გამოდის 1998 წლიდან
2015-05-14
გა­უ­წო­დეთ ბავშვს ხე­ლი და არა ფუ­ლი

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

სა­მი წლის წინ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ქუ­ჩა­ში მყო­ფი ბავ­შ­ვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად შე­იქ­მ­ნა პროგ­რა­მა, რომ­ლის მი­ზა­ნი ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო მე­ქა­ნიზ­მე­ბი­სა და სერ­ვი­სე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა და ამოქ­მე­დე­ბა იყო. პრო­ექ­ტის­თ­ვის ევ­რო­კავ­შირ­მა 750 ათა­სი ევ­რო გა­ი­ღო, ხო­ლო იუნი­სეფ­მა — 75 ათა­სი. პრო­ექ­ტის და­საწყი­სი — 2012 წლის აგ­ვის­ტო, ხო­ლო და­სას­რუ­ლი 2015 წლის მა­ი­სია. „ვიზ­რუ­ნოთ ყვე­ლა­ზე და­უც­ველ ბავ­შ­ვებ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით ქუ­ჩა­ში მცხოვ­რებ და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვებ­ზე“ — ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნა ბავ­შ­ვე­ბის ჰარ­მო­ნი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტეგ­რა­ციაა.
პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს შრო­მის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დ­თან, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან, იუს­ტი­ცი­ის, ში­ნა­გან საქ­მე­თა და ფი­ნან­ს­თა სა­მი­ნის­ტ­რო­ებ­თან, თბი­ლი­სის და ქუ­თა­ი­სის მე­რი­ებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით.
რა გა­კეთ­და პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის და რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია ასე­თი ტი­პის პროგ­რა­მის ამოქ­მე­დე­ბა — ამის გა­საც­ნო­ბად პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი­სა და მათ­ში ჩარ­თუ­ლი უწყე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ვი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა მე­დი­ის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წი­ლის­თ­ვის, ვი­საც ამ ბავ­შ­ვე­ბის ბე­დი აღელ­ვებს.
ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გ­ლებ­ში ამოქ­მედ­და მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბი და მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩა­ში მცხოვ­რებ და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვებს გა­მო­ავ­ლე­ნენ და და­უ­ყო­ნებ­ლივ დახ­მა­რე­ბას და დაც­ვას შეს­თა­ვა­ზე­ბენ. ბავ­შ­ვებს სა­თა­ნა­დო, მათ­ზე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მორ­გე­ბულ მომ­სა­ხუ­რე­ბებს აწ­ვ­დი­ან არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი: კა­რი­ტას სა­ქარ­თ­ვე­ლო, ვორლდ ვი­ჟე­ნი, ბავ­შ­ვი და გა­რე­მო.
ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის შე­მუ­შავ­და მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის, დღის/კრი­ზი­სუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ი­სა და ტრან­ზი­ტუ­ლი სერ­ვი­სე­ბის კონ­ცეფ­ცია.
მო­ბი­ლურ ჯგუ­ფებ­ში შე­დი­ან: სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი, ფსი­ქო­ლო­გი, თა­ნა­ტოლ-გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი და ადა­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი მუ­შა­კი/ მძღო­ლი. ჯგუ­ფი პირ­ველ კონ­ტაქტს ბავ­შ­ვებ­თან ქუ­ჩა­ში ამ­ყა­რებს, უზ­რუნ­ველ­ყოფს მათ გა­და­უ­დე­ბელ სა­ჭი­რო­ე­ბებს და მუ­შა­ობს მა­თი დღის/კრი­ზი­სუ­ლი იენ­ტერ­ვენ­ცი­ის ცენ­ტ­რებ­ში მი­მარ­თ­ვის მიზ­ნით.  დღის/კრი­ზი­სუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის ცენ­ტ­რე­ბი ღია ტი­პის მომ­სა­ხუ­რე­ბაა, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში მცხოვ­რებ და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვებს ძი­რი­თა­დი მოთხოვ­ნე­ბის (საკ­ვებ­ზე, ჰი­გი­ე­ნა­ზე და სხვ.) დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს და სთა­ვა­ზობს ფსი­ქო­ლო­გი­ურ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას და სა­სი­ცოცხ­ლო უნარ-ჩვე­ვე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბი­სა და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მას, რომ­ლის მი­ზა­ნია ბავ­შ­ვე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და რე­ინ­ტეგ­რა­ცია; საცხოვ­რებ­ლის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ ბავ­შ­ვებს ცენ­ტ­რი ასე­ვე სთა­ვა­ზობს ღა­მის თავ­შე­სა­ფარს. ტრან­ზი­ტუ­ლი ცენ­ტ­რი წარ­მო­ად­გენს 24-სა­ა­თი­ან მომ­სა­ხუ­რე­ბას, (მაქ­სი­მუმ, ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში), რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში მცხოვ­რებ და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვებს სთა­ვა­ზობს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მიდ­გო­მას, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ინ­ტენ­სი­ურ გან­ვი­თა­რე­ბას და მათ უფ­რო ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი დრო­ით მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­და­ში ან მცი­რე ზო­მის სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლ­ში გან­თავ­სე­ბის­თ­ვის ამ­ზა­დებს. გარ­კ­ვე­ულ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­დე­საც ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯახს შე­უძ­ლია ბავ­შ­ვი უსაფ­რ­თხო გა­რე­მო­თი უზ­რუნ­ველ­ყოს, ხდე­ბა რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის აქ­ტი­უ­რი ხელ­შეწყო­ბა.
