გამოდის 1998 წლიდან
სტატიები
2010-10-07
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები
გამოცდებზე გასასვლელად 13800-ზე ოდნავ მეტი პედაგოგი დარეგისტრირდა, რეალურად გამოცდაზე 10003 გამოცხადდა, იგულისხმება ის პედაგოგები, რომლებმაც ორივე გამოცდა ჩააბარეს - პროფესიული უნარები და საგნობრივი ტესტი და ის პედაგოგებიც, რომლებმაც წინასწარ განაცხადეს, რომ მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარება სურთ. ასეთია სტატისტიკა.
მოგეხსენებათ, პირველადი შედეგებით, ორივე ბარიერი 1147-მა პედაგოგმა გადალახა და მოიპოვა სერტიფიკატი. თუმცა, აპელაციის პროცესი ახლა დასრულდა და მათ რიცხვს გარკვეული რაოდენობა, ალბათ, მოემატება. შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ, სერტიფიკატის მიღების უფლება, დაახლოებით, 1200-მა პედაგოგმა მოიპოვა.
რომელი გამოცდის ჩაბარება უფრო გაუჭირდათ?
ასე ვერ გავმიჯნავთ, რადგან შედეგები საგნობრივ ტესტებშიც და პროფესიულ უნარებშიც, მეტ-ნაკლებად, თანაბარი იყო. ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ცუდი შედეგი მივიღეთ, მაგრამ მე არ ვარ ასეთი ფორმულირების მომხრე. ამ ყველაფერს არ ვუყურებ, როგორც გამოცდას, ეს არის პროცესი, რომელიც დაიწყო. პირადად მე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ მასწავლებელს, ვინც ასე მარტივად მიიღო გამოწვევა, პირველივე გამოცდაზე გამოვიდა და საკუთარი თავის შეფასების არ შეეშინდა. ნიშნული, რომელიც დავაწესეთ, ნამდვილად არ იყო დაბალი, პირიქით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ მაღალი იყო. ეს ის ბარიერია, რომელიც კარგმა მასწავლებელმა უნდა გადალახოს, იმ მასწავლებელმა, როგორიც ჩვენს წარმოდგენაშია და პედაგოგების წარმოდგენაშია, როგორ შედეგებსაც ერთობლივი ძალისხმევით უნდა მივაღწიოთ 2014 წლამდე. ასე რომ, პროცესი დაიწყო და 2014 წლამდე გაგრძელდება. არაფერი ტრაგიკული იმაში არ არის, რომ პედაგოგმა, გარკვეულ ვითარებათა გამო, კონკრეტულ გამოცდაზე ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხა.
ვრცლად>>>
2010-10-07
2010 წელს აბიტურიენტების მომზადების დონესთან დაკავშირებით
2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების წარდგენისას გამოცდებისა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ქალბატონ მაია მიმინოშვილმა განაცხადა, რომ წელს წინა წლებთან შედარებით შედეგები გაუარესებულია. ”6 წლის განმავლობაში სულ იყო კითხვა, უმჯობესდება თუ უარესდება ჩვენი აბიტურიენტების მომზადების დონე. სულ ვამბობდი, რომ დრამატულად არც უმჯობესდება და არც უარესდება, წელს უნდა ვაღიარო, რომ შედეგები დამაფიქრებელია და გაცილებით დაბალია აბიტურიენტების მომზადების დონე, ვიდრე გასულ წლებში”. განსაკუთრებული ყურადღება პრესკონფერენციაზე, რომელიც 4 აგვისტოს მოეწყო, ქ-ნ. მიმინოშვილმა მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს მიაქცია. ამ კონტექსტში საინტერესოა მისი 10 აპრილის ინტერვიუ, სადაც ის წუხს, რომ ბოლო ექვსი წლის მანძილზე უხარისხო სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები იქმნებოდა, რომ `ჩვენ ჩავაგდეთ საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება და რამდენიმე თაობას რბილად, რომ ვთქვათ ცუდად მოვექეცით~. ამ ორი განაცხადის საფუძველზე გვაქვს შემდეგი სურათი: ქ-ნ. მიმინოშვილის განცხადებით, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწორად არ მიმდინარეობდა სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების რეფორმა.
