გამოდის 1998 წლიდან
2016-02-25
რო­გორ მო­ვი­პო­ვოთ მას­წავ­ლებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა გაზ­რ­დი­ლი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნე­ბის ფონ­ზე


მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლა ახა­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით გარ­თუ­ლე­ბუ­ლია, ნე­ბის­მი­ე­რი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ანს არ შე­უძ­ლია გახ­დეს მას­წავ­ლე­ბე­ლი. მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბულ გზებს გან­საზღ­ვ­რავს. ერთ-ერ­თი გზა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბას მიმ­დევ­რო­ბი­თი და პა­რა­ლე­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. რას გუ­ლის­ხ­მობს ეს პროგ­რა­მე­ბი, რა გზე­ბი არ­სე­ბობს მსურ­ვე­ლე­ბის­თ­ვის პრო­ფე­სი­ა­ში შე­სას­ვ­ლე­ლად და ვის შე­უძ­ლია მას­წავ­ლებ­ლო­ბის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა, ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ექ­ს­პერტ-კონ­სულ­ტან­ტი სო­ფი­კო ლობ­ჟა­ნი­ძე


— ახა­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლა გარ­თულ­და. რო­გო­რია გზა, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ველ­მა უნ­და გა­ი­ა­როს?
— ახა­ლი სქე­მის ამოქ­მე­დე­ბამ­დე, ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს, ვი­საც ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი ჰქონ­და, შე­ეძ­ლო  მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბა, შემ­დ­გომ­ში კი მას­წავ­ლებ­ლო­ბის უფ­ლე­ბას სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის გა­მოც­დით ამ­ყა­რებ­და, გა­მო­ნაკ­ლისს წარ­მო­ად­გენ­და სა­ხე­ლოვ­ნე­ბო და სას­პორ­ტო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი. 2015 წელს კა­ნონ­ში „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ შე­ვი­და ცვლი­ლე­ბა და ყუ­რადღე­ბა მი­ექ­ცა შემ­დეგს — სის­ტე­მას სჭირ­დე­ბა სას­წავ­ლო გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სი დარ­გის ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხის მქო­ნე სპე­ცი­ა­ლის­ტი, რო­მელ­საც, ასე­ვე, გავ­ლი­ლი აქვს მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტი­ა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა. რო­გორც ვხე­დავთ, მას­წავ­ლებ­ლის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნე­ბი გა­ი­ზარ­და, რა­მაც სის­ტე­მა­ში კად­რე­ბის ხა­რის­ხობ­რი­ვი და რა­ო­დე­ნობ­რი­ვი დე­ფი­ცი­ტი გა­ა­ჩი­ნა. რე­ა­ლუ­რად, პრო­ფე­სი­ა­ში თვი­სობ­რი­ვი დე­ფი­ცი­ტია, გან­სა­კუთ­რე­ბით — რე­გი­ო­ნებ­ში. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბით ირ­კ­ვე­ვა, რომ, ხში­რად, რე­გი­ო­ნებ­ში ერ­თი და იგი­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი რამ­დე­ნი­მე სა­განს ას­წავ­ლის და არც ერ­თის სპე­ცი­ა­ლის­ტი არაა, სა­უ­კე­თე­სო შემ­თხ­ვე­ვა­ში — მხო­ლოდ ერ­თის. სწო­რედ ამან შექ­მ­ნა სა­ჭი­რო­ე­ბა, რომ ყუ­რადღე­ბა გაგ­ვე­მახ­ვი­ლე­ბი­ნა არა მხო­ლოდ რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, არა­მედ კვა­ლი­ფი­ცი­ურ მას­წავ­ლე­ბელ­ზე.
ხში­რია შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­ვი­სი დარ­გის ძა­ლი­ან კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტია, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, არ იცის მე­თო­დო­ლო­გია, რო­გორ ას­წავ­ლოს, რო­გორ შე­ა­ფა­სოს ან რო­გორ მარ­თოს კლა­სი და ა.შ. არ იცის იმი­ტომ, რომ ეს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ უს­წავ­ლია. სწო­რედ ამი­ტომ იქ­ცა ვალ­დე­ბუ­ლე­ბად მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ველ­თათ­ვის, მას­წავ­ლე­ბე­ლის მომ­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მის გავ­ლა. ეს პროგ­რა­მე­ბი უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში 2010 წლი­დან არ­სე­ბობს, დღე­ი­სათ­ვის კი 12-მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა გა­მოთ­ქ­ვა მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის ამოქ­მე­დე­ბის სურ­ვი­ლი. მაგ­რამ ეს პროგ­რა­მე­ბი მუ­შა­ობს, რო­გორც მა­ი­ნო­რი პროგ­რა­მე­ბი — ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სტუ­დენ­ტი მას ირ­ჩევს, რო­გორც და­მა­ტე­ბით სპე­ცი­ა­ლო­ბას. სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დ­გომ, სტუ­დენტს, ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხის მი­ნი­ჭე­ბას­თან ერ­თად, პროგ­რა­მის გავ­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტი გა­და­ე­ცე­მა. რო­გორც გითხა­რით, 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში რამ­დე­ნი­მე წე­ლია ის­წავ­ლე­ბა, თუმ­ცა სტუ­დენ­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, არც  თუ ისე დი­დია.
