გამოდის 1998 წლიდან
2015-05-28
მოთხ­რო­ბი­თი ბრუნ­ვის ფორ­მის სწავ­ლე­ბის ას­პექ­ტე­ბი სომ­ხუ­რე­ნო­ვან სკო­ლებ­ში

დო­დო (ზა­მი­რა) კო­ბი­აშ­ვი­ლი
წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ.
ოზ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის კონ­სულ­ტან­ტ­ი მას­წავ­ლე­ბე­ლი

ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი და­მე­თან­ხ­მე­ბი­ან, რომ, ზო­გა­დად, არა­ქარ­თ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ ქარ­თუ­ლი ენის ათ­ვი­სე­ბა უფ­რო შე­დე­გი­ა­ნია დაწყე­ბით კლა­სებ­ში, ვიდ­რე უფ­როს­კ­ლა­სე­ლებ­ში, რა­საც ბევ­რი ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს, მათ შო­რის — მე­ტი მო­ტი­ვა­ცია და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა უმ­ც­რო­სი ასა­კის მოს­წავ­ლე­ებ­ში და, რაც ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სმე­ნი­თი და მხედ­ვე­ლო­ბი­თი მეხ­სი­ე­რე­ბის აქ­ტი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა ამ ასაკ­ში. არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი, კერ­ძოდ სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ერთ-ერთ რთუ­ლად და­საძ­ლევ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს მოთხ­რო­ბი­თი ბრუნ­ვის ფორ­მის შეწყო­ბა ზმნას­თან და მი­სი სწო­რი გა­მო­ყე­ნე­ბა ზე­პირ მეტყ­ვე­ლე­ბა­ში. ამ ფორ­მის სწავ­ლე­ბი­სა და გა­გე­ბის სირ­თუ­ლეს რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი აქვს: ერ­თი ის, რომ მოთხ­რო­ბი­თი ბრუნ­ვა მხო­ლოდ იბე­რი­ულ ენებ­შია და ამ ფორ­მის აღ­ქ­მა უჭირთ. მე­ო­რე, სომ­ხურ­ში, ქარ­თუ­ლის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სუ­ბი­ექ­ტიც და ობი­ექ­ტიც ერ­თი და იმა­ვე ფორ­მით ეწყო­ბა ზმნას ყვე­ლა მწკრივ­ში. ამი­ტომ მოს­წავ­ლე­ე­ბი ქარ­თუ­ლის სუ­ბი­ექტ-ობი­ექ­ტის მი­მარ­თე­ბას ზმნას­თან მე­ქა­ნი­კუ­რად უკავ­ში­რე­ბენ მშობ­ლი­უ­რი ენის ფორ­მებს — ცვლი­ან ზმნას,

აწ­მ­ყო                     არა­მე კარ­თუ­მე გირქ (არა­მი კითხუ­ლობს წიგნს)
     
უწყ­ვე­ტე­ლი         არა­მე კარ­თუ­მერ გირქ (არა­მი კითხუ­ლობ­და წიგნს)

მყო­ფა­დი               არა­მე კარ­თა­ლუე გირქ (არა­მი წა­ი­კითხავს წიგნს)

წყვე­ტი­ლი             არა­მე კარ­თაც გირქ (არამ­მა წა­ი­კითხა წიგ­ნი)

მე-2 კავ­ში­რე­ბი­თი  არა­მე პი­ტი კარ­თა გირქ (არამ­მა უნ­და წა­ი­კითხოს წიგ­ნი)სუ­ბი­ექ­ტი­სა და ობი­ექ­ტის ფორ­მებს კი — არა. უფ­რო თვალ­სა­ჩი­ნო რომ იყოს, მო­ვიყ­ვანთ სომ­ხუ­რი ზმნის მე-3 პი­რის ფორ­მა­თა უღ­ლე­ბის მა­გა­ლითს ქარ­თუ­ლი ტრან­ს­კ­რიფ­ცი­ით:
რო­გორც ვხე­დავთ, სომ­ხურ­ში სუ­ბი­ექ­ტი­სა და ობი­ექ­ტის ფორ­მე­ბი უც­ვ­ლე­ლად მიჰ­ყ­ვე­ბა ზმნას. ასეა და­ნარ­ჩენ მწკრი­ვებ­შიც, თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით მცი­რე გა­მო­ნაკ­ლი­სებს, ე.წ. უწე­სო ზმნებს. სომ­ხუ­რის სუ­ბი­ექ­ტის ბრუნ­ვის ფორ­მა (უღა­კან) შე­ე­სატყ­ვი­სე­ბა ქარ­თუ­ლის სა­ხე­ლო­ბითს, ობი­ექ­ტი­სა (ჰა­ი­ცა­კან) კი — აზ­რობ­რი­ვად უახ­ლოვ­დე­ბა ასე­ვე ქარ­თუ­ლის სა­ხე­ლო­ბი­თი ბრუნ­ვის ფორ­მას. ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ ქარ­თულ მეტყ­ვე­ლე­ბა­ში ყვე­ლა­ზე ხმა­რე­ბა­დი ბრუნ­ვის ფორ­მა სა­ხე­ლო­ბი­თია, ამი­ტო­მაც სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის მეტყ­ვე­ლე­ბა­ში ხში­რია ასე­თი წი­ნა­და­დე­ბე­ბი: ბავ­შ­ვი წერს წე­რი­ლი, ბი­ჭი და­წე­რა წე­რი­ლი და ა.შ.