ვრცლად>>>
2010-10-07
ისევ გამოცდები...
2009 წლის სექტემბერი... გამოცდების პირველი ეტაპი ზაფხულში ჩატარდება. ვინ გავა გამოცდაზე? გონება ცდილობს ამ ინფორმაციას გულგრილად შეხვდეს, არ გამოდის. მართალია, ნებაყოფლობითია, მაინც... გონება ელვის სისწრაფით ალაგებს, გაკვეთილის გეგმის მსგავსად, მიზნებსა და შედეგებს. მიზანი: საკუთარი თავი ხომ უნდა გამოვცადო, მაინტერესებს, რა იქნება ისეთი... შედეგი: სერტიფიცირებული მასწავლებელი იქნები, 8 წელი ვერავინ შეგეხება... იქნებ ხელფასიც მოგიმატონ?
ვრცლად>>>
2010-09-22
უპრეცედენტო პროგრამა და რიგი სიახლეები ახალ სასწავლო წელს
გვესაუნრება ნათია ჯოხაძე, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი

2010-11 სასწავლო წლის სასწავლო გეგმა

2010-2011 სასწავლო წლების სასწავლო გეგმაში ძირეული ცვლილებები არ არის, თუმცა მიმდინარე წლის სასწავლო პროგრამაში არის რიგი სიახლეებისა

როგორც ზოგადადმინისტრაციულ ნაწილში, ასევე საგნობრივ კომპონენტებშიც. შეიცვალა მოსწავლის შეფასების სქემა, კომპონენტებს აღარ ექნება პროცენტული წონა. მოსწავლეთა შეფასების სამკომპონენტიან სისტემაში სამივე კომპონენტს თანაბარი წონა ექნება და თითოეული კომპონენტის მიხედვით პროცენტების გაანგარიშება საჭირო აღარ იქნება. გამახვილებულია ყურადღება მოსწავლეთა დასწრების სისტემაზე. მოსწავლეთა დასწრება მნიშვნელოვანია როგორც სკოლისთვის, ასევე თვითონ მოსწავლისთვის. ბუნებრივია, მკაცრდება მოსწავლეთა აღრიცხვიანობა. ჩვენი სამწუხარო რეალობა იყო, განსაკუთრებით მაღალ კლასებში, რომ მოსწავლეთა დიდი რაოდენობა გაკვეთილებს არ ესწრებოდა. ამიტომ, სასწავლო გეგმაში ამასთან დაკავშირებით გარკვეული ჩანაწერები შევიდა.
ვრცლად>>>
2010-09-22
საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადიდან ოქროს მედლით დაბრუნდა
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართველ მოსწავლეთა ნაკრებმა ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. აქამდე ოქროს მედალი კიდევ ერთ ქართველ მოსწავლესგიორგი დათუაშვილს ჰქონდა მოპოვებული 1990 წელს ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში, რაც არანაკლებ საამაყოა. მსოფლიო ოლიმპიადა ინფორმატიკაში 1989 წლიდან ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენი ნაკრები (ნაკრებში, მაქსიმუმ, 4 მოსწავლეა) მასში 1996 წლიდან ჩაერთო და 2000 წელს პირველი ვერცხლის მედალიც მოიპოვა. ამის შემდეგ, ჩვენი მოსწავლეები ყოველწლიურად, მინიმუმ, 2 მედალს მაინც იღებდნენ (2006 და 2009 წლებში ოთხ-ოთხი მედალი მოვიპოვეთ) და დღემდე 6 ვერცხლის, 19 ბრინჯაოს და ყველაზე პატარა გამარჯვებულისათვის დაწესებული 2 სპეციალური მედალი აქვთ მოპოვებული. წელს კი, ნაკრების ხელმძღვანელების, პედაგოგებისა და მოსწავლეების მრავალწლიანი, თავდაუზოგავი და მიზანმიმართული შრომის შემდეგ, ნაკრების ყულაბას პირველი ოქროც შეემატა.
