გამოდის 1998 წლიდან
2011-11-03
დირექტორთა კლუბი

თბი­ლი­სის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის 23-ე საჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი თე­მურ კიკ­ნა­ძე

და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის  N87 სა­შუ­ა­ლო სკო­ლა. სწავ­ლობ­და თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის  გე­ოგ­რა­ფია-გე­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე, საზღ­ვარ­გა­რე­თის ეკო­ნო­მი­კუ­რი გე­ოგ­რა­ფი­ის სპე­ცი­ა­ლო­ბით.
1974-1978 წლებ­ში  იწყებს  პე­და­გო­გი­ურ  საქ­მი­ა­ნო­ბას თბი­ლი­სის 23-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში, გე­ოგ­რა­ფი­ის პე­და­გო­გად. მოგ­ვი­ა­ნე­ბით,  მუ­შა­ო­ბას აგ­რ­ძე­ლებს თბი­ლი­სის გა­ნათ­ლე­ბის სამ­მარ­თ­ვე­ლო­ში, შემ­დეგ თბი­ლი­სის  N102 სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დი­რექ­ტო­რად.
1987 წლი­დან მუ­შა­ობ­და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში სხვა­დას­ხ­ვა ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, ხო­ლო  1999 წლი­დან 2007 წლამ­დე იყო თბი­ლი­სის მე-3 გიმ­ნა­ზი­ის დი­რექ­ტო­რი.
2007 წლი­დან დღემ­დე მუ­შა­ობს თბი­ლი­სის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის 23-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რად.
სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად ფლობს ქარ­თულ და რუ­სულ ენებს,  კომ­პი­უ­ტე­რულ პროგ­რა­მებს. გავ­ლი­ლი აქვს სხვა­დას­ხ­ვა კურ­სე­ბი და ტრე­ნინ­გე­ბი.
და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია  — ლი­ტე­რა­ტუ­რით, ის­ტო­რია-გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი და პო­ლი­ტი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბით,  სპორ­ტით — ფეხ­ბურ­თი, კა­ლათ­ბურ­თი, რაგ­ბი.

თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლა
თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლა ბევ­რად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა იმ სკო­ლე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც ახ­ლო წარ­სულ­ში, კო­მუ­ნის­ტურ პე­რი­ოდ­ში გვქონ­და. გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, მარ­თ­ლაც რომ, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გარ­დაქ­მ­ნე­ბი მოხ­და. ძა­ლი­ან ბევ­რი სი­ახ­ლე შე­იძ­ლე­ბა მტკივ­ნე­უ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს, თუნ­დაც მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, მაგ­რამ სკო­ლა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბის და­ნერ­გ­ვა, სწავ­ლე­ბი­სა და სწავ­ლის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა, უსაფ­რ­თხო გა­რე­მოს შექ­მ­ნა და მრა­ვა­ლი სხვა სა­სი­კე­თო სი­ახ­ლის გა­ტა­რე­ბა, აუცი­ლე­ბე­ლი რომ იყო, ეს უდა­ვოა. მას­წავ­ლე­ბე­ლი მიჩ­ვე­უ­ლი იყო გარ­კ­ვე­უ­ლი მო­დე­ლით მუ­შა­ო­ბას. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, დიქ­ტა­ტო­რი იყო და ყვე­ლა­ფერს  წარ­მარ­თავ­და, მი­სი ასე­თი ქმე­დე­ბე­ბი ხში­რად იწ­ვევ­და მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის პრო­ტესტს. დი­რექ­ტო­რის, მას­წავ­ლებ­ლი­სა და მოს­წავ­ლის ქცე­ვის კო­დექ­სე­ბის შექ­მ­ნამ ბევ­რი რამ და­ა­რე­გუ­ლი­რა.  შე­იც­ვა­ლა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი  მას­წავ­ლე­ბელ­სა და მოს­წავ­ლეს, ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა­სა და პე­და­გოგს შო­რის. ჩემ­თ­ვის დი­რექ­ტო­რის კო­დექ­სი სავ­სე­ბით მი­სა­ღე­ბია. მი­მაჩ­ნია, რომ დი­რექ­ტო­რი გარ­კ­ვე­ულ ჩარ­ჩო­ებ­ში უნ­და იყოს მოქ­ცე­უ­ლი, ის არ უნ­და  სცილ­დე­ბო­დეს იმ უფ­ლე­ბებს, რაც მას სა­ხელ­მ­წი­ფომ და­ა­კის­რა. კო­დექ­სის დარ­ღ­ვე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში,   რა თქმა უნ­და, შე­სა­ბა­მის რე­ა­გი­რე­ბას მო­ვახ­დენთ. გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას,  სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერ­გ­ვას თა­ვის­თა­ვად  სხვა ტემ­პ­ში გა­დაჰ­ყავს მას­წავ­ლე­ბე­ლი. ახალ გა­რე­მოს­თან ადაპ­ტი­რე­ბა, მით უმე­ტეს ძვე­ლი მენ­ტა­ლო­ბის პე­და­გო­გის­თ­ვის, გარ­კ­ვე­ულ სიძ­ნე­ლე­ებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა და­უძ­ლე­ვე­ლი არა­ფე­რია.
 გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში, სკო­ლა­ში, ძა­ლი­ან ბევ­რი სა­სი­კე­თო სი­ახ­ლე ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სწავ­ლის ხა­რის­ხი სკო­ლის­თ­ვის ყო­ველ­თ­ვის სუს­ტი წერ­ტი­ლი იყო. მი­სი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და მხო­ლოდ და მხო­ლოდ    მას­წავ­ლებ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბით. ჩვე­ნი პე­და­გო­გე­ბი საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დებ­ში. სკო­ლა­ში  გვყავს 6 სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი და ერ­თი მენ­ტო­რი პე­და­გო­გი — ფრან­გულ ენა­ში.
რა თქმა უნ­და,  იმ მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლე­ბიც ვერ შეძ­ლე­ბენ სერ­ტი­ფი­კა­ტის მი­ღე­ბას,  სამ­წუ­ხა­როდ, სკო­ლის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წევთ.   სკო­ლა ში­ნა­არ­სობ­რი­ვა­დაც და ეს­თე­ტი­კუ­რა­დაც  უნ­და პა­სუ­ხობ­დეს თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნებს.

