გამოდის 1998 წლიდან
სტატიები
2014-11-26
კახა ბენდუქიძე
ოკუ­პა­ცი­ის 200 წე­ლი
სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლებ­ში — ალ­ბათ მო­მა­ვა­ლი წლი­დან — მას­წავ­ლებ­ლე­ბი შეძ­ლე­ბენ გა­მო­ი­ყე­ნონ დამ­ხ­მა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო „ოკუ­პა­ცი­ის 200 წე­ლი“.
პირ­ვე­ლად რო­ცა გა­ვი­გე ამ ჯერ არარ­სე­ბუ­ლი წიგ­ნის შე­სა­ხებ, ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და, რომ გა­მო­ვი­დო­და პრი­მი­ტი­უ­ლი აგიტ­პ­რო­პი, თა­ვი­სი შეთ­ქ­მუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბით და ქარ­თ­ვე­ლო­ბის გა­ბუ­ქე­ბით.
მე­რე მივ­ხ­ვ­დი — შე­იძ­ლე­ბა ეს ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წიგ­ნი იყოს. და არა მარ­ტო მო­წა­ფე­ე­ბი­სათ­ვის.
რა­ტომ?
თუ თქვენ თვლით, ვე­რაგ­მა რუ­სეთ­მა უდ­რე­კი ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხი მი­ი­ერ­თა, მაგ­რამ ვერ და­ი­მო­ნა, და 200 წე­ლი ჩვენ ყვე­ლა გმი­რუ­ლად ვიბ­რ­ძო­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის, და სრუ­ლად შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ ჩვე­ნი კულ­ტუ­რა, ენა, სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა, მთლი­ა­ნო­ბა, მა­შინ ზღაპ­რე­ბის მომ­ყო­ლი გჭირ­დე­ბათ, და წიგ­ნი არც და­ი­წე­როს, უკე­თე­სია.
თუ გინ­დათ გა­ი­გოთ, რო­გორ გავ­ფარ­ჩაკ­დით, დავ­კარ­გეთ ბევ­რი რამ, შე­ვი­ძი­ნეთ რა­ღაც, უფ­რო სი­მა­ხინ­ჯე, ვიდ­რე სი­ლა­მა­ზე, მა­ინც გა­დავ­რ­ჩით, და ახ­ლა ხე­ლახ­ლა უნ­და სა­კუ­თა­რი თა­ვი შევ­ქ­მ­ნათ, და აგერ ლექ­სიც ამა­ზე: ჩვე­ნის­თა­ნა ბედ­ნი­ე­რი
გა­ნა არის სად­მე ერი?
მძი­მე ყალ­ნით,
ლა­მაზ ფალ­ნით
მორ­თუ­ლი და
მშვე­ნი­ე­რი;
უწყი­ნა­რი,
უჩი­ვა­რი,
ქედ­დ­რე­კი­ლი,
მად­ლი­ე­რი;
უშ­ფოთ­ვე­ლი,
ქვემ­ძ­რო­მე­ლი,
რი­გი­ა­ნი, წე­სი­ე­რი;
ყოვ­ლად მთმე­ნი,
ვით ჯორ-ცხე­ნი,
ნა­ხედ­ნი და ღო­ნი­ე­რი.
ჩვე­ნის­თა­ნა ბედ­ნი­ე­რი
გა­ნა არის სად­მე ერი?!
ყვე­ლა უნ­ჯი,
ყვე­ლა მუნ­ჯი,
გულ­ჩ­ვი­ლი და
ლმო­ბი­ე­რი;
თვა­ლაბ­მუ­ლი,
ვრცლად>>>
2014-11-13
მას­წავ­ლე­ბელ­თა ახა­ლი სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კა
ლალი ჯელაძე მას­წავ­ლებ­ლის სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კის მო­წეს­რი­გე­ბა ეტა­პობ­რი­ვად, 2015-2017 წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­გეგ­მა. ამ თე­მა­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა თა­მარ სა­ნი­კი­ძემ და მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ ლია გი­გა­ურ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის 300-მდე პე­და­გოგს ვრცე­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს. შეხ­ვედ­რა­ზე მოწ­ვე­უ­ლი პე­და­გო­გე­ბი, მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში, ახალ სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კას გა­ეც­ნენ.
