გამოდის 1998 წლიდან
2015-05-06
ქართველი ახალგაზრდების რეალობა და საჭიროებები


„ახალ­გაზ­რ­დებს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მწი­რი ცოდ­ნა აქვთ თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ და ნაკ­ლე­ბად აქ­ტი­უ­რე­ბი არი­ან.“ — აღ­ნიშ­ნუ­ლია „ახალ­გაზ­რ­დე­ბის ეროვ­ნულ კვლე­ვა­ში“, რო­მე­ლიც ჩა­ა­ტა­რა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნულ­მა სამ­სა­ხურ­მა (საქ­ს­ტატ­მა) სა­ქარ­თ­ვე­ლოს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს­თან, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დ­თან (იუნი­სეფ­თან) და გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დ­თან (ჲნფჵა) მჭიდ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით.
„ქცე­ვა, რო­მე­ლიც სა­თა­ვეს იღებს მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ოდ­ში, კრი­ტი­კულ გავ­ლე­ნას ახ­დენს ახალ­გაზ­რ­დის ცხოვ­რე­ბის ფორ­მი­რე­ბა­ზე და ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­მა­ვალ­ზე, — აღ­ნიშ­ნავს სა­შა გრა­უ­მა­ნი, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, — მი­უ­ხე­და­ვად პო­ზი­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი­სა, მო­ზარ­დე­ბი და ახალ­გაზ­რ­დე­ბი რე­ა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგა­ნან. ბევ­რი ახალ­გაზ­რ­და, რო­მე­ლიც ტო­ვებს ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას, ვერ შო­უ­ლობს სა­მუ­შა­ოს სწო­რედ მა­შინ, რო­დე­საც მას ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა თავს გრძნობ­დეს და­ფა­სე­ბუ­ლად, რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლად და და­მო­უ­კი­დებ­ლად. მთავ­რო­ბა აღი­ა­რებს ახალ­გაზ­რ­და ქა­ლე­ბი­სა და ვა­ჟე­ბის მი­ერ სა­კუ­თა­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის უკეთ გა­მო­ყე­ნე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბას, ახალ­გაზ­რ­დე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში და მათ­თან უწყ­ვე­ტი დი­ა­ლო­გის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას. იუნი­სე­ფი მზა­დაა, აღ­ნიშ­ნულ პრო­ცესს კონ­სულ­ტა­ცი­ი­თა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბით და­ეხ­მა­როს “.
კვლე­ვის მი­ზა­ნი — სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ახალ­გაზ­რ­დე­ბის პრობ­ლე­მე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და ცოდ­ნა­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­დუ­ლი პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბა. წარ­მოდ­გე­ნი­ლი კვლე­ვა რა­ო­დე­ნობ­რი­ვია და მო­ი­ცავს 2500 ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონ­ში, გარ­და აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხ­რეთ ოსე­თი­სა. თი­თო­ე­ულ ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბა­ში გა­მო­კითხუ­ლი იყო 15-29 წლის ერ­თი წევ­რი, პერ­სო­ნა­ლუ­რი კითხ­ვა­რის გა­მო­ყე­ნე­ბით. ან­გა­რი­ში შე­მუ­შავ­და ველ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის ანა­ლი­ზი­სა და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, და­ყო­ფი­ლია ხუთ არ­სე­ბით თე­მა­ტურ ნა­წი­ლად: ახალ­გაზ­რ­დე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა; გა­ნათ­ლე­ბა და და­საქ­მე­ბა; ჯან­დაც­ვა; სპე­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა და დაც­ვა; ახალ­გაზ­რ­დე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში.
კვლე­ვის ერთ-ერ­თი თე­მა­ტუ­რი ნა­წი­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის გა­ნათ­ლე­ბას და­ეთ­მო, რა­ზეც ჩვე­ნი გა­ზე­თი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას გა­ა­მახ­ვი­ლებს — რა ტენ­დენ­ცი­ე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა ახალ­გაზ­რ­დე­ბის გა­ნათ­ლე­ბის მხრივ.
კვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ 15 წლის და უფ­რო­სი ასა­კის მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას (41,5%), მათ შო­რის 15-29 წლის ახალ­გაზ­რ­დე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას (40,0%), მი­ღე­ბუ­ლი აქვს მხო­ლოდ ზო­გა­დი სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა. რო­გორც ჩანს, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა შე­და­რე­ბით არა­პო­პუ­ლა­რუ­ლია ახალ­გაზ­რ­დებ­ში; უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვს ახალ­გაზ­რ­დე­ბის 1/5-ზე მეტს (21,6%), ხო­ლო პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა — 1/10-ზე ოდ­ნავ მეტს (11,0%). გა­ნათ­ლე­ბის მიღ­წე­უ­ლი დო­ნე შე­და­რე­ბით მა­ღა­ლია ქა­ლაქ­ში და ქალ­თა სქე­სის წა­მო­მად­გენ­ლებ­ში.
უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვს ქა­ლაქ­ში მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რ­დე­ბის 29,7%-ს, რაც 2,4-ჯერ აღე­მა­ტე­ბა სოფ­ლად მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რ­დე­ბის ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელს (12,3%).
იგი­ვე მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, სქე­სის მი­ხედ­ვით, ასე ნა­წილ­დე­ბა — უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვს ახალ­გაზ­რ­და ქა­ლე­ბის 22,7% და კა­ცე­ბის 20,4%-ს. გა­მო­კითხულ­თა 21,1% სწავ­ლობს ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, მა­თი ასა­კი 15-დან 19 წლამ­დე მერ­ყე­ობს. ამ ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში კა­ცე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 2,4 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქ­ტით მე­ტია ქა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე. ახალ­გაზ­რ­დე­ბის 52,3%, რო­მე­ლიც ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სწავ­ლობს, სოფ­ლად მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რ­დე­ბი არი­ან. ახალ­გაზ­რ­დე­ბის 10,1% სწავ­ლობს უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ სქესს, ვნა­ხავთ, რომ უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სწავ­ლობს ახალ­გაზ­რ­და ქა­ლე­ბის 11,5%, ახალ­გაზ­რ­და მა­მა­კა­ცე­ბის 8,7%. 15-29 წლის ახალ­გაზ­რ­დე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა — 66,9 % — არც ერთ სა­გან­მან­თ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ და­დის.
კვლე­ვის მი­ხედ­ვით, პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს სწავ­ლის ნა­ად­რე­ვად შეწყ­ვე­ტაც. 15-29 წლის ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში ახალ­გაზ­რ­დე­ბის თით­ქ­მის 10%-მა შეწყ­ვი­ტა გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. მა­თი უმე­ტე­სო­ბა (90,4%) 15-17 წლი­საა. ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იმ ახალ­გაზ­რ­დე­ბის, რომ­ლებ­მაც ნა­ად­რე­ვად მი­ა­ტო­ვეს სა­ჯა­რო სკო­ლა, კა­ხე­თის რე­გი­ონ­შია, შემ­დეგ მოს­დევს აჭა­რა და სა­მეგ­რე­ლო. 2012 წლის ივ­ლი­სი­დან 2013 წლის ივ­ნი­სამ­დე 17089 ახალ­გაზ­რ­დამ ნა­ად­რე­ვად მი­ა­ტო­ვა სა­შუ­ა­ლო სკო­ლა, მა­თი უმე­ტე­სო­ბა (10153) კა­ცი იყო, ამ 17089 პი­რი­დან  13899 — 15-17 წლის მო­ზარ­დი.
რაც შე­ე­ხე­ბა 15-29 წლის ახალ­გაზ­რ­დე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბას, კვლე­ვი­დან ირ­კ­ვე­ვა, რომ 66.9% ფლობს ინ­ფორ­მა­ცი­ას სკო­ლა­ში ჩა­რიცხ­ვის მე­ქა­ნიზ­მი­სა და სერ­ვი­სე­ბის შე­სა­ხებ, ხო­ლო 56.8% —  უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ჩა­რიცხ­ვის მე­ქა­ნიზ­მი­სა და სერ­ვი­სე­ბის შე­სა­ხებ. 17.7% სა­ერ­თოდ არ ფლობს ინ­ფორ­მა­ცი­ას არც ერ­თი  ტი­პის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ.
