გამოდის 1998 წლიდან
სტატიები
2010-11-03
"არქეოლოგობანა"
პირველ საჯარო სკოლაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ისტორიის მასწავლებლებისთვის შემეცნებით-გასართობი პროგრამის _ `საბავშვო არქეოლოგიის~ პრეზენტაცია გამართა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და დაფინანსებით, კულტურული მემკვიდრეობის სფეროს პოპულარიზაციის და კონკრეტულად მცხეთისა და მისი შემოგარენის შესახებ მეტი ინფორმირებულობის მიზნით, შეიქმნა საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სხვადასხვა ასაკის მოსწავლეთათვის არის განკუთვნილი.
"საბავშვო არქეოლოგია" ჩვენი ქვეყნის უძველესი კულტურის მნიშვნელობასა და მისი დაცვის აუცილებლობას მოზარდებს სკოლის ასაკიდან აზიარებს.
პროგრამა ყოველ შაბათ-კვირას, წლიური კალენდრის დასვენების დღეებში და ზაფხულის არდადეგების პერიოდში განხორციელდება და მეტად მრავალფეროვანს გახდის სასწავლო პროცესს, მოსწავლეთა ასაკი განსაზღვრულია მეხუთე კლასიდან მეთორმეტეს ჩათვლით.
პროექტი იუნესკოს მიერ დაცულ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ძეგლზე _ სამთავროს ველზე, პროფესიონალი არქეოლოგებისა და ისტორიკოსების მიერ ხორციელდება.
ვრცლად>>>
2010-11-03
სასწავლო პროცესი საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა
ჩვენი გაზეთის წინა ნომერში შემოგთავაზეთ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სამმართველოს უფროსის, თამარ ჯაყელისა და ამავე ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელის, მარინა ჩხიკვაძის მოსაზრება იმის შესახებ, თუ რამდენად მიზანშეწონილია ადრეულ ასაკში უცხო ენის შესწავლა და ხომ არ შეუშლის ეს ხელს მშობლიური ენის ათვისებას (რადგან საზოგადოებაში არ წყდება მსჯელობა ამ საკითხის ირგვლივ). დღეს შევეცდებით, ორი სკოლის _ თბილისის #53 საჯაროსა და პირველი ექსპერიმენტულის _ მაგალითზე, გიჩვენოთ _ როგორ ითვისებენ პირველკლასელები უცხოურ ენას, შეიძლება თუ არა უკვე გარკვეულ შედეგებზე საუბარი. ჩვენი რესპონდენტები პირველი კლასების ინგლისური ენის პედაგოგები არიან: ლია ნინიაშვილი, მაკა ხუნდაძე, სოფო მაღლაფერიძე _ თბილისის #53 საჯარო სკოლა; ნინო ცირეკიძე, ეკა ცინცაძე _ პირველი ექსპერიმენტული სკოლა.
ვრცლად>>>
2010-11-03
აბელი და კაენი
აბელი და კაენი ბიბლიური ლიტერატურის ყველაზე ცნობილი ძმები არიან. ერთ-ერთი მათგანის ხსენებისას თავისთავად იგულისხმება მეორეც და პირიქით. აბელი სამაგალითო, მართალი, უბიწო შვილი თავისი ძმის მსხვერპლი გახდა. წმინდა წერილში ამ ეპიზოდს, მცირე მოცულობის მიუხედავად, განუზომლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
სამოთხიდან განდევნის შემდეგ `შეიცნო ადამმა დედაკაცი თვისი და შვა კაენი~, მოგვიანებით აბელი.
კაენი (ნიშნავს შეძენას) მჭიდროდ არის დაკავშირებული მიწასთან. ის მიწათმოქმედია. მიისწრაფვის შეძენის, მატერიალური კეთილდღეობის, მომხვეჭელობისაკენ. მიაჩნია, რომ მიწა კვებავს, მიწის მადლით არის სავსე და არა ღვთის მადლით. მიწა არის მისი კეთილდღეობის საფუძველი, ამიტომაც, მადლიერების გრძნობა მიწისადმი აქვს და არა ღვთისადმი.
ვრცლად>>>
2010-10-27
რეკომენდაციები სააღმზრდელო პროცესის გასაუმჯობესებლად
გვესაუბრება სკოლამდელთა განათლების ინიციატივების მხარდაჭერის პროექტის მენეჯერი ანა ჯანელიძე
სკოლამდელთა განათლების ინიციატივების მხარდამჭერი პროექტი მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო, ახორციელებს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, ფინანსდება გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ.
