აქ­ტი­ვო­ბა, ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ექ­ს­პერტ-კონ­სულ­ტან­ტი სო­ფი­კო ლობ­ჟა­ნი­ძე — რა არის პრაქ­ტი­კის კვლე­ვა?
— პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის კვლე­ვა არის პე­და­გო­გე­ბის, დი­რექ­ტო­რე­ბის, სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის მე­თო­დუ­რი გა­მოკ­ვ­ლე­ვა კონ­კ­რე­ტუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის, სკო­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბი­სა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით.
ვრცლად>>>
2016-05-26
წე­რი­სა და წარ­მოთ­ქ­მის შეც­დო­მა­თა ტი­პე­ბი სომ­ხუ­რე­ნო­ვან მოს­წავ­ლე­ებ­ში და მა­თი დაძ­ლე­ვის გზე­ბი

ნე­ბის­მი­ე­რი ენის და­უფ­ლე­ბა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მარ­თ­ლ­მეტყ­ვე­ლე­ბა და მარ­თ­ლ­წე­რა, რად­გან ენის ფლო­ბის დო­ნეს, ლექ­სი­კურ მა­რაგ­თან ერ­თად, ეს ორი ფაქ­ტო­რიც გა­ნა­პი­რო­ბებს. მარ­თ­ლ­მეტყ­ვე­ლე­ბა და მარ­თ­ლ­წე­რა, გრა­მა­ტი­კუ­ლი ნორ­მე­ბის დაც­ვის გარ­და, გუ­ლის­ხ­მობს სიტყ­ვი­სა თუ ბგე­რის სწო­რად წარ­მოთ­ქ­მა­სა და სწო­რად ფიქ­სა­ცი­ას. ჩვენ მი­ერ გან­სა­ხილ­ვე­ლი სა­კითხი ეხე­ბა სომ­ხუ­რე­ნო­ვან მოს­წავ­ლე­ებ­ში წარ­მოთ­ქ­მი­სა და წე­რის პრობ­ლე­მებს და გვერდს ვუვ­ლით გრა­მა­ტი­კულ კა­ტე­გო­რი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხებს. რო­გორც პრაქ­ტი­კა გვიჩ­ვე­ნებს, წე­რა­სა და წარ­მოთ­ქ­მა­ში პრი­ო­რი­ტე­ტი წარ­მოთ­ქ­მას უკა­ვია, რად­გან სწო­რად წარ­მოთ­ქ­მუ­ლი სიტყ­ვა თუ ბგე­რა ნიშ­ნავს ენის შემ­ს­წავ­ლე­ლის მი­ერ სიტყ­ვის/ბგე­რის ორ­თოგ­რა­ფი­უ­ლი ხა­ტის სწო­რად აღ­ქ­მას და, შე­სა­ბა­მი­სად, სწო­რად წე­რას.
ცნო­ბი­ლია, რომ მე­ო­რე/უცხო ენის წარ­მოთ­ქ­მა­ში დი­დია მშობ­ლი­უ­რი ენის გავ­ლე­ნა. ენის შემ­ს­წავ­ლე­ლი, შე­სას­წავ­ლი ენის ფო­ნე­მას მშობ­ლი­უ­რის ყა­ლიბ­ში აქ­ცევს და ისე წარ­მოთ­ქ­ვამს. აქე­დან მო­დის წარ­მოთ­ქ­მის ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მაც, მაგ­რამ ად­ვი­ლად და­საძ­ლე­ვია, თუ მოს­წავ­ლეს პირ­ვე­ლი კლა­სი­დან­ვე ას­წავ­ლის ის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რომ­ლის­თ­ვი­საც შე­სას­წავ­ლი ენა მშობ­ლი­უ­რია.
