გამოდის 1998 წლიდან
სტატიები
2015-12-03
ტენდენციები, რომლებმაც დარგის განვითარება უნდა უზრუნველყოს
პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მის შე­სა­ხებ, ძალ­ზე მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია აქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. არა­და, სფე­როს თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გან­ვი­თა­რე­ბა პირ­და­პირ კავ­შირ­შია ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ წინ­ს­ვ­ლას­თან. ცნო­ბი­ლია, რომ გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე­თა. ჩვენ­თან, სამ­წუ­ხა­როდ, პი­რი­ქი­თაა.
ვრცლად>>>
2015-12-03
უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი — სა­ვალ­დე­ბუ­ლო და და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი
მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის მი­ხედ­ვით სა­ფე­ხუ­რებ­ზე გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბი­დან 15 239-ს უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. უფ­როს მას­წავ­ლე­ბელს, 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო და და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მო­უ­წევს იმის­თ­ვის, რომ სტა­ტუ­სი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ან წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე გა­და­ვი­დეს. რო­მე­ლი
ვრცლად>>>
2015-12-03
ელექ­ტ­რო­ნულ ფორ­მატ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ძი­რი­თა­დი ცვლი­ლე­ბე­ბი
გვე­სა­უბ­რე­ბა შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის
ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის გე­ოგ­რა­ფი­ის ჯგუ­ფის
ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი და­ვით გო­გე­ლი­ძე
მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დეთ, ჩვე­ნი ტეს­ტი­რე­ბა­ ე­ლექ­ტ­რო­ნულ ფორ­მატ­ზე მოგ­ვერ­გო. ცვლი­ლე­ბა იქ­ნე­ბა ერ­თა­დერ­თი — აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ტეს­ტის ბუკ­ლეტს მი­ი­ღე­ბენ ელექ­ტ­რო­ნუ­ლად, ხო­ლო პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცე­ლი კვლა­ვინ­დე­ბუ­რად დარ­ჩე­ბა იგი­ვე, სა­დაც მათ სწო­რი პა­სუ­ხე­ბი უნ­და გა­და­ი­ტა­ნონ, ასე­ვე ექ­ნე­ბათ ა3 ფორ­მა­ტის შა­ვი ფურ­ც­ლე­ბი, სა­დაც შე­უძ­ლი­ათ იმუ­შა­ონ და შემ­დეგ  გა­და­ი­ტა­ნონ პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელ­ზე.  და­უ­რიგ­დე­ბათ, ტრა­დი­ცი­უ­ლად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს და მსოფ­ლი­ოს ფი­ზი­კუ­რი რუ­კე­ბი. ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის მე­ტი კომ­ფორ­ტის შე­საქ­მ­ნე­ლად, კი­დევ ერ­თი და­ვა­ლე­ბის­თ­ვის — ტო­პოგ­რა­ფი­უ­ლი რუ­კის ანა­ლი­ზი, ასე­ვე ქა­ღალ­დის სა­ხით მი­ი­ღე­ბენ­ ტო­პოგ­რა­ფი­ულ რუ­კებ­ს­ თა­ვი­სი ლე­გენ­დით, სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ ქა­ღალ­დ­ზე იმუ­შა­ონ და ისე უპა­სუ­ხონ ტო­პოგ­რა­ფი­უ­ლი და­ვა­ლე­ბის კითხ­ვებს. ეს აბი­ტუ­რი­ენ­ტებს გა­უ­ად­ვი­ლებს ამ რუ­კებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას.
