გამოდის 1998 წლიდან
2015-12-23
ვა­ხუშ­ტის დღე­ე­ბი

ლალი ჯელაძე

17-18 დე­კემ­ბერს მწე­რალ­თა სახ­ლ­მა ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის 80 წლის იუბი­ლე ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით აღ­ნიშ­ნა. ცნო­ბი­ლი ქარ­თ­ვე­ლი პო­ე­ტის, მთარ­გ­მ­ნე­ლის, პუბ­ლი­ცის­ტი­სა და ფოლ­კ­ლო­რის­ტის დღე­ე­ბი მწე­რალ­თა სახ­ლ­ში მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მო­თი და­იწყო და „სო­ნე­ტე­ბის კრე­ბულ­ში“ ასა­ხუ­ლი მი­სი ბო­ლო წლე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ით გაგ­რ­ძელ­და. ამ სა­ხით სო­ნე­ტე­ბის კრე­ბუ­ლი პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ცა, მწე­რალ­თა სახ­ლის ინ­ცი­ა­ტი­ვი­თა და კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით. ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის სა­ი­უ­ბი­ლეო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მე­ო­რე დღეს სა­ი­უ­ბი­ლე­ოდ გა­მოცხა­დე­ბულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბა გა­ი­მარ­თა.
კონ­კურ­სი რამ­დე­ნი­მე კვი­რით ად­რე გა­მოცხად­და უფ­როს­კ­ლა­სე­ლე­ბის­თ­ვის (IX -XII კლა­სე­ბი) და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა შე­ეძ­ლოთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ებს. მათ ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის მო­გო­ნე­ბა­თა წიგ­ნის „ჩემი წუ­თი­სო­ფე­ლი“ მი­ხედ­ვით, სა­მი შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი თხზუ­ლე­ბი­დან, სა­კონ­კურ­სოდ ერთ-ერ­თი უნ­და წა­რედ­გი­ნათ: „ხი­დი ორ ეპო­ქას შო­რის“ — ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლი, რო­გორც მთხრო­ბე­ლი; „დი­დი ტე­რო­რი“, ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის „ჩემი წუ­თი­სოფ­ლის“ მი­ხედ­ვით; „ერ­თი ოჯა­ხის ის­ტო­რია, რო­გორც ეპო­ქის სა­ხე“. კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნის მოს­წავ­ლე­ებ­მა, სულ 61 სა­კონ­კურ­სო თე­მა და­ი­წე­რა. ნა­ტა ლო­მო­ურ­მა, მწე­რალ­თა სახ­ლის დი­რექ­ტორ­მა და კონ­კურ­სის ჟი­უ­რის წევ­რ­მა დი­დი მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს აღ­მო­ჩე­ნი­ლი დახ­მა­რე­ბის­თ­ვის, რად­გან სწო­რედ მა­თი თა­ნად­გო­მით გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი კონ­კურ­სის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი­ყო და მე­ტიც, რო­გორც ქალ­ბა­ტონ­მა ნა­ტამ აღ­ნიშ­ნა, და­ვიწყე­ბულ სოფ­ლე­ბამ­დეც კი ჩა­ეღ­წია. „ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი თე­მა იყო და გაგ­ვი­ჭირ­და მათ­გან სა­მი გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლის გა­მოვ­ლე­ნა. ჟი­უ­რის წევ­რე­ბი მწე­რალ­თა სახ­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, თან ვტი­რო­დით, თან ვი­ცი­ნო­დით — ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­დუ­რა გვქონ­და. გა­მო­ვავ­ლი­ნეთ სა­მი გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი. საპ­რი­ზო ად­გი­ლებ­ზე გა­სულ მოს­წავ­ლე­ებს ტაბ­ლე­ტე­ბით — ელექ­ტ­რო­ნუ­ლი წიგ­ნე­ბით ვა­ჯილ­დო­ვებთ, რომ კი­დევ უფ­რო მე­ტი იკითხონ და თვალ­სა­წი­ე­რი გა­ი­ფარ­თო­ვონ. გა­მორ­ჩე­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის­თ­ვის გვაქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზე­ბი — წიგ­ნე­ბი, ალ­ბო­მე­ბი და სი­გე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც სკო­ლებს გა­ვუგ­ზა­ნით. ეს, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, სტი­მულს მის­ცემს მათ, რომ სა­მო­მავ­ლოდ მსგავს კონ­კურ­სებ­ში მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.“
პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ფო­თის N1 სა­ჯა­რო სკოლის ჳხ კლა­სის მოს­წავ­ლემ, არ­ჩილ გვა­სა­ლი­ამ აიღო თე­მის­თ­ვის „ერ­თი ოჯა­ხის ის­ტო­რია, რო­გორც ეპო­ქის სა­ხე“. ამ­ბობს, რომ ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლი, რო­გორც მწე­რა­ლი, სწო­რედ „ჩემ­მა წუ­თი­სო­ფელ­მა“ გა­აც­ნო. „წიგ­ნ­მა  სა­ო­ცა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე, ვა­ხუშ­ტის მი­ერ აღ­წე­რი­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ერ­თ­მა­ნე­თი­სად­მი  გა­მო­ხა­ტულ­მა სა­ო­ცარ­მა გრძნო­ბებ­მა და მზრუნ­ვე­ლო­ბამ აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია ჩემ­ში და ჩე­მი წი­ნაპ­რე­ბის ნა­ამ­ბო­ბიც გა­მახ­სენ­და რო­გო­რი იყო მა­თი ურ­თი­ერ­თო­ე­ბე­ბი, გა­მახ­სენ­და მა­თი ნა­ამ­ბო­ბი, რას შთა­მა­გო­ნებ­დ­ნენ და რი­თაც  ვსაზ­რ­დო­ობ. წიგ­ნ­მა დი­დი კვა­ლი და­ტო­ვა ჩემ­ზე და დი­დი მად­ლო­ბა, რომ მი­სი წა­კითხ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცით.“
მე­ო­რე საპ­რი­ზო ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი ამ­ბ­რო­ლა­უ­რის N2 სა­ჯა­რო სკო­ლის ხ კლა­სის მოს­წავ­ლე ნი­ნო ჯა­ნე­ლი­ძე გახ­და. ნი­ნოს თე­მა იყო  „დი­დი ტე­რო­რი“, ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის „ჩემი წუ­თი­სოფ­ლის“ მი­ხედ­ვით;  ამ­ბობს, რომ წიგ­ნ­მა მას­ზე წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა, რად­გა­ნაც ფიქ­რობს, რომ „წიგ­ნი ასა­ხავს არა მხო­ლოდ ერ­თი ოჯა­ხის ის­ტო­რი­ას, არა­მედ ეპო­ქის ტრა­გე­დი­ას, რო­მე­ლიც ახ­ლო წარ­სულ­ში იყო და ეს ყვე­ლა­ფე­რი თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან წიგ­ნი გვიჩ­ვე­ნებს, რა ხდე­ბო­და 37 წლის რეპ­რე­სი­ე­ბის დროს და რა გა­და­ი­ტა­ნა ხალ­ხ­მა. ეს კარ­გად უნ­და გა­ვი­თა­ვი­სოთ, რომ მო­მა­ვალ­ში მსგავ­სი რამ არ გან­მე­ორ­დეს. ყვე­ლას გირ­ჩევთ ამ წიგ­ნის წა­კითხ­ვას.“
მე­სა­მე საპ­რი­ზო ად­გი­ლი თბი­ლი­სის მე-6 სა­ავ­ტო­რო სკო­ლის მოს­წავ­ლეს, ელე­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილს ხვდა თე­მის­თ­ვის: „ერ­თი ოჯა­ხის ის­ტო­რია, რო­გორც ეპო­ქის სა­ხე“.
„მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე მწე­რალ­თა სახ­ლის მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ კონ­კურ­ს­ში, რომ­ლის შე­სა­ხებ ჩე­მი სკო­ლის ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებ­ლის­გან შე­ვიტყ­ვე. და­მა­ინ­ტე­რე­სა მო­ცე­მულ­მა თე­მებ­მა და გა­დავ­წყ­ვი­ტე წა­მე­კითხა ვა­ხუშ­ტი კო­ტეტ­შ­ვი­ლის წიგ­ნი „ჩემი წუ­თი­სო­ფე­ლი.“ იმა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და, ვიდ­რე ვე­ლო­დი. მი­სი წა­კითხ­ვის შემ­დეგ გან­სა­კუთ­რე­ბით და­მა­ინ­ტე­რე­სა ერთ-ერ­თ­მა თე­მამ: „ერ­თი ოჯა­ხის ის­ტო­რია, რო­გორც ეპო­ქის სა­ხე.“
ამ ეპო­ქის შე­სა­ხებ ჩე­მი მშობ­ლე­ბის­გან და ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბის­გან მსმე­ნია, მაგ­რამ ამ წიგ­ნ­ში უფ­რო ნათ­ლად და ცხა­დად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი ეს სას­ტი­კი ეპო­ქა. ეროვ­ნუ­ლი ტრა­გე­დია ერ­თი ოჯა­ხის მა­გა­ლით­ზეა მოთხ­რო­ბი­ლი. ვცა­დე, რომ ჩე­მი გან­წყო­ბა და აზ­რე­ბი გად­მო­მე­ცა ამ ესეს სა­შუ­ა­ლე­ბით. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ჩემ­მა ნაშ­რომ­მა სხვე­ბის მო­წო­ნე­ბაც და­იმ­სა­ხუ­რა.