2015-2016 აკა­დე­მი­ურ წელს სკო­ლის პე­და­გო­გის ხელ­ფა­სის ზრდა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ორ­ჯერ. 2015 წლის ზრდა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია „სა­ქარ­თ­ვე­ლოს 2015 წლის სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­ჯე­ტის შე­სა­ხებ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნის
ვრცლად>>>
2014-11-13
მოსწავლეთა საჭიროებაზე მორგებული საპილოტე სამედიცინო პროგრამა
ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან გა­ნათ­ლე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­ე­ბი ერ­თობ­ლივ პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, ესაა სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში სა­მე­დი­ცი­ნო კა­ბი­ნე­ტე­ბის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის აღ­დ­გე­ნა. შერ­ჩე­უ­ლი 100 სა­პი­ლო­ტე სკო­ლი­დან რამ­დე­ნი­მეს მო­ნა­ხუ­ლე­ბამ დაგ­ვარ­წ­მუ­ნა, რა დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით მო­ე­კი­და ორი­ვე უწყე­ბა ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნას. პირ­ვე­ლი, რაც უნ­და აღი­ნიშ­ნოს, ესაა ექი­მის კა­ბი­ნე­ტე­ბის პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პა­რა­მეტ­რე­ბის დაც­ვით მოწყო­ბა; მე­ო­რე — მი­სი სა­თა­ნა­დო ინ­ვენ­ტა­რი­თა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბით აღ­ჭურ­ვა — ესეც ქვეპ­როგ­რა­მის და­ნარ­თით ზუს­ტად არის გა­წე­რი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ექიმს, მას მე­ტად სე­რი­ო­ზუ­ლი და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო ფუნ­ქ­ცია და­ე­კის­რა, ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ასე­თია: მოს­წავ­ლე­თა ფი­ზი­კუ­რი და გო­ნებ­რი­ვი
ვრცლად>>>
2014-11-06
პროგ­რე­სი იმის­თ­ვის გვჭირ­დე­ბა, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა გავ­ხ­დეთ
რუბ­რი­კის სტუ­მა­რია სო­ფო ხოშ­ტა­რია, II პან­თე­ონ-ასა­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი — სო­ფო, რო­გორ გახ­სენ­დე­ბა მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი, შე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი... გან­საზღ­ვ­რა თუ არა სკო­ლამ შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი? — და­ვამ­თავ­რე სენტ-ეგ­ზი­უ­პე­რის სა­ხე­ლო­ბის ფრან­გულ-ქარ­თუ­ლი კო­ლე­ჯი. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს სკო­ლა ყვე­ლა მი­სი
ვრცლად>>>
2014-11-06
სო­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის ხარ­ვე­ზე­ბი და შშმ ბავ­შ­ვ­თა უფ­ლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა
ლა­ლი ჯე­ლა­ძე შშმ ბავ­შ­ვ­თა უფ­ლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა და მა­თი ოჯა­ხე­ბი, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას ქვე­ყა­ნა, რა კეთ­დე­ბა შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვ­თა მი­მართ არ­სე­ბუ­ლი სტიგ­მი­სა და მა­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა­გან იზო­ლი­რე­ბის დაძ­ლე­ვის თვალ­საზ­რი­სით, არის თუ არა საკ­მა­რი­სი იმ სკო­ლე­ბი­სა და სა­თე­მო ცენ­ტ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია შშმ ბავ­შ­ვე­ბის ჩარ­თ­ვა — ამ თე­მებ­ზე გა­ი­მარ­თა დის­კუ­სია „ფრონ­ტ­ლა­ინ ჯორ­ჯია“ კლუ­ბის და ჟურ­ნალ  „ლი­ბე­რა­ლის“ ერთო­ბ­ლი­ვი პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, რომ­ლის მხარ­დამ­ჭე­რი გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დია.