ახალ­გაზ­რ­დე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა მო­ბი­ლო­ბის შე­სა­ხებ ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბი­სათ­ვის სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ მხარ­და­ჭე­რი­ლი პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს 15-29 წლის ახალ­გაზ­რ­დე­ბის მხო­ლოდ 33,8%. სქე­სის მი­ხედ­ვით, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ახალ­გაზ­რ­და ქა­ლე­ბის მე­ტი წი­ლი (39,1%) ფლობს, ვიდ­რე ახალ­გაზ­რ­და კა­ცე­ბის (28,4%). რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 16,6%-დან 44,0%-მდე მერ­ყე­ობს. უფ­რო მე­ტად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არი­ან აჭა­რი­სა და თბი­ლი­სის ახალ­გაზ­რ­დე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად 44,0% და 43,7%, ხო­ლო ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად — სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ო­ნის ახალ­გაზ­რ­დე­ბი, მა­თი მხო­ლოდ 16,6% ფლობს ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას.
საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბი­სათ­ვის სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ მხარ­და­ჭე­რი­ლი პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა სცა­და 15-29 წლის ახალ­გაზ­რ­დე­ბის 25,8%-მა. მათ­გან პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბას ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით 57,7% შე­ე­ცა­და, ნაც­ნობ-მე­გობ­რებ­ში — 21,7%, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან — 12,7%, ხო­ლო პრე­სის სა­შუ­ა­ლე­ბით — 7,3%. პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა­ში შე­და­რე­ბით აქ­ტი­უ­რი იყ­ვ­ნენ ქა­ლე­ბი.
კვლე­ვა გვიჩ­ვე­ნებს, რომ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე შე­და­რე­ბით მა­ღა­ლია ქა­ლა­ქებ­ში, სქე­სის მი­ხედ­ვით კი — ქა­ლებ­ში. ახალ­გაზ­რ­დე­ბის უმე­ტე­სო­ბას, 15-29 წლის ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში, მი­ღე­ბუ­ლი აქვს მხო­ლოდ სა­შუ­ა­ლო ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა დაწყე­ბით პრო­ფე­სი­ულ, სა­შუ­ა­ლო უმაღ­ლეს პრო­ფე­სი­ულ და უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას, მიღ­წე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე შე­და­რე­ბით უფ­რო მა­ღა­ლია ახალ­გაზ­რ­და ქა­ლებ­ში, ვიდ­რე ვა­ჟებ­ში.
შე­უ­სა­ბა­მო­ბაა გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე­სა და და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას შო­რის. შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ა­ში უმუ­შევ­რო­ბის ყვე­ლა­ზე დი­დი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია ახალ­გაზ­რ­დებს შო­რის, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია ქა­ლაქ­ში მცხოვ­რე­ბი ქა­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში. ახალ­გაზ­რ­და მუ­შა­ხე­ლის 30,7% და­უ­საქ­მე­ბე­ლია, მათ უმე­ტე­სო­ბას (33,2%) მი­ღე­ბუ­ლი აქვს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა. ქა­ლა­ქებ­ში ახალ­გაზ­რ­დე­ბის უმუ­შევ­რო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2,5-ჯერ მა­ღა­ლია, ვიდ­რე სოფ­ლად, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში თვით­და­საქ­მე­ბით. კა­ცე­ბის და­საქ­მე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 53,3%-ს შე­ად­გენს, ქა­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში — 30,4%-ს. და­საქ­მე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი მე­სა­მე­დი, ჩვე­უ­ლებ­რივ, კვი­რა­ში 40 ან მე­ტი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობს. შემ­დ­გო­მი 17%-ის სა­მუ­შაო დრო 30-დან 39 სა­ა­თამ­დე მერ­ყე­ობს.
ახალ­გაზ­რ­დე­ბი გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ფაქ­ტო­რად სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის ზრდას ასა­ხე­ლე­ბენ, მომ­დევ­ნო ოთხი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია: ჯან­დაც­ვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი და ადეკ­ვა­ტუ­რი საკ­ვე­ბი, ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი, ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი მთავ­რო­ბა.