ამ ნა­წარ­მო­ებ­მა მომ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, გან­მე­ცა­და ის სა­ში­ნე­ლე­ბა, რაც საბ­ჭო­თა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ხდე­ბო­და და უკეთ გა­მეც­ნო ჩე­მი ქვეყ­ნის ის­ტო­რია და და­მარ­წ­მუ­ნა იმა­ში, რომ ასეთ დრო­საც კი, სა­ბედ­ნი­ე­როდ, არ­სე­ბო­ბენ ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს და იმე­დი მაქვს, მსგავ­სი კონ­კურ­სე­ბი ხში­რად ჩა­ტარ­დე­ბა.“ — გვი­ამ­ბობს ელე­ნე.
სა­ი­უ­ბი­ლეო დღე­ე­ბი ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბის შემ­დეგ მწე­რალ­თა სახ­ლ­ში შეკ­რე­ბილ უფ­როს­კალ­სე­ლებს პო­ეტ­მა, მთარ­გ­მ­ნელ­მა და აღ­მო­სავ­ლეთ­მ­ცოდ­ნე გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძემ ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბი­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ უამ­ბო. „ვა­ხუშ­ტის ერთ-ერ­თი საყ­ვა­რე­ლი მოს­წავ­ლე და შემ­დ­გომ­ში მი­სი მე­გო­ბა­რი“ — სხვა წო­დე­ბას­თან ერ­თად იმ დღეს გი­ორ­გი ამ წო­დე­ბი­თაც მო­იხ­სე­ნი­ეს.
ლექ­ცია იმის აღი­ა­რე­ბით და­იწყო, რომ სკო­ლა­ში არ უყ­ვარ­და ხოლ­მე მწერ­ლე­ბის ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბის კითხ­ვა, იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გა­მო, რომ: „ძა­ლი­ან მშრა­ლად გვიყ­ვე­ბოდ­ნენ მწერ­ლე­ბის ბი­ოგ­რა­ფი­ას, რაც ღი­რე­ბუ­ლი იყო მათ ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში, თით­ქ­მის ყო­ველ­თ­ვის ყუ­რადღე­ბის მიღ­მა რჩე­ბო­და. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­დე­საც მწე­რა­ლი ხელს კი­დებს კა­ლამს იმის­თ­ვის, რომ აღ­წე­როს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა და მკითხ­ველს მი­ა­წო­დოს ბი­ოგ­რა­ფია. მე­მუ­ა­რუ­ლი ჟან­რი სა­ერ­თოდ, ვფიქ­რობ, ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ჟან­რია, მით უმე­ტეს, რო­დე­საც მას ისე­თი ნი­ჭი­ე­რი, გე­ნი­ო­სი ადა­მი­ა­ნი ჰკი­დებს ხელს, რო­გო­რიც ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლია. ცხოვ­რე­ბა­ში უამ­რა­ვი რამ ხდე­ბა — დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის და­ხა­რის­ხე­ბაც კი არ არის მარ­ტი­ვი და იოლი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბი­დან რას გა­მო­ყოფს ადა­მი­ა­ნი, რას მი­აქ­ცევს ყუ­რადღე­ბას და რო­გორ აგებს ამა­ზე მხატ­ვ­რულ ნა­წარ­მო­ე­ბებს ისე, რომ ეს სა­ინ­ტე­რე­სო იყოს არა მხო­ლოდ მის­თ­ვის, არა­მედ მკითხ­ვე­ლის­თ­ვი­საც. აქ ით­ქ­ვა ძა­ლი­ან სწო­რად, რომ ეს არა მხო­ლოდ ერ­თი ოჯა­ხის ის­ტო­რიაა, არა­მედ მთე­ლი თა­ო­ბის — სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის ის მო­ნაკ­ვე­თია აღ­წე­რი­ლი, რო­მე­ლიც, ჩე­მი აზ­რით, ყვე­ლა­ზე შავ-ბნე­ლი