გამოდის 1998 წლიდან
2017-03-16
5-კრე­დი­ტი­ანი ტრე­ნინგ-მო­დულ­ი ახა­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბით ჩანაცვლდა

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლი­ს სქე­მა­ში ცვლი­ლე­ბის გან­ხო­რცი­ე­ლე­ბამ­დე, პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, 5-კრე­დი­ტი­ა­ნი ტრე­ნინგ-პროგ­რა­მის გავ­ლა სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბა იყო — საგ­ნის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ, 5-კრე­დი­ტი­ა­ნი ტრე­ნინგ-პროგ­რა­მის გავ­ლით უნ­და და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნათ პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის კომ­პე­ტენ­ცია. ეს არ ეხე­ბო­დათ მხო­ლოდ იმ პ­რაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლებ­საც ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ჰქონ­დათ უნა­რე­ბის გა­მოც­და. სქე­მის ახა­ლი რე­დაქ­ცი­ით, პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელს ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მო­ეხ­ს­ნა. თუმ­ცა, გაჩ­ნ­და ახა­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა — პრო­ფე­სი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­დას­ტუ­რე­ბა, ე.წ. პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­დით.
აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­გორც მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში გვითხ­რეს,  5-კრე­დი­ტი­ან ტრე­ნინგ-მო­დულ­ზე რე­გის­ტ­რა­ცია აღარ გა­მოცხად­დე­ბა. თუმ­ცა, ტრე­ნინ­გე­ბის გავ­ლა რო­გორც საგ­ნობ­რი­ვი, ისე პრო­ფე­სი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით ერთ-ერთ და­მა­ტე­ბით აქ­ტი­ვო­ბად და კრე­დი­ტე­ბის შევ­სე­ბის გზად დარ­ჩა.
რას ით­ვა­ლის­წი­ნებს ცვლი­ლე­ბე­ბი იმ პე­და­გო­გე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ, რომ­ლებ­მაც, სრუ­ლად ან ნა­წი­ლობ­რივ, უკ­ვე გა­ი­ა­რეს ტრე­ნინგ-მო­დუ­ლი, მო­უ­წევთ თუ არა მათ გა­მოც­დით პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის თა­ვი­დან და­დას­ტუ­რე­ბა? ამ კითხ­ვას მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნი პა­სუ­ხობს, რომ: „არც ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს არ ნიშ­ნავს ფუ­ჭად და­კარ­გულ დროს და ფუ­ჭად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ აქ­ტი­ვო­ბას. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მათ გავ­ლი­ლი ტრე­ნინ­გე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ აესა­ხე­ბათ კრე­დიტ-ქუ­ლებ­ში, რად­გან სა­ხეც­ვ­ლი­ლი სქე­მა ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით ცნობს ტრე­ნინ­გებს და აღი­ა­რებს შე­სა­ბა­მი­სი კრე­დიტ-ქუ­ლე­ბით. რე­გის­ტ­რა­ცია არ გა­მოცხად­დე­ბა, მაგ­რამ ვი­საც უკ­ვე გავ­ლი­ლი ჰქონ­და და ჯერ არ იყ­ვ­ნენ მიწ­ვე­უ­ლი ტრე­ნინ­გებ­ზე, აუცი­ლებ­ლად მო­ვიწ­ვევთ და ჩვენს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ბო­ლომ­დე შე­ვას­რუ­ლებთ“.
რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გა­მოც­დის ფორ­მით და­დას­ტუ­რე­ბას, სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ყვე­ლა პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის (იმ პე­და­გო­გე­ბის გა­მოკ­ლე­ბით, ვი­საც უკ­ვე ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვს პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­და), ისე­ვე რო­გორც საგ­ნის კომ­პეტ­ე­ნცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა. უბ­რა­ლოდ, მათ­თ­ვის ვა­და აღარ არის გან­საზღ­ვ­რუ­ლი. ამ­დე­ნად, თა­ვად გა­დაწყ­ვე­ტენ, რო­დის და­რე­გის­ტ­რირ­დე­ბი­ან გა­მოც­და­ზე, წელს თუ სა­მო­მა­ვ­ლოდ გა­და­დე­ბენ.
მარ­თა­ლია, პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა იმ მას­წავ­ლებ­ლებ­საც მო­უ­წევთ, ვინც 5-კრე­დი­ტი­ა­ნი ტრე­ნინგ-მო­დუ­ლი უკ­ვე გა­ი­ა­რა, მხო­ლოდ ერ­თი უპი­რა­ტე­სო­ბით — „მათ­თ­ვის ბევ­რად იოლი იქ­ნე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­დას­ტუ­რე­ბა, რად­გან სწო­რედ იმ სა­კითხებ­ში ივარ­ჯი­შეს და გა­ი­ა­რეს სრულ­ფა­სო­ვა­ნი ტრე­ნინ­გე­ბი, რა­საც სა­გა­მოც­დო სა­კითხე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს“ — ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა.  ასე­თი 1200 მას­წავ­ლე­ბე­ლია, ზუს­ტად ამ­დე­ნი­ვე და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი,  რომ­ლე­ბიც ეტა­პობ­რი­ვად გა­ივ­ლი­ან ტრე­ნინგ-მო­დულს. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ­კი ეს პე­და­გო­გე­ბი გა­მოც­და­ზე 10 კრე­დიტ-ქუ­ლას ვერ მი­ი­ღე­ბენ, ტრე­ნინგ-მო­დულ­ში მი­ნი­ჭე­ბუ­ლი კრე­დი­ტე­ბი მათ უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის სა­ჭი­რო კრე­დი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შევ­სე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

25-28(942)N