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 15-29 წლის ახალ­გაზ­რ­დე­ბის უმე­ტეს ნა­წილს სმე­ნია აივ/შიდ­სის შე­სა­ხებ, მაგ­რამ მას­ზე შეზღუ­დუ­ლი ან არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია აქვს. გა­მო­კითხულ­თა 89,9%-ს გა­უ­გია აივ/შიდ­სის შე­სა­ხებ, მაგ­რამ მხო­ლოდ 17.4%-ს აქვს სწო­რი ცოდ­ნა ამ და­ა­ვა­დე­ბის გა­და­ცე­მის გზებ­ზე. 17,2%-ს ჯერ კი­დევ მი­აჩ­ნია, რომ აივ ვი­რუ­სი შე­იძ­ლე­ბა კო­ღოს ნაკ­ბე­ნით გა­და­ვი­დეს.
ახალ­გაზ­რ­დებს სმე­ნი­ათ ან იცი­ან, რო­გორ უნ­და გა­მო­ი­ყე­ნონ, მაგ­რამ უმე­ტე­სო­ბას არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია კონ­ტ­რა­ცეპ­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი აბორ­ტე­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, ნა­ხე­ვა­რი 15-29 წლის ქა­ლებ­ზე მო­დის. ახალ­გაზ­რ­დე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტი არ ეთან­ხ­მე­ბა მო­საზ­რე­ბას, რომ მხო­ლოდ ქა­ლე­ბი არი­ან პა­სუ­ხის­მ­გე­ბელ­ნი და­იც­ვან სა­კუ­თა­რი თა­ვი არა­სა­სურ­ვე­ლი ორ­სუ­ლო­ბის­გან. აბორ­ტის სიხ­ში­რე 15-29 წლის ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში ყვე­ლა­ზე მა­ღალ მაჩ­ვე­ნე­ბელს აღ­წევს თბი­ლის­ში, ქვე­მო ქარ­თ­ლ­სა და იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში.
მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გენ­დე­რუ­ლი სხვა­ო­ბაა ალ­კო­ჰო­ლის, ნარ­კო­ტი­კი­სა და სხვა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში. ახალ­გაზ­რ­და კა­ცე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 40% აცხა­დებს, რომ რე­გუ­ლა­რუ­ლად ეწე­ვა, მა­შინ რო­დე­საც ქა­ლებ­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 4,1%-ია. ჩვე­უ­ლებ­რივ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სხვა­ო­ბა ქა­ლა­ქის და სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის არ იკ­ვე­თე­ბა. ბო­ლო 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ალ­კო­ჰო­ლუ­რი სას­მე­ლი ერ­თხელ მა­ინც მი­უ­ღია ვა­ჟე­ბის 81,3%-ს, იგი­ვე მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ქა­ლებ­ში თით­ქ­მის ნა­ხე­ვა­რია (45,9%). მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, წი­ლი იმ ახალ­გაზ­რ­დე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ალ­კო­ჰოლს კვი­რა­ში 1-2 დღე მო­იხ­მა­რენ, მხო­ლოდ 11%-ს შე­ად­გენს, ხო­ლო მა­თი, ვინც ალ­კო­ჰოლს კვი­რა­ში 3-დან 7 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იღებს მხო­ლოდ 2,8%-ს. ახალ­გაზ­რ­და ქა­ლე­ბი უფ­რო ხში­რად მი­მარ­თა­ვენ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, ვიდ­რე კა­ცე­ბი. მსგავ­სი გენ­დე­რუ­ლი მო­დე­ლი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია ყვე­ლა რე­გი­ონ­ში. ამას­თა­ნა­ვე, ახალ­გაზ­რ­დე­ბის მი­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელი, ორი­ვე სქე­სის შემ­თხ­ვე­ვაში, უფ­რო მა­ღა­ლია თბი­ლის­ში, ვიდ­რე რე­გი­ო­ნებ­ში. 15-დან 29 წლამ­დე ახალ­გაზ­რ­დე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტ­მა მი­მარ­თა სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მომ­წო­დე­ბელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას უკა­ნას­კ­ნე­ლი 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მი­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბა და­ფიქ­სირ­და თბი­ლის­ში (62,9%), ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი — მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის რე­გი­ონ­ში (24,2%).
