გამოდის 1998 წლიდან
სტატიები
2011-12-08
თანადგომით გადალახული სიძნელეები
დღე­ვან­დელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბავ­შ­ვე­ბის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა უდედ-მა­მოდ ან ერთ მშო­ბელ­თან ერ­თად იზ­რ­დე­ბა. ვა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ამაღ­ლე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლის 215 მოს­წავ­ლი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით 60% სწო­რედ ამ კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა. არი­ან ბავ­შ­ვე­ბი, რო­მელ­თაც 7-8 წე­ლია მშო­ბე­ლი არ უნა­ხავთ, ერ­თი ისე­თი­ცაა სა­ერ­თოდ რომ არ იც­ნობს დე­დას. მშობ­ლე­ბი ასეთ მძი­მე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას შვი­ლებ­ზე ზრუნ­ვით ხსნი­ან, აი, შვი­ლებს კი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აზ­რი აქვთ — მათ ყვე­ლა­ზე მე­ტად დედ-მა­მა სჭირ­დე­ბათ. პე­და­გო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ უმ­შობ­ლოდ დარ­ჩე­ნი­ლე­ბი აშ­კა­რად ატა­რე­ბენ გან­შო­რე­ბით გა­მოწ­ვე­ულ სევ­დას და მათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა და თა­ნად­გო­მა სჭირ­დე­ბათ, რომ სა­მუ­და­მო და­ღად არ ექ­ცეთ ბავ­შ­ვო­ბის­დ­რო­ინ­დე­ლი გან­ც­დე­ბი.
ამ მძი­მე ფონ­ზე უკ­ვე ნაკ­ლე­ბად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ჩანს ამა­ვე სკო­ლის 63 სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შ­ვის არ­სე­ბო­ბა, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მ­წი­ფო­სა თუ კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ქველ­მოქ­მე­დე­ბის იმე­დად, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად, უმ­კ­ლავ­დე­ბი­ან ყო­ველ­დღი­ურ სიძ­ნე­ლე­ებს, უფ­რო ბედ­ნი­ე­რე­ბიც კი მგო­ნია, ვიდ­რე ისი­ნი, ვი­საც ხში­რად მოს­დით სხვა­დას­ხ­ვა ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნი­დან ტა­ნი­სა­მო­სი­თა თუ ათას­გ­ვა­რი სა­ჩუქ­რე­ბით სავ­სე ამა­ნა­თე­ბი...
რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლას, პა­რა­დოქ­სია, მაგ­რამ იგი სუ­ლაც არ ჰგავს ასე­თი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი სოფ­ლის სკო­ლას. არ ჰგავს არც შე­ნო­ბი­თა და ეზო­თი, რო­მე­ლიც სა­ნი­მუ­შო­დაა მოვ­ლი­ლი, არც მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­რეგ­ნო­ბით და, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, არც ხა­ლი­სი­ა­ნი და ღი­მი­ლი­ა­ნი შეხ­ვედ­რით, რო­მე­ლიც ასე და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია, ზო­გა­დად, იმე­რეთ­ში და ასე აუცი­ლე­ბე­ლია ადა­მი­ან­თა ურ­თი­ერ­თო­ბის­თ­ვის.
ვრცლად>>>
2011-11-17
ლექ­სის სწავ­ლე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი
დღეს, რო­გორც არას­დ­როს, ისეა აუცი­ლე­ბე­ლი სწავ­ლე­ბის წარ­მარ­თ­ვა თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი მე­თო­დე­ბით, რაც, საგ­ნის სა­ფუძ­ვ­ლი­ან ცოდ­ნას­თან ერ­თად, ით­ვა­ლის­წი­ნებს: მოს­წავ­ლე­თა ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მის ატ­მოს­ფე­როს შექ­მ­ნას, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბით, სხვი­სი მო­საზ­რე­ბის მოს­მე­ნი­სა და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის ფონ­ზე, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.