სკოლამდელი განათლების ინიციატივების მხარდამჭერი პროექტის დაწყებამდე შეიქმნა `ადრეულ ასაკში ბავშვის სწავლებისა და განვითარების სტანდარტი~, რომელიც მოიცავს ბავშვის განვითარების ეტაპებს 0-დან 6 წლამდე. იქ გაწერილია კონკრეტული ინდიკატორები, რა უნარებს უნდა ფლობდეს ამ ასაკის ბავშვი, ასევე კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები აღმზრდელთათვის, ამ შედეგს რომ მიაღწიონ. ეს სახელმძღვანელო, ისევე როგორც მეორე _ `სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ფიზიკური გარემო~ უკვე დაიბეჭდა და უფასოდ გადაეცა ყველა სკოლამდელ სახელმწიფო დაწესებულებას, საქართველოს მასშტაბით.
მიმდინარე პროექტი ოთხ მიმართულებას მოიცავს:
ვრცლად>>>
2010-10-27
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის რა ვასწავლოთ და როგორ
2010-11 სასწავლო წელს დაიწყო ახალი პროექტის `ინგლისური ენა პირველ კლასში~ პილოტირება. მოსამზადებელი პერიოდის სიმცირის მიუხედავად, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების ცენტრის ექსპერტებმა შეიმუშავეს ახალი სასწავლო გეგმა _ სტანდარტი, რომლის საფუძველზეც მომზადდა სახელმძღვანელო. პილოტირების პროცესის პარალელურად, საზოგადოებაში არ წყდება მსჯელობა იმის შესახებ, რამდენად მიზანშეწონილია ადრეულ ასაკში უცხო ენის სწავლება და ხომ არ შეუშლის ეს ხელს მშობლიური ენის ათვისებას. ამ შეკითხვით მივმართეთ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სამმართველოს უფროსს _ თამარ ჯაყელს და ამავე ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელს _ მარინა ჩხიკვაძეს. გთავაზობთ მათ მოსაზრებებს. მომავალში გავესაუბრებით იმ პედაგოგებს, ვინც პილოტირებულ სკოლებში, პირველ კლასებში ინგლისურ ენას ასწავლიან და მათგან მოვისმენთ, თუ როგორ ართმევენ თავს პირველკლასელები უცხოური ენის შესწავლას.
ვრცლად>>>
2010-10-27
აქედან იწყებოდა საქართველო
ისტორიული ნაშთის კვლევები და პერსპექტივები

"ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო", ან სულაც აქედან იწყებოდა საქართველო - ტაო-კლარჯეთის სამეფო _ ფეოდალური პოლიტიკური ერთეული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსი. დღეს მოიცავს ერზრუმის, არტაანის, ართვინისა და ყარსის რეგიონებს. სამეფო, რომელიც 809 წელს ქართლის ერისთავმა, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის დამაარსებელმა აშოტ I-მა დააარსა. მანვე აღადგინა ციხე-სიმაგრე არტანუჯი, რომელიც სამეფო ცენტრი გახდა. მოგვიანებით, 1001 წელს, სამეფოს ბაგრატ III -მ კლარჯეთი შემოუერთა, ხოლო 1008 წელს _ ტაო. ძველთაგანვე ქართველური ტომებით _ ჭანებითა და მეგრელებით დასახლებული მხარე, დღეს მკვლევართა ყურადღების ობიექტია, როგორც მხოლოდ ჩვენი ისტორიული წარსული...
ვრცლად>>>
2010-10-13
პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ არაკომპეტენტურობის შედეგი
პროფესიული განათლების შემდგომი განვითარებისათვის ზრუნვა, მისი ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების აუცილებლობა საქართველოს ევროკავშირის წევრობისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. ამიტომაც ამ სფეროში მიმდინარე პროცესების ამსახველი არაერთი პუბლიკაცია შევთავაზეთ ჩვენს მკითხველს, რადგან გვჯერა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის, ახალგაზრდობის დასაქმებისთვის პროფესიული განათლება ყველაზე ხელმისაწვდომი და ეფექტური გზაა. თითქოს სახელმწიფო პოლიტიკაც აქეთკენ იყო მიმართული _ პროფესიული განათლება პრიორიტეტულ სფეროდ გამოცხადდა, საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნიდანაც კი ისაუბრა პროფესიული განათლების როლსა და მისი განვითარების აუცილებლობაზე. ყოველივე ამის გათვალისწინებით ორმაგად გაუგებარია, რატომ მიიღო განათლების მინისტრმა მკაცრი და დაუნდობელი გადაწყვეტილება ერთბაშად 14 პროფესიული ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ. ბედის ანაბარა დარჩა ათასობით ახალგაზრდა და ასობით პედაგოგი, რომლებიც სასოწარკვეთილნი ამაოდ ეძებენ სამართალს.  რატომ არავინ დაიცვა მათი უფლებები და თავიდანვე არ იქნა მიღებული ზომები, რომლებსაც შეეძლო ამ გადაწყვეტილების თავიდან აცილება. ასეთია ჩვენი პირველი შეკითხვა ბატონ დენის დავითაშვილთან, რომელსაც, როგორც პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარეს, სწორედ მათი უფლებების დაცვა ევალება.
