გამოდის 1998 წლიდან
2011-12-08
თანადგომით გადალახული სიძნელეები

დღე­ვან­დელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბავ­შ­ვე­ბის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა უდედ-მა­მოდ ან ერთ მშო­ბელ­თან ერ­თად იზ­რ­დე­ბა. ვა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ამაღ­ლე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლის 215 მოს­წავ­ლი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით 60% სწო­რედ ამ კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა. არი­ან ბავ­შ­ვე­ბი, რო­მელ­თაც 7-8 წე­ლია მშო­ბე­ლი არ უნა­ხავთ, ერ­თი ისე­თი­ცაა სა­ერ­თოდ რომ არ იც­ნობს დე­დას. მშობ­ლე­ბი ასეთ მძი­მე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას შვი­ლებ­ზე ზრუნ­ვით ხსნი­ან, აი, შვი­ლებს კი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აზ­რი აქვთ — მათ ყვე­ლა­ზე მე­ტად დედ-მა­მა სჭირ­დე­ბათ. პე­და­გო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ უმ­შობ­ლოდ დარ­ჩე­ნი­ლე­ბი აშ­კა­რად ატა­რე­ბენ გან­შო­რე­ბით გა­მოწ­ვე­ულ სევ­დას და მათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა და თა­ნად­გო­მა სჭირ­დე­ბათ, რომ სა­მუ­და­მო და­ღად არ ექ­ცეთ ბავ­შ­ვო­ბის­დ­რო­ინ­დე­ლი გან­ც­დე­ბი.
ამ მძი­მე ფონ­ზე უკ­ვე ნაკ­ლე­ბად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ჩანს ამა­ვე სკო­ლის 63 სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შ­ვის არ­სე­ბო­ბა, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მ­წი­ფო­სა თუ კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ქველ­მოქ­მე­დე­ბის იმე­დად, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად, უმ­კ­ლავ­დე­ბი­ან ყო­ველ­დღი­ურ სიძ­ნე­ლე­ებს, უფ­რო ბედ­ნი­ე­რე­ბიც კი მგო­ნია, ვიდ­რე ისი­ნი, ვი­საც ხში­რად მოს­დით სხვა­დას­ხ­ვა ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნი­დან ტა­ნი­სა­მო­სი­თა თუ ათას­გ­ვა­რი სა­ჩუქ­რე­ბით სავ­სე ამა­ნა­თე­ბი...
რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლას, პა­რა­დოქ­სია, მაგ­რამ იგი სუ­ლაც არ ჰგავს ასე­თი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი სოფ­ლის სკო­ლას. არ ჰგავს არც შე­ნო­ბი­თა და ეზო­თი, რო­მე­ლიც სა­ნი­მუ­შო­დაა მოვ­ლი­ლი, არც მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­რეგ­ნო­ბით და, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, არც ხა­ლი­სი­ა­ნი და ღი­მი­ლი­ა­ნი შეხ­ვედ­რით, რო­მე­ლიც ასე და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია, ზო­გა­დად, იმე­რეთ­ში და ასე აუცი­ლე­ბე­ლია ადა­მი­ან­თა ურ­თი­ერ­თო­ბის­თ­ვის.

***
სოფ­ლის სა­ხე­ლი „ამაღ­ლე­ბა“ მაცხოვ­რის ამაღ­ლე­ბის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის არ­სე­ბო­ბას უკავ­შირ­დე­ბა და სა­ის­ტო­რიო წყა­რო­ებ­ში VI- VIII სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან მო­იხ­სე­ნი­ე­ბა. პირ­ველ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კე­რას კი ამ ად­გი­ლას XIX სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი, ჯერ სამ­რევ­ლო ეკ­ლე­სი­ას­თან არ­სე­ბუ­ლი 1-კლა­სი­ა­ნი, შემ­დეგ კი 2 და 4-კლა­სი­ა­ნი სას­წავ­ლებ­ლე­ბით, სა­დაც სხვა­დას­ხ­ვა კუთხე­ე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი მო­ზარ­დე­ბიც სწავ­ლობ­დ­ნენ. სწო­რედ ამ სკო­ლი­დან გა­ცე­მუ­ლი მოწ­მო­ბით გა­უგ­რ­ძე­ლე­ბია ქუ­თა­ის­ში სწავ­ლა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და სამ­ხედ­რო მი­ნისტრს გრი­გოლ ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძეს. სას­წავ­ლებ­ლის პირ­ვე­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი მღვდე­ლი გი­ორ­გი ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი ყო­ფი­ლა.
