გამოდის 1998 წლიდან
2015-05-28
ინო­ვა­ცი­უ­რი სა­ფე­ხუ­რი — სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მის ხმა­უ­რი­ა­ნი და­საწყი­სი

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

პირ­ველ­კ­ლა­სელ­თა რე­გის­ტ­რა­ცია 14 ივ­ნი­სამ­დე გრძელ­დე­ბა და წელს სკო­ლა­ში ის ბავ­შ­ვე­ბი მი­ი­ღე­ბი­ან, ვი­საც სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბამ­დე შე­უს­რულ­დე­ბა 6 წე­ლი — ამ ახალ რე­გუ­ლა­ცი­ას მშო­ბელ­თა სა­ყო­ველ­თაო მღელ­ვა­რე­ბა მოჰ­ყ­ვა. ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა დე­პუ­ტატ­მა კო­ბა სუ­ბე­ლი­ან­მა მო­ამ­ზა­და. დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, 2015 წლის დე­კემ­ბ­რის ბო­ლომ­დე და­ბა­დე­ბულ პა­ტა­რებს სწავ­ლის დაწყე­ბის უფ­ლე­ბა უნ­და მი­ე­ცეთ, ამ სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვას პარ­ლა­მენ­ტ­ში ორი მოს­მე­ნით უყა­რეს კენ­ჭი — პირ­ველ მოს­მე­ნა­ზე მან დე­პუ­ტა­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რა მო­ი­პო­ვა, მე­ო­რე კენ­ჭის­ყ­რ­ზე კი ჩა­ვარ­და. 27 მა­ისს, პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე, კანონპროექტის მესამე მოსმენა გაი­მარ­თე­ბა. თუ­კი პარ­ლა­მენ­ტი ამ ცვლი­ლე­ბას და­ამ­ტ­კი­ცებს, იმ 20 ათას ბავშვს, ვი­საც 14 სექ­ტემ­ბ­რის შემ­დეგ, წლის ბო­ლომ­დე, უს­რულ­დე­ბა 6 წე­ლი, მი­ე­ცე­მა შან­სი გახ­დეს პირ­ველ­კ­ლა­სე­ლი. მოქ­მე­დი კა­ნო­ნით კი  მათ, რო­გორც 5 წლის ასა­კის ბავ­შ­ვებს, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის  სა­მი­ნის­ტ­რო სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მის გავ­ლას სთა­ვა­ზობს. რა არის სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მის მი­ზა­ნი, რო­გორ მოხ­დე­ბა მი­სი და­ნერ­გ­ვა მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, რა რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არ­სე­ბობს ამის­თ­ვის და, ზო­გა­დად, რა სი­ახ­ლე­ე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბია სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში  — ამ სა­კითხებ­ზე,19 მა­ისს, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით, Frontline გeorgia-ში სა­ინ­ტე­რე­სო დის­კუ­სია გა­ი­მარ­თა.
ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა, ნა­თია ჯო­ხა­ძემ სას­კო­ლო მზა­ო­ბის პრო­ცეს­ში გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს როლ­ზე ისა­უბ­რა: „სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო და ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ცენ­ტ­რი,  გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დ­თან ერ­თად, ამ სექ­ტო­რის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ მე­თო­დო­ლო­გი­ურ მხარ­და­ჭე­რას ახორ­ცი­ე­ლებ­და. ეს თე­მა მხო­ლოდ დღეს არ წა­მოჭ­რი­ლა და 2006-08 წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი აქ­ტუ­ა­ლუ­რია. ბევ­რი რე­სურ­სი შე­იქ­მ­ნა სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში. პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ რო­გორც დარ­გობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით სას­კო­ლო მზა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე გა­ნათ­ლე­ბი­სა და ბავ­შ­ვ­თა ფსი­ქო­ლო­გე­ბი და ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მოღ­ვა­წე­ო­ბენ — ისი­ნი არა­ერ­თი პუბ­ლი­კა­ცი­ის ავ­ტო­რე­ბი არი­ან. სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია, ცენ­ტ­რა­ლურ დო­ნე­ზე, 2012 წელს და­იწყო, რო­ცა  გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად გაჩ­ნ­და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სამ­მარ­თ­ვე­ლო, რო­მელ­საც დე­ბუ­ლე­ბა­ში ყვე­ლა ის ფუნ­ქ­ცია ჩა­ე­წე­რა, რა­საც სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ით­ვა­ლის­წი­ნებს. ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ სფე­როს ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი მე­პატ­რო­ნეა რე­სურ­სე­ბის მი­წო­დე­ბი­სა და მე­ნეჯ­მენ­ტის თვალ­საზ­რი­სით, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ფუნ­ქ­ცია კი მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი მხარ­და­ჭე­რაა  — სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი, შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი, აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გოგ­თა გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბი და ა.შ.
