გამოდის 1998 წლიდან
2017-03-23
ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­ის ლე­გენ­და

პრო­ექტ „თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლის“ ფორ­მატ­ში კერ­ძო სკო­ლა ლი­ცე­უ­მის მოს­წავ­ლე­ე­ბი (ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი — ქი­მი­ის პე­და­გო­გი ქე­თი ქი­ქო­ძე) აწარ­მო­ე­ბენ კვლე­ვებს ემიგ­რან­ტ­თა ცხოვ­რე­ბა­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბა­ზე. ამ­ჟა­მად,  მათ შე­ის­წავ­ლეს ავი­ა­კონ­ს­ტ­რუქ­ტო­რე­ბის მი­ერ გან­ვ­ლი­ლი გზა.

ალექ­სან­დ­რე ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლი
„სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია ჩვე­ნი ცოდ­ნის ისე გაღ­რ­მა­ვე­ბა, რომ მთვა­რეს გავ­ც­დეთ და ვე­ნე­რას და მარსს მი­ვაღ­წი­ოთ, მთა­ვა­რია ენ­თუ­ზი­აზ­მი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა და გამ­ბე­და­ო­ბა გვე­ყოს“ — ეს სიტყ­ვე­ბი ეკუთ­ვ­ნის ალექ­სან­დ­რე ქარ­თ­ვე­ლიშ­ვილს, რო­მე­ლიც ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­ის ლე­გენ­დად დარ­ჩა.
სხვა­დას­ხ­ვა დროს, სხვა­დას­ხ­ვა პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი­სა თუ დევ­ნის გა­მო, არა­ერთ ქარ­თ­ველს მო­უხ­და სამ­შობ­ლოს და­ტო­ვე­ბა. ბევ­რი მათ­გა­ნის ცხოვ­რე­ბი­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ, ქარ­თ­ვე­ლებ­მა თით­ქ­მის არა­ფე­რი იცი­ან. ერთ-ერ­თი ასე­თი ქარ­თ­ვე­ლი ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე ავი­ა­კონ­ს­ტ­რუქ­ტო­რი ალექ­სან­დ­რე ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლი გახ­ლ­დათ, რო­მელ­მაც უდი­დე­სი რო­ლი შე­ას­რუ­ლა არა მარ­ტო ამე­რი­კის, ზო­გა­დად, სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.
დი­დი ქარ­თ­ვე­ლის (მას დღემ­დე ასე მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ ნა­სა­სა და ამე­რი­კულ სამ­ხედ­რო ელი­ტა­ში) შე­სა­ხებ, ბევრს ვე­რა­ფერს გა­ვი­გებ­დით, რად­გან მას შთა­მო­მავ­ლო­ბა არ დარ­ჩე­ნია, რომ არა ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი რე­ჟი­სო­რი რა­მაზ ბლუ­აშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც მო­ძებ­ნა მი­სი საფ­ლა­ვი და არ­ქი­ვი.
მე­ო­რე მსოფ­ლიო ომ­ში, ასე­ვე კო­რე­ა­სა და ვი­ეტ­ნამ­ში, ალექ­სან­დ­რე ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლის შექ­მ­ნი­ლი თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბი ამე­რი­კუ­ლი ავი­ა­ცი­ის ძა­ლას წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ.
ალექ­სან­დ­რე ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლი და­ი­ბა­და 1896 წლის 9 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლის­ში, ცნო­ბი­ლი მოღ­ვა­წის — მი­ხე­ილ ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლის ოჯახ­ში. და­ამ­თავ­რა პირ­ვე­ლი გიმ­ნა­ზია, 1917 წელს, იუნ­კერ­თა სას­წავ­ლე­ბელ­ში, და­ინ­ტე­რეს­და ტან­ვარ­ჯი­შით, ჩა­ე­წე­რა ჰა­ერ­ნა­ოს­ნო­ბის წრე­შიც. მო­ნა­წი­ლე­ობ­და პირ­ველ მსოფ­ლიო ომ­ში სა­არ­ტი­ლე­რიო ბა­ტა­რე­ის მე­თა­უ­რად. და­უ­ახ­ლოვ­და კა­პი­ტან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ავი­ა­რაზმს. მა­შინ გა­და­წ­ყვი­­ტა ავი­ა­ტო­რი გამ­ხ­და­რი­ყო. 1919 წელს, სამ­ხედ­რო გა­ნათ­ლე­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად, ალექ­სან­დ­რე პა­რიზ­ში გაგ­ზავ­ნეს. ოკუ­პა­ცი­ის გა­მო, ემიგ­რა­ცი­ა­ში დარ­ჩე­ნილ­მა, აეროკ­ლუ­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, უმაღ­ლე­სი სა­ა­ვი­ა­ციო სას­წავ­ლებ­ლის სა­ინ­ჟინ­რო ფა­კულ­ტეტ­ზე გა­ნაგ­რ­ძო სწავ­ლა.