ბა­კა­ლავ­რის დიპ­ლო­მის მქო­ნე კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი, რო­მელ­საც გავ­ლი­ლი აქვს მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა (ან მის დიპ­ლომ­ში არის ჩა­ნა­წე­რი „პე­და­გო­გი“), მხო­ლოდ საგ­ნის გა­მოც­დას აბა­რებს. მას შემ­დეგ, რაც საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცი­ას და­ა­დას­ტუ­რებს, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში შე­დის პირ­და­პირ უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხურ­ზე, ანუ სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბას უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სით და­იწყებს.

— რო­გო­რია 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა და რა მოთხოვ­ნებს უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს მი­სი გავ­ლის მსურ­ვე­ლი?
— მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის შექ­მ­ნი­სა და და­ნერ­გ­ვის მი­ზა­ნი სწო­რედ ის იყო, რომ უკ­ვე დიპ­ლო­მი­რე­ბულ სპე­ცი­ა­ლიტს და­მო­უ­კი­დებ­ლად შეძ­ლე­ბო­და 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მის გავ­ლა. სამ­წუ­ხა­როდ, იმ პე­რი­ოდ­ში, პროგ­რა­მა­ზე და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ღე­ბა ვერ ამოქ­მედ­და და მუ­შა­ობ­და, რო­გორც სა­ბა­კა­ლავ­რო კურ­ს­ში ჩა­შე­ნე­ბუ­ლი მე­ო­რა­დი პროგ­რა­მა. უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი სწო­რედ ახ­ლა ამ­ზა­დე­ბენ პროგ­რა­მას სა­აკ­რე­დი­ტა­ცი­ოდ, რომ კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი 60-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მა­ზე მი­ი­ღონ. შე­სა­ბა­მი­სი დარ­გის ბა­კა­ლავ­რის ან მა­გის­ტ­რის ხა­რის­ხის მქო­ნე ადა­მი­ანს (უკ­ვე დიპ­ლო­მი­რე­ბულ სპე­ცი­ა­ლისტს) შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მა, და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ი­ა­როს მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა და ამით მას­წავ­ლებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვოს. თუმ­ცა, 60-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მა­ზე დაშ­ვე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გარ­და (ის შე­სა­ბა­მი­სი დარ­გის ბა­კა­ლავ­რი უნ­და იყოს), საგ­ნის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბაა, რად­გან ამ პროგ­რა­მა­ზე სა­გა­ნი არ ის­წავ­ლე­ბა. მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა, თა­ვის­თა­ვად, გუ­ლის­ხ­მობს, რომ მსურ­ველ­მა, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მას გა­დის, სა­გა­ნი უკ­ვე იცის, საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი აქვს. კი­დევ ერ­თხელ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მის წი­ნა­პი­რო­ბა საგ­ნის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბაა, პროგ­რა­მის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა კი — ერ­თი აკა­დე­მი­უ­რი წე­ლი.

— რის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბა პროგ­რა­მა­ზე ჩა­რიცხ­ვა და რო­გო­რი  და­ფი­ნან­სე­ბის წე­სი მოქ­მე­დებს?
— პროგ­რა­მა­ზე ჩა­ბა­რე­ბა ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბა, ანუ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი აცხა­დე­ბენ კვო­ტებს, რა­ო­დე­ნო­ბებს, რო­მე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით რამ­დენ სტუ­დენტს მი­ი­ღე­ბენ. მას შემ­დეგ, რაც უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი მი­სა­ღებ ად­გი­ლებს გა­მო­აცხა­დე­ბენ, მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლე­ბი ისე­თი­ვე წე­სით აირ­ჩე­ვენ პროგ­რა­მას, რო­გორც ეს ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ხდე­ბა. გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ კი, რან­ჟი­რე­ბუ­ლი წე­სით, ჩა­ი­რიცხე­ბი­ან პროგ­რა­მა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა და­ფი­ნან­სე­ბის წესს, მას­ზე მუ­შა­ო­ბა სწო­რედ ახ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს. სულ მა­ლე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი ის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მელ­საც სა­ხელ­მ­წი­ფო და­ა­ფი­ნან­სებს.