უსაფ­რ­თხო სკო­ლა
რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლა­ში უსაფ­რ­თხო გა­რე­მოს შექ­მ­ნას, ჩვე­ნი სკო­ლა, ამ მხრივ, ალ­ბათ ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლია. დიდ დახ­მა­რე­ბას გვი­წევს მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი. სკო­ლა­ში არ გვყავს ძნე­ლად აღ­საზ­რ­დე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი უსაფ­რ­თხო გა­რე­მო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. მოს­წავ­ლეც, მას­წავ­ლე­ბე­ლიც და მშო­ბე­ლიც მკაც­რად იცავს სკო­ლის ში­ნა­გა­ნა­წესს. 

მოს­წავ­ლე­თა
აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა
სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებ­ზე ჩვენ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნეს — 10 სა­უ­კე­თე­სო სკო­ლას შო­რის მოვ­ხ­ვ­დით. წელს სკო­ლა 65-მა მოს­წავ­ლემ და­ამ­თავ­რა და 64 სტუ­დენ­ტი გახ­და, მხო­ლოდ ერ­თ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა, სა­პა­ტიო მი­ზე­ზის გა­მო, ვერ შეძ­ლო ეროვ­ნულ გა­მოც­და­ზე გას­ვ­ლა. ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე ჩვენ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნეს. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ წელს აბი­ტუ­რის სა­ა­თი სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და, ეს კი­დევ უფ­რო მაღ­ლა ას­წევს სწავ­ლის  ხა­რისხს. 

ბრენ­დი­რე­ბა  
ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა სკო­ლა, რა თქმა უნ­და, ჩვენც სე­რი­ო­ზუ­ლად ვემ­ზა­დე­ბით ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის­თ­ვის. იმი­სათ­ვის, რომ სკო­ლა ბრენ­დი­რე­ბუ­ლი გახ­დეს, ძა­ლი­ან ბევ­რი მოთხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოგ­ვი­წევს. მარ­ტო გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი სკო­ლა და კარ­გი გა­რე­მო სკო­ლის ში­ნა­არსს და ბრენ­დი­რე­ბას, რა თქმა უნ­და,  ხელს არ შე­უწყობს. ძა­ლი­ან დი­დი ყუ­რადღე­ბა მი­ექ­ცე­ვა სწავ­ლე­ბის და სწავ­ლის ხა­რისხს.  ჩვენს სკო­ლა­ში,  რამ­დე­ნი­მე წე­ლია,  მა­ღალ კლა­სებ­ში  (IX-XI) ვა­ტა­რებთ გა­მოც­დებს, ამით მოს­წავ­ლე­ებს  სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, გა­მოს­ცა­დონ  სა­კუ­თა­რი  შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და  მე­თორ­მე­ტე კლას­ში სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებს უფ­რო მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი შეხ­ვ­დ­ნენ. სას­კო­ლო გა­მოც­დე­ბი საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლად და მკაც­რი წე­სე­ბის დაც­ვით ტარ­დე­ბა. თუ მოს­წავ­ლე სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლია,  გა­მოც­დი­დან ვა­თა­ვი­სუფ­ლებთ, ეს მათ­თ­ვის გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად სტი­მუ­ლია, ასე­თი მოს­წავ­ლე მთე­ლი წე­ლი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სწავ­ლა­ზე.
ბრენ­დი­რე­ბის­თ­ვის მზა­დე­ბას ყვე­ლა სკო­ლა თა­ნა­ბა­რი პი­რო­ბე­ბით ვიწყებთ.  გახ­დე ბრენ­დი­რე­ბუ­ლი სკო­ლა, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა­ზე, პე­და­გო­გებ­ზე, მოს­წავ­ლე­ებ­სა და  მშობ­ლებ­ზე.