ვრცლად>>>
2014-10-30
CERN-თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ახა­ლი ფა­ზა — გრი­დის კლას­ტე­რი და მას­შ­ტა­ბუ­რი ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტე­ბი
ლა­ლი ჯე­ლა­ძე CERN-ის ბირ­თ­ვუ­ლი კვლე­ვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია მსოფ­ლი­ო­ში უმ­ს­ხ­ვი­ლეს სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ექტს წარ­მო­ად­გენს, რომ­ლის ასო­ცი­რე­ბულ წევ­რად ჩვე­ნი ქვეყ­ნის გახ­დო­მის სა­კითხი გა­ნი­ხი­ლე­ბა. ცერ­ნის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა როლფ ჰო­ი­ერ­მა და ცერ­ნის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა სერ­ხიო ბერ­ტო­ლუ­ჩიმ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­მეც­ნი­ე­რო პო­ტენ­ცი­ა­ლი, იტა­ლი­ა­ში, ქა­ლაქ ტრი­ეს­ტე­ში გა­მარ­თულ სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უმ­ზე, და­დე­ბი­თად
ვრცლად>>>
2014-10-23
ყვე­ლა­ზე ქარ­თ­ვე­ლი ბრი­ტა­ნე­ლი — 150
ლა­ლი ჯე­ლა­ძე ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში ოლი­ვერ უორ­დ­რო­პის და­ბა­დე­ბი­დან 150 წლის იუბი­ლე­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი გა­მო­ფე­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს მხარ­და­ჭე­რით გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, გა­მო­ი­ფი­ნა ბრი­ტა­ნე­ლი დიპ­ლო­მა­ტი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლის, სერ ოლი­ვერ უორ­დ­რო­პის უნი­კა­ლუ­რი და აქამ­დე უც­ნო­ბი სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლა­, რო­მე­ლიც მუ­ზე­უ­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბამ ბრი­ტა­ნე­თის სხვა­დას­ხ­ვა ქა­ლა­ქი­დან ჩა­მო­ი­ტა­ნა. ღო­ნის­ძი­ე­ბას და­ეს­წ­რ­ნენ: ბრი­ტა­ნე­თის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩი ალექ­სან­დ­რა ჰოლ ჰო­ლი, ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს დი­რექ­ტო­რი ზა­ზა ფურ­ცე­ლა­ძე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის წევ­რი ფრი­დონ საყ­ვა­რე­ლი­ძე, ოლი­ვერ უორ­დ­რო­პის სტი­პენ­დი­ან­ტი სტი­ვენ ჯონ­სი და სხვა მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი. *** ბრი­ტა­ნე­ლი დიპ­ლო­მა­ტის, მწერ­ლის, მთარ­გ­მ­ნე­ლის, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის, ოლი­ვე­რი­სა და მი­სი დის, მარ­ჯო­რი უორ­დ­რო­პე­ბის სა­ხე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ფარ­­თო­დაა ცნო­ბი­ლი. მათ დი­დი დამ­სა­ხუ­რე­ბა და ღვაწ­ლი მი­უძღ­ვით ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ი­სა და კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში. 1886 წელს, ლონ­დონ­ში, ოლი­ვერ უორ­დ­რო­პის ავ­ტო­რო­ბით გა­მო­ი­ცა წიგ­ნი „სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­მე­ფო“, 1894 წელს კი გა­მო­ვი­და სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის „წიგ­ნი სიბ­რ­ძ­ნე სიც­რუ­ი­სას“ ინ­გ­ლი­სუ­რი თარ­გ­მა­ნი. იმა­ვე წელს და­ი­ბეჭ­და მარ­ჯო­რი უორ­დ­რო­პის „ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ზღაპ­რე­ბი“. გან­სა­კუთ­რე­ბით დი­დი რო­ლი შე­ას­რუ­ლა მარ­ჯო­რი უორ­დ­რო­პის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბულ­მა
ვრცლად>>>
2014-10-23
აუცი­ლე­ბე­ლია იცო­დე სად, რა­ტომ და რის­თ­ვის მი­დი­ხარ
რუბ­რი­კის სტუ­მა­რია არ­ჩილ ბე­გი­აშ­ვი­ლი, გრო­ნინ­გე­ნის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი — გა­მარ­ჯო­ბა არ­ჩილ, სა­უ­ბა­რი და­ვიწყოთ მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი­დან. რო­გორ გახ­სენ­დე­ბა სკო­ლა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი... გან­საზღ­ვ­რა თუ არა სკო­ლამ შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი? — პირ­ველ რიგ­ში, დი­დი მად­ლო­ბა, რომ მო­მე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა ჩე­მი აზ­რი გა­მო­მეთ­ქ­ვა იმ სა­კითხებ­ზე, რა­ზეც ხში­რად მი­ფიქ­რია, ამი­ტომ თქვენ მი­ერ დას­მულ შე­კითხ­ვებს სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუ­პა­სუ­ხებ. გა­ვე­ცა­ნი გა­ზე­თის წი­ნა ნომ­რებს და ვთვლი, რომ დიდ საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბით. ჩე­მი პირ­ვე­ლი სკო­ლა გერ­მა­ნუ­ლი პრო­ფი­ლის მქო­ნე „ქარ­თუ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი“ იყო. ის ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რო­გორც „ფი­სოს სკო­ლა“ და 34-ე სა­ჯა­რო სკო­ლა.