ვრცლად>>>
2015-11-26
ცვლი­ლე­ბა მხოლოდ ტექ­ნი­კურ-ფორ­მა­ტულ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას შე­ე­ხე­ბა
გვე­სა­უბ­რე­ბა შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის
ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის უცხო­უ­რი ენე­ბის ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი
რუ­სუ­დან ტყე­მა­ლა­ძე ნა­წი­ლობ­რი­ვი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მა­ტი მარ­თ­ლაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, სა­ე­ტა­პო ცვლი­ლე­ბაა. ე.წ. ქა­ღალ­დ­ზე და­წე­რი­ლი ტეს­ტის ნაც­ვ­ლად, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს მო­უ­წევთ ეკ­რან­ზე წა­ი­კითხონ და­ვა­ლე­ბე­ბი და ისე შე­ას­რუ­ლონ. მათ ამო­ბეჭ­დი­ლი ტეს­ტე­ბი არ ექ­ნე­ბათ. ეს სი­ახ­ლე უფ­რო მე­ტად ფორ­მა­ტულ ცვლი­ლე­ბას ეხე­ბა, ვიდ­რე ში­ნა­არ­სობ­რივს, ანუ ში­ნა­არ­სობ­რი­ვად ჩვე­ნი ტეს­ტი რო­გორც იყო 100-და­ვა­ლე­ბი­ა­ნი და რო­გო­რი სა­ხის და­ვა­ლე­ბე­ბიც იყო ტრა­დი­ცი­უ­ლად (ბო­ლო ორი წე­ლია, შე­მო­ვი­ტა­ნეთ მოს­მე­ნა, რო­გორც პირ­ვე­ლი და­ვა­ლე­ბა და წე­რი­თი და­ვა­ლე­ბა — წე­რი­ლი), ისე­თი­ვე რჩე­ბა და სი­ახ­ლე არ იქ­ნე­ბა. ალ­ბათ, არც იქ­ნე­ბო­და სწო­რი, რომ იმ ტექ­ნი­კუ­რი სი­ახ­ლის გარ­და, რაც ასე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, კი­დევ ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­მოგ­ვე­ტა­ნა. ასე რომ, ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა მხო­ლოდ ტექ­ნი­კურ-ფორ­მა­ტულ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას.
უცხო­უ­რი ენის გა­მოც­დის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა იყო ორსა­ათ-ნა­ხე­ვა­რი. ახ­ლა არ შე­მიძ­ლია ვთქვა, ეს შე­იც­ვ­ლე­ბა თუ არა, რად­გან მო­სა­ლოდ­ნე­ლია ამ ფორ­მა­ტის პი­ლო­ტი­რება. ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი გახ­დე­ბა მას შემ­დეგ, რაც გა­მო­იც­დე­ბა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მა­ტი, უკ­ვე რე­ა­ლუ­რად, მო­მა­ვალ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­ზე. ჩვენ გა­ვა­კე­თებთ სპე­ცი­ა­ლურ სა­ვარ­ჯი­შო ტესტს და ის გვიჩ­ვე­ნებს, რამ­დე­ნად მი­სა­ღე­ბია ეს დრო.
თუ ბეჭ­დუ­რი ტეს­ტე­ბის ერთ ფურ­ცელ­ზე, და­ვუშ­ვათ პირ­ველ და­ვა­ლე­ბა­ში, ერ­თად იყო  მო­თავ­სე­ბუ­ლი ათი და­ვა­ლე­ბა, ახ­ლა ეს ხუთ ელექ­ტ­რო­ნულ გვერ­დ­ზეა გაშ­ლი­ლი. ნა­ხეთ, რო­გო­რი  ტექ­ნი­კუ­რი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა, ში­ნა­არ­სობ­რი­ვად, თით­ქოს არა­ფე­რი, მაგ­რამ ის, რაც იყო ერთ გვერ­დ­ზე და აბი­ტუ­რი­ენტს არ უხ­დე­ბო­და ამ გვერ­დის ხში­რად გა­და­ფურ­ც­ვ­ლა, ეკ­რან­ზე ხუთ გვერ­დ­ზეა გაშ­ლი­ლი, თი­თო­ზე — ორ-ორი. ე.წ. ელექ­ტ­რო­ნუ­ლი გა­და­ფურ­ც­ვ­ლა რთუ­ლი არ არის, საკ­მა­რი­სია ერთ ღი­ლაკ­ზე თი­თის და­ჭე­რა, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლეს წა­იყ­ვანს მარ­ჯ­ვ­ნი­ვაც და მარ­ცხ­ნი­ვაც, მას შე­უძ­ლია გა­და­ვი­დეს შემ­დეგ და­ვა­ლე­ბა­ზე ან და­უბ­რუნ­დეს წი­ნას. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თუ ად­რე ტეს­ტი იყო, და­ვუშ­ვათ, 16-გვერ­დი­ა­ნი, ახ­ლა 32 გვერ­დია, მაგ­რამ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში გვერ­დი ძა­ლი­ან პი­რო­ბი­თია, რად­გან  ჩვენ ეს და­ვა­ლე­ბე­ბი ეკ­რან­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რად გავ­ზარ­დეთ, რომ თვა­ლის­თ­ვის მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი იყოს, გავ­ზარ­დეთ, ასე­ვე, ასო­ე­ბის სი­დი­დე და ამ­გ­ვა­რად გაშ­ლი­ლი და­ვა­ლე­ბა უკეთ კითხ­ვა­დია, ვიდ­რე  ბეჭ­დურ კრე­ბუ­ლის ფურ­ცელ­ზე იყო. ამას თა­ვი­სი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, აქვს.