არა­ერ­თ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო და ლო­კა­ლურ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მას გა­დი­ან ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ებ­ში ან კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით, გა­ცი­ლე­ბით უკე­თეს შე­დე­გებს აჩ­ვე­ნებ­დ­ნენ დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხურ­ზე, ვიდ­რე ის ბავ­შ­ვე­ბი, ვინც ამ პროგ­რა­მე­ბის მიღ­მა იყ­ვ­ნენ დარ­ჩე­ნი­ლი. ბევ­რი ფიქ­რის, დის­კუ­სი­ის და მსჯე­ლო­ბის შემ­დეგ, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბულ­ნი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით სას­კო­ლო მზა­ო­ბა­ზე (ბუ­ნებ­რი­ვია, მთლი­ა­ნად სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა­ზე) და ინ­ტენ­სი­უ­რად დაგ­ვეწყო მუ­შა­ო­ბა იმა­ზე, რომ სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ნა­წი­ლი გამ­ხ­და­რი­ყო. ჯერ­ჯე­რო­ბით, სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა არ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­ფე­ხუ­რი, თუმ­ცა ვი­სურ­ვებ­დი, რომ სა­ვალ­დე­ბუ­ლო იყოს და  ხა­რის­ხი­ა­ნი, ყვე­ლას­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გახ­დეს. სამ­წუ­ხა­როდ, ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას რე­ა­ლო­ბა ჯერ არ იძ­ლე­ვა.“
რა გა­ა­კე­თა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ იმი­სათ­ვის, რომ სას­კო­ლო მზა­ო­ბას სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­ხე მი­ე­ცეს? რო­გორც ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა აღ­ნიშ­ნა,  სას­კო­ლო მზა­ო­ბის გავ­ლა ნამ­დ­ვი­ლად არ არის სპონ­ტა­ნუ­რად მო­ფიქ­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლე და დი­დი ხა­ნია, სა­მი­ნის­ტ­რო ამა­ზე მუ­შა­ობს: „ჯერ კი­დევ 2012-13 წლებ­ში და­ვიწყეთ ფიქ­რი სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მა­ზე, რო­მელ­საც სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ  გავ­ხ­დი­დით. პროგ­რა­მის და­წე­რა ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვია იმ და­ნარ­ჩენ ინ­ტერ­ვენ­ცი­ას­თან შე­და­რე­ბით, რაც ამ სფე­რო­ში უნ­და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფომ. უპირ­ვე­ლე­სად, ეს არის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა. რო­გორც ვი­ცით, ბევ­რი ბავ­შ­ვის­თ­ვის სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა სწო­რედ სა­თა­ნა­დო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის არარ­სე­ბო­ბის გა­მო არ არის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი. მე­ო­რე სე­რი­ო­ზუ­ლი სა­კითხი, რაც უნ­და გა­დავ­ჭ­რათ, მას­წავ­ლე­ბელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ციაა. არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით, ბა­ღებ­ში გვყავს აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბი, თუმ­ცა, ჩვენ სულ ვა­ყე­ნებ­დით საკითხს, რომ ისი­ნი არ უნ­და იყ­ვ­ნენ მხო­ლოდ აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბი, არა­მედ — აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გე­ბი. რად­გან სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კომ­პო­ნენ­ტი უნ­და შე­ვი­დეს და ის მხო­ლოდ სერ­ვი­სებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ცია არ უნ­და იყოს, უმ­ჯო­ბე­სია, ას­წავ­ლოს პე­და­გოგ­მა და არა აღ­მ­ზ­რ­დელ­მა.
მომ­ზად­და კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ექ­ს­პერ­ტი­ზი­სა და უკუ­კავ­ში­რის პრო­ცე­დუ­რებს გა­დის; შე­მუ­შავ­და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ის დო­კუ­მენ­ტი და სა­მოქ­მე­დო გეგ­მა;  ასე­ვე, მო­ვამ­ზა­დეთ სკო­ლამ­დე­ლი სწავ­ლი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სტან­დარ­ტე­ბი, რო­მე­ლიც უნი­ვერ­სა­ლუ­რია და პუბ­ლი­კა­ცია ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას შევ­თა­ვა­ზეთ. მომ­ზა­დე­ბუ­ლი გვაქვს სას­კო­ლო მზა­ო­ბის დი­დი პა­კე­ტი, რო­მელ­ზეც 2013-14 წლებ­ში, იუნი­სეფ­თან ერ­თად, სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბი მუ­შა­ობ­დ­ნენ, მათ შო­რი­საა სას­კო­ლო მზა­ო­ბის კონ­ცეფ­ცი­ის დო­კუ­მენ­ტი, ანუ სას­წავ­ლო გეგ­მა და მას­წავ­ლე­ბელ­თა გზამ­კ­ვ­ლე­ვი. მზა­დაა სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ბლო­კის­გან შედ­გე­ბა — დაწყე­ბუ­ლი იმით, თუ რა კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი უნ­და გა­ნუ­ვი­თა­როს სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მამ ბავშვს, დამ­თავ­რე­ბუ­ლი იმ მი­ნი­მა­ლუ­რი რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლით, რო­მე­ლიც სა­სურ­ვე­ლია, ჰქონ­დეს სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, რო­დე­საც ბავშვს პროგ­რა­მას შეს­თა­ვა­ზებს. ზაფხულ­ში იგეგ­მე­ბა ყვე­ლა იმ აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გის გა­დამ­ზა­დე­ბა, რომ­ლე­ბიც ამ ჯგუ­ფებ­ში შევ­ლენ — სატ­რე­ნინ­გო მა­სა­ლე­ბის დი­დი პა­კე­ტი სა­ბო­ლოო რე­დაქ­ტი­რე­ბის პრო­ცეს­შია.
ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, რომ სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დეს ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის­თ­ვის და ყვე­ლა ბავშვს მი­ე­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ჩა­ერ­თოს პროგ­რა­მა­ში და გა­ნი­ვი­თა­როს სა­ჭი­რო უნა­რე­ბი, რა­თა ად­ვი­ლად შეძ­ლოს სკო­ლა­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა. ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის ექ­ს­პერ­ტე­ბი ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მის ვა­ლი­დი­ზა­ცი­ა­ში, რა­თა სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მი­სა და ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ბმა იყოს რე­ლე­ვან­ტუ­რი და არა­ნა­ი­რი შე­ფერ­ხე­ბა არ გა­მო­იწ­ვი­ოს ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.“
სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის სპე­ცი­ა­ლის­ტ­მა ანა ჯა­ნე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მის შე­მუ­შა­ვე­ბა 2014 წლის ზაფხულ­ში და­იწყო და მის მომ­ზა­დე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­სულ­ტან­ტე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა: „მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტე­ბი, რაც სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მას პირ­ვე­ლი კლა­სის პროგ­რა­მე­ბის­გან გა­ნას­ხ­ვა­ვებს, არის ის, რომ 5 წლის ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის პროგ­რა­მა და­ფუძ­ნე­ბუ­ლია თა­მაშ­ზე, აქ­ტი­ურ სწავ­ლა­ზე, კვლე­ვა­ზე. ბავ­შ­ვე­ბის დღის გან­რი­გი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი ნაკ­ლე­ბად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია, ვიდ­რე სკო­ლა­ში. ბავ­შ­ვის ასა­კობ­რი­ვი და გან­ვი­თა­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ სკო­ლამ­დე­ლი და სას­კო­ლო მზა­ო­ბის სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო-სას­წავ­ლო პრო­ცე­სე­ბი ბავ­შ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბებს და ინ­ტე­რე­სებს მო­ვარ­გოთ. პროგ­რა­მა და მი­სი პრინ­ცი­პე­ბი მთლი­ა­ნად გა­ჯე­რე­ბუ­ლია ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მით, მი­სი, რო­გორც პი­როვ­ნე­ბის, აღი­ა­რე­ბით. ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია ბავ­შ­ვებს შო­რის მე­გობ­რუ­ლი, არა­კონ­ფ­ლიქ­ტუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, მა­თი ემო­ცი­უ­რი სი­ჯან­სა­ღის ხელ­შეწყო­ბა და ა.შ. რა თქმა უნ­და, სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მა გუ­ლის­ხ­მობს წიგ­ნი­ე­რე­ბი­სა და რა­ო­დე­ნობ­რი­ვი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, რაც კლა­სი­კუ­რად აკა­დე­მი­ურ სფე­როდ მო­ი­საზ­რე­ბა. ასე­ვე, ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი სფე­როა სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი, ზო­გა­დად, სა­აზ­როვ­ნო უნარ-ჩვე­ვე­ბი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბა და ა.შ. ეს ის ძი­რი­თა­დი თან­მ­დე­ვი პრინ­ცი­პე­ბია, რომ­ლე­ბიც სა­ფუძ­ვ­ლად უდევს სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მას.“
2003 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში ბავ­შ­ვე­ბის მხო­ლოდ  23 პრო­ცენ­ტი და­დი­ო­და, 2013 წელს მა­თი რიცხ­ვი 58 პრო­ცენტს გა­უ­ტოლ­და. ზრდა იმ  დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვის შე­დე­გია, რა­საც გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ახორ­ცი­ე­ლებ­და. რო­გორც იუნი­სე­ფის გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა მაია ყუ­ფა­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა: „2006 წელს, სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, და­ვიწყეთ თემ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა. ეს ის პე­რი­ო­დია, რო­ცა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ძა­ლი­ან და­ბა­ლია და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა ინ­ტე­რეს­მოკ­ლე­ბუ­ლი ან გა­ი­გი­ვე­ბუ­ლია მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან —  იქ ბავ­შ­ვებს მხო­ლოდ კვე­ბა­ვენ ან აძი­ნე­ბენ. სკო­ლამ­დე­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა კი ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბაა. ხა­რის­ხი­ა­ნი სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა ბავ­შ­ვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქცე­ვი­სა და სწავ­ლის სა­წინ­და­რია სკო­ლა­ში და მთელ შემ­დ­გომ ცხოვ­რე­ბა­ში.
წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტენ­სი­უ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა გვქონ­და ად­გი­ლობ­რივ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბებ­თან, სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის გამ­გე­ებ­თან, მას­წავ­ლებ­ლებ­თან. პრაქ­ტი­კუ­ლად, ეს საკ­მა­ოდ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სექ­ტო­რია, მაგ­რამ  არ არ­სე­ბობს არა­ვი­თა­რი სტან­დარ­ტი, რო­მე­ლიც ეტყ­ვის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბას, რო­გორ უნ­და მარ­თოს და რა არის ხა­რის­ხი, რო­მელ­საც სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბა­ში მო­ვითხოვთ; რა არის ის კომ­პე­ტენ­ცია და კვა­ლი­ფი­კა­ცია, რომ­ლი­თაც აღ­მ­ზ­რ­დელ­მა უნ­და ის­წავ­ლოს და კი­დევ სხვ. არ არ­სე­ბობ­და ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის სტან­დარ­ტე­ბი, პროგ­რა­მე­ბი. რე­ა­ლუ­რად დიდ გა­მოწ­ვე­ვას და­ვუ­პი­რის­პირ­დით — ჩვენს პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან ერ­თად შევ­ქ­მე­ნით ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის მა­ღალ­პ­რო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტი და მთე­ლი რი­გი პროგ­რა­მე­ბი, რო­მე­ლიც პირ­და­პირ მი­უ­თი­თებს აღ­მ­ზ­რ­დელს, რო­გორ უნ­და იმუ­შა­ოს, რა პე­და­გო­გი­უ­რი მიდ­გო­მე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოს, რომ ბავ­შ­ვის­თ­ვის სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გახ­დეს არა მხო­ლოდ კვე­ბის და ძი­ლის თვალ­საზ­რი­სით, არა­მედ მი­სი გან­ვი­თა­რე­ბის, მო­ქა­ლა­ქედ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც.
სტან­დარ­ტი, რო­მელ­საც მხო­ლოდ სა­რე­კო­მენ­და­ციო ხა­სი­ა­თი აქვს და არც ერ­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნო არ არის ვალ­დე­ბუ­ლი სტან­დარ­ტებს სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხა­სი­ა­თი მის­ცეს, თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბე­ბის და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ძა­ლი­ან მცი­რე ნა­წილ­მა მი­ი­ღო და და­ნერ­გა, ანუ რე­ა­ლუ­რად  არც თუ ისე სა­ხარ­ბი­ე­ლო რე­ზულ­ტატ­ზე გა­ვე­დით — არ და­ი­ნერ­გა იმ მას­შ­ტა­ბით, რო­გო­რი­თაც  ვე­ლო­დე­ბო­დით. თუმ­ცა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, თემ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ­მა, ინ­ტენ­სი­ურ­მა მუ­შა­ო­ბამ შე­დე­გი მა­ინც გა­მო­ი­ღო. თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან დი­დი ინ­ტე­რე­სი გაჩ­ნ­და მშობ­ლე­ბის მხრი­დან სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­მართ, რე­ა­ლუ­რად გა­ი­ზარ­და ბავ­შ­ვ­თა ჩა­რიცხ­ვა სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში.
მაგ­რამ, ალ­ბათ, უფ­რო მე­ტია სა­ჭი­რო ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბი­სა და ხა­რის­ხის ზრდის თვალ­საზ­რი­სით. სის­ტე­მა­ში რომ გა­ვი­დეს, მას ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნად გა­აზ­რე­ბუ­ლი სტრა­ტე­გია უნ­და მარ­თავ­დეს. ეს იყო, ალ­ბათ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ერ­თა­დერ­თი სფე­რო, რო­მელ­საც არ გა­აჩ­ნ­და სრულ­ყო­ფი­ლი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზა.
თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის კა­ნონ­ში სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბას, და­ახ­ლო­ე­ბით, ნა­ხე­ვა­რი გვერ­დი ეთ­მო­ბო­და, სა­დაც ეწე­რა, რომ ის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის ქვე­შაა და უფა­სოა, მაგ­რამ არ არ­სე­ბობ­და არა­ნა­ი­რი სტან­დარ­ტი, ში­ნა­არ­სი, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა, კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი, ხა­რის­ხის მო­ნი­ტო­რინ­გი, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ამას ყვე­ლა­ფერს და­ა­რე­გუ­ლი­რებ­და.“
იუნი­სე­ფის და მი­სი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის მი­ერ სხვა­დას­ხ­ვა პროგ­რა­მე­ბი­სა თუ პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა, რომ სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ბავ­შ­ვე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის, რო­გორც უზარ­მა­ზა­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი და ინ­ვეს­ტი­ცია ქვეყ­ნის ცი­ვი­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის, სა­ჭი­რო­ებ­და სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზის შექ­მ­ნას, რო­მე­ლიც ბა­ღე­ბის დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი მარ­თ­ვის მი­უ­ხე­და­ვად, ერთ ქოლ­გა დო­კუ­მენ­ტის ქვეშ მო­აქ­ცევ­და ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს.
„ამ ეტაპ­ზე ახალ კა­ნონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა. იგი თა­ვი­სი არ­სით ინო­ვა­ცი­უ­რია. კა­ნონ­პ­რო­ექ­ტით მი­ღე­ბუ­ლია სამ­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი სწავ­ლე­ბის სის­ტე­მა. ეს არის ბავ­შ­ვის ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და ზრუნ­ვა, და­ბა­დე­ბი­დან 2 წლამ­დე, შემ­დე­გი — 2 წლი­დან 3 წლამ­დე და  3 წლი­დან ბავ­შ­ვის სკო­ლა­ში წას­ვ­ლამ­დე. პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რი ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბაა, მე­ო­რე — სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა და მე­სა­მე სა­ფე­ხუ­რი ინო­ვა­ცი­უ­რია, რო­მე­ლიც წი­ნა სას­კო­ლო მზა­ო­ბის პე­რი­ოდს მო­ი­ცავს. ინო­ვა­ცი­უ­რი რაც აქვს ამ კა­ნონს და რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შია და­ნერ­გი­ლი, ისაა, რომ იგი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ავალ­დე­ბუ­ლებს, ცენ­ტ­რა­ლურ დო­ნე­ზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლია, შექ­მ­ნას მარ­თ­ვის სის­ტე­მე­ბი და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­ხით უნ­და მი­ი­ღონ და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბებ­მა.
ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ის, რომ კა­ნო­ნი გან­საზღ­ვ­რავს რა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ებს და კომ­პე­ტენ­ცი­ებს უნ­და ფა­რავ­დეს სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის აღ­მ­ზ­რ­დე­ლი. სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის ცენ­ტ­რ­მა ჩა­ა­ტა­რა კვლე­ვა სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და გა­მო­იკ­ვე­თა, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის 70 პრო­ცენ­ტ­ში ად­გი­ლი აქვს ბავ­შ­ვ­ზე ემო­ცი­ურ, ფსი­ქო­ლო­გი­ურ თუ ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას, გა­უ­აზ­რებ­ლად ან გა­აზ­რე­ბუ­ლად. არ შე­იძ­ლე­ბა ამა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თვა­ლი და­ხუ­ჭოს. თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ბავ­შ­ვ­თა დაც­ვა ძა­ლა­დო­ბი­სა­გან, სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე­ზე, ამას კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი ერთ-ერ­თი რე­გუ­ლა­ცი­ის სა­ხით გვთა­ვა­ზობს.“
იუნი­სე­ფის გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა სტა­ტის­ტი­კის არარ­სე­ბო­ბა­ზე — ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც 71 მუ­­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტია, არ არ­სე­ბობს ერ­თი­ა­ნი მო­ნა­ცე­მე­ბის ბა­ზა, რამ­დე­ნი სსსმ ბავ­შ­ვის­თ­ვი­საა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი სკო­ლამ­დე­ლი გან­თ­ლე­ბა ან სა­ერ­თოდ, რამ­დე­ნი ბავ­შ­ვი სწავ­ლობს სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. „ნე­ბის­მი­ერ თქვენ­განს რომ მო­გინ­დეთ ერ­თი­ა­ნი სტა­ტის­ტი­კის ნახ­ვა — რამ­დე­ნი ბავ­შ­ვია სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი ან რამ­დე­ნი აღ­მ­ზ­რ­დე­ლი,  რამ­დე­ნია გო­გო ან ბი­ჭი — თქვენ ამას ვერ გა­ი­გებთ. სტა­ტის­ტი­კით ვერც იმას შე­იტყობთ,  რამ­დე­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვი და­დის ბაღ­ში, მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმ მი­ზე­ზის გა­მო, რომ  არ არ­სე­ბობს და­ჯა­მე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კა. თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბე­ბის ვებ­გ­ვერ­დ­ზე, დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვის შე­დე­გად, შე­იძ­ლე­ბა  მხო­ლოდ გა­ფან­ტუ­ლი სტა­ტის­ტი­კა მო­ი­ძი­ოთ. ჩვენ აუცი­ლებ­ლად გვჭირ­დე­ბა ინ­დი­კა­ტო­რე­ბის ერ­თი­ა­ნი უნი­ვერ­სა­ლუ­რი სის­ტე­მა და მო­ნა­ცემ­თა ბა­ზის შექ­მ­ნა.“ — აცხა­დებს მაია ყუ­ფა­რა­ძე.