სკო­ლის მარ­თ­ვა
სკო­ლის დი­რექ­ტო­რის­თ­ვის ყვე­ლა­ზე დი­დი დამ­სა­ხუ­რე­ბაა,   გქონ­დეს ნდო­ბა მოს­წავ­ლე­ებ­ში, მშობ­ლებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებ­ში. და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად არა­სო­დეს დავ­ს­ჯი მოს­წავ­ლეს. ის, რომ  დი­რექ­ტო­რი ვარ,  იმას არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა მაქვს და არაფ­რის უფ­ლე­ბა არ აქვს მოს­წავ­ლეს. ვფიქ­რობ, ასე­თი მიდ­გო­მა არას­წო­რია. ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობ, მე­გობ­რუ­ლად მი­ვუდ­გე მოს­წავ­ლეს, ვე­სა­უბ­რო, ბო­დი­შიც კი მო­ვუ­ხა­დო, თუკი არას­წო­რად, და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად მო­ვე­ქე­ცი მას. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, დი­რექ­ტო­რი  უნ­და იყოს მა­გა­ლი­თის მიმ­ცე­მი პე­და­გო­გის­თ­ვის, რო­მე­ლიც ისე­ვე უნ­და მო­ექ­ცეს მოს­წავ­ლეს, რო­გორც მი­სი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა ექ­ცე­ვა. ჩვე­ნი საქ­ცი­ე­ლი სა­მა­გა­ლი­თო უნ­და იყოს ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის.  ჩე­მი, რო­გორც დი­რექ­ტო­რის, მარ­თ­ვის  მე­თო­დი მარ­ტი­ვია — ყუ­რადღე­ბას ვა­მახ­ვი­ლებ არა სიმ­კაც­რე­ზე, არა­მედ ადა­მი­ა­ნურ ფაქ­ტო­რებ­ზე. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რო­ცა მოს­წავ­ლეს სწო­რად ეს­მის ჩე­მი მი­თი­თე­ბე­ბი, სა­ნაც­ვ­ლოდ კი,  მის­გან სიყ­ვა­რულსა და პა­ტი­ვის­ცე­მას ვგრძნობ.

კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი
23-ე სა­ჯა­რო სკო­ლას მარ­თ­ლაც სა­ა­მა­ყო კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი ჰყავს. შარ­შან  პრო­ექ­ტის ALUMNI ფარ­გ­ლებ­ში, მათ სკო­ლას დი­დი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ეს.  გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და გა­მოვ­ყო ვა­ტო კა­ხი­ძე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კეს­ტ­რის ხემ­ძღ­ვა­ნე­ლი, რო­მელ­მაც სკო­ლას 1500 ლა­რი გად­მო­უ­რიცხა. პრო­ექ­ტის  ALUMNI ფარ­გ­ლებ­ში, შე­მო­წი­რუ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, სკო­ლა­ში  ბევ­რი პრობ­ლე­მა გა­დავ­ჭე­რით, კერ­ძოდ, მო­ვა­წეს­რი­გეთ სკო­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია და ში­და ეზო, გა­ვა­რე­მონ­ტეთ რამ­დე­ნი­მე საკ­ლა­სო ოთა­ხი. შარ­შან, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს დახ­მა­რე­ბით, მთლი­ა­ნი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­და სპორ­ტულ დარ­ბაზს. მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბი სკო­ლას დიდ დახ­მა­რე­ბას  უწე­ვს. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი სკო­ლა სე­რი­ო­ზულ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას მო­ითხოვს. იმე­დია, მო­მა­ვა­ლი წლის­თ­ვის გა­მო­ი­ნა­ხე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა,  სა­თა­ნა­დო სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად და  უძ­ვე­ლე­სი შე­ნო­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად. 