ხა­ნაა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში. ცხა­დია, ბა­ნა­ლუ­რი მი­ზე­ზი ყვე­ლამ ვი­ცით — საბ­ჭო­თა დროს რეპ­რე­სი­ე­ბი მძვინ­ვა­რებ­და. საბ­ჭო­ე­თის იდე­ო­ლო­გია უპი­რის­პირ­დე­ბო­და ყო­ველ­გ­ვარ ეროვ­ნულს და სა­ერ­თოდ სა­აზ­როვ­ნო პრო­ცესს იმი­ტომ, რომ არც ერთ იდე­ო­ლო­გი­ას არ აწყობს და ხელს არ აძ­ლევს მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ან­თან და­პი­რის­პი­რე­ბა. ამას რომ მო­ე­რი­დოს ის, უბ­რა­ლოდ, ფი­ზი­კუ­რად უნ­და გა­ა­ნად­გუ­როს...“
სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ებს შო­რის ერთ-ერ­თი, რო­მე­ლიც გი­ორ­გიმ მოს­წავ­ლე­ებს უამ­ბო, ვა­ხუშ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ბუ­კი­ნის­ტუ­რი წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­ში შე­ძე­ნილ წიგნს უკავ­შირ­დე­ბა. „ბუ­კი­ნის­ტებ­თან ვნა­ხე ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლის წიგ­ნი — მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლი — ვა­ხუშ­ტის მა­მა — ძა­ლი­ან დი­დი მეც­ნი­ე­რი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ფოლ­კ­ლო­რის­ტი იყო,  რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლია1938 წელს. რეპ­რე­სი­ე­ბამ­დე ცო­ტა ხნით ად­რე, გა­მოს­ცა თა­ვი­სი კვლე­ვის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შე­დე­გი — „ხალ­ხუ­რი პო­ე­ზია“. სწო­რედ ეს გა­მო­ცე­მა ვნა­ხე ბუ­კი­ნის­ტებ­ში, რო­მელ­საც უძღ­ვ­ნის ერთ, რო­გორც ჩანს, მა­შინ ძა­ლი­ან ახ­ლო მე­გო­ბარს, იმი­ტომ რომ, წიგ­ნ­ზე აწე­რია — „ჩემს ძვირ­ფას ძმას... (სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბა ახ­ლა სა­ჭი­რო არ არის) დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და პა­ტი­ვის­ცე­მით, ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლი“. წიგ­ნი შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, კა­პი­კე­ბად ვი­ყი­დე და ჩემს სი­ხა­რულს საზღ­ვა­რი არ ჰქონ­და, რად­გან ჩემს ბიბ­ლი­ო­თე­კა­შიც იქ­ნე­ბო­და ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლის ხელ­მო­წე­რი­ლი წიგ­ნი, მარ­თა­ლია, სხვის­თ­ვის ნა­ჩუ­ქა­რი, მაგ­რამ ახ­ლა უკ­ვე კა­ნო­ნი­ე­რად მე ვი­ყა­ვი მი­სი მფლო­ბე­ლი. მაგ­რამ არ ვი­ცო­დი, რომ მთა­ვა­რი უსი­ა­მოვ­ნო სი­ურ­პ­რი­ზი, რო­გორც მე­რე გა­ირ­კ­ვა, წინ მე­ლო­და. რო­გორც ჩანს, წიგ­ნის მფლო­ბე­ლის შთა­მო­მავ­ლებ­მა ისე ჩა­ა­ბა­რეს წიგ­ნი ბუ­კი­ნის­ტებ­ში, რომ არც „გა­უჩხ­რი­კავთ“. წიგ­ნ­ში ვი­პო­ვე ვახ­ტან­გის „კარ­გი მე­გობ­რის“ მი­ერ და­წე­რი­ლი მოხ­სე­ნე­ბი­თი ბა­რა­თი მა­შინ­დე­ლი უშიშ­რო­ე­ბი­სად­მი, სა­დაც წერს, რომ ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლის ეს წიგ­ნი შე­ი­ცავს ან­ტი­ხალ­ხურ ელე­მე­ნტებს და ა.შ.