1000 კვ. მ. მო­ცუ­ლო­ბის შე­ნო­ბა, რო­მელ­შიც ახ­ლაა გან­თავ­სე­ბუ­ლი ამაღ­ლე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლა, 1966 წელს აშენ­და და რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭა. მი­სი დი­რექ­ტო­რი, ბა­ტო­ნი ალექ­სან­დ­რე ოქ­რო­პი­რაშ­ვი­ლი სკო­ლა­ში 1998 წლი­დან მუ­შა­ობს, ჯერ — ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლებ­ლად, ხო­ლო 2007 წლი­დან — დი­რექ­ტო­რად. საკ­მა­ოდ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი დრო­ის შემ­დეგ, 1999-2000 წწ., სკო­ლას რე­მონ­ტი ჩა­უ­ტა­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო მაშ­ველ­თა კორ­პუს­მა, რო­მელ­მაც სოფ­ლის მაცხოვ­რის ეკ­ლე­სი­აც აღად­გი­ნა. მას შემ­დეგ სკო­ლა ფეხ­და­ფეხ მიჰ­ყ­ვე­ბა რე­ფორ­მის მოთხოვ­ნებს, ნერ­გავს სი­ახ­ლე­ებს, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, უმ­კ­ლავ­დე­ბა კი­დეც სოფ­ლის სკო­ლის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ სპე­ცი­ფი­კურ სიძ­ნე­ლე­ებს და წარ­მა­ტე­ბებ­საც აღ­წევს.
სკო­ლის­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი მოს­წავ­ლის ჩარ­თ­ვა საგ­ნობ­რივ ოლიმ­პი­ა­დებ­ში. ამ სა­ხის აქ­ტი­ვო­ბე­ბი და­მა­ტე­ბი­თი სტი­მუ­ლია რო­გორც მოს­წავ­ლე­ე­ბის, ისე მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წელს, მა­გა­ლი­თად, 60-ზე მეტ­მა მოს­წავ­ლემ მი­ი­ღო ოლიმ­პი­ა­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და, სხვა­დას­ხ­ვა ეტაპ­ზე, კარ­გი შე­დე­გე­ბიც აჩ­ვე­ნეს. მინ­დია ხურ­ცი­ძე, რო­მე­ლიც სა­უ­კე­თე­სო იყო ბი­ო­ლო­გი­ა­ში (პე­და­გო­გი — ნეს­ტან კა­კა­უ­რი­ძე) სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი გახ­და. ასე­ვე დიდ ინ­ტე­რესს იჩე­ნენ მა­თე­მა­ტი­კი­თა და უცხო­უ­რი ენე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი ქუ­თა­ი­სის შე­მოქ­მედ და ნი­ჭი­ერ ახალ­გაზ­რ­და­თა ასო­ცი­ა­ცას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ში, რაც ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. არი­ან ისე­თე­ბიც, რო­მელ­თათ­ვი­საც სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბია უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო. ისი­ნი ახალ­გაზ­რ­დულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას — სკა­უ­ტუ­რი, ტრე­ნინ­გე­ბის და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის ცენტრს არა ერთ პრო­ექტს სთა­ვა­ზო­ბენ. ერ­თი ასე­თი პრო­ექ­ტის და­ფი­ნან­სე­ბით სკო­ლა­ში სკა­უ­ტე­ბის ოთა­ხი გა­რე­მონ­ტ­და და აღი­ჭურ­ვა, კე­თილ­მო­ეწყო სკვე­რი. მო­მა­ვალ­ში ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა მწვა­ნე­თა მოძ­რა­ო­ბას­თან ერ­თად, ბუ­ნე­ბის დაც­ვის კუთხით. სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ მსგავს სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვო­ბებს სე­რი­ო­ზუ­ლი მხარ­და­ჭე­რა აქვს სკო­ლის დი­რექ­ცი­ის­გან. ბა­ტო­ნი ალექ­სან­დ­რე ამ­ბობს, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში, დი­დი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, აკა­დე­მი­ურ გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად, მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვად აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი თუ და­იმ­კ­ვიდ­რებს ად­გილს. ასეთ­თა შო­რის ასა­ხე­ლებს იგი სკო­ლის ლი­დე­რებს, X და XI-კლა­სე­ლებს — ანა­ტო­ლი მეძ­ვე­ლი­ას და ლა­ნა ტყე­შე­ლაშ­ვილს. წლე­ვან­დე­ლი ზაფხუ­ლის 10 დღე, სხვა აქ­ტი­ვის­ტებ­თან ერ­თად, მათ ლა­გო­დეხ­ში გა­ა­ტა­რეს და ამ სფე­რო­ში კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბაც მი­ი­ღეს.