რო­გორ ვას­წავ­ლოთ
რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, ენის ათ­ვი­სე­ბა უფ­რო შე­დე­გი­ა­ნია უმ­ც­როს­კ­ლა­სე­ლებ­ში, ამი­ტო­მაც მოთხ­რო­ბი­თი ბრუნ­ვის ფორ­მის „სწავ­ლე­ბა“ აქე­დან უნ­და და­ვიწყოთ (რა თქმა უნ­და, გა­მოვ­რიცხავთ გრა­მა­ტი­კუ­ლი ნორ­მე­ბის ახ­ს­ნას). ამ ეტაპ­ზე სწავ­ლე­ბის მი­ზა­ნი უნ­და იყოს ის, რომ მოს­წავ­ლის ყუ­რი მი­ეჩ­ვი­ოს ქარ­თულ  მეტყ­ვე­ლე­ბა­ში მოთხ­რო­ბი­თი ბრუნ­ვის ფორ­მის ჟღე­რა­დო­ბას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აქ­ცენ­ტი უნ­და გა­კეთ­დეს მოს­წავ­ლის სმე­ნით და მხედ­ვე­ლო­ბით მეხ­სი­ე­რე­ბა­ზე. ან­ბა­ნის სწავ­ლე­ბის წი­ნა პე­რი­ოდ­ში და შემ­დეგ, გარ­კ­ვე­უ­ლი ბგე­რე­ბის სწავ­ლე­ბი­სას, მოს­წავ­ლე­ებს შევ­თა­ვა­ზოთ ისე­თი წი­ნა­და­დე­ბე­ბი, სა­დაც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მოთხ­რო­ბი­თი ბრუნ­ვის ფორ­მე­ბი, მაგ. ს-კ — სა­ათ­მა და­რე­კა, ბე­ბი­ამ სათ­ვა­ლე გა­ი­კე­თა, ყ-ჩ ბა­ყაყ­მა ის­კუ­პა, ბე­ბომ ჩაი და­ლია, ნ-წ — ნა­ნამ გაკ­ვე­თი­ლი ის­წავ­ლა, დათ­ვ­მა და­ი­ძი­ნა, ქ-ხ  — ქე­თომ ქუ­დი იყი­და, მა­ი­მუნ­მა ხე­ზე და­ი­ძი­ნა, შ-ტ — ეთერ­მა ტორ­ტი გა­ა­კე­თა, ჩიტ­მა ხე­ზე ბუ­დე გა­ი­კე­თა, მზი­ამ ბუშ­ტი გა­ბე­რა, ფ-ღ — ლე­ვან­მა ფო­თო­ლი და­ხა­ტა, ძაღ­ლ­მა და­ი­ყე­ფა, კა­ტამ გა­იღ­ვი­ძა, ც-ჭ — ციყ­ვ­მა ფუ­ღუ­რო­ში და­ი­ძი­ნა, დათ­ვ­მა თაფ­ლი შე­ჭა­მა, ჭრი­ჭი­ნა ჭრი­ჭი­ნებს, პ-ჟ — არ­ჩილ­მა თოვ­ლის პა­პა გა­ა­კე­თა, ჟუ­ჟუ­ნამ პო­მი­დო­რი იყი­და, ჟი­რაფ­მა ფო­თო­ლი შე­ჭა­მა, ჯ-ჰ — ჯე­მალ­მა ჰა­მა­კი მო­ი­ტა­ნა, ჯარ­ჯიმ ჯო­ხი იპო­ვა და სხვ. ამ­გ­ვა­რად, მოს­წავ­ლე­ებს ყუ­რი „გა­ე­ხედ­ნე­ბათ“ არა მხო­ლოდ მოთხ­რო­ბით, არა­მედ წყვე­ტი­ლის ფორ­მებ­ზეც, რა­საც კი­დევ უფ­რო გა­ნუმ­ტ­კი­ცებთ მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ დას­მუ­ლი კითხ­ვე­ბი: რამ ის­კუ­პა? ვინ და­ლია ჩაი? ვინ ის­წავ­ლა გაკ­ვე­თი­ლი? რამ შე­ჭა­მა ფო­თო­ლი? რამ მო­ი­პა­რა პუ­რი? და ა.შ.
არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის ქარ­თუ­ლი ენის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი „პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი“, აგე­ბუ­ლია, თუ შე­იძ­ლე­ბა ასე ით­ქ­ვას, ექ­ვ­სი „პერ­სო­ნა­ჟის“ პრინ­ცი­პით. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს „გმი­რე­ბი“ არი­ან სა­მი გო­გო და სა­მი ბი­ჭი — ია, მზია, ლია, რე­ზო, და­თო და გია. რო­გორც ვხე­დავთ, ყვე­ლა მათ­გა­ნის სა­ხე­ლი ხმო­ვან­ზე ბო­ლოვ­დე­ბა. ხმო­ვან­ფუ­ძი­ან სა­ხელ­თა თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა კი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, არის ის, რომ მოთხ­რო­ბით­სა და ნა­თე­სა­ო­ბით­ში (სხვა ბრუნ­ვის ფორ­მებ­ზე არ ვლა­პა­რა­კობთ, რად­გან ისი­ნი ნაკ­ლებ აქ­ტი­ურ­ნი არი­ან მეტყ­ვე­ლე­ბა­ში) გა­მარ­ტი­ვე­ბულ ბრუნ­ვის ნიშ­ნებს მო­ითხო­ვენ: მა-ს ნაც­ვ­ლად — მ-ს და ის ნაც­ვ­ლად — ს-ს. მარ­თა­ლია, მოს­წავ­ლე­ე­ბი ად­ვი­ლად უღე­ბენ ალ­ღოს სწორ ფორ­მებს, მაგ­რამ მა­ინც კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ თან­ხ­მო­ვან­ფუ­ძი­ა­ნი სა­ხე­ლე­ბის მქო­ნე „პერ­სო­ნა­ჟე­ბიც“ (თა­მა­რი, ლე­ვა­ნი, მა­რი­ა­მი, მე­რა­ბი) იქ­ნე­ბი­ან აღ­ნიშ­ნულ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში, რად­გან თან­ხ­მო­ვან­ფუ­ძი­ა­ნებ­ში კარ­გა­დაა გარ­ჩე­უ­ლი ბრუნ­ვის ნიშ­ნე­ბი.
„პირ­ველ ნა­ბი­ჯებ­ში“ უხ­ვა­დაა მარ­ტი­ვი დი­ა­ლო­გე­ბი. ისი­ნი ტექ­ს­ტის გა­გე­ბა­ზე, ლექ­სი­კა­ზე, მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ა.შ. არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად:
— გია, რა მაქვს ჯი­ბე­ში?
— ჯი­ბე­ში გაქვს ბურ­თი.
— არა, ის არის პა­ტა­რა და გრძე­ლი.
— კა­ლა­მი.
— სწო­რია.

(„ქარ­თუ­ლი ენა 2“, გვ. 8)
ან კი­დევ:
— მა­მი­კო, ვინ არის ჩი­პო­ლი­ნო?
— ჩი­პო­ლი­ნო პა­ტა­რა ხახ­ვის ბი­ჭუ­ნაა.
— სად ცხოვ­რობს ეს პა­ტა­რა ხახ­ვის ბი­ჭუ­ნა?
— ზღაპ­რე­ბის ქვე­ყა­ნა­ში.
— სად არის ეს ზღაპ­რე­ბის ქვე­ყა­ნა?
— აი, ამ წიგ­ნ­ში.