ამას სხვა შემ­თხვე­ვა­ში არ მოვ­ყ­ვე­ბო­დი. ცუ­დი ნათ­ქ­ვა­მია, რომ გარ­დაც­ვ­ლილ­ზე ან კარგს ლა­პა­რა­კო­ბენ, ან არა­ფერ­სო. თუ არ გა­ი­აზ­რე რა ხდე­ბო­და და თუ ამ გა­აზ­რე­ბას წინ რა­ი­მე გა­და­ე­ღო­ბა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ  გა­მუდ­მე­ბით გა­მე­ორ­დე­ბა ბო­რო­ტე­ბე­ბი. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი დავ­რ­ჩი —  წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ალ­ბათ, რო­გო­რი სიყ­ვა­რუ­ლით აჩუ­ქა წიგ­ნი ვახ­ტან­გ­მა მე­გო­ბარს, იმი­ტომ რომ, ჩვე­უ­ლებ­რივ შემ­თხ­ვე­ვი­თი ნაც­ნო­ბის­თ­ვის ასეთ წარ­წე­რას წიგ­ნ­ზე ავ­ტო­რი არ გა­ა­კე­თებს. მოხ­სე­ნე­ბი­თი ბა­რა­თის ავ­ტორ­მა კი თა­ვი­სი „მო­ვა­ლე­ო­ბა“ შე­ას­რუ­ლა — იქ არ ეწე­რა, ვინ­მე დახ­ვ­რი­ტეთ ან ჩა­მო­ახ­რ­ჩ­ვე­თო, მაგ­რამ ეს იყო, ერ­თი მხრივ, ეპო­ქის დო­კუ­მენ­ტი, მე­ო­რე მხრივ კი — მე­გობ­რის ხე­ლით გა­მო­ტა­ნი­ლი პირ­და­პი­რი გა­ნა­ჩე­ნი.
კარ­გა ხანს გონ­ზე ვერ მო­ვე­დი, ვა­ხუშ­ტი მა­შინ ცოცხა­ლი აღარ იყო, თო­რემ ამას ვერ და­ვუ­მა­ლავ­დი და ისიც გა­ი­გებ­და ამ სა­ში­ნე­ლე­ბას.
ეს უკ­ვე გარ­და­სუ­ლი თა­ო­ბაა, მაგ­რამ ჩვენ ასე­თი გახ­სე­ნე­ბე­ბი, თუნ­დაც დღე­ვან­დე­ლი ლექ­ცია, იმის­თ­ვის გვჭირ­დე­ბა, რომ გა­ვი­აზ­როთ რა ხდე­ბო­და წარ­სულ­ში, რაც კარ­გია, არა­სო­დეს დაგ­ვა­ვიწყ­დეს და რაც ცუ­დია, ზო­გა­დი ფო­ნის თვალ­საზ­რი­სით — აღარ გა­ვი­მე­ო­როთ. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამის დი­დი იმე­დი მაქვს. შე­უძ­ლე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნი ბო­რო­ტის საწყი­სი­დან მომ­დი­ნა­რე­ობ­დეს, შე­იძ­ლე­ბა ჩვენ­ში არის რა­ღაც ბო­რო­ტე­ბა, მაგ­რამ ყო­ველ­თ­ვის შეგ­ვ­წევს იმის ძა­ლა, რომ და­ვა­მარ­ცხოთ.“
ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ყვე­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან შტრიხს გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე მი­სი­ვე ცხოვ­რე­ბის მა­გა­ლი­თე­ბით ყვე­ბო­და, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა „უტ­რა­გი­კუ­ლე­სი“ ბე­დის­წე­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი, დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბით სავ­სე ობ­ლო­ბა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბის შემ­დეგ, მა­ინც ყვე­ლა­ზე ხა­ლი­სი­ა­ნი და გულ­წ­რ­ფე­ლი იყო — ეს მხო­ლოდ ვა­ხუშ­ტის შე­ეძ­ლო.