ალექ­სან­დ­რე ქარ­თ­ვე­ლიშ­ვილ­მა საფ­რან­გეთ­ში აიხ­დი­ნა ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა — გამ­ხ­და­რი­ყო ახა­ლი დარ­გის, ავი­ა­მ­შე­ნებ­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტი. ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლი აპი­რებ­და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დამ­ყა­რე­ბულ­მა ბოლ­შე­ვი­კურ­მა წყო­ბამ აიძუ­ლა საფ­რან­გეთ­ში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო.
მის ცხოვ­რე­ბა­ში გა­დამ­წყ­ვე­ტი აღ­მოჩ­ნ­და მი­ლი­ო­ნერ ჩარლზ ლე­ვინ­თან და­ახ­ლო­ე­ბა, მათ ერ­თად შე­ი­მუ­შა­ვეს პრო­ექ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც უნ­და შექ­მ­ნი­ლი­ყო სამ­გ­ზავ­რო თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი, რო­მე­ლიც და­უჯ­დომ­ლად ჩაფ­რინ­დე­ბო­და პა­რი­ზი­დან ნიუ-იორ­კ­ში. სწო­რედ ამ პრო­ექ­ტის დახ­მა­რე­ბით მოხ­ვ­და ის ამე­რი­კა­ში, სა­დაც 1941 წელს ცო­ლად შე­ირ­თო თა­ვი­სი მდი­ვა­ნი ჯე­ინ რო­გინ­სო­ნი. შვი­ლე­ბი არ ჰყო­ლი­ათ.
თვით­მ­ფ­რი­ნა­ვებ­მა რო­მელ­საც, „uncle sam“ ერ­ქ­ვა, ცხრა საც­დე­ლი ფრე­ნა გა­ნახორციელა, მაგ­რამ ძა­ლი­ან მძი­მე იყო, ხო­ლო მო­ტო­რე­ბი, რო­მე­ლიც ლე­ვილ­მა შე­ი­ძი­ნა, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და პრო­პორ­ცი­ებს. ამით დას­რულ­და მა­თი ურ­თი­ერ­თო­ბა.
ქარ­თ­ვე­ლიშ­ვილს ამე­რი­კა­ში  ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და, ამი­ტომ თა­ვი რომ გა­ე­ტა­ნა, მუ­შა­ობ­და ჭურ­ჭ­ლის მრეცხა­ვად, ასე­ვე გვი­და ეზო­ებს.
1931 წელს იგი შეხ­ვ­და თბი­ლი­სელ ალექ­სან­დ­რე სე­ვერ­ს­კის, ცნო­ბი­ლი კორ­პო­რა­ცი­ის „seversky aircraft company“ პრე­ზი­დენ­ტ­სა და მთა­ვარ ინ­ჟი­ნერს. სწო­რედ სე­ვერ­ს­კის კორ­პო­რა­ცი­ა­ში შექ­მ­ნი­ლი მო­დე­ლე­ბი იქ­ცა ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლის გა­მა­ნად­გუ­რებ­ლის წი­ნა­მორ­ბე­დად. მის კორ­პო­რა­ცი­ა­ში შექ­მ­ნილ­მა მო­დე­ლებ­მა — ამ­ფი­ბია „sev-3“ — მსოფ­ლიო რე­კორ­დი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა. ორად­გი­ლი­ან p-35 სამ­ხედ­რო მან­ქა­ნად გა­და­კე­თე­ბულ­მა პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა სამ­ხედ­რო მფრი­ნავ­თა შო­რის, იგი დიდ პარ­ტი­ე­ბად შე­ი­ძი­ნა შვე­ი­ცა­რი­ამ, იაპო­ნი­ამ, ჩი­ნეთ­მა და ქარ­თ­ვე­ლიშ­ვილს აღი­ა­რე­ბა მო­უ­ტა­ნა.