(„ქარ­თუ­ლი ენა 2“, გვ. 65)
რო­გორც ვხე­დავთ, დი­ა­ლო­გე­ბი მხო­ლოდ კითხ­ვა-პა­სუხ­ზეა აგე­ბუ­ლი, არა­და დი­ა­ლო­გე­ბი ძა­ლი­ან კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა ისე­თი მეტყ­ვე­ლე­ბის ზმნე­ბის სას­წავ­ლად, რო­გო­რი­ცაა: უთხ­რა, ჰკითხა, თქვა, უპა­სუ­ხა. გარ­და იმი­სა, რომ ეს ზმნე­ბი მეტყ­ვე­ლე­ბა­ში ხში­რად იხ­მა­რე­ბა, მა­თი ფორ­მა მო­ითხოვს მოთხ­რო­ბით ბრუნ­ვას. სამ­წუ­ხა­როდ, ეს რე­სურ­სი თით­ქ­მის არაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი „პირ­ველ ნა­ბი­ჯებ­ში“ (თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით მე-4 დო­ნის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს და მე-3 დო­ნის ერთ-ორ მა­სა­ლას), ამი­ტომ მა­თი სწავ­ლე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და  იტ­ვირ­თოს. მას შემ­დეგ, რაც მოს­წავ­ლე­ებს გა­ვა­გე­ბი­ნებთ ამ სიტყ­ვე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, ვუთხ­რათ, რომ ჰკითხა-უთხ­რა-უპა­სუ­ხა-თქვას­თან ხმა­რე­ბულ სა­ხე­ლებ­თან ყო­ველ­თ­ვის სა­ჭი­როა მა, ან -ს და­მა­ტე­ბა, მა­გა­ლი­თად, მას­წავ­ლე­ბელ­მა ჰკითხა, ლე­ვან­მა უპა­სუ­ხა და ა.შ. (რა თქმა უნ­და, ოთხი­ვე ზმნას ერ­თ­ბა­შად ვერ მი­ვაწ­ვ­დით მოს­წავ­ლე­ებს). წა­ვა­კითხოთ მოს­წავ­ლე­ებს დი­ა­ლო­გე­ბი, ვა­მუ­შა­ოთ ლექ­სი­კა­სა და გა­გე­ბა­ზე, და­ვუს­ვათ კითხ­ვე­ბი: ვინ ჰკითხა? ვინ უპა­სუ­ხა? ვინ უთხ­რა? ვინ თქვა? წა­ვა­კითხოთ თა­ვი­დან დი­ა­ლო­გე­ბი და ვთხო­ვოთ ფან­ქ­რით მი­უ­წე­რონ ავ­ტო­რის სიტყ­ვე­ბი (ჰკითხა ლი­ამ, უპა­სუ­ხა რე­ზომ და ა.შ.). ეს ფორ­მე­ბი მოს­წავ­ლე­ებს უნ­და და­ვა­ზე­პი­რე­ბი­ნოთ და სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბე­ბით გან­ვუმ­ტ­კი­ცოთ — კითხ­ვე­ბის დას­მით, სწო­რია თუ არა (ლე­ვა­ნი უთხ­რა?) იპო­ვეთ და გა­ას­წო­რეთ შეც­დო­მე­ბი, ხში­რად გა­ვა­მე­ო­რე­ბი­ნოთ, შე­ვად­გე­ნი­ნოთ მარ­ტი­ვი დი­ა­ლო­გე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი ზმნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და ა. შ. და­ზე­პი­რე­ბა სწავ­ლე­ბის ერთ-ერ­თი კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რად­გან ერ­თხელ და­ზე­პი­რე­ბულ ფორ­მებს მოს­წავ­ლე­ე­ბი შემ­დეგ ცოცხალ მეტყ­ვე­ლე­ბა­ში იყე­ნე­ბენ, მა­გა­ლი­თად, ჳვ-კლა­სე­ლე­ბი ასე მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ: ჩვენ წა­დი სახ­ლ­ში, ჭა­მე და მე­რე მო­დი. და­ფა­ზე დავ­წე­რეთ: ჩვენ წა­ვალთ სახ­ლ­ში, ვჭამთ და მო­ვალთ. მოს­წავ­ლე­ებ­მა და­ი­ზე­პი­რეს და შემ­დეგ უკ­ვე ასე მე­სა­უბ­რე­ბოდ­ნენ.ერთ დღეს კი ლა­რი­სა მე­უბ­ნე­ბა: ჩვენ ხვალ (შა­ბა­თი იყო) არ მო­ვალთ სკო­ლა­ში.