„ვა­ხუშ­ტი რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი ოჯა­ხი­დან იყო, უტ­რა­გი­კუ­ლე­სი ბე­დის­წე­რის ადა­მი­ა­ნი —  მა­მა ძა­ლი­ან მა­ლე­ვე და­ა­პა­ტიმ­რეს და მე­რე, პრაქ­ტი­კუ­ლად, მის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცოდ­ნენ, გარ­და იმ ვა­რა­უ­დი­სა, რომ დახ­ვ­რი­ტეს, რო­მე­ლიც და­დას­ტურ­და კი­დეც. დე­დაც მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა (შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ მშო­ბი­ა­რო­ბას გა­დაჰ­ყ­ვა), დარ­ჩა ჩვი­ლი ვა­ხუშ­ტი უფ­რო­სი დე­ბის — ლე­ი­ლა­სა და მა­ნა­ნას — ანა­ბა­რა, რო­მელ­თა­გან ვა­ხუშ­ტის გამ­ზ­რ­დე­ლი ლე­ი­ლა ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი — 13-14 წლის იყო. ვა­ხუშ­ტის მო­ნა­ყო­ლით, ლე­ი­ლა ჩემ­თ­ვის არ­ქა­უ­ლი დის ხა­ტად იქ­ცა, თით­ქოს მი­თო­სურ ხა­ტად, რო­მე­ლიც ძმი­სად­მი დის ერ­თ­გუ­ლე­ბას და სიყ­ვა­რულს გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­და. ამას ვა­ხუშ­ტი ყო­ველ­თ­ვის უს­ვამ­და ხაზს.
თან რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი ოჯა­ხის შვი­ლი, თან ობ­ლად გაზ­რ­დი­ლი, თით­ქოს, ყვე­ლა წი­ნა­პი­რო­ბა იყო იმი­სა, რომ ვა­ხუშ­ტის დაგ­რო­ვე­ბო­და ბოღ­მა ცხოვ­რე­ბის და იმ  ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც გარს ერ­ტყ­ნენ. მე ამ ოჯახ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერ­თი მა­გა­ლი­თი მო­გი­ყე­ვით, რო­მელ­მაც ისე იმოქ­მე­და ჩემ­ზე, რომ ერ­თი თვე დავ­დი­ო­დი დამ­ძი­მე­ბუ­ლი. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ვა­ხუშ­ტის რამ­დენ­ჯერ შეხ­ვ­დე­ბო­და ასე­თი უსი­ა­მოვ­ნო რამ, რამ­დე­ნი დაბ­რ­კო­ლე­ბა ელო­და იმის გა­მო, რომ რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი მა­მის შვი­ლი იყო. მაგ­რამ მი­სი ღირ­სე­ბა და ადა­მი­ა­ნო­ბა ის იყო, რომ  არა­სო­დეს იტო­ვებ­და ბოღ­მას გულ­ში. ვი­თომ ხომ მარ­ტი­ვია, არ მი­აქ­ციო ბო­რო­ტე­ბას ყუ­რადღე­ბა, იმი­ტომ რომ, შენ თვი­თონ არ და­ემ­ს­გავ­სო მას. ეს სიბ­რ­ძ­ნე, თით­ქოს ასე ემ­პი­რი­უ­ლად მო­წო­დე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა­ში ძნე­ლი მი­საღ­წე­ვია. ამის მა­გა­ლი­თი იყო ვა­ხუშ­ტი.
რამ­დენ­ჯერ მი­ნა­ხავს თუ რო­გორ იფეხრთავ­და მტვე­რი­ვით ყვე­ლა­ფერს, რაც მას, მის წი­ნაპ­რებს და იმ დიდ საგ­ვა­რე­უ­ლოს არ ეკად­რე­ბო­და, რა­ზე­დაც წერს „ჩემს წუ­თი­სო­ფელ­ში“ — ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მე­მუ­ა­რუ­ლი ჟან­რის შე­დევ­რ­ში.
ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლა დე­ტა­ლი, რა­საც ყუ­რადღე­ბას აქ­ცევს წიგ­ნ­ში. იქ ათას ამ­ბავს შეხ­ვ­დე­ბით, მათ­გან ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სოა — კო­ტე­ტი­ანთ თუმ­ნი­ა­ნის ამ­ბა­ვი — რო­გორ უგ­ზავ­ნის ერ­თი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ძმა მე­ო­რე გა­ჭირ­ვე­ბულ ძმას ოჯა­ხი­დან გა­მოგ­ზავ­ნილ თუმ­ნი­ანს, სა­ნამ ბო­ლოს ისევ ოჯახს არ და­უბ­რუნ­დე­ბა — ვინ იცის, იქ­ნებ იმათ უფ­რო უჭირ­თო — ყვე­ლა­ფერს ის გა­ნა­პი­რო­ბებს, ადა­მი­ა­ნი რა სიღ­რ­მით უყუ­რებს და აფა­სებს სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას, მე­რე ეს ყვე­ლა­ფერ­ში ვლინ­დე­ბა, ეს ჩან­და ვა­ხუშ­ტის ცხოვ­რე­ბა­სა და საქ­მი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მომ­დევ­ნო თა­ო­ბას­თან — მო­წა­ფე­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც.“
და­ბო­ლოს, ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის ერთ-ერ­თი საყ­ვა­რე­ლი მოს­წავ­ლე სა­უბრობს გა­მორ­ჩე­უ­ლი პე­და­გო­გის შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც მი­სი სპე­ცი­ა­ლო­ბის არ­ჩე­ვა­ნიც კი გა­ნა­პი­რო­ბა.