— რა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა მოქ­მე­დი მას­წავ­ლებ­ლის საგ­ნის გა­მოც­და­სა და 60-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მა­ზე შემ­ს­ვ­ლე­ლი მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლის საგ­ნის გა­მოც­დას შო­რის?
— რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა არის — მოქ­მე­დი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი საგ­ნის გა­მოც­და ორი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა — სა­გა­ნი და საგ­ნის სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კა, ხო­ლო დამ­წყე­ბი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი საგ­ნის გა­მოც­და არ შე­ი­ცავს მე­ო­რე ნა­წილს, მე­თო­დი­კას, რად­გან მან სწო­რედ მე­თო­დი­კა უნ­და ის­წავ­ლოს მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მით. ამი­ტომ, მათ­თ­ვის საგ­ნის გა­მოც­და ცალ­კე გა­მოცხად­დე­ბა.

— გა­მო­დის, რომ მას­წავ­ლებ­ლო­ბის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა საკ­მა­ოდ იოლად შე­იძ­ლე­ბა წა­რი­მარ­თოს ბა­კა­ლავ­რის სტუ­დენ­ტის­თ­ვის, თუ­კი ის მე­ო­რად სპე­ცი­ა­ლო­ბად მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მას აირ­ჩევს...
— ბა­კა­ლავ­რის სტუ­დენტს, რო­მელ­საც ჯერ არ აქვს არ­ჩე­უ­ლი მე­ო­რა­დი სპე­ცი­ა­ლო­ბა, მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არის ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი პროგ­რა­მა და იგი სწავ­ლობს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სი დარ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მე­ო­რად სპე­ცი­ა­ლო­ბად შე­უძ­ლია მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა აირ­ჩი­ოს.
იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­ცა ბა­კა­ლავ­რის სტა­ტუ­სის მქო­ნე მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ველს გავ­ლი­ლი  აქვს მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა, მას­წავ­ლებ­ლო­ბის უფ­ლე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად, მხო­ლოდ საგ­ნის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­დეგ კი, სკო­ლა­ში, სქე­მის მი­ხედ­ვით, ის უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სით იწყებს მუ­შა­ო­ბას.
თუმ­ცა, დამ­წყებ მას­წავ­ლე­ბელს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს, ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, აუცი­ლებ­ლად გა­ი­ა­როს გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა, რომ­ლის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლის შემ­დეგ, უკ­ვე მო­ე­ჭი­დე­ბა პრო­ფე­სი­ას. სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბა მოქ­მე­დი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვი­საც სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, თუმ­ცა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა მხო­ლოდ ვა­დებ­შია — მოქ­მედ მას­წავ­ლე­ბელს უფ­ლე­ბა აქვს, ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­ი­ა­როს სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბა, დამ­წყებ მას­წავ­ლებ­ლებს კი, ეს ვა­და ერ­თი წლით გა­ნე­საზღ­ვ­რათ.

— რას ნიშ­ნავს 300-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა? რამ გა­ნა­პი­რო­ბა მი­სი შექ­მ­ნის აუცი­ლებ­ლო­ბა და რა სი­ახ­ლეს სთა­ვა­ზობს ის მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლებს?