იმის მო­ლო­დი­ნი, რომ ამ გზით დაწყე­ბით კლა­სებ­ში მოთხ­რო­ბი­თი ბრუნ­ვის სწავ­ლე­ბის პრობ­ლე­მას გა­დავ­წყ­ვეტთ, არ გვაქვს, მაგ­რამ ჩვენ შევ­ქ­მ­ნით კარგ სა­ფუძ­ველს იმ ეტა­პის­თ­ვის, რო­ცა მოს­წავ­ლე­ებს გა­აზ­რე­ბუ­ლად შევ­თა­ვა­ზებთ სუ­ბი­ექ­ტის ბრუნ­ვის ფორ­მის სწავ­ლე­ბას გარ­და­მა­ვა­ლი ზმნე­ბის წყვე­ტი­ლის მწკრივ­თან. ეს ეტა­პი კი შე­იძ­ლე­ბა მე-7 კლა­სი­დან და­ვიწყოთ, რად­გან ამ დრო­ის­თ­ვის მოს­წავ­ლე­ებს ყუ­რიც მიჩ­ვე­უ­ლი აქვთ მოთხ­რო­ბი­თი ბრუნ­ვის ფორ­მებ­ზე, ენაც გა­ტე­ხი­ლი აქვთ, იცი­ან სა­ხელ­თა ბრუ­ნე­ბა და ზმნის დრო­ი­სა და მწკრი­ვე­ბის რამ­დე­ნი­მე ფორ­მა.
სწავ­ლე­ბას ვიწყებთ სუ­ბი­ექ­ტი­სა და ობი­ექ­ტის რა­ო­ბით. შე­ვარ­ჩევთ გარ­და­მა­ვალ ზმნებს, რად­გან წყვე­ტილ­ში სუ­ბი­ექ­ტი მოთხ­რო­ბით ბრუნ­ვა­შია, თან გარ­და­მა­ვალ ზმნებ­ში კარ­გად ჩანს სუ­ბი­ექ­ტის მოქ­მე­დე­ბა ობი­ექ­ტ­ზე, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით გარ­და­უ­ვა­ლი ზმნე­ბის­გან: მა­მა აშე­ნებს სახლს (მა­მა — სუ­ბი­ექ­ტი, სახლს — ობი­ექ­ტი), ბავ­შ­ვი ჭამს ნამ­ცხ­ვარს (ბავ­შ­ვი — სუ­ბი­ექ­ტი, ნამ­ცხ­ვარს — ობი­ექ­ტი) და ა.შ. ახალ ცოდ­ნას რამ­დე­ნი­მე გაკ­ვე­თილ­ზე ვამ­ტ­კი­ცებთ სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბე­ბით: და­ფა­ზე ვწერთ წი­ნა­და­დე­ბებს, ვპო­უ­ლობთ სუ­ბი­ექ­ტ­სა და ობი­ექტს, სწო­რია, თუ არა, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­მუ­შაო...
მე-2 ეტა­პი უნ­და იყოს ზმნის წარ­სუ­ლი დრო­ის, წყვე­ტი­ლის, სწავ­ლე­ბა (თუ ნას­წავ­ლი აქვთ, გა­ვახ­სე­ნოთ). ყუ­რადღე­ბას ვა­მახ­ვი­ლებთ, დამ­თავ­რ­და თუ არა ზმნით აღ­ნიშ­ნუ­ლი  მოქ­მე­დე­ბა. ამი­სათ­ვის და­ფა­ზე ვწერთ წი­ნა­და­დე­ბებს ზმნის ახ­ლან­დე­ლი და წარ­სუ­ლი დრო­ის ფორ­მე­ბის, უწყ­ვე­ტე­ლი­სა და წყვე­ტი­ლის, გა­მო­ყე­ნე­ბით ადა­რებთ ერ­თ­მა­ნეთს: ლე­ვა­ნი ხა­ტავს ცხენს, ლე­ვა­ნი მთე­ლი დღე ხა­ტავ­და ცხენს, მაგ­რამ ვერ და­ას­რუ­ლა, ლე­ვან­მა უკ­ვე და­ხა­ტა