ამ თვალ­საზ­რი­სით გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რადღე­ბოა ლექ­სის სწავ­ლე­ბის ხერ­ხე­ბი­სა და მე­თო­დე­ბის სწო­რად შერ­ჩე­ვა, რა­თა შე­სას­წავ­ლი მა­სა­ლა ერ­თი­ა­ნად აღიქ­ვან მოს­წავ­ლე­ებ­მა და არ მოხ­დეს მი­სი და­ნა­წევ­რე­ბა-პე­რიფ­რა­ზი­რე­ბა. რად­გან სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ახ­ლის ძი­ე­ბას, მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ლექ­სის სწავ­ლე­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტე­ბი; პო­ე­ტის ად­გი­ლი ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­ში, ლექ­სის შექ­მ­ნის ფო­ნი, ეპო­ქა, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მხატ­ვ­რუ­ლი ხერ­ხე­ბი და ლი­რი­კუ­ლი გმი­რის პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი.
ვრცლად>>>
2011-11-10
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქ თავმოყრილი საზოგადოებაა
ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში იღებენ განათლებას. რუბრიკის პირველი სტუმარია აბუ დაბის უნივერსიტეტის სტუდენტი ოთარ კახიძე. 

— ოთარ, შენ შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი და­ვიწყოთ თა­ვი­დან. სწავ­ლობ­დი თბი­ლის­ში, შემ­დეგ სას­წავ­ლებ­ლად გა­ემ­გ­ზავ­რე დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში. მი­ამ­ბე, რო­გორ და­იწყო ეს ყვე­ლა­ფე­რი?
გა­მი­მარ­თ­ლა, რომ თბი­ლი­სის 50-ე სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. ეს სკო­ლა პომ­პე­ზუ­რო­ბით არას­დ­როს გა­მო­ირ­ჩე­ო­და, თუმ­ცა დარ­წ­მუ­ნე­ბით მინ­და ვთქვა, რომ იქ დღემ­დე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლე­ბი ას­წავ­ლი­ან. გა­ნათ­ლე­ბა, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში მი­ვი­ღე და აკა­დე­მი­უ­რი დის­ციპ­ლი­ნა, რო­მე­ლიც ჩემ­მა მას­წავ­ლებ­ლებ­მა ჩა­მო­მი­ყა­ლი­ბეს, დღემ­დე სა­უ­კე­თე­სოდ მახ­სენ­დე­ბა — აღა­რა­ფერს ვამ­ბობ მათ ენ­თუ­ზი­აზ­მ­ზე...
ვრცლად>>>
2011-11-10
სა­დაც არ უნ­და იყო, ვა­ჟას რომ გა­დაშ­ლი, უკვე სამშობლოში ხარ
წელს ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას სა­ი­უ­ბი­ლეო წე­ლია, ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას 150 წლის გე­ნი­ო­სი ჰყავს. ვა­ჟას სა­ი­უ­ბი­ლეო „სა­ჩუქ­რე­ბი­დან“ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლის მი­ერ და­წე­რი­ლი ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი რო­მა­ნი — „და უფ­ს­კ­რულს დას­ც­ქე­რის პი­რიმ­ზე“ (ჩა­ნა­წე­რე­ბი ვა­ჟა­ზე) მი­ვიჩ­ნი­ეთ, რო­მელ­მაც მწე­რალს ახ­ლა­ხან პრე­მია „გა­ლაც“ მო­უ­ტა­ნა — „ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა“ ამ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის ჟი­უ­რიმ „სა­მა­გი­დო წიგ­ნად“ აღი­ა­რა. მხატ­ვ­რულ-დო­კუ­მე­ნ­ტუ­რი ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­ხით მწე­რალ­მა ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას ძნე­ლი და ღირ­სე­უ­ლად გან­ვ­ლი­ლი ცხოვ­რე­ბა წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა და ახა­ლი კუთხით დაგ­ვა­ნა­ხა მი­სი გა­ნუ­მე­ო­რებ­ლი აზ­როვ­ნე­ბის სტი­ლი.