1938 წელს სე­ვერ­ს­კიმ კორ­პო­რა­ცი­ის ხემ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა­ზე უარი თქვა. კორ­პო­რა­ცია გა­და­კეთ­და „Republic avia-corporation“-ად და კომ­პა­ნი­ის ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტად და მთა­ვარ ინ­ჟინ­რად  ალექ­სან­დ­რე ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნა. 1939 წელს კი ახა­ლი გა­მა­ნად­გუ­რებ­ლის დაპ­რო­ექ­ტე­ბა დაიწყო.
მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს 1940 წლის კონ­ტ­რაქ­ტით, ქარ­თ­ვე­ლიშ­ვილ­მა შექ­მ­ნა გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი ჵ-47 „მეხ­თამ­ფ­რ­ქ­ვე­ვი“, რო­მე­ლიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის მთა­ვარ თვით­მ­ფ­რი­ნავს წარ­მო­ად­გენ­და და დი­დი რო­ლი შე­ას­რუ­ლა გერ­მა­ნი­ა­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბა­ში. არა­ნაკ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბა ხვდა წი­ლად მის მი­ერ შემ­დ­გომ პე­რი­ოდ­ში შექ­მ­ნილ თვით­მ­ფ­რი­ნა­ვებს. ამე­რი­კის ავი­ა­ცი­ის ის­ტო­რი­ის კუთ­ვ­ნი­ლე­ბაა ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბი: მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ წარ­მა­ტე­ბა ხვდა ატო­მუ­რი ბომ­ბით აღ­ჭურ­ვილ რე­აქ­ტი­ულ გა­მა­ნად­გუ­რე­ბელს ფ-84. ასე­ვე ფ-105, რომ­ლი­თაც სე­ნა­ტო­რი ჯონ მაქ­ქე­ი­ნი ვი­ეტ­ნა­მის ომის დროს დაფ­რი­ნავ­და.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქარ­თ­ვე­ლიშ­ვილ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, რად­გან იგი გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბულ პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ობ­და ამე­რი­კა­ში. ამის გა­მო, მი­სი ცხოვ­რე­ბა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი არ იყო.
ალექ­სან­დ­რე ქარ­თ­ვე­ლიშ­ვილს თით­ქ­მის არ უცხოვ­რია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ამის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სიყ­ვა­რულ­ში გა­ა­ტა­რა. ზე­პი­რად იცო­და „ვეფ­ხის­ტყა­ო­სა­ნი“. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი გახ­ლ­დათ, რის გა­მოც რამ­დენ­ჯერ­მე პრობ­ლე­მაც შე­ექ­მ­ნა, მაგ­რამ მა­ინც ბო­ლომ­დე დარ­ჩა ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რად და სა­წევ­რო­საც იხ­დი­და. თუმ­ცა, აკ­რ­ძალ­ვის გა­მო შეკ­რე­ბებს ვერ ეს­წ­რე­ბო­და.
„გა­მა­ნად­გუ­რებ­ლის მე­ფის“ — ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი შე­ტა­ნი­ლი იყო წიგ­ნ­ში „who is who“. იყო ტემ­პ­ლი­სა და ბრუკ­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სა­პა­ტიო დი­რექ­ტო­რი, სა­ხელ­მ­წი­ფო სა­ა­ვი­ა­ციო კო­მი­ტე­ტი­სა და მრა­ვა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი. ყვე­ლა­ზე დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებ­და ქარ­თულ-კავ­კა­სი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის „ალა­ვერ­დის“ წევ­რო­ბა, სა­დაც თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებ­თან და კავ­კა­სი­ე­ლებ­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა.
თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის შექ­მ­ნი­სას ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას აქ­ცევ­და მის აერო­დი­ნა­მი­კას და გა­რეგ­ნულ, ეს­თე­ტი­კურ მხა­რეს. პენ­სი­ა­ზე გას­ვ­ლის შემ­დე­გაც მუ­შა­ობ­და თა­ვის კომ­პა­ნი­ა­ში. იყო ამე­რი­კის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი აერო­ნავ­ტუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­ვი­ა­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სხვა სა­ა­ვი­ა­ციო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წევ­რი, მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის სა­პა­ტიო დოქ­ტო­რი. უცხო ქვე­ყა­ნა­ში მან სა­კუ­თარ წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა და სა­ხე­ლად ალექ­სან­დ­რე ქარ­თ­ვე­ლი და­ირ­ქ­ვა.
ალექ­სან­დ­რე  ქარ­თ­ვე­ლი, 1974 წელს, ნიუ-იორ­კ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ბა­ტონ­მა რა­მაზ ბლუ­აშ­ვილ­მა იპო­ვა და მო­ი­ნა­ხუ­ლა ქარ­თ­ვე­ლე­ბის­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლი მისი საფ­ლა­ვი. „თქვენ ხართ პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი, რო­მე­ლიც ბო­ლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­ვე­დით აქ“ — ასე მი­მარ­თა საფ­ლა­ვის მომ­ვ­ლელ­მა.
ნიუ-იორ­კ­ში, მუ­ზე­უ­მად ქცე­ულ მდი­ნა­რე ჰუ­ძო­ნის ყუ­რე­ში, დგა­ნან 50-60-იან წლე­ბის თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბი, ვერ­ტ­მ­ფ­რე­ნე­ბი და სა­ო­მა­რი სა­ჭურ­ვე­ლი, მათ შო­რის რე­აქ­ტი­უ­ლი ზებ­გე­რი­თი „Republik“ ფ-84 „Thunderestrik“, რო­გორც ამე­რი­კუ­ლი გა­მა­ნად­გუ­რებ­ლე­ბის ქარ­თ­ვე­ლი მა­მის — ალექ­სან­დ­რე ქარ­თ­ვე­ლის ძეგ­ლი.

თა­მუ­ნა ხურ­ცი­ლა­ვა
კერ­ძო სკო­ლა ლი­ცე­უმ „მწიგ­ნო­ბარ­თუ­ხუ­ცე­სის“
ჳხ კლა­სის მოს­წავ­ლე

P.S.  რე­ჟი­სორ-მკვლე­ვარ რა­მაზ ბლუ­აშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა რომ არა, ბევრს ვე­რა­ფერს გა­ვი­გებ­დით დი­დი ქარ­თ­ვე­ლის (მას დღემ­დე ასე მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ ნა­სა­სა და ამე­რი­კულ სამ­ხედ­რო ელი­ტა­ში) შე­სა­ხებ, რად­გან მას შთა­მო­მავ­ლო­ბა არ დარ­ჩე­ნია. ბა­ტო­ნი რა­მა­ზი იხ­სე­ნებს: „სა­მი წლის წინ, დეტ­რო­ი­ტის ავი­ა­შო­უ­ზე გა­ვი­ცა­ნი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის ვე­ტე­რა­ნი, რო­მე­ლიც, თა­ვის დრო­ზე, ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი ჵ47-ით დაფ­რი­ნავ­და. მე ვკითხე, თუ რა იცო­და თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის შემ­ქ­მ­ნე­ლის შე­სა­ხებ, რა­ზეც მი­პა­სუ­ხა, რომ მი­სი ავ­ტო­რი რუ­სი ავი­ა­კონ­ს­ტ­რუქ­ტო­რი ალექ­სან­დ­რე ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლი იყო. ძა­ლი­ან შევ­წუხ­დი და ავუხ­სე­ნი, რომ ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლი რუ­სი კი არა, ქარ­თ­ვე­ლი იყო. ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლი ერ­თა­დერ­თხელ ჰყო­ლია ნა­ნა­ხი, 1962 წელს, მაგ­რამ ამ თვით­მ­ფ­რი­ნავ­ზე მე­ტად არა­ფე­რი ჰყვა­რე­ბია. ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და, რომ ის სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ყო­ფი­ლა“.

25-28(942)N