ვრცლად>>>
2010-10-13
მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად
თანდათან იზრდება პრდაგოგთა ინტერესი სერტიფიცირებისადმი. წლევანდელმა გამოცდებმა მრავალი შეკითხვა გააჩინა, თუნდაც მენტორობასთან დაკავშირებით. განმარტებისთვის მივმართეთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორს გია მამულაშვილს.  _ ყველა სერტიფიცირებული პედაგოგი გახდება მენტორი? _ 2010-2011 სასწავლო წლისთვის მენტორებად შეირჩევიან ის მასწავლებლები, რომელთაც წარმატებით ჩააბარეს სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღეს მაღალი შეფასება. ამასთან, მენტორი უნდა იყოს მოქმედი მასწავლებელი და ჰქონდეს სკოლაში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება.  მაძიებლობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება თბილისის, გორის, თელავის, ახალციხის, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის საჯარო და კერძო სკოლებში შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხო ენები (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული).
ვრცლად>>>
2010-10-13
აქ რეფორმას მიჰყვებიან
წლევანდელ სასწავლო წელს სკოლები მრავალი სიახლით შეხვდნენ. ერთ-ერთი ჩვენი თაობისთვის ასე ნაცნობი ფიზკულტურის გაკვეთილების მოდერნიზაციას უკავშირდება _ ამიერიდან სკოლებში სპორტის გაკვეთილები იქნება, რომელიც ვიწრო სპეციალიზებულ მიმართულებებს ითვალისწინებს. ახალი რეფორმით, სკოლებს უფლება ეძლევათ, თავად აირჩიონ კონკრეტული სახეობები, მათ ხელთ არსებული მატერიალურ-ტექნიკური თუ საკადრო რესურსებიდან გამომდინარე.
ვრცლად>>>
2010-10-07
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები
გამოცდებზე გასასვლელად 13800-ზე ოდნავ მეტი პედაგოგი დარეგისტრირდა, რეალურად გამოცდაზე 10003 გამოცხადდა, იგულისხმება ის პედაგოგები, რომლებმაც ორივე გამოცდა ჩააბარეს - პროფესიული უნარები და საგნობრივი ტესტი და ის პედაგოგებიც, რომლებმაც წინასწარ განაცხადეს, რომ მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარება სურთ. ასეთია სტატისტიკა.
მოგეხსენებათ, პირველადი შედეგებით, ორივე ბარიერი 1147-მა პედაგოგმა გადალახა და მოიპოვა სერტიფიკატი. თუმცა, აპელაციის პროცესი ახლა დასრულდა და მათ რიცხვს გარკვეული რაოდენობა, ალბათ, მოემატება. შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ, სერტიფიკატის მიღების უფლება, დაახლოებით, 1200-მა პედაგოგმა მოიპოვა.
რომელი გამოცდის ჩაბარება უფრო გაუჭირდათ?
ასე ვერ გავმიჯნავთ, რადგან შედეგები საგნობრივ ტესტებშიც და პროფესიულ უნარებშიც, მეტ-ნაკლებად, თანაბარი იყო. ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ცუდი შედეგი მივიღეთ, მაგრამ მე არ ვარ ასეთი ფორმულირების მომხრე. ამ ყველაფერს არ ვუყურებ, როგორც გამოცდას, ეს არის პროცესი, რომელიც დაიწყო. პირადად მე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ მასწავლებელს, ვინც ასე მარტივად მიიღო გამოწვევა, პირველივე გამოცდაზე გამოვიდა და საკუთარი თავის შეფასების არ შეეშინდა. ნიშნული, რომელიც დავაწესეთ, ნამდვილად არ იყო დაბალი, პირიქით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ მაღალი იყო. ეს ის ბარიერია, რომელიც კარგმა მასწავლებელმა უნდა გადალახოს, იმ მასწავლებელმა, როგორიც ჩვენს წარმოდგენაშია და პედაგოგების წარმოდგენაშია, როგორ შედეგებსაც ერთობლივი ძალისხმევით უნდა მივაღწიოთ 2014 წლამდე. ასე რომ, პროცესი დაიწყო და 2014 წლამდე გაგრძელდება. არაფერი ტრაგიკული იმაში არ არის, რომ პედაგოგმა, გარკვეულ ვითარებათა გამო, კონკრეტულ გამოცდაზე ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხა.
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40] > [41] > [42] > [43] > [44] > [45] > [46] > [47] > [48] > [49] > [50] > [51] > [52] > [53] > [54] > [55] > [56] > [57] > [58] > [59]
24(816)N