ცხე­ნი. კითხ­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ვარ­კ­ვევთ ზმნის დრო­ებს, აგ­რეთ­ვე რო­მელ წი­ნა­და­დე­ბებ­ში ჩანს, რომ არ დამ­თავ­რ­და მოქ­მე­დე­ბა — ხატ­ვა, რო­მელ წი­ნა­და­დე­ბა­ში ჩანს, რომ ლე­ვა­ნი მორ­ჩა ხატ­ვას. სწო­რი პა­სუ­ხე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ მოს­წავ­ლე­ებს ვუხ­ს­ნით (ვახ­სე­ნებთ): თუ ზმნა გა­მო­ხა­ტავს წარ­სულ დროს და გვიჩ­ვე­ნებს, რომ მოქ­მე­დე­ბა არ დამ­თავ­რ­და, ეს არის წარ­სუ­ლი და­უმ­თავ­რე­ბე­ლი: თუ ზმნა გა­მო­ხა­ტავს წარ­სულ დროს და გვიჩ­ვე­ნებს, რომ მოქ­მე­დე­ბა დამ­თავ­რ­და, ეს არის წარ­სუ­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ვამ­ტ­კი­ცებთ ახალ ცოდ­ნას. შემ­დეგ კი ვთხოვთ, თი­თო­ე­ულ წი­ნა­და­დე­ბა­ში ისევ გა­არ­კ­ვი­ონ ზმნა­თა დრო­ე­ბი, იპო­ვონ სუ­ბი­ექ­ტი და ობი­ექ­ტი, შემ­დეგ კარ­გად და­უკ­ვირ­დ­ნენ ზმნებს და გვი­პა­სუ­ხონ, რო­დის არის სუ­ბი­ექ­ტი სა­ხე­ლო­ბით ბრუნ­ვა­ში და რო­დის — მოთხ­რო­ბით­ში. თუ კარ­გი სა­ფუძ­ვე­ლი აქვთ, მოს­წავ­ლე­ე­ბი აუცი­ლებ­ლად აღ­მო­ა­ჩე­ნენ, რომ სუ­ბი­ექ­ტი ახ­ლან­დელ დრო­სა და წარ­სულ და­უმ­თავ­რე­ბელ­ში სა­ხე­ლო­ბით ბრუნ­ვა­შია, წარ­სულ დამ­თავ­რე­ბულ­ში კი — მოთხ­რო­ბით­ში. სწო­რი პა­სუ­ხი და­ვუ­დას­ტუ­როთ სა­თა­ნა­დო ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბით და ვი­მუ­შა­ოთ გან­მ­ტ­კი­ცე­ბა­ზე. გზა­დაგ­ზა, გან­მ­ტ­კი­ცე­ბის პრო­ცეს­ში, მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ის­წავ­ლი­ან ახ­ლან­დე­ლი დრო­ის, წარ­სუ­ლი და­უმ­თავ­რე­ბე­ლი­სა და დამ­თავ­რე­ბუ­ლის გრა­მა­ტი­კულ ტერ­მი­ნებ­საც — აწ­მ­ყოს, უწყ­ვე­ტელ­სა და წყვე­ტილს. ამ მა­სა­ლის ცოდ­ნის გან­მ­ტ­კი­ცე­ბა უნ­და ხდე­ბო­დეს ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი დრო­ის მან­ძილ­ზე, გა­ნუწყ­ვეტ­ლად, რად­გან, რო­გორც პრაქ­ტი­კა გვიჩ­ვე­ნებს, სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე­ებ­საც კი მოს­დით შეც­დო­მე­ბი.