„ვინ იცის, ეგ­რე ძა­ლი­ან რად შე­უ­ფიქ­რი­ა­ნე­ბია ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა გვე­ლე­ბი­სა­გან შვი­ლე­ბი­ა­ნად დაკ­ბე­ნილ ლა­ო­კო­ონს? თა­ვა­დაც ხომ არ გრძნობს, თუ რო­გორ ეგ­რაგ­ნე­ბი­ან მთელ სხე­ულ­ზე სი­დუხ­ჭი­რი­სა და მტრო­ბის გვე­ლე­ბი?.. და თვი­თო­ნაც ლა­ო­კო­ო­ნი­ვით, — კი არ ყვი­რის, ით­მენს... ისე ით­მენს, რომ მარ­ტო კვნე­სა თუ აღ­მოხ­დე­ბა ხოლ­მე და ამი­სიც რცხვე­ნია... ეს ყო­ფი­ლა ვა­ჟას ცხოვ­რე­ბა, სწო­რედ ეს, — რო­ცა ტკი­ვი­ლი და სი­ლა­მა­ზე ძა­ლი­ან ახ­ლო-ახ­ლოს არი­ან და რო­ცა კლდის პირ­ზე ყელ­მო­ღე­რე­ბუ­ლი პი­რიმ­ზე უფ­ს­კ­რულს ჩაჰ­ყუ­რებს ეჭ­ვით...“, — წერს ავ­ტო­რი.
ამ ბო­ლომ­დე ამო­უც­ნო­ბი გე­ნი­ის მპოვ­ნელს კი მო­მა­ვალ­ში ელო­დე­ბა მწე­რა­ლი:
„...ვა­ჟა სულ სხვა­გან არის, ჩვენ კი­დევ სულ სხვა­გან და­ვე­ძებთ და ვერ გვი­პოვ­ნია ჯერ...
ვერც ვი­პოვ­ნით...
ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა მო­მა­ვალ­ში და­ე­ლო­დე­ბა თა­ვის მპოვ­ნელს“.
ვრცლად>>>
2011-11-03
ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რო­ცა ქვე­ყა­ნას ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა ჰყავს
24-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას სა­ი­უ­ბი­ლეო წლი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა სა­ხელ­წო­დე­ბით — „ვა­ჟა რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში“. X-XI კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი, ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ტის დახ­მა­რე­ბით, გა­ეც­ნენ პო­ე­ტის პი­რად არ­ქივს, ოჯა­ხურ წე­რი­ლებს. სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ, უფ­რო ახ­ლოს გაც­ნო­ბოდ­ნენ პო­ე­ტის პი­როვ­ნე­ბას. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მოს­წავ­ლე­ებ­მა მათ მი­ერ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი თე­მე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს, იმ­ს­ჯე­ლეს ვა­ჟას პუბ­ლი­ცის­ტურ წე­რი­ლებ­ზე, მკა­ფი­ოდ გა­მო­ხა­ტეს თავი­ან­თი აზ­რი და პო­ზი­ცია.
თა­მარ ბა­რი­საშ­ვი­ლი, 24-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი: მო­გეხ­სე­ნე­ბათ, წლე­ვან­დე­ლი წე­ლი ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას წლად არის გა­მოცხა­დე­ბუ­ლი. გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, სას­წავ­ლო წლის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი დაგ­ვეთ­მო პო­ე­ტის საქ­მი­ა­ნო­ბის, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ო­ბის, მი­სი, რო­გორც პუბ­ლი­ცის­ტუ­რი წე­რი­ლე­ბის ავ­ტო­რი­სა და რო­გორც ქარ­თუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის დი­დაქ­ტი­კო­სის მი­მართ. დღე­­ვან­დე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის­თ­ვის მოს­წავ­ლე­ებ­მა ვა­ჟას პუბ­ლი­ცის­ტუ­რი წე­რი­ლე­ბი მო­ამ­ზა­დეს. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­ს­ტი­ტუტ­ში იმუ­შა­ვეს, გა­ეც­ნენ ვა­ჟას წე­რი­ლებს, ხელ­ნა­წე­რებს, და­ათ­ვა­ლი­ე­რეს არ­ქი­ვი. მა­სა­ლებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­არ­ჩი­ეს წე­რი­ლე­ბი. ისი­ნი მსჯე­ლობ­დ­ნენ, პა­რა­ლელს ავ­ლებ­დ­ნენ დღე­ვან­დე­ლო­ბას­თან — რო­გორც სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, არის თუ არა ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა დღე­საც სა­ინ­ტე­რე­სო; მის მი­ერ დას­მუ­ლი სა­კითხე­ბი არის თუ არა სადღე­ი­სოდ აქ­ტუ­ა­ლუ­რი. თავ­და­პირ­ვე­ლად, შე­მოქ­მედ­ზე ფიქ­რი თენ­გიზ აბუ­ლა­ძის ფილ­მის „ვედ­რე­ბა“სკო­ლა­ში