პარ­ლა­მენ­ტის წევ­რ­მა სერ­გო რა­ტი­ან­მა კა­ნო­ნის და სტან­დარ­ტის შექ­მ­ნა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან და სა­ჭი­რო საქ­მედ შე­ა­ფა­სა და დას­ვა კითხ­ვა: „სა­ი­დან ვიწყებთ?  ერ­თია, რომ ვმსჯე­ლობთ თე­ო­რი­ა­ზე და მე­ო­რეა, ფაქ­ტობ­რი­ვად რა კომ­პო­ნენტს ვცვლით სა­ხელ­მ­წი­ფო­ში. რო­გორც ვი­ცით, რე­ა­ლუ­რად ბა­ღებს ბავ­შ­ვე­ბის 60 პრო­ცენ­ტის მოც­ვა შე­უძ­ლია, ანუ ჩვენ ვდგა­ვართ რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე, რო­ცა სრუ­ლად ვერ და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ ბავ­შ­ვე­ბის სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მიყ­ვა­ნას. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ძა­ლი­ან კარ­გია, რომ მო­ამ­ზა­დეთ სტან­დარ­ტი და პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბებ­მა უნ­და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ, მაგ­რამ სრუ­ლად რო­მე­ლი კომ­პო­ნენ­ტის გან­ხოც­რი­ე­ლე­ბას შეძ­ლებს სა­ხელ­მ­წი­ფო და რა თან­ხა იდე­ბა ამა­ში?“
შეხ­ვედ­რას ეს­წ­რე­ბო­და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, დე­პუ­ტა­ტი კო­ბა სუ­ბე­ლი­ა­ნი. მან სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში ფარ­თის ნაკ­ლე­ბო­ბით გა­მოწ­ვე­ულ პრობ­ლე­მა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რადღე­ბა: „რა ეშ­ვე­ლე­ბა ბავ­შ­ვე­ბის იმ 40 პრო­ცენტს, რომ­ლე­ბიც  მხო­ლოდ იმი­ტომ ვერ და­დი­ან სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში, რომ ად­გი­ლი არ არის, მათ­თ­ვის საკ­მა­რი­სი ფარ­თი და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა არ არ­სე­ბობს. რას უპი­რებს სა­ხელ­მ­წი­ფო მათ?
დე­პუ­ტა­ტე­ბის  შე­კითხ­ვებს ნა­თია ჯო­ხა­ძემ უპა­სუ­ხა: „სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მის გავ­ლა რომ სა­ვალ­დე­ბუ­ლო უნ­და გახ­დეს, ამ მო­საზ­რე­ბას ყვე­ლა ექ­ს­პერ­ტი ეთან­ხ­მე­ბა. ბავ­შ­ვი, რო­მელ­საც არ აქვს სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მა გავ­ლი­ლი, უფ­რო და­ბალ შე­დე­გებს აჩ­ვე­ნებს, ვიდ­რე ის, ვი­საც გავ­ლი­ლი აქვს. თა­ვი­სუ­ფა­ლი პრინ­ცი­პი არ­სე­ბობს: თუ მშობ­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ეს პროგ­რა­მა ბავ­შ­ვ­მა უნ­და გა­ი­ა­როს, მათ­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იქ­ნე­ბა.
სა­ხელ­მ­წი­ფო იღებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რომ ყვე­ლა ბავშვს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, მი­ე­ცე­მა სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა ნამ­დ­ვი­ლად არ გვაქვს საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის (ვგუ­ლის­ხ­მობ სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის შე­ნო­ბებს), გან­სა­კუთ­რე­ბით უჭირს დიდ ქა­ლა­ქებს. შე­ნო­ბე­ბის დი­დი ნა­წი­ლი აღარც არის ბა­ღე­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში, ან ფუნ­ქ­ცია აქვს შეც­ვ­ლი­ლი, ან არ არის უსაფ­რ­თხო და ა.შ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­მი­ნის­ტ­რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც იმუ­შა­ვა და აღ­წე­რა სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი და შე­საძ­ლო ადეკ­ვა­ტუ­რი ფარ­თი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. არც ერ­თი ბავ­შ­ვი რომ არ დარ­ჩეს ამ პროგ­რა­მის მიღ­მა, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო მის გან­კარ­გ­ვა­ში არ­სე­ბულ რე­სურსს სწო­რედ ამ მიზ­ნის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნებს. მაქვს ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხე­ბაც, რომ თბი­ლი­სის მე­რი­ამ გა­მო­ყო ბი­უ­ჯე­ტი ამ ოთა­ხე­ბის სა­თა­ნა­დოდ აღ­ჭურ­ვის­თ­ვის. თუმ­ცა, იქ, სა­დაც ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს რე­სურ­სი და ფარ­თი, რომ ეს პროგ­რა­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს — სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იმ შე­ნო­ბა­ში გა­იხ­ს­ნე­ბა ჯგუ­ფე­ბი, ვი­საც და­მა­ტე­ბი­თი ფარ­თი დას­ჭირ­დე­ბა, სწო­რედ მათ შევ­თა­ვა­ზებთ სკო­ლა­ში მო­ძი­ე­ბულ ფართს.