— 300-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სა­ბა­კა­ლავ­რო-სა­მა­გის­ტ­რო აკა­დე­მი­უ­რი პროგ­რა­მაა, რო­მე­ლიც სას­კო­ლო პრაქ­ტი­კის კომ­პო­ნენ­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. საკ­მა­ოდ ამ­ბი­ცი­უ­რი პროგ­რა­მაა, რად­გან ისეთ კადრს ამ­ზა­დებს, რო­მე­ლიც პირ­და­პირ შე­დის პრო­ფე­სი­ა­ში და თან უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს. პროგ­რა­მის თე­ო­რი­უ­ლი კურ­სი გა­ჯე­რე­ბუ­ლია სას­კო­ლო პრაქ­ტი­კით, რო­მე­ლიც სტუ­დენტს მარ­თ­ლაც აძ­ლევს ყვე­ლა სა­ჭი­რო უნარს და შე­სა­ბა­მის გა­ნათ­ლე­ბას, რაც მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ას სჭირ­დე­ბა — სა­ო­რი­ენ­ტა­ციო პრაქ­ტი­კი­დან დაწყე­ბუ­ლი ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, რო­ცა სტუ­დენ­ტი მოს­წავ­ლე­თა შე­ფა­სე­ბის კურსს გა­დის, ის სკო­ლა­ში ამ კურ­სის ფარ­გ­ლებ­ში ჩა­შე­ნე­ბულ პრაქ­ტი­კას გა­დის და ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია მხო­ლოდ და მხო­ლოდ სტუ­დენ­ტის შე­ფა­სე­ბა­ზე. კლა­სის მარ­თ­ვი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის კურ­სის გავ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, სტუ­დენ­ტის პრაქ­ტი­კა მი­მარ­თუ­ლია იქით­კენ, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა კლა­სის ეფექ­ტუ­რი მარ­თ­ვა ან რამ­დე­ნად სწო­რად აკე­თებს ამას მი­სი პრაქ­ტი­კის  მას­წავ­ლე­ბე­ლი. სტუ­დენ­ტი ამას ყვე­ლა­ფერს აფა­სებს  და წერს რეფ­ლექ­სი­ებს, პრაქ­ტი­კის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად გეგ­მავს აქ­ტი­ვო­ბებს. სას­კო­ლო პრაქ­ტი­კა, პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც გამ­ჭო­ლად გას­დევს მთლი­ან სას­წავ­ლო პრო­ცესს.
ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი სი­ახ­ლე პროგ­რა­მის ბო­ლო წე­ლია, რო­მელ­საც გერ­მა­ნი­ა­ში რე­ფე­რენ­და­რი­ატს უწო­დე­ბენ, ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში კი — მა­ძი­ებ­ლო­ბის წელს. ეს გახ­ლავთ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ინ­ტენ­სი­უ­რი, აქ­ტი­უ­რი სას­კო­ლო პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კა — სტუ­დენ­ტი გეგ­მავს, ატა­რებს, აფა­სებს და ჩარ­თუ­ლია არა მხო­ლოდ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში, სკო­ლის ფორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში, არა­მედ არა­ფორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც — მშობ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, კლუ­ბუ­რი მუ­შა­ო­ბა და ა.შ. მან სკო­ლის ყვე­ლა მხა­რე უნ­და გა­იც­ნოს — და­დე­ბი­თიც და უარ­ყო­ფი­თიც, რად­გან  შემ­დეგ, კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი კად­რის­თ­ვის სკო­ლა­ში ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბი და სი­ურ­პ­რი­ზე­ბი ნაკ­ლე­ბად იყოს და გან­ხიბ­ლუ­ლი არ დარ­ჩეს. რო­გორ ფიქ­რობთ, რო­დის ტო­ვე­ბენ ყვე­ლა­ზე მე­ტად სკო­ლას მას­წავ­ლებ­ლე­ბი? სწო­რედ მა­შინ, რო­ცა დამ­წყე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბი პირ­ვე­ლი­ვე სირ­თუ­ლე­ებს აწყ­დე­ბი­ან და რაც მთა­ვა­რია, ამას არ ელი­ან, ვარ­დის­ფერ ფე­რებ­ში ხე­და­ვენ ყვე­ლა­ფერს და უცებ წარ­მოქ­მ­ნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­სა­ლა­ხად მზად არ არი­ან. აი, ის ერ­თი წე­ლი, რო­მელ­საც, სქე­მის მი­ხედ­ვით, მა­ძი­ებ­ლო­ბის წელს ვუ­წო­დებთ, სას­კო­ლო გა­რე­მოს შე­გუ­ე­ბი­სა და გაც­ნო­ბის პე­რი­ო­დია. გარ­და სას­კო­ლო პრაქ­ტი­კი­სა, ამ დროს, სტუ­დენ­ტი პრაქ­ტი­კის კვლე­ვას აწარ­მო­ებს — აკ­ვირ­დე­ბა, ზო­გა­დად, სას­კო­ლო პრობ­ლე­მებს, თა­ვად რა წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბებს წა­აწყ­და სკო­ლა­ში. პრაქ­ტი­კის კვლე­ვას ნაშ­რო­მის სა­ხით ამ­ზა­დებს და ურ­თავს სა­მა­გის­ტ­რო ნაშ­რომს, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი 300-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, რო­მე­ლიც, სა­ბო­ლო­ოდ, პე­და­გო­გის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას ანი­ჭებს.