ჩვე­ნე­ბით და­ვიწყეთ. ამ ფილ­მ­ზე ფიქ­რ­მა მიგ­ვიყ­ვა­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოს თე­ატ­რის, კი­ნოს, ქო­რე­ოგ­რა­ფი­ი­სა და მუ­სი­კის მუ­ზე­უმ­ში. აქ მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­ეც­ნენ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის თენ­გიზ აბუ­ლა­ძი­სად­მი მი­წე­რილ უამ­რავ წე­რილს, სა­დაც ისი­ნი აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბას ვერ მა­ლა­ვენ ფილ­მის გა­მო. დღე­ვან­დელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე  VII-IX კლასების მოს­წავ­ლე­ებ­მა ასე­ვე წარ­მო­ად­გი­ნეს ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას შე­მოქ­მე­დე­ბის თე­მა­ტი­კა­ზე შექ­მ­ნი­ლი ნა­ხა­ტე­ბი (ხატვის პედაგოგს — ნინო იოსავა). დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ტის ხელ­ნა­წე­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს — მა­რი­ამ ყი­ფი­ანს, ასე­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლოს თე­ატ­რის, კი­ნოს, ქო­რე­ოგ­რა­ფი­ი­სა და მუ­სი­კის მუ­ზე­უმს, დახ­მა­რე­ბი­სა და თა­ნად­გო­მი­სათ­ვის.
ვრცლად>>>
2011-11-03
განვითარებისა და სწავლის თეორიები
მოკლე ინფორმაცია იმ ავტორების შესახებ, რომელთა ნააზრევის ცოდნაც მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით არის განსაზღვრული ჟან პი­ა­ჟე (1896-1980)

შვე­ი­ცა­რი­ე­ლი ფსი­ქო­ლო­გი, ინ­ტე­ლექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის თე­ო­რი­ის ავ­ტო­რი. 1929 წლი­დან იყო ჟე­ნე­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პე­და­გო­გი­უ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის დი­რექ­ტო­რი. პი­ა­ჟემ შექ­მ­ნა ბავ­შ­ვის აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი კვლე­ვის სკო­ლა. მან რამ­დე­ნი­მე წე­ლი იმუ­შა­ვა ცნო­ბი­ლი ფსი­ქო­ლო­გის, ალ­ფ­რედ ბი­ნეს, ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში. სწო­რედ ამ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მუ­შა­ო­ბის დროს პი­ა­ჟე პირ­ვე­ლად და­ინ­ტე­რეს­და ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­ლექ­ტის და მი­სი გან­ვი­თა­რე­ბის სა­კითხე­ბის შეს­წავ­ლით. ბი­ნეს ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მუ­შა­ო­ბის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა იყო სტან­დარ­ტუ­ლი ტეს­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა, რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ინ­ტე­ლექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნის დად­გე­ნა. ამ სა­კითხებ­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი პი­ა­ჟეს თე­ო­რი­ას. კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ერ­თი ასა­კის ბავ­შ­ვე­ბი ტეს­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბის დროს ხში­რად უშ­ვებ­დ­ნენ ერ­თ­სა და იმა­ვე ტი­პის შეც­დო­მებს და ამ შეც­დო­მის არ­სით ისი­ნი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბოდ­ნენ სხვა ასა­კის ბავ­შ­ვე­ბი­სა­გან. ამ დაკ­ვირ­ვე­ბამ უბიძ­გა პი­ა­ჟეს იმ ფაქ­ტო­რე­ბის კვლე­ვი­სა­კენ, რომ­ლებ­საც გავ­ლე­ნა აქვთ აზ­როვ­ნე­ბის პრო­ცეს­ზე. მი­სი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი ასა­ხუ­ლია „კოგ­ნი­ტუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის თე­ო­რი­ა­ში“, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე ექ­ს­პერ­ტე­ბის მი­ერ შე­ფა­სე­ბუ­ლი იყო უნი­კა­ლურ და რე­ვო­ლუ­ცი­ურ ნა­ბი­ჯად ფსი­ქო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.