აღ­ნიშ­ნუ­ლი სერ­ვი­სე­ბის კონ­ცეფ­ცი­ის გა­და­სინ­ჯ­ვა და შეს­წო­რე­ბა მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბა.
პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შე­მუ­შავ­და შემ­დე­გი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბი: 2013 წლის აგ­ვის­ტო­დან თბი­ლის­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს 3 მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფი; 2015 წლის აპ­რი­ლი­დან ქუ­თა­ის­ში ამოქ­მედ­და ერ­თი მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფი; 2014 წლი­დან, თბი­ლის­ში, 3 დღის/კრი­ზი­სუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის ცენ­ტ­რი მოქ­მე­დებს, რა­საც წელს კი­დევ ორი და­ე­მა­ტა — თბი­ლის­სა და ქუ­თა­ის­ში; ტრან­ზი­ტუ­ლი ცენ­ტ­რი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს თბი­ლის­სა და რუს­თავ­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის­თ­ვის შე­მუ­შავ­და მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პროგ­რა­მა და კუ­რი­კუ­ლუ­მი, მომ­ზად­დ­ნენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი: 15 მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფის წევ­რი, დღის/კრი­ზი­სუ­ლი და ტრან­ზი­ტუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის ცენ­ტ­რე­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი მუ­შა­კე­ბი და აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბი — და­ახ­ლო­ე­ბით 150 პი­რი; 200 პო­ლი­ცი­ე­ლი — თბი­ლის­ში და 50 — ქუ­თა­ის­ში.
და­არ­ს­და ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი ფონ­დი, რო­მე­ლიც და­ფა­რავს ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვე­ბის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის ხარ­ჯებს. ამის გარ­და, ფონ­დ­მა შე­იძ­ლე­ბა ერ­თ­ჯე­რა­დი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ოს ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯა­ხებ­ში. ფონ­დის მომ­სა­ხუ­რე­ბით უკ­ვე 110-მა ბავ­შ­ვ­მა და, შე­სა­ბა­მი­სად, მათ­მა ოჯა­ხებ­მა ისარ­გებ­ლეს.
2014 წლის გა­ზაფხულ­ზე შე­იქ­მ­ნა სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც გან­საზღ­ვ­რავს იური­დი­ულ ხარ­ვე­ზებს, რაც ზღუ­დავს ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვე­ბის უფ­ლე­ბებს, ისარ­გებ­ლონ სხვა­დას­ხ­ვა მომ­სა­ხუ­რე­ბით — გა­ნათ­ლე­ბის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის. სა­მუ­შაო ჯგუფ­მა შრო­მის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტ­როს სა­ხელ­მ­წი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შე­ი­მუ­შა­ვა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რაც ხელს შე­უწყობს დრო­ე­ბი­თი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბის გა­ცე­მას აღ­ნიშ­ნუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, რომ მათ შეძ­ლონ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სხვა მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბით სარ­გებ­ლო­ბა. რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი პარ­ლა­მენტს 2015 წლის ბო­ლომ­დე წა­რედ­გი­ნე­ბა.