ახალ­გაზ­რ­დე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი (82,9%) არ ეთან­ხ­მე­ბა მო­საზ­რე­ბას, რომ ქა­ლებ­მა უნ­და აიტა­ნონ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა ოჯა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მიზ­ნით. თუმ­ცა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა აღი­ნიშ­ნე­ბა ორ რე­გი­ონ­ში: სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში მხო­ლოდ 54,4% არ ეთან­ხ­მე­ბა ამ მო­საზ­რე­ბას, ქვე­მო ქარ­თ­ლ­ში კი — მხო­ლოდ 57,3%.
ნა­ხე­ვარ­ზე ოდ­ნავ მე­ტი ფიქ­რობს, რომ ძა­ლა­დო­ბის და იძუ­ლე­ბის ფაქ­ტე­ბი, ჩა­დე­ნი­ლი მა­თი თა­ნა­ტო­ლე­ბის მი­ერ და/ან მათ მი­მართ, ბო­ლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შემ­ცირ­და. იმ ახალ­გაზ­რ­დე­ბის, რომ­ლებ­მაც ადა­მი­ა­ნით ვაჭ­რო­ბის (ტრე­ფი­კინ­გის) მსხვერ­პ­ლ­თა, და­ზა­რა­ლე­ბულ­თა დაც­ვი­სა და დახ­მა­რე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო ფონდს დახ­მა­რე­ბის­თ­ვის მი­მარ­თეს, 2/3 ქა­ლია, ხო­ლო პო­ლი­ცი­ის მი­ერ რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლ­თა 2/3 — კა­ცი. ახალ­გაზ­რ­დე­ბის 57,9% არ იზი­ა­რებს მო­საზ­რე­ბას, რომ ფი­ზი­კუ­რი დას­ჯა აღ­ზ­რ­დის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წილს წა­რმო­ად­გენს, თუმ­ცა ახალ­გაზ­რ­და მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი სა­პი­რის­პი­რო მო­საზ­რე­ბას გა­მო­ხა­ტავს.
სამ­წუ­ხა­როდ, ახალ­გაზ­რ­დე­ბის მხო­ლოდ 17,5%-ია რე­გუ­ლა­რუ­ლად (მი­ნი­მუმ 2 სა­ა­თი კვი­რა­ში) ჩარ­თუ­ლი ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბა­ში და მხო­ლოდ 10,9% მო­ნა­წი­ლე­ობს იმ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში, რომ­ლე­ბიც მათ ეხე­ბა.
არა­სა­ხარ­ბი­ე­ლოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ახალ­გაზ­რ­დე­ბის ცნო­ბა­დო­ბა ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც — უმე­ტე­სო­ბა (69,2%) არ იც­ნობს ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ას. ისი­ნი, ვის­თ­ვი­საც ცნო­ბი­ლია კონ­ვენ­ცი­ის შე­სა­ხებ, ძი­რი­თა­დად, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არი­ან სი­ცოცხ­ლის უფ­ლე­ბის კა­ტე­გო­რი­ა­ზე, მაგ­რამ ნაკ­ლე­ბად იც­ნო­ბენ გან­ვი­თა­რე­ბის, და­ცუ­ლო­ბი­სა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა­თა კა­ტე­გო­რი­ებს. არც სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბებ­ზე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბას აქვს დი­დი პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი — ახალ­გაზ­რ­დე­ბის 11,6%-ია ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბებ­ზე, კონ­კ­რე­ტუ­ლად, კა­ნონ­მორ­ჩი­ლე­ბა­ზე, გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­და­სა და არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე.