ვრცლად>>>
2011-11-03
იღ­ბ­ლი­ა­ნი გათ­ვ­ლა
გაზეტის სტუმარია
მწერალი თამთა მელაშვილი, 
2011 წლის ლიტერატურული პრემიის „საბა“ 
მფლობელი საუკეთესო დებიუტისთვის „გათ­ვ­ლა“ (ამონარიდი)
მეს­ვ­რი­ან, ნინ­ცო, ესე­ნი. ტვინს გა­მას­ხ­მე­ვი­ნე­ბენ, ნინ­ცო, ესე­ნი. რო­გორც იმ კაცს იმ ხევ­ში, გახ­სოვს, რო­გორ ჰქონ­და? გახ­სოვს, ტვი­ნი რო­გორ ჰქონ­და? მეს­ვ­რი­ან. რაც არ უნ­და ვი­კივ­ლო, მა­ინც მეს­ვ­რი­ან. მა­ინც ვერ გა­ვა­გო­ნებ. მთე­ლი ყუ­თი მაქვს თან, სა­თი­თა­ოდ ვყა­რე ტუ­ა­ლე­ტის ფან­ჯ­რი­დან. აი ეხ­ლა ჩა­ვაწყობ და სა­ნამ მო­მი­ახ­ლოვ­დე­ბი­ან, გა­ვიქ­ცე­ვი. მეს­ვ­რი­ან ესე­ნი. მეს­ვ­რი­ან. აქეთ მო­დი­ან და მეს­ვ­რი­ან. რა­ტომ არ მითხა­რი, რომ ძაღ­ლი ჰყავ­დათ, რა­ტომ არ იცო­დი? ვინ­მე ვე­გო­ნე­ბი და მეს­ვ­რი­ან. მეს­ვ­რი­ან, ისე ყეფს ეს ძაღ­ლი. მეს­ვ­რი­ან. ვე­ლით გა­და­ვალ, ვე­ლით უნ­და გა­და­ვი­დე. არა­ფე­რი მო­მი­ვა, ვე­ლით გა­და­ვალ. მე ხო ჩი­ტი­ვით ვარ, მე ხო პა­ტა­რა ვარ, მე ხო ჩი­ტი ვარ, ცა­ზე ჩი­ტი ვარ, თუ რო­გორ მითხა­რი? იმ დღეს რო­გორ მითხა­რი? აი, უცებ გა­და­ვალ. უცებ გა­და­ვირ­ბენ, ერთ წამ­ში გა­და­ვირ­ბენ. ვერც გა­ი­გე­ბენ ესე­ნი, ისე გა­და­ვირ­ბენ. აი, იცი, რო­გორ გა­და­ვირ­ბენ? ხვალ მო­გიყ­ვე­ბი, აი, ისე სწრა­ფად გა­და­ვირ­ბენ, უცებ გა­და­ვირ­ბენ. ნინ­ცო. და­ი­ცა, ავი­ღო ესე­ნი, აქეთ მო­დი­ან, მე მგო­ნი. ჰო, აქეთ მო­დი­ან. მეს­ვ­რი­ან. და­ი­ცა, მე ხომ ჩი­ტი ვარ, იწი­ლო ბი­წი­ლო შრო­შა­ნო გვრი­ტი­ნო ალ­ხო მალ­ხო ჩიტ­მა გნა­ხოს შე­ნი ფეს­ვი ფეს­ვ­მან­დუ­რი სი­კო­ჭო­რი კალ­მა­ხუ­რი აბ­და უბ­და გა­ი­ქე­ცი. გა­ი­ქე­ცი. აბ­და­უბ­და გა­ი­ქე­ცი. იწი­ლო ბი­წი­ლო შრო­შა­ნო გვრი­ტი­ნო ალ­ხო მალ­ხო ჩიტ­მა გნა­ხოს, შე­ნი... შე­ნი ფეს­ვი ფეს­ვ­მან­დუ­რი სი­კო­ჭო­რი კალ­მა­ხუ­რი, აბ­და უბ­და გა­ი­ქე­ცი გა­ი­ქე­ცი... იწი­ლო ბი­წი­ლო შრო­შა­ნო გვრიტ­ინო ალ­ხო მალ­ხო, ჩიტ­მა გნა­ხოს, შე­ნი ფეს­ვი ფეს­ვ­მან­დუ­რი სი­კო­ჭო­რი კალ­მა­ხუ­რი აბ­და უბ­და
გა-ი-ქე-ცი
წკიპ და რიკ.