რო­დე­საც პირ­ვე­ლი და­ვა­ლე­ბა ვახ­სე­ნე, მოს­მე­ნის და­ვა­ლე­ბას ვგუ­ლის­ხ­მობ­დი, რა­ზე­დაც აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა კარ­გად უნ­და ივარ­ჯი­შონ იმი­ტომ, რომ ტეს­ტის
ვრცლად>>>
2015-11-26
პრი­ო­რი­ტე­ტი — სწავ­ლის ხა­რის­ხი და უცხო­ე­თის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა
რუბ­რი­კის სტუ­მა­რია გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის
სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი
მა­მუ­კა თავ­ხე­ლი­ძე — ბა­ტო­ნო მა­მუ­კა, რად­გან უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­უ­ჯეტს, ძი­რი­თა­დად, გან­საზღ­ვ­რავს სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი სტუ­დენ­ტი მი­ი­ღოს. ხომ არ ხდე­ბა ეს ხა­რის­ხის ხარ­ჯ­ზე?
— რა თქმა უნ­და, არა. ვფიქ­რობ, უნი­ვერ­სი­ტეტს, რო­მე­ლიც არ ზრუ­ნავს ხა­რის­ხის­თ­ვის, მო­მა­ვა­ლი არ აქვს. ჩვენ სწავ­ლის სა­ფა­სუ­რიც კი შე­ვამ­ცი­რეთ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გაგ­ვე­ხა­და სწავ­ლა ნი­ჭი­ე­რი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის. უფ­რო მე­ტი, მათ­თ­ვის სხვა­დას­ხ­ვა ბო­ნუ­სიც კი და­ვა­წე­სეთ. მა­გა­ლი­თად, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, რო­მელ­თა სკა­ლი­რე­ბუ­ლი (ანუ სა­ბო­ლოო) ქუ­ლა, ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე,  2000-ს აღე­მა­ტე­ბა,
ვრცლად>>>
2015-11-26
26 წლის პე­და­გო­გი 5-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით
გიორგი ავთანდილაშვილი
თბილისის მე-4 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი დოქ­ტო­რან­ტუ­რის სტუ­დენ­ტი, ის­ტო­რი­ის და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გი, პრო­ფე­სი­ით — ეთ­ნო­ლო­გი, არა­ერ­თი ექ­ს­პე­დი­ცი­ი­ის მო­ნა­წი­ლე და ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მე­ბი­სა და სტა­ტი­ე­ბის ავ­ტო­რი და თა­ნა­ავ­ტო­რი — ეს არის მოკ­ლე ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გი­ორ­გი ავ­თან­დი­ლაშ­ვი­ლის ბი­ორ­გა­ფი­ი­დან. ან­თ­რო­პო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რან­ტუ­რის სტუ­დენტს წინ დი­დი გეგ­მე­ბი აქვს, თუმ­ცა არც სკო­ლა და მოს­წავ­ლე­ე­ბი რჩე­ბი­ან მი­სი გეგ­მე­ბის მიღ­მა. ჩე­მი რეს­პონ­დენ­ტი ამ­ბობს, რომ სკო­ლა­ში ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლებ­ლად შემ­თხ­ვე­ვით მი­სუ­ლი 21 წლის ახალ­გაზ­რ­დას­თ­ვის ვინ­მეს რომ ეთ­ქ­ვა, მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­წო­დე­ბით უნ­და იყოო, გა­ი­ცი­ნებ­და, მაგ­რამ ახ­ლა თა­ვა­დაც ასე მი­იჩ­ნევს და მე­ტიც, ახალ­გაზ­რ­დებს მო­უ­წო­დებს, რა­ღაც აღ­მო­ა­ჩი­ნონ სა­კუ­თარ თავ­ში და იპო­ვონ მი­ზე­ზი, რომ გახ­დ­ნენ პე­და­გო­გე­ბი. ამ­ბობს, მას­წავ­ლებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მოს­წონს, რომ „ვხე­დავ, რა­ღა­ცას ვცვლი და ვგრძნობ, რომ იმ დროს იქ ვარ სა­ჭი­რო...“