თვალ­ში­სა­ცე­მია გა­მო­კითხუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის ის 43,3%, რო­მე­ლიც შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სტიგ­მას სო­ცი­ა­ლურ ნორ­მად აღიქ­ვამს. შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის სტიგ­მა­ტი­ზე­ბა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ქა­ლა­ქის ახალ­გაზ­რ­დე­ბის 45,9%-ის­თ­ვის და სოფ­ლის ახალ­გაზ­რ­დე­ბის 40,3%-ის­თ­ვის. კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი სტიგ­მის და­სად­გე­ნად, 15-29 წლის ახალ­გაზ­რ­დებ­მა, შშმ პი­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხებ­ზე, ხუთ შე­კითხ­ვას უპა­სუ­ხეს. სტიგ­მის გა­მოთ­ვ­ლა შშმ პი­რებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში სტიგ­მა პროქ­სი ინ­დი­კა­ტო­რის მე­თო­დო­ლო­გი­ის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და. ახალ­გაზ­რ­დე­ბის 47,7% მი­იჩ­ნევს, რომ ოჯა­ხი­სათ­ვის არ არის პრობ­ლე­მა იმ ფაქ­ტის გამ­ჟ­ღავ­ნე­ბა, რომ ჰყავთ შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვი. თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რ­დე­ბის 25,7% ფიქ­რობს, რომ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თა ოჯა­ხის წევ­რიც შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­საა, პრობ­ლე­მა შე­ექ­მ­ნე­ბათ და­ო­ჯა­ხე­ბი­სას, სხვა ქა­ლა­ქებ­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 30,3%-ია, ხო­ლო სოფ­ლად — 19,5%.
მთლი­ა­ნო­ბა­ში, კვლე­ვამ გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა სტიგ­მაა. სტიგ­მის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი დე­და­ქა­ლაქს აქვს — 47,8%, სოფ­ლებ­ში სტიგ­მის ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია — 40,3%. სქე­სობ­რივ ჭრილ­ში, შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის სტიგ­მის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უფ­რო მე­ტია ქა­ლებ­ში — 45,5%, ვიდ­რე მა­მა­კა­ცებ­ში — 41%.
და­ფიქ­სირ­და ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის ფი­ზი­კუ­რი და სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბის ძა­ლი­ან და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, თუმ­ცა 40%-ს სურ­ვი­ლი აქვს, იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი სპორ­ტით.
ან­გა­რი­შის ბო­ლო ნა­წი­ლი მო­ი­ცავს შე­დე­გებს კვლე­ვი­დან „ჩე­მი სამ­ყა­რო“, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს გა­ე­როს გლო­ბა­ლურ კვლე­ვას უკე­თე­სი მსოფ­ლი­ო­სათ­ვის და შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია იმის და­სად­გე­ნად, თუ რო­გორ მსოფ­ლი­ო­ში სურთ ადა­მი­ა­ნებს ცხოვ­რე­ბა და რა სა­კითხე­ბია მათ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი.
გა­მო­კითხუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტ­მა, უკე­თე­სი გა­რე­მოს შე­საქ­მ­ნე­ლად, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი მთავ­რო­ბა მხო­ლოდ მე­ხუ­თე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ფაქ­ტო­რად და­ა­სა­ხე­ლა. ამას­თა­ნა­ვე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში ახალ­გაზ­რ­დე­ბის და­ბა­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გარ­კ­ვე­უ­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა იკ­ვე­თე­ბა მათ ცოდ­ნა­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბებს შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჩარ­თუ­ლო­ბის სა­კითხებ­ზე.
„იმე­დი გვაქვს, რომ ჩვე­ნი კვლე­ვა სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ბევ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სათ­ვის, ასე­ვე, პო­ლი­ტი­კის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი პი­რე­ბი­სათ­ვის. გა­მოვ­ლე­ნი­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მო­ზარ­დე­ბის და ახალ­გაზ­რ­დე­ბის უფ­ლე­ბე­ბი­სა და პო­ტენ­ცი­ა­ლის სრუ­ლად რე­ა­ლი­ზე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დე­ბა სა­მო­მავ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის ინი­ცი­რე­ბი­სას“ — აღ­ნიშ­ნუ­ლია კვლე­ვის წი­ნა­სიტყ­ვა­ო­ბა­ში. კვლე­ვის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნი­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი მარ­თ­ლაც ინ­ფორ­მა­ტი­უ­ლია და სრუ­ლად ასა­ხავს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ახალ­გაზ­რ­დე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, მათ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და კომ­პ­ლექ­სურ მიდ­გო­მას მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად.

მო­ამ­ზა­და ლა­ლი ჯე­ლა­ძემ

25-28(942)N