ვრცლად>>>
2016-05-19
პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ევ­რო­პელ კო­ლე­გებ­თან გვა­ახ­ლო­ებს
მერ­ვე წე­ლია, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტ­თა გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით შექ­მ­ნი­ლი პროგ­რა­მა „პეს­ტა­ლო­ცი“ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ევ­რო­საბ­ჭოს მი­ერ შექ­მ­ნილ პროგ­რა­მას ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში კო­ორ­დი­ნა­ცი­ას მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი უწევს და გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებს, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, მრა­ვალ­ფე­რო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბებს სთა­ვა­ზობს, რაც მთა­ვა­რია, ქარ­თ­ველ მო­ნა­წი­ლე­ებს უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. კონ­კ­რე­ტუ­ლად პროგ­რა­მის რა აქ­ტი­ვო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს სა­მიზ­ნე ჯგუ­ფი, ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პროგ­რა­მა „პეს­ტა­ლო­ცის“ კო­ორ­დი­ნა­ტო­რი ნი­ნო მა­ი­სუ­რა­ძე:
— რა არის „პეს­ტა­ლო­ცი“ და რო­გო­რია მი­სი მიზ­ნე­ბი?
— პროგ­რა­მა „პეს­ტა­ლო­ცი“ გა­ნათ­ლე­ბის დარ­გის პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით შე­იქ­მ­ნა და მას ევ­რო­საბ­ჭო, ევ­რო­პის კულ­ტუ­რის კონ­ვენ­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში, ახორ­ცი­ე­ლებს. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პროგ­რა­მას, 2009 წლი­დან კო­ორ­დი­ნა­ცი­ას მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი უწევს. პროგ­რა­მას საკ­მა­ოდ ფარ­თო სა­მიზ­ნე აუდი­ტო­რია ჰყავს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლი­ათ არა მხო­ლოდ  მას­წავ­ლებ­ლებს, არა­მედ ტრე­ნე­რებს, ტრე­ნე­რო­ბის მსურ­ვე­ლებს,
ვრცლად>>>
2016-05-19
სიახლეებით დატვირთული სასწავლო წელი

ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 24 სა­ჯა­რო და 1 კერ­ძო სკო­ლა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს. ისე რო­გორც მთელ ქვე­ყა­ნა­ში, აქაც, მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წე­ლი ბევ­რი სი­ახ­ლი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც საგანმანათლებლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი ნი­ნო ჩი­ტაძე  მოგ­ვიყ­ვე­ბა.
ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნო თბი­ლი­სის  ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლია და, 2007 წლი­დან, ურე­კის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ჯერ ფსი­ქო­ლო­გად მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ კი „ტო­ლე­რან­ტო­ბას“ ას­წავ­ლი­და. სხვა­დას­ხ­ვა წლებ­ში იყო სა­ინ­ფორ­მა­ციო მე­ნე­ჯე­რი; ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მო­ხა­ლი­სე კორ­დი­ნა­ტო­რი მა­შინ, რო­ცა ამ კუთხით (2010 წ.) პირ­ვე­ლი
ვრცლად>>>
2016-05-19
ჩე­მი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს უკავ­შირ­დე­ბა
რუბ­რი­კის სტუ­მა­რია
მი­რან­და თე­დეშ­ვი­ლი,
ბა­ბეშ ბო­ი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტი
— სა­უ­ბა­რი მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დით  და­ვიწყოთ. სწავ­ლობ­დი ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ცე­რო­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, რო­მე­ლიც წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რე.  რა ად­გი­ლი უჭი­რავს შენს ცხოვ­რე­ბა­ში სკო­ლა­ში გა­ტა­რე­ბულ წლებს, გან­საზღ­ვ­რა თუ არა სკო­ლამ შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი?