ვრცლად>>>
2015-11-19
შვე­დეთ­მა მომ­ცა ცოდ­ნა, რო­მელ­მაც ჩე­მი მო­მა­ვა­ლი გან­საზღ­ვ­რა
რუბრიკის სტუმარია ნათია გამყრელიძე,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი
— რამ­დე­ნად წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე იყა­ვი სკო­ლა­ში და რო­გორ გახ­სენ­დე­ბა იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, გან­საზღ­ვ­რა თუ არა სკო­ლამ შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი?
— თბი­ლი­სის 124-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი სა­სი­ა­მოვ­ნოდ მახ­სენ­დე­ბა. ვფიქ­რობ, ადა­მი­ა­ნე­ბი გაყ­ვა­რე­ბენ იმ ად­გილს, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­მა და მას­წავ­ლებ­ლებ­მა მო­ა­ხერ­ხეს ის, რომ სა­სი­ა­მოვ­ნოდ გამ­ხ­სე­ნე­ბო­და მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი. წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი,  მას­წავ­ლებ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი და სით­ბო არას­დ­როს მომ­კ­ლე­ბია. გან­სა­კუთ­რე­ბით მახ­სენ­დე­ბა ჩე­მი გე­ოგ­რა­ფი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი გულ­ნაზ კა­კა­ბა­ძე, რო­მე­ლიც 3 წე­ლი მას­წავ­ლი­და. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მან  არა მხო­ლოდ საგ­ნობ­რი­ვი ცოდ­ნა მომ­ცა, არა­მედ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი. მი­სი გაკ­ვე­თი­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად, დე­ბა­ტე­ბის რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ხელს უწყობ­და ლო­გი­კურ მსჯე­ლო­ბას, სა­კუ­თა­რი აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბას და ყვე­ლას­გან გა­მო­ირ­ჩე­ო­და. მახ­სოვს, ერ­თხელ იკითხა,
ვრცლად>>>
2015-11-19
ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტ­თა კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის ასამაღლებლად
გვე­სა­უბ­რე­ბა ჟა­ნა კვა­ჭა­ძე, მას­წავ­ლე­ბელ­თა
პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი
ცენ­ტ­რის ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი და სპე­ცი­ა­ლუ­რი
გა­ნათ­ლე­ბის კონ­სულ­ტან­ტი — რა მიმა­რ­თუ­ლე­ბით შეგ­ვიძ­ლია გან­ვი­ხი­ლოთ ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა?
— ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცენ­ტ­რ­მა 2009 წლი­დან და­იწყო მუ­შა­ო­ბა. პირ­ვე­ლი, რაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­კეთ­და, შე­იქ­მ­ნა სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ცენ­ტ­რი, ზო­გა­დად, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ სტან­დარ­ტებ­ზე მუ­შა­ობს და უზ­რუნ­ველ­ყოფს ტრე­ნინ­გებს, პროგ­რა­მებს იმი­სათ­ვის, რომ პე­და­გო­გებ­მა სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი შე­ი­ძი­ნონ.
ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცენ­ტ­რის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა მას­წავ­ლებ­ლე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის ამაღ­ლე­ბა — რო­გორც ზო­გა­დად საგ­ნის ან საგ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფის მას­წავ­ლებ­ლე­ბის, ასე­ვე სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის,
ვრცლად>>>
2015-11-12
თა­ნად­გო­მის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლე­ბი — 18+
ლა­ლი ჯე­ლა­ძე სა­ხელ­მ­წი­ფო ზრუნ­ვის სის­ტე­მი­დან გა­სუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის მო­მა­ვა­ლი, სრულ­წ­ლო­ვა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბუნ­დო­ვა­ნია. ყო­ველ­წ­ლი­უ­რად 100-მდე მზრუნ­ვე­ლო­ბას მოკ­ლე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­და 18 წლის ხდე­ბა. მათ­გან ბევრს არ უმარ­თ­ლებს, ზო­გი იღ­ბ­ლი­ა­ნია და მათ შემ­დ­გომ ცხოვ­რე­ბა­ზე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ზრუ­ნა­ვენ. სა­ხელ­მ­წი­ფო კი, ჯერ­ჯე­რო­ბით, არა­ფერს სთა­ვა­ზობთ და ისი­ნი ყო­ველ­გ­ვა­რი თა­ნად­გო­მის გა­რე­შე, მარ­ტო რჩე­ბი­ან პრობ­ლე­მის წი­ნა­შე — სად წა­ვიდ­ნენ, რა გა­ა­კე­თონ, რო­გორ  იცხოვ­რონ, რო­გორ გა­და­ირ­ჩი­ნონ თა­ვი18 წლის შემ­დეგ, სამ­წუ­ხა­როდ, ნა­წი­ლი არას­წორ გზას ირ­ჩევს. სრულ­წ­ლო­ვა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­ხელ­მ­წი­ფო ზრუნ­ვის სის­ტე­მი­დან გა­სუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის მო­მა­ვა­ლი, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, 
ვრცლად>>>
2015-11-12
2016 წელს გა­მოც­დე­ბი ნა­წი­ლობ­რივ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მა­ტით ჩა­ტარ­დე­ბა
შე­ფა­სე­ბის და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა, მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თ­ვის 2016 წელს გა­მოც­დე­ბის ნა­წი­ლობ­რივ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მა­ტით ჩა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.
„დღეს იმ სი­ახ­ლე­ებ­ზე მინ­და გე­სა­უბ­როთ, რაც 2016 წლის ზაფხუ­ლის გა­მოც­დე­ბის­თ­ვის გვაქვს და­გეგ­მი­ლი. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლეა და გვინ­და, რაც შე­იძ­ლე­ბა დრო­უ­ლად გა­მო­ვაცხა­დოთ, რომ ჩვე­ნი აპ­ლი­კან­ტე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი შეხ­ვ­დ­ნენ ახალ ფორ­მატს, რო­მელ­საც 2016 წელს შევ­თა­ვა­ზებთ. აპ­ლი­კან­ტებ­ში ვგუ­ლის­ხ­მობ არა მხო­ლოდ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ზაფხუ­ლის სა­გა­მოც­დო პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ არა მხო­ლოდ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, არა­მედ მა­გის­ტ­რო­ბის მსურ­ვე­ლე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც საგ­რან­ტო კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ და, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, პე­და­გო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც საგ­ნობ­რივ გა­მოც­დებს აბა­რე­ბენ.
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40] > [41] > [42] > [43] > [44] > [45] > [46] > [47] > [48] > [49] > [50] > [51] > [52] > [53] > [54] > [55] > [56] > [57] > [58] > [59]
24(816)N