წარ­მა­ტე­ბუ­ლი სკო­ლა
პირ­ვე­ლად, რო­ცა ამ სკო­ლა­ში და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა,  24 წლის ვი­ყა­ვი. მა­ღალ კლა­სებ­ში ვას­წავ­ლი­დი გე­ოგ­რა­ფი­ას. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს სკო­ლა და მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ამ  სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ვარ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 23-ე სკო­ლის მდი­და­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ. ეს, რა თქმა უნ­და, კი­დევ უფ­რო  მეტ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას მა­კის­რებს. 
ყვე­ლა­ზე დიდ  წარ­მა­ტე­ბად მი­მაჩ­ნია, რომ  ჩე­მი დი­რექ­ტო­რო­ბის პე­რი­ოდ­ში, 23-ე სა­ჯა­რო სკო­ლამ კვლავ და­იბ­რუ­ნა ღირ­სე­უ­ლი სა­ხე­ლი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბო­ლო სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი სკო­ლა, თბი­ლის­ში,  საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი და მო­წი­ნა­ვე გახ­და.  ეს, რა თქმა უნ­და, ჩვე­ნი  პე­და­გო­გე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის ერ­თობ­ლი­ვი შრო­მის შე­დე­გია. ის, რომ 23-ე სა­ჯა­რო სკო­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი და რე­ი­ტინ­გუ­ლია,   სკო­ლა­ში 180 პირ­ველ­კ­ლა­სე­ლის შე­მოს­ვ­ლა­მაც ცხად­ჰ­ყო.

სკო­ლის კლას­გა­რე­შე
საქ­მი­ა­ნო­ბა
ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სკო­ლა­ში ყვე­ლა პი­რო­ბაა შექ­მ­ნი­ლი. მარ­ტო სწავ­ლე­ბი­სა და სწავ­ლის  ხა­რის­ხ­ზე არ ვართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი,  ვცდი­ლობთ მოს­წავ­ლეს სა­შუ­ა­ლე­ბა მივ­ცეთ  აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თოს კლას­გა­რე­შე საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.
სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ  ბავ­შ­ვებს და­ვუ­რი­გეთ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის კომ­პ­ლექ­ტე­ბი, რამ­დე­ნი­მე მოს­წავ­ლეს, დი­რექ­ცი­ის სა­ხე­ლით, შე­ვუ­ძი­ნეთ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი.  ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სხვა­დას­ხ­ვა სას­კო­ლო პრო­ექ­ტებ­ში, კონ­კურ­სებ­ში.  სკო­ლა­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს თა­ნა­მედ­რო­ვე ცეკ­ვე­ბის სტუ­დია, ყა­ლიბ­დე­ბა ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის ან­სამ­ბ­ლი; გვყავს ბიჭ­უნათა ფო­ლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბ­ლი; მუ­შა­ობს ხატ­ვის სტუ­დია; ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს ინ­გ­ლი­სუ­რი ენის წრე; გვაქვს გა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბი; გავ­ხ­სე­ნით სპორ­ტუ­ლი კლუ­ბი „ირაო“, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს სპორ­ტის რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბას:  ფეხ­ბურ­თის  გუნ­დი, ჩი­ნუ­რი საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის — უ-შუს  წრე, ფრენ­ბურ­თის და კა­ლათ­ბურ­თის წრე­ე­ბი  და სხვ.

მო­მავ­ლის გეგ­მებ­ი
 მიზ­ნად და­ვი­სა­ხეთ, რომ სკო­ლამ გა­აგ­რ­ძე­ლოს დაწყე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, უნ­და ვე­ცა­დოთ, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ  ად­გი­ლი  სა­უ­კე­თე­სო სკო­ლებს შო­რის. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სკო­ლა­ში გვქონ­დეს ჯან­სა­ღი ატ­მოს­ფე­რო.
პი­რა­დად მე, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ნაკ­ლე­ბად მრჩე­ბა, ძი­რი­თა­დად, ჩე­მი ცხოვ­რე­ბა ისევ და ისევ სკო­ლას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მი­ხა­რია, რომ ვა­კე­თებ იმ საქ­მეს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ა­ნმა

25-28(942)N