ერთ-ერთ წი­ნა­პი­რო­ბად, სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მის ძა­ლი­ან მოკ­ლე ვერ­სი­ა­ში, სწო­რედ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა ჩავ­დეთ, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს  ყვე­ლა მოთხოვ­ნას, რო­მელ­საც უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს საკ­ლა­სო ოთა­ხი, სა­დაც ბავ­შ­ვებს სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მის გა­სავ­ლე­ლად შე­ვიყ­ვანთ.“
კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინო­ვა­ცია, რო­მელ­საც  სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი გვთა­ვა­ზობს, აღ­მ­ზ­რ­დე­ლის პე­და­გო­გის რან­გ­ში გა­დაყ­ვა­ნაა, რა­თა ის მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუსს და­უ­ახ­ლოვ­დეს. მაგ­რამ ვიდ­რე აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბი კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი სტა­ტუ­სით ისარ­გებ­ლე­ბენ, სას­კო­ლო მზა­ო­ბის პრო­გრა­მის უკეთ და­ნერ­გ­ვის მიზ­ნით, მათ ტრე­ნინ­გის გავ­ლა მო­უ­წევთ. „რაც არ უნ­და კარ­გი იყოს სტან­დარ­ტი, თუ აღ­მ­ზ­რ­დელ-პედ­აგო­გი სა­თა­ნა­დოდ არ არის გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი, ის ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბას ბავშვს ვერ მის­ცემს — აცხა­დებს ნა­თია ჯო­ხა­ძე, — ამი­ტო­მაც შე­იქ­მ­ნა ტრე­ნინგ-მო­დუ­ლი და  პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის მი­ერ და­გეგ­მი­ლია მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბა. მინ­და იმა­შიც და­ვარ­წ­მუ­ნო ყვე­ლა, რომ არც ერ­თი ბა­ღის აღ­მ­ზ­რ­დე­ლი არ იქ­ნე­ბა გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი. პი­რი­ქით, ჩვენ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნუ­რი რუ­სურ­სი. ამი­ტო­მაც, ვეც­დე­ბით, ხე­ლი შე­ვუწყოთ მათ, რომ სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლებ­მა და­იწყონ სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მის და­ნერ­გ­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა სტა­ტუსს — პე­და­გო­გი თუ აღ­მ­ზ­რ­დე­ლი?  ხედ­ვა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია და  რო­გორც კი კა­ნო­ნი იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, ჩვენ აღარ გვე­ყო­ლე­ბი­ან მხო­ლოდ აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბი, მათ აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გე­ბი ერ­ქ­მე­ვათ.“
დის­კუ­სია ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის თხოვ­ნით დას­რულ­და: „იმის­თ­ვის, რომ შევ­ძ­ლოთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ხა­რის­ხი­ა­ნი და­ნერ­გ­ვა, თხოვ­ნა მაქვს მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, დაგ­ვი­დე­ქით გვერ­დ­ში, რომ რე­ა­ლურ პრი­ო­რი­ტე­ტად ვაქ­ცი­ოთ სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა და პირ­ველ ეტაპ­ზე, მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი ხელ­შეწყო­ბა უზ­რუნ­ველ­ვ­ყოთ. სა­მი­ნის­ტ­რო, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამას მხარს უჭერს და ლო­ბი­რებს, მაგ­რამ, ბუ­ნებ­რი­ვია, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სურ­ვი­ლიც უნ­და იყოს, რომ სა­ხელ­მ­წი­ფომ სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტად აღი­ა­როს და დი­დი ფი­ნან­სუ­რი ინ­ვეს­ტი­ცია სწო­რედ სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩა­დოს.“
სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მის პი­ლო­ტი­რე­ბა 2015 წელს იგეგ­მე­ბა და ის სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­ხეს 2016 წლი­დან მი­ი­ღებს. მა­ნამ კი, პროგ­რა­მის გავ­ლის მსურ­ვე­ლე­ბი, ისე­ვე უნ­და და­რე­გის­ტ­რირ­დ­ნენ ბა­ღებ­ში, რო­გორც და­ნარ­ჩე­ნი აღ­საზ­რ­დე­ლე­ბი. სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მით გათ­ვა­ლი­წი­ნე­ბულ სამ­სა­ა­თი­ან სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცესს, ბავ­შ­ვე­ბი „თა­მა­შით სწავ­ლე­ბის“ აქ­ტი­ვო­ბე­ბით გა­ივ­ლი­ან და რაც მთა­ვა­რია, ისი­ნი, შე­თა­ვა­ზე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებს და­მო­უ­კი­დებ­ლად აირ­ჩე­ვენ.