და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი აწყ­დე­ბი­ან გარ­და­უ­ვალ ზმნებს. თა­ვი­ან­თი ცოდ­ნის შე­სა­ბა­მი­სად გა­და­ყავთ რა ეს ზმნე­ბი წყვე­ტილ­ში, ზმნას სუ­ბი­ექტს უწყო­ბენ მოთხ­რო­ბი­თის ფორ­მით, მაგ­რამ ხვდე­ბი­ან, რომ რა­ღაც ისე ვერ არის, რომ ზმნას­თან შეწყო­ბი­ლი სუ­ბი­ექ­ტის ფორ­მა ვერ ჟღერს კარ­გად და სვა­მენ კითხ­ვას: გათ­ბა მან? დაწ­ვა მან? იჯ­და მან? კითხ­ვა ლო­გი­კუ­რია, მოს­წავ­ლე­ე­ბი აწყ­დე­ბი­ან ვნე­ბი­თი გვა­რის ზმნებს, რო­მელ­თაც სუ­ბი­ექ­ტი ყო­ველ­თ­ვის სა­ხე­ლო­ბი­თი ბრუნ­ვის ფორ­მით ეწყო­ბათ. ძა­ლი­ან მა­რტი­ვად ვუხ­ს­ნით მათ, რომ ზმნა აწ­მ­ყოს მე-3 პირ­ში შე­იძ­ლე­ბა ბო­ლოვ­დე­ბო­დეს -ზე, ან -ზე. წყვე­ტილ­ში სუ­ბი­ექ­ტი მოთხ­რო­ბით ბრუნ­ვა­შია იმ ზმნებ­თან, რომ­ლებ­საც აწ­მ­ყოს მე-3 პირ­ში აქვთ ბო­ლო­სარ­თი . თუ ზმნა აწ­მ­ყოს მე-3 პირ­ში მთავ­რ­დე­ბა -თი, მა­შინ სუ­ბი­ექ­ტი აწ­მ­ყო­ში­ცა და წყვე­ტილ­შიც სა­ხე­ლო­ბით ბრუნ­ვა­ში უნ­და იყოს, მა­გა­ლი­თად, კა­ტა თბე­ბა — კა­ტა გათ­ბა, ბი­ჭი ჯდე­ბა — ბი­ჭი დაჯ­და, ძაღ­ლი წვე­ბა — ძაღ­ლი დაწ­ვა და ა.შ.
არის ზმნა­თა ერ­თი ნა­წი­ლი, რომ­ლე­ბიც აწ­მ­ყოს მე-3 პირ­ში ბო­ლოვ­დე­ბი­ან ს-ზე, მაგ­რამ წყვე­ტილ­ში სუ­ბი­ექტს სა­ხე­ლო­ბი­თის ფორ­მით იწყო­ბენ, ესე­ნი არი­ან სა­შუ­ალ-ვნე­ბი­თი გვა­რის ზმნე­ბი: დგას ის — იდ­გა ის, წევს ის — იწ­ვა ის, მი­დის ის — წა­ვი­და ის, მო­ვი­და ის — მო­ვა ის... ამ ტი­პის ზმნებ­თან შეწყო­ბი­ლი სუ­ბი­ექ­ტის ფორ­მე­ბი მოს­წავ­ლე­ებს უნ­და და­ვა­ზე­პი­რე­ბი­ნოთ, რო­გორც გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი. ასე­ვე უნ­და და­ვა­ზე­პი­რე­ბი­ნოთ ვი­ცი ზნას­თან შეწყო­ბი­ლი სუ­ბი­ექ­ტის ფორ­მე­ბი, რად­გან ვი­ცი ზმნას აწ­მ­ყო­ში სუ­ბი­ექ­ტი მოთხ­რო­ბო­თი ბრუნ­ვის ფორ­მით ეწყო­ბა (წყვე­ტი­ლის ფორ­მას ვერ აწარ­მო­ებს), მა­გა­ლი­თად, არ­ჩილ­მა იცის ხატ­ვა.
ყო­ვე­ლი­ვე, რაც ით­ქ­ვა ზმნის წყვე­ტი­ლის ფორ­მას­თან სუ­ბი­ექ­ტის შეწყო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეხე­ბა მე-2 კავ­ში­რე­ბით­საც, რად­გან მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მოთხ­რო­ბი­თი ბრუნ­ვა ზო­გა­დად მე­ო­რე სე­რი­ის მწკრი­ვებს ახა­სი­ა­თებთ.
გრა­მა­ტი­კუ­ლი ნორ­მე­ბის დას­წავ­ლა სწო­რი მეტყ­ვე­ლე­ბის­თ­ვის, რა თქმა უნ­და, აუცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ასე­ვე აუცი­ლე­ბე­ლია მი­სი გამ­ყა­რე­ბა ასაკ­თან შე­სა­ბა­მი­სი სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მა­სა­ლით, რად­გა­ნაც ლი­ტე­რა­ტუ­რა ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სამ­ყა­როა და მოს­წავ­ლეს ენის ბუ­ნებ­რივ „გა­რე­მოს­თან“ აახ­ლო­ებს, რაც ამეტყ­ვე­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა.

სომ­ხურ ენა­ში გა­წე­უ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ის­თ­ვის მად­ლო­ბას ვუხ­დით სოფელ ოზ­ნის
სა­ჯა­რო სკო­ლის სომ­ხუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბელს ლუ­სი­ნე მა­ნუ­კი­ანს

25-28(942)N