დღე­ის­თ­ვის პროგ­რა­მა უკ­ვე და­ეხ­მა­რა 400-ზე მეტ ბავ­შ­ვ­სა და მათ ოჯა­ხებს თბი­ლის­სა და ქუ­თა­ის­ში. მათ­გან 158 ბავ­შ­ვი დღის/კრი­ზი­სულ და ტრან­ზი­ტულ მომ­სა­ხუ­რე­ბა­შია ჩა­რიცხუ­ლი; გა­და­უ­დე­ბელ მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­და­ში 10 ბავ­შ­ვი გან­თავ­ს­და, მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლ­ში კი — 6; დო­კუ­მენ­ტა­ცია მო­უ­წეს­რიგ­და 40 ბავშვს, 26-ის სკო­ლა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და. კრი­ზი­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ბავ­შ­ვი­ა­ნი ოჯა­ხე­ბის გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ქვეპ­როგ­რა­მა­ში 36 ოჯა­ხი ჩა­ერ­თო, სხვა ქვეპ­როგ­რა­მებ­ში კი 34 ბავ­შ­ვი გა­და­მი­სა­მარ­თ­და. 110-მა ბაშ­ვ­მა ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი ფონ­დის დახ­მა­რე­ბა მი­ი­ღო — ასე­თია სუ­რა­თი, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად მი­ვი­ღეთ. თუმ­ცა, თი­თო­ე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის უკან, რო­გორც უკ­ვე ვთქვით, ძა­ლი­ან დი­დი შრო­მა და ძა­ლის­ხ­მე­ვაა ჩა­დე­ბუ­ლი მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი­სა თუ სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის მხრი­დან, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­დე­გი­ა­ნი, მაგ­რამ ხში­რად უშე­დე­გოც. ორ­წ­ლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გე­ბის გაც­ნო­ბა ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სწო­რედ იმ ნა­წილ­ში იყო, რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კუ­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბის ანა­ლიზს და­ეთ­მო. „მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბი ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის“ თა­ვი­სი წარ­მა­ტე­ბე­ბი­თა და პრობ­ლე­მე­ბით — ეს თე­მა შო­თა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფის წევრმა, და სოც­მუ­შა­კებ­მა: ანა ჯვე­ლა­ურ­მა და ნი­ნო და­ნე­ლი­ამ სა­კუ­თა­რი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის ქე­ი­სე­ბის გან­ხილ­ვით წარ­მო­ად­გი­ნეს.
მათ მი­ერ გან­ხი­ლუ­ლი სა­მი შემ­თხ­ვე­ვი­დან ერ­თი უშე­დე­გოდ, უფ­რო სწო­რად, მძი­მე შე­დე­გით დას­რულ­და. გო­გო­ნა, რო­მე­ლიც მომ­სა­ხუ­რე­ბის პროგ­რა­მა­ში ჩა­ერ­თო ორ თვე­ში 18 წლის ხდე­ბო­და. ძა­ლი­ან დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვის და მუ­შა­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არა­ფე­რი გა­მო­ვი­და, რად­გან ის რამ­დე­ნი­მე­ჯერ გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბის შემ­დეგ სა­მარ­თალ­დამ­ც­ველ­თა ხელ­ში აღ­მოჩ­ნ­და. მე­ტად გა­უ­მარ­თ­ლა 8 წლის გი­ორ­გის, რო­მე­ლიც აცხა­დებს — „მე აღარ ვითხოვ მოწყა­ლე­ბას ქუ­ჩა­ში“, რად­გან ის მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­და­ში იმ­ყო­ფე­ბა ქა­ლაქ ბოლ­ნის­ში და, თა­ნა­ტო­ლე­ბის მსგავ­სად, სკო­ლა­ში სწავ­ლობს და ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში ცხოვ­რობს. მე­ტიც, თავს იმ­დე­ნად კარ­გად გრძნობს მინ­დო­ბით ოჯახ­ში, რომ სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქ­ვა, ბი­ო­ლო­გი­ურ­მა დე­და­მაც მათ­თან იცხოვ­როს, მინ­დო­ბი­თი ოჯა­ხი და­თან­ხ­მ­და. მე­სა­მე შემ­თხ­ვე­ვა 13 წლის გო­გო­ნას ცხოვ­რე­ბას გვაც­ნობს, რო­მე­ლიც ქუ­ჩას გა­მოს­ტა­ცეს და ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯახს და­უბ­რუ­ნეს. თუმ­ცა, მას პრობ­ლე­მე­ბი სკო­ლა­ში მის­ვ­ლის გა­მო შე­ექ­მ­ნა, რად­გან არც ერთ სკო­ლას არ სურ­და მი­სი მი­ღე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ 72-ე სკო­ლამ მი­ი­ღო. და მა­ინც, რა პრობ­ლე­მე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი დგას ქუ­ჩა­ში მცხოვ­რებ და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში?