ვრცლად>>>
2010-09-22
"პეტის სკოლა" ოცდამეერთე საუკუნეში
ვითანამშრომლოთ და შევძლებთ! ეს სლოგანი ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის ლოგოზე ამოვიკითხე, თანამშრომლობით მიღწეულით დავინტერესდი და წერილის დაწერაც გადავწყვიტე. აკადემიკოს ნიკო მარის სახელობის ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლა მეცხრამეტე საუკუნის 30-იანი წლებიდან იღებს სათავეს და საუკუნოვანზე მეტი ისტორიით დღემდე მოღწეული სასწავლებელი  ძალიან ბევრ საინტერესო ისტორიას ინახავს. სკოლის ისტორია გურიის თავადაზნაურთა წინამძღვრის კოწია ერისთავის ეზოში, მისი ძმის პეტრე (პეტი) დავითის ძე ერისთავის მიერ 1884 წელს სკოლის მშენებლობით იწყება. ე.წ. "პეტის" სკოლად წოდებული სასწავლებელი მალევე ორკლასიანი სწავლებიდან  7-წლიან სწავლებაზე გადადის, ხოლო 1993 წლიდან ათწლედი იხსნება. 1934 წლიდან სკოლას აკადემიკოს ნიკო მარის სახელობის ჩოხატაურის №1 სანიმუშო-საცდელ საშუალო სკოლად მოიხსენიებენ, ოთხი წლის შემდეგ კი სკოლისთვის ახალი კორპუსის მშენებლობა იწყება, 70-იან წლებში მას ახალი კორპუსიც მიემატა, რის შემდეგაც სკოლას რემონტი არ ჩატარებია. 2006 წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეაბილიტაციის პროგრამით, სკოლა, რომელსაც ქალბატონი მანანა ჯინჭარაძე უდგას სათავეში, თითქმის თავიდან აშენდა.
ვრცლად>>>
2010-06-17
”კაცსა ფიცნი გამოსცდიან”
საქართველო თავისი ისტორიის განმავლობაში ერთადერთხელ იყო საუკეთესო. მაშინ კაცი კაცობდა, ქალი ქალობდა და ქვეყანა ქვეყანას ჰგავდა. მაღალი იყო ზნეობა და მორალი, იყვნენ ბრწყინვალე რაინდები და მშვენიერი ქალბატონები. მათი სიტყვა, აზრი და საქმე ერთი იყო. ყოველივე ეს `ვეფხისტყაოსანში~, XII საუკუნის ქმნილებაში, აისახა. ნაწარმოებში უამრავი საინტერესო რამაა გადმოცემული, ჩემი ყურადღება კი ფიცმა მიიქცია. `ვეფხისტყაოსანში~ ხშირად გვხვდება დაფიცება. ამ პოემაში ფიცს საკუთარი სიმართლის, სიტყვების და ქმედებების დასამტკიცებლად იყენებენ. მაგრამ რა არის ზოგადად ფიცი და რა მნიშვნელობა აქვს მას ამ პოემაში? ფიცი არის ღვთის წინაშე დამტკიცება სიტყვისა, რომელსაც კაცი წარმოთქვამს. დაფიცებით კაცი ადასტურებს ღმერთის წინაშე, რომ ის მართალია და დაპირებულს შეასრულებს. ღმერთზე დაფიცება, რომელიც ხშირად გვხვდება `ვეფხისტყაოსანში~, გულისხმობს რომ ღმერთი არის ამ თქმის გამგონე და თანამოწმე და ამ ფიცის დარღვევის შემთხვევაში კაცი პასუხს აგებს ღვთის წინაშეც. სწორედ ამიტომ არის ტყუილი ცოდვა. ანუ ფიცი წმინდა სიტყვაა, რომელიც განსაკუთრებული სიფრთხილით წარმოითქმება. მის გამტეხს სასჯელი მოელის ამქვეყნადაც და იმ ქვეყნადაც. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ რელიგიაზე ვსაუბრობთ - ქრისტიანულ და ისლამურ სამყაროშიც ფიცი წმინდაა და მისი გატეხა ცოდვაა.