— რე­ა­ლუ­რად რო­დის და­იწყე­ბა 60-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მებ­ზე მი­ღე­ბა და ვინ იზ­რუ­ნებს ახალ­გაზ­რ­და კად­რე­ბის და­საქ­მე­ბა­ზე? რად­გან სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბის დაკ­ვე­თაა და რა­კი კად­რ­ზე მოთხოვ­ნაა, მი­სი და­საქ­მე­ბაც, თა­ვის­თა­ვად, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი უნ­და იყოს.
— 1 თე­ბერ­ვი­ლი­დან 1 მარ­ტამ­დე, უმაღ­ლეს­მა სას­წავ­ლებ­ლებ­მა „მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ღე­ბის პროგ­რა­მე­ბი“, სა­აკ­რე­დი­ტა­ცი­ოდ, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენტრს უნ­და წა­რუდ­გი­ნონ. პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცია 15 მარ­ტამ­დე დას­რულ­დე­ბა და უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რომ­ლის პროგ­რა­მაც წარ­მა­ტე­ბით გა­ივ­ლის აკ­რე­დი­ტა­ცი­ას, უკ­ვე გა­მო­აცხა­დებს მი­ღე­ბას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე. რე­ა­ლუ­რად, პროგ­რა­მა სექ­ტემ­ბ­რი­დან ამუ­შავ­დე­ბა. 2017 წლის ზაფხულ­ში ჩვენ 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მის პირ­ვე­ლი გა­მოშ­ვე­ბა გვე­ყო­ლე­ბა.
მათ და­საქ­მე­ბას ხელს შე­უწყობს აქ­ტი­უ­რი სას­კო­ლო პრაქ­ტი­კა, სტუ­დენ­ტი ხში­რად არის სკო­ლა­ში. ეს არ არის ერ­თ­ჯე­რა­დი პრაქ­ტი­კა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას ყვე­ლა კურ­ს­ზე უწევს სკო­ლა­ში ყოფ­ნა — კონ­კ­რე­ტულ სკო­ლა­ში, კვი­რა­ში, 10-15 სა­ათს ატა­რებს. ამი­ტომ, თუ სკო­ლა ხე­დავს, რომ ის მზარ­დი კად­რია, რო­მე­ლიც მას გა­მო­ად­გე­ბა, შე­იძ­ლე­ბა სკო­ლი­დან აღარც კი გა­უშ­ვას. ჩვენც გვქონ­და შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რამ­დე­ნი­მე სტუ­დენ­ტი და­ა­საქ­მა სკო­ლამ, სა­დაც ისი­ნი პრაქ­ტი­კას გა­დი­ოდ­ნენ. მა­გა­ლი­თად, 82-ე სა­ჯა­რო სკო­ლამ, დაწყე­ბი­თი კლა­სის მას­წავ­ლებ­ლად, და­ა­საქ­მა ჩვე­ნი სტუ­დენ­ტი, რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კის დროს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა რო­გორც სკო­ლის დი­რექ­ცი­ას, ისე კო­ლექ­ტივს. რო­გორც კი გაჩ­ნ­და ვა­კან­სია, ის მას­წავ­ლებ­ლად აიყ­ვა­ნეს. ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ სკო­ლა­ში აქ­ტი­უ­რი პრაქ­ტი­კა ბევ­რად გა­ნა­პი­რო­ბებს მათ და­საქ­მე­ბას. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ამით აღ­დ­გა კავ­ში­რი სკო­ლა­სა და უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს შო­რის და ისიც, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა სას­კო­ლო პრაქ­ტი­კის კონ­ცეფ­ცი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თონ სკო­ლე­ბი. მე, ამავ­დ­რო­უ­ლად, ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ვარ და ჩვე­ნი პარ­ქ­ტი­კის კონ­ცეფ­ცი­ის მომ­ზა­დე­ბა­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლი ის სკო­ლე­ბი, სა­დაც, მე­მო­რან­დუ­მის სა­ფუძ­ველ­ზე, სტუ­დენ­ტე­ბი გა­ივ­ლი­ან პრაქ­ტი­კას. მე­მო­რან­დუ­მის სა­ფუძ­ველ­ზე, ჯერ­ჯე­რო­ბით, 40 სკო­ლას­თან ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ, რაც ორ­მ­ხ­რი­ვად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­სარ­გებ­ლო პრო­ცე­სია — ვერც სკო­ლა გან­ვი­თარ­დე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­რე­შე და ვერც უნი­ვერ­სი­ტე­ტი — მას­წავ­ლებ­ლის გა­რე­შე.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N