პრობ­ლე­მე­ბი მე­ორ­დე­ბა: პირ­ველ რიგ­ში, მა­თი ნდო­ბის მო­პო­ვე­ბაა რთუ­ლი, შემ­დეგ ყვე­ლა­ზე თვალ­ში სა­ცე­მი მა­თი ასო­ცი­ა­ლუ­რი ქცე­ვაა, რაც ძი­რი­თა­დად, ყვე­ლას ახა­სი­ა­თებს; ინ­ტე­ლექ­ტა­ლუ­რი ჩა­მორ­ჩე­ნა — რად­გან ისი­ნი სკო­ლას მოწყ­ვე­ტი­ლე­ბი არი­ან, უჭირთ ურ­თი­ერ­თო­ბა, არ იცი­ან დრო­ის სწო­რად მარ­თ­ვა, არ აქვთ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი უნა­რე­ბი, რო­მე­ლიც მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ, ახა­სი­ა­თებთ არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა და ა.შ. გარ­და მა­თი პი­როვ­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­სა, სო­ცი­ა­ლურ მუ­შა­კებ­სა და მო­ბი­ლურ ჯგუ­ფებს უწევთ, ასე­ვე, მათ­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­კითხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა სხვა­დას­ხ­ვა უწყე­ბებ­თან. ერთ-ერ­თი მა­გა­ლი­თი გახ­ლ­დათ სკო­ლა­ში ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის მიყ­ვა­ნა, რო­მე­ლიც, რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, არც ერთ სკო­ლას არ სურ­და.  კითხ­ვა­ზე — კონ­კ­რე­ტუ­ლი შემ­თხ­ვე­ვის დროს ეც­ნო­ბა თუ არა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს? — შო­თა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ნაცხა­და, რომ სა­მი­ნის­ტ­როს­თ­ვის არ მი­უ­მარ­თავთ, რად­გა­ნაც, სა­ბო­ლო­ოდ, აღ­მო­ა­ჩი­ნეს სკო­ლა, რო­მე­ლიც 13 წლის გო­გო­ნას მი­ი­ღებ­და. გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის სო­ცი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ქე­თი მე­ლი­ქა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვე­ბის პრობ­ლე­მებს „ჯერ მხო­ლოდ შე­ვე­ხეთ, გავ­მარ­თეთ მე­ქა­ნიზ­მი და ახ­ლა სა­ჭი­როა მი­სი ამუ­შა­ვე­ბა“. გა­მოწ­ვე­ვე­ბი და პრობ­ლე­მე­ბი კი, რო­გორც ჩანს უხი­ლა­ვის მიღ­მაც უხ­ვა­დაა. თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პროგ­რა­მის ამუ­შა­ვე­ბის შემ­დეგ,  გა­ცი­ლე­ბით მე­ტი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა ყვე­ლა­ზე და­უც­ველ ბავ­შ­ვებს, მა­ნამ­დე კი, რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნი ქე­თი ამ­ბობს: „ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის რე­ფორ­მის ფო­კუს­ში, ძი­რი­თა­დად, ის ბავ­შ­ვე­ბი იყ­ვ­ნენ, რომ­ლე­ბიც დი­დი ზო­მის ბავ­შ­ვ­თა სახ­ლებ­ში ცხოვ­რობ­დ­ნენ. პრობ­ლე­მა, თა­ვის­თა­ვად, ძა­ლი­ან რთუ­ლი და მძი­მეა — ბავ­შ­ვე­ბი ქუ­ჩა­ში ცუდ­მა ცხოვ­რე­ბამ გა­მო­იყ­ვა­ნა და მოწყა­ლე­ბას, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იმის გა­მო ითხო­ვენ, რომ მათ ოჯახ­ებს ძა­ლი­ან უჭირთ, ვერ უზ­რუნ­ველ­ყო­ფ­ენ მათ ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას ან ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბაა და ა.შ.
მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბი, რო­მე­ლიც პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში შე­იქ­მ­ნა, მიზ­ნად ისა­ხავს ქუ­ჩა­ში მოხ­ვედ­რი­ლი ბავ­შ­ვე­ბის ქუ­ჩი­დან ნელ-ნე­ლა გა­მოყ­ვა­ნას. ეს, ბუ­ნებ­რი­ვია, მარ­ტი­ვად და იოლად ვერ მოხ­დე­ბა, რად­გან, რო­გორც გითხა­რით, ისი­ნი ბევ­რ­მა ფაქ­ტორ­მა აიძუ­ლა მოწყა­ლე­ბა ითხო­ვონ. თუც­მა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ, პირ­ველ რიგ­ში, შე­იქ­მ­ნა სის­ტე­მა, რო­მელ­მაც შეძ­ლო და­ი­ნა­ხოს ასე­თი ბავ­შ­ვე­ბი, გა­მო­ავ­ლი­ნოს მა­თი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და შეს­თა­ვა­ზოს მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბი, რაც მთა­ვა­რია, ჩვენ დაგ­ვა­ნა­ხოს გზა, რო­გორ გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ ქუ­ჩი­დან, და­ვაბ­რუ­ნოთ ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯახ­ში ან გა­და­ვიყ­ვა­ნოთ მინ­დო­ბით ოჯა­ხებ­ში —  ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში ბავ­შ­ვის აღ­ზ­რ­და სა­უ­კე­თე­სოა მი­სი მო­მავ­ლის­თ­ვის, გარ­და ამი­სა, ქვე­ყა­ნას აქვს ვალ­დე­ბუ­ლება, და­იც­ვას მი­სი უფ­ლე­ბე­ბი.“
 ქუ­ჩა­ში მცხოვ­რებ და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვებს შო­რის ყვე­ლა­ზე მე­ტი ბო­შაა. მარ­თა­ლია, ამის შე­სა­ხებ სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ ეს, უბ­რა­ლოდ, თვალ­ში­სა­ცე­მია. რო­გორ მუ­შა­ობს პროგ­რა­მა ყვე­ლა­ზე მოწყ­ვ­ლად ჯგუფ­თან? „ყვე­ლა ბავ­შ­ვი თა­ნა­ბა­რია და ასე ვერ გა­მოვ­ყოფ ცალ­კე ბო­შა ბავ­შ­ვებს,“ — ამ­ბობს ქე­თი მე­ლი­ქა­ძე, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნავს, რომ: „სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბო­შა ბავ­შ­ვე­ბი ერთ-ერ­თი იზო­ლი­რე­ბუ­ლი და გა­მიჯ­ნუ­ლი თე­მაა. მა­თი მომ­თა­ბა­რე ცხოვ­რე­ბა, გარ­კ­ვე­უ­ლი პა­სუ­ხია იმ პი­რო­ბებ­ზე, რო­მელ­შიც ისი­ნი ცხოვ­რო­ბენ. რა თქმა უნ­და, ამ სა­კითხ­ზე მე­ტი და­ფიქ­რე­ბა გვმარ­თებს, თუმ­ცა, პროგ­რა­მა ისეა შედ­გე­ნი­ლი, რომ თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბებს ით­ვა­ლის­წი­ნებს — კულ­ტუ­რულ მი­კუთ­ვ­ნე­ბას, უკი­დუ­რეს სი­ღა­რი­ბეს თუ ძა­ლა­დობ­რივ პრობ­ლე­მებს, ანუ ვცდი­ლობთ, ბავშვს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მო­ვარ­გოთ სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მათ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. მაგ­რამ გეტყ­ვით, რომ ეს მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბი საკ­მა­რი­სი არ არის, კი­დევ მე­ტი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გვინ­და რომ იყოს. ბო­შა ბავ­შ­ვე­ბი კი სწო­რედ იმ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც შემ­დეგ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მით თი­თო­ე­უ­ლის პრობ­ლე­მას აგ­ვა­რებს.“
ჩვენ ვსა­უბ­რობთ ქუ­ჩა­ში მცხოვ­რებ და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვებ­ზე, თუმ­ცა, არ ვი­ცით მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა. სტა­ტის­ტი­კის არარ­სე­ბო­ბა იმით აიხ­ს­ნე­ბა, რომ მსგავ­სი კვლე­ვა ფი­ნან­სებს უკავ­შირ­დე­ბა. „ჩვენ გვაქვს 2008 წლის მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოთხ დიდ ქა­ლაქ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 1050 ბავ­შ­ვია ქუ­ჩა­ში. იმ რე­სურ­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მე­ლიც პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში გვქონ­და, უნ­და აგ­ვერ­ჩია, რა­ში დაგ­ვე­ხარ­ჯა ფუ­ლი — ბავ­შ­ვე­ბის ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბის დად­გე­ნა­ში თუ მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის­თ­ვის — მათ­თ­ვის სერ­ვი­სე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა­ში. სტა­ტის­ტი­კუ­რი კვლე­ვა ძა­ლი­ან ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სია. ობი­ექ­ტუ­რად