ვრცლად>>>
2010-06-17
სსიპ - საჯარო სკოლის დირექტორის სამართლებრივი აქტები
(ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი)
პატივცემულო მკითხველო, ვაგრძელებთ საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისათვის საინტერესო და პრობლემური საკითხების გაშუქებას. ამჯერად შევეხებით საჯარო სკოლების ხელმძღვანელთა (დირექტორი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადებისა და გამოცემის საკითხებს.
• უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს, რომ დირექტორის სამართლებრივი აქტებია: 1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; 2. შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი და სხვა სამართლებრივი აქტები.
ვრცლად>>>
2010-06-17
”დაწყევლილი თაობის” ფოტოქრონიკა
ქართველი ფოლკლორისტები, მეცნიერები, ეთნომუსიკოლოგები, ლოტბარები, მომღერლები, მოცეკვავეები, ქორეოგრაფ-ქორეოლოგები, ზეპირისტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატები, სასულიერო პირები - ეს იმ ადამიანთა ჩამონათვალია, რომელთა ცხოვრების ამსახეველი ფოტოქრონიკა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა გამოფინა. სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ერთ ნიშნულში გააერთიანა საბჭოთა რეჟიმმა - სამშობლოს მოღალატეებად შერაცხულნი რეპრესიებს ემსხვერპლნენ სხვადასხვა სახით. დამთვალიერებელმა ნახა საბჭოთა სახელმწიფოში მოწყობილი არაადამიანური რბევის ამსახველი ფოტოდოკუმენტური მასალა, ნაკვალევი, რომელმაც მართლაც უმძიმესი   შედეგები დატოვა. ”საბჭოთა რეპერსიები და ქართული ფოლკლორი” - გამოფენის იდეა ფოლკლორის სახელმწფო ცენტრის დირექტორს გიორგი უშიკიშვილს ეკუთვნის:
ვრცლად>>>
2010-06-14
ირაკლი ფარჯიანი - 60
ირაკლიმ, ჩვენმა თანამედროვემ (შეიძლება ახალი თაობისთვის ის იმდენად ცნობილი არ არის და ძალიან შორეული წარსული ჰგონიათ, მაგრამ ჩვენთვის ეს აწმყოა, ყოველ შემთხვევაში - ჩემი თაობის აწმყო) იმ რთულ დროს, იდეოლოგიური ზეწოლის, ძალიან ბევრი აკრძალვის, ძალიან ბევრი დეფიციტის პირობებში, ყველა ამ სირთულის მიუხედავად, შეძლო, ეპოვა საკუთარი თავი და ნებისყოფის უდიდესი დაძაბვით არ ეღალატა საკუთარი პრინციპისთვის და მრწამსისთვის. 21 წლის იყო, როცა უდიდესი სულიერი ტრავმა მიიღო. ასეთი ტრავმა ძლიერ პიროვნებას ან ძალიან ბევრს შესძენს ან პირიქით, დათრგუნავს და გაანადგურებს. ირაკლის პირადი მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობისთვის, რომ მათ დეპრესიაში კი არ ჩაიგდონ თავი, არამედ გადალახონ სირთულეები და დაძლიონ ის პრობლემები, რაც მათ წინაშე დგას, რადგან ღმერთს, განგებას (რაც გნებავთ ის დავარქვათ) ამ განსაცდელით უნდა, მათგან რაღაც კარგი გამოადნოს, ანუ იმ კარგმა და დადებითმა, რაც ადამიანშია ჩადებული, სირთულეებთან ბრძოლის შედეგად უნდა იჩინოს თავი. ასე რომ, ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ირაკლის მაგალითი. მე არ მალაპარაკებს მეუღლის განდიდების სურვილი, ეს არასოდეს მდომებია და არც დღეს მინდა, არამედ ის, რითიც მე დღემდე ვარ აღტაცებული, აღფრთოვანებული და განცვიფრებული. გაოცების შეგრძნება ირაკლის გაცნობის პირველი დღიდან დღემდე არ მშორდება. აი, ეს არის ყველაზე დიდი განცდა ირაკლის მიმართ - საოცარი გაოცება. ასმათ ფიცხელაური-ფარჯიანი
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40] > [41] > [42] > [43] > [44] > [45] > [46] > [47] > [48] > [49] > [50] > [51] > [52] > [53]
34(788)N