ასე­ვე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია რა­ი­ონ­ში ამაღ­ლე­ბის სკო­ლის მხი­ა­რულ­თა და საზ­რი­ან­თა კლუ­ბი, რო­მელ­შიც ორი­ვე ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. მა­თი მწვრთნე­ლი მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი ენ­ძე­ლა ხურ­ცი­ძეა. რა­ი­ო­ნის არა­ერ­თ­გ­ზის ჩემ­პი­ო­ნო­ბა, დიპ­ლო­მე­ბი და თა­სე­ბი სწო­რედ ენ­ძე­ლა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის, საქ­მი­სა და ბავ­შ­ვე­ბი­სად­მი ერ­თ­გუ­ლე­ბის შე­დე­გია. აუცი­ლებ­ლად უნ­და აღი­ნიშ­ნოს, ასე­ვე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი, ხალ­ხურ საკ­რავ­თა შემ­ს­წავ­ლე­ლი წრე, რო­მელ­საც ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა ხე­ლა­ძე ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს. და კი­დევ ერ­თი სფე­რო, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლია ამაღ­ლე­ბა­ში. ეს არის სპორ­ტი. ფიზ­კულ­ტუ­რის გაკ­ვე­თი­ლე­ბის სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლე­ბით შეც­ვ­ლამ მხო­ლოდ გა­ა­ი­ო­ლა ის სა­მუ­შაო, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეწე­ვი­ან ბა­ტო­ნე­ბი: შალ­ვა გა­ბუ­ნია (უმაღ­ლე­სი კა­ტე­გო­რი­ის მწვრთნე­ლი ჭი­და­ო­ბა­ში), სე­ვე­რი­ან ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი (ფეხ­ბურ­თი) და რაჟ­დენ ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი (მა­გი­დის ჩოგ­ბურ­თი) VII-XII კლა­სებ­ში. ეს ის სა­ხე­ო­ბე­ბია, რო­მელ­შიც სკო­ლას, ტრა­დი­ცი­უ­ლად, კარ­გი შე­დე­გე­ბი აქვს, გან­სა­კუთ­რე­ბით ჭი­და­ო­ბა­სა და მა­გი­დის ჩოგ­ბურ­თ­ში, თუმ­ცა ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სას­კო­ლო სა­ხე­ო­ბებ­ში თით­ქ­მის მი­ვიწყე­ბუ­ლი იყო და მი­სად­მი ინ­ტე­რე­სიც თან­და­თან გაქ­რა. ახ­ლა, რო­ცა სკო­ლას არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბა მი­ე­ცა, გა­დაწყ­და, რომ ტრა­დი­ცია აღად­გი­ნონ. ინ­ტე­რე­სი მოს­წავ­ლე­ე­ბის მხრი­დან არის და „ძვე­ლი დი­დე­ბის“ დაბ­რუ­ნე­ბის იმე­დიც აქვთ. ამ მოკ­ლე დრო­ში პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი მო­ი­პო­ვეს „ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა“. მი­ნი-ფეხ­ბურ­თ­ში რა­ი­ო­ნის პირ­ვე­ლო­ბა­ზე ითა­მა­შეს და II ად­გი­ლი აიღეს; II ად­გილს დას­ჯერ­დ­ნენ სკოლ­ბურ­თ­შიც რა­ი­ო­ნულ შე­ჯიბ­რე­ბა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ჭი­და­ო­ბას, აქა­უ­რი ახალ­გაზ­რ­დე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლად საყ­ვა­რე­ლი სპორ­ტის სა­ხე­ო­ბაა. მა­გა­ლი­თის­თ­ვის ამ სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის, მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნე­ბის, ილია ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი­სა და ვა­ლე­რი მხე­ი­ძის და­სა­ხე­ლე­ბაც კმა­რა. დიდ იმე­დებს ამ­ყა­რე­ბენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სამ­ბის­ტ­თა ნაკ­რე­ბის წევ­რ­ზე, მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სელ ოთარ გა­ბუ­ნი­ა­ზე, რო­მელ­მაც უკ­ვე მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რი­გა­ში გა­მარ­თულ ჭა­ბუკ­თა და ახალ­გაზ­რ­და­თა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ში. აქ მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­დე­გი არ უჩ­ვე­ნე­ბია, მაგ­რამ სა­მო­მავ­ლო ას­პა­რე­ზო­ბე­ბის­თ­ვის გა­მო­სა­დე­გი გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ი­ძი­ნა და ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მის ასაკ­ში; ახ­ლა­ხან სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით ქუ­თა­ის­ში გა­მარ­თულ გი­ვი სარ­და­ნა­ძის სა­ხე­ლო­ბის ტურ­ნირ­ზე ამაღ­ლე­ბის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა 3 პირ­ვე­ლი, 3 მე­ო­რე და 6 მე­სა­მე ად­გი­ლი მო­ი­პო­ვეს; მათ ტო­ლი არც სკო­ლას­თან არ­სე­ბულ­მა ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ­მა ან­სამ­ბ­ლ­მა „ამაღ­ლე­ბა“ და­უ­დო და ბა­თუმ­ში გა­მარ­თულ VII რეს­პუბ­ლი­კურ ფეს­ტი­ვალ­ზე „ჩემი ხა­ტია სამ­შობ­ლო“ I ად­გი­ლი მო­ი­პო­ვა.
აი, ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა სკო­ლა, რო­მელ­საც ჯერ კი­დევ სჭირ­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი მხარ­და­ჭე­რა სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა­გან. სას­კო­ლო ინ­ვენ­ტა­რის მი­ღე­ბის და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი კლა­სის აღ­ჭურ­ვის შემ­დეგ სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მო­ლო­დინ­ში არი­ან. ეს მო­ლო­დი­ნი დი­დი სი­ხა­რუ­ლით დამ­თავ­რ­და 6 მე­ა­თეკ­ლა­სე­ლის­თ­ვის, რო­მელ­თაც სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის წარ­ჩი­ნე­ბით დას­რუ­ლე­ბი­სათ­ვის პრე­ზი­დენ­ტის სა­ჩუ­ქა­რი — კომ­პი­უ­ტე­რე­ბი მი­ი­ღეს. რაც შე­ე­ხე­ბათ პე­და­გო­გებს, ისი­ნი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბი­ან. მარ­თა­ლია, 30 მას­წავ­ლებ­ლი­დან სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მხო­ლოდ ოთხია, მაგ­რამ მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას ტრე­ნინ­გე­ბიც გავ­ლი­ლი აქვს და თი­თო სა­გა­ნი ჩა­ბა­რე­ბუ­ლი. ასე რომ, დრო საკ­მა­რი­სია იმის­თ­ვის, რომ წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თ­ვან თა­ვი რე­ფორ­მის კი­დევ ერთ მოთხოვ­ნას.

ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

25-28(942)N