რო­გო­რი მომ­ზა­დე­ბუ­ლი ხვდე­ბა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას მე­რი­ის ბა­ღე­ბის სა­ა­გენ­ტო, ამის შე­სა­ხებ მე­რი­ის ბა­გა-ბა­ღე­ბის მარ­თ­ვის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ნი­ნო ბურ­ძე­ნი­ძე აცხა­დებს,  რომ ბა­ღებ­ში პროგ­რა­მის და­სა­ნერ­გად მა­თი მხრი­დან აბ­სო­ლუ­ტუ­რი მზა­ო­ბაა. თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, ად­გი­ლე­ბის შეზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით, ისევ პრობ­ლე­მად  რჩე­ბა — ყვე­ლა მსურ­ვე­ლის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, ისე­ვე რო­გორც წი­ნა წლებ­ში, წელ­საც ვერ მო­ხერ­ხ­დე­ბა. „ეს ბა­ღე­ბის კი  არა, ქვეყ­ნის პრობ­ლე­მაა, თუმ­ცა მიმ­დი­ნა­რე­ობს ბა­ღე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, და­ე­მა­ტე­ბა ახა­ლი ჯგუ­ფე­ბი, რაც ბა­ღის მიღ­მა დარ­ჩე­ნილ­თა რა­ო­დე­ნო­ბას მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვანს, მაგ­რამ პრობ­ლე­მას სრუ­ლად ვერ მოხ­ს­ნის“ .

P.S. წე­რი­ლის მზა­დე­ბის პრო­ცეს­ში  6 წლამ­დე ბავ­შ­ვე­ბის მშობ­ლებ­მა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან ხმა­უ­რი­ა­ნი აქ­ცია გა­მარ­თეს ლო­ზუნ­გით: „ნუ და­ტო­ვებთ სკო­ლის გა­რე­შე 20 000-ზე მეტ ბავშვს“, „შე­უშ­ვით ბავ­შ­ვე­ბი სკო­ლა­ში“. მა­თი აზ­რით, მი­ნის­ტ­რი გა­უ­გე­ბარ და არა­ლო­გი­კურ შეზღუდ­ვებს უწე­სებს ბავ­შ­ვებს და ამი­ტომ ისი­ნი თა­მარ სა­ნი­კი­ძეს­თან შეხ­ვედ­რას ითხოვ­დ­ნენ. მი­ნის­ტ­რი მათ შეხ­ვ­და, თუმ­ცა მშობ­ლებ­მა შეხ­ვედ­რა რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ეტა­პობ­რი­ვად და­ტო­ვეს და აცხა­დებ­დ­ნენ, რომ აუდი­ენ­ცია არაფ­რის მომ­ცე­მი აღ­მოჩ­ნ­და, რად­გა­ნაც მი­ნის­ტ­რი სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის და­სა­ბუ­თე­ბას ცდი­ლობ­და და მშობ­ლე­ბის მოთხოვ­ნე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად დათ­მო­ბა­ზე წას­ვ­ლას არ აპი­რებ­და.
გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო 6 წლამ­დე ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის სკო­ლა­ში შეს­ვ­ლის სა­კითხ­ზე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის შეც­ვ­ლას არ აპი­რებს. თა­მარ სა­ნი­კი­ძის გან­ცხა­დე­ბით: „გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია და, შე­სა­ბა­მი­სად, და­სა­ბუ­თე­ბაც წარ­დ­გე­ნი­ლია. ახ­ლა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე პარ­ლა­მენ­ტ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რას და რო­გორ იმ­ს­ჯე­ლებს, თუმ­ცა ძა­ლი­ან ბევ­რი ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მო­უ­წევს. ეს რე­ა­ლო­ბა ყო­ველ­თ­ვის არ­სე­ბო­ბ­და, უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მყავს მხედ­ვე­ლო­ბა­ში, რომ­ლებ­მაც ეს თე­მა დღის წეს­რიგ­ში და­ა­ყე­ნეს და ამით სპე­კუ­ლი­რე­ბას ახ­დე­ნენ. ეს უნ­და დას­რულ­დეს, რად­გან ბავ­შ­ვე­ბი არ გახ­დ­ნენ სპე­კუ­ლი­რე­ბის მსხვერ­პ­ლ­ნი“. 

25-28(942)N