„ჩემი და­ინ­ტე­რე­სე­ბა სპე­ცი­ა­ლო­ბით ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის თარ­გ­მა­ნებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. ალ­ბათ თქვენ­ხე­ლა ვი­ყა­ვი, შე­იძ­ლე­ბა უფ­რო უმ­ც­რო­სი — მე­ექ­ვ­სეკ­ლა­სე­ლი, რო­ცა ერ­თი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი წიგ­ნი წა­ვი­კითხე — ირა­ნუ­ლი პო­ე­ზია, ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის შედ­გე­ნი­ლი და რე­დაქ­ტი­რე­ბუ­ლი, სა­დაც სხვა მთარ­გ­მ­ნე­ლებ­თან ერ­თად, რა თქმა უნ­და, მი­სი თარ­გ­მა­ნე­ბი იყო (გირ­ჩევთ თქვენც წა­ი­კითხოთ). ისე აღ­ვ­ფ­რ­თო­ვან­დი წიგ­ნით, რომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, მო­მე­ძებ­ნა სპარ­სუ­ლის მცოდ­ნე და მეს­წავ­ლა ენა, რომ სპარ­სუ­ლი ლექ­სე­ბი დე­დან­ში წა­მე­კითხა. მე­რე მთე­ლი ჩე­მი მოს­წავ­ლე­ო­ბა ისე გა­ვი­და, რომ ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი, მაგ­რამ ეს მა­ნამ­დე არ მო­ხერ­ხ­და, ვიდ­რე ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ ჩა­ვი­რიცხე. მე არა­ბულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ზე ჩა­ვი­რიცხე, ბა­ტო­ნი ვა­ხუშ­ტი კი ლექ­ცი­ებს ირა­ნუ­ლი ფი­ლო­ლო­გი­ის გან­ხ­რით კითხუ­ლობ­და. იმ პე­რი­ოდ­ში, 90-იან წლებ­ში, საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი ჰქონ­და, რო­გორც უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტორს, რამ­დე­ნი­მე სა­განს ას­წავ­ლი­და — სპარ­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ას და თარ­გ­მა­ნის თე­ო­რი­ას. ენას უკ­ვე აღარ ას­წავ­ლი­და, მაგ­რამ იყ­ვ­ნენ მი­სი ნა­მო­წაფ­რე­ბი, რომ­ლებ­საც ახ­სოვ­დათ, რო­გორ უს­წო­რებ­დათ სპარ­სუ­ლის რვე­უ­ლებს ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლი.
ერ­თხელ, პირ­ველ კურ­ს­ზე, მო­ვა­ხერ­ხე და მე­სა­მე კურ­სის ირა­ნის­ტებ­თან შევ­ძ­ვე­რი ლექ­ცი­ა­ზე, დავ­ჯე­ქი და იმის შემ­დეგ, რაც პირ­ვე­ლად მი­სი ლექ­ცია მო­ვის­მი­ნე, ბა­ტო­ნი ვა­ხუშ­ტის ლექ­ცია აღარ გა­მიც­დე­ნია არც ერთ კურ­ს­თან (თუ კი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას ჩე­მი სას­წავ­ლო გრა­ფი­კი მაძ­ლევ­და). ლექ­ცი­ი­დან ლექ­ცი­ა­ზე გა­დავ­დი­ო­დი, პრაქ­ტი­კუ­ლად, გა­მო­დი­ო­და ისე, რომ მხო­ლოდ ვა­ხუშ­ტის­თ­ვის დავ­დი­ო­დი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, თვი­თონ­ვე შე­ამ­ჩ­ნია ეს და ჩემ შე­სა­ხებ გა­მომ­კითხა. ბო­ლოს ასე ხუმ­რობ­და — რო­ცა ახალ კურ­ს­თან შევ­დი­ო­დი ლექ­ცი­ა­ზე, ასე წარ­მად­გენ­და — მე ხომ მზე ვა­რო, მაგ­რამ ეს ჩე­მი თან­მ­დე­ვი პლა­ნე­ტააო და იცი­ნო­და.