— მო­გე­სალ­მე­ბით! უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მად­ლო­ბა თქვენს რუბ­რი­კას მას­პინ­ძ­ლო­ბის­თ­ვის, ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბის  ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი­სა­თვის გა­ზი­ა­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლას, შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ ეს პე­რი­ო­დი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო და ნა­ყო­ფი­ე­რი იყო,
ვრცლად>>>
2016-05-12
საგ­ნობ­რი­ვი ტრე­ნინ­გე­ბი — ვექ­ტო­რი ცოდ­ნის სის­ტე­მა­ტი­ზა­ცი­ის­კენ
მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა საგ­ნობ­რივ ტრე­ნინ­გებ­ზე რე­გის­ტ­რა­ცია და­იწყო. რას ით­ვა­ლის­წი­ნებს სატ­რე­ნინ­გო პროგ­რა­მა და რა­ში შე­უწყობს ხელს პე­და­გო­გებს ტრე­ნინ­გე­ბის გავ­ლა, ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნი:
— ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, საგ­ნობ­რივ ტრე­ნინ­გებ­ზე ცო­ტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვი­სა­უბ­როთ, მა­ნამ­დე კი თვა­ლი გა­და­ვავ­ლოთ სქე­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას და იმ სი­ახ­ლე­ებს, რო­მე­ლიც უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს. პირ­ველ რიგ­ში, ყუ­რადღე­ბას ზაფხუ­ლის საგ­ნობ­რივ გა­მოც­დებ­ზე შე­ვა­ჩე­რებ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, გა­მოც­და­ზე ბევ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი და­რე­გის­ტ­რირ­და...
ვრცლად>>>
2016-05-12
„მას­წავ­ლე­ბე­ლი — მეგ­ზუ­რი ევ­რო­პის­კენ“
ლა­ლი ჯე­ლა­ძე ევ­რო­პის დღე­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი­სა და ფრიდ­რიხ ებერ­ტის ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით, მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლ­ში 2-დღი­ა­ნი  კონ­ფე­რენ­ცია „მას­წავ­ლე­ბე­ლი — მეგ­ზუ­რი ევ­რო­პის­კენ“ ჩა­ტარ­და. პრო­ექ­ტი 2014 წელს შე­იქ­მ­ნა და ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა და ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში და­ნერ­გ­ვის მიზ­ნით სე­მი­ნა­რებ­სა და კონ­კურ­სებს ახორ­ცი­ე­ლებს.
კონ­ფე­რენ­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო მი­ნის­ტ­რ­მა ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კითხებ­ში და­ვით ბაქ­რა­ძემ, ეს­ტო­ნე­თის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან­მა ელ­ჩ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პრი­იტ ტურ­კ­მა, ფრიდ­რიხ ებერ­ტის ფონ­დის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის დი­რექ­ტორ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ია თი­კა­ნა­ძემ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ თა­მაზ მარ­სა­გიშ­ვილ­მა და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი მა­ჩა­ბელ­მა გახ­ს­ნეს.
ვრცლად>>>
2016-05-05
ში­და დაკ­ვირ­ვე­ბა მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბის არ­სე­ბი­თი და აუცი­ლე­ბე­ლი ნა­წი­ლი

ში­და სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბა, ახა­ლი სქე­მით, კრე­დიტქუ­ლე­ბით შე­სა­ფა­სე­ბე­ლი  ერთ-ერ­თი სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბაა, რო­მე­ლიც  გაკ­ვე­თი­ლის შე­ფა­სე­ბის სტან­დარ­ტი­ზე­ბულ რუბ­რ­იკა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს. რა ძი­რი­თად პრინ­ცი­პებს ეყ­რ­დ­ნო­ბა ში­და დაკ­ვირ­ვე­ბა და რო­გორ უნ­და წა­რი­მარ­თოს პრო­ცე­სი,  ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ირი­ნა სამ­სო­ნია.
— რას ნიშ­ნავს ში­და სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბა და რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ეს პრო­ცე­სი გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის­გან? 
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40] > [41] > [42] > [43] > [44] > [45] > [46] > [47] > [48] > [49] > [50] > [51] > [52] > [53]
35(789)N