ვრცლად>>>
2014-10-16
სსსმ ბავ­შ­ვე­ბის სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის გა­ად­ვი­ლე­ბის პირ­ვე­ლი ცდა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბი და სწავ­ლე­ბის მოქ­ნი­ლი მე­თო­დე­ბი
ლა­ლი ჯე­ლა­ძე სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ქარ­თუ­ლი­სა და მა­თე­მა­ტი­კის დამ­ხ­მა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი შე­იქ­მ­ნა. პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბის ავ­ტო­რი სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დის წევ­რი ცი­რა ნარ­მა­ნიაა. პრო­ექ­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბან­კის მი­ერ და­არ­სე­ბულ­მა საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დ­მა „სი­ცოცხ­ლის ხე“ მიმ­დი­ნა­რე წელს და­ა­ფი­ნან­სა, სა­მო­მავ­ლოდ, და­გეგ­მი­ლია წიგ­ნე­ბის მე­ო­რე დო­ნის გა­მო­ცე­მა. აღ­ნიშ­ნუ­ლი წიგ­ნე­ბი გან­კუთ­ვ­ნი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე (სსსმ) მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­საც, მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დის დას­კ­ვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის დაძ­ლე­ვა უჭირთ და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ
ვრცლად>>>
2014-10-16
სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­და — აუცი­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ არა­საკ­მა­რი­სი პი­რო­ბა
ესა­უბ­რა ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი წელს ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­და­ში 36 000-მდე აბი­ტუ­რი­ენ­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, გა­მოც­და ისევ ოთხ ენა­ზე მო­ვამ­ზა­დეთ — ქარ­თუ­ლად, რუ­სუ­ლად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლად და სომ­ხუ­რად. შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რიცხ­ვი საგ­რ­ძ­ნობ­ლად იკ­ლებს და შე­და­რე­ბით იზ­რ­დე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი ტეს­ტის ჩამ­ბა­რე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, წელს მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა ოდ­ნავ მე­ტიც კი აღ­მოჩ­ნ­და რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნებ­თან შე­და­რე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თონ პრო­ცე­დუ­რას, გა­მოც­დამ ზო­გა­დ უნა­რებ­ში ძა­ლი­ან მშვი­დად ჩა­ი­ა­რა, ისე­ვე რო­გორც სხვა საგ­ნებ­ში. წელს აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ორი ცვლი­ლე­ბა შევ­თა­ვა­ზეთ: ერ­თი — მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვრის გაზ­რ­და, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო და მე­ო­რე — მე­ხუ­თე სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხე­ბის და­მა­ტე­ბა ანა­ლო­გი­ე­ბი­სა და ლო­გი­კის და­ვა­ლე­ბებ­ში. ეს ორი­ვე ცვლი­ლე­ბა გა­ზომ­ვის სი­ზუს­ტის ზრდას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტად შეგ­ვეწყო ხე­ლი იმი­სათ­ვის, რომ მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი გა­და­ე­ლა­ხათ და კონ­კურ­ს­ში დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვ­ნენ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ამას მარ­თ­ლაც სა­კუ­თა­რი უნა­რე­ბის წყა­ლო­ბით აღ­წე­ვენ და არა — შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბის. სამ­წუ­ხა­როდ, აქამ­დე, შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბის წი­ლი ჩვენს ტეს­ტ­ში ძა­ლი­ან დი­დი იყო და ამ ცვლი­ლე­ბით შე­ვე­ცა­დეთ ის მი­ნი­მუ­მამ­დე დაგ­ვეყ­ვა­ნა.
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40] > [41] > [42] > [43] > [44] > [45] > [46] > [47] > [48] > [49] > [50] > [51] > [52] > [53] > [54] > [55] > [56]
13(807)N