ბო­ლოს და ბო­ლოს ამო­უ­წუ­რა­ვი არა­ფე­რია — ინ­ფორ­მა­ცი­ას ძა­ლი­ან მა­ლე ამო­წუ­რავ და იქ ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რ­დე­ბა, მაგ­რამ ვა­ხუშ­ტის ლექ­ცია არ იყო მხო­ლოდ მშრა­ლი ინ­ფორ­მა­ცია — ეს იყო ნი­ჭი­ე­რე­ბის, იმ­პ­რო­ვი­ზა­ცი­ის ნამ­დ­ვი­ლი ფო­ი­ერ­ვერ­კი, მი­ნი-სპექ­ტაკ­ლე­ბი თი­თო­ე­ულ კურ­ს­თან, ცალ­კე სპექ­ტაკ­ლი ამა თუ იმ თე­მა­ზე, ძი­რი­თა­დად, თარ­გ­მა­ნე­ბის და იმ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რომ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რამ­დენ მის ლექ­ცი­ას და­ვეს­წა­რი, არც ერ­თი  არ გან­მე­ო­რე­ბუ­ლა, ეს უდი­დე­სი უნა­რია. შე­სა­ნიშ­ნა­ვი მთარ­გ­მ­ნე­ლი, მწე­რა­ლი, სიტყ­ვის­მ­ცოდ­ნე და დამ­ფა­სე­ბე­ლი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პე­და­გო­გიც იყო. ეს კი­დევ ცალ­კე ნი­ჭია და, რო­დე­საც მე გავ­ხ­დი პე­და­გო­გი, მე­რე მივ­ხ­ვ­დი, რა ძნე­ლი ყო­ფი­ლა ას­წავ­ლო სხვას.
ვა­ხუშ­ტის სა­ი­დუმ­ლო ის იყო, რომ ძა­ლი­ან ცოცხა­ლი ადა­მი­ა­ნი იყო — ყვე­ლა ვცოცხ­ლობთ, ვსუნ­თ­ქავთ, მაგ­რამ ვა­ხუშ­ტის ყვე­ლა­ფერ­ზე ადეკ­ვა­ტუ­რი და მყი­სი­ე­რი რე­აქ­ცი­ე­ბი ჰქონ­და, რაც მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას კი­დევ უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოს ხდი­და. თუმ­ცა, მყი­სი­ე­რი რე­აქ­ცია იმას არ ნიშ­ნავ­და, რომ რა­ღაც და­უ­ფიქ­რებ­ლად ეთ­ქ­ვა, უბ­რა­ლოდ, არა­სო­დეს მა­ლავ­და გულ­წ­ფ­რელ ემო­ცი­ას და ამას ისეთ ფორ­მას აძ­ლევ­და, რომ, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში, დი­დი გაკ­ვე­თი­ლი იყო მის­თ­ვის, ვი­საც ვა­ხუშ­ტის­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უწევ­და.
ღა­მით რა­მეს რომ თარ­გ­მ­ნი­და, დი­ლით ლექ­ცი­ა­ზე მო­იჩ­ქა­რო­და, რომ სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის წა­ე­კითხა და გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა. ამა­საც მე­რე მივ­ხ­ვ­დი, რას ნიშ­ნავ­და, მა­შინ კი ვფიქ­რობ­დი, რომ ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვია, ასეც უნ­და იყოს. მაგ­რამ ესეც მი­სი დი­დი უშურ­ვე­ლო­ბი­დან მო­დი­ო­და. სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან და­უ­ნა­ნე­ბე­ლი და გამ­მე­ტი ადა­მი­ა­ნი იყო. ასე­თი გუ­ლუხ­ვი კა­ცი იშ­ვი­ა­თად შემ­ხ­ვედ­რია და ეს ამი­თაც მჟღავ­ნ­დე­ბო­და— მო­ი­ტან­და თარ­გ­მა­ნებს და გვი­კითხავ­და. ასე წა­მი­კითხა რილ­კეს სო­ნე­ტე­ბის დი­დი ნა­წი­ლი, იოსიფ ბროდ­ს­კის „ორი სა­ა­თი რე­ზერ­ვუ­არ­ში“, სპარ­სუ­ლი პო­ე­ზი­ის შე­დევ­რე­ბი და სხვ.“

25-28(942)N