ძვი­რადღი­რე­ბუ­ლია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბი ძა­ლი­ან მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფია და ხში­რად გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან ერ­თი ად­გი­ლი­დან მე­ო­რე­ზე — ქა­ლა­ქი­დან ქა­ლაქ­შიც კი. ამი­ტომ მა­თი რიცხ­ვის და­სად­გე­ნად, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, ბევ­რი მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფი უნ­და გა­ვი­დეს და აღ­წე­რონ ისი­ნი. ჩვენ სხვა გზა ავირ­ჩი­ეთ — გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ისი­ნი მო­ბი­ლურ­მა სამ­სა­ხუ­რებ­მა გა­მო­ავ­ლი­ნონ და რე­ა­ლუ­რად დრო­ში გა­წე­ლი­ლი, მაგ­რამ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კა გვექ­ნე­ბა. მო­ბი­ლურ­მა ჯგუ­ფებ­მა, დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ჯერ 600-მდე ბავ­შ­ვი მო­იც­ვეს, მაგ­რამ, მთა­ვა­რია, ვი­ცით პრობ­ლე­მე­ბის ტი­პე­ბი და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, ვი­ცით რი­სი გა­კე­თე­ბა შეგ­ვიძ­ლია და რი­სი არა.“
მარ­თ­ლაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლა­ზე და­უც­ველ ბავ­შ­ვებ­ზე ზრუნ­ვა სა­ხელ­მ­წი­ფომ თა­ვის თავ­ზე აიღო, მაგ­რამ ოჯა­ხე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად ჯერ კი­დევ ბევ­რი რა­მაა გა­სა­კე­თე­ბე­ლი. „მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექტს სა­ხელ­მ­წი­ფო მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რ­ძე­ლებს. შე­სა­ბა­მი­სად, ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც უკ­ვე მო­ვემ­სა­ხუ­რეთ, სერ­ვი­სე­ბით სარ­გებ­ლო­ბას გა­აგ­რ­ძე­ლე­ბენ.“ — აღ­ნიშ­ნავს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის წარ­მო­მად­გენ­ლის მო­ად­გი­ლე, დი­ა­ნა დუ­რი­ჩი.
გა­უ­წო­დეთ ბავშვს ხე­ლი და არა ფუ­ლი — ეს ფრა­ზა შეხ­ვედ­რის მთა­ვარ გზავ­ნი­ლად იქ­ცა. თუ ხე­დავთ, რომ ბავ­შ­ვი ქუ­ჩა­ში უმეთ­ვალ­ყუ­რე­ოდ არის, მათხოვ­რობს და ვაჭ­რობს მარ­ტო, ან ზრდას­რულ პირ­თან, დღი­სით ან ღა­მით სძი­ნავს ქუ­ჩა­ში, არის სას­კო­ლო ასა­კის, მაგ­რამ მას ხში­რად ხვდე­ბით ქუ­ჩა­ში დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­რე­კეთ და შე­ატყო­ბი­ნეთ სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ცხელ ხაზ­ზე — 15-05. ეს მო­წო­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რად დამ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ფლა­ე­რით გა­ავ­რ­ცე­ლეს პროგ­რა­მის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა, რა­თა ერ­თად ვიზ­რუ­ნოთ ყვე­ლა­ზე და­უც­ველ ბავ­შ­ვებ­ზე, რომ მათ­თ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მ­ნი­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მომ­სა­ხუ­რე­ბა უფ­რო ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გახ­დეს.
პრო­ექ­ტის შემ­დე­გი ნა­ბი­ჯე­ბი, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, ოჯა­ხის მხარ­დამ­ჭე­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. „მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სა­ხელ­მ­წი­ფო­ში შე­იქ­მ­ნას ძლი­ე­რი სო­ცი­ა­ლუ­რი და ბავ­შ­ვის ძა­ლა­დო­ბი­სა­გან დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შ­ვის ქუ­ჩა­ში გას­ვ­ლის პრე­ვენ­ცი­ას მო­ახ­დენს.“ — აცხა­დებს გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ამას­თან ერ­თად კი, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია შე­იც­ვა­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მე­ბი ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბის მი­მართ, რა­თა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყვე­ლა ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა იყოს და­ცუ­ლი — მი­უ­ხე­და­ვად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბი­სა, ქუ­ჩა­ში თუ მდიდ­რულ სახ­ლ­ში, ყვე­ლა ბავშვს ხომ თანაბარი უფ­ლე­ბე­ბი აქვს.

25-28(942)N