ვრცლად>>>
2011-11-03
პე­და­გოგს, რო­მელ­მაც ჩვენს შვი­ლებს უნ­და ას­წავ­ლოს, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი მოთხოვ­ნე­ბი უნ­და წა­ვუ­ყე­ნოთ
გვე­სა­უბ­რე­ბა გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის 
ზო­გა­დი უნა­რე­ბის ჯგუ­ფის 
ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი სო­ფო დო­ლი­ძე წელს სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დებ­ში დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის პე­და­გო­გე­ბიც ჩა­ერ­თ­ნენ. მო­მა­ვა­ლი წლის­თ­ვის მათ სი­ახ­ლე ელით — ტეს­ტი საგ­ნობ­რი­ვი სწავ­ლე­ბის პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის. რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით მოწ­მ­დე­ბა დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის პე­და­გო­გის ცოდ­ნა და სწავ­ლე­ბის უნა­რი?
2011 წელს პირ­ვე­ლად ჩა­ვა­ტა­რეთ სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­და დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის იმ პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც I-IV კლა­სებ­ში სამ ძი­რი­თად სა­განს ას­წავ­ლი­ან. მარ­თა­ლია, კა­ნო­ნით გან­საზღ­ვ­რუ­ლია, რომ დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რი I-VI კლა­სებს მო­ი­ცავს, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნ­და, მას­წავ­ლე­ბელ­თა უდი­დე­სი ნა­წი­ლი ისევ I-IV კლა­სებ­ში ას­წავ­ლის არა ერთ სა­განს, არა­მედ სამს — ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას, მა­თე­მა­ტი­კა­სა და ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბას. სწო­რედ ამ მას­წავ­ლებ­ლებს შევ­თა­ვა­ზეთ, პირ­ველ რიგ­ში, კომ­პ­ლექ­სუ­რი სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო ტეს­ტი. პე­და­გო­გის ცოდ­ნა და სწავ­ლე­ბის უნა­რი სა­მი­ვე დის­ციპ­ლი­ნა­ში მოწ­მ­დე­ბო­და. ტეს­ტი პრო­ფე­სი­ულ ცოდ­ნას­თან ერ­თად მე­თო­დი­კა­საც მო­ი­ცავ­და.
ვრცლად>>>
2011-11-03
ერთ პატარა ოთახში დაწყებული „ქართველთ სწავლის“ ისტორია
ვა­რი­ან­ში თბი­ლი, მზი­ა­ნი შე­მოდ­გო­მის დღე იდ­გა. სკო­ლის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე, ნა­ხევ­რად ღია ჭიშ­კ­რე­ბი­დან, კარ­გად მო­ჩან­და პო­მიდ­ვ­რით სავ­სე კა­ლა­თე­ბი, ახ­ლად მო­ბერ­ტყი­ლი კა­კა­ლი, გა­სახ­მო­ბად გაყ­რი­ლი ლო­ბიო... სკო­ლის ეზო­ში სი­ჩუ­მე იყო, გაკ­ვე­თი­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. შე­ნო­ბის კუთხე­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი შევ­ნიშ­ნე, ის­ხ­დ­ნენ და სა­უბ­რობ­დ­ნენ. ვი­ფიქ­რე გაკ­ვე­თი­ლი უც­დე­ბათ და მზე­ზე თბე­ბი­ან-მეთ­ქი. მი­ვუ­ახ­ლოვ­დი, სა­უ­ბარს ქალ­ბა­ტო­ნი წარ­მარ­თავ­და, ვა­ჟას შე­სა­ხებ სვამ­და შე­კითხ­ვებს. მივ­ხ­ვ­დი, უნე­ბუ­რად ქარ­თუ­ლის გაკ­ვე­თილზე აღმოვჩნდი. და­ახ­ლო­ე­ბით 10 წუთ­ში ზა­რიც და­ი­რე­კა. ეს ქალ­ბა­ტო­ნი ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი ქე­თე­ვან ბერ­კა­ციშ­ვი­ლი აღ­მოჩ­ნ­და. XII კლას­ში ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძის „ლა­ხათ ლუ­ქუმს“ გა­დი­ან და და­სა­წე­რად თე­მა მი­უ­ცია „ვინ ვარ მე“. გა­სა­გე­ბი გახ­და, რა­ტო­მაც და­ა­კავ­ში­რეს იმ­დღე­ვან­დე­ლი გაკ­ვე­თი­ლი ვა­ჟას­თან. „ბავ­შ­ვებ­მა მთხო­ვეს, საკ­ლა­სო ოთახ­ში ცი­ვა და ეზო­ში ჩა­ვა­ტა­როთ გაკ­ვე­თი­ლიო, უარი არ ვუთხა­რი, მარ­თ­ლაც კარ­გი შე­მოდ­გო­მა გვიდ­გას. 45 წე­ლია მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ და მოს­წავ­ლე­ებ­თან კონ­ფ­ლიქ­ტი არა­სო­დეს მქო­ნია, მათ­თან ხმის აწე­ვაც არ მჭირ­დე­ბა, კარ­გად გვეს­მის ერ­თ­მა­ნე­თის. გაკ­ვე­თი­ლებს, ძი­რი­თა­დად, სა­უბ­რის, კითხ­ვა-პა­სუ­ხის, მსჯე­ლო­ბის რე­ჟიმ­ში ვა­ტა­რებ. ჩემ­თ­ვის მთა­ვა­რია თე­მის ანა­ლი­ზი შეძ­ლოს და აზ­რის გა­მოთ­ქ­მის კულ­ტუ­რა შე­ი­ძი­ნოს თი­თო­ე­ულ­მა მოს­წავ­ლემ. ხში­რად ვკა­მა­თობთ კი­დეც. ახ­ლაც ასე იყო...“
ვრცლად>>>
2011-11-03
დირექტორთა კლუბი
თბი­ლი­სის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის 23-ე საჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი თე­მურ კიკ­ნა­ძე და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის N87 სა­შუ­ა­ლო სკო­ლა. სწავ­ლობ­და თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გე­ოგ­რა­ფია-გე­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე, საზღ­ვარ­გა­რე­თის ეკო­ნო­მი­კუ­რი გე­ოგ­რა­ფი­ის სპე­ცი­ა­ლო­ბით.
1974-1978 წლებ­ში იწყებს პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას თბი­ლი­სის 23-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში, გე­ოგ­რა­ფი­ის პე­და­გო­გად. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მუ­შა­ო­ბას აგ­რ­ძე­ლებს თბი­ლი­სის გა­ნათ­ლე­ბის სამ­მარ­თ­ვე­ლო­ში, შემ­დეგ თბი­ლი­სის N102 სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დი­რექ­ტო­რად.
1987 წლი­დან მუ­შა­ობ­და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში სხვა­დას­ხ­ვა ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, ხო­ლო 1999 წლი­დან 2007 წლამ­დე იყო თბი­ლი­სის მე-3 გიმ­ნა­ზი­ის დი­რექ­ტო­რი.
2007 წლი­დან დღემ­დე მუ­შა­ობს თბი­ლი­სის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის 23-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რად.
სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად ფლობს ქარ­თულ და რუ­სულ ენებს, კომ­პი­უ­ტე­რულ პროგ­რა­მებს. გავ­ლი­ლი აქვს სხვა­დას­ხ­ვა კურ­სე­ბი და ტრე­ნინ­გე­ბი.
და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია — ლი­ტე­რა­ტუ­რით, ის­ტო­რია-გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი და პო­ლი­ტი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბით, სპორ­ტით — ფეხ­ბურ­თი, კა­ლათ­ბურ­თი, რაგ­ბი.
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40] > [41] > [42] > [43] > [44] > [45] > [46] > [47] > [48] > [49] > [50] > [51] > [52] > [53] > [54] > [55] > [56] > [57] > [58] > [59] > [60] > [61]
37(831)N